შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის ქურდი ხარ 17 (დასასრული)


20-03-2015, 21:31
ავტორი cinderella12
ნანახია 4 786

ჩემს თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ დამამუნჯა.მთლიანად გამოვეთიშე რეალობას და ერთადერთი რაც მახსენებდა ,რომ ჯერ კიდევ გონზე ვიყავი ეს ტკივილი იყო.უკიდეგანო,ყველაფრისმომცველი,მწვავე ტკივილი,რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.მუხლები მეკვეთებოდა და თითქოს რაღაც მძიმე ლოდი დამედო გულზე.მეც ინსტინქტურად მკერდზე დავიდე ხელი და პირიდან რაიმე სიტყვების თქმის მაგივრად, ხრიალისმაგვარი ხმები ამოვუშვი.დაბარბაცებული, არეული ნაბიჯებით მივიწევდი საყვარელი ადამიანისკენ.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი რა მეთქვა,ერთადერთი რაზეც იმ დროს ვფიქრობდი, ეს დაჩი იყო ... მხოლოდ დაჩი...
აი, რაც შეეხება მას,.აცრემლიანებული თვალებით მიყურებდა.ისეთი მზერა ჰქონდა , თითქოს რაღაცის რცხვენიაო.არანაკლები ტანჯვა გამოსახვოდა სახეზე და ტკივილისგან წარბებიც კი შეეჭმუხნა.ახლა,როცა მას პირისპირ ვხედავდი, ადვილად შევამჩნიე ჩემთვის ასე საყვარელი, თბილი თაფლისფერი თვალები როგორ დაცარიელებულიყო.თითქოს მათ თავისი ბრწყინვალება დაეკარგათ.თხელი გაცრეცილი ტუჩები და შუბლზე უწესრიგოდ დაყრილი თითქოს და ფერდაკარგული თმა, ჩემში შიშს იწვევდა.ნამდვილად ვერ შევეგუებოდი დაჩის, ასეთ უსიცოცხლოს,მიზანდაკარგულს,გაუფერულებულს.....
არაფერი უთქვამს,მხოლოდ მიყურებდა და მეც ნელნელა ვუახლოვდებოდი.
-როგორ ხარ?-სრულიად უადგილო კითხვა დავსვი და თვითონვე გამეცინა.
-შენ არ იცვლები, სოფი-ნაღვლიანი ღიმილით თბილად დაიჩურჩულა და მიუხედავად იმისა , რომ ის ფიზიკურად სრულიად შეცვლილი იყო,ჩემს სახელს ისევ იმავე სიყვარულით წარმოთქვამმდა.
-რა მოხდა?-ჩამწყდარი ხმთ ვიკითხე .იმ სკამზე ჩამოვჯექი,რომლის გვერდითაც დაჩი იდგა,უფრო სწორად,მისი ეტლი.
-გახსოვს ,შენი წასვლის დღეს საბამ რომ დაგირეკა რა მოგიყვა?-ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დაიწყო ლაპარაკი,რაც გამიხარდა კიდეც.
-კი-იმწამსვე დავუდასტურე.არაფერი დამავიწყებდა იმ დღეს...
-ყველაფერი სიმართლე გითხრა,ერთი დეტალის გარდა-შეჩერდა და შემდეგ ყოყმანით განაგრძო.-როცა ანუკა საავადმყოფოში მივიყვანე,მანქანით შენთან წამოვედი.მაგვიანდებოდა,მე კი საშინლად არ მინდოდა მოგშორებოდი.არ მინდოდა წასულიყავი სოფი,ვერ გელეოდი-ნაღვლიანად ჩაიღიმა და მღელვარების დასაფარად ღრმად ჩაისუნთქა-მაგრამ...მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი,რამდენიმე წამიც კი შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო.მინდოდა დამერეკა,მაგრამ ტელეფონი პალატაში დამრჩენია,სხვა გზაა არ მქონდა,გარდა იმისა , რომ რაც შეიძლება სწრაფად მომეღწია შენამდე.ჰო და სიჩქარეში...ყველაფერი მარტივად მოხდა სიმართლე გითხრა.საჭე ვერ დავიმორჩილე , და მსუბუქ ავტომობილს დავეჯახე.მადლობა ღმერთს ,მძღოლი უვნებელი გადარჩა.მე კი, აი ეს დამემართა, რასაც ხედავ....-რამოდენიმე წუთი ხმას ვერ ვიღებდი,იმდენად არარეალურად მეჩვენებოდა ყველაფერი..ან შეიძლება დაჯერება არ მინდოდა.დაჩი ჩუმად იყო,ალბათ მაცლიდა ყველაფერი გამეანალიზებინა,თუმცა ვაღიარებ,დიდი დრო დამჭირდა.
-შენ გტკიოდა,მე არ ვიცოდი და გავბრაზდი, რომ არ მოდი.მაპატიე დაჩი...-ვეღარ შევიკავე ცრემლები და ამოვისლუკუნე.გაეღიმა და მომიახლოვდა.ჩემი ხელი მის მტევანში მოიქცია და მოეფერა,შემდეგ კი მისი მხურვალე ტუჩები შეახო . ძველი შეგრძნებები ერთიანად მომაწვა სხეულში და საშინელი სურვილი დამეუფლა ჩავხუტებოდი და მეკოცნა მისთვის.მაგრამ კონტროლი მჭრდებოდა...უნდა მეკონტროლებინა საკუთარი გრძნობები.
-მე მაპატიე სოფი,რომ წასვლა მოგიწია-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ნაღვლიანმა გამომხედა.
-დაჩი,ხომ ყველაფერი კარგად იქნება?-ნერვიულმა სრულიად უადგილო კითხვა დავსვი და იმის იმედით ,რომ მას გული არ ვატკინე ,დამფრთხალმა შევხედე თვალებში.
-სულელო-გემრიელად გაეცინა - სოფი ,ამ ეტლის მოშორების იმედი რომ არ მქონოდა, შენი აზრით დაგელაპარაკებოდი ყოველდღე?ერთად ყოფნის იმედს მოგცემდი?-წამში დასერიოზულდა და გამჭოლი მზერა მომაპყრო.
-შენ იმის თქმა გინდა, რომ საქმე ცუდად რომ დამთავრებულიყო დამშორდებოდი?-გაბრაზებულმა გამოვცერი კბილებს შორის და გაბუსული მივაჩერდი.
-რა თქმა უნდა-უყოყმანოდ დამიდასტურა და თავისი თავით კმაყოფილმა ნიშნისმოგებით გამიღიმა.
-ახლა გცნობ-უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე-აბა,მითხარი ,სად გადიხარ ვარჯიშებს და თერაპიას და როდის გვაქვს დღეს სეანსი-მოუთმენლად მივაყარე და საათს დავხედე.
-სოფი, კარგად ხარ?-თვალებმოჭუტულმა გამომხედა და შემფასებლურად შემათვალიერა.
-რას გულისხმობ?-მეამიტად ვკითხე და ტანზე დავიხედე, რამე ხომ არ მააცხიათქო.
-არ მოგენატრე? სულ სულ არა?-ლეკვის თვალებით მომაცქერდა თუ არა ,აქ უკვე ვის ახხსოვდა კონტროლი.მოუთმენლად ჩავჭიდე ხელები მისი ეტლის კიდეებს და რაც შეიძლებოდა ახლოს მოვწიე ჩემკენ.-შეგიძლია ჩამეხუტო-ნებართვის ტონით ამაყად ვუთხარი დ ა ცოტა ხანში ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-აქ მოდი-წარბები აათამაშა და ეტლისკენ მანიშნა.
-რა?-მივხვდი რაც იგულისხმა,მაგრამ ცოტა არ იყოს მრცხვენოდა.
-როდის მერე გახდი ასეთი მორიდებული?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და დაწვრილებული თვალებით მომაშტერდა.
-აჰ,ფეხები რომ გეტკინება , მერე წუწუნს დამიწყებ-სულერთიას ტონით მოკლედ მოვუჭერი და ისე ,რომ გააზრებაც არ ვაცადე, მის კალთაში კომფორტულად მოვკალათდი.
-სოფი,ამერიკაში გაძლიერებულ კვებაზე იყავი?..-გაჭირვებული ხმით მკითხა და სიბრაზემ მთელს სხეულში დამიარა.
-მე გაგაფრთხილე-ამოვისისინე და ფეხზე ძლიერად ვუჩქმიტე.
-ვაი-წამოიყვირა და მგონი შეხტა კიდეც.-როდის უნდა გაიზარდო-გველის მზერა მესროლა.
-მეგონა ვერ იგრძნობდი -დამნაშავეს ტონით ჩავილაპარაკე-გაბრაზდი?-დაჩიმ საპირისპირო მხარეს გაიხედა და ხმა არ გამცა.-კარგი რააა,ახალი ჩამოსული ვარ და ვკამათობთ უკვე-მოწყენილი ტონი გავურიე ხმაში და დავინახე როგორ გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში.
გულში ბოროტულად გადავიხარხარე და პარალელურად ხელები კისერზე მოვხვიე.
-მაპატიე რა-გავისაწ.... თავი და ხმაც შევარბილე.არ გამოუხედია , ამიტომ შემდეგი სვლა გავაკეთე და თავი მკერდზე მივადე.ვიგრძენი მისი აჩქარებული გულისცემა და გრძნობების ფეირვერკმა იფეთქა ჩემში.მარჯვენა ხელი გულზე დავადე,რომ არითმია კარგად შემეგრძნო ხელისგულით.
მეორე ხელი ლოყაზე ავასრიალე და თითებით კულულებს მივწვდი.
-დაჩი,მგონი ექიმთან უნდა მიხვიდე,გული გაქვს ცუდად-უაზროდ წამოვროშე და ჩემივე ნათქვამზე გამეცინა.კიდევ უფრო მომატებულ გულისცემას კმაყოფილი ვითვლიდი და კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, როცა ზემოთ ავიხედე და რაღაც თბილს,ტკბილს,მონატრებულს,მიმზიდველს შევეხე.დაჩი მოწყურებულივით დაეწაფა ჩემს ბაგეებს და ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მაცლიდა.ვინ თქვა საერთოდ, რომ ამოსუნთქვა მინდოდა?კოცნაში ავყევი და თან თითებს მის რბილ,სრიალა თმებში ვხლართავდი.მეორე ხელი ისევ მის გულზ-მკერდზე მედო და ცხადად ვგრძნობდი გულის დარტყმებს.თითქოს გალიაშია მოქცეული და გათავისუფლება უნდაო.რაც უფრო ხანგრძლივი იყო კოცნა,მით უფრო მინდოდა ,რომ იგი კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო.სწორი უთქვამთ, როცა ადამიანს ხარბი უწოდეს.მე დაჩიზე ვიყავი დახარბებული...რაც უფრო დიდხანს ვრჩებოდი მასთან , მით უფრო მიმიწევდა გული მისკენ.დაჩის უკმარისობა მჭირდა....


ამერიკაში აღარ დავბრუნებულვარ.ერთი წლის განმავლობაში დაჩის გვერდიდან არ მოვშორებივარ.მასაჟები იყო , თუ ვარჯიშები,ყველგან დავყვებოდი.განუყრელი ოთხეული შედგა,მე დაჩი,მაკუნა და საბა.გამოჯანმრთელდა, თუ არა დაჩი,მეორე დღესვე მშობლების გასაცნობად წავიყვანე.დედაჩემს ამ დროის განმავლობაში შეჭმული ვყავდი კითხვებით.აინტერესებდა ვის გამო აღარ გავაგრძელე სწავლა ამერიკაში, და რატომ მივდიოდი სახლში მხოლოდ დასაძინებლად.
დადგა თუ არა ნანატრი დღე, რა თქმა უნდა ,დაჩი ნერვიულობდა ,თუმცა არანაკლებ საჩოთირო სიტუაციაში ვიყავი მეც.არ იფიქროთ, რომ მეშინოდა მშობლების რეაქციის,უარყოფითი ემოციის.პირიქით,იმას ვფრთხილობდი ,რომ ნინო როგორმე დაწყნარებული მენახა ,თუმცა ეს რამდენად გამოვიდა არ ვიცი.სახლში მისულ დაჩის თავსს დატრიალებდა.ყოველ ხუთ წუთში ეკითხებოდა რამე ხომ არ ჭირდებოდა,ან ხომ არ დაიღალა და საერთოდ,მგონი გავეგოისტდი და ეჭვიანობასაც ვიწყებდი.მამამ მოწონების ნიშნად თვალი ჩამიკრა და მეც ერთიანად მოვეშვი.სახლიდან გამოვედით თუ არა ,ცოტა არ იყოს და თავში ავარდნილმა დაჩიმ კმაყოფილმა გადმომხედა.
-შენს ოჯახს შენზე მეტად მგონი მე ვუყვარვარ,რას ფიქრობ შენთან ხომ არ გადმოვიდე საცხოვრებლად?-სასაცილო მიმიკებით საუბრობდა და მეც შეუჩერებლად ვკისკისებდი.
-დამიჯერე,დედას ისე მოეწონე,რომ შენს ჩასიძებაზე ნამდვილად არ იტყვის უარს.-სიცილითვე ვუპასუხე და ხელი ჩავკიდე.
წვიმა დაიწყო და დამბურძგლა.მთლიანად მას ავეკარი ტანზე და თავიც მის ქურთუკში ჩავმალე.
-ჩემი ბავშვი ხარ-თბილად მიჩურჩულა და მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი თუ არა , ტანზე ეკლებმა დამაყარა.
-სულ შენი ბავშვი ვიქნები-ხელები წელზე შემოვხვიე და თავი მკერდზე მივადე.
-წავიდეთ სოფი-ღიმილით მითხრა და თავი ამაწევინა.სახე მომიახლოვა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.მისი თვალები ახლა თაფლისფერი კი არა , უფრო ოქროსფერი იყო.დაჩი ჩემი „ლიჩნი“ მზე იყო .
-სად?-ვიკითხე, როცა ეიფორიიდან გაუგებარმა კითხვამ გამომარკვია.
-ჩვენი ბედნიერების შესახვედრად-თბილად წარმოთქვა და გულის ჯიბიდან შავი ოთხკუთხედი კოლოფი ამოიღო.-რას იტყვი?მარტო გამიშვებ , თუ შენც გამომყვები?-გვერდულად ჩაიღიმა და ამით საბოლოოდ დამეპატრონა.
-გგონია , ასეთ ბიჭს მარტო გავუშვებ?-ვკითხე წარბებაწკეპილმა და უკვე თავახდილი კოლოფიდან რომ ოქროს ბეჭედი მიმზერდა ბრილიანტის თვლებით,ხელი დავავლე და თვითონ გავიკეთე.-მიხდება , ხომ იცი.-კმაყოფილმა ჩავიღიმე,ისევ დაჩის ქურთუკში ჩავძვერი და წავედი წინ....ჩემი კუთვნილი ბედნიერების შესახვედრად....



თქვენც დაისვენეთ და მეც :დ იმის შიშით რომ კიდევ რამე პრობლმა შეიქმნებოდა და ატვირთვას კარგა ხანი ვერ მოვახერხებდი,გადავწყვიტე აღარ გამეწელა და ასე დამემთავრებინა.დიდი მადლობა იმათ,ვინც მთელი ეს დრო გვერდით მედგა და ჩემს ისტორიას კითხულობდა,ბოდიში იმათ ვისაც იმედები გაგიცრუეთ და ამით გემშვიდობებით...
არ ვიცი რამდენ ხანშ დავბრუნდები,თუმცა ალბათ მალე შევხვდებით ერთმანეთს ახალი ისტორიით,რადგან სიუჟეტი უკვცე მოფიქრებული მაქვს :დდდ
მიყვარხაართ ძალიან !! :**



№1  offline წევრი † mariami †

kargia magram uketesic sheidzleboda chemi azrit magram araushavs :) :* ise simartle rom vtqva mewyina rom damtavrda istoria msiamovnebda momwonda misi kitxva da exa cota guli damwyda rom damtavrda :(

 


№2  offline წევრი † mariami †

cinderella12
Madloba rom kitxulobdi <3 mixaria tu isiamovne ^

arafris :) imedia momavalshic aset karg istoriebs shemogvtavazeb ;) :*

 


№3  offline წევრი lamazmani

კაირია ძაამ ეს ისტორიია განსაკუთრებულად მიყვარ მოუთმენლად ველოდი ახალი თავი დადება ძალიან მომწონს ვგიჯდები ამ ისტორიაზე ძაან მიყვარ ეს ისტორია რაგაც სხვანაირია სხვებს არ გავს გამორჩეულია შენც ძაან მიყვარხარ ველოდები შენს ახალ ისტორიას იმედია მალე დაბრუნდები და იქნებ იფიქრო ამ ისტორიის მეორე ნაწილზე რას იტყვი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent