იმათზე მეტად ვაფრენ,ვისაც აცვია გიჟის ხალათი (Part 2)
როგორც კი ელიზბარი მანქანიდან გადავიდა ბექა ეგრევე მომიბრუნდა. _ხო მართლა ვერ მოვასწარით გაცნობა.ბექა შენგელია. _ჩემი სახელიც გეცოდინება და გვარიც. _ხო მართალია.რამდენისაა? _ჰა რაა?? _ძაღლი რამდენი წლისაა? _წლის არ არის,ჯერ მხოლოდ შვიდი თვისაა. _შენ? _რა მე? _შენ რამდენის ხარ მეთქი. _21. _რატომღაც უფრო პატარა მეგონე. _და საიდან დაასკვენი? _იქედან რომ ჩემს ნათლულზე მეტი ჭკუა არ გაქვს. _ენა მწარევ! _რას ვიზამთ სიმართლე ყოვვველთვის მწარეა. _ჩემი მუშტიც მწარეა იცი? ვუთხარი და მუშტიი ვაჩვენე.ჩემს ამ საქციელზე გაეცინა. _ხოომ გითხარი არაა? ბავშვი ხარ... ბავშვი. ამ დროს კი ელიზბარიც ჩაჯდა მანქანაში. _კატოს სახით თუ ვიმსჯელებთ უკვე მოასწარით ჩხუბი ხო? _და საერთოდ ამას რა ჯანდაბა უუნდა აქ? _სად აქ? _აი აქ თბილისში. _ჯერ დავიწყოთ იქედან რომ მე წყნეთში ვიყავი ბექას ამერიკიდან ჩამოსვლას ავღნიშნავდით. _ხო და მერეე აქ რაღა გინდათ? _შენ აღარასოდეს არ დალიო...(ბექა) _არ გავლეშილვალ. _ნუ მოკლედ რომ დალიე მერეე დამირეკე და სახლში არ წახვედი სანამ მე არ ჩამომიყვანე წყნეთიდან.. _და ამას რაღა უნდა? _მე დალეული მქონდა ბექას კი არაა.ასე რომ იძულებული გავხდი წამომეყვანა. _შეგეძლო ნიკას წამოეყვანე. _ეგ ვაფშე წაშლილი იყო ამ ცხოვრებიდან. მეც ფანჯარაში გავიხედე და გზას დავუწყე ყურებაა,ფეხი ისევ მეწვოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი. დედაჩემმა დამირეკა. _ხო დედსონ. _სად ხარ ეკუნა შენთან მოვედი მაგრამ არ ხარ სახლში. _დედიკონია მოვალ მალე სახლში. _სად ხარ გამაგებინე. _დედა ელიზბარს მოვყავარ სახლში და მერე აგიხსნი ყველაფერს. ტელეფონი სკამზე დავდე და ფანჯარას მივეყრდენი თავით.ფეხის ტკივილი მომკლავდა. _ელიზბარ სიგარეტი მომე რა. _ეკა როდის უნდა შეეშვა მოწევას? _და შენ როდის უნდა გაიგო რომ მაგის გარეშე არ შემიძლია? _არ შეიძლება ადამიანო არა! _და თუ არ შეიძლება მაშინ შენ რაღტომ ეწევი? _მე უკვე დამოკიდებული ვარ. _მაშინ თავიდანვე რატომ დაიწყე? _ხო იცი არაა ეს დედამო**ნული ხელში მაშინ დავიკავე როცა 17წლის ვიყავი,კაი ვბიჭობდი და თავი კაცი მეგონა...და შენ? შენ? რის გამო?უბრალდო მოდის გამო? აი აქ უკვე გადამეკეტა. _მემგონი შენ ძალიან კარგად უნდა იცოდე და გახსოვდეს რის და ვის გამო დავიწყე მოწევა....თუ გინდა შეგახსენებ....გინდა გიო გაგახსენო? გინდა ის ახალი წელი გააგხსენო?გინდა ის 2013 წლის დადგომა გაგახსენო?გინდა ის უმძიმესი ერთი წელი გააგხსენო რაც მე,შენ და საერთოდ ყველამ გამოვიარეთ???ეს გინდა?რატომ ცდილობ რომ მძლივს მოშუშებული ჭრილობები ხელთავიდან გამიხსნა? მთელი ხმით ვღრიალებდი,ელიზბარს თავი ჰქონდა ჩახრილი,ბექა?ბექა უემოციოდ უყურებდა გზას.როგორც იქნა მივაღწიეთ სადარბაზომდე და ელიზბარმა ხმის ამოუღებლად ამიყვანა ხელში.ვიცოდი ეხლა ვერაფრით ვერ მოვახერხებდი სახლში ასვლას და კისერზე მოვხვიე ხელები,რომ არ გადავარდნილიყავი. დედაჩემმა რომ დაინახა ელიზბარს ხეელში აყვანილი მოვყავდი როგორც ჩვევია დაიწყო "შეცხადებები"... მე კი როგორც ყოველთვის მის დამშვიდებას შევუდექი.როგორც კი სახლში "ამიტანეს" დედაჩემმა ეგრევე სახვევი მომხსნა და მალამო წამისვა.მეწვოდა...უსაშველოდ მეწვოდა,მაგრამ ავიტანდი! როგორც კი ყველა გავისტუმრე ჩემი ოთახიდან ეგრევე გარდერობს მივადექი და გიორგის ზედას დავუწყე ძებნა. ბოლოს ერთი წლის უკან მეცვა,მის მეე დავიფიცე რომ აღარასოდეს ჩავიცმევდი,მაგრამ სიტყვა გავტეხე..ეხლა ეს იმდენად მჭირდებოდა,რომ სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი.მისი მაისური გადავიცვი და მისი სუნამოთი გაჟღენთილი სუნი შევისუნთქე. გიო ყოველთვის ერთ სუნამოს ხმარობდა და არც არასოდეს ამხლედა რომელი იყო,როდესაც ამერიკაში იყო მაშინ იყიდა და იმის მერე სულ ამას ხმარობდა.ამ სუნს ყველაში გამოვარჩევდი და არც არასოდეს ამერეოდა. ყურსასმენები გავიკეთე და გავიხსენე ის დღე... 31 დეკემბერი,ჯერ კიდევ 2012 წელი იდგა.მაშინ ჯერ კიდევ დედასთან ერთად ვცხოვრობდი და უნივერსიტეტში ვსწავლობდი.ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა,თან ისე არაჩვეულებრივად რომ უკვე საშიშიც იყო. მაგრამ უცებ..ახალი წლის ღამეს ყველაფერი თავზე ჩამომენგრა,საყრდენი გამომეცალა,და დავრჩი ასე "ჩამოშლილდანაკუწებულმიტოოვებულტკივილიანი!" გიოს სიკვდილის შემდეგ რა შეიცვალა? ყველაფერი! მართლა ყველაფერი შეიცვალა! მეც შევიცვალე! ყველა შევიცვალეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.