ეკლესია მაცოცხლებელი ძალა(4)
ორივე აჟიტირებულები ვიყავით. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვერ ვშორდებოდით. -ელიზაბედ თქვა კაროლინამ და ისევ ჩამეხუტა. -კაროლინა, როგორ მომენატრე ძვირფასო. -მეც ძალიან მომენატრე ჩემო სიხარულო. ანდრე ერთ ადგილას იდგა და ელოდებოდა როდის დაბრუნდებოდნენ გოგონები ამსამყაროში. -ღმერთო რა გულის ამაჩუყებელია გაჩერდით თორემ სადაცაა ავტირდები. კაროლინამ ჯერ ანდრეს შეხედა ოდნავ გაოგნებული სახით მერე ისევ მე მომიბრუნდა სიცილს ძლივს ვიკავებდი. -ელიზაბედ ეს ისევ ჯამბაზობს? სერიოზული სახით მკითხა კაროლინამ მე კი მხრები ავიჩეჩე. -რავი ფაქტი სახეზეა კარლ. ორივემ გავიცინეთ ადრემ კი თითქოს გაგვებუტაო წარბები შეკრა. -კარგი ანდრე მოდი ჩაგეხოტო, როგორ მომენატრეთ რო იცოდე. .. -კარგი სუფრას დავუბრუნდეთ, დაგვეწვიე კარლ, ჩვენც ეხლახანს დავსხედით. -უარს არ ვიტყოდი, მომენატრა შენი გაკეთებული კერძები. მე და ანდრე ჩვენ-ჩვენ ადგილს დავუბრუნდით. კაროლინამ თავისი მანტო და პრადას ხელჩანთა შემოსასვლელში მდგარ კარადაში დადო. კაროლინა ნამდვილი კლასიკა იყო. ყოველთვის ძვირადღირებულ მაღაზიებში დადიოდა და ასევე ძვირადღირებული იყო სულითაც. მე და ანდრე ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით კაროლინა ჩვენს შორის სუფრის თავში დაჯდა. -ელიზაბედ რაღაც არ მომწონხარ სულ შავებში რატომ ხარ გამოწყობილი? ხომ იცი არ მომწონს სულ შავები რომ გაცვია ხომ გესმის? -კი ვიცი კარლ მაგრამ ეკლესიაში ვიყავი დედას სულისთვის ვილოცე შენც ხომ გესმის? -კარგი პრინცესა გასაგებია. კაროლინამ ანდრეს გადახედა. -აბა რას შვრებით? მომიყევით რა ხდება აქეთ? ანდრე რას მოღვაწეობ? -კარლ მოიცადე ჯერ მიირთვი და შემდეგ ვიჭორაოთ დრო თავზე საყრელად გვექნება არა ანდრე? -ხო რათქმაუნდა ელიზაბედ დამეთანხმა ანდრე.მაგრამ კაროლინა ენას მაინც ვერ აჩერებდა მე მომიბრუნდა. -ბატონი ჯეკ ნილსონი სად არის? ძალიან მონენატრა მისი ხუმრობები. -სამსახურშია, მთავარ ექიმად დანიშნეს და სამუშაოს საათებიც დაუმატეს, რას იზამ რომ იარსებო უნდა იმუშაო. -ცხოვრების მარადიული კანონი არა ელიზაბედ? ანდრეს შევხედე და გავუღიმე. ჩემს მაგივრად კაროლინა ატიკტიკდა და შემომჩივლა. -ღმერთო ჩემო ამ ბიჭს როდის მოივა თავში ჭკუა ელიზაბედ? -კარგი ერთი ვითომ გაცინება არ გინდოდეს ეხლა. -ნუ კი მაგრამ. -არავითარი მაგრამ კარლ ანდრე მშვენიერი პიროვნებაა -ნუ ეხლა მე ისეთი საყვარელი ვარ ელიზაბედ -საყვარელი კი არა საძაგელი ხარ ანდრე საძაგელი. ვთქვი და სუფრის ალაგებას შევუდექი. კაროლინა და ანდრე მდივანზე მოკალათდენ და მეც შევუერთდი. კაროლინამ ჩათვალა რომ რაღაც ხდებოდა. -ანდრე შენ ცოლის შერთვას არ აპირებ? როდემდე უნდა იბოდიალო მარტომ? -კარგი რა კარლ რა კითხვას სვამ სად აქვს მაგას მაგის ბედი. ვთქვი და ავხარხარდი. -შენ რომ გაქ ბედი იმიტომ ორი შვილის დედა ხარ არა პრინცესა? -ანდრე შენ რაღაც აღარ ხუმრობ ხომ იცი? -კარლ მე და ელიზაბედი ქორწილში მივდივართ 22-ში, შემიძლია მოსაწვევი ვიშოვო თუ წამოხვალ -მშვენიერი აზრია ანდრე, დიდი ხანია არსად არ ვყოფილვართ რას იტყვი კარლ? კაროლინამ იფიქრა მარტო რომ წასულიყვნენ უკეთესი იქნებოდა მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა მაინც მეგობრის გვერდით ყოფილიყო. -მშვენიერია წამოვალ ... ანდრემ მიხვდა რომ უნდა წასულიყო და წასასვლელად მოემზადა. -კარგი მე დაგტოვებთ ფერიებო, რასაკვირველია ბევრი სალაპარაკო გექნებათ და თავისუფლად ისაუბრეთ. -კარგი გაგაცილებ ანდრე, კიდევ ერთხელ დიდი მადლიბა ყველაფრისთვის. -რას ამბობ ელიზაბედ. კარლ გამიხარდა შენი ნახვა, აბა დროებით და 22-ისთვის მოემზადეთ. -კარგი დროებით ანდრე. კაროლინამ ხელი დაუქნია კართან მდგარ ანდრეს. მეც დავემშვიდობე და ჯარგი მივხურე თუმცა არ დამიკეტია.მაშინვე კაროლინასთან მივირბინე. -ჩემი სიხარული როგორ მომენატრე კარლ. .. ისევ ჩაეხუტენ ერთმანეთს და ელიზაბედის ოთახში შევიდნენ.რომელიც ნათელი საკმაოდ მოზრდილი ოთახი იყო. კუთხეში მდგარ მრგვალ საწოლზე მოკალათდენ და საუბარი განაგრძეს. -აბა როგორ არის ბებია? -ეხლა კარგადაა ელი, ფილტვების ოპერაცია გაუკეთეს და წოლითი რეჟიმი ქონდა. კიდევ კარგი კარგად გადაიტანა. ჰმ მაგრამ უნდა გენახა ქალი იწვა და მაინც ტვინს მიბურღავდა დარიგებებით, არცკივიცი როგორ გავძელი, თუმცა ისეთ სითბოს მიმჟღავნებდა მისი დატოვებისკენაც არ მიმიწევდა გული -ძალიან საყვარელი ბებია გყავს რა გინდა ქალი თავზე გევლება -ვიცი მაგრამ კარგი ამაზე ლაპარაკი აღარ გვინდა, ჯობია ის მითხარი შენს და ანდრეს შორის რა ხდება? -არვიცი კარლ. დღეს ეკლესიაში შევხვდი და აი ეს მაჩუქა. ძეწკვს ხელი მოვკიდე და მედალიონი კაროლინას ვაჩვენე, მედალიონს თვალს არ აშორებდა და კმაყოფილი იყო ანდრეს ქცევით. -ძალიან ლამაზია კარლ მშვენიერია. -კი მეც ძალიან მომწონს. . ანდრე მაღაზიაში შევიდა დიდი სასაჩუქრე რაფაელო იყიდა,ვარდიც არ დავიწყებია რაფაელოს დააკრა, ბარათზე ულამაზეს ქალბატონს დააწერა და კვლავ ელიზაბედის სახლისკენ გაეშურა, გაუმართლა რომ ბინის კარი ღია დახვდა.გაუკბირდა რომ მისაღებში ვერავინ დაინახა თუმცა ელიზაბედის ოთახიდან მოლაპარაკე გოგონების ხმა გაიგონა ფეხაკრებით მივიდა და მაგიდაზე თავისი საჩუქარი დადო, ელიზაბედის ხმა გაიგონა რომელიც მასზე დიდი სითბოთი საუბრობდა ჩაეღიმა და უკან გაბრუნდა. -არ ვიცი რა ვიფიქრო კარლ, ანდრეს სახელი იმ გრძნობას ქვია ჩემში რომელსაც ვერ ვხსნი, მარტო ანდრეს სახელის ხსენებაზეც კი სუნთქვა მეკვრის, თავს მშვიდად ვგრძნობ და ამოუცნობი ფიქრების კორიანტელი მიპყრობს. -რა კარგია ელიზაბედ. ..ჩემი რომანტიკოსი გოგო შეყვარებულია. კაროლინამ ხიცინი დამიწყო მე კი ბოლი ხმაზე ვიცინოდი და ვყვიროდი. -კარგი კარლ გეყოფა ნუ მიხიცინებ გთხოვ სითყვებს ჩემი სიცილი ცვლიდა, ბოლოს როგორც იქნა დავუსხლტი ხელებიდან და მისაღებისკენ წავედი. კარი გავაღე და ადგილზე გავშეშდი. კაროლინაც მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა და მაშინვე მაგიდისკენ წავიდა -ნახე ელიზაბედ აქ ბარათიცაა მისკენ წავედი კაროლინა ხითხითებდა და ბარათი წაიკითხა. -მსოფლიოში ულამაზეს ქალბატონს კაროლინამ ისე წაიკითხა თითქოს დიდი თეატრის მსახიობი იყო. ბარათი გამომიწოდა და ყუთზე მიმითითა -ნახე რა ლამაზია ელიზაბედ, ვარდი მოხსენი ის შენია. -მართლაც ლამაზია კარლ მაგრამ ანდრემ როგორ მოაღწია აქამდე ისე რომ ვერ გავიგეთ? -ძალიან საყვარელია ელიზაბედ დარწმუნებული ვარ სადარბაზოს კარი არ დაუკეტავს ხითხითებდა კაროლინა. -ჯანდაბა კალრ ნეტავ ჩვენი საუბარი ხოარმოისმინა? -არა არა ძვირფასო ანდრე ამას არ იკადრებდა მდივანზე ვიჯექი და გაუჩერებლად ვყნოსავდი ვარდს, თითებით ისე ვეფერებოდი თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო, ვარდის ფურცლებით სიყვარულს ვგრძნობდი. .. -ნახე კარლ რა კარგი სუნი აქვს ლამისაა გავითიშო. -კარგი გეყოფა ეხლა ჩამოფრინდი ციდან და იქნებ ანდრეს დაურეკო და მადლობა გადაუხადო? ამ სიტყვებით კაროლინამ ვარდი გამონართვა და თვითონ დაიწყო ვარდის სურნელით ტკბობა. -მართალი ხარ კარლ ... მობილური ამოვიღე და ანდრესთან დავრეკე და მოუსვენრობამ შემიპყრო. -გადის მაგრამ ყურმილს არ იღებს. .. -კიდევ სცადე. -არა კარლ ხომარ ავუფეთქებ მობილურს არ იღებს, მოგვიანებით დავურეკავ ან რომ ნახავს დანარეკს თვითონ დამირეკავს. კაროლინამ ამოისუნთქა და თავს აქეთ-იქით აქნევდა. ვნერვიულობდი, ფანჯარას მივუახლოვდი. ეკლესიის ეზოში სკამზე მჯდარი ეკლესიისკენ შემყურე ანდრე დავინახე. რა სასიამოვნო სანახავი იყო, როგორი მადლიერი ვიყავი ღმერთის რომ ის რაც სიცოცხლეში ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარულს გრძნობდა ჩემი სული. კაროლინამ ანდრე დაინახა თუ არა მაშინვე მკითხა -ელიზაბედ ჩახვალ არა? -არა კარლ. ... კაროლინამ მხრები აიჩეჩა და უხასიათოდ მითხრა. -კარგი როგორც გინდა. გაუნძრევლად ვიდექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. კაროლინა სავარძელში ჩაესვენა და ტელევიზორს დაუწყო ჩხიკინი.უცებ მაგიდისკენ წავედი ორი ცალი რაფაელო ავიღე და გარეთ გავედი. კაროლინა არ გამომყოლია. დაბლა მალე ჩავედი და გზაზე გადავედი. -ანდრე ჩემს დაძახებაზე ანდრე ისე შემობრუნდა თითქოს რეალურ სამყაროში დავაბრუნე. -ელიზაბედ? რახდება? -არაფერი ანდრე უბრალოდ გირეკავდი და არ მიპასუხე. ანდრე წარბშეკრული ეძებდა პიჯაკის ჯიბეში მობილურს მე კი ღიმილისგან ვერ ვიკავებდი თავს. -ალბათ ისევ უხმოზე მაქვს მაპატიე ელიზაბედ კარგი? -არაუშავს ანდრე რა გაპატიო, უბრალოდ მადლიბა მინდოდა გადამეხადა ვარდისთვის, თან ვიფიქრე მარტო ვერ მოვერევი და რაფელოს გავუნაწილებ თქო. ხელი გავშალე და ანდრეს გავუწოდე. -მადლობა ელიზაბედ -მადლობა შენ ანდრე. -ალბათ კაროლინა გაგიბრაზდება მარტო რომ დატოვე, ბევრი რამ ექნება მოსაყოლი, შენ კი ჩემთან ჩამოდი და მარტო დატოვე. -კაროლინა გაიგებს, რა გააბრაზებს, მეგობარი ხომ ტყუილად არ ქვია ანდრე იღიმოდა და მისი ღიმილით მაბედნიერებდა ის კი ჩემი ღიმილით ხარობდა. -მაინც ჯობია რომ ახვიდე არ მინდა მისი მსხვერპლი გავხდე. ანდრემ ხმამაღლა გადაიხარხარა. -კარგი ანდრე, დროებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. -დროებით ელიზაბედ. კაროლინა კართან იდგა და მელოდებოდა. -აბა თვალებში შემომხედოს ფერიამ. -კარგი რა კაროლინა რა ფერია მოიგონე ეხლა? უხასიათოდ შევედი სახლში და ოთახისკენ წავედი კაროლინაც უკან მომყვებოდა. -რამოხდა ბარტყი რატო ხარ უხასიათოდ? -არვიცი კარლ რაღაც მოვიწყინე უცებ. საწოლზე მოვიკუნტე და ბალიში ჩავიხუტე. კაროლინა წარბშეკრული მიყურებდა. -მითხარი რა შემიძლია გავაკეთო? -მუსიკა ჩართე გთხოვ კარლ. კაროლინა ჩემს წინ დაჯდა და მხარზე ხელს მისმევდა. -კარგი რა კარლ დამელაპარაკე გთხოვ. ვერ გიყურებ ესეთ მოწყენილს. მითხარი რა ხდება? -არა კარლ გთხოვ არ მინდა ამაზე ლაპარაკი. არაფერია გამივლს. არ მინდა გუგას გახსენება. -ჯანდაბა აი თურმე რა. ისევ გუგა. ელიზაბედ რატომ არ გესმის რომ მისი გული სხვას ეკუთვნის. კაროლინამ ხმას აუწია წარბშეკრული ვუსმენდი შემდეგ კაროლინა მუდარის ხმაზე გადავიდა. -ელიზაბედ ძვირფასო ის შენი ცრემლების ღირსი არ არის დამიჯერე თავს ტყუილად იტანჯავ მასზე ფიქრით. წამოვჯექი და კაროლინას შევხედე -კარლ გუგა არაფერ შუაშია ვიცი რომ მისი გული სხვას ეკუთვნის. მისი სიყვარული წარსულს ჩავაბარე. ეს ბავშვობა იყო ახირებული მქონდა რომ გუგა მიყვარდა და იმის გამო რომ გუგაში შევცდი ეს აზრი არ მაძლევს საშუალებას რომ თავს სიყვარულის უფლება მივცე ...არვიცი კარლ არვიცი რა ვიფიქრო ვიცი რომ ანდრეს ვუყვარვარ მაგრამ თავს მაინც არ ვაძლევ უფლებას რომ მისი სიყვარული ვაღიარო. -კარგი რა ელიზაბედ რატომ სულელობ? ანდრე გიყვარს და მასაც უყვარხარ სხვა რა გინდა ელიზაბედ უნდა მიხვდე რომ სიყვარულს ხმამაღლა თქმა სჭირდება დუმილით არაფერი გამოვა ჩემო კარგო. საკუთარ სიცოცხლეს თვითონ სპობ ელიზაბედ თავს იტანჯავ ძვირფასო ასე არ შეიძლება ელიზაბედ არა. -ჩამეხუტე კარლ გთხოვ ჩამეხუტე. შენი ჩახუტება ყველაფერს მირჩევნია. კაროლინას კალთაში ჩავრგე თავი და ხელები წელზე მოვხვიე. კაროლინამ ჩამეხუტა და თმაზე დამიწყო ფერება. -ჩემი მეამიტი გოგო. მიყვარხარ ბარტყი. -მეც მიყვარხარ კარლ. -ჰმ იდეა მაქვს ძვირფასო -რა იდეა? -მოდი გამოვიპრანჭოთ და სასეირნოდ წავიდეთ ზღვის ჰაერი მოგიხდება კმაყოფილი ღიმილით მომიგო კაროლინამ თუმცა ტუჩები მოვკუმე რადგან გარეთ გასვლის სურვილი არ მქონდა. -კარგი რა კარლ. მცივა მეზარება წამოსვლა. -ჰმ ნუ ხარ ნერვების მომშლელი. შემომიღრინა კაროლინამ. ელვის სისწრაფით მივიდა გარდერობთან და შავი შარვალი,ცისფერი საროჩკა, ლურჯი დუტი და ლურჯი უგები გამოიღო.-მიდი ჩაიცვი მალე, რომ თმაც გაგიკეთო. -მოკლედ შენ რა ხარ რა. .. -კიდევ ზიხარ? -კარგი ხო კარგი მადროვე. ლოგინიდან ზანტად ავდექი და ჩავიცვი, ჩემს ჩაცმაში კაროლინამ ფეისბუქზე შევიდა და უკმაყოფილოდ დაიჯღანა. -უიმე ამ ნატალიმ ხომ ააფეთქა ეს ფეისბუქი რა. -შეეშვი, თავისი საქმის მან იცის, შენ რას გიშლის? -რაც გუგას შეყვარებული გახდა, დასერიოზულობის ნაცვლად პირიქით უხამსობას უმატა, გოგო მაიმც არ იყოს. რა მოსწონს გუგას მისი ვერ გამიგია. -კარგი კარლ დამშვიდდი რისთვის იშლი ნერვებს თავის თავს ნებს შენ ხომარა? -რათქმაუნდა კარლ მაგრამ. . -არავითარი მაგრამ კარლ. ვსო მორჩა, მზად ვარ და წავედით თუ მივდივართ. ჯაროლინამ თავი გააქნია და საიტი გათიშა. კომპიუტწრის სავარძელზე დავჯექი და თმა სრულად დამიბწნა. -მორჩა. წავედით -მოიცადე ადგომის საშუალება არ მომცა კაროლინამ. მისაღებში გავიდა და ხელჩანთით შემოვიდა, რაც უნდოდა ამოიღო და მომიბრუნდა. -კარლ არ მინდა. -ხომ იცი რომ მაინც წაგისმევ, ნუ მეწუწუნები, გაჩერდი ჯობია. -ჯანდაბა, შენ ხომ ვერაფერს შეგაგნებინებ. თვალები ფანქრით მომიხატა, კონტურიც წამისვა იისფერი ღია პომადაც, დუხიც შემასხა და სკამი გვერდით სარკისკენ შემომატრიალა. -აბა? მოგწონს? -მხატვარს როგორ შემიძლია რაიმე ნამოქმედარი დაგიწუნოთ თქვენო აღმატებულებავ. -ნუ ჯამბაზობ. ძალიან გიხდება. -შენ რომ გკითხოს კაცმა ყველაფერი მიხდება. -მართალიცაა. .ასე რომ არ იყოს ხომარწაგისმევდი. ..მე ხომ შენი ღიმილის უნაკლო ავტორი ვარ. კაროლინამ ხელები ყელზე მომხვია და ჩამეხუტა. -კარგი წავედით. გასაღები ავიღე, და გასასვლელისკენ წავედი. კაროლინამ ხელი მომკიდა და მომატრიალა. -მოიცადე რაღაც დამავიწყდა ელიზაბედ. -რა ბარტყი? ჩანთა ხელში გაქვს მობილური ჩანთაში, რა იყო? კაროლინამ ტუჩები ზემოთ აწია და გაიბუზა, თითქოს ბრაზისგან გათავისუფლდაო ისე მოეშვა და უსიცოცხლო სახე მომანათა. ცალყბად გამიღიმა და შემოსასვლელში მდგარი კარადისკენ მიმაბრუნა და სარკეში ჩავიხედეთ.ორივე თითქმის ტოლები იყვნენ. სარკეში ორივეს ანარეკლი აიბეჭდა. ელიზაბედს ზღვასავით ლურჯი, უძირო თვალები ქონდა. ძალიან ღია წაბლისფერი თმა, ორივე მხრიდან ჩამოშლილი მის მრგვალ სახეს სილამაზეს მატებდა. მისი პატარა აწკენტილი ცხვირი კო ყველასთვის სანატრელი იყო. კაროლინა თაფლისფერთვალება. მუქი თმებით, მუდამ გაღიმებული სიცოცხლით სავსე. დედისგან მარჯვენა მხარეს სწორედ იქ სადაც ღიმილის დროს ლოყა ეჭუპნებოდა პატარა ხალი გამოყოლოდა. მხიარული, ენერგიული, უყვარდა სიცილი და მუდამ იღიმოდა. კაროლინა მარჯვენა მხარეს ამომიდგა, მარცხენა ხელი მხარზე დამადო, მარჯვენა ხელი ტუჩთან მომიტანა და ისე რომ არ შემხებია, თითქოს ქაღალდზე ხატავსო ვიწრო გრძელი თითებით რამოდენიმეჯერ გაატარა ხაზი. ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი და გამეღიმა. -ეხლა შეგვიძლია წავიდეთ ჩაილაპარაკა კმაყოფილმა კაროლინამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.