შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი (ნაწილი XII - დასასრული)


20-03-2015, 19:30
ავტორი Skellington
ნანახია 1 989

სკოლიდან გასვლისას მივხვდი, რომ არ ვიცოდი, რომელ საავადმყოფოში დააწვინეს. მაგრამ ეს სულ არ მადარდებდა: საკუთარი თავი დავკარგე, გონება და ყველაფერი ის, რაც ოდნავ მაინც აზროვნებს. კიბეზე ფეხი დამიცურდა და ძირს დავეცი. ისე უძლურად ვიყავი, რომ ხელის გულებიც ვერ დავაყრდენი ასფალტს, წამოსაწევად.
მაგ მომენტში გავიაზრე, თუ როგორ დავსუსტდი სულიერად. სიყვარული - სისუსტეა. მხოლოდ ტანჯვასა და ტკივილს ბადებს. არადა ადრე პირიქით ვფიქრობდი. მეგონა, რომ უდიდესი ტკივილი ცალმხრივ სიყვარულს მოჰქონდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, როცა საყვარელი ადამიანი ხელიდან გეცლება. ამას ერთი დადებითი პლიუსიც აქვს - გაიძულებს, იბრძოლო შენი ბედნიერებისთვის! თქვენი ბედნიერებისთვის!
ახლა მე მიყვარს!
ჯობია სიყვარულზე არ მიპასუხოს, ჯობია სულ გაწყვიტოს ჩემთან ურთიერთობა, ვიდრე დამტოვოს და გაქრეს დედამიწიდან. არასდროს არ ვინანებ, რომ მიყვარდა. რომც გადარჩეს და არ გაიზიაროს ჩემი გრძნობები, მოგონებებს ხომ მაინც შევინახავ.
კიდევ ერთხელ შევეცადე ავმდგარიყავი, მაგრამ ამაოდ.
- ადექი, - ვუთხარი ჩემს თავს, - ადექი!
- დაგეხმარები. - ამაყენეს და მანქანის სადგომისკენ წამიყვანეს. - როგორც ვხედავ, სებასტიანი ძალიან მიყვარს. - კლასის ხელმძღვანელი მიღიმოდა და მშვიდი ხმით ლაპარაკობდა. - ვიცი, რომელ საავადმყოფოშიც წევს, წაგიყვან, მაგრამ დამპირდი, რომ სიყვარულში გამოუტყდები.
- მ-მ-მოკეტე და წამიყვანე, - თითქმის აღარ ვტიროდი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცოტაც, და, კომაში ჩავვარდებოდი.
ტუჩები მითრთოდა, გულიც, ჯერ კიდევ მტკიოდა. მარი ჩუმად იყო, ვფიქრობ, მაგ ქათმისტვინას, ასე თუ ისე, აქვს ნიჭი - იაზროვნოს ნორმალურად. საავადმყოფოში მალე მივედით და მანქანიდან იმავე წამს გავვარდი.
დაწყნარდი, ადეკვატურად მოიქეცი, ყველაფერი კარგადაა.
მდივანთან მივედი და ღრმად ჩავისუნთქე.
- გამარჯობათ, - თავაზიანად მივესალმე, თუმცა ძალიან მინდოდა, მეყვირა: "დროზე მიპასუხე, რომელ პალატაში წევს!" - სებასტიან რიჩარდსონი აქ იმყოფება?
- კი. ტვინის ძვლის ტრავმით, - მიპასუხა თეთრ ხალათში გამოწყობილმა გოგონამ.
- შეიძლება, ვინახულო? ან შევიტყო მისი ამჟამინდელი მდგომარეობა? - სწრაფად მივახალე. გოგონამ ეჭვით შემომხედა.
- ვინ ხართ თქვენ მისი?
- მე... მე მისი საცოლე ვარ! - საქმისთვის მოვიტყუები, ახლა ეს შეიძლება.
- ჰმ... რადგან თითქმის ნათესავი ბრძანდებით... - დაეჭვდა ექთანი. - საოპერაციოში იმყოფება. სამასმესამე პალატა, მესამე სართული.
- მადლობა. - მესამე სართულზე ავედი, მარცხნივ, მარჯვნივ... სად არის ეს სამასმესამე პალატა? აი, როგორც იქნა!
კართან სამი ადამიანი იჯდა. საშუალო ხნის ჭაღარანარევი ქერათმიანი მამაკაცი, რომელსაც ოკეანისფერი თვალები მღელვარებით ავსებოდა. თითქმის ასეთივე ასაკის, გასაოცრად ლამაზი, გრძელი, შავთმიანი და დიდი მოცისფრო-მომწვანო თვალება ქალი. მესამე კი, ბებია იყო, რომელიც ჩუმად მოთქვამდა. ქალმა და კაცმა იმავე წამს მომაქციეს ყურადღება და მივხვდი, რომ ეს სებასტიანის მშობლები იყვნენ. მათ ერთმანეთის ხელი ეჭირათ და ქალი, ძლივს იყვანდა თავს ხელში.
ბებიის გვერდით დავჯექი და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.
არ არის შესაფერისი დრო მისი მშობლების გასაცნობად, მაგრამ ახლა ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს - სიყვარული, რომელიც სებასტიანისადმი ასეთი წმინდა და დიდია.
ორმოცი წუთის შემდეგ სებასტიანის დედამ ვეღარ გაძლო და ტირილი დაიწყო.
- რატომ ასე დიდ ხანს? - ტირილით ამბობდა. - როგორ უნდა ვიცხოვრო, თუ აღარ იქნება ცოცხალთა შორის?
- იცით, ბუმერანგის თეორიის შესახებ? - ვეღარ გავჩუმდი, როცა მისი ნათქვამი მოვისმინე. მშობლებმა უცნაურად შემომხედეს და მე მათი მესმოდა. - სებასტიანმა ერთხელ მითხრა, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი ბრუნდება. საქციელები, ემოციები და გრძნობები. და იცით, მე ძალიან მიყვარს თქვენი შვილი და ეგრეც ვერ მოვასწარი, ყოველი ბედნიერი წუთი მისთვის დამებრუნებინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გადარჩება! გადარჩება, რადგან თეორია აღსრულდეს. - სებასტიანის ოჯახს, რომელიც ამ დრომდე ცოტა ცუდი თვალით მიყურებდა, ახლა სახის გამომეტყველება ეცვალათ. დედამისმა გამიღიმა, ბებიამ კი, ჩემი ხელი აიღო და მაგრად მომიჭირა.
საოპერაციოს კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა. კაცი დაღლილი გამოიყურებოდა.
ახლა ის, ალბათ, იმ სიტყვებს იტყვის, რაც ჩემს ცხოვრებას შეცვლის - ან უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ.
- ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თქვენს შვილს საფრთხე აღარ ელის. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ლამის ამ თეთრ ხალათში გამოწყობილ ანგელოზს მივვარდი და ჩავკოცნე. - ხვალ გონს მოვა, ახლა უმჯობესია სახლში წაბრძანდეთ...
- არა! - ერთხმად შევყვირეთ მე და სებასტიანის დედამ.
- თქვენ ახლა ვერანაირ დახმარებას ვერ გაგვიწევთ. ჯობია დაისვენოს! - წერტილი დასვა ექიმმა და დაგვტოვა.
- ვფიქრობ, ჯობია მართლა სახლში წავიდეთ, - დაარღვია სიჩუმე მისტერ რიჩარდსონმა. - გოგონა, რა გქვიათ?
- ლიზა, - ვუპასუხე მე.
- მადლობა, ლიზა, - თქვა დედამ, ქმარს ხელი ჩაჰკიდა და გასასვლელისკენ წავიდა. ბებიაც მათ გაჰყვა, თუმცა მომიბრუნდა და მითხრა: - ყველას გვინდა დარჩენა, მაგრამ, ვფიქრობ, სებასტიანს არ ენდომებოდა, ეგრძნო, ჩვენი მისთვის გადატანილი ნერვიულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მას დაუბრუნდება, ასე არ არის?
და წავიდნენ. კიდევ ნახევარი საათი დავრჩი იქ, შემდეგ მეც სახლში წავედი.
ხვალ ყველაფერს ვეტყვი, რასაც ვგრძნობ.
მამა საქმის კურსში, დირექტორმა ჩააყენა, ამიტომ არავინ არ მიძვრებოდა.
მთელი ღამე არ მიძინია. მოგონებებს მივეცი და დიდი სიამოვნებით ვიხსენებდი ყველა იმ მომენტს, რაც სებასტიანთან ერთად გადამხდა. თან იმაზე ვფიქრობდი, რას და როგორ ვეტყოდი ხვალ.
როდესაც ის "ხვალ" დადგა, ვეღარ მოვითმინე და დილის ცხრაზე გავეშურე საავადმყოფოში.
როცა სამასმესამე პალატამდე მივედი, მისის რიჩარდსონი გამოვიდა.
- ლიზა, გამარჯობა, - ისეთი ბედნიერი იყო, მეც კარგ ხასიათზე დავდექი. ვგრძნობდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო. - გონს მოვიდა, მაგრამ მხოლოდ ათი წუთით გვიშვებენ.
- მადლობა, მისის. თავს როგორ გრძნობთ?
- მთელი ღამე არ მიძინია, - ნაღვლიანად წარმოთქვა. - შენ მისი შეყვარებული ხარ?
- არა მგონია, ასე იყოს... მაგრამ მე ის მიყვარს, - რატომღაც ძალიან გამიადვილდა ამ სიტყვების წარმოთქმა.
- მაშინ მიდი და უთხარი, - გამიღიმა და სკამზე დაჯდა. პალატიდან ექთანი გამოვიდა. - ექთანო, შეუშვით ეს გოგონა.
- მაგრამ თქვენ ხომ ახალი გამოსული ხართ. პაციენტს დასვენება სჭირდება...
- თქვენ არ გესმით, - გააწყვეტინა დედამ, - ეს ისეთი რამ არის, რამაც შეიძლება ჩემს შვილს ბრძოლის სტიმული მისცეს! - ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდა დედამისი, მაგრამ ექთანზე ამ სიტყვებმა იმოქმედეს.
- კარგით, - უკმაყოფილოდ თქვა მან, - ათი წუთი.
- მადლობა! - ვუთხარი ორივეს, ფილტვები ჟანგბადით ავივსე და პალატაში შევედი.
მეზობელი იწვა. მარჯვენა ხელი თაბაშირში ჰქონდა, ცხვირში წვრილი მილები ჰქონდა შეერთებული, თავი - ბინტებში შეხვეული. სახე პატარ-პატარა ნაკაწრებში, მარცხენა ხელი ოდნავ დალურჯებული.
თვალები დახუჭული ჰქონდა. ნელა გაახილა და შემომხედა.
- სებასტიან... - ჩუმად დავიწყე.
- ვინ ხართ? - ვინ ვარ? რა?
მან რა, ტვინის შერყევა მიიღო? არაფერი არ ახსოვს? ნუთუ ის რაც გვაკავშირებდა, მახსოვრობიდან წაეშალა? არა... ოღონდ ეს არა!
- შენ... აღარ გახსოვარ? - და თვალებში ცრემლები დამიგროვდა.
- შე სულელო, დაწყნარდი, ვიხუმრე, - დამცინავი ხმით დამაწყნარა და შეეცადა სახეზე ღიმილი გამოესახა. - შენი დავიწყება შეუძლებელია, დარტყმულო ლიზა.
- აუტანელი ხარ! - ახლაც დამცინის, ნამდვილი დემონია! - იცი მაინც, რა გადავიტანე? გზაზე გადასვლის წესები არ გისწავლია? ლამის მეც შენს გვერდით მომაწვინეს! შე საზიზღარო, აუტანელო, საძაგელო ბავშვო! - ბრაზი და სიყვარული ერთმანეთს შეერწყა და ზუსტად ეს შეზავებული გრძნობა გახდა, ამგვარი კომპლიმენტების მიზეზი. - იცი-მეთქი, რამდენი გადავიტანე? თითქოს სული ამომაცალესო, ორი დღე ვტიროდი, ღამეები არ მეძინა, სულ სხვა განზომილებაში ვიმყოფებოდი! ჯოჯოხეთში ვიყავი! შენ კი ამბობ, რომ არ გახსოვარ! ეს ხომ სისასტიკეა ჩემთვის... - ნელ-ნელა ვწყნარდებოდი და აზრზე მოვდიოდი.
- ნუ ყვირი, ისედაც თავი მტკივა, - ღიმილით წაისისინა, - იცი, ყველაზე მეტად რისი შემეშინდა, როცა ავარიაში მოვხვდი? - ჭერს ახედა. - ვეღარასდროს რომ ვერ გნახავდი.
- სებასტიან, მოკეტე. - ყველაზე კარგი სიტყვები, რაც კი ოდესმე მომისმენია, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გული სიხარულისგან ამიჩქარდა, მუცლის ღადვრას პეპლები შეუდგნენ. - ცუდად იქცეოდი და უნდა დაგსაჯო...
- რა? - გაკვირვებით შემომხედა, მე კი უბრალოდ მივედი, დავიხარე და ტუჩებში ვაკოცე. კოცნაზე არ უპასუხია, უბრალოდ რაღაც უცნაურად მიყურებდა.
- მიყვარხარ. - როგორც იქნა ვუთხარი და ზურგი ვაქციე. არ შემეძლო მისთვის მეყურებინა, ასეთი აღიარების შემდეგ. - გუშინ მივხვდი, რომ მართლა მიყვარხარ. იცი, შენგან არაფერს არ მოვითხოვ. სულ არ ველი ორმხრივ გრძნობას. მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ ეს ზუსტად ის სიყვარულია, რომლის დაკარგვის დროსაც კი, ბედნიერი ვიქნები, რადგან მეცოდინება: ის ოდესღაც არსებობდა.
სიჩუმე. მკვლელი სიჩუმე.
- იცი, - ჩუმად წარმოთქვა. - როცა მკოცნი, ვგრძნობ, რომ ვცოცხლობ...
მივუბრუნდი. რისი თქმა უნდა ამით? იმედმა ჩემი გული მოიცვა.
- მე... მე არ მესმის...
- ფუ, შე გამოთაყვანებულო, ასე ძნელია მიხვდე?! - აპილპილდა მეზობელი. - ასეთი ძნელი მისახვედი იყო? რამდენჯერ შევეცადე მიმეხვედრებინე, რომ არ ხარ ჩემთვის სულ ერთი. შენ კი, ცალტვინა სულელუნა, არ შეგეძლო საკუთარ თავში გარკვეულიყავი! მიხარია კიდეც, ავარიაში რომ მოვხვდი, თორემ კი ვერ ჩამოყალიბდებოდი... ახლავე მაკოცე!

***

წამოსვლისას, როცა წიგნის მაღაზიას ვუვლიდი, განცხადება ვნახე გამოკრული. თეთრ ფურცელზე მსხვილი, შავი ასოებით ეწერა "უფროსკლასელმა ბავშვი სიკვდილისგან გადაარჩინა", ქვემოთ კი, ფოტო.
სებასტიანის...
სებასტიანის?
მაღაზიაში შევვარდი და გაზეთი მოვთხოვე. რაც კი ხურდა მქონდა, ცხვირწინ დავუდე და გარეთ გაზეთით გამოვედი.
"გუშინ დილით უფროსკლასელმა სებასტიან რიჩარდსონმა, უპატრონო ბავშვთა სახლში მცხოვრები მეთიუ სალიმანი გადაარჩინა. ბავშვები თავშესაფარში ბრუნდებოდნენ და გზის მეორე მხარეს გადადიოდნენ, როცა არა ფხიზელ მდგომარეობაში, საჭესთან მჯდომი მამაკაცი პირდაპირ მათი მიმართულებით წავიდა, რითაც მართვის წესების დარღვევასთან ერთად, ლამის პატარა ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ახალგაზრდა ადამიანმა ბავშვს, ბოლო წამს ხელი ჰკრა, თუმცა თვითონ ვერ მოასწრო გვერდზე გადგომა და მძიმედ დაიჭრა..."
მეტი არ წამიკითხავს. მან ბავშვი გადაარჩინა. ჩემი მეზობელი - გმირია, და, ვფიქრობ, სიცოცხლე ბუმერანგით დაუბრუნდა. თურმე ყოფილა სამართლიანობაც, ამ უბედურ დედამიწაზე.

***

ზარი დაირეკა. მასწავლებელი წავიდა. მე და სებასტიანი კულმინაციისთვის მოვემზადეთ. მაგრამ მანამდე, რაღაცის გაკეთება მინდოდა...
- ეს ჯესიკამ! - მოვახდინე ციტირება. სებასტიანმა გაურკვეველი მზერა მომაპყრო. ავდექი და "ალქაჯთან" მივედი. მთლიანი კლასის ყურადღება ჩვენკენ იყო.
- რაო? - ზემოდან დამყურებდა, და რატომღაც, სიცილი მომინდა, რაც, რა თქმა უნდა, აღვასრულე.
- ზემოდან მიყურებ და ვერც კი ხვდები, რომ ჩემზე გაცილებით დაბლა დგახარ, - და ყველა გაისუსა. თითქოს, ვეღარც განძრევას ბედავდნენ. - იცი, რაღაც უნდა გითხრა.
- თუ უსიამოვნება არ გინდა, ჯობია მოკეტო, - გონს მოეგო და ბოროტად შემომხედა.
- მინდა, მადლობა გადაგიხადო, - დაბნეულობა, რომელიც მის სახეს მოეფინა, უბრალოდ შეუდარებელი იყო, - მადლობა, ასეთი დამპალი არსება რომ ხარ.
- რა? - ხელი ასწია, ჩემს დასაშინებლად, ვითომ მარტყავდა. მე კი სიცილი ამივარდა, რადგან მოქმედება ვეღარ დაასრულა და ვერც ისეთი რეაგირება მიიღო ჩემგან, როგორსაც ელოდა. მთელ კლასს თვალები დაეჭყიტა და ამ სცენას უყურებდა.
- ასეთი "პატარა", საშინელი ხალხი, რომლებსაც სხვისი ცხოვრების გაფუჭება უყვართ, უფროსწორედ, ისეთები, როგორიც შენ ხარ, - ვაგრძელებდი და თვალს თვალში ვუყრიდი, - უდიდეს ტანჯვასა და ტკივილს იმსახურებენ, და არა მადლობას. მაგრამ ზუსტად შენ გამო შევხვდი ადამიანს, რომელიც მთელი ჩემი არსებით მიყვარს. მადლობა. - გავბრუნდი და ზუსტად ამ დროს გაისმა მუსიკა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რადიოთი რაღაცას გვთავაზობდნენ. - ოჰ, ლამის დამავიწყდა! - ისევ მივუახლოვდი. - მაგ მუხლუხისებურ, ბოღმით აღსავსე სიამაყის პარკში, რომელშიც მთელი ცხოვრება იმყოფებოდი, გისურვებ საკუთარ ბოროტებაშივე ჩაიხრჩო. ახლა კი, რადიოს მოუსმინე და შენი დათესილი თამაშის მოსავალი აიღე.
"მოსწავლეებო, - დაიწყო დიქტორმა, - თქვენთან კვლავ თქვენი რადიოა! იცით, დღეს ერთი ძალზედ საინტერესო ჩანაწერი ჩამივარდა ხელთ! - ხალისით თქვა. - ვფიქრობ, ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ! მოდით, მოვუსმინოთ!"
ჩემი და ერიკის ხმა მთლიან სკოლაში გაისმა.
"ეს ჯესიკამ შექმნა კლუბი, ახალგადმოსულთა მასხრად ასაგდებად. თქვა, რომ მაგრად გავერთობოდით, - იძახდა ერიკი, - ჩონჩხს თვითონ ადგენდა, ჩვენ კი - ვანხორციელებდით. ნამდვილი ალქაჯია, საშინელი ადამიანია".
ამ მომენტში, ჯესიკამ ერიკს თვალი თვალში გაუყარა. ალქაჯს სახეზე ფერი წაუვიდა, ბიჭი გაბრუნდა და კლასიდან გავიდა. კორიდორებში სამარისებური სიჩუმე იდგა. ჩანაწერი კი, გრძელდებოდა და გრძელდებოდა. ერიკი ამობობდა, თუ რამდენი ადამიანი ვერ იტანდა ჯესიკას და, თუ როგორი არარაობაა ის. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, წუთნახევარი ყველა ჯესიკას უყურებდა. შევამჩნიე, რომ გაურკვევლობა და დარდიანობა თვალებში უელავდა, შემდეგ კი...
- ყველაფერი შენი ბრალია! - და მომმავარდა. - შენ სპეციალურად დაგეგმე ეს ყველაფერი!
- უბრალოდ თამაშში ჩემი სვლის დრო იყო! თამაშში, რომელიც ჯერ კიდევ ჩემს გადმოსვლამდე, პირველმა შენ წამოიწყე. - სრულებით წყნარად ვლაპარაკობდი, მაშინ, როცა ის ასე ყვიროდა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა... გადაწყვიტა, ფიზიკურად გამსწორებოდა და ჩემკენ გამოექანა კიდეც, მაგრამ ხელმძღვანელმა მამაცი ნაბიჯი გადადგა და წინ ჩამომიდგა.
- ჯესიკა, შენ წააგე და ჯობია გამარჯვებულს თავი დაანებო!
- გაიწიე, მარი, ინანებ! - აგრძელებდა ყვირილს ალქაჯი.
- ვინანებ? და რას გამიკეთებ? ახლა შენ არავინ და არაფერი ხარ. - ვფიქრობ, ამ სიტყვებმა ალქაჯი გაანადგურა. რაღაც მომენტში, შემეცოდა, მაგრამ ეს გრძნობა, გამარჯვების სიტკბოებამ გადაფარა. ჯესიკამ ჩანთას ხელი სტაცა და კლასიდან გავარდა, თან კარის მოჯახუნებაც არ დავიწყებია.
სიჩუმე. კლასი მე და სებასტიანს გვიყურებს.
- მადლობა, - გვითხრა ხელმძღვანელა, ზარი დაირეკა და გაკვეთილიც დაიწყო.
ჯესიკა დღის ბოლომდე არ გამოჩენილა. ჩვენ კი, დიდი პოპულარულობით დავიწყეთ სარგებლობა. ყველა ჩვენ გვიყურებდა, ჩურჩულებდა და ჩვენკენ თითს იშვერდა. ზოგი მოწონების ნიშნად დიდ თითს მიჩვენებდა, ზოგი კი - ხელს მკრავდა (ვეჭვობ, ალქაჯის დამქაშები). გოგოების ტუალეტში ერთი ამბავი დამხვდა. ყველა კლასის გოგო შეკრებილიყო, მთხოვდნენ, დეტალები მომეყოლა. მადლობა ღმერთის, მთლიანი და ჯანმრთელი გამოვაღწიე იქიდან.
სკოლიდან, როგორც ნამდვილი გმირები, ისე გამოვედით.
- მიყვარხარ, - ჩუმად მითხრა. და ეს ერთი სიტყვა, ჩემს გულს, როგორიც ბლანტი, წებოვანი სითხე, ისე მიეკრო.
- ჩემი გრძნობები ბუმერანგივით დაგიბრუნდა.
- ანუ?
- მეც მიყვარხარ.

***

კარი ხმაურით გაიღო და დარბაზის გასახდელ ოთახში, ორი ადამიანი შევიდა. სიდმა, უფროსწორედ კი წყეულმა-მელომანმა დამალული ლუდი დააძრო დივნის უკნიდან. გახსნა და ნელა, აუჩქარებლად მოსვა.
- ყველაფერი კარგად დასრულდა. ზუსტად ისე, როგორც ვეჭვობდი, - ბოთლი ბიჭს გამოსტაცა და და სანაგვეში ჩააგდო.
- ეი! - აენთო სიდი.
- აქ ნუ სვავ! - მარიმ ამოისუნთქა და დივანზე დაჯდა. - იმდენ ხანს ვგეგმავდი ამას, მაგრამ არ მეგონა, თუ კლუბს გაანადგურებდნენ.
- ლიზა გასაოცარი გოგოა, - სიდმა, ეს სიტყვები ღიმილით, შეყვარებულის ხმით წარმოთქვა და ერთ ხანს თვალი გააშტერა. შემდეგ გოგონას წინ დაჯდა და ფეხები მაგიდაზე დააწყო.
- მე უბრალოდ მინდოდა, რომ სებასტიანს ვინმე შეეყვარებინა და მისთვის ხელი ეკრათ, მაგრამ არ მეგონა, ასე ბევრს თუ გააკეთებდნენ ერთად. ჯესიკას ცოტა სხვანაირად უნდა ემოქმედა...
- ჰეჰ...
- ჰეჰ, - გამოაჯავრა გოგომ. - სებასტიანს, ალბათ, არც კი ახსოვს, რა მითხრა. მან თქვა, რომ არავინ შეუყვარდებოდა, როცა მე მას სიყვარულში გამოვუტყდი. მინდოდა შური მეძია, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თვითონ გავანადგურე საკუთარი, ყველაზე მთავარი იარაღი!
- ნუ დარდობ.
- რა? ტკივილის ნაცვლად ბედნიერება ვაჩუქე! ეს ლიზა... როგორ ნერვებს მიშლიდა. ტვინს მიჭამდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... როგორ მინდა, მოვკლა!
- დაწყნარდი.
- წყნარად ვარ, უბრალოდ წავაგე, ისევ! - მარიმ მაგიდას ფეხი ჰკრა. სიდი მის გვერდით დაჯდა და ხელი გადახვია.
- შურისძიების გამო იმდენი რამ გააკეთე, მაგრამ დროა, ცხოვრება გააგრძელო.
- კი, ალბათ, მართალი ხარ. ცხოვრება უნდა გავაგრძელო, - უპასუხა მან, მაგრამ თავში კვლავ იჩინა ისეთმა აზრმა, როგორიცაა კლუბის ხელახლა შექმნა. სკოლაში ხომ ახლა მისი უმცროსი და სწავლობს...

***

6 წლის შემდეგ.

- და რას დაარქმევთ ამ პატარას? - მარგარეტი ახალდაბადებულისკენ დაიხარა.
- ჰმ, ერიკს! - უნისონში უპასუხეს მისტერ და მისის რიჩარდსონებმა.
- რატომ ერიკი?
- იმიტომ, რომ ზუსტად ამ ადამიანმა გაგვაერთიანა და ერთმანეთი შეგვაყვარა, - უპასუხა ლიზამ.
- ჰო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი შვილიც ეგეთი არამზადა არ გაიზრდება! - ჩაიხითხითა სებასტიანმა.
- იცი, მამამისიც არანაკლები გაიძვერაა, ამიტომ ის ალბათ, ასეთივე გაიზრდება...
- ჰო, და ასეთივე დარტყმული, როგორც დედამისი!
- ჰო, და ასეთივე თავშიავარდნილი, როგორც მამამისი!
- და ასეთივე წიგნის ჭია, როგორც დედამისი!
- და ასეთივე... - ჩაერია პოლემიკაში მარგარეტი, - ...დაე დაემსგავსოს თავის საყვარელ ბაბუას...
- არავითარ შემთხვევაში! - კვლავ უნისონში უპასუხა ბედნიერმა წყვილმა.



№1  offline წევრი Mkitxveli

შენ ერიკი ისე გიყვარს,ბავშვსაც ეგ დაარქვი :დდ
ჰმ,მოკლედ როგორ გითხრა.
უმაგრესია, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ისტორიაა ჩემთვის ამ საიტზე. ესეთი სხვა არ წამიკითხავს,პლუს.
ალბათ,მილიონჯერ მაინც გადავიკითხავ ,,ბუმერანგს'', მანამ სანამ საიტზე იდება :დ
არ მეგონა ასე მალე თუ დაასრულებდი,კიდევ ძალიან დიდხანს წავიკითხავდი.
გპატიობ
ყველა დღეს,
ყველა კვირას
რაც ამის ლოდინში გავატარე :დდ
უდიდესი იმედი მაქვს,რომ რაღაც ასეთს მალე შემოგვთავაზებ ((
კიდევ რა გითხრა, სებასტიანი მიყვარს ძალიან )♥♥
უუსაყვარლესი და ძალიან კარგი ხარ შენ.
თავი არ მოგვანატრო.

 


№2  offline წევრი Khaleesi

ვაა კაი იყო ყოჩაღ

 


№3  offline წევრი Svvaaaniii

მეეე მეე მეე ვარ პირველი ადამიანი ნუ რა თქმა უნდა შენს მერე რომელმაც ესს გამაგიჟებელი ისტორია წაიკითხა.. და მე რა თქმა უნდა ვამაყობ ამით... ასევე ძალიან მიხარია რომ, გიცნობ და ასეთი რომ, ხარ ეგეც ძალიან მიხარიაა...! იმედი მაქვს რაზეც გელაპარაკეე მოგივა შენი მისისს აღმატებულება ჭკუა და მეორესაც გააგრძელებბ <3 ისტორიაა არისს?! იცი როგორი ძალიან, მაგარი და სიმართლე გითხრა მეწყინა.. დიახ მეწყინა ასე უცებ რომ, დამთავარდა მე კიდევ მინდოდა ბევრი-ბევრი ბუმერანგი.. სებასტიანისა და ლიზასნაირი ადამიანებიი მაგრამ, არაუშავს რაა, ველოდებიი შემდეგსს დიდი მონდოდმებით <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№4  offline წევრი Skellington

Mkitxveli
შენ ერიკი ისე გიყვარს,ბავშვსაც ეგ დაარქვი :დდ
ჰმ,მოკლედ როგორ გითხრა.
უმაგრესია, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ისტორიაა ჩემთვის ამ საიტზე. ესეთი სხვა არ წამიკითხავს,პლუს.
ალბათ,მილიონჯერ მაინც გადავიკითხავ ,,ბუმერანგს'', მანამ სანამ საიტზე იდება :დ
არ მეგონა ასე მალე თუ დაასრულებდი,კიდევ ძალიან დიდხანს წავიკითხავდი.
გპატიობ
ყველა დღეს,
ყველა კვირას
რაც ამის ლოდინში გავატარე :დდ
უდიდესი იმედი მაქვს,რომ რაღაც ასეთს მალე შემოგვთავაზებ ((
კიდევ რა გითხრა, სებასტიანი მიყვარს ძალიან )♥♥
უუსაყვარლესი და ძალიან კარგი ხარ შენ.
თავი არ მოგვანატრო.

კი, ძალიან მიყვარს ეგ დამპალი. :დ ვიფიქრე კიდეც, სებასტიანი ხომ არ მოვკლა და ლიზა, ერიკთან ხომ არ დავტოვო-თქო, მაგრამ მკითხველთა აზრი გავითვალისწინე მაინც.)))
ისევ და ისევ, დიდი მადლობა ამხელა და ასეთი თბილი კომენტარისთვის. :3

Svvaaaniii
მეეე მეე მეე ვარ პირველი ადამიანი ნუ რა თქმა უნდა შენს მერე რომელმაც ესს გამაგიჟებელი ისტორია წაიკითხა.. და მე რა თქმა უნდა ვამაყობ ამით... ასევე ძალიან მიხარია რომ, გიცნობ და ასეთი რომ, ხარ ეგეც ძალიან მიხარიაა...! იმედი მაქვს რაზეც გელაპარაკეე მოგივა შენი მისისს აღმატებულება ჭკუა და მეორესაც გააგრძელებბ <3 ისტორიაა არისს?! იცი როგორი ძალიან, მაგარი და სიმართლე გითხრა მეწყინა.. დიახ მეწყინა ასე უცებ რომ, დამთავარდა მე კიდევ მინდოდა ბევრი-ბევრი ბუმერანგი.. სებასტიანისა და ლიზასნაირი ადამიანებიი მაგრამ, არაუშავს რაა, ველოდებიი შემდეგსს დიდი მონდოდმებით <3

მეც მეწყინა, რომ დავასრულე.(( ძალიან არ მინდოდა დამთავრება, მაგრამ მეტი რაღა უნდა დამეწერა. ^^ ჰოდა ასე საყვარლად დავამთავრე და ბოლოს მარის "სიპოდლით" დავაგვირგვინე ისტორია. :3
მეც იმედი მაქვს, გონებას მოვიკრიბავ და მოვნახავ გამოსავალს სიტუაციიდან (თუ როგორ "გავუმკლავდე" მეორე ისტორიას :с ).

Khaleesi
ვაა კაი იყო ყოჩაღ


მოკლედ, მადლობთ, რომ ამდენი მითმინეთ და ლანძღვით არ დამადექით ბოლოს, სად ხარ ამდენ ხანსო. :დდდ love

 


№5  offline წევრი Archive

ვიხალისე :)))))
ყოჩაღ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent