სკოლა #147 (სრულიად)
ისე მთხოვეთ, დავწერე მეორე ნაწილიც! და აი, პირველი და მეორე ნაწილი ერთად სრულიად! მადლობა დიდი, ვინც კითხულობთ! ველოდები თქვენს შეფასებებს. *** საოცრად აუტანელი ბავშვი ვიყავი ყოველთვის. მასწავლებლები ვერ მიტანდნენ სკოლაში. ზუსტად 6ჯერ იყო ჩემი გაგდების საკითხი, მაგრამ ეხლაც მშვენივრად ვგრძნობ თავს მერხზე ფეხებშემოწყობილი. ოქმების დათვლა რომ დავიწყო, ალბათ ძალიან დიდი ხანი დამჭირდება. ის რომ მე დიმიტრი დანელიას შვილი ვიყავი, დიდ როლს თამაშობდა ძალიან - დირექტორის ნაცნობი იყო, თან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა დიტო, მაღალ თანამდებობაზე. სწავლით ვსწავლობდი ისე, რომ კლასში არ ჩავრჩენილიყავი. დედაჩემი გაგიჟებული იყო, თითქმის ყოველდღე იბარებდნენ სკოლაში. მერე მიხვდნენ ჩემი საშველი რომ არ იყო, თან ვერც მაგდებდნენ და მაკას დაბარებასაც თავი დაანებეს. გიორგი ინწკირველი ძმაკაცი იყო ჩემი. მე გიორგისთან შედარებით, ფრთები მაკლდა და გავფრინდებოდი:) სითავხედის, თავშეუკავებლობის და სიუზრდელის ფორმულა იყო გიორგი. არც უფროსი იცოდა, არც უმცროსი, არც გოგო და არც ბიჭი. მაგრამ მე მაინც ვძმაკაცობდი. ალბათ შეცოდების ფაქტორიც იყო ცოტა - არც დედა ყავდა და არც მამა. ავარიით გარდაეცვალნენ. ბებიასთან იზრდებოდა 1წლიდან. არც ბებიას სცემდა პატივს. ხშირად ლაჩარიც იყო, არაკაციც... როცა ბებია გზრდის ამდენი წელია და შენთვის ყველაფერს აკეთებს, მისი არ დაფასება... თქვენთვითონ დაასკვენით როგორი საქციელია. მაგრამ... გიორგიზე უფრო ახლოს კლასში ნატა მოსიძესთან ვიყავი. ეს იყო გოგო პოზიტივი. ვერც ვხვდებოდი როგორ შეიძლება ადამიანი სულ კარგ ხასიათზე იყოს და ყველაფერზე ღადაობდეს. იმდენად ლაღი იყო ნატა, ხანდახან ვფიქრობდი მთლად ნორმალური არ არის-თქო. ძალიან მიყვარდა მოსიძე, როგორც მაგარი მეგობარი და მრჩეველი. „ნინა ამაშუკელი“ ნინა კლასელი იყო ჩემი და ნატასი პირველი კლასიდან, ასევე, მოსიძის საუკეთესო მეგობარი. ამიტომ, ხშირად გვიწევდა სკოლის გარეთ ერთად ყოფნა-ნატას გამო. მაღალი იყო, ხორბლისფერი კანით, გამხდარი, ქერა, გრძელი თმა ქონდა მთელი ცხოვრება და მწვანე დიდი, მეტყველი თვალები. ერთად ყოფნისას, ქუჩაში ყოველი მეორე გვაჩერებდა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ნინას თმა გაშლილი ქონდა, და აღტაცებულები, აღფრთოვანებულები ეუბნებოდნენ: „ვაიმე, რა მაგარი თმა გაქვს!“, „აუ რა კარგი ფერის თმა გაქვს! იღებააააააააააავ??“, „ვუაიმეეეე!! არ შეიჭრა არასდროოოს!“ „უკაცრავად, გოგონი ვერ მასწავლი რითი იღებავ?“ და კიდევ მრავალი მსგავსი. ვერ ვიტანდი ნინა ამაშუკელთან ერთად სიარულს. საოცრად მაღიზიანებდა ეს ყველაფერი, მარა მგონი მარტო მე ვიღლებოდი და მეშლებოდა ნერვები, ნინა ისეთი თავაზიანობით და სიამოვნებით უხდიდა მადლობებს... ბავშვობაში ამაშუკელი ისეთი ცელქი, მოლაპარაკე და მოუსვენარი ბავშვი იყო, ვერც ვერავინ წამოიდგენდა ასეთი მშვიდი, გაწონასწორებული, ნაზი გოგო თუ დადგებოდა მისგან. მოკლედ, ადრე გოგოს გარდა ყველაფერი იყო, მაგრამ კარგად სწავლობდა ყოველთვის და ზრდილობიანი იყო. იცოდა ყველას გარჩევა. ეტყობოდა როგორ ოჯახშიც იზრდებოდა. მეექვსე კლასში უკვე ნამდვილად ეტყობოდა გოგოს რაობის. გიორგი ინწკირველსაც უყვარდა ერთი პერიოდი. ყველასთან ამბობდა ჩემი შეყვარებულიაო. ნინა ამაზე ღიზიანდებოდა და სულ ეჩხუბებოდა. არასდროს უყვარდა გიორგი, აშკარა, დაუფარავ აგრესიას ამჟღავნებდა ყოველთვის. სულ ლანძღავდა, ვერ იტანდა თავხედობას და ყოველი ინწკირველის ცუდ საქციელს, აპროტესტებდა. არასდროს ხუჭავდა თვალს უსამართლობაზე და ყოველთვის კბილებით იცავდა სიმართლეს, თუნდაც ცუდი შედეგით დამთავრებულიყო. ბევრს მოწონდა სკოლაში და სკოლის გარეთაც, მაგრამ არასდროს ავარდნია თავში და როგორც ვიცი, დღემდე არ ყოლია შეყვარებული. მოკლედ, ნამდვილი ანგელოზი იყო ეს ჩვენი ნინა:) მე და ამაშუკელი? ჩვეულებრივი კლასელები ვიყავით, მიუხედავად ერთად გატარებული დიდი დროისა. ერთ უბანში ვცხოვრობდით-ვერაზე. #147 სკოლაც ვერაზე იყო. თუ არ ვცდები, მეხუთე კლასში ვიყავით, საბურთალოზე რომ გადავიდა. პატარაობისას, დაწყებით კლასებში, სულ ვაწვალებდი და ვამწარებდი. ერთხელ მახსოვს, მეორე კლასში დედაჩემს არ ეცალა კლასელის დაბადებისდღეზე რომ წავეყვანე და ჩემი ერთ-ერთი კლასელის და ასევე მეზობლის - დათუნა ჩარკვიანის დედას სთხოვა დათუნასთასთან ერთად, ბექაც წაიყვანეო. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ნინას დედასაც უთხოვია დათუნას დედასთვის იგივე. მაიამ, დათუნას დედამ, შოკოლადები გვიყიდა სამივეს. გზაში იმდენი ვქენი რომ ამაშუკელს ის შოკოლადი ხელიდან დავაგდებინე და გემრიელად ავხარხარდი. იქამდეც არ ვიყავით შეხმატკბილებულად, მარა იმის მერე საერთოდ დასანახად ვერ მიტანდა) მეხუთე კლასიდან მეცხრემდე კარგი ურთიერთობა გვქონდა, თითქმის მეგობრები ვიყავით. მერე ისევ რაღაც აგვერია. და უკვე, მეთერთმეტე კლასშიც თავს მარიდებს, თუ რას შვრება ვერ გავიგე. საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას, ზედაც არ მიყურებს, მაგრამ ეს ნამდვილად ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. ხანდახან, მეც მეჩხუბება. დიდი ცინიკოსი ვინმე ვარ:) ეს მეც ვიცი. ხშირად დავცინი კლასელებს გარეგნობაზე და ნინა ამას ვერ იტანს. სინამდვილეში, მართლა არ მინდა ასეთი ვიყო, უბრალოდ იმდენად ჩამიბეტონდა ჩემი ასეთი პიროვნება ბავშვობიდან, აღარც ვაპირებ შეცვლას. გიორგი ინწკირველთან ძმაკაცობამაც თავისი ქნა და ერთი სიტყვით დიდი საზიზღარი ვინმე ვარ... *** აუ, რა მაგრად მეძინება! ეხლა ჩემი საწოლის მეტი არაფერი არ მინდა. 9ს აკლია 20 წუთი. პირველად მოვედი სკოლაში ესე ადრე!!!! დიტომ გამაღვიძა დღეს არანაირი შატალო, სანამ მე თვითონ არ მიგიყვან სკოლაში, ფეხს ვერსად გაადგამო. ოხ, ეს მშობლები! ხოდა ვარ ეხლა დებილივით მარტო მე მთელს კლასში. კარები გაიღო. და უი??:ვინ შემოდის? ლიკუნა კირთაძე. ოო, ეს გოგო ჩემზე სერიოზულად მოქმედებს. -როგორ ხარ, ბექუუუუუუნ? - ისე ჩამეხუტა, ლამის სკამიანად გადავყირავდი. -კარგად, ლიკუნა, შენ? -მეეეეეეეც. ლიკუნაც პირველი კლასიდან ჩვენთან სწავლობს. პროსტა გოგოა? იმენა ფეხია ცარიელი. ტვინიც ასევე ცარიელი აქვს. ისეთი ხამია, ლიჟბი ბიჭი დაინახოს და ეგრევე კერვას იწყებს. მარა მე მაგრად მევასება... კალთაში ჩამიჯდა კირთაძე. ამაზე უფრო არასდროს მდომებია სკოლიდან წასვლა. ხელები სახეზე შემომაწყო. კიდევ ერთხელ გაიღო კარი და ხმადაბლა გემრიელად შევიგინე. ვინ თუ არა სხვა? ნინა ამაშუკელი. ყველაფრის გაფუჭება ამ გოგოს სტიქიაა. ლიკუნა უცებ გასწორდა. ნინამ შემოგვხედა უღიმღამოდ გვითხრა გამარჯობა. რატომღაც მომეჩვენა, რომ წამიერად, აი, სულ წამის მეასედში, იმედგაცრუებით შემომხედა მე. მერე ჩანთა მაგიდაზე დადო და კლასიდან გავიდა. *** მეორე დღეს თამაში მქონდა ძაან სერიოზული. მაგრად ვნერვიულობდი. მე და დედაჩემი ტელევიზორს ვუყურებდით. ტელეფონმა დარეკა. მაკამ უპასუხა. -დიახ. გამარჯობათ ქალბატონო ნანა. როგორ ბრძანდებით? -... -მადლობთ. რაშია საქმე? ჩემმა ყალთაბანდმა შვილმა რამე ხომ არ დააშავა? აუ ესღა მაკლდა, რა. გაატ*აკა ამ ჩემმა დამრიგებელმა საქმე. ეხლა ეტყვის დღეს ფანჯარა რო ჩავტეხე და მაკა გაგიჟდება. -უი, რას ამბობთ - ოდნავ წამოიყვირა დედაჩემმა და ანთებული თვალებით გამომხედა. -... -დიდი მადლობა, ქალბატონო ნანა, რომ შემატყობინეთ. მივხედავ მაგ საქმეს და ხარჯებსაც ავანაზღაურებთ. ნახვამდის. დივნიდან ავდექი, ჩემს ოთახში წასასვლელად. არ მქონდა ეხლა ჩხუბის და მაკას დარიგებების თავი. -დაბრძანდი ეხლავე, ვაჟბატონო! - კატეგორიული იყო დედაჩემის ხმა. მობეზრებული გამომეტყველებით მივუტრიალდი - რა ქენი დღეს სკოლაში? -აუუუ, კაი რა მაკა, რა!! შემთხვევით მომივიდა, შენ თავს ვფი... -ხმა! საერთოდ არ დაიფიცო ჩემი თავი არასდროს! რამდენჯერ გთხოვე არა, ადამიანურად მოიქეცი-მეთქი, მარა არა!! შენ ხო ცხოველი ხარ. მრცხვენია ასეთი შვილი რომ მყავს! ხმაურით გავიდა მაკა ოთახიდან. მერე დავფიქრდი. მართლა როდემდე უნდა გამეგრძელებინა? 17წლის აღარ ვიყავი ბავშვობის ასაკში. მაკას ვაწყენინე. არადა, მართლა შემთხვევით რო ჩამიტყდა ის დედააფეთქებული ფანჯარა?.. უკვე ვწვებოდი კარი დიტომ რომ შემომიღო. გაბრაზებული სახე ქონდა. მივხვდი. გაიგო. -შენ აღარ უნდა გაიზარდო, ხომ? -კაი რა დიტო, ეხლა შენც არ დაიწყო, გეხვეწები. -მე ვიცი როდის რა უნდა ვქნა და შენი ხმა არ გავიგო! ხვალ ჩვეულებრივად წახვალ სკოლაში. სიცილი ამიტყდა. -დიტო, ხო ხარ ჯანზე? ხვალ რანაირად წავალ სკოლაში, როცა თამაში მაქვს, თან ძაან სერიოზული. -არ მაინტერესებს. საერთოდ შეეშვები ფეხბურთს, როგორც ვატყობ, შენ ისე იქცევი. ხვალ თამაშზე ვერ წახვალ და მოვრჩეთ ამაზე. -მეღადავებით, თუ რა ხდება?! დიტო, ხვალ რო ამ თამაშზე არ წავიდე, ვაფშე დამკარგავ იცოდე. -ისედაც დაკარგული მყავხარ, ამიტომ როგორმე გადავიტან. მუშტი ისეთი სიძლიერით მივარტყი კედელს, მეგონა ყველა ძვალი გადამტყდა. შემეძლო, როგორ არ შემეძლო, წავსულიყავი თამაშზე და გადამებიჯებინა მაკასთვის და დიტოსთვის, მარა ვერ ვქენი. ჩემ ინტერესებზე მაღლა, იმათი პატივისცემა დავაყენე... ისეთი ნერვებმოშლილი ვიყავი სკოლაში, ყველა მინდოდა ფეხზე გადამელეწა. ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებელს მაინცდამაინც იმ დღეს მოუნდა პრეზენტაციისთვის ჩვენი განაწილება. გოგო-ბიჭი უნდა იყოთო, აბა ბიჭები ცალკე არაფრის გამკეთებლები არ ხართო. ბედი ხომ ყველაფერში საჭიროა? ხოდა ჩათვალეთ მე არაფერში არ მაქვს. -ყველაზე ჩამორჩენილ მოსწავლეს, წყვილად უნდა ყავდეს, ყველაზე ჭკვიანი,თორე ჩამივარდება პროექტი და ეგ იქნება. დემეტრაძე შენ მაისურაძესთან. მიმინოშვილი-კაკაბაძესთან. დანელია-ამაშუკელი. მეგონა ტვინში სისხლი ჩამექცა. რაღა მაინცდამაინც მე?! ღმერთო ჩემო! გაკვეთილები ძლივს დამთავრდა და ჯოჯოხეთიდან გამოვაღწიე. სწრაფად მივდიოდი, თითქმის მივრბოდი. წვიმდა. ვიღაცის ნაბიჯების ყუაპატყუპი მესმოდა წყალში, სავარაუდოდ მორბოდა. მერე მკლავზე შეხება ვიგრძენი და ინსტიქტურად მოვტრიალდი. ნინა იყო ამაშუკელი. -რა გინდა ამაშუკელი? თქვი მალე, მეჩქარება. -ორი კვირა გვაქვს პრეზენტაციისთვის და როდიდან დავიწყოთ? -რა? მომესმა თუ მართლა მეუბნები? - ცინიკურად გამეცინა მე. -მეტყობა რამე, რომ ვღადაობ? - გაღიზიანდა ნინა. -არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ მე და შენ რაც გინდა ის ქენი. -ეგრეც ვიცოდი და არც შეგეხვეწები, ეგღა მაკლია. უბრალოდ, მიდი მასწავლებელთან და უთხარი რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებ და მაგით დამთავრდება. ცოტა ხანს ვუყურე დიდი მწვანე თვალებში, მერე თავი დავუქნიე. -გავაკეთოთ ერთად. თავიდან თვალები გაუფართოვდა, გაოგნებულმა შემომხედა. მერე მითხრა: -როდის დავწყოთ და სად გავაკეთოთ? -რავი, ხვალიდან გაწყობს? -ესე მალე? - დაიბნა - რავიცი დავიწყოთ მაშინ. და სად? -ჩემთან. ხვალ წამოდი ჩემთან და დავიწყოთ. -კაი. ხვალ მუშაობას დავიწყებთ. -ხო, ძაან საინტერესო ორი კვირა გველოდება - ვთქვი ჩემთვის ჩუმად და თვალები ეშმაკურად ამენთო. *** სკოლიდან სახლში რომ მივედი, ეგრევე დავიძინე. ღამის 10ის ნახევარზე გამაღვიძა ტელეფონმა. ზუკა იყო - ჩემი ძმაკაცი. -ხო,ზუკა -რა ხმა გაქ შე*ემა, რა არი. -მეძინა. -აუ, გამოდი რა გარეთ, რა გაძინებს, სადმე გავიდეთ. -ნახევარ საათში იყავი მრგვალ ბაღთან და გამოვალ. ვინები ხართ? -მე, საბა და ტატო. -კაი, კაი. ნახევარ საათში მოვალ. ქვემოთ ჩავედი. მაგრად მშიოდა და საშინლად მინდოდა სიგარეტი. მაკა დამხვდა. ტელევიზორს უყურებდა. -დედა, რა გვაქვს საჭმელი? -... -მაკაა, გესმის?. -... -აუ კაი რა, დედა, რა გჭირს? -წაბრძანდი სამზარეულოში და გაიგებ - მკვახედ მიპასუხა. გამეცინა. ახლოს მივედი და თვალებში შევხედე. გავუღიმე და ხელები მოვხვიე. თავიდან რეაქცია არ ქონდა, მერე თვითონაც მომეხვია. -რა ტყულად გაბრაზდი, მაკა რა! -ვაიმე, მოგკლავ ეხლა იცოდე! ფანჯარა ჩატეხე და კარგი ბიჭი ხარ-თქო მეთქვა? -კაი ხო. მე შევჭამ და გავდივარ. -სად? -ბიჭებთან. -მალე მოდი იცოდე, ნერვები არ მომიშალო! -ბიოლოგიამ მოგვცა პრეზენტაცია და მე და ამაშუკელი ნინა ვართ ერთად. ხვალ ვარჯიში მაქვს და 5ის ნახევარზე მიმთავრდება და მერე მოვა ჩვენთან. -კარგი - თვალები გაუბრწყინდა დედაჩემს. - რა უყვარს მითხარი და იმას გავაკეთებ. -მაკა არ გადამრიო ეხლა! მეტი საქმე არ მაქვს ეგ ვიცოდე რა უყვარს ამაშუკელს. -რა უხეში და უტაქტო ხარ ვგიჟდები! - გაბრაზდა დედა. -წავედი მოკლედ მე, რა. -შუბლზე ვაკოცე და სწრაფად წავედი ბიჭების სანახავად. -ბექუშ! რას შვრები? -რავი ბიჭო, თქვენ? - ღრმა ნაფაზი დავარტყი მე. -ხვალ უეჭველი უნდა გამომყვეთ. საღამოს თიკას უნდა გავუკეთო რამე, დაბადების დღე აქვს. - გვითხრა ზუკა ლომიძემ. -კაროჩე, მე ხვალ არ მცალია 8მდე, ალბათ. -ვარჯიში ხო ადრე გიმთავრდება შენ? -ხო მარა, მერე არ მცალია. -რატო? -პრეზენტაცია მაქვს გასაკეთებელი. ჩემი კლასელი უნდა მოვიდეს. აი ის, ნინა ამაშუკელი. -შენ უნდა გააკეთო პრეზენტაცია? - გადაიხარხარეს ბიჭებმა ერთად - კაი არ გადამრიო ეხლა. -აუ გააფ*ით რა! - გამეცინა მეც. -კაი. 8ის მერე წამოდი შენ, პრეზენტატორო! - ჩაბჟირდა ლომიძე. -ლომიძე ჩაი*ვი-თქო! - სიცილს ძლივს ვიკავებდი მე. *** მეორე დღეს სკოლაში არ ვყოფილვარ. ძაან დამეზარა დილით ადგომა. პირდაპირ ვარჯიშზე დავაწექი. 5ზე სახლში ვიყავი. 10 წუთში კარზე ზარი დარეკეს. მაკამ გააღო. -გამარჯობა, საყვარელო! როგორ ხარ? -კარგად, გმადლობთ. თქვენ როგორ ხართ? -მეც კარგად. მიდი მისაღებში. ბექას დავუძახებ. -აქ ვარ დედა! - მისაღებიდან გავძახე მე. - ზდაროვა, ნინა! -როგორ ხარ, ბექა? - უხერხულად გაიღიმა ნინამ, ჩემს მიმართვაზე. -ნორმალურად. შენ? -მალე დავიწყოთ, მალე უნდა წავიდე. -ბექა, გაინძერი ეხლა! მიდი ადით შენს ოთახში და რაღაცებს ამოგიტანთ მე. - ამაშკელს გაუღიმა დედაჩემმა. -ვაიმე, არაფერი არ არის საჭირო, მაკა დეიდა! ისედაც მალე უნდა წავიდე. ცოტა ხანი ვიმუშავებთ და ვსო. -მიდით, მიდით. ბექა იცოდე, მაიმუნობა არ დაიწყო! - კიბეებზე მიმავალს სიტყვა დაგვაწია მაკამ. -მიდი შენ ინტერნეტში ნახე ინფორმაციები და მე ამ ენციკლოპედიაში ვნახავ. - გამეცინა. ამაშუკელმა მჟავედ შემომხედა. - რა გაცინებს? -არაფერი, არაფერი. - ღიმილით ვუპასუხე მე და ლეპტოპი გავხსენი. დედაჩემმა წვენი და ნამცხვარი შემოგვიტანა. ნინას ეუხერხულა, დიდი მადლობაო და ისევ ჩემხელა ენციკლოპედიაში განაგრძო რაღაცის ძებნა. დავაკვირდი. იმდენად სუფთა იყო, სახეზე ეწერა ყველაფერი. მორიდებული და მორცხვი იყო ბავშვობიდან. რაღაცნაირად თავისებური და მაინც, ისეთი მშვიდი და მხიარული... ძლივს გამოვერკვიე, როცა ნინა წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. ლეპტოპს ჩახედა და მძიმედ ამოიხვნეშა. -ვიცოდი არაფრის გამკეთებელი რომ არ იყავი, დანელია! მოდი, მე ცალკე გავაკეთებ. -არა რატო? -მგონი შენ ვერ ხარ ჯანმრთელი, ხო? არაფერს არ აკეთებ და candy crush-ის თამაშით ძაან მაგარი პრეზენტაცია გამოვა! რო გენახა რაც გთხოვე, მოკვდებოდი, ხო?! -აუუუუუ, ეს ვინ არი, ჩემი! ვნახავ ხო, რა იყო? გილიოტინაზე დამკიდე ბარემ! -მე მივდივარ ნახევარ საათში და იქნებ დამდო პატივი და მანამდე მოძებნო. მალევე მოვძებნე. ამაშუკელმა ხვალ გავაგრძელოთ, ეხლა უნდა წავიდეო. გაგაცილებ-მეთქი. ქვემოთ ჩავედით. მისაღებში დიტო შეგვეჩეხა. -დიტო, ეს ნინაა, ჩემი კლასელი. -ოხხ, გაუმარჯოს, ნინა! - მთელი გულით გაუღიმა მამაჩემმა. -როგორ ბრძანდებით? -კარგად, კარგად. თავად? მიდიხარ უკვე? -დიახ, მივდივარ. -დიტო, მანქანა მათხოვე რა. - დიტომ ჯერ ეჭვის თვალით გამომხედა, მერე ჯიბიდან გასაღები ამოიაღო. -იმედი მაქვს, არ დამირეკავენ და არ მეტყვიან, რომ მთვრალი ხეს შეეჯახე ან ჭიშკარში შევარდი, ან რაღაც მსგავსი. ჭკვიანად იცოდე. -კაი რააააა! 2 წლის ხო არ ვარ. ნინა ჩემებს დაემშვიდობა და როგორც იქნა, გამოვედით. მანქანაში ჩავჯექით და სიგარეტს მოვუკიდე. ნინასაც შევთვაზე, მიუხედავად იმისა, ვიცოდი არ ეწეოდა. არ მინდა, არ ვეწევიო, მიპასუხა. გზაში ზუკამ დამირეკა. -ხო, მალე მოვალ. -ბიჭო, რა ვაჩუქო თიკას ვერ გადავწყვიტე რა, მიშველე! -კაი დამელოდე, გზაში მოვიფიქრებ რამეს. -ნინა, რაღაცას გკითხავ, რა. -მკითხე. - გამიღიმა. -აი, დაბადებისდღეზე ყველაზე მეტად რა გაგისწორდებოდა, შეყვარებულისგან? -რა კითხვაა! - გაეცინა ამაშუკელს. - მე ალბათ, ძაღლი! კი, ძაღლი გამეხარდებოდა ყველაზე მეტად. ზუკამ თიკას ძაღლი აჩუქა. *** არასდროს შეიქმნათ წარმოდგენა ადამიანზე, როცა მას ახლოს არ იცნობთ. და მე დავრწმუნდი ამ სიტყვების სისწორეში. სწორედ, იმ ორმა კვირამ დამარწმუნა, რისი გატარებაც ნინასთან მომიწია. იმედენად თავდაჭერილი, მხიარული და ზომიერად სერიოზული იყო ნინა ამაშუკელი, მინდოდა ორი კვირა, ორი თვე ყოფილიყო. ერთად იმდენს ვხალისობდით... შაბათი იყო. საბოლოო შტრიხები შევმატეთ პრეზენტაციას. მერე ნინა დიტოს მანქანით მიმყავდა სახლში. ამაშუკელის კორპუსთან გავაჩერე. -წავედი, ბექა! მადლობაა. -მოიცა ნინა! - ინსტიქტურად მოვატრიალე ნინა. შემომხედა და გამიღიმა. გადავიხარე და შუბლი ლოყაზე მივადე. მერე ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე. -წადი, ნინა. 1წუთი გაუნძრევლად იჯდა, მერე მანქანის კარი გააღო და გადავიდა. ჩვენი პრეზენტაცია საუკეთესოდ დაასახელეს. *** სკოლის დამთავრებამდე 2 კვირა რჩებოდა. დიდი-დიდი ერთი კვირა მევლო. ზაფხული მოდიოდა და მაგრად მიხაროდა! ნატამ დამპატიჟა თავის დაჩაზე, მანგლისში. ერთი კვირით მივდიოდი, სკოლა რო დამთავრდებოდა. *** სკოლაში ყველაზე მეტად ნიკა ონიანს ვემტერებოდი. აი, ძალიან მაგრად მეზიზღებოდა ეს ბიჭი და თვითონაც არ გიჟდებოდა ჩემზე. ჩემ პარალელურ კლასში იყო. ერთხელ, მეცხრე კლასში, ბუფეტში, კოკა-კოლა გადამასხა შემთხვევით და ზედაც არ შემომხედა, ისე გაიარა. მე ამაზე ამასხა და ისე მოვუქნიე მუშტი, ორივე ყბა მოვუნგრიე.. *** იმ დილითაც ძლივს წამოვიზლაზნე საწოლიდან და სკოლაში წავედი. კლასში რომ შევედი, ზარიც მაშინ დაირეკა. ფანჯარასთან ნინა იდგა და მწარედ ტიროდა. ბავშვებიც შემოხვეოდნენ. ნატა ეხუტებოდა და ვიღაცას ლანძღავდა, იმუქრებოდა. -ეგ არაკაცი ეგ, დამპალი! შენ არ იტირო გეხვეწები და მაგას ნახე პროსტა, წელში გადავტეხავ!! გთხოვ ნინა, გაჩერდი რა. ეს სცენა რომ დავინახე, სწრაფად მივედი. -რა მოხდა? -იმ არაკაცმა ონიანმა, შენ იმ დღეს დაგინახე დანელიასთან ერთად ქუჩაშიო და ხელი ისეთი სიძლიერით კრა, ნინა პირდაპირ იქვე გაიშხლართა!!! მოსიძე კიდევ რაღაცას ამბობდა... მე ამ წინადადების მეტი ვერაფერი გავიგე. საოცრად სწრაფად შემოვტრიალდი ხმამაღალი გინებით და კარი ისეთი სიძლიერით გავაღე, ვფიქრობ, ჩამოვარდა, მაგრამ იმ მომენტში საერთოდ არ ქონდა არანაირი მნიშვნელობა ამას, იმ მომენტში საერთოდ არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა, გარდა იმისა, რომ ნიკა ონიანი სიკვდილამდე მეცემა. რამდენიმე წამში ნიკას ვურტყამდი მთელი ძალით. ძლივს გამომწიწკნეს. მე წარბი და ტუჩი გავიხეთქე, ვფიქრობ იმან - მთელი სხეული. წამოსვლისას მივაფურთხე და ჩემი კლასისკენ წავედი. კლასის კარი გავაღე. ისტორიის მასწავლებელი 2წუთის შესულიც არ იქნებოდა, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩანთა ეჭირა. ნინასკენ წავედი, რომელსაც ტირილი შეეწყვიტა და დასიებული თვალებით მიყურებდა. ჩემი და ნინას ჩანთებს ხელი დავავლე, ამაშუკელს ხელი ჩავჭიდე და ისე, რომ არავისთვის მიმიქცევია ყურადღება, იქედან გამოვიყვანე. ძლივს მოვახერხეთ დაცვას გავპარვოდით. სკოლას მოვშორდით და ნინა მოვატრიალე. თვალებში ვუყურებდი მე და მიყურებდა- ისიც. მერე ამაშუკელმა სალფეთქი ამოიღო და ტუჩი და წარბი სისხლისგან გამიწმინდა. ჩემს სახესთან გაჩერებულ თითებზე ვაკოცე. შემომხედა და გამიღიმა. ამ გოგოს ღიმილი სერიოზულად მოქმედებდა ჩემზე... *** ჩემი და ნატა მოსიძის მშობლები ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, როგორც მე და ნატა. ნატას დედ-მამა უკვე დაჩაზე იყვნენ. მე დიტომ მათხოვა მანქანა და ნატასთვის უნდა გამევლო. მანგლისში მივდიოდით. მოსიძეს დავუსიგნალე და მანქანიდან გადმოვედი. გარეთ ერთი ნატას მაგივრად, ორი გამოვიდა. ერთი აშკარად ნატა იყო, მეორე... მეორე ნინა იყო, ამაშუკელი. თვალები შუბლზე ამივიდა. არანაკლებ დაიბნა ჩემს დანახვაზე ნინაც. ნატას მკვლელი მზერით გახედა და მივხვდი, ყველაფერი ნატას მოწყობილი რომ იყო. ერთი კვირა მანგლისში, ნინა ამაშუკელთან ერთად... უკვე მომწონდა ეს მოგზაურობა... *** მთელი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ. ნინა უკან იჯდა, ნატა - წინ. მოსიძეს 10 წუთშივე ჩაიძინა. სარკიდან ხშირად გადავხედავდი ნინას , რომელიც თვალს-თვალში მიყრიდა. ცოტა ხანში ნინასაც ჩაეძინა. არა მაინც, რა ლამაზი იყო ეს გოგო. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. აშკარად, არანაირი გრძნობა არ მქონდა. როგორც იქნა, ჩავედით. ნატა გავაღვიძე ჩავედით, ნინაც გააღვიძე-თქო. ამაშუკელს გადახედა და გაიღიმა. -შეხედე ერთ წამს, ეს როგორ უნდა გავაღვიძო? ნახე როგორ ძინავს! ნინას გადავხედე და მართლა ისე საყვარლად ეძინა, შემეცოდა გასაღვიძებლად. -კაი ხო, ჯერ ბარგს ავიტან მაშინ და მერე ჩამოვალ. სახლში შევიტანე ყველაფერი და ნინასთვის დავბრუნდი და ხელში ავიყვანე. ისეთი მსუბუქი იყო, მეგონა ხელებში ჩამადნებოდა. ნატას მითითებულ ოთახში შევიყვანე და საწოლზე დავაწვინე. ვერ მოვითმინე. შუბლზე ვაკოცე და სწრაფად გამოვედი. საღამოს ტყეში გასეირნება გადავწყვიტეთ. მოსიძემ გამოგვიცხადა ზედმეტად დავიღალე და თქვენ წადითო. ნინამ მეც ვერ ვარ კარგადო, მაგრამ ნატამ იმდენი ეწუწუნა, ბოლოს წამოვიდა. უკვე ბინდდებოდა. მივდიოდით ტყეში მე და ნინა და ხმას არ ვიღებდით არც ერთი. -ნინა, რა დაძაბული ხარ, ისუნთქე - გამეღიმა მე. გაწითლდა. -კიდევ კარგი მითხარი, თორემ გავიგუდებოდი - წაბებია აწია მან. გამეცინა. -აუ, რა საყვარელი ხარ, რო იცოდე! არ მიპასუხა. -იურიდიულზე აბარებ ხო შენ? -კი და ძაან ვნერვიულობ! -შენ რაღა განერვიულებს, რო არ მითხრა? -ჯერ საატესტატოები, მერე ეროვნულები, ბექა! სანერვიულოა აბა რა არი?! -კაი რაა, შენ რო ჩააბარებ, მაგას არ უნდა ლაპარაკი. ისევ დუმილი. -შენ არაფერი გაინტერესებს? -შენ რაზე აბარებ? - სწრაფად მკითხა. -სავარაუდოდ, ბიზნესი. -ბექა, იმ დღეს ონიანი რომ ცემე, სერიოზული პრობლემები ხო არ შეგექმნა ჩემს გამო, სკოლაში? -ღადაობ? საცემი იყო ონიანი და მიიღო კიდეც. უარესის ღირსი იყო! აუ, მოვწევ, რა. -მიდი - გამიღიმა ნინამ. კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. არ მინდოდა სახლში წავსულიყავით. -წავიდეთ რა ბექა, გვიანია უკვე. სახლში მივედით და ისე მშიოდა, ლამის მუცელი გამისკდა. -დედაჩემი და მამაჩემი თბილისში წავიდნენ და რამდენიმე დღე არ ჩამოვლენ. მარტო რო ცხოვრობს ჩვენი კარის მეზობელი, ნატაშა, ეგ გამხდარა ცუდად და საწყალს ჩვენს გარდა არავინ გახსენებია. იმედია კარგად იქნება. - გვითხრა ნატამ, როგორც კი მივედით. -აუ, ძაან მშია. - საცოდავად ვთქვი მე. -წამოდი და გავეკეთოთ რამე. - შემომთავაზა ამაშუკელმა. მეც გავყევი. - მიდი შენ, კარტოფილი დათალე, მე მანამდე ყველიან მაკარონს გავაკეთებ. დიდი მონდომებით შევუდექი კარტოფილის გათლას. დანა თითში გავიყარე და ისე მეტკინა, ბოლო ხმაზე ვიღრიალე. -რა მოუხერხებელი ხარ, ღმერთო ჩემო! გეთქვა თუ არ იცოდი და გავთლიდი მე. დამელოდე ერთი წუთით, მოვიტან ბამბას და სპირტს და შეგიხვევ მაგ თითს. - სწრაფად მომაყარა ნინამ. -ღადაობ, რა სპირტი?! თითი გავიჭერი, კი არ ვკვდები. -ინფექცია შეგეჭრება ბექა და მორჩი. ერთი წამით დამელოდე. ზუსტად 15 წამში გაჩნდა ჩემთან. დიდი მონდომებით მისუფთავებდა თითს. მე ვაკვირდებოდი და ვხედავდი როგორ უწითლდებოდა ცალი მხარე. სპირტს ბოთლიდან, ბამბაზე ასხამდა და ისე მოხდა, რომ მთელი სპირტი ხელებში ჩაექცა. -ბექა, თუ შეწყვეტ ჩემ დაკვირვებას, ძაან გამახარებ!!!! მთელი სპირტი დამეღვარა! -რატო, გაბნევ? - გამეცინა მე და წარბი ავწიე. -ღმერთო, რა იდიოტი ხარ! ისევ ჩემს ხელს მიუბრუნდა ამაშკელი. -რა ლამაზი ხარ, ნინა. უბრალოდ წამიერად ამომხედა და მერე ისევ ჭრილობას დაუბრუნდა. -მაბნევ. - მითხრა, როცა უკვე რჩებოდა. ჩამეცინა. ისეთი სუნი ტრიალებდა მთელს სახლში, მეგონა ცოტაც და იქვე ჩავიკეცებოდი. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ნინა ამაშუკელმა საჭმელების კეთება თუ იცოდა ასე კარგად. *** მეორე დღეს დილით, უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა. აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად. ქვემოთ ჩავიხედე და ნინა იწვა ჰამაკში და უბრალოდ იყურებოდა. ნინა-მეთქი დავუძახე. ამომხედა და გამიღიმა. -ესე ადრე რამ გაგაღვიძა? მე მხრები ავიჩეჩე და შენ-თქო ვკითხე. ანალოგიურად გაიმეორა მანაც. მერე ოთახში დავბრუნდი, მაგრამ ვერ დავიძინე. ეზოში ჩავედი და ნინას მოპირდაპირე ჰამაკში ჩავეხეთქე. ჰამაკზე წამოჯდა ამაშუკელი. მე ვაკვირდებოდი დაუსრულებლად. -რატო მიყურებ ეგრე? -ეგრე როგორ? - გავუღიმე მე. -აი, როგორც ეხლა მიყურებ ისე. -მინდა და გიყურებ. არაფერი უთქვამს. -ნატა შუადღის 3საათამდე გამღვიძებელი არაა და თუ გინდა წამოდი და ვჭამოთ. ფეხზე წამოდგა ის. მეც მივყევი. უხმოდ ვჭამეთ. მერე ნატამაც გაიძღვიძა და კარტი ვითამაშეთ. მალე ესეც მოგვბეზრდა და ქალაქობანაზე გადავედით. ესე თამაშ-თამაშით მოსაღამოვდა. მოსიძემ მაგრად მეძნებაო და 11 საათი იყო დასაძინებლად რომ ავიდა. ნინა აღშფოთებული იყო: -არა რა გაძინებს ამდენი ხანი გამაგებინე?! 2საათზე ადექი და 11ზე წვები! არ ხარ შენ ნორმალური ნატა მოსიძე!!! ამაშუკელი ჩემს გასწვრივ, მოშორებით ჩამოჯდა სავარძელში და გადმომხედა. -არ გეძნება? - ინტერესით ვკითხე მე. -არა. შენ? უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. -გინდა ფილმს ვუყუროთ? -მოდი. - გამიღიმა ნინამ. - რას ვუყუროთ? ბევრი კამათის მერე, რაღაც მელოდრამა ჩავრთეთ. -მოიწიე, ნინა. - ხელით ვანიშნე ჩემსკენ მოწეულიყო. ისიც ჩამოიწია. თითქმის ვეხებოდით კიდეც ერთმანეთს. ნახევარი საათიც არ იყო გასული, ფილმის დაწყებიდან და ნინას გავხედე. გამეღიმა. ეძინა. თავი უკან ქონდა გადაგდებული და მოუხერხებლად იწვა. ჩემსკენ მოვწიე და პლედი გადავაფარე. ცოტა ხანში მეც გავითიშე. *** სწრაფად გავიდა ერთი კვირა და იმაზე მეტად დავუახლოვდი ნინას, ვიდრე ამას მე ან ვინმე წარმოდიგენდა. თბილისში რომ დავბრუნდით, არ ვიცი რა ერქვა ჩვენს ურთიერთობას. მე ჯერ კიდევ ვერ ვიგებდი რა მინდოდა ამ გოგოსგან. შეყვარებულები ნამდვილად არ ვიყავით, მაგრამ არც მეგობრები გვერქვა. არდადეგები, როგორც ყველა ისე, დასასრულს მიუახლოვდა და დაიწყო სკოლა... *** სკოლის დაწყებიდან ორ კვირაში, ნინას ძალიან ვაწყენინე. კლასში ავდიოდი და დერეფანში ლიკუნა შემხვდა, კირთაძე. ისეთი ძალით ჩამეხუტა, ლამის ძვლები ამომიგდო. მეც ხელი გადავხვიე და ასე წავედით კლასისკენ. დერეფნის მეორე მხრიდან ნინა მოდიოდა და სწორედ ამას ქვია დამთხვევა. სახე აელეწა ამაშუკელს და ნაბიჯებს მოუმატა. კლასში შეგვასწრო და მთელი დღე მებღვირებოდა. მეორე დღეს სკოლაში დავაგვიანე და დიდი თაიგულით დავადექი ამაშუკელს. ჩამეხუტა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვგრძნობდი მის შეხებას ჩემს ტანზე... *** -ნინა! ნინა, დამელოდე! - სკოლასთან მისულს ვეძახდი ამაშუკელს. ისიც მოტრიალდა გამიღიმა და გადმკოცნა. -რას შვრები? -მეძინება, ბექა, შენ? -აუუ, მეც მაგრად. კიბეებზე ავდიოდით ვიღაც ბიჭმა რომ გააჩერა ნინა. ალბათ, ჩვენხელა იქნებოდა. ერთი წუთითო, თხოვა. -ბექა, ადი და ამოვალ! -არსად არ მივდივარ და მალე მორჩი, რა. - მობეზრებულმა ვუპასუხე მე. კისერი დავიგრძელე, რამის გასაგებად. ბუნდოვნად მესმოდა რას ლაპარაკობდენ, მაგრამ ის ბიჭი რომ ლამის იქვე ჩადნა და ყურებამდე იღიმოდა, ეგ ცხადი იყო. ბოლოს, ძლივს, მოშორდა ნინა იმ *ირს და ჩემკენ წამოვიდა. -რა უნდოდა? - ვეღარ ვითმენდი მე. -თეატრში დამპატიჟა ბექა, რა იყო?? -რა თეატრში?! აბსურდი! არ მიდიხარ, ხო? -რატო არ უნდა წავიდე? ვგიჟდები თეატრზე! -რას ქვია რატო არ უნდა წახვიდე?! ნერვები არ მომიშალო ეხლა! ვის მიყვები თეატრში, არც იცნობ! -ვაიმეეე, რას პანიკიორობ დანელია?! ან შენ რატო გაწუხებს ვაფშე, ჩემი ქმარი ხარ, შეყვარებული თუ რატო ნერვიულობ? -მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! არ წახვალ და ვსო რა. -ვინ ხარ შენ, რო მიწყვიტავ მე სად წავიდე და სად არა?? წავალ და მოვრჩეთ. -შევე*ი! - ნერვებმა მიმტყუნა მე და სწრაფად გავეცალე ნინას. ისე მომეშალა ნერვები, სკოლიდან წამოვედი. მერე დავწყნარდი და გაკვეთილების დამთავრებას დაველოდე, ნინას სანახავად. ისიც ნატასთან ერთად გამოვიდა. ნატა გადავკოცნე, ნინას ხელი ჩავკიდე და წავიყვანე. -მოკლედ, არ მინდა იმ ბიჭთან ერთად წახვიდე თეატრში და ნუ ვიჩხუბებთ ამაზე რა. -მიზეზი? აი მითხარი მიზეზი და არ წავალ. -რო არ მინდა არ წახვიდე, ეგ არ არის საკმარისი მიზეზი? -ღმერთო ჩემო, რა შეუგნებელი ხარ! - აღშფოთდა ის. -ვავააა, კიდე მე ვყოფილვარ შეუგნებელი. გეუბნები არ წახვიდე-მეთქი და მაინც შენსას გაიძახი და შენ უფრო შეუგნებელი ხარ თუ მე? კაროჩე, მოვრჩეთ. მე გითხარი არ წახვიდე-თქო და აღარ დამჭირდეს იცოდე მაგ ბიჭთან ლაპარაკი. - ხელი გადავხვიე და თავზე ვაკოცე ამაშუკელს. -და მაინც, რა არის მიზეზი, რატომაც არ გინდა რომ წავიდე... *** იმ დღეს მოვკვდი, რომ გავიგე ნინა მაინც წავიდე თეატრში იმ ა*ვართან. მეგონა მეხი დამეცა, ან ელექტრო შოკი მივიღე, ან სისხლის გათეთრება... არ ველოდი. და მართლა მეხივით იყო ამ ყველაფრის გაგება ჩემთვის. იმდენად გავმწარდი იმ წამს, მინდოდა მომეკლა ის ბიჭი. ლიკუნა კირთაძე გამახსენდა და დავურეკე. სასტუმროში ვიყავით მე და ლიკუნა. ბედის ირონია, დამთხვევა. რაც გინდათ, ის დაარქვით და გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა. მე და ლიკუნა სასტუმროდან გამოვდიოდით, ნინა რომ შეგვხვდა ქუჩაში. ამ დროს ბიოლოგიიდან მოდიოდა ხოლმე. ნესტოები ისე დამებერა, მეგონა ცოტაც და გამისკდებოდა. ამაშუკელს სახე აელეწა და წარბები აწია. -აბა, გაერთე თეატრში? - ცალყბად გავუღიმე მე. -შენ? ლიკუნასთან კარგი კომპანიაა ნამდვილად!! - არც იმან დამაკლო ირონია. ამაზე სულ ავიჭერი. კირთაძე მიხვდა კარგი რომ არაფერი მოხდებოდა იქ და სწრაფად გაგვეცალა. -შე*ეცი ლიკუნას! და ყველას ვაფშე! გითხარი არა? გთხოვე! არ წახვიდე-მეთქი და მაგრად დამიკიდე და ადექი და წახვედი! ყველაფრის მიუხედავად მაინც შენი გაიტანე! და ამის მერე რას ელოდები?? ძაან მაგარი გოგო ხარ-მეთქი გითხრა?! -თეატრში წასვლით მე არაფერი გამიფუჭებია, მითუმეტეს ნატაც იყო წამოსული! და შენ?? რა გააკეთე პროსტა?! თან ყველაფერზე ეგრე ოდნავ თუ აგეშალა ნერვები და ეგეთები აკეთე! და საერთოდ რას ფიქრობ?! რა გინდა ჩემგან შენ თვითონ თუ იცი?! - თვალები აეწვა ამაშუკელს. -არ უნდა წასულიყავი ნინა! მაგრად მიქარე! არ უნდა წასულიყავი! *** მერე... მერე ყველაფერი აირია, როცა ნინა სასწავლებლად ინგლისში წავიდა... *** სულ რამოდენიმე საათში საქართველოს მიწაზე დავდგამდი ფეხს და ისე ვნერვიულობდი, როგორც არასდროს. 3 წელი... თან რა ბევრია, თან რა ცოტა... არასდროს თქვათ რომ ერთი სული გაქვთ მოწყდეთ ამ დაწყევლილ ქვეყანას და სადმე წახვიდეთ, სადაც უზრუნველად იცხოვრებთ. იმხელა სიყვარულს ვერსად ვერ განიცდით, რასაც საკუთარ სამშობლოში, იქ, ყველგან რომ მოგონებებია... 3წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჩამოვსულვარ საქართველოში და ისე მენატრებოდა! მიწაზე ფეხი დავდგი და ლამის გული გადამიქანდა სიხარულისგან. ვერც ლონდონი შეედრება საქართველოს, ვერც ლოს-ანჯელესი, ვერც ნიუ-იორკი და საერთოდ, ვერცერთი ადგილი მთელს დედამიწაზე. აქამდე მეგონა, რომ ძალიან მენატრებოდი თბილისი, მაგრამ ჩამოსვლისას უფრო მეტად დავრწმუნდი ამაში. ჩემი ძმა, მშობლები, უახლოესი ნათესავები, მეგობრები. ყველანი აეროპორტში მეოლოდებოდნენ. -ნინააა! ჩემო სიცოცხლეეე!! ისე მენატრებოდი... - მთელი ძალით მეხუტებოდა ნატა მოსიძე და ჩემს მხარზე სლუკუნებდა. -ნატ, მეც, შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ! ვგიჟდები შენზე - მეც ვეკვროდი 1წლის უნახავ ნატას, რომელიც 1წლის წინ ჩემთან იყო ჩამოსული. სახლში წავედით და ძალიან დიდხანს ვსვამდით ყველანი. დილის 4 საათი იყო საშინლად გადაღლილი რომ ჩავესვენე საწოლში. *** ჩვეულ რიტმში იყო ყველაფერი. ჯავახიშვილში გავაგრძელე სწავლა. ჩამოსვლიდან, მთელი ერთი თვე ჩემი დღეები მიმდინარეობდა შემდეგნაირად: სწავლა, ახლობლების ნახვა, სწავლა, ახლობლების ნახვა და სწავლა. უნივერსიტეტიდან ნატასთან მივდიოდი. 8საათზე უკვე ჩაბნელებული იყო. მივდიოდი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველაფერზე რაც მთელი ჩემი 20 წლის განმავლობაში მომხდარა... უკვე ნატას სახლს ვუახლოვდებოდი. ჩემს წინ ვიღაც კაპიშოუნიანი ბიჭი მოდიოდა და სიგარეტს ეწეოდა. ყურადღება არც მიმიქცევია. ზედაც არ შემიხედავს წესიერად. ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ერთმანეთს და უცებ მეგონა გული აღარ მქონდა. -ვაიმე, ბექა? - ძლივს ამოვიღე ხმა. -ნინაა? უბრალოდ ცივად გადამკოცნა და უღიმღამოდ გამიღიმა. -როგორ ხარ? - დავიწყე ისევ მე -კარგად! მოგიხდა ლონდონი - ჩაიცინა. უჩვეულო სიცივე ვიგრძენი და გამაჟრიალა. -ჰო... კარგი ბექა, ნატასთან მივდივარ მე და იქნებ შევხვდეთ კიდევ... - მისუსტებული ღიმილით ჩავხედე თვალებში. -კარგად, ნინა - ცალყბად გამიღიმა და წავიდა. გაქვავებული ვიდექი ერთ ადგილას და ვერ ვინძრეოდი. საერთოდ ჯობდა არ მენახა. ისეთი ცივი იყო... ისეთი არაფრისმთქმელი იყო მისი თვალები... მოვკვდი. ჩვენი სამი წლის წინანდელი ურთიერთობა გამახსენდა და საშინლად მომინდა ტირილი. ნატასთან ისეთი სისწრაფით წავედი, ლამის მივრბოდი. კარის გაღება, მოსიძესთან გადაფსკვნა და ღრიალი ერთი იყო. კარგად მიცნობდა ნატა და არაფერი არ მკითხა, სანამ 20 წუთიანი ტირილის მერე არ დავწყნარდი. -ნინა, შეგიძლია ამიხსნა რა მოხდა? -ვნახე... -ბექა??????! - იმხელა ხმაზე შეიცხადა ჩემმა დაქალმა, სკამიდან კინაღამ გადმოვვარდი. -ხო... ისევ ისეთია... კიდევ უფრო დახვეწილი და გამხდარი...- ძლივს ვთქვი ჩურჩულით და კიდევ ერთხელ ავღნავლდი. -კაი რა, ნინა... -მენატრება... - ხელები სახეზე ავიფარე მე. მთელი ძალით ჩამეხუტა ნატა და კიდევ დიდხანს მაწყნარებდა... *** ჩემი ჩამოსვლიდან 3თვე იყო გასული. აპრილი იყო და უკვე ცხელოდა. ისევ უნივერსიტეტიდან მოვდიოდი ნატას სანახავად. -სად ხარ ჩემო არაპუნქტუალურობის განსახიერებავ? - ტელეფონში სიცილით ჩავყვირე მოსიძეს. -10 წუთში მანდ ვარ ნინაჩკააა - გამითიშა. ნატას პუნქტუალურობის ამბავი მთელმა თბილისმა იცოდა. ბავშვობაში მინიმუმ ერთი საათი მალოდინებდა სადმე რომ მივდიოდით. ეხლა კიდევ უფრო დაუხვეწავს და ზუსტად ერთი საათი და ორმოცი წუთი ველოდე მრგვალ ბაღთან. ბოლოს, როგორც იქნა, ინება მოსვლა. კაფეში ვისხედით მე და ნატა. წვენს და ნამცხვარს მივირთმევდით. -ნინა, მოკლედ გუშინ დამირეკა დემეტრაძე ელენამ და მთელი კლასი ვიკრიბებით რესტორანშიო, ერთ კვირაში და იმედი მაქვს ბექას პონტში ქაჯობებს არ დაიწყებ და წამოხვალ! -არ ვიცი ნატა... - თავი მაგიდაზე დავდე მე. -არ იცი კი არა, წამოდი! რას იფიქრებენ რატო არ წამოვიდაო?! დანელია ეგრევე მოწვავს და წამოხვალ! ვსო, გადაწყვეტილია! მტკიცედ მითხრა ნატამ და კიდევ ერთი ნამცხვარი შეუკვეთა. *** რაღაც სასწაული კაბა მეცვა. ატმისფერი. ნატამ, როგორც კი მანახა ეგრევე ვიყიდე, ისეთი სილამაზე იყო. -არანაირი დაბლები, ნინა!! გზაში მმოძღვრავდა ჩემი დაქალი. ბოლოს 11 სანტიმეტრიანი შავი ფეხსაცმელი ძალით მაყიდინა. ისედაც 1.82 ვიყავი სიმაღლეში და ამითი თბილისის ანძა მეგონა ჩემი თავი. -ნინაააააა, 5წუთში ვიქნები შენს სახლთან! ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა მოსიძე მართლა 5წუთში გაჩნდა ჩემთან. მეგონა მელანდებოდა. სწრაფად ჩავედი ქვემოთ. ნატა იდგა და გაშტერებული მიყურებდა. -დაქალო ჩემო, კარგად ხაარ?! - წარბი ავწიე მე. -ღმერთო ჩემო! მსგავსი სილამაზე მე არ მინახავს!! - აღფრთოვანებული მათვალიერებდა მოსიძე. - ყველაზე ლამაზი ხარ, საერთოდ. -ვაიმე - გამეცინა მე - კაი რა, ჩემო სიყვარულო, შენ ხარ ყველაზე ლამაზი! რესტორანში შევედით და ნელ-ნელა ვიგრძენი როგორ მომემატა ტემპერატურა. თვალებში დამიბნელდა და ნატაზე დაყრდნობილი ძლივს მივაღწიე მაგიდამდე. ბექას ლიკუნასთვის ხელი ქონდა გადახვეული და ყურში რაღაცას ეუბნებოდა. თავ-ბრუ დამეხვა და ძლივს ჩამოვუარე ჩემს დიდი ხნის უნახავ კლასელებს. ბექას უბრალოდ ლოყა მივადე. -რა ლამაზი ხარ, ნინაჩკა! - გამიღიმა ჩვენი კლასის „ყველაზე ზრდილობიანმა“ და დანელიას ძმაკაცმა გიორგი ინწკირველმა. ერთი პერიოდი ჩემს შეყვარებულობას რომ იბრალებდა. ამის გაგონება და დავინახე, როგორ შეკრა მუშტი ლიკუნას მხარზე ბექამ. -მადლობა, გიორგი - შეძლებისდაგვარად გავიღიმე მე. ვლაპარაკობდით, სკოლის ამბებს ვიხსენებდით და დრო და დრო, ბექას გამოხედვით, ვიძაბებოდი. -აუუუ, მეთორმეტე კლასში მეგონა გიყვარდათ ამაშუკელი და დანელია ერთმანეთი! - გაიცინა მაისურაძე კაკიმ. გამაკანკალა და საშინლად ავნერვიულდი. -ხო, მერე ქალების ჭკვიანურმა ქმედებებმა იცის ურთიერთობის განვითარება! - ირონიულად გაიღიმა დანელიამ და მე მაინც, მაინც შევამჩნიე როგორ ანერვიულდა ისიც. -მოიცა, თქვენ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ?! - საუბარში გაბრაზებული ჩაერთო ნატა. -აუ, მე ის მახსოვს, მეათეში, ფიზიკას კლასის კარი რო ჩავუკეტეთ და გაკვეთილზე არ ვუშვებდით. და ბოლო ხმაზე რო კიოდა - სიცილისგან იხეოდა ზუკა კაკაბაძე. მე ბუნდოვნად მესმოდა მათი ხმები და არც ვუსმენდი. ვფიქრობდი ბექაზე... დაუსრულებლად. -ნატა, ტუალეტში გავდივარ. -გინდა გამოგყვე? - ასადგომად მოემზადა ნატა. -არა, რათ მინდა! მოვალ მალე. საოცრად მინდოდა ღრიალი. ტუალეტში შევედი და ტირილი მოვრთე. კიდევ კარგი შიგნით არავინ იყო. ხუთ წუთში კარზე დააკაკუნეს. ნატას ველოდი და ვინ შემრჩა?! ბექა დანელია! იქვე თუ არ წავიქცეოდი, არ მეგონა. მიტკლისფერი დამედო და კედელს ავეკარი. ტირილი შევწყვიტე და თავი დავხარე. -რა გატირებს?-თვალებში ჩამხედა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. ნელ-ნელა ვიკეცებოდი. -არაფერი... გადი... გეხვეწები... - ხმა მიწყდებოდა და სახეზე ხელებს ვიფარებდი მე. -რა გატირებს-თქო? - კითხვა გამიმეორე მან. -ჯანდაბა! ჯანდაბა მატირებს - ნერვებმა მიმტყუნა. კედელზე ჩავსრიალდი და ალბათ მეტლახზე დავეპერტყებოდი, რომ არ დავეჭირე. - დამნაშავე ხარ და ეს შენც იცი. - ისევ უემოციობა. -გადი და დამანებე თავი, გთხოვ! წადი ლიკუნასთან და დაივიწყე საერთოდ ყველაფერი. - ხმა მღალატობდა მე. -მიდი პირი დაიბანე, გელოდები. სიმშვიდე! მკლავდა მისი სიმშვიდე, როცა მე სასწაულები მემართებოდა. მაინც, როგორ შეეძლო ასე უემოციოდ. მაგრამ რას ველოდი?! ჩამოვიდოდი და შემომახტებოდა როგორ მომენატრეო?! დებილი ვარ! მაგრამ ასეთ ურეაქციობას მართლა არ ველოდი. იდგა კარებთან და მიყურებდა, როგორ ვიკეთებდი მაკიაჟს თავიდან. მერე მოვტრიალდი, გავიდეთ-თქო ვანიშნე და მივუახლოვდი გასასვლელად. ოდნავ დაიხარა, შუბლი საფეთქელთან მომადო, მერე კარი გააღო და გამატარა... *** რესტორანში მომხდარი კატასტროფიდან ერთი კვირა იყო გასული. ალბათ, ყველაზე მოსაწყენი ცხოვრება მქონდა მთელს დედამიწაზე. -ხო, ნატა. -სად ხარ? -სახლში მოვედი ეხლა. შენ? -გამოდი რა ჩემთან! -არ ვიცი ნატა, ვნახოთ. -აუუუ, ნინაა, კაი რა! გთხოოოოვ. - გაიწელა მოსიძე. -კაი, ერთ საათში მოვალ! -იეეეს! მიყვარხააააარ. არა, ეს გოგო მთლად დალაგებულიც ვერ არის რა. ბავშვობიდან ასეთი გიჟია. ისე მიყვარს, ვგიჟდები. თავიდან დაწყებით კლასებში ერთმანეთს ვერ ვიტანდით. მერე ვეღარ გვწიწკნიდნენ. სულ ერთად ვიყავით ყველგან. ერთ საათში მართლა ნატას სადარბაზოში ვიყავი. დავაკაკუნე, კარი მოსიძემ გამიღო და გადამეხვია. -მოდი, მოდი, ნინა. მისაღებში შევედი და იქვე თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა არანაირად. -როგორ ხარ, ნინა? - წარბები აწია ბექამ. გაუკვირდა ჩემი დანახვა. ნატას გაჩალიჩებული იყო. -მე... მე კარგად. შენ? -ძლივს მოვაბი სათქმელს თავი მე. -თამამად, თამამად, ნუ დაიბენი. ვგრძნობდი უკვე ცუდად რომ ვხდებოდი და კედელს ზურგით მივეყრდენი. ოთახი მოვათვალიერე ნატას ვეძებდი- შუაზე გასახევად. არსად არ იყო. -ვერ მოვახერხე აქამდე შენთან ლაპარაკი და მოგეწონა ლონდონი? -კი. -არ მომიყვები შენ ამბებს? - არ ჩერდებოდა ის. ვამაჩნევდი სარკაზმს და ამაზე კიდევ უფრო ცუდად ვხდებოდი. -კონკრეტულად რა გაინტერესებს? -ყველაფერი. -ისეთი არაფერი მაქვს მოსაყოლი, რაც შენ დაგაინტერესებს. - მაინც არ ვნებდებოდი მე. -იქნებ, ზუსტად ეგ მაინტერესებს? -რა გინდა? - გავღიზიანდი. - სადისტი ხარ? თუ რატო მაწვალებ? -მე არა. ეგ შენ თავს შენ თვითონ იწვალებ. -მესმის! მესმის, რომ შეცდომა დავუშვი და არ უნდა წავსულიყავი იმ დამპალ სპექტაკლზე, მაგრამ მთელი ცხოვრება ამას ხომ არ შემახსენებ, არა?! -რა დარწმუნებული ხარ, რომ მთელი ცხოვრება ჩემი ნახვა მოგიწევს? ცრემლები მომაწვა. საოცრად მინდოდა მეტირა და მაინც ყველანაირად ვიკავებდი თავს. არ მინდოდა ჩემი სისუსტე დაენახა. ვიდექი, თავი ჩაახრილი მქონდა და უბრალოდ ვდუმდი. -არაფერს მეტყვი? -შენ რას ელოდები, რომ გეტყვი? - თავი ავწიე და თვალებში შევხედე. -მე არაფერს არ ველოდები არავისგან და შენგან - მითუმეტეს! - ხმას აუწია. ეს უკვე აღარ მომეწონა. -როგორ შეცვლილხარ - თავი დანანების ნიშნად გადავაქნიე მე და რაღაც უჩვეულო სისუსტე ვიგრძენი. ასე მაშინაც არ ვყოფილვარ, როცა საქართველოდან წავედი. ეს იყო ყველაზე საშინელი დიალოგი, ვისთანაც კი ოდესმე მქონია. მინდოდა უბრალოდ გული გამსკდომოდა და იქვე მორჩენილიყო ეს ყველაფერი, რაც არც არასდროს დაწყებულა. -რა გავაკეთოთ, ვიცვლებით დროთა განმავლობაში ადამიანები - სარკასტულად გამიღიმა და ხელში რაღაც დაატრიალა. ეს უკვე მართლა ზედმეტი იყო ჩემთვის. არ ვიყავი იმდენად ძლიერი და მყარი, რომ მსგავსი საუბარი გადამეტანა, იმისგან, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს... ნატასგან წამოსული, მთელი გზა ვტიროდი. ტაქსის მძღოლმა ხომ კარგად ხართო. -ვაიმე, ნინა დე, რა გჭირს? - შეშინებული წამოვიდა ჩემკენ დედაჩემი. -დედა, გეხვეწები ეხლა არ შემიძლია, რა. ჩემს ოთახში უნდა ავიდე. - სიტყვის დამთავრება და ისევ ისტერიული ტირილი ერთი იყო. არ მახსოვს როდის ჩამეძინა. უკვე რომ თენდებოდა ეგ ფაქტი იყო... *** -ნინა! გეხვეწები შემირიგდა რა! გთხოოვ!! ძაან დიდი ბოდიში! - ლამის ტიროდა მოსიძე. -მაგაზე მაშინ გეფიქრა! -ბოდიში - თავი ჩახარა ნატამ. -უბრალოდ ისე ძალიან მინდა თქვენ ორი შერიგდეთ! -თვითონ არ უნდა და მე ხომ არ შევახტები, არა? - ცრემლები მომაწვა. -ერთი კვირა არც უნივერსიტეტში დადიოდი, ტელეფონიც გამორთული გაქვს და მთელი დღეები გძინავს. გუშინაც ვიყავი და გეძინა. -ხო ვიცი. მითხრა მანჩომ. -იდიოტი და დეგენერატია ეგ ბიჭი. - სიგარეტის ღერი ნერვიულად აათამაშა ხელში ნატამ. -შენი მეგობარია, არ დაგავიწყდეს. -ეგრე გააგრძელოს და აღარ იქნება! - მკაცრი იყო მოსიძე. -არ მინდა ჩემ გამო თქვენ ურთიერთობა გაგიფუჭდეთ, გაიგე?? -გთხოვ აღარ იფიქრო მაგაზე. - მეხუტებოდა და თავზე მკოცნიდა ნატა. -უკვე მართლა აღარ ვიცი რა ვქნა. -დაწყნარდი, ჩემო სიცოცხლე. -და სიგარეტზე რა გითხარი მე შენ? - ცრემლები მოვიწმინდე მე და მკაცრად შევხედე ნატას. -შენ თავს ვფიცავარ მარტო ეს კვირაა, რაც დავიწყე, ისე ვინერვიულე თქვენი ამებები! -ხვალიდან აღარ დავინახო. გასაგებია?! -ვგიჟდები შენზე! - ლოყაზე ხმაურით მაკოცა ჩემმა დაქალმა. *** უნივერსიტეტიდან გამოვედი, ჩემი ჯგუფელი - თაკო უნდა მენახა, კონსპექტების გამოსართმევად. -ხო თაკო. სად მნახავ? -აუ ნინ, რჩეულიშვილზე მოდი რა, გეხვეწები! რაღა მაინც და მაინც ვერაზე და რაღა ბექას სახლთან ძალიან ახლოს?! ვლოცულობდი არ შემხვედროდა. თაკოს კონსპექტები გამოვართვი და ტაქსი უნდა გამეჩერებინა, ვიღაცამ რომ დამიძახა. -ნინაააა! შევტრიალდი და გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ბექას დედა - მაკა!! -როგორ ხარ, ჩემო საყვარელო?? - თბილად მომიკითხა და გადამეხვია მაკა. -კარგად, თქვენ როგორ ხართ? -მეც კარგად. იმდენი ხანია არ მინახიხარ! ლამაზი სულ იყავი, მაგრამ ეხლა მაინც ისეთი გალამაზებული ხარ!! -დიდი მადლობა! - გავწითლდი მე. -რაღაც სასწაული ნამცხვარი გამოვაცხვე დღეს და რომ არ წამოხვიდე, ძალიან მეწყინება! მეგონა თავში რაღაც ჩამარტყეს ან ელექტრო შოკი მივიღე. იმიტომ კი არა, რომ გამიკვირდა დაპატიჟება, უბრალოდ ეხლა ბექა რომ მენახა, არ ვიცოდი რა დამემართებოდა. -ძალიან დიდი მადლობა, მაკა დეიდა, მაგრამ ძალიან მეჩქარება, მართლა! -მაწყენინებ იცოდე! მალე გაგიშვებ, გეხვეწები, რა! -კარგით, ოღონდ მალე უნდა წავიდე. სახლში შემიძღვა. მე მინდოდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად მეჭამა ის ნამცხვარი და აქედან წავსულიყავი. არა გატყუებთ. სინამდვილეში საერთოდ არ მინდოდა ნამცხვრის ჭამა. გემოს ვერანაირად ვერ გავიგებდი მაინც. კიდევ გატყუებთ. ბექას ნახვაც მინდოდა. -ბექას სძინავს. მე ავალ და გავაღვიძებ. -ვაიმე, არა! - იმხელა ხმაზე მომივიდა მაკამ გაკვირვებულმა შემომხედა. - არ არის საჭირო. მერე ვნახავ, ნუ გააღვიძებთ. გთხოვთ. არ ვიცი რამდენად და რას მიხვდა, მაგრამ კარგიო - თავი დამიქნია,. -აბა მომიყევი შენი ამბები, ნინა. როგორი იყო ლონდონი? - ყავას ასხამდა მაკა, თან მიღიმოდა. საოცარი ქალი იყო დანელიას დედა. ბევრი ვილაპარაკეთ. -ჩემი წასვლის დროა, მაკა დეიდა. დიდი მადლობა! ძალიან გემრიელი იყო ნამცხვარი! -არაფრის, ჩემო საყვარელო! კიდევ შემოიარე, აუცილებლად! დედა მომიკითხე. ის იყო, კარი უნდა გამეღო და გავსულიყავი, რომ კიბეებზე ბექამ ჩამოირბინა. ნამძინარევი სახე ქონდა და ჩემ დანახვაზე წარბი ზემოთ აწია. -გზაში შევხვდი დე ნინას და ნამცხვარზე დაპატიჟე. შენი გაღვიძებაც მინდოდა, მაგრამ ნინას არ უნდოდა შეეწუხებინე. მეხის დაცემის მოლოდინში გავირინდე მე. -საჭმელი რა გვაქვს? ვითომ არაფერიო, ისე იკითხა ბექამ და დედამისს შეხედა. ეს იყო პიკი. მაკას თვალები დაექაჩა გაკვირვებისგან. -ბექა, რა უზრდ... -მე წავალ, მაკა დეიდა. - სწრაფად გავაწყვეტინე მაკას სათქმელი. -მოიცა, ბექა გაგიყვანს! -რა საჭიროა! არ შეწუხდეს. - ბოლოს სიტყვები უფრო დანელიას გასაგონად ვთქვი. - დიდი მადლობა და ნახვამდის! - ყველანაირად ვცდილობდი თავი შემეკავებინა. ბექას ზედაც არ შევხედე. მაკას გადავეხვიე და სწრაფად წამოვედი. ვკანკალებდი და ალბათ, მართლაც ყველაზე საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება. როცა ელოდები რაღაცას და ისე არ ხდება, როგორც გეგონა. ჩახუტებას არც ველოდი, უბრალოდ ზედაც არ შემოხედვას - ნამდვილად არა. *** -ნინა, უნივერსიტეტიდან ჩემთან მოდი პირდაპირ, აუცილებლად! საქმე მაქვს. - შეცვლილი ხმა ქონდა ნატას. -მოვალ. ხო მშვიდობაა? -რომ მოხვალ, გეტყვი. ავფორიაქდი. მოსიძის ხმა არ მომეწონა და მინდოდა მალე დამთავრებულიყო ლექციები. -ჰე, რა ხდება, აბა? - შესულიც არ ვიყავი, ისე ვკითხე. -დაჯექი ჯერ. - დავჯექი. - მისმინე ნინა, არ ინერვიულო გეხვეწები, კარგი? -მიდი თქვი ნატა, რას მაწვალებ. -მოკლედ, მაინც გაიგებდი და მინდოდა ჩემგან გაგეგო. - თითები ლამის დაიმტვრია მოსიძემ. -აუუ, ეხლა გცემ! ამოღერღე ოდესღაც! -აუუუუუ... ლიკუნა გათხოვდა კირთაძე... -აუფ, მერე მე რა შუაში ვარ? ან ეგ ვინ მოიყვანა, გეხვეწები? - სიცილი ამიტყდა მე. -ბექა დანელიამ... *** -დებილი ხარ შენ, გოგო???????! - უყვირა ბექამ ნატას. -აუ, არ ვიცოდი შენ თავს ვფიცავარ!! არა მაინც, რა ჯანდაბა გინდა ამ კირთაძესთან საერთოდ, რომ ურთიერთობ?!! -ნერვებს ნუ მიშლი ეხლა! მაგ გოგოს ძვლებში გადავამტვრევ!!!! - საოცრად გაბრაზებული იყო დანელია. ალბათ, ლიკუნა კირთაძე იქ რომ ყოფილიყო მართლა დაივიწყებდა მის სქესს. - არა, რა ნაგლი უნდა იყო ადამიანი მსგავსი ჭორი რო გაავრცელო?! რა ცოლი, რის ცოლი, ყველამ ერთად გარეკეთ?! სხვას რო დაეჯერებინა მესმის, მარა შენ მაინც არ მიცნობ, ხო???? მე და ცოლი???? თან ლიკუნა კირთაძე?? კაი რააააააააა! -რო გავიგე, გეფიცები ლამის გულმა დამარტყა! და ისეთები დამემართა ვერც მოვიფიქრე დამერეკა და დამეზუსტებინა!! მარა რას წარმოვიდგენდი მსგავს ჭორს!!!! კიდევ კარგი, ჭორი იყო! თორე, ვერ გადამირჩებოდი იცოდე, ცოცხლად გაგატყავებდი! -ნინას უთხარი? - ნერვიულად გადაისვა ბექამ თავზე ხელი. -ვუთხარი. -მერე??? - ვეღარ ითმენდა ის. -რა მერე? -რა რეაქცია ქონდა? - უკვე ნერვები ეშლებოდა დანელიას. -არანაირი. რა რეაქცია უნდა ქონოდა? - უსიამოვნოდ გააჟრიალა ნატას ნინას რეაქციის გახსენებაზე და თავი მოთოკა, რომ არაფერი შემჩნეოდა. -ანუ კიდია? -აბა ეხლა სტოპ!! - წარბები აწია ნატა მოსიძემ. - პირველი ვინ დაიკიდა გაგახსენო?! -კი. ნინამ დაიკიდა ამაშუკელმა პირველად. ვიღაც ს*რს რო გაყვა თეატრში. -ღმერთო ჩემო! - ღრმად ამოისუნთქა მისიძემ და დანელიას გაბრაზებულმა შეხედა. - მაინც, რა შეუგნებლები ხართ ეს კაცები, ვგიჟდები რა! მეც ვიყავი მაგ სპექტაკლზე და ისეთი იდიოტი ხარ, ვერც მიხვდი რატო წავიდა!! -რას უნდა მივმხვდარიყავი? - გაუკვირდა ბექას. -რას და უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ გეღიარებინა ეგ შენი გრძნობები, ჩამოყალიბებულიყავი და შენი რეაქცია აინტერესებდა! გაეჭვიანასავით. შენ კიდევ იდიოტი და დეგენერატი ხარ, როგოც ყველა ბიჭი! -შენ რა გამწარებული ხარ ამ კაცთა მოდგმაზე, რა ხდება? - გაეცინა ბექა დანელიას. - რაც მოხვედი ჩვენი ლანძღვის მეტი არაფერი გიკეთებია. -ოო, არის ერთი! - გამოტყდა მოსიძე და გაწითლდა. -ოოხ! მერე ახლა უნდა ვიგებდე მე? -რას უნდა იგებდე დავშორდით უკვე! -ხო აბა, შენ ვინ გაგიძლებდა! - ჩაბჟირდა ბექა და თავი დახარა, მისკენ გამოქანებული გაურკვეველი ნივთის თავიდან ასაცილებლად. *** „ლიკუნა კირთაძე გათხოვდა. ბექა დანელიამ მოიყვნა.“ ეს სიტყვები ჩამესმოდა იმ წამს და ვერც ვიაზრებდი მნიშვნელობას. თავიდან პირველი აპრილი მეგონა და ტელეფონს დავხედე - აშკარად არ იყო. მერე ისტერიული სიცილი ამიტყდა. ჩემს რეაქციას ნატას ღნავილი მოყვა და ვიყავით ასე - მე ვიცინოდი, ის - ტიროდა. მერე ჩემი სიცილიც ტირილში გადაიზარდა და ვტიროდით ასე ორივე ერთად. იმ სიტყვების გაგონებას ყველაფერი მერჩვნა. ვერანაირად ვუკავშირებდი ლიკუნა კირთაძეს და ბექა დანელიას ერთმანეთთან. ლიკუნა ბექას ცოლი?! სისულელე! ჩემს მდგომარეობას არ ერქვა დეპრესია 4 დღის განმავლობაში. ეს იყო რაღაც სხვა ფაზა. „განადგურების და სიცარიელის.“ ჯერ ისედაც მკლავდა მისი დამოკიდებულება ჩემდამი, მაგრამ ამან საბოლოოდ მომკლა. ალბათ, რომ ეკითხათ ამ წამს რას ვერ წარმოიდგენ ყველაზე მეტადო, მაგას ვუპასუხებდი... *** -ნინა ყველაზე მეტად რისი მოსმენა გაგეხარდება ეხლა??? - მხიარულად ჩამკივლა ყურმილში ნატა მოსიძემ. მეც ინსტიქტურად მობილური გვერდზე გავწიე. -იმის რომ ვკვდები. - უემოციოდ ვუპასუხე მე. -5წუთში ვიქნები შენთან. - გამითიშა. მარტო ვიყავი სახლში. მალევე მოვიდა მოსიძე. ჩამეხუტა და ყველაზე მაგარი ამბავი მაქვსო - მახარა. -დაჯექი პროსტა!! - შოკში იყო ის. - არა მაინც, როგორ დავიჯერეთ, რო ბექა კირთაძეს მოიყვანდა ცოლაად?! მე კაი დებილი ვარ, მარა შენ რაღა დაგემართა?! -რა? ანუ არ მოუყვანია? - თვალები ამენთო. -არა გოგო! იმ ქაჯ ლიკუნას გაუვრცელებია ეგ ჭორი! ნატამ მკითხა ყველაზე მეტად რისი მოსმენა გეგახარდებოდაო და ზუსტად მოარტყა მიზანში. იმ წამს ვერ გამოვხატე, მაგრამ იდეაში დავფრინავდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მაინც არაფერი შეიცვლებოდა, სიგიჟემდე გამახარა ამ ფაქტმა. *** -გიორგი არ მიყვარხარ და მორჩი რა... ზუსტად ვიცი პროსტა თამაშობ, თორე შენ და სიყვარული შორს ხართ! - საშინლად მეშლებოდა ნერვები ჩემ კლასელ - გიორგი ინწკირველზე, რომელიც უკვე 1 თვე იყო, რაც საოცრად მაწუხებდა. -მიყვარხარ და ჩვენ ერთად ვიქნებით-თქო!! - ძარღვები დაებერა შუბლზე და გაქრა. ღმერთო, რამდენი ავადმყოფი დადის, გაგიჟება შეიძლება! -მოკლედ, შემჭამა რა ამ გიორგიმ! სასტიკად დავიღალე! მსგავსი შეუგნებელი?! არ მინახავს! - აღშფოთებას გამოვხატავდი ნატასთან. -აუ, მაგას რას ვუზამ იციიი?! მოვკლავ პროსტა! -კაი შეეშვი შენ. მობეზრდება და დამანებებს თავს! იმედია! - დავამატე ბოლოს და თვალები გადავატრიალე. *** -იმ შენ ძმაკაცს უთხარი ჩემს ნინას თავი დაანებოს, თორე თვალებს დავთხრი იცოდე! -ვისზე ამბობ?? - დაიძაბა დანელია. -გიორგი ინწკირველზე! -ჯერ ერთი საიდან მოიტანე რო ჩემი ძმაკაცია და მეორე ეგ აწუხებს ნინას????! -ხო და დაელაპარაკე რა! -მივხედავ მე მაგას. - გაბრაზებულმა დაჭიმა მაგიდაზე მუშტი და სადღაც გადარეკა. *** უნივერსიტეტში ალბათ 30 ბიჭი მაინც მიხსნიდა სიყვარულს. მეც დებილივით დავდგებოდი ხოლმე და მადლობებს ვიხდიდი. ყოველდღე საჩუქრებს მჩუქნიდნენ და ისე მეუხერხულებოდა! ერთ დღეს, აღმოვაჩინე, რომ გიორგი ინწკირველიანად ყველა ერთდროულად გაქრა... *** -რა ლამაზი დღეააააა, რა ნათელი მზეაააა, იმიტომ, რომ დღეს ჩემი ყველაზე მაგარი გოგოოოს, დაბადების დღეაააააააა!!!!!!! - ტელეფონში „მიბღაოდა“ ნატა. -ჯერ არ მაქვს დაბადების დღე და რას მილოცავ ერთი? - სიცილით ვკვდებოდი მე. – 10 წუთია დარჩენილი. -ჩემთვის სულ, ყოველ წამს შენი დღეა ჩემო ცხოვრებააააა! -აუ, მაგრად მიყვარხარ! -მეც. 10 წუთში დაგირეკავ. - გამითიშა მოსიძემ. ჩავბჟირდი. რა გიჟია ეს გოგო, გადავირევი უკვე წამებია დარჩენილი და კარზე ზარია. კარი გავაღე და დიდი ყუთი დევს. ყუთი სახლში შევიტანე, თავი ავხადე და ჰოპ! პატარა ლაბრადორს ძინავს!!! გავგიჟდი და გადავირიე! პატარა ფურცელიც იყო იქვე: „არ ვიცი გახსოვს, თუ არა, მარა მე მახსოვს ძაან კარგად. ერთხელ გკითხე, დაბადების დღეზე შეყვარებულისგან ყველაზე მეტად რა გაგეხარდებოდა-თქო და ძაღლიო მითხარი.“ ფერი დავკარგე და სახეზე ხელები ავიფარე. უცებ ამოვიცვი ფეხსაცმელი და პირველ სართულამდე კიბეები, სულ კისრისტეხვით ჩავირბინე. არ შევმცდარვარ ცალი მხარით იყო მიყრდნობილი სადარბაზოს კარს და სიგარეტს ეწეოდა. ჩემი ფეხის ხმაზე მოტრიალდა და გაეღიმა. და მაინც, დიდი ხნის მონატრებულს რომ ჩაეხუტები, სულ სხვა გრძობაა. იმ წამს რა განვიცადე არ ვიცი... ალბათ, ყველაფერი ერთად - მონატრება, სიყვარული, ბედნიერება... და მაინც, რა არის ეს ცხოვრება? მოულოდნელობებით სავსე. არ ელოდები და უცებ - ბრახ! ზუსტად მაშინ ხდება საოცრებები. მე მჯერა საოცრებების! და თქვენც აუცილებლად დაიჯერეთ! იმიტომ, რომ ერთ დღესაც, ზუსტად იმ დროს, როცა ყველაზე მეტად არ ელოდებით... და უცებ - ბრახ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.