შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუშუშებელი ტკივილი ხარ, ალუდა.(სრულად)


18-03-2015, 23:10
ავტორი john_15
ნანახია 3 111

რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს უცხო ვიყავი, თითქოს არავინ მამჩნევდა,თითქოს გაქცევა მინდოდა.....

როდესაც ირგვლივ მიმოვიხედე, აღმოვაჩინე, რომ არავინ იყო, სრულიად მარტო ვიყავი. შემეშინდა, მაგრამ ამავდროულად გამიხარდა. დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მთაში ვიყავი, საიდან და როგორ მოვხვდი აქ არ ვიცი, არაფერი არ მახსოვს, სრულ გაურკვევლობაში ვარ.
თითქოს შევეჩვიე ჩემს ახლანდელ მდგომარეობას და გადავწყვიტე დრო არ დამეკარგა. წინ სვლა დავიწყე. მივდიოდი და თანდათან უფრო ღრმად მეუფლებოდა რაღაც უცნაური გრძნობა. სიხარულის, სევდის თუ შიშის იყო კარგად ვერ გავარკვიე, მაგრამ აშკარად ჩემთვის უცხო და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სასიამოვნოც იყო.
რაც უფრო წინ მივდიოდი უფრო ღრმად აღწევდა ეს გრძნობა ჩემში, ირგვლივ გაოცებული ვიყურებოდი, აღტაცებული ვიყავი იმ სილამაზით, რომელსაც მთა გვთავაზობს და ვხვდებოდი, რომ ბედნიერი ვიყავი.
უცებ, რაღაც ხმა შემომესმა, შემეშინდა, გამახსენდა, რომ უამრავი ნადირი იქნებოდა ირგვლივ, მაგრამ არა.. სულ სხვა რაღაც იყო, სიმღერა ? მელოდია? ჰო, რაღაც მსგავსი. იქით წავედი, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა..
ნისლი ძლიერდებოდა, რა გასაკვირია მთაში ნისლი. უცებ მტრედისფერ ნისლში, რაღაც სილუეტი დავლანდე, აშკარად მამაკაცის იყო, მისი აღნაგობით თუ ვიმსჯელებთ.
რაღაც ძახილის მაგვარი ხმა აღმომხდა, სილუეტი შეჩერდა და ჩემსკენ წამოვიდა, სიმღერის ხმაც შეწყდა. მოდიოდა და შიშიც თანდათან მეუფლებოდა, მომიახლოვდა და როგორც კი მისი თვალები დავინახე, ერთიანად სიხარულის გრძნობა დამეუფლა... ახლაც ვერ გავრკვეულვარ რატომ. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.
-გამარჯობა. (ის).
-გამარჯობა.(მე)
-ხომ კარგად ხართ? .. ეტყობა ამდენი ემოციებიდან ცუდად გამოვიყურებოდი, შეშინებული და გაურკვეველი ვიდექი.
-მე.. მე მადლობთ, მგონი არა მიშავს.
-საიდან ხართ? აქ როგორ მოხვდით?
- იცით.. მე არ ვიცი. ვერ გავრკვეულვარ სად ვარ, ან აქ რა მინდა, საერთოდ არაფერი მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დედაქალქში ვცხოვრობ, მაგრამ სხვა არაფერი.
-რა გქვიათ ?
-რა მკითხეთ? უი , ბოდიშით, ცოტა დაბნეული ვარ. მარი მქვია. თქვენ?
- მე ალუდა ვარ, ალუდა ქეთელაური.
-სასიამოვნოა, იქნებ მითხრათ სად ვარ ? და თქვენს გარდა აქ რატომ არავინ არის?
-თქვენ ხევსურეთში ხართ. აქ კი მარტო იმიტომ ვარ, რომ ამ დროს მოსახლეობა ყოველთვის ბარში მიდის, მხოლოდ მე ვრჩები აქ.
-კი მაგრამ, თუ ყველა მიდის, თქვენ რაღატომღა რჩებით?
-იცით? ცოტა ძნელია ამის ახსნა, უბრალოდ მე აქ დავიბადე, ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, თავიანთ კერას არ ტოვებდნენ. მეც სულ აქ ვარ, თითქოს რაღაც მაკავებს აქ, თითქოს თოკით ვარ მიბმული, საუკუნო თოკით, რომელიც არც სიკვდილის შემდეგ წყდება.მარადიულია.
-იცით, აქამდე მარადიულობაზე სხვა წარმოდგენა მქონდა, მეტიც ვფიქრობდი, რომ მარადიული არაფერია.
-მერე ახლა? ახლა რას ფიქრობთ?
-ახლა, ჩემდა გასაკვირად ვფიქრობ რომ გამონაკლისები ყველგან არსებობს, თუნდაც თქვენი სახით.
-მადლობთ, აქ დარჩენას აპირებთ ? გთხოვთ დღეს ჩემი სტუმარი იყავით.
-დიდი მადლობა, მსმენია ხევსურებზე და მათ ადათებზე, ამიტომ ვისარგებლებ თქვენი მასპინძლობით.
შეიძლება ბევრმა გამკიცხოს, თუ რატომ დათანხმა ყმაწვილი ქალი, ფაქტიურად უცხო ადამიანს მასთან დარჩენაზე და ისიც კაცს. მაგრამ არ მეშინოდა, მის თვალებში ჩქეფდა ის სისხლი, ის სისხლი, რომელიც დღეს ცოტას შერჩა. მას ვაჟკაცის სისხლი ქონდა, ის ვაჟკაცი იყო. ვაჟკაცი კი დედაკაცს არასდროს არ შეურაცყოფს, ასე იყო ეს და ასე იქნება მანამ, სანამ ერთი ასეთი სისხლის ადამიანი დადის ამ ქვეყნად.
მან მისი ისტორია, მისი ცხოვრება მომიყვა. თურმე ერთ დღესაც ამდგარა და ქალაქში წასულა, მაგრამ რაღაც ძალამ ისევ უკან დააბრუნა და მის მერე სულ აქ არის, თავისთვის. მარტო არ არის, მას ყავს თავისი ლომ-ძაღლი. აქვს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფანდური და მას ეს აბედნიერებს, ის კმაყოფილია.
მეორე დილით, სიმღერის ხმამ გამაღვიძა, მართალია დილით ადრე გაღვიძება ჭირივით მძულდა, მაგრამ მესიამოვნა. რა საოცრებაა ცხოვრება, ზოგჯერ ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ასე ხდებოდა ახლა ჩემთანაც.
გავედი გარეთ და მისალმების შემდეგ, ალუდა მეუბნება :
-იცი ? გუშინ სიმღერა დავწერე, შენთვის დავწერე.
-სახელი ? სახელი რა ქვია? ...
-„პატარა მარი“. ჰო ასე ქვია.
-გთხოვ მიმღერე.
მან სიმღერა დაიწყო. ვუსმენდი და ვტკბებოდი. ახლაც ყურში ჩამესმის მის მიერ წარმოთქმული თითოული სიტყვა. მისი სახის ყოველი მიმიკა, მისი ემოცია, მახსოვს როგორი ემოციით და როგორი განცდებით მღეროდა. თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ მღეროდა, თითქოს ჩვეულებრივი ტექსტი და ჩვეულებრივი აკორდები იყო, მაგრამ ყველაგერს განსაკუთრებულობას ის ძენდა, რომ ის ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი, მე დამიწერა, ჩემზე დაწერა. ვფიქრობ, და ახლაც სიხარულით მევსება გული, ბუნდოვნად მახსოვს, რას ვეუბნებოდი, სიმღერის დამთავრების შემდეგ, მხოლოდ ის მახსოვს რომ, რამდენჯერმე ვთხოვე ემღერა.
ერთ დღესაც ალუდა მოვიდა და მეუბნება:
-იცი? შენი წასვლის დრო მოვიდა.
- რაა ? რას მეუბნები, სად უნდა წავიდე. მე აქ მინდა ვიყო, სულ, სამუდამოდ.
-არა, ჯერ ადრეა. მოვა დრო, როცა შენ ისევ მოხვალ აქ.
-კი მაგრამ.. გთხოოვ.. გთხოოვ....

....... უცებ გამეღვიძა, ვგრძნობდი როგორ მისველდებოდა ლოყები. შოკში ვიყავი, ვერ გავერკვიე სიზმარი იყო ეს თუ ცხადი, უბრალოდ ვტიროდი. მანაამდე მომდიოდა ცრემლები, სანამ არ დაშრა. დაახლოებით ღამის სამი საათი იყო. ცუდად ვიყავი, მინდოდა ვინმესთვის მეთქვა...
ქეთი გამახსენდა. დავურეკე და როცა მიპასუხა, როცა მისი ხმა გავიგე, სულ დამავიწყდა ჩემი „გაჭირვება“.
ჩახლეჩილი ხმა ქონდა, როგორც ჩანს უტირია.
-რა მოხდა? რა გჭირს ? (მე)
-იცი რაღაც კოშმარი ვნახე. (ქეთი).
-რა კოშმარი? მომიყევი გთხოვ.
-თითქოს მე და შენ ვტიროდით, მაგრამ რატომ არ მახსოვს. ის მახსოვს, რომ გული გვეტკინა, რატომ არ ვიცი. მეშინია..
მე შეძლებისდაგვარად დავაწყნარე და მეორე დღეს შეხვედრაზე შევთანხმდით, ჩემი სიზმრის შესახებ კი არაფერი მითქვამს.
კაფეში ვიჯექით, როცა უცებ ტელევიზორში საგანგებო გამოშვება ჩაირთო. რატომღაც ორივეს ყურადღება მიიპყრო. აცხადებდნენ, რომ ხევსურეთში ზვავი ჩამოწვა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, ერთი ადამიანის გარდა, რომლის ვინაობაც არ იციან. ვიგრძენი, როგორ დამებინდა გონება, მახსოვს როგორ მიყვიროდა ქეთი, რომ გონზე მოვსულიყავი.
საავადმყოფოში გამეღვიძა. დავინახე ქეთი, რომელსაც ჩემს ხელზე თავი ჩამოედო და ეძინა. ნელა გავაღვიძე. ის შეშინებული წამოვარდა და ტირილი აუტყდა. ზუსტად ვიცი ეს სიხარულის ცრემლები იყო. თურმე იმ დღის შემდეგ, კომაში ჩავვარდნილვარ და 1 წლის განმავლობაში აზრზზე ვერ მოვსულვარ. დღეს ზუსტად 1 წელი გავიდა და მეც გამეღვიძა. ქეთი..
ქეთის კი 1 წლის განმავლობაში ასე ჩემს ხელზე თავჩამოდებული იძინებდა, იმის იმედით, რომ ერთ დღესაც გამეღვიძებოდა.


ჰო ახლა მივხვდი, თუ რატომ მეუბნებოდა ალუდა, აქ შენი ადგილი ჯერ არ არისო, ის ხედავდა ალბათ ქეთის, მის ტანჯვას. ხედავდა თუ როგორ მიყვარდა ქეთი და რამდენად ძვირფასები ვიყავით ერთმანეთისთვის და მან ჩვენი დაშორება არ მოინდომა. ჯერ..

ქეთიმ კი დღესაც არ იცის ჩემი ხევსურეთში ყოფნის ამბავი. ახლა, როცა ამას ვუყვები,ვხედავ მის გაკვირვებულ და გაოცებულ სახეს..
მე ასეთი მეგობრობის მწამს !!!

გამარჯობათ მეგობრებო. ჩემი პირველი და ჩვეულებრივი ისტორია, არაფრით გამორჩეული. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ტკივილი სულში როცა გაიდგამს ფესვებს, სამუდამოდ იქ რჩება.



№1  offline წევრი damnashave

მომეწონა. ალუდა ქეთელაური love love recourse

 


№2  offline წევრი john_15

damnashave
მომეწონა. ალუდა ქეთელაური love love recourse

მადლობა დიდი. love

 


№3  offline წევრი Sexy Mädchen

ეს პოსტი ფეისბუქზე წავიკითხე ადრე და ძალიან მომეწონა,ემოციების გარეშე ამას ვერ წაიკითხავ,რთულია რა..მიხარია,რომ ალუდა კიდევ გახსოვთ,პირადად ჩემთვის ის მუდამ ცოცხალი იქნება <3
--------------------
:)

 


№4  offline წევრი tamooo

vaimee dzalian magarua aludaze xo sartod.. dzaan miyvars es istoriac sainterreso dzaan emociuriaa velodebi shemdegs da male dade raa

 


№5  offline წევრი john_15

Sexy Mädchen
ეს პოსტი ფეისბუქზე წავიკითხე ადრე და ძალიან მომეწონა,ემოციების გარეშე ამას ვერ წაიკითხავ,რთულია რა..მიხარია,რომ ალუდა კიდევ გახსოვთ,პირადად ჩემთვის ის მუდამ ცოცხალი იქნება <3


კი , იყო ფეისბუქზე, ჩემს გვერდზე მედო, მაგრამ წავშალე.
მადლობა. love

tamooo
vaimee dzalian magarua aludaze xo sartod.. dzaan miyvars es istoriac sainterreso dzaan emociuriaa velodebi shemdegs da male dade raa

დიდი მადლობა
love

 


№6 სტუმარი ელეე

ძალიან მაგარიაა♥♥ალუდაზე ვგიჟდები♥♥♥)) ძალიან კარგი ისტორია იყოო))♡

 


№7 სტუმარი mariiamii

Chemi xevsureti<3 yvela istoria momwons sadac xevsuretia naxsenebi :dd <3

 


№8  offline წევრი john_15

ელეე
ძალიან მაგარიაა♥♥ალუდაზე ვგიჟდები♥♥♥)) ძალიან კარგი ისტორია იყოო))♡

love winked

 


№9 სტუმარი ბარბარე

ალუდა იყო
ალუდა არის
ალუდა იქნება..

როდისმე .. გულით კიდევ მოგისმენ.. მიყვარხარ..

 


№10  offline წევრი coco girl

მაჩნიხარ ქეთელაურო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent