შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე ღირებული 2 თავი


18-03-2015, 23:27
ავტორი ელი
ნანახია 4 043

დილის 7 საათზე იგრძნო როგორ შეეხო მამის მხურვალე ტუჩები შუბლზე... ეს იმას ნიშნავდა რომ ის უკვე წავიდა სახურში"... ეკოც ცოტახანში წამოდგა ფეხზე თავი მოიწესრიგა და სკოლაში წავიდა... საზიზღარია საზოგადოება... განსაკუთრების "ზმანზე გადაგიჟებული თაობა"... მხოლოდ იმას რომ უყურებენ რა გაცვია,სად გაქვს ნაყიდი,რამდენი ღირდა,რა ბრენდია... რომ ყოველ დღე აუცილებელია სხვდასხვა ტანსაცმელი გეცვას... არა!... ასე არ უნდა იყოს... ხალხო გაიგეთ არ აქვს მნიშვნელობა რა გაცვია... მთავარია რომ გული და სული გქონდეს ძვირადღირებული და არა ტანისამოსი... დამიჯერეთ იქ ზემოთ რომ წარსდგებით უფლის წინაშე თავის სამართლებლად არ გამოგადგებათ რომ კარგად გეცვათ ყოველთვის... მერე გვიანია იცოდეთ სინანული... ძაან გაჩითული სასტავები რომაა-ერთად მოყრილი ახალგაზრდობა,რომელსაც აცვია კარგად...-რატომ რიყავთ მათ ვისაც არ აცვია ისე ძვირფასად როგორც თქვენ?! ეკოც ასე იყო... ჩემი ძვირფასი ეკო... რამდენჯერ უტირია ასეთი ხალხის გამო... რამდენჯერ უტირია მასზე მიშვერილი თითები გამო,მასზე მიმართული მზერის გამო... დიახ!... მას არასდროს არ სცმია ახალი ტანსაცმელი... ვიცინიც თუნდაც ახლა ეს კაბა რამდენი ადამიანის ტანზე იყო... ან თუნდაც ეს ნაქსოვი ზედა... მაგრამ დამერწმუნეთ მას მართლაც,რომ იტყვიან უბრალო ნაჭერი რომ შემოახვიო იმაშიც ქალღმერთს მოგაგონებთ... ლამაზი იყო ეკო და თანაც როგორ... როდესაც ბავშვს ძვირფასად არ აცვია მასზე უჩნდებათ წარმოდგენა რომ მაშასადამე იგი ბინძურიცაა,მაგრამ არა! ისევ ცდებით... ეკო ?! ეკო ისეთი სპეტაკია... სულით და ხორცით სუფთა...
ვფიქრობ მისდამი ცუდი დამოკიდებულების მიზეზი მის მატერიალურ მდგომარეობასთან ერთად ისაა,რომ ის ასეთი ლამაზია... ვიცი რამდენ გოგოს შურს მისი... ნაკლს ვერ უპოვი ეკოს... მეც კი მიკვირს ასეთი სრულყოფილი როგორაა,მაგრამ აი ხომ ხედავთ არის. ისევ ბევრი დაცინვა... ისევ შეკავებული ცრემლები ,გულში მრავალჯერ განმეორებული სიტყვები; -"ეკო არ იტირო იცოდე, არ იტირო!..." ისევ საშინელი სიცივეა და სულ მოუყინა თითები... ესე თოვლიც რომ მის ჯიბრზე არ დნება?! ალბათ მალე ფილტვების ანთებაც ეწვევა კვლავ... სახლში მისულს კვლავ სიმარტოვე დახვდა...სწრაფად მიირბინა ღუმელთან გირჩდები შეაყარა,მაგრამ შემდეგ გაახსენდა რომ ასანთი აღარ ჰქონდა... ახლა რა უნდა ქნას? მოუწევს ასე სიცივეში ჯდომა, ვერც ჩაის გაიკეთებს... პურიც აღარ აქვს... ისევ დაუდგა მძიმე დღეებს შორის კიდევ უფრო მძიმე... საწოლში ქურთუკით შეწვა და ადიელა გადაიფარა... ხელები დაიორთქლა და მეცადინეობა დაიწყო... სიცივისაგან მობუზულს როდის ჩაეძინა არ ახსოვს.... ****** ზურა სახლში რომ დაბრუნდა მძინარე ქალიშვილი დახვდა,სიცივისაგან რომ მოუზულიყო...მაშინვე იგრძნო გულში ძლიერი ტკივილი...მისი ქალიშვილი ასე სიცივეში იყო მთელი დღე... 5 თეთრი არ ქონდა რომ ასანთი ეყიდა... იგრძნო...იგრძნო ამ სიცივეში მის სახეზე როგორ ჩამოგორდა ცხელი სითხე... სწრაფად მოიწმუნდა ცრემლი და ეკოს მიუახლოვდა,შუბლზე ფრთხილად აკოცა... გაახსენდა დღეს გაგონილი სიტყვები:"ქმარი კი დავკარგე...დამრჩა სამი შვილი ობლად,ღმერთმა მაპატიოს,მაგრამ ჩემი ობოლი შვილები ეხლა იმის პენსიით მოდიან...იმით ჭამენ პურს..." ფიქრებით სადღაც შორს გაფრინდა...გონს ეკოს ხმამ მოიყვანა... *********
მამას კოცნა ვიგრძენი და მალე გამომეღვიძა,ჩემ წინ ჩამუხლული მამა დამხვდა რომელიც გარიმდული სახით მისჩერებოდა ერთ წერტილს. -მამა კარგად ხარ?-ხელზე ფრთხილად შევეხე...ისიც დენდარტყმულივით შემობრუნდა ჩემკენ. -კი მამა კარგად ვარ-მითხრა უცნაუეი ხმით,სწრაფად წამოდგა საწოლზე ჩამომიჯდა და გულზე მიმიხუტა...თაცზე ხელებს მისვავდა და დრო და დრო მკოცნიდა... -მა მართლა კარგად ხარ?-მე -კი კარგად ვარ ჩემო სიხაეულო-კისწვ ერთხელ მაკოცა თავზე... ვიცოდი რომ რაღაც ისე არ იყო...მამა რას ხმა რაღაც სხვანაირი იყო...თითქოს რაღაცაზე წუხს... მხოლოდ ის მყავს და ყველაზე კარგაფ ვიცნობ... -ასანთიც აღარ გვაქვს ხო მა...-მამა -არა მა...-ჩუმად ჩავიჩურჩულე... -ჩავალ მე ნანას ექნება და რამოდენიმე ღერს გამოვართმევ-მამა -კაი მა...-მე უკვე დაბნელებულიყო... სახლშიც სიბნელე გამეფებულიყო... ფანჯარასთან მივედი და ფანჯეოს რაფას იდაყვებით დავეყრდენი, ვფიქრობდი ჩვენს ყოფაზე...იმაზე რომ მე და მამას ერთმანეთის მეტი არავინ გვყავდა...მეშინია მე რომ რამე დამემართოს,არა...განა ჩემ თავზე ვნერვიულობ უბრალოდ...უბრალოდ მამას ჩემ მეტი არავინ ყავს...სიბერეში არავინ მოუვლის...ის კი არა?მე რომ რამე მომივიდეს ვიცი თავს არ იცოცხლებს. მახსენდება პატარა რომ ვიყავი სულ თავისთან რომ მაძინებდა, მახსოვს მეშვიდე კლასში სკოლის ავტორიტეტის ასამაღლებლად დაფასთან რომ გამომიძახეს და მთელი კლასის წინაშე,როგორც გაჭირვებულ ბავშვს ზამთრისათვის ახალი ქურთუკი და ფეხსაცმელი მომცეს...კვლავ ჩამესმა ბავშვების დაცინვა...მე მაშინვე საჩუქეებით ხელში სახლში გამოვიქეცი ტირილით და მამას მოსვლამდწ არც გავჩერებულვარ...სახლში მოსულმა მამამ ასე მტირალი რომ დამინახა გულში მაგრად ჩამიკრა და მომხდარის მოყოლა მთხოვა,მეც ყველაფერი მოვუყევი ტირილით,მაშინ მამამ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა-ხვალ ამ საჩუქრებს უკან წაიღებ,მასწავლებელს ეტყვი,რომ არ გჭირდება სამოწყალო საჩუქარი და რომ მამა მალე ახალ ქურთუკსა და ფეხსაცმელს გიყიდის...- ყველაზე ბედნიერს მეძინა იმ ღამით.მეორე დღეს მართლაც გადავეცი მასწვლებელს დანაბარევი და მეც ამაყად
დავიკავე ჩემი ადგილი.იმ წელს მამამ ახალი ქურთუკი და ფეხსაცმელი ვერ მიყიდა,მაგრამ მე მაინც არ ამიღია სამოწყალო საჩუქრები...-ვიგრძენი ზოლად როგორ გამითბა ლოყა...-არ მინდა რომ ჩემი მამიკო დბერდეს!... -მოვედი მა...-ფიქრებიდან მამას ხმამ გამომიყვნა... მეც სწრაფად მოვიწმინდე ცრემლი და მისკენ შევბრუნდი და გავიღიმე... -ნახე ნანამ თან შენთან ღვეზელები გამომატანა-სიხარულით მითხრა მამამ. მე მხოლოდ გავიღიმე. -მოდი შენ ღვეზელი შეჭამე და მე ღუმელს ავანთებ-მამა -დაგელოდები,ჩაიც გავაკეთოთ და ერთად ვჭამოთ-ვუთხარი მე -კაი მამას სიხარულო-მამა. ვუყურებდი როგორ ანთებდა მამა ღუმელს და გულში ფორიაქს ვგრძნობდი... მერე ჩაიც გვაკეთეთ და ღვეზელებიც მივირთვით...მამას საწოლო გავუშალე და დასაძინებლად დავწექით... ისევ უცნაურად ვგრძნობდი თავს და ვერ ვიძინებდი. -ეკატერინე მა გღვიძავს?-მომესმა მამას ჩახლეჩილი ხმა. -კი მა მღვიძავს-ცრემლები მოვიწმინდე მე. -ეკო მა ხო იცი როგორ მიყვარხარ და ჩემთვის ყველაფერი რომ ხარ-ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხმა. -ვიცი მა...მეც ძალიან მიყვარხარ...-მე -ეკო ხო იცი რო ერთ დღეს მეც მომაკითხავს სიკვდილი....-მაშინვე გვაწყვეტინე მე-მა ნუ ლაპარაკობ მაგეებზე...შენ დიდხანს უნდა იცოცხლო....-მე -მაცადე შვილო...უკვდავი კი არ ვარ...ერთ დღეს მეც მოვკვდები და მარტო მოგიწევს ამ გასაჭორს შეეჭიდო...არ უნდა დანებდე მა...კარგდ უნდა იყო გესმის?!იცოდე რომ მე მაინც სულ შენთან ვიქნები-უკვე ვიცოდი რომ მეც და ისიც ვტიროდით... მაშინვე წამოვდექი საწოლიდან და მამასთან შევწექი,მაგრად მოვხვიე ხელები და გულზე დავადე თავი -შენ სულ ჩემთან უნდა იყო მა...არ დამტოვო იცოდე-ტირილით ვუთხარი მე. -ჩუ ჩემო პატარა...ჩუ...-თავზე მეფერებოდა მამა.... -მა ხო არ დამტოვებ?!ხო სულ ჩემთან იქნები?!-მე -დაიძინე ჩემო პატარა...მამას სიხარულო....მამას ანგელოზო....-მამა.
მის გულისცემას ვუსმენდი და ტირილში ისე ჩამეძინა... დილით მამას კოცნამ გამომაღვოძა...თვალები რომ გავახილი კვლავ მამას ვიყავი ჩახუტებული... -მა არ წასულხარ?-თვალები მოვისრისე.... -არა...მაინც არავინ ყიდულობს არც სანთლებს და არც ხატებს, ამიტომ გადავწყვიტე დღეს სახში ვიყო და არც შენ გაგიშვა სკოლაში-მამა -კარგიიი-გავეკრიჭე მე... მთელი დღე მამას ვყავდი ჩახუტებული,მთელი სახე დამიკოცნა...ვისაუბრეთ უამრავ თემაზე...ბევრიც ვიცინეთ... შუა დღის სამი საათი იყო მამამ კიდწვ ერთხელ მაკოცა და მითხრა. -მა რამდენი ხანია დედა შუშანიკი არ გინახავს...ახლა ხომ სახლში ხარ მოდი ჩაიცვი და წადი მასთან თან ჩემ სახელზეც დაანთე მა სანთელი და ილოცე ჩემთვის კაი?-მითხრა აცრემლიანებული თვალებით.... -მა....კარგად ხარ?-შეშინებულმა ვკითხე მე -კი მა კარგად ვარ...მიდი ჩაცვი დაწადი-მამა მეც ჩავიცვი ჩემი გრძელი კაბა,ფეხსაცმელები ამოვიცვი...თან გული მეკუმშებოდა მაგრამ რატო არ ვიცი.... საკიდიდან ქურთუკი მამამ ჩამომიხსნა და თავადვე ჩამაცვა... უცნაურად იქცევა...აშკარად რაღაც ხდება... სანთლები ავიღე და მამასკენ შევბრუნდი... -ჩემო სიხარულო ფრთხილად იარე...ილოცე ჩემთვის...მამიკოს ძალიამ უყვარხარ ხომ იცი ჩემო ლამაზ თვალებავ.-მაგრად,ძალიან მაგრდ ჩამიკრა გულში...მერე ცრემლინი თვალებით თვალებში ჩამაჩერდა და შუბლზე მხურვალედ მაკოცა... -მა ხვალ რონ წავიდე სკოლიდან?-ხმის კანკალით ვუთხარი -არა მა წადი მე სახში დაგხვდები-კიდევ ერთხელ მაკოცა და კარი გამიღო. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი კარში მდგარ მამას და მერე წამოვედი... მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა... როგორ მინდოდა ახლა სახლში მიბრუნება... ტაძარში მისულმა მაშინვე სავანთე სანთლები და ლოცვა დავიწყე...უფალს ჩემი მამიკოს კარგად ყოდნა შევთხოვე... დედა შუშანიკი როგორც კი შევნიშნე მაშინვე გავიქეცი მოსკენ და მაგრად ჩავეხუტე,მაშინვე ტირილი ამიტყდა,მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი... -რა გჭირს ჩემო პატარავ?-მომეფერა დედაო... -დედაო,მგონი მამა ცუდადაა გუშინ და დღეს უცნაურად ლაპარაკობს ახლაც მან გამომიშვა აქ...გთხოვ წამომყევი და ინახულე-შევევედრე მე... დედაომ ცრემლები მომწმინდა და მომეფერ-წამოვალ შვილო წამოვალ...-ხელო ჩამჭიდა და სახლისკენ წავედით... მთელი გზა ფეხები მიკანკალებდა... სახლის კარი შევღე და მამას დავუძახე -მააა მოვედით-მე ხმა არავინ გამცა...შემეშინდა ძალიან შემეშინდა.კარი დავხურეთ და ოთახის შესასვლელში ჩამოფარებულო ფარდა გავწიე... -ააააა......ბოლო ხმაზე დავიყვირე და მაშინვე ჩავიკეცე... ტირილი ამოტყდა... -ღმერთო-პირზე ხელი მიიფრა დედაომ. მე ფეხზე წამოვვარდი და ოთახში შევვარდი... "ლუსტრაზე" ბაწრით ჩამოკიდულ მამას მივვარდი და ფეხებზე შემოვეხვიე და ზემოთ დავუწყე აწევა... -მიშველეთ!... გთხოვთ ვინმემ მიშველეთ!...-ვყვიროდი ბოლო ხმაზე და თან ხელს არ ვუშვებდი მამას... არ მახსოვს როდის მოვიდნენ მეზობელი კაცები...მე დედა შუშანიკს ვყავდი გულზე მიკრული და ხელს არ მიშვებდა... მამას სხეული ქვემოთ დააწვინეს და მოსცილდნენ... დაფეთებული ხან ერთს ვუყურებდი და ხან მეორეს...ვერ ბხვდებოდი რატომ არაფერს შვრებოდნენ.... უცებ დავუსხლტდი დედაოს მკლავებიდან და მამასკენ გავიქეცი... იატაკზე მუხლებით დავემხე...ხელები მიკანკალებდა....ფრთხილად შევეხე სახეზე...როგორი ცივი იყო ჩემი მამიკო... თავი წამოვაწევინე და მუხლებზე დავიწვინე...სახეზე ვეფერებოდი და ოთახში უიმედოდ ვეძებდი იმედს რომ ის ცოცხალი იყო... ერთი ამოვიგმინე და მაგრად ჩავიხუტე მისი უსულო სხეული გულ ში... -მა... ჩემო მამიკოო... გაახილე თვალები რა...გეხვეწები არ დამტოვო რა მა...ჩემო სიხარულო არ წახვიდე...-ვტიროდი და უფრო და უფრო ძლიერ ვიკრავდი გულში...-ხომ გითხარ არ დამტოვო თქო...ხომ გთხოვე მა...რატომ გააკეთე ეს მა... რატომ... დავტიროდი ჩემა მამიკოს და გულში ძლიერ ვიკრავდი... ვერ ვიჯერებდი რომ დამტოვა... რომ უმისობისათვის გამიმეტა... არაფერი მინდოდა,მხოლოდ ის ყოფილიყო ჩემთან ჩემი მამიკო...
ორი დღე მის გვერდით ვათევდი მერე კი მივაბარე ცივ მიწას...გავნადგურდი,ვიცი რომ ამ დღიდან ყველაფერი შეიცვლება... მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვლება... დედაოს თხოვნის მიუხედავად დაკრძალვიდან სახლში წავედი...
ჩუმად შევაღე სახლის კარი და საშინელი სიხარიელე ვიგრძენი... მაშინვე წამომივიდა ცრემლები... საშინებელში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი... ოთახს თვალი მოვავლე... ყელაფერი მის თავს მახსენებს, ყველაფერი მამას უკავშირდება/.... ვერ ვხდები რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება... ასე რატომ გამიმეტა... მუხლები მოვკეცე და თავი ხელებზე დავდე... ახლა უკვე ხმით დავიწყე ტირილი... ჩემი მამიკო მტკიოდა...
ღმერთო უკვე როგორ ძლიერ მენატრებოდა...
კარადასთან მივედი და მისი სვიტერიი გამოვიღე დაკეცილივე ჩავიკარი გულში... საწოლისაკენ წავედი. დავწექი გვერდით მამას სვიტერი დავიფინე, ცალი ხელი ზედ დავადე ცალი კი ბალიშის ქვეშ შევაცურე... სვიტერს ვეფერებოდი,როდესაც ხელზე რაღაც მომხვდა და მაშინვე გამოვაცურე ბალიშის ქვეშიდან ხელი... ოთხად მოკეცილი ფურცელი დამხვდა, შიშით გავშალე და მაშინვე ვიცანი მამას კალიგრაფია... ცრემლები მოვიწმინდე და კითხვა დავიწყე;
„ ეკატერინეს....
გამარჯობა მამას იმედო... თუ ამ წერილს კითხულობ ესე იგი მე უკვე... მე უკვე აღარ ვარ... მაპატიე... მიჭირს ამ წერილის დაწერაც... ვიცი ვერ გამიგებ ჩემო პატარავ... ვიცი ცუდად ვიქცევი,მაგრამ ესეც ისევ შენთვის... ვერ გავძლებ მა... ასე ვერ გაგიმეტებ გესმის? ვერ გაგიმეტებ რომ ასე შიმშილსა და სიცივეში რამე დაგემართოს... ვიცი რომ გაგიჭირდება,რომ გამართლებას ვერ მოუძებნი ჩემ საქციელს,მაგრამ... გთხოვ იცოდე რომ მიყვარხარ ჩემი მზეზე ამოსულო ყვავილო... ჩემო მზეო, ჩემოო ღმერთო... ნანას ვთხოვე დახმარება და ის ყველაფერს გააკეთებ რომ ობოლს პენსია დაგენიშნოს... მაპატიე მა ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. ახლა სულ ცოტა ფული მაინც გექნება და თავს გაიტან,... ცოხვორებას არ დანებდე რაც არ უნდა მოხდეს გესმის?! მე სულ შენთან ვარ ... არასდროს არ მიგატოვებ... არ დანებდე მა... შენ ჩემი იმედი ხარ... ყველაფერი გააკეთე იმისათვის რომ იცოცხლო.... ვიცი ფიქრობ რომ შენ სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს,მაგრამ არა ჩემო ლამაზ თვალებავ... არა... შენ ჩემთის უნდა იცოცხლო. გახსოვდეს რომ სანამ შენი გული იფეთქებს მეც ცოცხალი ვარ. ისწავლე მა... ამ ცხოვრებაში მე თუ არა შენ მაინც უნდა მიაღწიო რამეს... ილოცე ჩემთვის მა... ჩემი სულის გადასარჩენად ილოცე... გახსოვდეს რომ ყოველ ღამით მე მოვალ შენთან და შუბლზე დაგიტოვებ კოცნას...
ეკოს მამიკო ...“
კი არ ტიროდა უკვე ბღაოდა... აღარ შეეძლო. პატარა იყო გესმით?! პატარა...
15 წლის იყო ეკო... პატარა იყო პატარა....
შენ ბედისწერავ არ შეგეცოდა?! ნამუსი სულ დაკარგე?! მძულხარ ბედისწერავ მულხარ და რა ძლიერ!!!...
ამდენი ტკივილი ამ პატარა გოგოს?!
გაუჩლებს გესმის?! გაუძლებს და პასუხს გაგებინებს ყველ ტკივილისათვის და მერე ის არ დაგინდობს გახსოვდეს!...
ხედავ შენმა დაუნდობლობამ რა გამოიწვია?!
ზურამ თავი ჩამოიხრჩო იმისათვის რომ ეკოს პენსია ქონოდა ,რომ მისი შვილი მშიერი არ მომკვდარიყო...
დაუნდობელი ხარ და თანაც როგორი?!
იცოდე ის არ დანებდება....
მგონი პატარა თავი გამომივიდა და მაპატიეთ... რომ იცოდეთ რამდენი ვიწვალე ამის წერაში... ხან ტელეფონში ვწერე ხან კომპში და რავი ბოლოს ეს გამოვიდა. მადლობა ვინც კითხულობთ და იცოდეთ ამ ისტორიაშიც გამოიდარებს. ველი თქვენს კომენტარებს <3



№1  offline წევრი nukiiiiii

გული მომიკვდა :( გენაცვალე შენ უმაგრესი ადამიანი ხარ ვაფშე<3

 


№2  offline მოდერი ელი

nukiiiiii
გული მომიკვდა :( გენაცვალე შენ უმაგრესი ადამიანი ხარ ვაფშე<3



ჩემი გოგოცუნა!... მადლობა დიდი <3

 


№3  offline წევრი deamedo

ეეეეს რააა იყოოო
ვაიმეე რამდენი ვიტირე, ასე არ შეიძლება რაა request
მაგარი ხარ ძალიან love

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი საყვარელი გოგო ხარ. . . ახლა ვფიქრობ რა უნდა გითხრა ისეთი რაც არ მითქვამს. .. ნეტა ვიცოდე... შენ ჩემო ,, ხო უკვე ჩემო" დრო არ ვიცი მე... ნუ სულ მთლად ჩემი არ ხარ მაგრამ ჩემიც ხომ იქნები... ზუსტად ვიცი შენ თუ გენდომება იმ დიდი სიყვარულის და სიგიჟის ნაწილი იქნები... იცი როგორ მინდააა??? ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან. ... აი. უძალიანმაგრესად...
რაც შეეხება შენს გულიდან წამოსულ ყოველ სიტყვას. წინადადებას. აბზაცს თუ მთლიან შემოქმედებას, ისე უდგები თითქოს ეს უკანასკბელუა და გინდა საუკეთესო გამოვიდეს. იცი ეს რა კარგია? ეს ბევრს არ შეუძლია ჩემო მშვენიერო...

 


№5 სტუმარი ნაკო

ძალიან ვიტირე და ძალიან შემეხო და მართლაც კარგად გქონდა გადმოცემული ის ტკივილი რაც შეიძლება იგრძნოს მაგ დროს 15წლის ბავშვმა...უცხო არაა ჩემთვის... კარგი გოგო ხარ ძალიან.წარმატებები შენ

 


№6  offline მოდერი ელი

ჩემო გადარეულო!.... შენ სულ გამაგიჟებ მართლა რა... გოგო ვიცი რო შენი ვარ მაგრამ მადროვე ვახ...:D
მადლობა მაგ სიტყვებიათვის,ხომ იცი შენი თითოეული სიტყვა რა ძვირფასია ჩემთვის... ძალიან მიყვარხარ...

ნაკო
ძალიან ვიტირე და ძალიან შემეხო და მართლაც კარგად გქონდა გადმოცემული ის ტკივილი რაც შეიძლება იგრძნოს მაგ დროს 15წლის ბავშვმა...უცხო არაა ჩემთვის... კარგი გოგო ხარ ძალიან.წარმატებები შენ


ძალიან დიდი მადლობა

 


№7  offline მოდერი MyLove

მოგკლავ!!დაგახრჩობ!! რატო მოკალი ის საწყალი კაცი?! ახლა ამას ბავშვთა სახლში რომ წაიყვანენ არ იცი?? :'( როგორ შემეცოდა.. ალბათ ვინმე მეურვე გამოუჩნდება.. ველოდები შემდეგს!!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№8  offline წევრი tat cullen

ვაიმე რამდენი ვიტირე :(( ეს რა იყო:(( სასწაულია,მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent