შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გვირილა, ანუ სულიერი ევოლუცია (3)


21-03-2015, 15:53
ავტორი ბუ♥
ნანახია 3 781

ასე ტირილით და სევდით ჩაატარა ერთი კვირაც.. იმ დანაკლისს ვერაფრით ინაზღაურებდა, რაც მამამისმა მიაყენა.. თენგო, ცხოვრების ერთადერთი აზრი იყო გოგონასთვის და ისიც დაკარგა..
ახლა ბებიამისი.. მას რომ რამე დაემართოს, ნამდვილად აღარ დარჩება დედამიწაზე არაფერი სულიერი..
კლასში ჩვეულებრივად მიდიოდა სიტუაცია.. ზედმეტ სიტყვას არ ეუბნებოდა ჯღარკავა, ერთი-ორჯერ შეავლებდა თვალს მერხთან მჯდომს და თავის საქმეს აგრძელებდა..
მისდა გასაკვირად, ამ ამბის შემდეგ არც ერთ ბიჭს აღარ შეუწუხებია.. თავისუფლად დადიოდა მასწავლებლებთანაც და სკოლაშიც..
მეთერთმეტე კლასელის ხვედრი ასეთია.. იმდენი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი რომ ცხვირის უქმედ განძრევაც კი არ შეიძლება..
წიგნებში ჩაფლული, იშვიათად იცლიდა ინტერნეტისთვის, თუმცა მაინც ახერხებდა ათი წუთით მაინც შეცვლას..
ლანას ძალიან დაუახლოვდა.. ეს გოგო, სულაც არ ჩანს ისეთი, როგორიც ერთი შეხედვითაა.. უბრალოდ, ჩაკეტილი, პესიმისტი ახალგაზრდაა..
რამ გამოიწვია მისი ასეთი ცვლილება ვერაფრით არკვევს ქარსელაძე, თუმცა ამ ადამიანთან, ისე როგორც, ქეთათოსთან და ტყუპებთან, ძალიან კარგად გრძნობს თავს..
გვიან ღამით მორჩა მეცადინეობას, რატომღაც არ ეძინებოდა..
ლეპტოპი კალთაში ჩაიდო და მისი საყვარელი მუსიკა „გიორგი გურაბანიძის თებერვალი“ ჩართო..
თბილმა ჰანგებმა გაათბო, პატარა ოთახის ისედაც, მყუდრო აურა..
რატომ მოსწონდა ეს სიმღერა ვერ ხვდებოდა, ალბათ იმიტომ, რომ რეალობაშიც თებერვალი იყო..
საერთოდ, თებერვალი მისი საყვარელი თვე იყო..
დაბადების დღე მაისში ჰქონდა, თუმცა ეს თბილი თვეც უყვარდა.. რამდენ ფერში ფერადდება ამ დროს სამყარო?!
თებერვალი და მაისი...
ჯერ კიდევ ვერ ამოხსნა ეს თავსატეხი..
რატომ აეკვიატა ეს თვე?! თვითონაც არ იცის.. უბრალოდ, უყვარს თებერვალი..
მუსიკის ჰანგებში გართულს, სანდროს მესიჯი მოუვიდა, ეგონა მომიკითხაო, ან რამე მსგავსი, მაგრამ ბიჭმა ჩვეული სიცივე გამოიჩინა.
„ამ შუა ღამეს აქ რა გინდა?!“
„არ მეძინებოდა..“
„არც მე“
რატომ უბამდა ეს ბიჭი საუბარს?! რას მოელოდა მარიტასგან?! თვითონაც არ იცოდა..
უბრალოდ, იმ წამს უნდოდა მისთვის მიეწერა, ხოდა მიწერდა კიდეც!
„რატომ?“-მარიტა
„არ დამეძინა, განა ამას მიზეზი უნდა?“-სანდრო
„კი როგორ არა.. ან უძილობა უნდა გაწუხებდეს, ან ვინმეზე უნდა ფიქრობდე (იცინის)“-მარიტა
„მეორე ვარიანტი ჯობია.. ერთი ვიღაც არ მასვენებს.. შენ რაღატომ არ გძინავს?“-სანდრო
ნუთუ სანდრო მასზე ფიქრობდა და იმიტომ არ ეძინა?
-რა სისულელეა, სანდრო ჯღარკავა ჩემზე არასოდეს იფიქრებს.. არ დაიძინებს ხომ ზედმეტობაა.. მემგონი მეძინება და სისულელეებს ვბოდავ.-ჩაიქირქილა ჩუმად ქარსელაძემ.
„არც ერთი, არც მეორე.. მუსიკების მოსმენა მინდოდა და..“-მარიტა.
„შენი ფოტოები რატომ არ გიდევს?“-სანდრო
„რაც უფრო ნაკლებად გავიპრანჭები, მით ნაკლები ბიჭი გაიპრანჭება ჩემს გამო“-თავისივე სიტყვები შეახსენა სანდროს და ნიშნისმოგებით ჩაიცინა.
„მართალი ხარ.. არც უნდა დადო შენი ფოტოები, ასეა საჭირო და იმიტომ“-სანდრო.
„თუ მომინდა დავდებ,უბრალოდ, ამის სურვილი არ მაქვს“-მარიტა
„ნუ მენაგლები, მარიტა...“-სანდრო
„ნაგლობა არაფერ შუაშია. მგონი შევცდი აქ რომ შემოვედი. ძილინებისა“-გაბრაზებულმა ვირის წიხლებივით მიაყარა სიტყვები და აქაუნთი გამორთო.

888
-მარიტა! ბებოს ლამაზო! ადექი, არ დაგაგვიანდეს..-თავზე ხელი დაუსვა მანანამ შვილს.
-ხო ბე.. ვდგები..-პატარა ბავშვივით მოისრისა თვალები მარიტამ და სწრაფად წამოხტა თბილი საწოლიდან.
-წასვლის წინ ლობიანი შეჭამე.. მე სამსახურში მივდივარ..
-რომელ სამსახურში ბე?
-ბუღალტრად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ მაღაზიაში.. მიდი.. მიდი, შეიძლება გაგასწრო სახლიდან..-ხელით უბიძგა შვილს სამზარეულოში გასულიყო.
გემრიელად რომ ისაუზმა, ბებიასთან ერთად დატოვა სახლი..
კლასში შესულს სრული არეულობა დახვდა..
მართალია, მისი კლასელები უკვე მე-11-ში არიან, მაგრამ მერვე კლასელი ბავშვის ჭკუა აქვთ.
თავის ადგილს მიუჯდა და მის გვერდით მჯდომ ახალ გაღვიძებულ ჯღარკავას გაკვირვებულმა შეხედა.
-ნანიმ გადმომაჯინა.-უთქმელად მიხვდა გოგონას სათქმელს და თვალები მილულა.
-კარგი.-ჩაიბურდღუნა ძლივსგასაგონად.
-გუშინ რატომ გახვედი?
არ ეგონა თუ შეახსენებდა გუშინდელ დიალოგს სანდრო, მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა და წინ გაიხედა.
-გეშინია?-იკითხა მოულოდნელად ჯღარკავამ და დაფეთებულ-გაკვირვებულმა მარიტამ მას გახედა.
-რისი უნდა მეშინოდეს?
-ამდენი ბიჭი რომ დაგდევს.. უფრო სწორად, დაგდევდა.. არ გეშინოდა, ვინმეს რამე დაეშავებინა?!
-არა.. ვის რა უნდა დაეშავებინა..
-შენ არ იცნობ ამ უბნელებს კარგად.. ფრთხილად უნდა იყო და ჭკვიანად.. ბევრს არ უნდა მოაწონო თავი.
-მე თავს არავის არ ვაწონებ.. სულაც არ მინდა ვინმეს მოვწონდე.. არ მინდა ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ არ მინდა ლამაზი ვიყო.. არ მინდა ასეთად ყოფნა.. მიუხედავად იმისა, რომ არავის არასოდეს შემშინებია, არ მსიამოვნებს ამდენი თვალი და ყური ჩემზე რომაა მოპყრობილი.. არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.. ჩემთვის მინდა ცხოვრება, ისე რომ არავინ შემაწუხოს.. არ მინდა ჩემში, მხოლოდ ფიზიკურობა მოსწონდეთ.. იქნებ სულიერად სულაც არ ვარი ისეთი, როგორიც გარეგნულად ვჩანვარ.. იქნები კაცი მოვკალი? ამას რატომ არავინ ფიქრობს, არ მინდა.. არ მინდა მე ასეთი ვიყო.. ჩემი ბრალი არაა..-თავჩაღუნული ბურდღუნებდა ამ სიტყვებს..
ჯღარკავა უბრალოდ უსმენდა..
უსმენდა და გულში სითბო ეღვრებოდა..
ეს გოგო ნამდვილად ციდან ჩამოფრენილი ანგელოზია..
მას არ უნახავს ლამაზი გოგო, რომელსაც სულიერი სამყაროც ისეთივე მდიდარი აქვს როგორც გარეგნული, მაგრამ უკვე ნახა..დაინახა ნამდვილი სილამაზე..
მხოლოდ ფიზიკურობა არაფერია.. მთავარია,ადამიანი სულიერად მდიდარი და აზრიანი იყოს..
ლამაზი ჩერჩეტი გოგონები ბევრი არიან..
ლამაზი სულით მახინჯიც ბევრია..
მარიტასნაირი, მხოლოდ ერთი-ორი მოიძებნება..
და ბიჭს უხარია, რომ იმ ერთ-ერთ მარიტას იცნობს, რომელიც ასე ლამაზი და საყვარელია.. ასე თბილი და გულჩვილია.. ასე გულუბრყვილოა..
ეს გრძნობა კი მხოლოდ სიხარულით არ შემოიფარგლება
არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობებს სხვანაირად გამოხატავენ..ან ვერ გამოხატავენ და ცდილობენ გამოხატონ.. თუ ასე არაა, გაგრძნობინებენ მაინც.
888
ვიცი, ძალიან დავაგვიანე, მაგრამ დღესაც ვერ დავდებდი..
თუმცა ამ 20 წუთში ეს დავბეჭდე..
იმედია ისიამოვნებთ..
ყველას დიდი მადლობა თითოეული კომენტარისათვის..



№1  offline წევრი Smiling girl

ძაან საინტერესოა აგრამ პატარები ძალიანნ.. გაადიდე რა თავები ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent