შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე ღირებული 3 თავი


20-03-2015, 22:52
ავტორი ელი
ნანახია 4 246

ისედაც ნაცრისფერი ცხოვრება ახლა სულ მთალდ ჩაშავდა... ვარდისფერი სათვალე არც არასდროს კეთებია,მაგრამ ახლა მხედველობა დაკარგა... ხო, ზურა მისთვის თვალის ჩინი იყო... მის გარეშე როგორ ისუნთქოს არც კი იცის...მაგრამ შეძლებს!...ბედისწერავ ამას შენ ჯინაზე შეძლებს, მე მჯერა მისი!...
3კვირა გავიდა მისი დაობლებიდან... დედა შუშანიკის თაოსნობით ბავშვთა სახლში არ გადაუყვანიათ და ისევ თავის ბინაში ცხოვრობს... ნანაც და დედაოც მას ყურადღებას არ აკლებენ,მაგრამ გაქრა... ის ეკატერინე სადღაც გაქრა... დაბნელდა მზე გაურკვეველი ვადით... მამიკოს მზე დაბნელდა...
ყოველ ღამით მამის სვიტერს იცვამს,რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა ეკოს მამის სურნელი... ყოველ ღამით ოქროს ცრემლით ჟღინთავს სასთუმალს...
მხოლოდ თმა ქონდა კაშკაშა და ხასხასა ეკოს... სულ შავში იყო მოსილი... ამინდიც დასტიროდა ობლად დარჩენილ ღვთაებას...
ყოველ დილით განთიადს სარკმელთან ხვდება და იმ ლამაზი თვალებიდან წამოსულ ცრემლებს უმოწყალოდ ღვრის... არც წესივრად საუბრობს,საერთოდ არც ქონდა ბევრთან ურთიერთობა,მაგრამ ახლა სულ დადუმდა. მესმის,მართა მესმის მისი... როგორ მინდა ახლა მასთან მივიდე,მაგრად შემოვხვიო ხელები და ვანუგეშო...
ცოდოა ეკო... მართლაც რომ ცოდოა...
******************************
ისევ გამომეღვიძა გამთენიისას... კვლავ ავდექი და სარკმელთან მივედი, ვუყურებდი როგორ ეფინებოდა ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი...როგორ იღვიძებდა ქალაქი...
-ნეტავ ჩემ მამიკოსაც გაღვიძებოდა-კლვავ მოიწმინდა ცხელი ცრემლი.
მამას სანთელი დაუნთო,შავებში შეიმოსა და სკოლაში წავიდა... დღეს პირველი დღეა ამ ტრაგედისს შემდეგ,როდესაც სკოლაში მიდის.
ცოტა ეშინია ბავშვების სიტყვების,მათი საქციელების,მაგრამ იცის რომ ახლა ტკივილს ვეღარც იგრძნობს... ყველაზე მტკივნეულ ადგილას უკვე დაარტყა ბედისწერამ.
სკოლის ჭიშკარში თავდახრილი შევიდა...
ღმერთო ჩემო,ნეტავ გენახათ რა საოცრება იყო... შავი მუხლამდე კაბა ეცვა, შავი ზედა,ქურთუკი, ის ჟღაი თმა უბრალოდ ჩაეწნა და წინ გადმოეგდო... ის ლამაზი სახე ძირს ქონდა დახრილი. ანათებდა!...მართლაც ანათებდა ეკატერინე!...
მაინც ესმოდა ბავშვების ჩურჩული. თავს ვერ წევდა,იცოდა ბავშვები მის ცრემლიან თვალებს თუ დაინახავდნენ უფრო უარესს იზავდნენ,მას კი აღარ ქონდა ამასთან გამკლავების ძალა... საკლასო ოთახში ჩუმად შევიდა და თავის ადგილას მოკალათდა. ხელები მერხზე დაალაგა და თავი შიგ ჩარგო. ისევ ის გაუთავებელი ჩურჩული,სიცილი... პირდაპირ თავსა და გონებაში ურტყავდა...
როგორ უნდოდა რომ ახლა უბრალოდ გაქცეულიიყო აქედან ძალიან,ძალიან შორს... იქ სადაც მის და უფლის გარდა არავინ იქნებოდა...
როგორც იქნა დაუმთავრდა გაკვეთილები მაშინვე აიღო თავისი ნივთები და საკლასო ოთახი დატოვა... აი სკოლის ჭიშკარსაც გამოცდა კვლავ ფიქრებით შორს მყოფი...ჩუმად მიდიოდა როდესაც უცებ წყლის შხეფები იგრძნო... ფიქრებიდან გამოერკვა და ზედ დაიხედა... მისი შავი სამოსი სულ მთლად ლაფში იყო ამოსვრილი... ღმერთო როგორ უნდოდა ახლა მთელი ხმით ეტირა, ყველა მიზეზით... როგორ უნდოდა ის ყელში გაჩედილი ბურთი თავიდან მოეშორებინა...
სიცილის ხმები ჩაესმა ყურებში დათავი ზემოთ აწია... მის წინ მანქანაზე მიყრდნობილი რამოდენიმე უფროს კლასელი ბიჭი შენიშნა... აი იცით ვინები?! "ძააან სიმპატიურები და ძაან კაი ბიჭებს"რომ ეძახით... ყველა მათზე რომ აფანატებს... ეს 5 ბიჭი ერთმანეთზე გადაწოლილები იცინოდნენ...
ეკო უყურებდა მათ და მიზეზს ვერ პოულობდა თუ რატომ ექცეოდნენ ასე,მას ხომ მართლა არაფერი დაუშავებია მათთვის. სწორედ მათ უყურებდა ეკო,როდესაც ყიფიანმა კიდევ ერთი ქვა ისროლა იმავე გუბეში და პირდაპირ ეკოს შეეშხაფუნა სახეში გუბის წყალი.თავისი საქციელით კმაყოფილი ყიფიანი კიდევ უფრო იცინოდა გაწუწული ეკატერინეს ყურებისას..
შენც მოგეზღვევა ყიფიანო ამ საქციელისთვის!...
ეკო უბრალოდ მობრუნდა და სახლისკენ გაუყვა გზას...ზურგს უკან ესმოდა როგორ უქებდნენ ძმაკაცები ყიფანს მიზანს... არც კი მოუწმენდავს ეკოს სახე უბრალოდ ეს საქმე მისმა ცხელმა ცრემლებმა გააკეთეს...სულ ჩამოუწმინდეს ის ლამაზი ღაწვები... ანცად ჩამოხტოდნენ მის გრძელ წამწამებზე ჩამოკიდული ცრემლები ძირს...
სახლში მისულმა სარკეში თავის ანარეკლს რომ მოკრა თვალი კიდევ უფრო აუჩუყდა გული... ყიფიანმა ხომ არ იცოდა ამ ტანსაცმელის რეცხვისას როგორ გაუყინა ყინულივით ცივმა წყალმა ხელები, რომ სწორედ მათ გარეცხვას შეალია საპონის უკანასკენელი ულუფა...
ტანსაცმელი ტირილით გამოიცვალა და საწოლზე მიწვა...
ისევ სიჩუმე...სიცივე...ტირილი და ეკოს ცრემლი....
როგორ გამალებით უცემდა გული...როგორ გამალებით ღვრიდა ცრემლს.
უცებ მისი ტირილის ხმაც შეწყდა, ღრმად ამოისუნთქა
-მა...-ოთახში გაისმა ტკივილიანი ,მაგრამ მაინც სასიამოვნო ხმა
-ვიცი რომ ჩემთან ხარ ჩემო მამიკო, ვიცი რომ გესმის და მხედავ...-კვლავ იხეთქეს ცრემლებმა-მეც მინდა რომ გხედავდე მა...შენი თბილი კოცნა მომენატრა ჩემო მამიკო...ისე მჭირდები... მიჭირს მართლა მიჭირს უშენოდ... ყველაფრის აზრი შენ იყავი და მე შენ დაგკარგე...არ მეგონ ასე მწარედ შენ თუ მატკენდი... არც სამელი მინდა,არც წყალი,არც ჰაერი,მე მხოლოდ შენ მინდიხარ მა... მაგრამ ვიცი არ დაბრუნდები...-ისევ სიჩუმე და მხოლოდ ეკოს ღრმა სუნთქვა.
არ ახსოვს ტირილში როდის ჩაეძინა... დილით კვლავ მოასწრო მზეს ეკომ ამოსვლა... ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული სადღაც უსასრულობაში იყურებოდა... ზურას ეძებდა ალბათ...
მერე ისევ შეიმოსა შავებში და კვალვ გაუყვა იმ გზას რომელიც მისთვის ტკივილისაკენ და დამცირებისაკენ მიმავალ გზას წარმოადგენდა...
კვლავ ტანჯვი საათები და კვლავ ჩუმად დაღვრილი ცრემლები...
სკოლიდან გამოდიოდა,როდესაც ძლიერი ტკივილი იგრძნო მხარში და მერე იგრძნო თუ როგორ დაეცა... მერე ისევ ის ხმა მოესმა,ზემოთ რომ აიხედა თავზე ყიფიანი ედგა და კვლავ იცონოდა...
საერთოდ არ იცნობდა ეკო დათო ყიფიანს... ის კი არა პირველად გუშინ შეხედა. ის კი ახალ უკვე მეორედ ამცირებს მის ფეხებთან დავარდნილ ეკოს...
ტკიოდა ეკოს... გული და არა სხეული. უყურებდა ყიფიანის ზიზღით აღსავსე თვალებს და ვერ ხვდებოდა ასე როდის ან რატომ შეაზიზღა მას თავი.
-დათო!...-შორიდან მოესმა ბიჭის ძახილი ეკოს,მაგრამ რეაქცია არ ქონდა. კვლავ ძირს იჯდა და ჩუმად ტიროდა...
მალე სკოლის მოხარხარე გროვას მაღალი სილუეტი გამოეყო და მათკენ წავიდა. ისე უცებ დაიხარა ეკოსკენ და ფეხზე წამოაყენა რომ ეკოს თვალებზე მობინადრე ცრემლებმა ძირს გადასკუპებაც კი ვერ მოასწრეს...
ბიჭმა ეკოს ცრემლიანი თვალები რომ დაინახა სულ გადაირია... ეკოს ხელები მაგრად შემოხვია,როდესაც მიხვდა რომ ეკოს ფეხზე დგომა არ შეეძლო.
-რას აკეთებ?-საზარლად დაიქუხა ბიჭის ხმამ და ეკოსაც გააკანკალა.
-რას უნდა ვაკეთებდე ვერ ხედავ ვერთობი-დათო
-ერთობი?! რით ერთობი?-მისი ხმა უკვე ძალიან აშინებდა ეკოს.
-აი შენ მკლავებში რომ გყავს მოქცეული მათხოვარი მაგით-ელიტ ეკოსკენ მიუთითა დატომ და კვლავ ამაყად აწია თავი.
საშინლად მოხვდა ეკოს სიტყვა "მათხოვარი" გულზე. როგორ უნდოდა ახლა საერთოდ მომკვდარიყო,ოღონდ დათოს სიტყვები არ გაეგონა.
-წესიერად ილაპარაკე გაიგე?! და ახლავე ბოდიში მოუხადე მას!-დაიღრიალა უცნობმა.
-ბოდიში?! მე მას?!-ერთი "ხოშიანად" გადაიხარხარა ყიფიანმა, უცნობის განრისხებულ სახეს რომ წააწყდა,დასერიოზულდა,ერთი ჩაახველა-აქეთ მან მომიხადოს ბოდიში რომ არსებობს და მისი არსებობიტ შაშინლად რომ მაწუხებს-თქვა სერიოზულმა მერე ძმაკაცებს ხელიტ ანიშნა და წავიდა.
სულ მთლად კანკალებდა ეკო. ასეთი შეურაცყოფა მისთვის არავის მიუყენებია... ვერ ხვდებოდა ვერაფერს, ახლა უბრალოდ სიკვდილი უნდოდა მეტი არაფერი...
ვერც კი გაანალიზა ისე წაათრია უცნობმა ბიჭმა მანქანისაკენ... აზრზე მანქანის კარის მიჯახუნების ხმამ მოიყვანა... გვერდით გაიხედა და დაინახა კვლავ გაცოფებული უცნობი ბიჭი...
პირველად იყო ბიჭთან ასე ახლოს და პირველად იჯდა მანქანაში... შიშისაგან ხმას ვერ იღებდა... უბრალოდ ასე ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები...
ბიჭი მაგრად ჩაბღაუჭებოდა საჭეს და დიდი სისწრაფით მიდიოდა წინ...
ეს სისწრაფეც უცხო და საშიში იყო ეკოსთვის...
ბიჭმა ოდნავ გამოიხედა გვერდით მჯდომისაკენ და,როდესაც მისი ცრემლები შნიშნა ნელ-ნელა უკლო სიჩქარეს...
-არ იტირო რა...-ცოტა ხანში უკვე დამშვიდებულმა ხმამ გააპო სიჩუმე.
ეკო ისევ სლუკუნებდა. ბიჭმა ავტომობილი გზიდან გადაიყავანა და შეაჩერა, მერე გოგონასაკენ მიბრუნდა და ამ სილამაზედ დაუწყო ყურება.
-გამარჯობა...-ისევ ბიჭმა დაარღვია სიჩუმე.
ეკომ ჩუმად ჩაიდუდღუნა-გამარჯობაო...
-რა გქვია?-ახლაღა მხვდა ეკო თუ რა სასიამოვნო ხმა ოქნდა ამ ბიჭს.
ეკო შიშისაგან ხმას ვეღარ იღებდა... ალბათ შეამჩნია ბიჭმა და ოდნავ ჩაეღიმა
-ჩემი ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ მართლა-ბიჭმა ეკოს აკანკალებული ხელი თავის ხელებში მოიქცია და ფრთხილად გადაუსვა თითები.
უცნაურად გააკანკალა ეკოს...
-მე სანდრო ყიფიანი ვარ... დათოს ძმა-სანდრო.
-მე... მე ეკატერინე ვარ-ისევ ჩურჩულებდა ხმა წართმეული ეკო
-ლამაზი სახელია ეკატერინე... მაგრამ მე ეკუნას დაგიძახებ კარგი?-გოგონას გამხიარულება სცადა სანდორმ
-კარგი-ეკო
-ბოდიში ჩემი ძის საქციელის გამო... ის უბრალოდ ძალიან გათამამებული და სულელია...-სანდრო/
-მიჩვეული ვარ-ჩუმად ჩალიაპარაკა ეკომ.
-ერთ დღეს მოვა და ბოდიშს მოგიხდის გპირდები-ხელზე აოცა სანდრომ.
სულ სხვანაირად გაუთბა ეკოს სხეული...
-ასე რატომ კანკალებ?-სანდრო.
-მე... მე უბრალოდ უნდა წავიდე.-ეკო
-კარგი მე წაგიყვან, მითხარი სად მიგიყვანო-სანდრო.
-მადლობა არ მინდა წავალ მე-ეკო
-არ მაწყენინო ახლა-სანდრო
-კარგი...-ეკო
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა მანქანაში... ეკო რაღაც სხვას გრძნობს... ფიქრებიდან მაშინ გამოერკვა ნაცნობი ფანჯარა რომ შენიშნა.
-მადლობა სანდრო...-თავდახრილმა გადაუხადა მადლობა და მანქანის კარს დაეტანა გასაღებად,მაგრამ სანდრომ შეაჩერა
-ეკუნა... მე და არ მყავს და სულ მინდოდა რომ მყოლოდა... შენში ის დავინახე რაც სხვაში არ შემინიშნავს,ვგრძნობ რომ ჩემი დახმარება გჭირდება... იცოდე რომ მე შენ გვერდით ვარ და ყველაფერში დაგეხმარები-სანდრო.
არავის უთქვამს ასეთი სიტყვები მისთვის... მთელ გულში სითბო ჩაეღვარა... როგორ უნდოდა ახლა გადახრილიყო და მაგრად მოხვეოდა სანდროს... მიხვდა, იმ წამსვე მიხვდა რომ სანდრო იყო ადამიანი რომელიც მართლა კეთილი იყო...
ისევ წამოუვიდა ცრემლი თვალიდან...
მაშინვე მოწმინდა სანდრომ თითებით ცრემლები-ჩუ...არ იტირო ეკუნა...შენ არ უნდა იტირო ჩემო პატარა დაიკო-შუბლზე აკოცა და მაგრად ჩაიკრა გულში.
ეს ორი... მათმა მონათესავე სულებმა ერთმანეთი იპოვეს...
სულ სხვანაირი სითბო იგრძნო ორივემ...
იცით როგორ იყვენენ?! თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს იცნობენ...
სახლში მისულმა უკვე ახალ ფიქრებს უბოძა თავი... ახლა უკვე სანდროზე ფიქრობდა... იმაზე თუ რა გრძნობა დაეუფლა მისი შეხებისას... იმაზე რომ ის იყო პირველი ადამიანი რომელიც ასე თბილად მოექცა მას...
ღამით გვიან ჩაეძინა... კვლავ მამის სვტირეში გამოწყობილს...
კვალვ მოასრწრო მზეს... მამის სულს სანთელი დაუნთო და კვლავ შესტირა მონატრებულ მამას...
სკოლის კიბეებზე ადიოდა,როდესაც იგრძნო როგორ აეკრო მთელი ზურგით სხუელს... შიშისაგან მძლივს გაახილა თვალები და მის წინ საშინლად ზიზღიან ერთი თავით მაღლა მდებარე თვალებს წააწყდა...
-ჩემ ძმას რა უთხარი?-დაიჭექა მისმა ხმამ.
საწყალ ეკოს ისე შეეშინდა ლამის გული წაუვიდა...
-შე მათხოვარო მუნჯი ხარ თუ ყრუ?-არ ცხრებოდა ყიფიანი...
ზიზღიანი თვალებით უყურებდა ეკოს... როცა მიხვდა რომ ეკო ხმის ამოღებას არ აპირებდა და როდესაც მის ღაწვზე ცრემლი შენიშნა მარჯვენა ხელი მაგრად მოუჭირა სახეზე და ზიზღით უთხრა-არსად გადამეყარო... - მერე უცებ შეუშვა ხელები და ისე ვითომც არაფერიო გზა განაგრძო.
აღარ ეყო ეკოს ძალა... ერთბაშად იხეთქეს ცრემლებმა და ერთად განიცადა ყველა ტკივილი... იქვე კედელთან ჩაიკეცა და მწარედ აქვითინდა.
ტკიოდა უმამობა,მარტოსულობა,მისი ყოფა ტკიოდა, ის ზიზღი ტკენდა გულს ყიფიანის თვალებსი რომ აშკარად იკითხებოდა...
უბრალოდ ის არც არავის ეხებოდა,მაგრამ ყველა-მას ეხებოდა!
სწრაფად წამოდგა ფეხზე და სახლისენ სირბილით წავიდა...
რამდენჯერ დაეცა ძირს... რამდენჯერ წამოდგა... რამდენჯერ ტირილისაგან ხმა ვერ ამოუშვა,ფილტვები გადაეკეტა...
უბრალოდ კითხვა ერთი ქონდა,მხოლოდ ერთი --რატომ?--
სახლში მისულმა სანთლები აიღო და ახლა მამის საფლავს მიაშურა... ახლა ამ სიცივესი,ამ ყინვასა და წარღვნაში მამის სითბო ჭირდებოდა. ნახევარ საათსი მამის საფლავზე იწვა და ფრთხილად ეფერებოდა მიწას,რომელმაც ეკოს მამიკო მიისაკუთრა...
ცრემლიც აღარ სდიოდა თვალებიდან.... უბრალოდ გრძნობდა როგორ უცახცახებდა მთელი სხეული და მაინც როგორ გრძნობდა ქვემოდან ამომავალ სითბოს...
ჩაეძინა... მამის მკერდზე ჩაეძინა ისე,როგორც ბავშობაში... ახლაც ბავშვი იყო,მაგრამ ბავშობა წართმეული...
-ეკო მა გაიღვიძე... ჩემო პრინცესავ გაიღვიძე-მონატრებული ხმა მოესმა მძინარე ეკოს და თვალები მაშინვე გაახილა.... ეგონა იქვე მამას შენიშნავდაეგონა რომ ეს 3 კვირა უბრალოდ სიზმარი იყო,რომ სიცივისაგან მამის მოლოდინში კვლავ ჩაეძინა და რომ ახლა მის წინ ზურა იდგებოდა მისი ლამაზი ღიმილით სახეზე და ცარიელი ხელებით... მაგრამ მხოლოდ მამის საფლავს წააწყდა... ეს რეალობა იყო...
უკვე მამამისია არარეალური...
ფრთხილად მიეხუტა მამის საფლავს... ოდნავ შეახო ტუჩები...წმინდა ცრემლები დააყარა კვლავ გულზე და შემდეგ წამოვიდა...
სახლში მისულს კართან მჯდომი თავჩარგული სილუეტი რომ დახვდა ცოტა შეეშინდა,მაგრამ როგორც კი მის ნაბიჯების ხმაზე თავი აწია უცნობმა და მასში ნაცნობი სახე დაინახა გული დაუმშვიდდა...
-ეკუნა!...-მაშინვე ფეხზე წამოდგა სანდრო და ეკოსაკენ წავიდა.-ღმერთო როგორ შემაშინე... სად იყავი პატარავ-გულში ჩაიკრა სანდრომ ეკუნა და თავზე აკოცა...
ფრთხილად შემოხვია ეკომ ხელები და აქვითნიდა...
-არ იტირო ჩემო პატარავ...გთხოვ ეგ ლამაზი თვალები ცრემლიანი არ მანახო...-ეჩურჩულებოდა სანდრო და თან თმაზე ეფერებოდა...
-ეკუნა სად იყავი?-სანდრო
-წამოდი... მოგიყვები-მძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და სახლის კარი გააღო.
ეშინოდა ბიჭის რეაქციის,როდესაც მის ქოხმახს ნახავდა,მაგრამ საოცრად გაკვირვებული დარჩა,როდესაც ბიჭს არაფერი შეეტყო... და მიხვდა რომ სანდრო იყო ადამიანი,რომელიც მას არასდროს უარყოფდა მისი ფინანსური მდგომარეობის გამო.
ჩაი დააყენეს და ჩაის ფინჯნებით ხელში საწოლზე მოთავსდნენ... ეკომ იგრძნო რომ არ ცდენოდა,ჩაის ერთი ყლუპი გადაყლაპა და დაიწყოო ყოველი წამის მოყოლა.
უკვე ღამე იყო... ეკოს სანდროს გულზე ედო თავი და მშვიდად ეძინა....მის გრძელ წამწამებზე ლამაზად ბრჭყვინავდნენ ცრემლები.
ნაზად აკოცა სანდრომ გოგონას თავზე და იმ წამს უფალს შეფიცა რომ მთელი ცხოვრება იზრუნებდა მასზე...


-------------------------------
ყველა ძალიან მიყვარხართ და ძალიან გამახარებთ თუ თქვენ აზრს გამოხატავთ კომენტარებში...



№1 სტუმარი ...

Aii ess ess saswaulia sityvebi ar myofnis shegrdznebuli sitbos asagwerad me miyvars ekuna mteli gulitt:**sandroc:**da shenc avtoro:* shen ver warmoidgen chemshi ra grdznoba gamoiwviee:* es saswaulia sheni xelit dawerili saswauli ele da saertod shen xar saswauli<33 madloba am motxrobistvis shen<33:d warmatebebi da dade motxroba dasasrulis dasawyisamdee:** am komentar jer kide shokirebuli vwer :dd

 


№2  offline მოდერი ელი

...
Aii ess ess saswaulia sityvebi ar myofnis shegrdznebuli sitbos asagwerad me miyvars ekuna mteli gulitt:**sandroc:**da shenc avtoro:* shen ver warmoidgen chemshi ra grdznoba gamoiwviee:* es saswaulia sheni xelit dawerili saswauli ele da saertod shen xar saswauli<33 madloba am motxrobistvis shen<33:d warmatebebi da dade motxroba dasasrulis dasawyisamdee:** am komentar jer kide shokirebuli vwer :dd




ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისათვის...

 


№3  offline წევრი nukiiiiii

ვაიმეეეეეეეეეეეე შენ რა ხარ გოგო რაა სულ გამაგიჟე ხან ვტირი ხან ვიცინი ისედაც არ ვიყავი დიდი დალაგებული და შენ სუ გამაგიჟე შე ნიჭიეროო შენაა:DDD:*:*<3

 


№4  offline მოდერი ელი

nukiiiiii
ვაიმეეეეეეეეეეეე შენ რა ხარ გოგო რაა სულ გამაგიჟე ხან ვტირი ხან ვიცინი ისედაც არ ვიყავი დიდი დალაგებული და შენ სუ გამაგიჟე შე ნიჭიეროო შენაა:DDD:*:*<3



აჰაჰ... შენ არ ინაღვლო ნუკ...ხომ ხედავ რეები ვქენი არც მე ვარ მთლად დალაგებული :D :D

 


№5  offline წევრი nukiiiiii

გიჟეეეეეეე სასტავეეეეეეეეეეე:დდდდდდდდდდდდდდდდ
elle.eli-bichiasdhvili
nukiiiiii
ვაიმეეეეეეეეეეეე შენ რა ხარ გოგო რაა სულ გამაგიჟე ხან ვტირი ხან ვიცინი ისედაც არ ვიყავი დიდი დალაგებული და შენ სუ გამაგიჟე შე ნიჭიეროო შენაა:DDD:*:*<3



აჰაჰ... შენ არ ინაღვლო ნუკ...ხომ ხედავ რეები ვქენი არც მე ვარ მთლად დალაგებული :D :D

 


№6  offline წევრი Latfe

აუუ ეკუნაზე მეტს მე ვტირივარ რო ვკითხულბ <3 ძაან მაგარია გააგრზელე sad love

 


№7  offline მოდერი MyLove

ჩემო ელუნა.. ხო იცი როგორ მიყვარხარ? აი, ძალიან, ძალიან მომწონს სანდრო, ველოდები ჩვენი ეკუნას გულის სწორის გამოჩენას, ისე როგორც ჩემსას!! :D love
მიხარია, რომ დადე.. თვალებს არ ვუჯერებდი..ჩემო თბილო და საყვარელო.. ყოველი სიტყვა ელექვით მოქმედებს ჩემზეე.. მიყვარხარ ძალიან და სულ, სულ ველოდები ახალ თავს..
ცოტა გაბრაზებული კი ვარ (შენზე არა) იცი ვიზეც, მაგრამ გულს მიკეთებს ყოველი სიტყუვა
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№8  offline მოდერი ელი

MyLove
ჩემო ელუნა.. ხო იცი როგორ მიყვარხარ? აი, ძალიან, ძალიან მომწონს სანდრო, ველოდები ჩვენი ეკუნას გულის სწორის გამოჩენას, ისე როგორც ჩემსას!! :D love
მიხარია, რომ დადე.. თვალებს არ ვუჯერებდი..ჩემო თბილო და საყვარელო.. ყოველი სიტყვა ელექვით მოქმედებს ჩემზეე.. მიყვარხარ ძალიან და სულ, სულ ველოდები ახალ თავს..
ცოტა გაბრაზებული კი ვარ (შენზე არა) იცი ვიზეც, მაგრამ გულს მიკეთებს ყოველი სიტყუვა




ლიკუუუუ ჩემო ბუშტო და ჩემო გოჭოოო...ძალიან მაგრად მიყვარხარ და რაც შეეხება შენ გამბრაზებელს უთხარი ელენე ღერა ღერა დაგაცლოს თმებს ჭკვიანად მოიქეციოო

 


№9 სტუმარი ...

elle.eli-bichiasdhvili
...
Aii ess ess saswaulia sityvebi ar myofnis shegrdznebuli sitbos asagwerad me miyvars ekuna mteli gulitt:**sandroc:**da shenc avtoro:* shen ver warmoidgen chemshi ra grdznoba gamoiwviee:* es saswaulia sheni xelit dawerili saswauli ele da saertod shen xar saswauli<33 madloba am motxrobistvis shen<33:d warmatebebi da dade motxroba dasasrulis dasawyisamdee:** am komentar jer kide shokirebuli vwer :dd




ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისათვის...

love love

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემო საყვარელო გოგონა.... მიკვირს ასეთ პატარას ამდენი გრძნობა და სიყვარული სად გეტევა ჩემო მშვენიერო.... იმდენად გასაოცრად გიწერია თითოეული სიტყვა რომ თითოეული პერსონაჟის გრძნობებს ვგრძნობ... ეკუნას სულის და გულის ნაწილი გამხადე, სანდროს გულშიც კი ჩაგვახედე.. დათოს სიბოროტეც კი ვიგრძენი, მაგრამ რაღაც ამოუცნობი და ჯერ არ ნაგრძობი ვიგრძენი... სიბოროტის მიღმა დიდი სიყვარული.... ჩემო... მხოოლოოოდ ჩეეეემოოოოო.... შენ შეგიძლია ჩემო საყვარელო რომ მთელი დღის დაღლილს შვება მომგვარო შენი გასაოცარი აზრებით.... შენ ჩემი საყვარელი მწერალი ხარ. . .

 


№11  offline მოდერი ელი

terooo
ჩემო საყვარელო გოგონა.... მიკვირს ასეთ პატარას ამდენი გრძნობა და სიყვარული სად გეტევა ჩემო მშვენიერო.... იმდენად გასაოცრად გიწერია თითოეული სიტყვა რომ თითოეული პერსონაჟის გრძნობებს ვგრძნობ... ეკუნას სულის და გულის ნაწილი გამხადე, სანდროს გულშიც კი ჩაგვახედე.. დათოს სიბოროტეც კი ვიგრძენი, მაგრამ რაღაც ამოუცნობი და ჯერ არ ნაგრძობი ვიგრძენი... სიბოროტის მიღმა დიდი სიყვარული.... ჩემო... მხოოლოოოდ ჩეეეემოოოოო.... შენ შეგიძლია ჩემო საყვარელო რომ მთელი დღის დაღლილს შვება მომგვარო შენი გასაოცარი აზრებით.... შენ ჩემი საყვარელი მწერალი ხარ. . .



შენნნ!.... უბრალოდ არ ვიცი... შენი სიტყვები იცი რას მიშვრება?! მთელ ტანზე ეკას მაყრის, მაბუსუსებს... სუნთქვას მიკრავს,თვალებს მწვავს და მერე მიცრემლიანებს!..... შენ მე სიგიჟემდე მიყვარხარ ჩემო გოგოვ! <3 სიგიჟემდე და არაადამიანურად... მხოლოდ შენ ხვდებო ყოველთვის ჩემ ფიქრებს, ისევ ზუსტ მიზანში გაარტყი <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი გოგო. .. ჩემი ლამაზი... ჩემი ყველაფერი. ..აბა ველოდები დათოს შემობრუნებას....

 


№13  offline წევრი northern light

აიიი ძალიან ძალიაან მაგარია , არც ერთ მოთხრობაზე არ მიტირია და ამან რაღაც დამმართა <3 ძალიან ძალიან მაგარი ხარ ასე გააგრძელე წარმატებები ჩემო ტკბილო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent