შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაყიდი სილამაზე [2 თავი]


20-03-2015, 22:02
ავტორი tamro
ნანახია 10 037

სამზარეულოდან გამოსულმა ხმაურმა გამაღვიძა. ელდანაკრავივით წამოვხტი ფეხზე. სამზარეულოშო მოტრიალე ნელის დანახვისას, ცოტა დავწყნარდი.
-დედა. კარგი რა, რატომ ადექი. შენთვის გადაღლა არ შეიძლება.
-ნუ აზვიადებ ევა. თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ. რა მოხდა საუზმე თუ მოვამზადე. ეს ნამდვილად არ მღლის.
-ძალიან გთხოვ დე. მე მივხედავ ყველაფერს.
-ევა საყვარელო, ისედაც ბევრს აკეთებ ჩემთვის. ვხედავ, როგორ მონდომებით ცდილობ ჩემს დახმარებას.
-ეგ რა სათქმელია. მოდი დაჯექი ძალიან გთხოვ. მე გავაკეთებ ყვლაფერს. _ნელი დივანზე დაჯდა და ტელევიზორი ჩართო. სწრაფად გავამზადე საუზმე. ცოტა ხანში თინა ბებოც მოვიდა და სამივემ ერთად ვისაუზმეთ. ორივეს დავემშვიდობე და სამსახურში წავედი. გზაში ანაზე დარეკვა გადავწყვიტე, თუმცა მალევე გადავიფიქრე. გამახსენდა, რომ ახლა ლექციებზე იქნებოდა. უნივერსიტეტის გახსენებისას გულზე რაღაც მძიმედ შემომაწვა. ძალიან მომენატრა ძველი დრო. მეგობრები, სწავლა, ყველაფერი რაც ადრე იყო ჩემს ცხოვრებაში.
მთელი დღე მაღაზიაში ვტრილებდი. სამუშაო ექვს საათზე დამიმთავრდა და მაშინვე ჩემი ახალი სამსახურისკენ წავედი. დღეს პირველი სამუშაო დღე იყო ჩემთვის და დაგვიანება ნამდვილად არ მინდოდა. მითუმეტეს, რომ პაატამ გამოსაცდელი ვადით დამტოვა.
კვლავ მკრთალი განათება, ხმამაღალი მუსიკა და უამრავი ხალხი. ბარისკენ წავედი და თემოს მივესალმე.
-ჩვენი გოგოც მოვიდა. ხო არ ნერვიულობ, მაინც პირველი დღეა.
-ცოტა _ღიმილით ვუპასუხე.
-მოიცა რუსოს ვეტყვი და ფორმას მოგცემს. _თემოს დაძახებისთანავე რუსოც მოვიდა და ფორმა მომცა. სწრაფად გამოვიცვალე გასახდელიდან გამოვედი და კვლავ ბართან მივედი.
-ესეიგი მოკლედ აგიხსნი ყველაფერს _დაიწყო რუსომ. - პრინციპში ასახსნელი ბევრი არაფერია. ჩვეულებრივად ვემსახურებით მაგიდებს და შეკვეთები მიგვაქვს.
-გასაგებია. ძალიან მარტივია.
მთელი საღამო ლანგრით ხელში მაგიდებს შორის დავრბოდი. მთვრალი კაცების კომენტარებზე თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ლანგარი პირდაპირ თავში არ მეთავაზა. რუსომაც მირჩია ყურადღებას ნუ მიაქცევო. ბართან მივედი და ლანგარიც იქვე დავდე.
-დაიღალე? _ღიმილით მკითხა თემომ
-ცოტა.
-ევა, ცუდი არაფერი იფიქრო, უბრალოდ მაინტერესებს. მაიცდამაინც აქ რატომ დაიწყე მუშაობა? არც ისე სახარბიელო ადგილი აგირჩევია.
-ვიცი. უბრალოდ ოჯახში პრობლემები მაქვს და ფული მჭირდება. პარალელურად მაღაზიაშიც ვმუშაობ დილის საათებში.
-გასაგებია. _ ბართან გაღიზიანებული რუსო მოვიდა. უნიფორმაზე სასმელი გადასხმოდა.
-ევა ის ხალხი ახლა შემოვიდა _მოპირდაპირე მაგიდისკენ მანიშნა -სანამ თავს მოვიწესრიგებ გთხოვ შენ მიხედე რა.
-კარგი, ახლავე. _ სწრაფი ნაბიჯით წავედი მაგიდისკენ. სამი მამაკაცი იჯდა და მხიარულად იცინოდნენ. მაგიდას მივუახლოვდი. სამი წყვილი თვალი მომაჩერდა.
-რას ინებებთ? _თავაზიანად ვკითხე.
-ჯერ შენს სახელს _ მხირულად მითხრა ერთმა. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-რამეს შეუკვეთავთ?! _ კიდევ ერთხელ ვიკითხე.
-შენ ახალი ხარ? _ახლა მეორემ მკითხა.
-დიახ. _შევეცადე თავაზიანად მეპასუხა
-რა გქვია?_მესამე მამაკაცმაც ამოიღო საბოლოოდ ხმა და კუპრივით შავი თვალებით მომაჩერდა. ვხვდებოდი, რომ ჩემი ნერვები ბევრს ვერ გაუძლებდა. ღრმად ჩავისუნთქე, რომ დავწყნარებულიყავი.
-უკაცრავად მაგრამ სხვა კლიენტებიც მელოდებიან და იქნებ სწრაფად შეუკვეთოთ რაც გნებავთ?! _ხმაში აშკარად დამეტყო უხეში ტონი. სამივე ცოტაარიყოს გაკვირვებული სახით მომჩერებოდა. ბოლოს, როგორც იქნა შეკვეთა მივიღე და ბარისკენ წავედი. შეკვეთის ფურცელი გაბრაზებულმა დავდე
-რა მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ ის სამი სულელი მამაკაცი ჩემს ნერვებზე თამაშობს.
-უკვე ორი _ შემისწორა თემომ. დავინახე, როგორ წამოდგა ერთ-ერთი, დანარჩენებს დაემშვიდობა და წავიდა.
-ძალიან კარგი. ერთით ნაკლები თავსატეხი მექნება.
-არ იცი ვინ არიან ?
-არა. ვინ არიან?
-ახლა რომ გავიდა მეც პირველად ვხედავ. მგონი მათი მეგობარი უნდა იყოს. აი ის ორი კი დადიან ხოლმე აქ. კედლის მხარეს, რომ ზის ის ერეკლე მაჩაბელია. აი ის მეორე კი ალექსანდრე ბურდულია. საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. როგორც ვიცი აქამდე უცხოეთში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში. ამბობენ აქ აპირებს მუშაობის გაგრძელებასო. ერეკლეც მისი ძმაკაცია. _ უნდა ვაღიარო ეს ვიღაც ალექსანდრე ძალიან სიმპატიური იყო. არც მისი მეგობარი ერეკლე ჩამოუვარდებოდა რამით.
ლანგარზე დალაგებული შეკვეთა ავიღე და კვლავ მათი მაგიდისკენ წავედი. დავინახე ერეკლეც როგორ წამოდგა მაგიდიდან და ტელეფონ მომარჯვებული გარეთ გავიდა. ჭიქები მაგიდაზე დავალაგე და უკან მობრუნებას ვაპირებდი მაჯაში ვიღაცის ხელი, რომ მწვდა. სწრაფად შემოვბრუნდი და ცინიკურად მომღიმარ ალექსანდრეს სახეს შევეჩეხე. მთელ ტანზე ეკლებმა დამაყარა. ვცადე ხელი გამენთავისუფლებია მაგრამ ვერ მოვახერხე.
-ხელი გამიშვით!
-ჯერ სახელი მითხარი და მერე მოვიფიქრებ გაგიშვა თუ არა._ ხარბად ამათვალიერა და მზერა მკერდზე შეაჩერა.
კიდევ ერთხელ ვცადე ხელის განთავისუფლება, მაგრამ კვლავ ამაოდ.
-ახლავე გამიშვით თორემ დაცვას დავუძახებ! _ გულისცემა აშკარად ამიჩქარდა. ეს კაცი უკვე მაშინებდა. ჩემს სიტყვებს მასზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. წამით გაკვირვებული მომაჩერდა, მერე კი ხმამაღლა გაიცინა ისე, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია.
-მიდი დაუძახე. _თავხედურად განაგრძობდა- სახელი მითხარი. _მისი მშვიდი და ცინიკური სახის შემყურეს თავში სისხლი მომაწვა. მაგიდაზე დადებულ ვისკის ჭიქას ხელი დავავლე და პირდაპირ სახეში შევასხი. მოულოდნელობისგან ფეხზე წამოხტა და ხელი გამიშვა. მეც მომენტით ვისარგებლე და საპირფარეშოში გავიქეცი. გული ამოვარდნაზე მქონდა. წინდაუკან სიარული დავიწყე. ღრმად ვსუნთქავდი, რომ დავმშვიდებულიყავი. მივხვდი, არასწორად მოვიქეცი. თუმცა სინანული უკვე გვიანი იყო. არც ჩემი აქ გამოკეტვა უშველიდა საქმეს. კარი გამოვაღე და კვლავ უკან გამოვბრუნდი. ვიწრო კორიდორში სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი, ვიღაცამ კარი, რომ შემოგლიჯა. შიშისგან ვიკივლე. ალექსანდრეს გაცეცხლებულ მზერას შევეჩეხე. ჩემი დანახვისას თვალები გაუნათდა და სახეზე კვლავ ცინიკური გამომეტყველება გადაეფინა.
-რაო, პატარავ შეგეშინდა?.. ხომ ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი. _ნელი ნაბიჯით ჩემსკენ იწევდა. მე კი კედლისკენ მივდიოდი. ბოლოს წასასვლელი აღარსად მქონდა და შეშინებული კედელს ავეკარი. კიდევ უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან.
უკვე მის სუნთქვასაც ვგრძნობდი. გული გამალებით მიცემდა. ცოტაღა მაკლდა და ავტირდებოდი.
-შენ რა დამუნჯდი?! _ხმა გაუმკაცრდა
-გამიშვი!
-რომ არ გაგიშვა რას იზამ?! _ხმას აუწია და ხელებით კედელს მიეყრდნო ისე, რომ შუაში მომწყვდეული აღმოვჩნდი.
-გთხოვთ... _შეშინებულმა წამოვიკივლე.
-რას მთხოვ. _ სახე უფრო ახლოს მომიტანა. თავი გვერდით გადავატრიალე, რომ მისთვის თვალებში არ შემეხედა. მისი თითების შეხება ვიგრძენი სახეზე, გამაკანკალა. გაშლილი ხელისგულები მკერდზე მივადე, რომ როგორმე მომეშორებინა.
-ძალიან გთხოვ... მე... _ძლივსგასაგონად ვლუღლუღებდი. თვალები ცრემლით ამევსო. ხმა ამიკანკალდა, სუნთქვაც კი შევწყვიტე. შიშისგან ვცახცახებდი.
-ცუდად მოიქეცი და მაგისთვის დაისჯები კიდეც! _მუქარასავით გაისმა მისი მკაცრი ხმა - მაგრამ ახლა არა! _ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მომშორდა. შვებით ამოვისუნთქე. ვგრძნობდი, როგორ ურცხვად დათარეშობდნენ მისი თვალები ჩემს სხეულზე. როგორც კი მოშორებით დავიგულე, თავკუდმოგლეჯილი გავიქეცი კარისკენ.
-ჯერ არ დაგვიმთავრებია პატარავ! _მომაძახა უკნიდან. არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ხმამაღალი მუსიკა, ამდენი ხალხი და აუტანელი სამლის და თამბაქოს სუნი კიდევ უფრო მოქმედებდა ჩემზე. ლამის თავბრუ დამეხვა.
-ევა კარგად ხარ? _ზურგსუკან პაატას ხმა ჩამესმა. -ევა რა ფერი გადევს? რა მოხდა, კარგად ხარ? _ ჩემი გაფითრებული სახის დანახვისას აშკარად ანერვიულდა.
-კი, კი კარგად ვარ. _სწრაფად ვუპასუხე.
-აშკარად ცუდად გამოიყურები. თუ გინდა სასწრაფოს გამოვიძახებ.
-არა მადლობთ არ არის საჭირო. კარგად ვარ. _ თავაზიანად ვუპასუხე და სწრაფი ნაბიჯით ბარისკენ წავედი. თემო თვალებგაფართოებული მომაჩერდა
-ევა! შენ რა სულ გადაირიე?! ბურდულს მსგავსი რამ როგორ გაუბედე?!
-დაინახე?
-რათქმაუნდა დავინახე. კიდევ კარგი მაშინვე მოშორდი თორემ ალბათ იქვე მოგკლავდა. საშინლად გაბრაზდა. მერე სადღაც გავარდა.
-მისი ბრალი იყო. ტყუილად არაფერი არ გამიკეთებია.
-მესმის მაგრამ მსგავსი რამ ნამდვილად არ იყო საჭირო. შეგეძლო დაცვისთვის დაგეძახა. კიდევ კარგი პაატამ ვერ დაგინახა. ეგ და ალექსანდრე მგონი მეგობრობენ კიდეც. _ისედაც საშინელ დღეში ვიყავი, თემოს სიტყვებმა კი უფრო ცუდად გამხადა. არ ვიცოდი სად წავსულიყავი მაგიდასთან დაბრუნებული ალექსანდრე, რომ დავინახე. პირდაპირ თვალებში მიყურბდა და ცინიკურად იღიმოდა. სწრაფად მოვაშორე მზერა.
-თემო იქნებ პაატას ვთხოვო და დღეს ადრე გამიშვას.
-არამგონია კარგი აზრი იყოს. ჯერ ძალიან ადრეა. თან არ დაგავიწყდეს შენი მუშაობის პირველი დღეა.
-ვიცი მაგრამ...
-ევა მისმინე, მაგ კაცისგან თავი შორს დაიჭირე. დარწმუნებული ვარ შენს საქციელს ასე უბრალოდ არ შეგარჩენს. შენს ადგილას, აქედან წავიდოდი.
-არ შემიძლია. ახლა ვერ წავალ _მე თვითონაც ვხვდებოდი, რომ თემო მართალი იყო, მაგრამ წასვლა მართლა არ შემეძლო. ფული მჭირდებოდა, რომ დედაჩემისთვის მიმეხედა. მის გამო ყველაფერს ავიტანდი და გავუძლებდი. იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, დედის დაკარგვას ნამდვილად ვერ გადავიტანდი.
-ოხ ევა, ევა. მაგარ შარში ყოფ თავს. _ამოიოხრა თემომ.

მუშაობა მართლაც გვიან ღამემდე მოგვიწია. პირველი სამუშაო დღის გამო ისედაც ვღელავდი. ამას კიდევ ალექსანდრეს მწველი მზერაც ემატებოდა. ბოლოს, როგორც იქნა მის მეგობართან ერთად ადგა და წავიდა. შვებით ამოვისუნთქე. თუმცა მისი სიტყვები ყურში ისევ ჩამესმოდა „ჯერ არ დაგვიმთავრებია პატარავ!“.
კლუბიდან გვიან გამოვედი. რუსომ თავისი მანქანით სახლში წამიყვანა.
ნელის უკვე ეძინა. თინა ბებოც მის გვერდით იწვა. ამ ქალის ძალიან მერიდებოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. აღარ გამიღვიძებია, სინათლე ჩავაქრე და ჩემს ოთახში გავედი. ჩემი პატარა ჩესი საწოლზე კომფორტულად მოკალათებულიყო. როგორც კი ოთახში შევედი. კუდი ააქიცინა და ჩემკენ გამოექანა. ლეკვი ხელში ავიყვანე და ტანსაცმლიანად დავწექი საწოლში. იმდენად დაღლილი ვიყავი, როგორც კი თავი ბალიშზე დავდე მაშინვე გავითიშე.
**************************
-ევა შენ სულ მთლად გაგიჟდი ხო? იცოდე მაგ კლუბში აღარ დაბრუნდე! _ გაბრაზებული მიყვიროდა.
-ანა ჩუმად, დედა გვერდით ოთახშია. არ მინდა რამე გაიგოს.
-ევა მაქედან დღესვე წამოხვალ!
-ვერ წამოვალ ანა ვერ! არ შემიძლია. სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო ხომ არ წამოვალ, რომ ვიღაც ფსიქოპატი რაღაცეებს ბოდავს.
-ეს რაღაცის ბოდვა კი არა მუქარაა ევა მ უ ქ ა რ ა!_სიტყვა დამარცვლა -შენ საერთოდ იცი ვინ არის ალექსანდრე ბურდული?
-კი ვიცი. ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც აქამდე უცოხეთში ცხოვრობდა და ახლა აქ ჩამოვიდა და აპირებს მუშაობა საქართველოში გააგრძელოს. _ სხაპასხუპით ჩამოვარაკრაკე და თვალები მობეზრებით გადავატრიელე.
-არა რა ნამდვილად გაგიჟებულხარ. ძალიან მაინეტრესებს მისი სიტყვები მხოლოდ უბრალო მუქარა, რომ არ აღმოჩნდეს და რამე მართლა, რომ დაგიშავოს მაშინ რა უნდა ქნა?
-კარგი რა ანა, ჩვეულებრივი ადამიანია. მართლა დესპოტი ხომ არ არის, რომ რამე დამიშავოს _ჩემს სიტყვებში მე თვითონაც შემეპარა ეჭვი.
-ევა იცოდე, იმ კაცმა თითიც, რომ დაგაკაროს...
-ანა ისედაც ცუდად ვარ შენ კიდევ ნუ ამატებ რა. რა უნდა დამიშავოს.
-რას ნიშნავს რა? გინდა დეტალებში აგიხსნა?! ევა შენ თავს შეხედე, ძალიან ლამაზი ხარ, რომელ კაცს არ მოეწონები, თანაც...
-ანა გაჩუმდი გთხოვ!
-ხო კარგი, მაგრამ დამპირდი თუ რამე მაშინვე წამოხვალ იქედან.
-კარგი, გპირდები.
მთელი დღე ანა ჩემთან იყო. საღამოს სამსახურში წასასვლელად გავემზადე. ანა დედასთან დარჩა. ნელისაც ძალიან გაუხარდა მისი ნახვა. მოგვიანებით თინა ბებოც მოვიდა.
**********************
მთელი ღამე სამსახურში ვიყავი. ვიცოდი, რომ დღეს ანა ჩემთან რჩებოდა და მშვიდად ვიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, საქმეს თავს მაინც კარგად ვართმევდი. მთელი ღამე ლანგრით ხელში მაგიდებს შორის დავრბოდი. როგორც კი ცოტა ამოვისუნთქე, ბართან ჩამოვჯექი და თემოსთან და მის დამხმარე ნიკასთან გავაბი საუბარი. ცოტა ხანში რუსოც შემოგვიერთდა. კიდევ დიდხანს ვისაუბრებდით პაატა, რომ არ დაგვდგომოდა თავზე.
-რუსო, ევა ნუ ზარმაცობთ. თემო შენ კიდევ გოგონებს ნუ აცდენ. _მე და რუსო მაშინვე ფხზე წამოვხტით და წინ ავესვეტეთ. ჩვენი შემხედვარე თავი ვერ შეიკავა და გაეცინა.
-გოგონებო, მე გავდივარ და რომელიმე ჩემს კაბინეტში ადით და ცოტა ხელი შეავლეთ რა. ყველაფერი არეულია.
-კარგით _ერთხმად ვუპასუხეთ. გაგვიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
რუსომ ერთი ამოიოხრა და კვლავ სკამზე დაეშვა.
-წარმომიდგენია რა დღეში იქნება კაბინეტი.
-შენ იყავი და მე მივხედავ. თუ გინდა _შევთავაზე.
-აუ კი რა გთხოვ. ახლა არ მაქვს მაგ კაბინეტში ტრიალის თავი. _ლანგარი თემოს გავუცურე და კიბისკენ წავედი. ჩემთვისაც შვება იყო ცოტა ხნით მაინც თუ მოვშორდებოდი, ამ აურზაურს. კაბინეტში შევედი და დალაგება დავიწყე.
მაგიდაზე მიმოყრილი საბუთები ერთად დავალაგე და მტვრის გადმოწმენდას შევუდექი. მერე კი წიგნების თაროს მივუბრუნდი. უნდა ვაღიარო პაატას საკმაოდ საინტერესო ბიბლიოთეკა აქვს. რამოდენიმე ჩემს საყვარელ წიგნსაც მოვკარი თვალი. ამ დროს კარზე დააკაკუნეს და ოთახის კარიც გაიღო.
-პაატა როგორ.... _ ოთახში ალექსანდრე ბურდული შემოვიდა. ჩემი დანახვისას სიტყვა გაუწყდა. წამით სახეზე გაკვირვება შემდეგ კი კმაყოფილება გამოესახა. მისი შემყურე, მეც ავნერვიულდი და ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში.
-პაატა სად არის? _კაბინეტს თავლი მოავლო
-წავიდა.
-შენ აქ რა გინდა? _ოთხაში შემოვიდა და კარი მიხურა.
-ვალაგებდი. _ რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე -უკვე მოვრჩი _ ვთქვი და კარისკენ წავედი. მაგარმ გზა მისმა ხელმა გადამიღობა. კარზე ხელით მიყრდნობილი იდგა და მისი კუპრივით შავი თვალებით მომჩერებოდა.
-იმედია, ჩემი გუშინდელი გაფრთხილება გახსოვს, ევა! _მკაფიოდ წარმოთქვა ჩემი სახელი. -რას გაჩუმებულხარ?!
-უნდა წავიდე _ამოვილუღლუღე და კარის სახელურს ხელი ვტაცე. ამავე წამს ალექსანდრემ ხელი მაჯაში ჩამავლო, მეორე ხელი წლზე შემიცურა და კედელზე მაგრად მიმაჯახა. შიშისგან წამოვიკივლე. იმ წუთას გულმაც კი შეწყვიტა რამოდენიმე წამით ფეთქვა. მთელი სხეულით ვცახცახებდი.
-ვერსად ვერ წახვალ! _ცივი ხმით მითხრა და სახე ჩემს თმებში ჩარგო.
-გთხოვ გამიშვი... ძალიან გთხოვ _ ძლივს ამოვიღე ხმა. ცოტაღა მაკლდა და ალბათ მთელ ხმაზე ავტირდებოდი.
-მე რომ არ მინდა შენი გაშვება. პირიქით მინდა ჩემთან ახლოს იყო პატარავ. ძალიან მიზიდავ._ ყურთან ჩამჩურჩულა და ყელზე ოდნავ შემახო ცხელი ტუჩები. მთელ სხეულში სიცივემ დამიარა და გამაკანკალა. თვალები ცრემლებით ამევსო. კიდევ ერთხელ გავიბრძოლე მაგრამ უშედეგოდ.
-გამიშვი.... _თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა სახე დამისველა. ჩემი სახის დანახვისას ჩაიცინა. ხელი გამიშვა და ოდნავ უკან დაიხია. ხელის ზურგით მოვიწმინდე ცრემლები და მაშინვე გარეთ გამოვვარდი. სწარფად ჩავირბინე კიბეები და გასახდელში შევვარდი. გული რეაქტიული სიჩქარით ფეთქავდა.
- აშკარად რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ ეს კაცი თავს არ დამანებებს.
ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები მოვიწმინდე და სკამზე ჩამოვჯექი.
**********************
-თემო
-გისმენთ ბატონო ალექსანდრე.
-რამდენჯერ გითხრა, მოეშვი მაგ ბატონობით საუბარს რა. მისმინე, რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენ
-ის ახალი გოგონა ევა, რამდენი ხანია აქ მუშაობს?
-ორი დღეა.
-ხომ არ იცი სად ცხოვრობს?
-არა.
-რამდენი წლისაა?
-არ ვიცი.
-თემო!.. _წარბ აწეულმა მოავლო მზერა მის წინ მდგომ თემოს, რომელიც აშკარად ცდილობდა მისი კითხვებისთვის თავის არიდებას.
-მართლა არ ვიცი.
-სწავლობს სადმე? თუ უკვე დაამთავრა?
-არ ვიცი.
-თემო! ხომ იცი არ მიყვარს ერთ რამეს ორჯერ, რომ ვიმეორებ! _ კბილებს შორის გამოსცრა.
-ევა ახალია და ბევრი მართლა არაფერი ვიცი.
-მაშინ რაც იცი ის მითხარი!
-ისეთი არაფერი არ ვიცი, რამაც შეიძლება დაგაინტერესოს. _პარალელურად თვის საქმეს განაგრძობდა.
-გისმენ! _თითები რიტმულად აათამაშა ბარზე.
-მხოლოდ ის ვიცი, რომ კლუბის გარდა დილის საათებში რომელიღაც სუპერმარკეტში მუშაობს.
-რომელ?!
-არ ვიცი.
-მშობლები ყავს?
-არ ვიცი. _თემოს ასეთი პასუხები აშკარად აღიზიანებდა. თვითონაც ხვდებოდა, რომ ამ ბიჭს რამე, რომც ცოდნოდა მაინც არაფერს ეტყოდა. ბარს მოშორდა და კვლავ თავის მაგიდასთან დაბრუნდა.
-რაო პაატამ?
-წასულა უკვე. ალბათ რამე საქმე ქონდა. _თვალებით ისევ ევას ეძებდა. თუმცა ამდენ ხალხში თითქმის ვერაფერს ვერ ამჩნევდა.
-აბა ამდენი ხანი სად იყავი? _კითხა ერეკლემ
-რაღაც საქმეს ვაგვარებდი.
-ალექსანდრე, ვის ეძებ?
-ერთ გოგოს.
-რომელ გოგოს? ვინმე ახალი გყავს?
-ჯერ არა.
-ჯერ?
-აქ მუშაობს.
-აქ კლუბში? ვინაა? _ერეკლემაც ინტერესით დაიწყო გარემოს დათვალიერება
-გახსოვს გუშინ ერთი ახალი მიმტანი, რომ მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, ეგ გოგოა.
-ვაა, ისე ძაან ლამაზი გოგო იყო. უკვე გაიცანი?
-შეიძლება მასეც ითქვას. _ჩაიცინა
-მერე თვითონ რას ამბობს?
-ჯერ თავს იფასებს. ხო იცი ქალების ამბავი.
-მერე რას აპირებ?
-ჩემსას მაინც გავიტან.
-ისე არ გიფიქრია, რომ შეიძლება მართლა არ აინტერესებდე?
-ვის, იმ გოგოს? კარგი ერთი. მშვენივრად ვიცი მაგისთანების ამბავი. ჯერ ერთი-ორჯერ შეფართხალდებიან და მერე ნახავ თვითონ ჩამიგორდება ლოგინში._ირონიულად ჩაიცინა.
-რა ქვია?
-ევა.
-სხვა რა იცი მასზე?
-საქმეც მაგაშია, რომ არაფერი არ ვიცი. თემოს ვკითხე მაგრამ ყველაფერზე არ ვიცის გაიძახის. ვხვდები რაღაცას არ ამბობს.
-რატო ვითო? რაო მასაც ხო არ მოწონს ეგ გოგო?
-არამგონია. ადრე პაატამ მითხრა ერთი აქ მომუშავე გოგო უყვარსო.
-აბა რატომ არ ამბობს არაფერს? რაო, მზეთუნახავს ურჩხულისგან იცავს? _სიცილით თქვა ერეკლემ
-დაიცვას. ვნახოთ რამდენ ხანს გააგრძელებს პირადი მცველის როლის თამაშს.
**********
ჩვენი ბიჭიც გამოჩნდა... :დ იმედი მაქვს კარგი თავი გამომივიდა და მოგეწონებათ. შეცდომებისთვის ბოდიში.



№1  offline წევრი kapasa

Eeee moashoret im sacodav gogos es despotiii.... Ver vitan roca mamakaci yvela qals ert tafashi xarshavs :((

 


№2  offline წევრი nestanuka13

ალექსანდრე ბურდული.... ბარიი... კეკეს ისტორიას მაგონებს, მაგრამ დაველოდოთ აბა როგორ განბვითარდება დავინტერესდი მაინც :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ოხ,თამროო...კინაღამ გამომრჩენია შენი ისტორია. მიხარია, რომ დაბრუნდი. ძველებურ პუნქტუალურობას და სითბოებს ველოდები შენგან:*.

 


№4  offline წევრი qetu

მართლაც კარგი იყო.

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra kargia eva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent