ჩემი გვირილა,ანუ სულიერი ევოლუცია (2)
888 კლასში სანდომიანი შესახედაობის ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, სათვალიდან მოავლო თვალი მოსწავლეებს და თავის ადგილას დაჯდა.. თვალში მოხვდა ახალი მოსწავლეც, რა თქმა უნდა, ამიტომ ფეხზე წამოაყენა და ღიმილით ჩახედა მარიტას მზისფერ თვალებში, მწვანედ რომ ელავდნენ.. _თქვენი სახელი გოგონა,-ხავერდოვანი ხმით ჩაილაპარაკა.. ქარსელაძეს სითბო ჩაეღვარა გულში, ამიტომ უფრო გაიხსნა.. _მარიტა ქარსელაძე..-ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა გოგონამ. _ძალიან კარგი.. ლამაზი გოგონა ხარ, იმედია, სწავლაშიც ლამაზი და კარგი ხარ..- სანდომიანად ჩაილაპარაკა ქალმა,-მე თამუნა მასწავლებელი ვარ, თამუნა მესხორაძე, ისტორიის პედაგოგი.. _სასიამოვნოა, მას. _დაბრძანდი მარიტა. გოგონაც მოცელილივით დაეშვა სკამზე და კლასს თვალი მოავლო. არც ერთი არ უყურებდა, რომელიღაც გოგოს გარდა, რომელიც სულ უკან მერხზე იჯდა და თმის ბოლოებს საჩვენებელ თითზე იხვევდა, თან ყბას ორი მეტრის რადიუსით იქნევდა და სავარაუდოდ საღეჭი რეზინის მაგივრად, პოლიეთილენის რეზინს ღეჭავდა. -ლანა, მოგვიყევი გაკვეთილი თუ შეიძლება,-ნიშნისმოგებით შეხედა თამუნა მასწავლებელმა ბოლოს ხსენებულს. -არ ვიცი,-ისე ჩაიქირქილა ფეხზეც არ ამდგარა ლანა. რა ზრდილი ახალგაზრდააო, მხოლოდ ეს გაიფიქრა და გაკვეთილის სვლაში ისიც ჩაერთო. შემდეგი როგორც ჩანს ფიზიკა აქვთ.. ხალხს ისეთი სახეები აქვთ, თვითონაც შეეშინდა. სანდრო ზლაზვნით გავიდა დერეფანში და გოგონების ყურადღებაც მიიქცია, რომლებიც იქვე იდგნენ. ტყუპები და ერთი გოგონა, რომელიც სავვარაუდოდ მათი მეგობარი იყო, ქარსელაძეს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. -ქარსო, გაიცანი, ეს არის დარსო,-გაიკრიჭა ვატო. -ქეთათო დარსაველიძე,-თბილად გაუღიმა და ხელი გაუწოდა გოგონას. მარიტამაც არ დააყოვნა. ნამდვილად არ აწყენდა ახალი მეგობრების ყოლა. -მარიტა ქარსელაძე. -გინდა შენთან დავჯდები, მეც მარტო ვზივარ,-აცქმუტდა ქეთათო. მის ბავშვურობაზე გულწრფელად გაეღიმა ქარსელაძეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რატომ იყო ეს გოგონა ჭკუამხიარული ტყუპების მეგობარი. -კი, როგორ არ მინდა. -ძალიან ლამაზი ხარ.. ნახე, მთელი სკოლის ბიჭები აქ ივლიან მალე.. -რატომ? -შენ რა, მართლა ასეთი გულუბრყვილო ხარ?? შენ გამო ივლიან, ლამაზი გოგონების გამოჭერაზე არიან,-გადაიხითხითა ქეთათომ. -ვეცდები მაგის მიზეზი არ ვიყო,-გაუღიმა მარიტამაც. -ცდა ბედის მონახევრეაო!!-ჩაიხითხითა ტყუპმა. მარიტას მზერა სანდროს მზერას გაუსწორდა. როგორც ჩანს, ბიჭი კარგა ხანია დაბრუნდა და გოგონას უყურებს.. ელდანაცემივით მოაცილა თვალი ჟღარკავას გამჭოლ მზერას და ისევ ჩაება ახალშეძენილ მეგობრებთან მუსაიფში, თან ყველანაირად ცდილობდა, ის მზერა არ შეემჩნია, ასე რომ წვავდა. -სანდრო შენ გიყურებს რახანია.. -რომელი სანდრო?-ახლაღა გამოერკვა ფიქრებიდან ქარსელაძე.. -ჯღარკავა.. დავთხარე მაგას ის თვალები, ახლა შენ დაგადგა ხომ თვალი? მოვკლავ!! აუცილებლად მოვკლავ!!-ქაქანებდა ქეთათო და სანდროს დასანახად იქნევდა თითებს. 888 ასე გავიდა რამდენიმე დღე.. მარიტაც შეეჩვია ახალ სკოლას. სკოლაც შეეჩვია, ახალ გოგოს.. განსაკუთრებით ბიჭები იჩენდნენ დიდ ყურადღებას მარიტასადმი.. ზოგი რას ჩუქნიდა, ზოგი რას.. ერთი ეუზრდელა კიდეც.. გაკვირვებულმა ერთი სიტყვაც ვერ ამოთქვა,ატირებული შევარდა კლასში და თავი მერხზე, ხელებში ჩარგო. -მარიტ, რა გატირებს?-ქეთათო. -არ..არაფერ..-ამოისლუკუნა ძლივს და თავი ისევ ხელებში ჩარგო. -მითხარი,-ხმა გაიმკაცრა გოგონამ. -არ.. ვიცი ვინ იყო.. კლასში მოვდიოდი და ასე მითხრა ფეხებს გაგაშლევინებ ჩემს ნებაზეო-მომხდარის გახსენებაზე კიდევ ერთხელ ატირდა, ოღონდ ამჯერად უფრო გულამოფსკვნილი ტიროდა.. შეურაცხყოფა ვერ აიტანა, ან რომელი აიტანს ამას?! კლასში მხოლოდ შეგინების ხმა გაისმა, ვიღაც მძიმე ნაბიჯებით გავარდა გარეთ. -მაგაზე არ იდარდო კარგი? უზრდელია, შენი რა ბრალია..-შეძლებისდაგვარად დაამშვიდა ქეთათომ და თავზე ხელი დაუსვა.. -ეს..ეს როგორ გამიბედა?!-კრუსუნებდა ხმაჩამწყდარი თან ქეთათოს ხელს ეჭიდებოდა.-არ მინდა.. არ მინდა ასეთი ვიყო.. რა ჩემი ბრალია.. მართლა არ მინდა..-მონოტონურად ჩურჩულებდა და თვალებს შეშინებული აცეცებდა. -ტყუპებს ვეტყვი.. მიხედავენ.. შენ არ ინერვიულო.. ნახე, მთელი კლასი დაუდგება მხარში.. შენ ვინ გაწყენინებს მარიტ, ყველას ძალიან შეუყვარდი.. შენ არ იდარდო.. მაგრად მიბეგვავენ სიხარულიძეს.. -სიხარულიძეს? -ჰო.. ეგ არის ყველაზე მახინჯაზრიანი ადამიანი, გარყვნილი!-ჩაიქაქანა ქეთათომ.-შენ არ იდარდო რა.. ოღონდ შენ არ ინერვიულო.. -რა მოხდა, მარიტ?-ღიმილი სახეზე შეაშრა ვატოს. -არ..არაფერ..რი-ამოისლუკუნა. -ვინ აგატირა, გვითხარი სწრაფად!-სიმკაცრე შეერია ხმაში ვახოს. -სიხარულიძემ! ეუზრდელა თურმე..-ყველაფერი დაფქვა ქეთათომ. გაბრაზებული მზერა შეავლო მარიტამ.-რა იყო მარიტ? ერთხელ რომ გეტყვის და საპასუხო დარტყმას არ მიაყენებ იმ მახინჯ ცხვირ-პირში, მეორედაც იგივეს იზამს.. შენი ტირილის ღირსი კი არავინაა. -რა გითხრა?-აშკარად მოთმინებას კარგავდა ვატო.. ბნელი ალმური ასდიოდა სახეზე. -უზრდელობა.. მაგას მე ვერ ვიტყვი..-დაიჩურჩულა ჩუმად და თავი დახარ. -უხ მე მაგის..-დაიყვირა ვასომ და კლასიდან გველნაკბენივით გავარდა. -გააჩერეთ ცემს,-ფეხზე წამოხტა მარიტა. -მეც უნდა მივეხმარო.. შენ არაფერზე იდარდო!-შუბლზე მოწყვეტით აკოცა ვატომ და ისიც ძმის გზას გაუდგა. -რა მოხდა?-კევის ღეჭვით შემოვიდა კლასში ნატა. -არაა ეგ შენი საქმე,-დაიყვირა ერთ-ერთმა კლასელმა. ნატას სახე მოეღუშა.. მიუხედავად ყველაფრისა მასაც ჰქონდა გრძნობები, რომელიც განაპირობებდა მის ასეთ მოღუშვას.. არ შეიძლებოდა ადამიანის ასე დაჩაგვრა.. ეს გოგო სრულიად იზოლირებული იყო კლასისგან.. მარიტამ აცრემლებული თვალებით ახედა ნატას, რომელიც ლამის მასსავით ატირდებოდა.. თუმცა ცხვირი მაღლა ასწია და თავის მერხს ისე მიუჯდა.. აღარ უცდია მარიტას გამოლაპარაკება.. მერე აუცილებლად ეტყოდა ერთ-ორ სიტყვას, მართალია კლასს იდად არ მოსდიოდა თვალში ლანა, თუმცა ასეც არ შეიძლებოდა.. ზარი დაირეკა.. გაფაციცებით იყურებოდა კარისკენ მარიტა.. ან ახლა შემოვლენ ტყუპები, ან ახლაო.. მაგრამ, ვატო და ვასო არ ჩანდნენ.. მასთან ერთად არ ჩანდა ჯღარკავაც.. ნერვიულობამ უფრო იმატა, ზარის დარეკვის დრო რომ მოვიდა.. ერთ ადგილას ვერ ეტეოდა ქარსელაძე.. დარსაველიძესაც შეეტყო ნერვიულობის კვალი სახეზე.. როგორც კი ზარი გამოვიდა, სკოლის ეზოში გავიდნენ. -წამოდი.. უკან იქნებიან..-ხელი ჩაჭიდა ქეთათომ მეგობარს და სკოლის უკან ნაწილში გავიდნენ, საიდანაც გინების მეტი არაფერი ისმოდა.. მომხდარის შემხედვარეს გული კინაღამ წაუვიდა.. რას წარმოიდგენდა, ასეთ სანახაობას ოდესმე თუ შეესწრებოდა მისი თვალები.. ყველა ერთ ადგილას გაშრა მარიტა რომ დაინახა პირზეხელაფარებული და მის გვერდით მდგარი გაშტერებული ქეთათო.. ჯღარკავას თეთრი პერანგი სულ დაჭმუჭვნოდა და გვერდზე მოქცეოდა, სისხლის მუქი ლაქებიც აქა-იქ მქრქალად ამშვენებდა თეთრ ფერს.. სახეზე შეშლილი ალმური ასდიოდა.. გაშმაგებულს, ტუჩები სისხლით ჰქონდა მოთხვრილი, მუშტები კი გადატყაული ჰქონდა.. ვატო და ვახო, მის ორ მეგობარს დაუდევრად სცემდნენ.. გული რომ არ წასვლოდა ღრმად დაიწყო სუნთქვა და მომხდარის გაანალიზებას შეეცადა.. წვრილ ხეს მარჯვენა მხრით მიეყრდნო და თვალდახუჭულმა ამოუშვა ქშენა.. -არ გავიგო.. გესმით?! არ გავიგო ჩემ კლასთან ჩაიაროთ და რომელიმე გოგოს ამრეზით შეხედოთ, თქვენი ბინძური თვალებით!! თორემ...გეფიცებით!! გეფიცებით ეს მუშტი სანატრელი გაგიხდებათ!-დაუღრიალა და მიწაზე დააგდო ჯღარკავამ სიხარულიძე.. რომელსაც არანაირი ემოცია აღარ აღებეჭდებოდა სახეზე.. გვერდი ისე ჩაუარა მარიტას სანდრომ, ერთხელაც არ შეუხედავს.. ბიჭებმა სახლამდე მიაცილეს ქარსელაძე და თვითონაც დაიშალნენ.. ჯღარკავაზე სიტყვა არ დაუძრიათ.. ჯერ კიდევ გაშტერებული მივიდა სახლში.. ბებიამისი სამზარეულოში ფუსფუსებდა... უხმოდ მოეხვია წელზე და თავი მხარზე ჩამოადო. -მოხდა რამე მარიტა?!-აქოთქოთდა მუდამ ენერგიით აღსავსე ქალი.. -არ..არაფერი არ მომხდარა..-ბებიის განერვიულება არ უნდოდა, ამიტომ მასთან სიტყვაც არ დაუძრავს.. გემრიელად ისადილა და სამეცადინოდ წავიდა.. დედაშობილა კომპიუტერი,რომელიც კარგი სწავლისთვის აიღო სკოლაში მეცადინეობის შემდეგ გახსნა.. როგორც ჩანს ამ ბინაში უკაბელო ინტერნეტი იყო დაყენებული.. გაუხარდა.. ამას მაინც გადააყოლებდა გულს.. სოციალური ქსელები არასოდეს ქონია, თუმცა ახლა,რატომღაც მოუნდა ახალი გაეხსნა.. ყველა საჭირო ველი შეავსო და გახსნა ახალი პროფილი_ მარიტა ქარსელაძე. მეგობრები მალევე დაამატა..ვატო, ქეთათო, ვასო, ლანაც კი.. ახლა მაინც შეძლებდა ამ გოგოსთან ოდნავ კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.. მისდა გასაკვირად, სხვა კლასელებმა თვითონ აიღეს თავზე გოგონას მეგობრებში დამატების ინიციატივა.. პროფილის ფოტოზე, არავის ფოტო არ დაუყენებია..დაე, იყოს ანონიმური.. მალევე მოუვიდა ლანასგან შეტყობინება. -როგორ ხარ? რატომღაც ძალიან გაუხარდა, ეს გოგო ასე რომ გაიხსნა მასთან.. ღიმილშეპარული სახით მისწერა მალევე მესიჯი მანაც. -კარგად,, შენ როგორ ხარ? -არამიშავს.-ლანა. -შენთვის ისე არ უნდა მოემართა თამთას..-მარიტა. -მიჩვეული ვარ.-ლანა. -კარგი რა.. მაგას როგორ უნდა მიეჩვიო?! არ გინდა შეიცვალო და ყველას სხვანაირად მიუდგე?! შენი ახალი სახე იქნებ მართლაც ყველასთვის საინტერესო იყოს.-მარიტა. -მაინც არ დააინტერესებთ.. -ლანა, ცდა ბედის მონახევრეა! უნდა ცადო.. გაკვეთილებიც უნდა ისწავლო და ასე მოიხვეჭ სახელს..-მარიტა. -არაფერი გამეგება ტექნიკური საგნების.-ლანა. -მე დაგეხმარები.. -მადლობა, ახლა უნდა გავიდე. ნახვამდის. დადებითი ემოციებით დაიმუხტა.. ყველა ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გვიყვარდეს, ან პატივს ვცემდეთ მაინც.. მხოლოდ ერთადერთი მესიჯი მოუვიდა სანდროსგან იმ საღამო „რაც უფრო ნაკლებად გაიპრანჭები მით ნაკლები ბიჭი გაილახება შენ გამო.. ეს ერთია და უკანასკნელიც.. შენ გამო სისხლში ნამდვილად ვერ გავისვრი.. არ გაბედო მეორედ და არ შეხედო არც ერთ ბიჭს.. ყველასთვის ასე ჯობს.. სეიძლება შენ არაფერ შუაში ხარ მარა ეგ იცოდე რო შენ გამო არავის დაინდობენ ჩვენი კლასის ბიჭები მათ შორის მეც.. მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი კლასელი ხარ.. გაშტერებულმა რამდენჯერმე წაიკითხა ეს მესიჯი და თვალებს ვერ უჯერებდა... ანუ ქარსელაძეს ადანაშაულებს ყველაფერში?!.. მისი ბრალი ხომ არაფერია.. ეს ბიჭი ნამდვილად მისტერ სიუხეშეა.. თან მხოლოდ იმიტომ დაგიცავ, რომ კლასელი ხარო... მეტს რას მოელოდა მარიტა?! უბრალოდ გული დაწყდა.. 888 ვიცი, ყველა ისტორია მივატოვე.. კომენტარებშიც დამიწერეთ ერთმა და აღნიშნეთ ჩემი უპასუხისმგებლო ხასიათი.. ამას აუცილებლად დავამთავრებ... სიტყვაზე მენდეთ ;დდ მადლობა ვინც კითხულობს ძალიან დიდი.. კომენტარებს თუ დამიწერთ გამიხარდება!! სტიმულატორები ხართ ჩემი!! ვეცადე დიდი თავი დამეწერა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.