შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში..! (ნაწილი II)


18-03-2015, 21:59
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 376

დილით მაღვიძარას წკრიალმა გამაღვიძა და თვალები უსიამოვნოდ გავახილე. საათზე, რომ დავიხედე 11 ხდებოდა მე კიდე 12ზე გასაუბრება მეწყებოდა. დენ დარტყმულივით წამოვხტი ფეხზე და აბაზანიკენ გავემართე. შავი მუხლამდე ქვედაბოლო, თეთრი ,,საროჩკა“, შავი პიჯაკი და შედგმულ ძირებზე მაღლები ჩავიცვი, თმები მაღლა ავიწიე, თავლები შევიღებე და ნასიამოვნები ავაყოლე თვალი სარკეში საკუთარი სილუეტის გამოსახულებას.
-არა რა, სად ეს ანასტასია და სად კლუბის ტასო ?!
ორაზროვანი კითხვა ვისროლე სივრცეში, ჩანთას ხელი დავტაცე და სამზარეულოში გავედი.
-რა ხდება ხომ მშვიდობაა?
გაკვირვებულმა ამათვალიერა თენგომ.
-გასაუბრება მაქვს და...
-აიი ასე არ ჯობია მამი, რა ჯანდაბაა ტყვავის ქურთუკი და დახეული ჯინსი!
-ხო რავი.
-რა ლამაზი ხარ ანასტასია !
შექება არც დედამ დამაკლო
-მადლობა.. ახლა კი წავედი, მაა სანამ მანქანას მიყიდი შენსას ხომ მათხოვებ?
-ჰაჰაჰა.. თან გიყიდი ხოო ? აჰაა გამომართვი.
მითხრა და გასაღები გამომიწოდა. მეც გამოვართვი და მადლიერების გამოსახატავად ლოყაზე ვაკოცე.
-არა რა, ვის დაემსგავსა ასეთი აფერისტი არვიცი პირდაპირ?!
კარებში გამავალს მომესმა დედაჩემის გაკიცხვა და გულიანად გამეცინა!


-ვაიმე რა საშინელი საცობებია ! აღარშემიძლია.
მთელი ნახევარი საათი რუსთაველის ქუჩაზე გავიჭედე, ეს კი ნიშნავს რომ ნახევარი საათი დავაგვიანე , ბოლოს როგორც იქნა დავაღწიე თავი საცობს და ოფისისკენ გავემართე თან გაბრაზებული ვიმეორებდი
-ამ ხალხს რომ ჰკითხო უჭირთ, არადა კი დადიან ამ ,,ფოე-ფოე“ მანქანებით ...
როგორც იქნა ოფისამდე მივაღწიე, მაჯის საათს დავხედე და როცა გავაანალიზე რომ მთელი 45 წუთით დავაგვიანე თავი სიმწრით გავაქნიე, მისაღებში მოკლედ ავუხსენი რაზეც ვიყავი მისული.
-მეოთხე სართული, ბოლო კაბინეტი.
-მადლობთ.
ვუთხარი, გაკვირვებული და მოშტერებული სახეები დავაიგნორე და ლიფტისკენ გავემართე. კაბინეტთად მდივანი სახმდა.
-უკაცრავად, იცით მე გასაუბრებაზე ვარ მოსული.
მან ალმეცრად ამათვალიერა და ბოლოს როგორც იქნა პასუხი მაღირსა
-დაგაგვიანდათ !
-იცით ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა და თქვენ უფროსს ავუხსნი რაც მოხდა.
-როგორც გინდათ.
თქვა და სკამიდან წამოდგა, ჩუმად დააკაკუნა კარებზე და შეიჭვრიტა.
-შეიძლება ?!
-ხომ გითხარი არ შემაწუხო მეთქი.
-ვიცი, მაგრამ გასაუბრებაზე არიან.
-ასეთ უპასუხისმგებლო და უპუნქტუალოს სამსახურში მაინც არ ავიყვან !
მომესმა ამაყი და ძალიან ბოხი ხმა.
,,მაინც არ ავიყვან..“
უცნობი გამოაჯავრა ლუციფერმა.
ნერვებმა ისევ მიმტყუნა, მდივანი გვერდით გავწიე და დაუკითხავად შევაჭერი კაბინეტში. წინ ვიღაც, შეხედულობით საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება დამხვდა რომელსაც ჩემ დანახვაზე ღიმილი გადაეკრა სახეზე.
-თუ შეიძლება დაგვტოვე დეა !
-კი მაგრამ...
-კიდევ გაგიმეორო?
-ახლავე.
მდივანმა ოთახი დატოვა და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით, წამით ისიც კი ვინანე საერთოდ ავარიაში რატომ არ მოვხვდი აქ მოსვლამდე მეთქი.ისე გამკიცხავად მიყურებდა მერჩევნა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე.
-დაბრძანდით თუ შეიძლება.
მითხრა და ხელით სავარძლისკენ მიმანიშნა,მეც დავმორჩილდი და ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე.
-როგორ ხართ?
-ძალიან კარგად
-თქვენი სივი ძალიან მოგვეწონა, აბა მომიყევით თქვენზე.
-რაც უნდა იცოდეთ ყველაფერი წერია სივში.
ჩემ სიტყვებზე ჩაიცინა და ისევ მომიტრიალდა.
-ტასო ხომ?
-ანასტასია !
შევუსწორე მე... არც მე ვიცოდი რატომ ვსწერვობდი ასე, არადა ეს მამაკაცი საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა ჩემდამი.
-მოკლეთ... როგორც იცით ეს საბანკო ფირმა ,,მოდელეანია“ მე რეზი ბარათაშვილი, ამ კომპანიის აქციების 50 პროცენტის მფლობელი და ამასთანავე კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გახლავართ. ეს ფირმა, უკვე 15 წელზე მეტია 22 ქვეყანაში ფუნქციონირებს. სათავეში მე და ჩემი ძმა ვუდგავართ. ის აქციების მეორე ნახევარს ფლობს. ამჟამად აქ არ არის, სამსახურიდან მივლინებაშია ქალაქ ბერლინში, ეს ცოტაოდენი ჩვენს შესახებ. რაც შეეხება ანაზღაურებას დასაწყისისთვის 1500 ლარი გექნებათ რათქმაუნდა აყვანის შემთხვევაში, დანარჩენი კი თქვენ მუშაობაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვთ?
ასეთი მაღალი ანაზღაურება საქართველოს პირობებზე მართლა დასაფასებელი იყო.
-არა პირიქით.
-მოკლეთ, თუ თქვენს სამუშაოში აყვანას გადავწყვეტთ აუცილებლად შეგეხმიანებით. ახლა კი თავისუფალი ხართ.
მეც აღარაფერი მითქვამს, წამოვდექი და კაბინეტი დავტოვე. ფოიეში ისევ დავიმსახურე გაკვირვებული ხალხის (უმრავლესობას მამაკაცები შეადგენდნენ) მზერა და ოფისიდან გამოვედი. გამოსული არ ვიყავი ტელეფონი, რომ აწკრილდა, ერეკლე იყო
-სად ხარ ტას ?
-ჭავჭავაძეზე, რახდება?
-მაგარი გეგმები გვაქ დღეს და ხომ შემოგვიერთები ?
-რათქმაუდა, ოღონდ ჯერ სახლში უნდა გავიარო.
ბავშვების რეაქცია წარმოვიდგინე ასეთ ტანსაცმელში გამოწყობილს რომ დამინახავდნენ და უნებურად გამეღიმა.
-ორ საათში გამოგივლი და მზად დამხვდი კაი?
-სად მივდივართ ეგ მაინც მითხარი
-კვარიათში!
-აუუუ რა კაია ! რამდენი ხნით?
-სამი დღით
-მშვენიერია !
-კარგი წავედი შევკრიბო უნდა სამეგობრო...
-მიდი მიდი !
ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. ნახევარ საათში უკვე სახლში ვიყავი და ბარგს ვალაგებდი დედამ რომ კარები შემომიღო?
-რა ხდება? სად მიდიხარ?
-მთელ სახლში გეძებდი და ვერსად გიპოვე სად იყავი?
-მაღაზიაში გავედი.. ბარგს რატომ ალაგებ მოხდა რამე?
-არაფერი, უბრლოდ მთელი სამეგობრო კვარიათში მივდივართ და მაგიტო რა..
-აა ახლა გასაგებია, გასაუბრებამ როგორ ჩაიარა?
-მშვენივრად.
უცებ გამახსენდა რომ, სახელიც არ მიკითხავს ...
-ძალიან კარგი, ხომ არ გშია?
-არა დე მადლობა, ,,Macdonald“ში დავნაყრდი.
-ეს ,,Macdolald”ი რომ არ გქონდეს რა გეშველობოდა?
-არ ვიცი ნამდვილად !
ვუთხარი და კვლავ ბარგის ჩალაგებას შევუდექი. ბარგი ჩალაგებული არ მქონდა რომ 5 წუთში ერეკლემ დამირეკა.
,,ჩამოდი მე და მერი გელოდებით“ო.
მეც ავიღე ჩანთა, მშობლებს რამდენიმე დღით გამოვემშვიდობე და ქვემოთ ჩავედი, ერეკლემ ჩანთა გამომართვა და მანქანაში ჩადო. მე და მერი უკან დავსკუპტით და გიოს გავუარეთ, შემდეგ კი კვარიათისკენ ავიღეთ გეზი. მთელი გზა სამსახურზე ვფიქრობდი, ახლა ძალიან მჭირდებოდა ასეთი მაღალ ანაზღაურებადი სამსახური...



ძილბურანიდან თმების წიწკნამ გამომაგდო, წამსვე მოვასხდინე რეაგირება:
-აუუ მერი ხელი აწიე რა დამეწიწკნა თმები.
-ახლავე.
მითხრა და ბურტყუნით წამოიმართა
-აღარ ჩავედით? (მერი)
-უკვე ბათუმში შემოვედით ! (გიო)
-რამაგარია ..
ერთად შემოვკარით ხელი ხელს მე და მერიმ და წელში გავსწორდით. 15 წუთში უკვე კვარიათში ვიყავით, ძალიან მიყვარს კვარიათი, ამ სახლთან (მერის დაჩაა) ძალიან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს ნიკასთან ერთად, მაგრამ ამას უკვე აზრი არ აქვს, წარსულით გახსენებით და თავისმტრევით აბა რას მოვიგებ ?!
ვერც ვერაფერს !
უბრალოდ, როგორც კი სახლში შევედი გული შემეკუმშა, თვალწინ მოგონებებმა ჩამიქროლა და ცოტაღა მაკლდა ასატირებლად, უცებ მხარზე ერეკლემ დამკრა ხელი და დეპსესიის ბურუსიდან გამომიყვანა.
-ასე უნდა იდგე ერთი საათი?! ბავშვები უკვე გზაში არიან ...
მეც წამსვე გამოვფხიზლდი, ჩანთები მე და მერის ოთახში შევიტანე და ქვემოთ ჩამოვედი. ბავშვები უკვე ჩამოსულიყვნენ და იყო ერთი ამბავი, მე სკამზე შემოვდექი და ხმამაღლა დავიყვირე, ყველამ როგორც იქნა თავიანთ საქმეს თავი დაანება და ყურადღება მომაქცია.
-მოკლეთ .. ცოტა დაწყნარდით რა... ზემოთ ადით და ოთახებში განაწილდით, ბარგიც თან წაიყოლეთ. მადლობთ !
დავამთავრე ,,სიტყვით დამოსვლა“ და სკამიდან ჩამოვხტი
-არახარ შვილო შენ ნორმალური!
ხითხითებდა მერი
-წაიღებს აბა ტვინი !
ამაზე ორივეს გაგვეცინა.
-არ გავისეირნოთ?
-გასეირნება მართლაც არ მაწყენს, თან სანამ ესენი დალაგდებიან.. მოკლედ ჟაკეტს ავიღებ და გავიდეთ, ზღვაზე ქარი იქნება !
-თუ ზემოთ მიდიხარ მეც წამომიღე
-კაი..
მთელი ჩემოდანი ამოვყარე და ჟაკეტს ვერსად მივაგენი არადა ზუსტად ვიცოდი რომ ჩავდე. 15 წუთიანი ძებნის შემდეგ მერი ამოვიდა
-სად ხარ გოგო აქამდე ?! ჟაკეტის ჩამოსატანად გაგიშვი მთელი ჩემოდნის კიარა.
-არადა ზუსტად მახსოვს რომ ჩავდე.
ნიშნის მოგებით ჩავილაპარაკე და კვლავ ჩემოდან მივუბრუნდი
-ვიცი მე შენი ,,ზუსტად მახსოვრობა“ გამოიწიე მე უნდა მქონდეს ორი ცალი და მოგცემ.
მეც უსიტყვოდ ჩამოვეცალე. მერის მართლაც აღმოაჩნდა ორო ჟაკეტი ერთი მე მომცა მეორე თვითონ მოისხა და პლიაჟზე გავედით. ცივი ქარი ძალიან მესიამოვნა. ასე რამდენიმე ნაბიჯი გავიარეთ და შემდეგ კენჭებზე დავსხედით.
-ტრადიციულად?
-ტრადიციულად ! და რაზე?
-რავი უბრალოდ !
-როგორც გინდა. დავიწყეთ..!
გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა და მეც კენჭებში გახვრეტილი ქვის ძებნა დავიწყე... უკვე ტრადიციად გვექცა როცა ზღვაზე ჩავდივართ იქიდან ყოველთვის გახვრეტილი ქვა ჩამოგვაქ.(ჩამოგვაქ რა მერის ჩამოაქ მე ვერასრდოს ვნახულობ -_-) ერთ ზაფხულს მე და მერი ბებიასთან წავედით ერთი კვირით და მან გვასწავლა რომ თუ ზღვაზე გახვრეტილ ქვას ვიპოვიდით ბედი გაგვეხსნებოდა. 15 წლის გოგოეს აბა მეტი რა ჭკუა მოგვეკითხებოდა, იმის შემდეგ ყოველთვის გახვრეტილი ქვის ძიებაში ვართ. ვინც პირველი იპოვის ის გამარჯვებულია.. ზოგადად სულ მერი იგებს ხოლმე, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ ჩემი ჯერიც დადგა!
-ვიპოვეეეეეეეე ! იესსსსს!
გავყვიროდი, ქვას გულში ვიკრავდი და ერთ ადგილას დავხტოდი. მერი წამსვე ჩემკენ გამოემართა
-სერიოზულად?
ნამდვილად დაუჯერებელი იყო. არც ერთხელ არ მომიგია ეს თამაში სულ ვაგებდი ხოლმე და ამდენი ხნის შემდეგ... უბრალოდ ორივესთვის სასიამოვნოდ დაუჯერებელი ფაქტი მოხდა.
-სერიოზულად !
ვუთხარი და ორივემ სიცილი ავტეხეთ, ბოლოს ისე ცუდად გავხტით ქვიშებზე დავწექით და მუცელზე შემოვიჭდეთ ხელები.
-აუუუ აღარ შემიძლია, ცუდად ვარ! აღარ გამაცინო რა !
ვკრუსუნებდი მე.
-სხვა რაღა დამრჩენია გილოცავ !
მითხრა და ჩამეხუტა.
-ვარსკვლავები ბედის გახსნას მიწინასწარმეტყველებენ !
ჩავილაპარაკე გახარებულმა და ქვა ხელში ავათამაშე.
-თუ წელს რამე გამოვიდა ჩათვალე რომ ამისას ვიწამებ.
-ოღინდაცა რა?!
გავეკრიჭე, ფეხზე წამოვხტი და გავიქეცი. წამსვე მიხვდა მერი რაც ხდებოდა ისიც დენდრტყმულივით წამოხტა და გამომეკიდა. ასე მივრბორდით აღარ მახსოვს რამდენი ხანი ბოლოს ფეხებმა მიმტყუნა და წავიქეცი, მერიმ ვითომც აქ არაფერია თავზე დამახტა. ამაზე სიცილი აგვიტყდა ორივეს და რასაც ქვია ჩავბჟირდით. ასე სიცილ - ხარხარით მივედით სახლამდე, სახლთან კი ერეკლე გამოგვეგება
-მოკლეთ რა თქვენი გამოსწორება არ იქნება... ამჯერად ვინ მოიგო ?
-მე !
ვუთხარი და ხტუნვახტუნვით გავემართე ჩემი ოთახისკენ, ზურგს უკან ერეკლეს და მერის დიალოგი მესმოდა
-მართლა?
-შენწარმოიდგინე და კი ! ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა გაიმარჯვა.
-ვაჰჰ.. ეშველა მგონი.
მალე მათი ხმა მიწყდა და ოთახის კარებიც შევაღე. შხაპი მივიღე , ჯინსის შარვალი, შავი სვიტერი და ჯინსის კურტკა ჩავიცვი და ქვემოთ გავემართე. აშკარად რაღაცაზე კამათობდნენ.
-აუუუ კოცონი დავანთოთ რა სანაპიროზე, მაგარი იქნება !
გავიგე ნინოს წიკვინა ხმა. ეს გოგო თავიდანვე არ მომწონდა, აშკარად შემოგვეტენა რა.
-არა, მე ბათუმის დათვალიერება მირჩევნია!
ახლა უკვე მერი იყო.. ოთახში შევედი და მერის მხარში ამოვუდექი.
-აბა ვერ გადაწყვიტეთ?
-ვერა !
მითხრა მერიმ
-მოკლედ, დღეს ბათუმი დავათვალიეროთ, ახალ ბულვარში გავიდეთ, იქიდან მაქდონალდში, როგორია?
დავინახე როგორ მოედო ალმური ნინოს სახეზე.
-რავიცი...
წამოიწყო ერეკლემ, თვალები ისე დავუბრიალე წამსვე მოეგო გონს.
-მე ძალიან მომწონს მშვენიერია, თან დღეს ქარია კოცონი არ გამოვა რა...
-მოკლეთ კოცონის გეგმა ჩავარდა ! ბათუმის დალაშქვრისთვის მოემზადეთ.
მოვუწოდა ბავშვებს და კმაყოფილმა ჩავესვენე პუფში. მალე წამოიშალნენ, ნინო მომიახლოვდა და ირონიით დამაცქირდა.
-იცოდე ყოველთვის შენსას ვერ გაიტან, არ მოგცემ ამის უფლებას !
-არ გინდა რა...
მობეზრებულად ჩავილაპარაკე
- არ ხარ ეგეთი საშიშიც.
ვუთხარი და ერეკლესთან დავიწყე საუბარი, შუქნიშანივით აფერადდა მაგრამ თქმით კი არაფერი უთქვამს სადღაც გავიდა სავარაუდოდ თავის ოთახში.
-რას ერჩი ამ გოგოს?
სიცილს ვეღარ იკავებდა ერეკლე.
-ხომ იცი ბოღმა ხალხი მაღიზიანებს და მაგიტომაც...
-მაგ გოგოს მეც ვერ ვიტან...
-მაშინ ჩემი რაღა გიკირს?
სიცილში ავყევი ერეკლეს
-რავიცი..
თქვა თავისი ჩვეული ინტონაციით და ხელით შესაბამისი ჟესტიც დააყოლა. ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა. ამასობაში ბავშვებიც მოგროვდნენ.
-აბა წავედით.
თქვა ერეკლემ და ჩვენ წამოვიშალეთ. იმ ღამეს ძალიან დავიქანცე, მთელი ახალი ბულვარი ფეხით შემოვიარე, მერე მაქდონალში კარგად დავნაყრდით და ღამის 2 საათზე დავბრუნდით სახლში. ბანცალბანცალით ავიარეთ კიბეები და ოთახში შევედით მე და მერი.
-შენთან დავწვები რა ?!
შევეხვეწე მერის. მარტო დაწოლას უკვე მიჩვეული ვარ უბრალოდ აქ ძალიან ციოდა და თან მერისთან დაწოლას არაფერი ჯობია.
-მოდი ჩემო გოგოვ მოდი ...
მითხრა და ჩაიჩოჩა მეც შევწექი და ჩავეხუტე.
-იცოდე ახლა არ იხვანცალო და დამაძინე რა... ტკბილი ძილი
-ტკბილი ძილი.
ვუთხარი და ორივემ გვერდი ვიცვალეთ, ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ მალევე ჩამეძინა.
დილით ტელეფონის წკრიალმა გაგვაღვიძა ორივე, მეც ხელი გადავწიე და ტუმბოზე დადებული ტელეფონი ავიღე. უცხო ნომერი იყო
-უკაცრავად რომ გაწუხებთ, ანასტასია მურვანიძეს ველაპარაკები?
-დიახ, მოხდა რამე?
-თქვენ შეიტანეთ ვაკანსია ოფის ,,მოდელეანში“ მენეჯერის თანამდებობაზე ასე არ არის?
-დიახ ასეა.
-ამ ვაკანსიაზე თქვენ იქენით შერჩეული, გილოცავთ!

ვისაც ჩემი წინა ისტორია წაკითხული აქვს ,,დაბრუნებას გილოცავ ეილინ!"მიხვდებით ვინცაა რეზი.
აბა როგორი იყო? მოგწონთ? :\ <3



№1  offline წევრი teke08

Dzalian kargia dade ra axali tavi

 


№2  offline წევრი Shore

Kargiaaa momwoons da warmatebebs gisurveeeb ❤❤ magari gogo xaar dzan

Ertii kitxva maqvs es istoria "ormagi tamashi "sheni wins istoriis " dabrunebas gilocav eilin" -is gagrdzelebaaa???

 


№3  offline წევრი Maariamoo

კაია მალმალე დადე ოღონდ <3

 


№4 სტუმარი orginal

[b][/b][quote][/quote]ძააან მაგარი გოგო ხარ შენ! <3 ყოჩაღ ! მალე დადე რა love

 


№5  offline წევრი ნინი-21

Shore
Kargiaaa momwoons da warmatebebs gisurveeeb ❤❤ magari gogo xaar dzan

Ertii kitxva maqvs es istoria "ormagi tamashi "sheni wins istoriis " dabrunebas gilocav eilin" -is gagrdzelebaaa???

რეალურად აქ სულ სხვა წყვილის ისტორია იქნება, უბრალოდ თუ ჩემი წინა მოთხრობა გაქვს წაკითხული, მიხვდები რომ ეს მოდელეანის რეზიც და ის რეზიც ერთი და იგივე პერსონაჟია, უბრალოდ ეს ისტორია სხვა წყვილზეა მიხვდი? ♥ ♥ ♥

კომენტარებისთვის გულითადი მადლობა თქვენ! ♥ ♥ ♥ ^_^

 


№6  offline წევრი Shore

ნინი-21
Shore
Kargiaaa momwoons da warmatebebs gisurveeeb ❤❤ magari gogo xaar dzan

Ertii kitxva maqvs es istoria "ormagi tamashi "sheni wins istoriis " dabrunebas gilocav eilin" -is gagrdzelebaaa???

რეალურად აქ სულ სხვა წყვილის ისტორია იქნება, უბრალოდ თუ ჩემი წინა მოთხრობა გაქვს წაკითხული, მიხვდები რომ ეს მოდელეანის რეზიც და ის რეზიც ერთი და იგივე პერსონაჟია, უბრალოდ ეს ისტორია სხვა წყვილზეა მიხვდი? ♥ ♥ ♥

კომენტარებისთვის გულითადი მადლობა თქვენ! ♥ ♥ ♥ ^_^

Shens yvela istorias vkitxulooob da gulaxdilaad getyvi ro dzaaan miyvars sheni yvela personazhi .... Shens Istorias roca vkitxuloob ar minda ro damtavrdees dzaan magari Gogo xaaar❤❤❤⚫▫

 


№7  offline წევრი ნინი-21

Shore
ნინი-21
Shore
Kargiaaa momwoons da warmatebebs gisurveeeb ❤❤ magari gogo xaar dzan

Ertii kitxva maqvs es istoria "ormagi tamashi "sheni wins istoriis " dabrunebas gilocav eilin" -is gagrdzelebaaa???

რეალურად აქ სულ სხვა წყვილის ისტორია იქნება, უბრალოდ თუ ჩემი წინა მოთხრობა გაქვს წაკითხული, მიხვდები რომ ეს მოდელეანის რეზიც და ის რეზიც ერთი და იგივე პერსონაჟია, უბრალოდ ეს ისტორია სხვა წყვილზეა მიხვდი? ♥ ♥ ♥

კომენტარებისთვის გულითადი მადლობა თქვენ! ♥ ♥ ♥ ^_^

Shens yvela istorias vkitxulooob da gulaxdilaad getyvi ro dzaaan miyvars sheni yvela personazhi .... Shens Istorias roca vkitxuloob ar minda ro damtavrdees dzaan magari Gogo xaaar❤❤❤⚫▫

მიხარია რომ კითხულობ და უფრო მეტად მიხარია რომ პერსონაჟები და ისტორიები გიყვარს ჩემი...! გულითად და თბილი მადლობა შენ ამისთვის ♥ ♥ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent