შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი მოსამსახურე [2]


21-03-2015, 16:08
ავტორი კოტი
ნანახია 6 421

დილას, როგორც ყოველთვის, მისი ძმა შეუვარდა ოთახში და საწოლზე ვარსკვლავის ფორმის მსგავსად გაიშოტა. ალისია შეიშმუშნა და ენდი, რომ დაინახა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეკივლა.
-ენდი, თუ შეამჩნიე აქ ვწევარ.
-შენც დილამშვიდობისა დაიკო. მეც მიხარია შენი ნახვა,
-ღმერთო რა დავაშავე
-ადექი გაგვიანდება
გაბრაზებულმა გადახედა, მის ძმას და ლოგინიდან წამოდგა. საათს რომ შეხედა გული კინაღამ შეუწუხდა ამდენი ხანი, არასდროს უძინია, ყოვლთვის ადრე იღვიძებს, მაგრამ ახლა ხომ ორია? ამას უნდა მიეჩვიოს. მალევე გაემზადა. სახლიდან გასვლამდე სარკეში ჩაიხედა, გული ტკივილით აევსო მის თვალებს, რომ კიდა მზერა. სარკიდან მაღალი სუსტი გოგო იცქირებოდა, ოდნავ წამოზრდილი მუცლით, რიჟი თმებითა და ქამელეონი თვალებით, რომლებსაც ახლა მწვანე ფერი მიეღო, უყურებს საკუთარ თავს და არ სჯერა, რომ ეს მანაა, არ სჯერა, რომ ამდენ რამეს გაუძლო, არც ის სჯერა რომ ასე შეიცვალა,არა ფიზიკურად ისევ ისეთია, სახეც ისეთივე აქვს პატარა ლამაზი ცხვირი, ბუნებრივად სქელი მოვარდისფრო ტუჩები და მაღალი შუბლი. თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს. მხოლოდ მან ამჩნევს თავის თვალებში დაბუდებულ სევდას, მისებს დაემშვიდობა ბოლოჯერ ახედა სახლს და ტაქსში ჩაჯდა. როგორც იცის სამარშრუტო ტაქსით უნდა წავიდეს, უყვარს სამარშრუტო ტაქსი, მართალია სულ რაღაც 3 ჯერა ნამგზავრი, მაგრამ მაინც უყვარს. ყოველთვის ყველას უკვირდა რა მოწონდა მას სამარშრუტო ტაქსში ასეთი: ოფლის სუნი, ძველი მუსიკები, თუ ჭორიკანა ქალები. სულაც არ უყურებს სამარშრუტო ტაქსს ასეთი თვალით, მასში წარსულს ხედავს, იქ არავინ ლაპარაკობს ინტერნეტზე, ბიჭებზე ,სოლარიუმზე, არავინა ტელეფონში ჩამძვრალი, ბავშვები უფროსებს ადგილს უთმობენ და თავაზიანად იქცევიან, მეზობლები ერთმანეთს ამბებს უყვებიან და თბილად საუბრობენ . ოფლის სუნის მაგივრად იგი ძველი დროის სუნს გრძნობს, ამიტომაც გიჟდება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობაზე. მალევე მივიდა დანიშნულების ადგილას, ჯერ კიდევ არავინ იჯდა ე.წ „მარშუტკაში“ მძღოლმა უთხრა ნახევარ საათში გავალთო და ბარგი გამოართვა. სულ უკან დაიკავა ადგილი შიმშლი იგრძნო, თუმცა ახლა ნამდვილად ვერ ჩავა აქედან, ისედაც მალე წავა და არ უნდა ხალხს ალოდინოს. მალევე შეივსო ხალხით“ მარშუტკა“ ,თუმცა გაუკვირდა რამდენიმე თავისუფალი ადგილი ,რომ დაინახა, მაგრამ მერე გაიაზრა უშგული ისედაც შორსაა და ხალხი ყოველდღე ვერ ივლის, იქეთ აქეთ, უსმენდა მოსაუბრე ქალებს, ნინო ჩხეიძის მუსიკებს და სრულ ჰარმონიას გრძნობდა. ყოველთვის დასცინოდნენ მისი მდიდარი „მეგობრები“ იმიტომ, რომ ის უბრალო იყო, არასდროს ეცვა ცნობილი ადამიანების ტანისამოსი, ერჩივნა ჩვეულებრივად ჩაეცვა, არ დაყვებოდა მამამისს შეხვედრებზე და არ იწონებდა თავს ფულით, ის ხომ მამამისის ფულია და არა მისი შრომით ნაშოვნი, რატომ უნდა ეუბნებოდეს ყველას იმას, რომ ის მდიდარია? სულაც არ თვლის რომ მთავარი ფული ან გარეგნობაა, მთავარი სულიერებაა მთავარია სულიერად იყო მდიდარი, მატერიალური უზრუნველყოფა ვერ გიშველის. გზაში გადაიღალა, უფრო მეტად მოშივდა, მაგრამ ფიქრები უკუაგდო და როგორღაც დაიძინა. მხარზე ხელის შეხებამ გააღვიძა, მარშუტკაში სინათლე აენთოთ, გარეთ საკმაოდ ბნელოდა, მის თავთან დამდგარ მოხუც ქალს მოკრძალებით გაუღიმა და თავი დაუკრა.
-მაპატიე შვილო თუ გაგაღვიძე, მაგრამ 10 წუთში გავჩერდებით, ჩამოვედით და ვიფიქრე კარგი იქნებოდა მეთქვა.
-ძალიან დიდი მადლობა. ჩანთაში ტეელფონს დაუწყო ძებნა იპოვა, თუმცა გათიშულია ჯანდაბა ახლა რა ქნას? იმ ადამიანების მხოლოდ გვარი იცის, ამ ღამე ვის კითხოს სად უნდა მივიდეს? მარშუტკა გაჩერდა მის წინ ,ვიღაც ახალგაზრდა გოგო ჩავიდა ვერ მიხვდა როგორ დაეძახა. ანერვიულებულმა ვერც კი მიხვდა სვანურად ისე ალაპარაკდა და მის წინ მდგომ გოგონას დაუძახა.
-დიინოლ(გოგონა)გოგონამ გაკვირვებულმა შემოტრიალდა და ალისიას გაუღიმა
-მი?(მე?)
-დიახ .იცით მე ქალდანების ოჯახში უნდა მივიდე, ტელეფონი დამიჯდა და ხომ ვერ მიმასწავლიდით გზას?
-რათქმაუნდა სიამოვნებით. მე მათი მეზობელი ვარ, ჩემი ძმა მომაკითხავს და ერთად წავიდეთ.
-ძალიან დიდი მადლობა.
-ნენე დევდარიანი. ღიმილით გაუწოდა ხელი გოგონამ
-ალისია ჰოფმანი
-ქართველი არ ხარ?
-დედა გერმანელი მყავს და მის გვარზე ვარ ისე მამა ქართველი მყავდა.
-სვანური საიდან იცი?
-მიყვარს სვანეთი, მამას სვანეთში დავყავდი და მეც დამაინტერესა თქვენმა ენამ.
-ქალდანებთან რატომ მიდიხარ?
-მუშაობას ვიწყებ მათთან,
-შენ? მუშაობას?
-ხოო. რამოხდა?
-არაფერი უბრალოდ, ძალიან ლამაზი ხარ...
-მადლობა, არამგონია ამან შემიშალოს ხელი მუშაობაში.
-ხო... ხო. უი აი ჩემი ძმაც მოვიდა.
ალისიას გააკანკალა ახლა რა ქნას? ის ბიჭი, ალბათ გაეცნობა და ხელსაც გაუწვდის, მაგრამ რომ ვერ ჩამოართევს? ჯანდაბას ჩამოართმევს და როგორმე აიტანს, მაგრამ როგორ გნდა ის მწარე ტკივილი აიტანო? მისი ძმის ძმაკაცთან ჩასახუტებლად 1 თვე ემზადებოდა და ბოლოს მაინც ვერ შეძლო, ახლა რა ქნას? ფიქრებიდან ბიჭის ხმამ გამოიყვიანა. მის წინ მისი სიმაღლის შავგრემანი ბიჭი იდგა, რომელიც ისე უღიმოდა გოგონებს ალისიას ეგონა, რომ მისი ბავშვობის მეგობარი დაინახა. დამ და ძმამ კარგა ხანს ეხუტეს ერთმანეთს, ბოლოს ისევ ნენე მოვიდა გონს, ძმას გაშორდა და ალისია გააცნო.
-ერეკლე დევდარიანი. როგორც ფიქრობდა ბიჭმა ხელი გაუწოდა, თავი ხელში აიყვანა და მამაკაცის თითებს თავისი მიაგება.
-ალისია ჰოფმანი
იმდენად გაუკვირდა იმ შეგრძნების, რაც იგრძნო ეგონა რომ მის წინ ენდი იდგა და მას ართმევდა ხელს, რადგაან თვითონაც ფისქოლოგია ასეთ რამეებში ერკვევა, ბიჭისგან ისეთი ენერგია წამოვიდა, როგორიც ენდისგან. ძმასავეთ გაუღიმა და როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ საუბარი დაიწყო.
-აბა ალისია რას საქმიანობ?
-არაფერს, როგორც გავიგე თქვენს მეზობლებთან ვიწყებ მუშაობას.
-ქალდანებთან? გაკვირვებით გადმოხედა ბიჭმა
-დიახ რამე მოხდა?
-არა არაფერი, უბრალოდ იმათ იმდენი მოსამსახურე ყავთ, მიკვირს შენ რაღა უნდა დაგავალონ. იმწამსვე იგრძნო ბიჭის ხმაში შეპარული მერყეობა, ანუ ატყუებს. მთელი გზა და და ძმა აცინებდა.ბავშვობის ამბებს ყვებოდნენ და ლამისაა გაგუდოს ალისია სიცილით. მისი ძმის და მისი დანაშაულები, სულ არაფერია ამათ ქმედებებთან შედარებით. საშინლად შია, როგორი დებილია ეყიდა წამოსვლისას, რამე მისთვის ხომ შიმშილი არ შეიძლება. მალევე მივიდნენ დანიშნულების ადგილას, გოგომ ბავშვებს დაემშვიდობა და დაპირდა, რომ აუცილებად ინახულებდა. ძალიან უხარია, რომ ერეკლესთან არ იძაბება და თითქმის ისეა, როგორც ენდისთან, ეს პროგრესია. სახლმა ვერ გააკვირვა, ამაზე დიდი სახლებიც უნახავს.თუმცა სვანეთის კვალობაზე, ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. ჭიშკარი შეაღო და ის სახელი დაიძახა, რაც ერეკლემ უთხრა.
-ბატონო ალექსანდრეე. მხოლოდ ორჯერ გახდა საჭირო დაძახება, კარებში მოხუცი ქალი გამოჩნდა.
-ვინ არის?
-ახალი მოსამსახურე ვარ.
-შემოდი შვილო, შემოდი.
ეზოში ლამაზი ქალბატონი შემოეგება, მაგრად ჩაიკრა გულში თითქოს სტუმარიაო და სახლში შეიყვანა, თან სვანურად ქოთ ქოთებდა.
-არა რა, ხომ ვუთხარი არ გამომიგზვანო არავინ, ისედაც ბევრი მოსამსახურე მყავს მეთქი, ან რა უნდა დაგავალო შვილო შენ, ერთადერთი ბიბლიოთეკას თუ მიხედავ ესაა და ეს. თან ლექსოს წიგნს წაუკითხავ. თავისთვის ლაპარაკობდა ქალი და სულ გადაავიწყდა გაცნობა. ალისიამ ძლივს შეძლო სიცილის შეკავება, არა ეს თუ მისი უფროსია, ნამდვილად გაუმართლა. ბავშვობიდან გიჟდება მოხუცებზე, მითუმეტეს ასეთ აქტიურ ქალბატონებზე.
-ვაიმე შვილო, სულ დამავიწყდა გამეცანი. გულედან ქალდანი
-ალისია ჰოფმანი
-შენსავით ლამაიზ სახელი გაქვს შვილო,მოიცა მარიას დავუძახებ ოთახს გაჩვენებს. მალევე ოთახში ოდნავ ჩასუქებულ ქალთან ერთად დაბრუნდა გულედანი, ქალმა თბლად გაუღიმა და თავი დაუკრა.
-შენ მარიას გაყევი შვილო დაისვენე, მალე ჩემი ბედოვლათი შვილიშვილიც ჩამოვა ალბათ, რომ გაგესაუბროს მანამდე დაისვენ.ე
-გმადლობთ
მარიამ ოთახამდე მიაცლია, მშვენიერი ოთახი აქვს, ისე დაიღალა უნდა წამოწვეს, ვერც კი გაიაზრა ისე ჩაეძინა. სიზმარში ლევანთან ერთად იყო ,ისევ იქ და იმ სახლში, ლევანს ოთხში შეყავს და ცდილობს გახადოს.
-ლევან რას აკეთებ?
-მინდიხარ.
-ახლა არა ლევან, 1 თვეში ქორწილი გვაქვს, რატომ ჩქარობ?
-მე ახლა მინდიხარ. ოთახში ძალით მითრევს, ლოგინზე აგდებს და სატანის მაგავარი თვალებით დაჰყურებს ,სიზმარშც კი დაბურძგლა. კაცმა შარვალი გახადა ალისიამ იყირა და ლოგინზე წამოჯდა გაეღვიძა, უცებ მის საწოლზე მჯდომი მამაკაცი შენიშნა დაკიდევ შეჰყვირა.
-ნუ ყვირიხარ ,შენი უფროსი ვარ.
მალევე გაჩუმდა და მამაკაცს შეხედა. მასზე ორი თავით მაღალია, შავგრემანი, ოფიციალურად აცვია და გოგონას შავი თვალებით დაჰყურებს.
-ვინ მოგცათ უფლება, ჩემს ოთხში შემოსულიყავით.
-ყვიროდი და მაგიტომ შემოვედი. ისევ სიზმარი გაახსენდა გოგოს და ტკივილისგან გული მოეწურა.
-ძალიან გთხოვთ ქვემოთ დამელოდეთ და ჩამოვალ, ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და თავლები დახუჭა.
-კარგით, არ მალოდინოთ. მკაცრად გამოსცრა მამაკაცამა და ოთახიდან გავიდა. ღმერთო ოღონდაც ეს კაცი აქ არ ცხივრობდეს, თორემ აქედანაც წასვლა მოუწევს, საშინლად ეშინია მისი და მისი თვალების. ასე ლევანის შემდეგ არავის არ შეშინებია, მაგრამ მაინც გრძნობს, რომ მამაკაცი ლევანისნაირი არ არის, ან ეს მას უნდა, რომ ასე იყოს? დახვედრაც ამას ქვია, ირონიულად ჩაილაპარაკა და კიბეებზე დაეშვა.


მოკლედ ძალიან მიჭირს დასაწყისის წერა, არ ვიცი როგორი გამოვიდა თქვენ შეაფასეთ ...არ დაიშუროთ კომენტარები.
პ.ს სურათზე ალისიაა პროტოტიპი:IVAN WAHRAMMER



№1  offline წევრი მარგო ♥

კარგი იყო, მაგრამ მე უფრო კარგს ველოდები შემდეგში.

 


№2  offline წევრი S.likuna

dzalian dzalian kargiaa

 


№3 სტუმარი katooo

Velodebi shemdeg ufroo did tavs

 


№4  offline წევრი lamazmani

ძაან კარგია მომწონს უმაგრესიაა ველოდები ახალ თავს

 


№5  offline წევრი liik0707

Zalian kargiaaa magram qaldanebi ushgulshi ar cxovroben

 


№6  offline წევრი teke08

Dzalian kargia malr dadee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent