შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*მამაკაცი ბნელი ჩიხიდან (თავი 3-4)


18-03-2015, 00:25
ავტორი Lulu
ნანახია 3 020

პირველრიგში, სანამ კითხვას დაიწყებდეთ მინდა პატარა სიტყვით გამოვიდე. რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ რომ მუზა ერთერთი ძალიან ცნობილი წიგნის დაწერის შემდეგ მომივიდა. აი ზუსტად ისე როგორ ი.ლ ჯეიმმს (50 ელფერი ავტორს) თვაილაითის წაკითხვის მერე :დ ჰოდა მორალი რაშია. არ მინდა იფიქროთ რომ ეს ისტორია 50 ელფერის კოპიაა ან სპინ-ოფია ან რაიმე ამდაგვარი :დ სხვა განზომილებაა და სხვა სიუჟეტია...
__________________________________________________________


“მაშ ასე! ანა, ანა, ანა. რას იტყვი ბატონ ავალიანზე?”_ მეკითხება ჩემი ქვეცნობიერიც და მეც გულმოდგინედ ვუფიქრდები ამ კითხვას. მაგრამ მალევე ვააანალიზებ რომ სრულიად უაზროდ ვუღიმი ჩემს თავს იქვე ჩამოკიდებულ დიდ სარკეში. ბრრრ! შემცივდა. ჯობია წვიმაში გალუმპული ტანსაცმლიდავ ამოვძვრე და თბილ წყალში ჩავძვრე! აბურდული ნაბიჯებით დავფარე მანძილი კორიდორსა და აბაზანას შორის. ჩემი ჩვეულებრივი "რიტუალი" დღესაც არ დავარღვიე და მაშინვე მობილურს ვეძგერე სიმღერის ჩასართავად. დღევანდელ ხასიათს რაიმე განსაკუთრებულს შევურჩევ. აჰა! El Tango de Roxanne. უდიდეს "ფლეილისტში" სასურველი სიმღერის სახელს მივაგენი თუარა, ღილაკს დავაჭირე და აბაზანაც მაშინვე სასიამოვნო მელოდიამ გაავსო. აბაზანაში დაგროვილ ცხელ წყალს გაყინული კანი შევახვედრე და სხეულშიც მაშინვე სითბომ დამიარა. ნეტა ხვალ როგორ ჩაივლის დღე? იმედია მაშინ მაინც მეღირსება რაიმეს გაკეთება თორემ დღევანდელიმა სამუშაო საათებმა, და სულაც, სამუშაო საათების ნახევარმა, უაზროდ ჩაირბინა.
თბილი წყლისგან დაორთქლილ ოთახში, მელოდიის ვნებიანი ჰანგები ტვინამდე სასიამოვნოდ აღწევენ და თითქოს, თავიდან ყველანაირი უაზრო თუ აზრიანი ფიქრი ქრება. ალბათ ზუსტად ამაშია მუსიკის არსი. გაწყნარებს და გთენთავს მაშინაც კი როდესაც ეს საჭირო სულაც არაა. ზუსტად ეს ხდის მუსიკას სასიამოვნოს. მითუმეტეს ჩემ ხასიათს არც ისე ბევრი სიმღერა შეეყწობა.
სახლი რატომღაც ცარიელი მეჩვენება.

"ჰმმმ, ნეტა კატო როგორაა?"

იქვე, სარკესთან დადებულ ტელეფინს ძლივს ძლივობით მივწვდი და როგორც კი ხელში ჩავიგდე ისევ ცხელ წყალში დავაბრუნე სიცივედაკრული სხეული.

“კატო, კატო. სად ხარ დაო ჩემო? მოკლედ როცა საჭიროა ეს ბავშვი არ გიპასუხებს, რომც კვდებოდე!”

-მადლობა ღმერთს! სად ხარ აქამდე ქალო?!
-ნანანო! აბა მითხარი როგორ ჩაიარა შენმა სამუშაო დღემ?_ოჰო, ეკატერინე ერისთავი გახარებულია თუ ჩემს ყურებს რამე ეჩვენებათ?
-სამუშაო საათებმა უაზროდ, მაგრამ ჯერ კიდევ მთელი დღე მაქვს წინ. მობრძანდი სახლში და მოგიყვები ყველაფერს დეტალურად.
-არ ამბობ ბოლომდე! ვიცი რომ განსაკუთრებული რაღაც მოხდა ქალბატონო ერისთავო.
-ხოდა, ხომ გეუბნები მობრძანდი სახლში და მოგიყვებოთქო ქალბატონო ეკატერინე.
-ნანანოო?_რაღაც უნდა! ხომ ვიცი რაღაცას მთხოვს ახლა! მაგრამ რომ ვერ შევუსრულო, სინდისის ქენჯვნა გამაცალმტვერებს.
-წინასწარ გეუბნები, თუ რაიმე ძალიან, ძალიან, ძალიან, "სარისკოა"- არა! დანარჩენი, რაც ნორმალურია, კი._ საკუთარმა დაულაგებელმა წინადადებებმა გამაცინეს კიდეც, მაგრამ ჩემი დაიკო ისეთი გამჭრიახია რომ ნათქვამსაც მიმიხვდება.
-სარისკო არანაირად არაა!
-ათ ბალიან შკალაზე?
-მმმ, ოთხი!
-კარგი. გამანდეთ თქვენი სურვილები ეკატერინევ!_მთელი ჩემი სამსახიობო ნიჭი ორიოდე სიტყვაში გულმოდგინედ ჩავაქსოვე და სასაცილო ტონით წარმოვთქვი სათქმელი.
-გახსოვს პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში?_შეპარვით მითხრა კატომ.
-შენ გახარებულ სახეს რა დამავიწყებს_მეც არ დავაყოვნე და ხალისიანი ტონით გავიხსენე წარსული.
-მაშინ, იმ სასტუმროში, ოჯახი რომ დაბინავდა პენტჰაუსებში ბოლო სართულზე, ესეც ხომ გახსოვს? ჩემხელა გოგო ყავდათ იმათაც. დავმეგობრდით კიდეც მერე. ჩემი პარალელური კლასელი ყოფილა!
-ოჰო! ესეიგი ნაცნობებიც გიპოვია.
-დიახ, ქალბატონო ნანანო, დიახ. ხოდა, გავიხსენეთ ძველი დრო. მოკლედ, ბოლო გაკვეთილი გვექნება ახლა და...
-და?_ხომ ვამბობდი რაღაც უნდა თქო! დის გულს რა გამოაპარებს!
-ტასომ მითხრა, თუ გეცლება ჩემთან წამოდიო... გეხვეწები წავალ რა! გთხოოოოვ!
-ნუ მეხვეწები. არ ხარ იმდენად პატარა რომ მეგობართან წასვლა აგიკრძალო თან ხომ იცი ისედაც ვერ გეტყვი უარს.
-ანუ მიშვებ?_ისევ ეს შეპარული ტონი. ოხ ეკატერინე ერისთავო...
-გიშვებ!
-вот знаешь как я тебя люблю? вот, очень очень! (-აი იცი როგორ მიყვარხარ? აი, ძალიან ძალიან!)_სიხარულისგან აღფრთოვანებულს, ისედაც კოჭლ ქართულში სიტყვა სულ აერია, ამიტომ დედაჩვენის, ნინას ნასწავლ რუსულზე გადაერთო.
-მეც კატ, ოღონდ გაუფრთხილდი თავს. და დამირეკე წამოსვლის წინ, დაგხვდები თორემ შენი კოორდინაციით ორ ნაბიჯსაც ვერ გადმოდგავ_ვითომ სიცილიანი ტონი მოვირგე. მაგრამ დახვედრის მიზეზი კატოს ცუდი კოორდინაცია სულაც არაა. უბრალოდ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე მანიაში გადამივიდა შიში....
-ტასოს ძმა გამოგვივლის...და სახლშიც ეგ მოგაცილებსო_გავიგე როგორ უკარნახა გოგონას ხმამ შორიდან და ალბათ, საბოლოო პასუხის მოლოდინში გაისუსა.
-კარგი. მაგრამ მაინც დამირეკე რა.
-აუცილებლად! მიყვარხარ ნანანო!
-მეც კატ, აბა შენ იცი.

ტელეფონი გავთიშე და გაწყვეტილ ფიქრებს მივუბრუნდი. ჰოდა რაზე გავჩერდი? მმმ, ვამბობდი მუსიკა ყველანაირ აზრებს ფანტავს თქო. თუმცა, ნეტა დათო რას შვება? რამდენი ხანია არ გვინახია ერთმანეთი. რაც საქართველოში ჩამოვედით მე და კატო, სულ ერთხელ ვნახე. თვითონაც არ დაურეკია. იქნებ სულ აღარ უნდა ჩემთან ყოფნა? რაც არ უნდა უცნაური იყოს მის გარეშე მარტოდ არ გგრძნობ თავს. მაგრამ მომენატრასავთ. იქნებ სულაც არ ვარ ურთიერთობებისთვის მზად? უბრალოდ თავისუფლება მინდა ყველასგან და ყველანაირი ვალდებულებისგან...

"სასიყვარულო" ფიქრებიდან ტელებონის ზარმა გამომაფხიზლა. ცხელ წყალში მისვენებული სხეული ზანტად წამოვწიე და ტელეფონს ძლივსძლივობით გადავწვდი. როგორც კი მწვანე ღილაკს დავაჭირე თითი, ყურმილში მაშინვე გაბრაზებული ქალის წიკვინმა, ჭექა-ქუხილივით დაიგრუხუნა.

-გეხვეწები ოღონდ არ მეჩხუბო რა!_საცოდავი ხმა ამოვუშვი ყელიდან და ვედრების ნიშნად სახის გამომეტყველებაც უნებურად შევიცვალე.
-არ გეჩხუბები მაგრამ ღირსი ხარ! უსინდისოვ!
-კარგი რა ქეთო. ხო იცი გუშინ მთელი დღე ნერვიულობაში გავატარე იმის შიშით რომ დღეს მთელი სამუშაო დღე ჩამიფლავდებოდა.
-მაინც უსინდისო და უსირცხვილო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხარ ერისთავო.
-შენ კიდევ ზარმაცი ქალი რომელსაც ერთი ადგილის აწევა და დაქალთან გამოსვლაც კი ეზარება ერთი დღით მაინც_ვაღიარებ, საუკეთესო თავის გასამართლებელი ეს ნამდვილად არააა.
-როდის დაგიპატიჟებივარ ნეტა?!_ ვითომ გაბრაზებული ტონი მოირგო ქალმა.
-ნეტა როდის ერთხელ გითხოვია ნებართვა?
-აი ეხლა აბრძანდი, სადაც არ უნდა იყო, გაბრძანდი კორიდორში და გამიღე კარები თორემ გავიყინე ამ სიცივეში!_როგორც კი წინადადება დაამთავრა ტელეფონი გათიშა და დამტოვა გაუგებრობაში. ანუ მობრძანებულა უკვე ქალბატონი? ნუ, რათქმაუნდა, უმიზეზოდ რატომ დამირეკავდა? ქვეცნობიერად გავკიცხე მეგობარი და სასწრაფოდ წამოვფრინდი, ისე რომ აბაზანაში დაგროვილი წყალი სულ იატაკზე დაიღვარა. როგორც კი იქვე მიფენილი პირსახოცი წელზე შემოვიხვიე მაშინვე გავვარდი კორიდორში და მეტალის მასიური კარი ძლიერად გამოვქაჩე.
-ალელუია! გავიყინე ქალო შემომიშვი მალე!_ზღურბლთან მდგარმა, ბეწვიან პალტოში გახვეულმა ქალმა გვერდით გამწია მისაღებში გაბედულათ შეტოპა. წვიმისგან დასველებული პალტო სასწრაფოდ გაიხადა და იქვე გამათბობელთან ახლოს ჩამოკიდა. -მაშ ასე ქალბატონო ერისთავო, "ვგულაობთ" დღეს?_ზურგს უკან დამალული შავი შუშის ბოთლი გამოაჩინა.
-ოჰო! როგორც ვხედავ დროს ტყუილად არ კარგავთ ქალბატონო ბერიძე.
-შენ გირჩევნია ჩაიცვა და ნახევრად შიშველმა არ იწანწალო_დაცინვით მითხრა და სამზარეულოში ქოთქოთიც გაწანწალდა.
-მოვალ, ვერც შენ და ვერც შენი ლიქიორი ვერ გადამირჩებით!_ზერელე მუქარაზე მეთვითონ გამეცინა.
-ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრა!_ სამზარეულოდან თავი გამოაჩინა ქალბატონმა ქეთევანმა და ენა სასაცილოდ გამომიყო. მეც თვალებმოჭუთვით გავაქნიე თავი. სულ რამდენიმე წუთში სამსამზარეულოში უკვე სრულიად მოწესრიგებული დავბრუნდი. ქეთოს ყველაფერი მოუმზადებია. მმ, ტკბილეული! იცის რაც მიყვარს!
-ესეიგი, შენს მაცივარში მხოლოდ ყველის ხმელი ნაგლეჯისა და პურის ნატეხების მეტი ვერაფერი ვერ ვიპოვე ამიტომ, უნდა ამაყობდე ასეთი მზრუნველი რომ ვარ.
-უწმაწური სიტყვების გამოყენება არ მიყვარს თორე გეტყვოდი მაგ "მზრუნველობისთვის" რაც უნდა გექნა_სიცილით ვუთხარი და მკლავში მორტყმული მუშტისგან დატოვებული ტკივილის არ შევიმჩნიე.
-იცი რას გეტყვი ქალბატონო ანა? არაფერსაც არ გეტყვი! და საერთოდაც, წავალ. ნახვამდის!_თავი ამაყად მიატრიალა გვერდით და ნელი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან. მოკლედ ეს ბერიძეები და მათი მსახიობური ნიჭი გადამრევენ! ხელები მკერდზე ჯიუტად გადავიჯვარედინე და კარებისკენ მიმავალ ქალს გავაყოლე მზერა.
-პალტო გრჩება_ ჯიუტად არ დავნებდი და ვითომდა ცინიკური ხმიტ მოვიგერიე ქეთო. საბოლოოდ ნაბიჯები შეანელა,მოწყენილად გამომხედა და მეც მაშინვე მივხვდი რომ უკან დახევის დრო მოვიდა.
-თითქმის წავედი უკვე ან..._ნაწყენი ხმით მითხრა თუარა კარებისკემ მიბრუნდა.
-ჩემო გიჟო ქეთევანო! ხო იცი რო შენს მეტი მე არ მყავს არავინ ადამიანო!_სირბილით გავიქეცი მეგობრისკენ და მაგრად შემოვხვიე ხელები. -შენი მსახიობური ნიჭი მაინც მაოცებს_სიცილით წარმოვთქვი და სულ რამდენიმე წამში ოთახი ორი სულელი ქალის კისკისმა დააყრუა.
***
ვზივართ სამზარეულოში და ნახევრად დაცლილი ლიქიორის ბოთლს სითხე კიდევ უფრო აკლდება. შეზარხოშებული ქეთო თავის სასიყვარულო ამბებს მიყვება და მეც გულმოდგინედ ვუსმენ.
-კარგი რა ქეთევან. როდემდე უნდა იყოთ ასე? შენთვის ის ადამიანი სულ ერთია, მაგრამ აბა იმას კითხე? შენი დანახვისას კაცი რამისაა ჭკუიდან გადადის. ტყუილად აძლევ იმედს_უხასიათოდ ვუთხარი ჩემი სიტყვა და მისი რეაქციის მომლოდინემ კიდევ ერთხელ გადავკარი ტკბილი ლიქიორის ყლუპი.
-ვიცი. მაგრამ არ შემიძლია ასე. ვერ მივალ და ვერ ვეტყვი რომ ამდენი რამის შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა, წასვლა მინდა თქო. ცუდათ ვარ. ძალიან ცუდათ ნანანო_მოწყენილმა ხმამ გაავსო ოთახი და ჩემი გულიც აიყოლია.ქეთევანის სევდიანი თვალების შემყურეს მეც მომაწვა ტკივილი. რა ვქნათ, ალბათ ყველა ქალის ბედი ასეთია. ისევ ჩვენი საკუთარი გრძნობები გვტაჯავენ და საკუთარი ფიქრები გვკლავენ.
-ვხვდები რისი თქმაც გინდა. თქვენი ურთიერთობა ლოგინს არ გაცდომია ქეთ. რაც მასთან ხარ მხოლოდ ასეთ სევდიანს შემოგყურებ. რამისაა შენს მაგივრად მე მივიდე და მე ვუთხრა რომ ყველაფერი დამთავრდა
-მართლა?! მართლა მიხვიდოდი?!_იმედიანი თვალებით გამომხედა მეგობარმა. ჩემმა სევდით სავსე გულმა ვეღარ მოითმინა და სკამიდან წამომახტუნა. მაგიდაზე ხელებჩამოდებულ ქეთოს თვალები აუცრემლიანდა. ხელები ძლიერად მოვხვიე მხრებზე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
-კარგი ქეთ რა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იკლავ თავს რომ მისი რეაქციის გეშინია. მაგრამ შენ რომ იტანჯები ამდენ ხანს?
-მართლა გგონია რომ უნდა ვუთხრა ყველაფერი?_პასუხის ნიშნად თავი ამაყად დავუქნიე და ჩემ ადგილს მივუბრუნდი. -ვეცდები. ოღონდ დრო მჭირდება.
-მთავარია ტყუილუბრალო იმედი არ მისცე_ნაღვლიანად ვთქვი. ნეტა მე რა მალაპარაკებს. მე თვითონ არ ვიცი რა იქნება მომავალში.
-დათო რას შვება?
-არ ვიცი ქეთ. ხომ იცი ისიც ისეთივე პასიურია როგორც მე. რამდენი ხანია ერთმანეთს არც კი შევხვედრივართ..._ალბათ ნამდვილად ასეა. არც მე არ მინდა არაფრის შეცვლა და არც მას. მაგრამ ნუთუ ამ ყველაფერს ურთიერთობა ქვია?
-არაფერს არ აპირებ?
-რის გაკეთებას მთავაზობ?
-არ ვიცი. გაახარე რამით. გააოცე!_ისეთი ხმით მითხრა ქეთევანმა რომ ნამდვილად მომინდა რაიმე სისულელის გაკეთება. -ბოლოსდაბოლოს თქვენი ურთიერთობაც არ გადამცდარა ლოგინს_სიცილით მითხრა დაქალმა და გამომცდელად გამომხედა. აი თურმე რას გულისხმობდა!
-ჰო, ჩვენი ურთიერთობა ლოგინს არ გამომცდარა. და ისიც მხოლოდ ორჯერ. და ისიცი მხოლოდ ხვევნა-კოცნით და შემდეგ მკვდარივით ძილით_მეც ავტყევი სიცილში. არადა რა მაქვს სასაცილო?
-ვინმე ისეთი გინდა შენ ჩემო ანა, ჭკუიდან რომ გადაგიყვანოს! გაგაგიჟოს, სიყვარულში და რომანტიკაში ჩაგახშოს._დაფიქრებული სახით გამომხედა. წამის მეასედში გაკვირვება აღტაცებამ შეცვალა და თვალებში თავდაჯერებულობის სხივმა გაურბინა.
-რა? რა მოიფიქრე ქეთევან?_შეშინებული ტონი ამომვარდა ყელიდან. ახლა რამე სისულელელს მეტყვის და გავგიჟდები!
-ოხ, ანა, ანა. შენ არ იცი რამდენად გაგიმართლა რომ ასეთი გამჭრიახი და მოფიქრებული მეგობარი გყავს.
-მაშინებ ქეთევან!
-მორჩა გადაწყვეტილია!_ფეხზე დენდარტყმულივით წამოხტა, ხელები ერთმანეთს სიხარულით შემოარტყა. ოთახშიც მაშინვე ტაშის ექომ ჩაირბინა
-რა ხდება ადამიანო გამაგებინე!
-ესეიგი, ხუთშაბათს შემოგივლი და მაშინვე საყიდლებზე წავალთ. პარასკევს ისევ შემოგივლი, ოღონდ ამჯერად კლუბში შევირბენთ._მეგობრის ნათქვამმა ცოტა არ იყოს შემაშინა.
-იქნებ...
-არა! არანაირი “იქნებ”! წავალთ, გავერთობით, წამოვალთ.
-იმედია "გართობაში" ნამდვილად გართობას გულისხმობ_თვალებგაფართოვებულმა ვუთხარი მეგობარს, მაგრამ სიცილის მეტი არანაირი დამაკმაყოფილებელი პასუხი არ მიმიღია.
-ასეთი უნამუსოც არ ვარ ქალბატონო ანა!_კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ სიტყვა ჩემი ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა. კატოა...
-ჰო კატ.
-მოვედით ნანანო. ჩამოხვალ? სადარბაზოსთან ვარტ.
-კი, კი მოვდივარ!_ტელეფონი სასწრაფოდ გავთიშე და ისევ ქეთოსკენ მივბრუნდი
-ქეთ ამოვალ ეხლავე. კატო მოიყვანეს და ჩავალ. მანამდე რამე მოამზადე თორემ ძალიან მომშივდა_სასწრაფოდ დავტაცე შალის ნაქსოვ ჟაკეტს ხელი და სადარბაზოში გავედი. გავიგე როგორ ბურდღუნებდა ქეთვანი შენი მზარეული კი არ ვარო მაგრამ ხომ ვიცი, ისეთ გემრიელ რამეს მოამზადებს რომ რამდენიმე კილოს სულ ერთ ჭამაზე მოვიმატებ! ხოდა მერე არც ეს ლამაზი კაბა აღარ ჩამეტევა. თანზე დავიხედე და ჩემი საყვარელ მუქ იასამნისფერ წელში გამოყვანილ, მუხლამდე კაბას თვალებით მოვესიყვარულე. სხვათაშორის ეს ნაცრისფერი, ნაქსოვი და უზარმაზარი ჟაკეტი ძალიანაც უხდება! მოდაზე ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე როდის ჩავედი მესამე სართულიდან პირველზე. წვიმას გადაუღია. მზესაც უკადრია გამოჩენა. მაინც და მაინც მე უნდა მოვყოლილიყავი იმ წყეულ წვიმაში! მაგრამ ამასაც ხომ აქვს თავისი ნათელი მხარე? გალუმპული მე რომ არა ავალიანის გვერდით ვერ ვიმგზავრებდი. მაგრამ ვინ იცის, ვინ იცის...

-ნანანო!_კატოს ხმამ კიდევ ერთხელ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. იქვე ,მდგარი ვერცხლისფერი სპორტული მანქანიდან გადმოძვრა ქალბატონი და თავისი მეგობარიც თან წამოიყოლა.
-ტას ეს ანაა, ყველაზე საუკეთესო და მსოფლიოში!_არა, ეკატერინე, შენს ცბიერებას საძღვარი არ აქვს... დიდ ლოყება, ხუჭუჭთმიანი გოგო განიერი ღიმილით შემომეგება და გაცნობის ნიშნად ხელი ჩამომართვა. სანამ ტასოს გაცნობაში ვიყავი გართული, ვიგრძენი როგორ მოგვიახლოვდა მაღალი მამაკაცი და ხუჭუჭას ამოუდგა მხარში.
-ანა, გაიცანი ეს ჩემი ძმაა. ლევან, ეს ანაა, კატოს და. რა ლამაზია არა?_ ჩურჩულით უთხრა ტასომ მაგრამ მე რას გამომაპარებს კაცი, მორცხვად გავიღიმე გულში. თვალებს წამწამების ფახუნით ვწევ ორმეტრიანი მამაკაცისკენ, რომელიც უსაყვარლესი ღიმილით მაჯილდოვებს. მოიცა, მოიცა! ეს ის ბიჭი არაა ავალიანის ოფისში, "ქერა ნომერ მეორეს" რომ ეფლირტავებოდა? არ გამაგიჟოთ და არ მითხრათ რომ ავალიანთან აქვს რაიმე შეხება!

ლევანის გაკრეჭილი სახე მალევე მაყენებს კარგ ხასიათზე და მეც დებილივით ვიღიმი. არ ვახსოვარ ალბათ. კიდევ კარგი!

-სასიამოვნოა ანა. შენი დის მოყოლილი ამბებიდან, მგონნია რომ საუკუნეებია გიცნობ._შავი თვალი ბრუტალურად ჩამიკრა. მომწონს ეს ტიპი!
-არაფერს არ დაუჯერო! ყველაფერი ტყუილია!_მეც ცემ ჭკუაში ვიხუმრე. მაგრამ როგორც ჩანს "шутка удалась"! ლევანიც ამყვა სიცილში.
-ის სადაა ლევან?_გაბუსხულად იკითხა ტასომ.

"ვინ ?! ოღონდ ეს , ის არ იყოს ვინც მე მგონია!"
"ანა ჯერ ჩამოყალიბდი და მერე იფიქრე!"_გაღიზიანებულად მიყვირის ქვეცნობიერი.

-მობრძანდება ბატონი!_კატომ ლევანის მაგივრად, გაბრაზებული ტონით გასცა პასუხი. თვალები ჩემი ჯაშუშური მზერით გავაპარე "იმისკენ". მაგრამ ალბათ ამხელა შოკმა წამიერად გამთიშა. "ოცდამეერთე საუკუნის აპოლონი" ცბიერი ღიმილით გვიახლოვდება და სექსუალურად არხევს გულ-მკერდს.

"არ ასრსებობს! ბედის ანგელოზი მეკაიფება თუ რა ხდება?!"

-ანა, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, დემეტრე ავალიანი. ეს ულამაზესი ქალბატონი კი კაწუიშას დაა_ "კაწიუშაზე" კი გამეცინა მაგრამ რა მაცინებს ნეტა!
-ძალიან სასიამოვნოა ანა!_ცბიერი სახით გამომხედა ავალიანმა, ვითომც არაფერი.
-ჩემთვისაც, ბატონ..._რამის წამოვაყრანტალე ბატონო დემეტრე თქო. მისმა თვალებმოჭუტულმა სახემ და კიდევ უფრო ეშმაკურმა გამომეტყველებამ სულ დამაბნია. როგორც ჩანს ჩემი ასეთი მდგომარეობა და დაბნეულობა ძალზედ ახალისებს. -ჩმეთვისაც სასიამოვნოა...დემეტრე_ჩემი დაბნეულობა მაშინვე ამაყი გამოხედვით გამოვასწორე. მაგრამ მეორე წამს მისი გაშავებული თვალების ანარეკლმა ცოტა არ იყოს შემაშინა. თვითონ არ მითხრა "ეს.პი.აის" გარეთ კოლეგები აღარ ვართო?
-ლევან ამოგვივლით ცოტახნით?_ცნობისმოყვარედ კითხა კატომ ლევანს და მეგობრულად გაუღიმა, მაგრამ მალევე მოექუფრა სახე. -დემეტრე, თქვენო უდიდებულესობავ, ამობრძანდებით და გვიკადრებთ?_უკადრისი სახით გახედა კატომ. მისმა ტონმა მაშინვე თავზარი დამცა.რანაირად ელაპარაკება? ეს უკვე ზედმეტია! შეშინებული თვალებით გავხედე იქვე მდგარ მამაკაცს რომელიც ზემოდან გადმოგვყურებდა სამივეს. ცბიერი სახით გამომხედა და დავინახე როგორ აუთამაშდნენ ცელქი ჭინკები ნაცრისფერ თვალებში. ოდნავ დასანახავი ღიმილი მაინც ვერ დამალა სერიოზული სახის უკან. დამცინის?!
-არა ჩემო ქალბატონო მე ვერ ამოვალ. დარწმუნებული ვარ ანა დაკავებულია. მოდი სხვა დროს იყოს..._"სხვა დროს იყოს". უცნაურად მეჩვენება ეს გაოთქმა. ისე ამბობს თითქოს მომავალში აუცილებლად შეასრულებს დანაპირებს. მზრუნველი სახით გახედა კატოს. მან კი ზურგი აქცია და გაბუტული პატარა გოგოსავით ამომიდგა მხარში.
-კარგად კატ. საღამოს დაგირეკავ კიდე. ნახვამდის ანა!_მომღიმარი სახით დაგვემშვიდობა ხუჭუჭა ტასო.
-არ დაგავიწყდეს ოღონდ!_ერთმანეთი გადაკოცნეს ბავშვებმა. მიხარია რომ ჩემი დაიკოს ძველი მეგობარი ყავს გვერდთ.
-ძალიან გამახარა სენთან შეხვედრამ ანა! იმედია ვიმეგობრებთ!_კიდევ ერთი გაკრეჭილი ღიმილი მაჩუქა ლევანმა. მომწონს ეს ტიპი! როგორი პოზიტიური და უბრალოა.

"ამას კი არ გავს!"_ოდნა მოჭუტული თვალებით გავხედე დემეტრეს. ნეტა ისიც ლევანისნაირი იყოს...

-შეხვედრამდე ანა_კიდევ ერთხელ დამაჯილდოვა იდუმალმა ავალიანმა აპოლონის ღიმილით
-ნახვამდის..._ჩემი თავი გვერდიდან რომ დამანახა ალბათ შეშინებული შველის კვალს უფრო დავტოვებ ვიდრე ახალგაზრდა ქალისას. ავალიანმა თავი მოწიწებით დამიკრა, მეორე წამს კი ლევანის და ტასოს ნაბიჯებს გაყვა.

მე კი, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ვაცნობიერებ რომ ისევ ისეთივე გაქვავებული ვდგევარ და ვაკვირდები როგორ მიდის დემეტრე მანქანისკენ. უბრალო მაიკასა და კედებშიებში სულ სხვა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვუყურებ როგორ ირხევა მისი მამაკაცური სხეული სიარულისას, თეთრ მაიკაში განიერი მხრები საოცარ სანახაობას ტოვებენ.

-კარგაააად!_კატოს წვირილმა ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. წინ მიმავალ და-ძმას თბილი ხმით გასძახა თუარა სადარბაზოში შევიდა. ავალიამა საბოლოოდ გამაპარა მწველი მზერა ჩემი მისამართით და საჭესთან დაიკავა ადგილი, სპორტულ ავტომობილში.

"ჰაჰ, დღეს პირადი მძღოლის გარეშეა ვაჟბატონი."_ცინიკურად გავიფიქრე ტვინში. არა მაინც არ მესმის რა არ მაწყობს ამ კაცში.

“აღიარე რომ ასეთ მამაკაცს ჯერ არსად არ შეხვედრიხარ!”_მეუბნება ქვეცნობიერი ანა, ისე რომ ვნებიან გამომეტყველებას არ იშორებს სახიდან.
“საშველი არ დაადგა ამ გოგოს მოკლედ! ჯობია მეც შევბრუნდე სახლში.”

სადარბაზოსკენ ნელი და დაფიქრებული ნაბიჯები გადავდგი როდესაც ავტომობილის ძრავის ძლიერი ხმა ჩამესმა ყურებში...

****

თავი 4

-რა გჭირს გოგო?_სამზარეულოდან ქეთევანმა გამოყო თავი და დაბნეული სახით დამაკვირდა.
-ძალიან ცუდათ გამოვიყურები არა?_რა კითხვაც ამას უნდა. ისეთი ხმა მაქვს რომ მეთვითონ მეშინია ჩემი თავის.
-დაბნეული ჩანხარ. რა მოხდა ქალო?
-არ ვიცი. არ ვიცი რა მოხდა_იქვე, კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში ჩემ თავს მოვკარი თვალი. გაქვავებული მზერით, ნაქსოვ ჟაკეტში ჩაბღაუჭებული ხელებით ვდგევარ ერთ ადგილზე და განძრევის თავიც არ მაქვს.
-ანა რა მოხდა?
-საჭმელს თუ მაჭმევ მოგიყვები
-ოღონდ ეგ გაგიჟებული გამომეტყველება მლოიცალე სახიდან და თუ გინდა შენი პირადი მზარეულიც გავხდები.
-ხელფასიც ხომ არ გინდა?
-უარს არ ვიტყვოდი!_გახარებული სახით გამომხედა მეგობარმა და სამზარეულოში შევარდა...
***
-როგორი იყო?
-ძლიერი, თავაზიანი...სიმპათუირი_დინჯად ვუთხარი ჩემს წინ, მაგიდასთან შემომჯდარ ქეთოს. მის გაკეთებულ ქათმის ბულიონს ვჭამთ და ზამთრის სიცივის დაძლევას ვცდილობთ.
-ვერ გავიგე რაღაც. ანუ კატოს მეგობრის ძმის მეგობარია? და შენი უფროსი? ანუ კატოს მეგობრის ძმის მეგობარი შენი უფროსია!
-ქეთევან ჯერ ჩამოაყალიბე შენი ფილოსოფური აზრები და მერე მითხარი. ისედათ გადატვირთული მაქ ტვინი ყველაფრით._უხასიათოდ ვუთხარი და ცარიელი თეფში გვერდით დავდგი.
-მაგ შენ სარკაზმს იცი რაც ინდა გაუკეთო! ხოდა მოკლედ. რას აპირებ?
-არ ვიცი ქეთ.ვიმუშავებ ჩვეულებრივად. კატო სკოლაში ივლის.
-სულ ესაა?
-მეტი რაღა გინდა?
-ის რომ როდემდე უნდა გეძინოს სამ ბალიშთან ერთად? დროა ეგ ბალიშები მოქესტო ლოგინიდან და ვინმე ნორმალურთან ერთად დაიძინო!
-და "ნორმალურში" ჩემთვის სრულიად უცნობ მამაკაცს, ლევანს გულისხმობ არა? ანდაც არა. მოდი ავდგები და სულაც ავალიანს ჩავუხტები ლოგინში!_თვალებმუჭუტული, ოდნავ შეშფოთებული სახე შევანათე. სულ გაგიჟდა ეს გოგო!
-რატომაც არა. შენთვითონ თქვი სიმპატიურიაო_"მერე რა მოხდა" სახე მიიღო ქალბატონმა. ცხელი ჩაის ჭიქა წინ დამიდგა, თვითონ კი შავ ყავას მიუბრუნდა და ცივი ხელები, ჭიქიდან ამომავალ ორთქლს შეაგება.
-რადგან სიმპატიურია იმას არ ნიშნავს რომ უნდა გავქანდე და ლოგინში ჩავუხტე ქალბატონო ბერიძევ!_გაბრაზებული თვალებიდან ალბათ ასეთივე გაბრაზებულ ნაპერწკლებს ვყრი.
არადა ხომ იცი რომ ქეთევანი მართალია?_ოჰ, მობრძანდა ქვეცნობიერიც! ესღა მაკლდა სრული სიხარულისთვის!
-ჯერ ჯერობით შეგიძლია უბრალოდ გაიცნო. იქნებ ნამდვილად კარგი ადამიანია?
-ეჭვი არ მეპარება რომ კარგია უბრალოდ..._წინადადების შუაში გაწყვეტამ, ქეტევანის კითხვით სავსე თვალები კიდევ უფრო გაადიდა. უბრალოდ... მე თვითონ არ ვიცი პასუხი... -ღმერთო ჩემო ქეთევან ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. სრულიად სხვადასხვა განზომილებებს მივეკუთვნებით ორივე. და საერთოდ არ ვიცნობ როგორც ადამიანს, მხოლოდ ორჯერ თუ მყავს ნანახი. მითუმეტეს იმ კომპანიის გენერალური დირექტორია რომელშიც მე მხოლოდ და მხოლოლ მდივანი ვარ!
-მესმის მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ყველაფეერი შეიცვლება შენს ცხოვრებაში ანო..._თბილი მზერა შემომანათა და თითქოს ჩემი გაბრაზებაც ერთიანად გააქრო. არ ვიცი რომ არა ქეთევანი რა მეშველებოდა? ალბათ ის რომ არა ჩემი ისედაც დაცემული სული ერთ დროს სულ განადგურდებოდა.
-ქეთ დარჩი დღეს აქ რა.
-დავრჩები. ოღონდ ჩემებთან დავრეკავ თორე ნანას ამბავი სენც ხომ იცი.
-ოღონდ დედაშენის რისხვა არ დაგვატყდეს თავს და თუ გინდა სულ ტელეფონთან ჩახუტებულს დაგიძინია_სიცილიანი ხმით გავძახე მისაღებისკენ მიმავალ ქეთოს და მეც უკან გავყევი...
***
ვერა. ვერ ვიძინებ.
რათქმაუნდა ვერ დაიძინებ, შენ და შენმა დაქალმა ტვინი გამომილაყეთ ლაპარაკით!_იქვე “ქვეცნობიერ ლოგინში” მიწოლილმა ქვეცნობიერმა ანამ ჩემი დაგესვლაც მოასწრო და ისევ მიხუჭა თვალები. მაგრამ ნაწილობრივ მართალიცაა. ქალბატონი ქეთევანის ხელში ოთხ საათზე დავწექით "დასაძინებლად". აი, მას კი სძინავს მკვდარივით ლიქიორის ხარჯზე. საბედნიეროდ ქალბატონი ხვალე არ მუშაობს. ამიტომაც, სასმელის ერთი ბოთლი თამამად გამოცალა. ჩემგან განსხვავებით ქეთევანი თავისი თავის უფროსია, ასე რომ მისივე პატარა კაფეში სურვილისამებრ დაბრძანდება.
ეჰჰ.. კარგია როდესაც შენივე უფროსი შენ ხარ... მაგრამ მე ასეთი ბედნიერება არ მეღირსა სამწუხაროდ... ანდაც საბედნიეროთ. ეს.პი.აი რომ არა "ნაცრისფერ მზერა-ნომერ ორს" ვარასდროს ვერ შევხვდებოდი!

***

-კატო. წავედი! ადექი შენც თორემ დაიგვიანება!_პატარა ოთახში შევყავი თავი და ისევ ლოგინში მწოლიარე დას მოვკარი თვალი. რა უჭირს ქალბატონს. ექვს საათზე ადგომა არ ჭირდება. მოწესრიგებული და სრულიად გამზაბებული მე, უძილო ღამის შემდეგ ძალიან დაღლილია. ფაქტი, სარკეში არეკლილმა ჩაშავებულმა თვალებმა დაადასტურეს ჰოდა მეც უღიმღამოდ გადავაბრიალე თვალები.
-ტასო გამომივლის. გათამამებული დემეტრე ბატონი წაგვიყვანს დღესო_"დემეტრე ბატონის" ხსენებამ ვენებში სისხლი ამიდუღა და სახეზეც მაშინვე სიწითლე მომედო. არ მესმის რატომ არიან ეს ბავშვები ავალიანის მიმართ ასე სკეპტიკურად განწყობილნი.
-კარგი. აბა შენ იცი..
-კარგად ნანანო._თვალებ გაუხელავად მითხრა და ძილ ბურანში ჩაკარგულმა ისევ იცვალა გვერდი. ჩქარი ნაბიჯებით გავირბინე მანძილი კატოს საძინებლიდან სამზარეულომდე. ქეთევანს დავადექი თავზე. თავი ტკივილისგან დაღლილს, კეფაზე ნაბეღლავის ცივი ბოთლი მიუდია. "ამდენი არ უნდა დამელია" სახით გამომხედა და ცივ კედელს მიაყრდნო ზურგი.
-მართალი ხარ, არ უნდა დაგელია ამდენი!_სიცილით ვუთხარი. იქვე მიგდებულ ჩანთას მოვკარი თუარა თვალი, ხელი დავტაცე და დაღლილი ნაბიჯებით გავემართე გასასვლელისკენ.
-შენ და შენი ტელეპატიური ნიჭიც რა.._მობეზრებულად თქვა დატანჯულმა ქეთომ და უღიმღამოდ ჩაიქნია ხელი
-ქეთ წამალი მარჯვენა, ბოლო უჯრაშია. საჭმელი, სხვათაშორის შენი ნაყიდი, რათქმაუნდა მაცივარში. მოკლედ ჩემზე კარგად იცი სად რა არის და ქენი რაც გინდა. აბა ჰე!_მეტალის კარები ძალდატანებით გამოვაღე როდესაც ქეთევანის ხმა დამეწია.
-ან დღეს ხომ გახსოვს მაღაზიებში გავირბენთ!
-აუცილებელია?_საცოდავი სახით გავხედე მეგობარს, მაგრამ როდესაც მისი დაბღვერილი სახე შემეჩეხა თვალებში, მივხვდი რომ რკინის ნერვების მქონე ქეთევანთან არანაირი შანსი არ მქონდა. -კარგი ხო. წავიდეთ ოღონდ ეგეთი საით ნუ მიყურებ!
-ასე უკეტესია!_სიახარულით მითხრა ქალბატონმა და გამარჯვებულის გამომეტყველება მომაგება -ეხლა ჩემებს გავუვლი და სადღაც სამისკენ შენთან გამოვირბენ.
-No problemas chica!_ბებოს ნასწავლი ესპანური ოსტატურად ავალაპარაკე, მეგობარს კი ტვალჩაკვრით დავემშვიდობე. მაგრამ ვინ გაგიშვა!
-კატო?
-ტასოს “გათაყვანებული ძმა” გამოგვივლისო!
-აი მაგას მოგვიანებით უფრო დეტალურად მიამბობ!
-ოქეი. მორჩა წავედი!_სადარბაზოდან მივაძახე ბოლო სიტყვა. ეჭვი მეპარება რომ გაეგო მაგრამ არაუშავს. კიბეები შეძლებისდაგვარად სირბილით ჩავიარე. მაღალქუსლიანებს ამჯერადაც ხომ არ გავიხდითქო... ჩემივე ნათქვამზე მეთვითონ გამეცინა. სულელი ვარ.
ახლა მთავარია ოფისში დაგვიანებული სულელიც არ გახდე ასე რომ ჯობია ნაბიჯს აუჩქარო ერისთავო.
***
-როგორც თქვენ გადაწყვეტთ..._ოდნავ მოწყენილი ხმით ვუთხარი ჩემს წინ მჯდარ შავ თმიან მამაკაცს. დაძაბული სხეულს ვერაფერი ვერ მოვუხერხე ამიტომ თხუთმეტ წუთზე მეტი ერთ პოზიციაში ვარ. იატაკისკენ ვაპარებ თვალებს და ვხედავ როგორ მიკანკალებენ წვრილი ფეხები.
დაწყნარდი ბოლოსდაბოლოს ერისთავო! არ გაგდებენ უბრალოდ სხვა დეპარტამენტში გადაყევხართ, ღმერთო ჩემო! გამაგიჟებს ამ გოგოს სუსტი ფსიქიკა._ ვცდილობ ქვეცნობიერი ანას სკეპტიკურ გამოხტომებს არ მივაქციო ყურადღება და მათეს ლაპარაკზე მოვახდინო კონცენტრაცია. შედეგი ჯერ ჯერობით არ მაქვს..
-ანა, არ ღირს არაფერის გამო ნერვიულობა. ნუ გაქვს ასეთი სახე! არ შეგჭამს ლალი. აი ნახავ, როგორი მეგობრული დამოკიდებულება აქვს ყველასთან მიუხედავათ სერუოზული ხასიათისა. და ძალიან გთხოვ ბატონ მათეს ნუ მეძახი. მინდა ჩვენც მეგობრული დამოკიდებულება გვქონდეს ერთმანეთთან_მათეს ღიმილმა ცოტა არ იყოს მომადუნა, გამამხიარულა. მოწიწებით დავუქნიე თავი და როგორც იქნა ძაზაბულობაც მომეხსნა მხრებიდან. მამაკაცმა თვალები სიხარულით აათამაშა და თავის მონოლოგს მიუბრუნდა -ქალბატონმა ლალიმ თავის დამხმარედ ზუსტად შენ დაგასახელა. ძალიან ბევრ ახალს ისწავლი მისგან და აი მერე ნახავ ჩვენს დეპარტამენტში ცხვირის შემოყოფასაც არ მოისურვებ!_მეგობრული ტონი მოიხმარა მათემ. მაგრამ ცდებით ბატონო ჩემო! ცხვირსაც ამოვყოფ და ამოვოპარები კიდეც. თაკოს ასე ხომ არ დავტოვებ? ამ დღეებში ძალიან დავუახლოვდი. ვFიქრობ რომ შესანიშნავი ადამიანის რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭულმა ენდო.
-მოკლედ ლალის დაჟინებული თხოვნით მინდა გთხოვო რომ დღეს გადახვიდე მასთან. შეწინააღმდეგება კი ვცადე, ვიფიქრე ამ ერთ დღესაც გავატარებ შენნაირი შესანიშნავი ქალბატონის კომპანიაში თქო მაგრამ ლალის მზერამ იმწამსვე გმაქვავა. _სიცილით მითხრა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა როდესაც ჩემი ჭარხალივით აწითლებული სახე შენიშნა. -მოკლედ, ქალბატონო ანა მინდა თქვენი ახალი კოლეგა წარმოგიდგინოთ_ კარები ნაცნობმა სახემ შემოაღო და მედიდური მოძრაობით დამიკრა თავი.
-გამარჯობა ანა_ნაზი ღიმილით შემომეგება "ქერა ლალიკომ".
-გამარჯობათ ქალბატონო ლალი._მეც არ დავაკელი მედიდურობა და მოწიწებით გავხედე.
-მათე, წინააღმდეგი თუ არ იქნები ქალბატონ ერისთავს მოგპარავ_სიცილით გახედა ჩვენს მოპირდაპირედ მდგარ მამაკაცს. რატომღაც ჩემი თავი რაღაც საგანი მგონია რომლის გამოც ორი "დიდი ბავშვი" კულტურულად კამათობს. უსიამოვნოდ შევიშმუშნე და წინ მიმავალ ქერა ქალს გავყევი. მალე მივაღწიეთ მის კაბინეტს და ერთმანეთის მოპირდაპირეთ მდგარ კრემისფერ სავარძლებში მოვთავსდით.
-მოკლედ ანა. ვიცი რომ სულ ახალა ხანს შემოუერთდი ჩვენს კოლექტივს და უკვე სამუშაო ადგილის გამოცვლაც მოგიწია. ვიფიქრე რომ შენი ნიჭი ძალიან დიდი დახმარებას გამიწევდა მეც და საერთოდ ჩვენს დეპარტამენტს. შენი ლინგვისტიკური ნიჭი ნამდვილად დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი კომპანიისთვის. და დიდი იმედი მაქვს რომ ერთმანეტს კარგად გავუგებთ..._მნოლოგი დაამთავრა თუარა თბილი მზერა შემომაგება და წელში ამაყად გაისწორდა. მეც არ დავიშურე მეგობრული ღიმილი. ცუდი ქალი ნამდვილად არ ჩანს. მისი მკაცრი შეხედულების მიუხედავათ სულაც არაა ისეთი როგორიც პირველი შეხვედრისას მეგონა.
***

-მოკლედ, ანა. შესვენება საათნახევარშია. მანამდე კი მინდა ეს საბუთები გადმოთარგმნო. დღეისთვის სულ ეს იქნება. პერიოდულად ძალიან ცოტა საბუთებია სათარგმნი ასე რომ რამდენიმე დღისთვის არც ისე რთულად გვექნება ყველაფერი_ფეხზე წამომდგარმა ლალიმ, ხის მასიური მაგიდიდან ფაილების უზარმაზარ გროვას დასტაცა ხელი. ოჰო! ამდენი სათარგმნი ალბათ ცხოვრებაში არ მქონია! -როგორც უკვე გითხარი შესვენება საათნახევარშია. ასე რომ ორმოცდახუთი წუთით შეძლებ განტვირთვას
-გასაგებია. ყველაფერს გადავთარგმნი და ვეცდები დღეისთვის დავამთავრო_როგორც ჩანს ჩემმა სიტყვებმა ქალში გაკვირვება გამოიწვიეს. რამე არასწორად ვთქვი?
-როგორც წესი, ჩემს წინა მდივანს ასეთი ფაილების გადათარგმნაში ორი-სამი დღე სჭირდებოდა. გაგვიმართლა რომ შენნაირი ნიჭიერი ქალბატონი შემოგვიერთდა!_სიხარულით მომმართა ქალბატონმა. ასეთი ტემპით თუ გავაგრძელებ ნამდვილად მივაღწევ კარიერულ პიკს! ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის! ქვეცნობიერი ანა სიხარულისგან ადგილზე დახტის და ყურებამდე გაკრეჭილი შეჰყურებს ლალის. როგორც იქნა გამოვერკვიე ფიქრებიდან და ახალი კაბინეტისკენ გავემართე. ლალის დეპარტამენტი მათეს სამდივნოზე სამი სართულით მაღლაა. სამწუხაროა რომ თაკოსთან იმდენად ვეღარ ვიკონტაქტებ. მაგრამ მაინც ვეცდები მის მონახულებას. წინა კაბინეტისგან განსხვავებით ეს შედარებით დიდია. მაგრამ მაინც მუყაოს ყუთს გავს. ზუსტად! მუყაოს ყუთი! მოკლედ მე და ჩემი ფანტაზიორი ტვინი რა! საკუთარ აზრებზე გაცინებული დავბზრიალდი გორგოლაჭებიან სკამეზე. ჯობია საქმეს შევუდგე რომ საღამოსკენ დამთავრებული მქონდეს. სახლშიც არაფერის წაღება არ მომიწევს. ნამდვილად! ჯობია ახლა დავიწყო...

***
კონცენტრირებული სამუშაოდან მაგიდაზე მდგარი ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-დიახ ქალბატონო ლალი.
-ანა, შეგიძლია ყავა მომიდუღო?
-დიახ რა თქმა უნდა. ახლავე შემოგიტანთ...
სულ რამდენიმე წუთში, ცხელი სითხე შევურბენინე ლალის და საბუთების ამბებიც მოვახსენე.
-ძალიან კარგი! ასეთი ტემპით თუ გააგრძელებ ძალიან ბევრს მიაღწევ ჩემო კარგო!_არტაცებით მომმართა ქალმა. მეც ამაყად ავწიე თავი. ვინ იფიქრებდა რომ ასე კარგად წავიდოდა ჩემი ცხოვრება?
-არ ვიცოდი როგორ ყავას მიირთმევთ ამიტომ ცემი მეთოდით მოვადუღე._მორცხვად გავხედე საბუთების ხროვაში ჩამალულ ქალს.
-ამის შემდეგ სულ ასე მომიდუღე! შესანიშნავია! მოკლედ ეს ახალი თაობა ყველაფერში ნიჭიერები ყოფილხართ!_მისი ღიმილიანი სახის შემხედვარეს მეც გამეღიმა. კარებისკენ გავემართე როდესაც ქალის ხმა დამეწია. -ანა, ქვენს გევრდით, მოპირდაპირე ქუჩაზე კაფეა ასე რომ შეგიძლია იქ ჩახვიდე. ოთხისკენ ამოდი ოღონდ_უი, უი სულ დამავიწყდა შესვენება! მმმ ცხელი ჩაისგან არ ვიტყვოდი უარს!..
***
ლიფტების შიშმა თავისი გაიტანა და მეც ჩქარი ნაბიჯებით ჩავიარე უთვლელი კიბეები. თბილ მანტოში გახვეული გავედი ქუჩაში. როგორც ჩანს ისაა! მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე პატარა კაფეს მოვკარი თვალი. მანქანებით გადატვირთულ გზას როგორც იქნა თავი დავაღწიე და პატარა შენობას შევაფარე თავი. “კაფეშკა” პატარა და ძალიან მყუდროა. ყველაფერი ხისაა ამიტომ ძალიან ნაზი ეფექტი იქმნება. თბილ მანტოსაც დავაღწიე თავი და ბარისკენ გავემართე. ახალგაზრდა გოგონამ შავი ჩაის შეკვეთა ჩაიწერა. სიბოსგან მოთენთილი, ნელი ნაბიჯებით წავედი იქვე, ფანჯარასთან მიმდგარი მაგიდისკენ. ძალიან მომწონს აქაურობა, ალბათ ყოველდღეც კი ჩამოვალ აქ!
-გისმენთ!_ტელეფონის ზარმა დამაფრთხო. დაუხედავათ ვუპასუხე ყურმილს და მაშინვე მამაკაცის ბოხი მაგრამ წყნარი ხმა ჩამესმა ყურებში.
-ერისთავო!
-ქორიძევ!
-მომენატრე…
-მეც...
-გცალია დღეს?
-ქეთოს უნდოდა მაღაზიებში გასვლა საღამოსკენ...
-გასაგებია..._მოწყენილი ტონი შეერია მამაკაცს.
-მაგრამ, მმმ, თუ ნახევარი საათის განმავლობაში გამომივლი, მეცლება!_მხიარული ტონით გავფანტე მისი მოწყენილობა.
-სად ხარ?!
-"ეს პი აის" პირდაპირ პატარა კაფეა. აქ მოდი.
-მოვფრინავ! თითქმის მანდ ვარ უკვე!_მამაკაცის ნათქვამმა ღიმილი მომგვარა. შეიძლება ჩვენს ურთიერთობაში არაფრის შეცვლაც არ უნდა მაგრამ მაინც მე მეკუთვნის! მობილური გავთიშე და ახალმოტანილი ცხელი ჩაის ჭიქაზე გავითბე ხელები. არა, მაინც მიყვარს. ქეთო მართალია, ჩვენი ურთიერთობა კოცნას ნამდვილად არ გამცდარა მაგრამ მაინც მიხარია რომ ვიღაც მიდგას გვერდით. რამდენი ხანი არ მინახია თან. მომენატრა კიდეც... მოწყენილი სახით დავეყრდენი იდაყვებს და ნაღვლიანი მზერა გავაპარე მოქუფული ღრუბლებისკენ. სახე უხეშად მივატრიალე გვერდით როდესაც მზის ისედაც დაბინდული სხივები მუქმა ჩრდილმა დაფარა. თვალებგაფართოვებულმა გავხედე ჩემს წინ მდგარ მხრებ გაშლილ მამაკაცს და გულიც მაშინვე გიჟივიტ აფანცქალდა.
-შეიძლება?_მამაკაცური მტევანი მოპირდაპირე სკამისკენ გაიშვირა. ენაჩავარდნილმა თავი აწითლებული ლოყებით დავუქნიე. როგორც კი პასუხი მიიღო ჩემს წინ მოთავსდა და ნაცრისფერი თვალებით იდევ ერთხელ შეაღწია დაბნეულ სულამდე.
-იმედია ხელს არ შეგიშლი.
-არა. არა რათქმაუნდა..._საკუთარი დაბნაულობა მეთვითონ ვიგრძენი მან კი ტუჩები შეუმჩნეველ ღიმილში აარხია. უბრალოდ არ მოველოდებოდი მის აქ გამოჩენას სულ ესაა... რამდენიმე წამიანი სიჩუმის დარღვევა ისე მე გავბედე და შეწუხებული ტონით მივმართე ჩემს წინ მჯდარ ახოვან მამაკაცს.
-ბატონო დემეტრე, მინდოდა ბოდიში მომეხადა იმ დღის გამო..._გაკვირვებული გამომეტყველება წამსვე შეეცვალა როდესაც გააცნობიერა რაზე ვლაპარაკობდი.
-არ ღირს. კატოს ჩემი საკუთარი დასავით ვუყურებ. მითუმეტეს არაფერი განსაკუთრებულიც არ მომხდარა._ჰო რათქმაუნდა. უბრალოდ ჩემ ენატლიკინა დას ზედმეტი მოუვიდა. -მაგრამ, ვერ ვიტყვი რომ თქვენზე არ ვარ გაბრაზებული ქალბატონო ანა..._რაო? მე რაღა დავუშავე? ალბათ სხვა ხალხის თვალებით რომ შემახედა ჩემი თავისთვის, შეშინებულ პატარა ბავშვს უფრო ვემგვანები ვიდრე ზრდასრულ ქალს. ჰოდა არც დამიფარავს ჩემი შიში. თუმცა, უფროსწორედ "ვერ" დამიფარავს. გადიდებული თვალები გავხედე და ჩემს წინ მჯდარი მამაკაცის წითელი ტუებიჩ მაშინვე შეირხნენ ტკბილ ღიმილში.
-"ბატონო დმეტრე"_გაიმეორა ჩემი ნათქვამი და გამომცდელი მზერით გამომხედა გრძელი წამწამებიდან. აჰა! აი თურმე რა ყოფილა. მე კი მეგონა ოფისთან დაკავშირებით ეტყვოდა რამეს. ესეგი არ მოგწონს რომ ბატონს გეძახით ავალიანო არა? მაშ იყოს თქვენებურათ!
-გასაგებია, დმეტრე..._მეც არ დავაკელი ცბიერი ტონი. ქალურად ეშმაკურმა ღიმილმა ბაგეები გამიპო. სიტყვის თქმა და მისი თვალების გამუქება ერთია. ნუთუ მარტლა ეცვლება თვალების ფერი? ან ვითომ ეს ფლირტია? არა, მაინც რატომ ვარ ასეთი სულელი? ბოლოსდაბოლოს ჩემი უფროსის (ანუ ლალის) უფროსის (ანუ თომას) უფროსს (მმმ, ანუ ბატონ დემეტრე ავალიანს) ველაპარაკები. ვიცი, ვიცი, ყველაფერი ასეთი ჩახლართულია. უბრალოდ ამ მამაკაცის თვალები… სერი, მუქი, ნაცრისფერი თვალები საშინლად მაბნევენ.
-უკეთესია..._დინჯად წარმოთქვა. ნაცრისფერი თვალები ისევ ისე მიყურებენ, ქვნეცნობიერი ანა კი დორბლებს ყრის. ჩერჩეტი ქალი! -ანა.. არ მინდა რომ მხოლოდ ტირანი უფროსი გიდგებოდეს თვალწინ ჩემი სახელის გაგებისას. მესიამოვნებოდა თუ შედარებით არაფორმალურ დამოკიდებულებას ჩამოვაყალიბებდით_არაფორმალურის? რას გულისხმობთ ავალოანო?! -ასე რომ, არანაირი "ბატონო დემეტრე" ასეთი შეხვედრებისას._წყნარი მაგრამ ამავედროულად მისტიური ხმით მითხრა.

"აჰ! მესიამოვნებაო,ანა! მმმ, ესიამოვნება!"_ქვეცნბიერი თავის ამპლუაშია. მოკლედ ამ გარყვნილ გოგოს ვერაფერი ვერ უშველის! თუმცა ბოლომდე ვერ გამიგია რას მთხოვს ავალიანი. ისევ ისეთივე უფროსი- წარჩინებულის ურთიერთობას ითხოვს, უბრალოდ ნაკლები ფორმალურობით? ალბათ..

-არ მგონია რომ ტირანი ხართ.. ხარ._დაშვებული შეცდომა მაშინვე "არაფორმალურობით" ჩავანაცვლე. -უბრალოდ, ჩემთვის ასეთი გარემოება უცნაურია. ყველაფერი ეს,_აქეთ-იქით მიმოვიხედე -ახალია. უცხოა_ ოდნავ გაშლილი ხელებით მივახვედრე რომ ზოგადად ჩემს ქართულ ცხოვრებას, ან თუნდაც ახალ სამუშაოს ვულისხმობ. რათქმაუნდა მაშინვე ჩაწვდა ჩემი სიტყვების აზრს თუმცა საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა მისი შემდეგი წინადადება...
-დარწმუნებული ვარ იდევ ძალიან ბევრ ახალს და უცხოს შეხვდები, ანა_მმმ, მორიგი გამოცანა ბატონი დემეტრესგან!
-მთავარია რუტინამ არ ჩამითრიოს_მეც ვითომ მიხვედრილის ტონით ვთქვი. იქნებ ასე მაინც დავფარო ჩემი დაძალბულობათქო. თუმცა როგორც ჩანს დემეტრე ავალიანი ზედმეტად კარგად ერკვევა ქალებში და მათ ყველა გრძნობის თუ ემოციის კვალს მაშინვე პოულობს. რათქმაუნდა, ის ხომ ალბათ ყოველდღე ახალ პარტნიორს პოულობს...
-ანა!_ნაცნობი მამაკაცის სილუეტმა კაფეს კარები შემოჭრა და სიხარულით გამოემართა ჩვენსკენ. დინჯი მოძრაობით წამოვდექი ფეხზე. მამაკაცის ძლიერი ხელები წვრილი წელისკენ გაცურდნენ, მეორე წამს კი განიერ მხრებს ავეკარი. -ანა, ჩემო ანა!_ ჩურჩულით წარმოთქვა ორიოდე სიტყვა.ალბათ ეს სიტუაცია რომ არა მეც ანალოგიურად ჩავეხუტებოდი მის ძლიერ მკლავებს, მაგრამ ახლა მხოლოდ უსიამოვნოდ შეშმუშვნა თუ შემიძლია. ოდნავ, დაუნახავადაც კი, წავკარი მკერდზე ხელი, იქნებ ასე მაინც მიხვდეს რაშია საქმეთქო. მამაკაციც მაშინვე ჩაწვდა ჩემი მოქმედების არსს და შავი თვალები ავალიანისკენ გააქპარა. მუქ ნაცრისფერ, სოლიდურ კოსტუმში გამოწყობილი დემეტრეც წინ აგვესვეტა.
-ეს ბატონი დემეტრე ავალიანია,"ეს პი აის" გენერალური დირექტორი_იმედია სწორად მოვიქეცი რომ "ბატონათ" წარმოვადგინე ავალიანი. დაძაბული თვალები გავაპარე მისკენ. მის მზერაში ერთდოულად სიბრაზის და სიამაყის ამოკითხვაც შეიძლება. საოცარია, მისი თვალები ამდენ რამეს რომ გეუბნებიან ერთი შემოხედვითაც კი! მხოლოდ რამდენიმე წამში გავაცნობიერე რომ გვერდში ორი ახოვანი მამაკაცი მიდგას. თუმცა როგორც ჩანს ერთმანეთის გაცნობით დიდად არ არიან მოხარულნი. არ მესმის...
-დავით ქორიძე. ანას მეგობარი_"მეგობარი"… მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები…მეგონა უფრო მეტს წარმოვადგენდით ერთმანეთისთვის. ერთმანეთს ამაყად დაუკრეს თავები. წამებში, ოთხი ვნებიანი თვალის მზერამ ჩემზე გადმოინაცვლა და მეც დაბნეულად გავსწორდი მხრებში.
-სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა ქალბატონო ანა. დავით..._თავი კიდევ ერთხელ დაუკრა ავალიანმა ჩემს გვერდით მდგარ დათოს. ნელი, მონადირე მამაკაცის ნაბიჯებით გაგვეცალა და მოღრუბლულ ჩუჩაში გაუჩინარდა.
-ანა..._დათოს თბილმა ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ხის მაგიდას შემოვუჯექით თუარა, სევდიანი ღიმილი შემომაგება. -მის მიმართ სიმპატიას განიცდი არა?_ნაღვლიანმა მაგრამ ამავდროულად მეგობრულმა კითხვამ სისხლის მოძრაობა ამიჩქარა ვენებში. დაბნეულობისგან გადიდებული თვალებით გავხედე და ჩვეულებისამებრ ჩემს წინ მდგარ, ნახევრად დაცლილი ჩაის ჭიქას ხელები ჩავაბღაუჭე.
-არ ვიცი. უბრალოდ მეუცნაურება. მგონია რომ მტელი ცხოვრების განმავლობაში ვიცნობ. მაშინ პირველად რომ ვნახე ოფისში, მეგონა საოცრად ნაცნობი ადამიანი მედგა თვალწინ. დათ..ბრაზდები რომ გიყვები?_ალბათ ბევრს გაუკვირდებოდა, ბევრიც გიჟს მიწოდებდა მაგრამ დათო ადამიანების იმ რიცხვს მიეკუთვნება ვისთანაც სულ უმნიშვნელო რაღაცის დამალვაც კი შეუძლებელია. ეს ის ადამიანია ვისთანაც თავს ყველაზე გახსნილად და თავისუფალ ქალად ვგრძნობ თავს.
-არ ვბრაზდები უბრალოდ მეც მეუცნაურება შენი ასეთის ყურება. არავისთვის არასდროს არ შეგიხედავს იმ მზერით როგორითაც ავალიანს უყურებდი. ჩემთვისაც კი..._დაბნეული თვალები ნაღვლიანი ღიმილით აქეთ-იქით გააცეცა და ნერვიულად გადაისვა ნახშირივით შავს თმაზე ხელი.
-დათო...
-არა ან, არ გინდა... ვიცი რომ ჩემს მიმართ არანაირ გრძნობას არ განიცდი. უბრალოდ, ალბათ ამ დროის განმავლობაში ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს..._იდაყვები მაგიდაზე დადო და ორივე თავი ხელებში ჩარგო. მაღთალია. ალბათ დრომ შეგვაჩვია ერთმანეთს. ალბათ მასაც ისევე სტკიოდა გული ამ დროის განმავლობაში როგორც მე. არ მინდა რომ ასეთ ნაღვლიან, თვალებჩაშავებულ და დაბნეულ დათოს ვხედავდე, რომელიც ერთ დროს ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი და სამაგალითო ადამიანი იყო. სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე და ცელქი გოგოს მოძრაობით მივუჯექი გვერდით თავჩაღუნულ მამაკაცს.
-ჩემო ქორიძევ, იცი როგორ მიყვარხარ? შენ რომ არ იყო მე სულ ჩამოვდნებოდი იმ პერიოდში ხომ იცი?_უბრალოდ, ჩვენ სხვები ვართ. ყველა თავდავიწყებულ სიყვარულზე ოცნებობს, ჩვენ კიდე ერთმანეთი გვყოფნის. -ვიცი, შენც მეგობრობის და თანაგრძნობის მეტი არაფერი არ გაკავშირებს ჩემთან. იცი როგორ მტკიოდა სული ასეთს რომ გიყურებდი? მეგონა შებოჭილი მყავდი და გავალდებულებდი. არ მინდა ერთმანეთის გამო სულ ასე ვიყოთ. გგონია არ ვიცი როგორ უყურებდი იმ გოგოს შენი ოფისის კორპორატივზე რამდენიმე კვირის წინ? ვიცი რომ ზუსტად მის მიმართ განიცდი რაღაც გრძნობას და არ მინდა ეს ყველაფერი ჩემს გამო გაანადგურო.
-ამდენი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი..
-მაგრამ ახლაც გრძნობ მის მიმართ რაღაცას, ხომ ასეა?_ხალისიანად ჩამეღიმა. ჩემი დათო, ჩემი იმედი და სულ ყველაზე კარგი ადამიანი...
-ასეა... უბრალოდ, მეგონა...
-გეგონა, მეწყინებოდა თუ გავიგებდი. გეგონა მარტო მეგონებოდა ჩემი თავი. მაგრამ ხომ იცი ასეთი სუსტიც არ ვარ დათ? შენს გამო არ ვარ სუსტი, იმიტომ რომ შენ მომეხმარე წამოდგომაში. ახლა კი დროა მე მოგეხმარო და იმ გოგოსთან ჩაგიწყო საქმე. მოიცა, რა ერქვა?_ტუჩზე მივიდე თითი, დაფიქრების ნიშნად. გაკრეჭილი სახით გამომხედა მამაკაცმა და შავი თვალები ოდნავ აწითლებულ ლოყებში ჩამალა.
-სოფო…
-ნუ რათქმაუნდა! სოფო!_მხიარულად წამოვხტი ფეხზე. კარგი ყოფილა ცვლილებების შეტანა ჩვენს ურთიერთობაში. თუმცა ამას ურთიერთობა არც ერქვა. ახლა ვხვდები რატომ უთხრა ქორიძემ ავალიანს ანას "მეგობარი" ვარო.
-რომელი საათია?_ვიკითხე დაფიქრებული სახით. მაჯის საათს დახედა მამაკაცმა. საათი ჩემსკენ გადმოხარა და მეც მაშინვე ელდანაცემივით წამოვხტი ფეხზე.

"იდიოტი ვარ! ვაგვიანებ, ვაგვიანეებ!"

გაკვირვება ვერ დამალა დათომ მაგრამ მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე
-შესვენება დამთავრდა და ისევ აგვიანებ ხო?_სიცილის დამალვა სერიოზული სახის უკან ცადა, თუმცა მე ვინ რას გამომაპარებს.
-ქორიძევ ვერ გადამირჩები! ოღონდ სხვა დროს. ახლა შენი მოკვლის დრო არ მაქვს. მორჩა დათ წავე!_ჩანთას დავტაცე თუარა ხელი ელვისებური სისწრაფით გავიქეცი გასასვლელისკენ და მხოლოდ მაშინ შევანელე ნაბიჯი როდესაც მამაკაცის ხმა დამეწია.
-დღეს დაგირეკავ!
-ოქეი! აბა ჰე!_ყვირილით მივაძახე და ხალხით სავსე ქუჩაში გავერიე.

-ჰუუუჰ...ამჯერად გადავრჩი..._ჩურჩულით ველაპარაკები ქვეცნობიერ ანას და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ რამდენად არაგაწონასწორებული და ზოგჯერ დარტყმული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. ანდაც უბრალოდ ძალიან, ძალიან, ძალიან (!) დაბალი თავშეფასებისგან ვიტანჯები. ჰმმმ, ორივე ვარიანტი არადამაკმაყოფილებელია.

ქვეცნობიერი მონოლოგი როგორც იქნა დავამთავრე და შენობაში შევაღწიე...

______________________________________________

159-ე სერიის დასასრული... :დ

ესეც კიდევ მორიგი ორი თავი. ჯერ ყველაფერი ისე საინტერესოდ არ მიდის როგორც დაგეგმილია მაგრამ გპირდებით რომ შემდეგი რამდენიმე თავი ცხელი იქნება :დ

ვეღარ მოვითმინე და კიდევ ორი თავი დავდე :დ ასე რომ სავარაუდოთ მეხუთე თავი ხუთშაბათს გვიან ან პარასკევს დაიდება. სიცოცხლის გადამწყვეტი გამოცდები მეწყება ასე რომ ახლო მომავალში მოხლოდ წიგნებთან მექნება ურთიერთობა :დ ამიტომ რამდენიმე დღით გემშვიდობებით და ამ ორ თავს გიტოვებთ ^_^



№1  offline წევრი ტასიკო

კარგია ძაან, ლულუუ ძაან არ დაიკარგო რაა

 


№2  offline წევრი იისფერი

მალე დადე რა ^^

 


№3  offline წევრი anna777

love love კარგია ძალიან!
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent