შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიცი წლები,ისევ შენს სიყვარულს მომთხოვს!(სრულად)


21-03-2015, 16:16
ავტორი likuna12345
ნანახია 4 016

სამსახურიდან გამოსული ნელა მივუყვებოდი თბილისის თოვლიან ქუჩებს, რა საოცარი ხედი იშლება ჩემს წინ. აუჩქარებლად ავუყევი მთაწმინდის გზას აქაურობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს,ყოველთვის აქ მოვდივარ როცა უბრალოდ მარტო ყოფნა ან ფიქრი მჭირდება. თითები ერთმანეთში ავხლართე და ხედით ტკბობა გავაგრძელე. ფიქრებიდან ვიღაცის ცივ და ამასთან ერთად თბილმა ხმამ მომიყვანა სწრაფად შევტრიალდი უკან. ჩემზე 2თავით მაღალი შავგვრემანი მამაკაცი დამხვდა ასე 27 წლამდე, ჩქარა მომიახლოვდ და გვერდით დამიდგა
–არაფერი ჯობია თოვლიან თბილისს!
არაფერი მითქვია გამეღიმა, არ შემოუხედავს მაგრამ ვიცი რომ დაინახა რამდენიმე ხანს სიჩუმე ბატონობდა, მაგრამ მალევე დაარღვია უცნობმა და საუბარი დაიწყო
–გვიანია წამოდი გაგიყვან
–იყოს გმადლობთ
გაეცინა, გაკვირვებულმა შევხედე ხელით მანქანისკენ მიმითითა
–არ ვიკბინები, არც ადამიანებით ვვაჭრობ და არც მანიაკი ვარ უბრალოდ მიგიყვან
არ ვიცი რატომ მაგრამ დავთანხმდი დარწმუნებულივარ რომ მართლაც არცერთი არ არის. მანქანის კარები ჯენლტმენურად გამიიღო, სიმართლე რომ ვთქვა ამას არც ველოდი მხოლოდ გავუღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე. მისამართი ვუკარნახე და ერთ საათში ჩემი სახლის წინ ვიდექით. გადმოსვლას ვაპირებდი, რომ შემაჩერა გაკვირვებულმა შევხედე
–არა არაფერი კარგად
–ნახვამდის და დიდი მადლობა
–შეხვედრამდე ლილე
გაოცებულმა შევხედე საიდან ჩემი სახელი? ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი მანქანა ადგილს მოწყდა. გაოცებული ავედი სახლში, როგორ ვერ ვიტან მარტყო ყოფნას 23 წლის ვარ და ჯერაც ვერ მივეჩვიე მარტოობას. უბრალოდ ვერ ვიტან სახლში გამეფებულ სიჩუმეს და ამიტომ თითქმის ყოველ დღე თითქმის ჩემთან რომელიმე მეგობარი რჩება. არაფრის თავი მაქვს პირდაპირ ოთახში შევედი მოვწესრიგდი და დავიძინე. დილით კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა ხალათი შემოვიცვი და სირბილით წავედი კარის გასაღებად. თამო იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი რამდენიმე დღით ჩემი ძაღლი ყავდა წაყვანილი და ისე მოვიწყინე მათ გარეშე ძლივს ვძლებდი. გაბრაზება სულ დამავიწყდა მათ დანახვაზე სანამ რამეს ვიტყოდი ბიბი ჩამაბარა და ოთახში შემოვიდა, იქაურობა მოათვალიერა და დივანზე მოთავსდა
–გაიგე ლილე?
–რა?
–ახალი კარის მეზობელი გყავს
–არაფერი არ გამიგია
–არც მიკვირს სამსახური სახლი სამსახური ძლივს თუ წაგიყვანთ ხოლმე სადმე თორე
–კარგი გეყო
სიცილით ვუთხარი, ყოველი ჩვენი საუბარი ასე იწყებოდა სამზარეულოში გავედი ყავა გავაკეთე ცოტა ვიჭორავეთ და თამოც წავიდა გასვლამდე უკან მობრუნდა
–ასე ამბობენ სიმპატიურიაო და შენ იცი ხელიდან არ გაუშვა იქნებ გვეღირსოს და გაგათხოვოთ
–აბა მოძუძგე ახლა აქედან
–სულ რამდენიმე დღე და შენს გვერდით იქნება
–დავაი რა
ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და სახლში შევედი თუარა არც ახალი მეზობელი მახსოვდა და არც ღამის პარტნიორი. სწრაფად მოვწესრიგდი ჯერ ბიბი გავასეირნე გარეთ მერე დედას დავუტოვე და სამსახურში წავედი. 2 წელია უკვე მამას დატოვებულ ბიძნეს ბუძღვები, 13 წლის, რომ ვიყავი სიმსივნით გარდაიცვალა მახსოვს საშინლად განვიცადე მამას დაკარგვა ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, დედაზე კარგადაც კი მიგებდა ხოლმე. წარსულის გახსენებისას ცრემლები მომადგა მაგრამ ძალა მოვიკრიბე და სამსახურის გზას გავუდექი. დავის დაქნებივით მივესალმე ყველას და კაბინეტში შევედი იმდენი საქმე მაქვს, ხანდახან რამის მაგიდაზე ჩამომეძინოს ხოლმე. ერთი სული მაქვს ზაფხული მოვიდეს, რომ ცოტახნიტ დავისვენო,თორემ ამდენი მუშაობისგან შეიძლება ნათურასავით გადავიწვა.
კაბინეტში სიცილით ერთ–ერთი თანამშრომელი შემოვიდა გუგა რამდენი ხანია ვგრძნობ რომ ჩემს მიმართ გულახდილი არ არის, თუმცა არაფერს ამბობს კარგი ბიჭია არაფერი აქვს დასაწუნი თუმცა ჩემს გემოვნებაში სამწუხაროდ არ ჯდება.
–როგორ ხართ ქალბატონო ლილე
–კარგად გუგა შენ?
–იცით რაღაც მინდა გთხოვოთ როგორც მეგობარმა
–გისმენ გუგა
–დღეს ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და მინდა პარტნიორობა გამიწიოთ რას იტყვით?
–რატომაც არა თანახმა ვარ
–გმადლობთ 9საათზე გამოგივლით
–გელოდები
ღიმილით დავემშვიდობე მართალია თამუნა 23 წლის ვარ და ჯერ პირადი ურთიერთობისთვის ვერ მომიცლია ასე არ სიძლება, მაგრამ ახლა ჯერ–ჯერობით ისეთი პერიოდი მაქვს მუშაობა მთელ ძალისხმევას მოითოვს. დრო ისე უცებ გავიდა ვერც კი გავიგე ჩემი ნივთები ავიღე და სახლში წავედი. როგორ მეზარება ახლა სადემ წასვლა მაგრამ დავპირდი და ვეღარ გადავთქვამ. წყალი გადავივლე ნელა მოვირგე სხეულზე წითელი მუხლს აცილებული ტანზე გამოყვანილი კაბა, შავი ფეხსაცმელები და ამავე ფერის აქსესუარები მოვირგე სხეულზე. მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე თმა გავიშალე მოსაცმელი ავიღე და გუგას დავუწყე ლოდინი. მანაც არ დააგვიანა და 5წუთში მის წინ ვიდექი.
–ულამაზესი ხარ
–გმადლობ
20წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავით ხელკავი გამომდო და დარბაზში ისე შევედით, მგონი ცოტა დავაგვიანეთ ყველას ყურადღება ჩვენსკენ იყო მომართული ვიღაც გოგო სირბილით წამოვიდა ჩვენსკენ და მთელი ზლით ჩაეხუტა გუგას. სიცილი ძლივს შევიკავე როგორც იქნა ჩემთვისაც მოიცალა ისე თუ ასე თითქმის ყველა გავიცანი.
ვიღაცის მწველ მზერას ვგრძნობდი უკნიდან უკვე შემაწუხებელიც კი იყო მივტრიალდი ყველას ველოდი მაგრამ ღამის პარტნიორს არა. ირონიული ღიმილი ჰქონდა აკრობილი და ურცხვად მათვალიერებდა ყურადღება აღარ მიმიქცევია გუგას მოსმენა გავარძელე. ცოტა ხანში წყნარი მელოდია ჩაირთო ყველა დაწყვილდა გუგა აპირებდა ჩემთან ცეკვას თუმცა უკვე ნაცნობმა ხმამ შეუშალა
–ვიცეკვოთ?
მეც მის მსგავსად ავათვალიერე სახეზე ირონიული ღიმილი ავიკარი და მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე, გამარჯვებული მზერა ესროლა გუგას არც მისი გაბრაზებული სახე დამრჩენია შეუმჩნეველი. ჩქარა მომიკცია მის ძლიერ მკლავებში ურცხვად ათამაშებდა ჩემს წელზე მის თითებს, სიამოვნებისაგან ხმას ვერ ვიღებდი. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს
–გოგონა ღამიდან არ გელოდი აქ
–არც მე
–კახი ლიპარტელიანი
–ლილე დავითაძე
–რა უცხო სახელია შენსავით
გამეცინა ჯერ მე და შემდეგ მას ახლოს მოიწია შუბლი შუბლზე დამადო მისი შავი თვალები , ისე ცივად მიმზერდა ამაკანკალა. კიდევ უფრო ახლოს მოვიდა ნელა შეახო მისი ცივი ტუჩები ჩემს კისერს, ერთიანად დამაჟრჟოლა გაეღიმა. მუსიკა დამთავრდა და ისიც წავიდა. გუგა ისევ გაბრაზებული იყო 12 ხდებოდა იქიდან, რომ წამოვედით. ისევ გაქრა ღამის პარტნიორი წინათრძნობა მქონდა რომ ასე არ დამთავრდებოდა ყველაფერი და ჯერ წინ მელოდა. 2 კვირა გავიდა ჩემი ახალი მეზობელი ჯერაც ვერ ვნახე გასვლას ვაპირებდი პანჯრიდან ლიპარტელიანს მოვკარი თვალი რამის გაოცებისგან თვალები გადმომივარდა. ამდენი დამთხვევა ნერვებს მიშლის ზუსტად იმ დროს გავედი გარეთ ის რომ ამოდიოდა ჩემს დანახვაზე ირონიულად ჩაიცინა, ჩვეულებრივად გავიარე თუმცა მისმა ზლიერმა ხელებმა შემაჩერეს და კედელზე ამაკრეს
–გამარჯობა არ იცი?
–უკავრავად?
–ვერ მიცანი ხო?
თქვა და გაიცინა
–ვერ გიცანით
–ოხ ეს გოგოები ვიცი რომ გახსოვარ, ისიც ვიცი რომ სულ ჩემზე ფიქრობდი
–ნამდვილად არ მახსოვხარ თუმცა ერთ ნამდვილად გეტყვი თავდაჯერებული იდიოტი ხარ
–და შენ ეს თავდაჯერებული იდიოტი მოგწონს, რომლის შეხებაც საშინლად გსიამოვნებს
–ხო აბა რა
–შენს თავს შეხედე ლილე
–ხელი გამიშვი მაგვიანდება სამსახურში
–არაუშავს უფროსი ხარ არაფერს გეტყვიან
გაოცებულმა შევხედე ყელზე მაკოცა და გზა გააგრძელა მართლაც მაოცებს ეს ბიჭი მაგრამ განახებ როგორ უნდა ჩემთან თამაში და ვინ არის ლილე დავითაძე ცოტა დამაცადე კახი სულ ცოტა და ჩკუას გასწავლი. მთავარია ჩემს მიერ დაგებულ მახეში თვითონ არ გავება სირბილით ჩავიარე კიბეები მეზობლებს მივესალმე მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად წავედი სამსახურში. გვიანი იყო იქიდან , რომ გამოვედი ძილის მეტი არაფერი მინდოდა. კარებთან ვიდექი სახლში შევდიოდი ჩემმა მობილურმა რომ დარეკა ელენე იყო მეორე ბავშვობის მეგობარი. ბუზღუნით ამოვიღე მობილური და ვუპასუხე
–გისმენ ელე
–სად ხარ გოგო აქაამდე
–სად უდნა ვიყო ელენე სამსახურში ვიყავი
–კარგი ხო შენს კარის მეზობელთან ვართ და შემოდი
–რა?
იმხელა ხმაზე დავიყვირე რომ შიშისგან შევხტი, კურდივით მოვათვალიერე არეალი ვინმე ხომ არ იყო და ისევ საუბარი გავაგრძელე
–ხომ არ გაუბერეთ გოგო მანნ რა ჯანდაბა გინდა?
–მე და თამო ვართ მაგარი ბიჭია შენი მეზობელი
–ღმერთო შენ მიშველე
–გელოდებით აქ მოდი
–არ ვაპირებ
–კაი როგორც გინდა იცოდე ბევრს კარგავ
–მაგ იდიოტის სახეს თუ არ ვუყურე რა
–მესმის
მოულოდნელობისგან მობილური დაბლა დამივარდა ჩქარა შევტრიალდი უკან კედელს მიყრდნობოდა და საოცარი ღიმილით მომჩერებოდა, ღმერთო მიშველე როგორი ღიმილი აქვს ერთხელაც ვეღარ მოვთოკავ თავს და....... მობილური ავიღე და სსვლას ვაპირებდი მაგრამ ისევ დამიჭირა გაბრაზებული შევტრიალდი უკან
–რა ჯანდაბა გინდა?
–ჯერ ერთი ზრდილობიანად მომმართე საყვარელო და მეორე ჩემს სახლსი მოდიხარ
–ახლა შენ მომისმინე საყვარელო არავინ გეკითხება შენ მე რას ვაკეთებ გასაგებია? არ მინდათქო გასაგებად ვთქვი ასე, რომ შეგიძლია დაბრუნდე უკან
–მხოლოდ თქვენ შემდეგ
–რატომ ხარ ასეთი იდიოტი?
–მესამე გაფრთხილებისას სხვანაირად დაგელაპარაკები
–შემაშინე
–ან ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა
–სახლში მინდა
–ძალითა ჩემითა
ხელში ამიყვანა და მის სახლში შემიყვანა , არა უნდა ვაღიარო სახლი ნამდვილად კარგად აქვს მოწყობილი სასტუმრო ოთახში სემიყვანა სადაც თამო ელე და კიდევ ორი ბიჭი იყო. კარგად გავუგე კახისგან განსხვავებით ესენი კარგი ბიჭები იყვნენ, ცოტახანში საუბარი ვიღაცის მობილურმა გაგავაწყვეტინა. არც ჩემი და არც გოგოების არ იყო როგორც აღმოჩნდა ლიპარტელიანის იყო, ღიმილით აიღო მობილური
–ხო ნინა, კარგი მოვდივარ
–საით
–ნინასთან მივდივარ და გოგოებს გაბარებ
დებილი არ არის ახლა ეს? მომიყვანა და თვითონ მიდის გასვლამდე თვალი ჩამიკრა და სახლი დატოვა, გაბრაზებულმა მეც მალევე დავემსვიდობე ბავშვებს და სახლში შევედი. განახებ მე ვინ ვარ კახი ლიპარტელიან! თამაში გინდა? ვითამაშოთ. ვერაფრით დავიძინე აკეთ–იქით დავდიოდი 1 იყო ბავშვებმა კახის სახლი რომ დატოვეს. 3ხდებოდა აივანზე სკამზე ვიჯექი შესვლას ვაპირებდი მაგრამ მანქანის ხმაზე გავჩერდი.
5წუთში იქიდან ლიპარტელიანი გადმოვიდა ზემოთ ამოიხედა ბნელოდა მაგრამ ლამპიონის შუქზე მაინც დავიანხე ჩემს დანახვაზე რომ გაიცინა. იცინე იცინე სანამ დრო გაქვს. მეც მალევე მომერია ძილი ჩემს თავზე ვბრაზობ ნელ–ნელა ჩემდაუნებურად რომ იცვლება რაღაცეები ჩემში. 8 საათი იყო სარბენად გავედი გარეთ თან ბიბის ვასერნებდი მოულოდნელად გვერდით კახი დამიდგა. ლოყაზე მაკოცა და გაიქცა და დამტოვა ასე გაშეშებული სიცილი მომესმა. კარგი პირველი თამაში მოიგო მაგრამ ახლა ჩემი ჯერია. სახლში მისულმა წყალი გადავივლე, საძინებლის საკეტი ცოტა გაფუჭებულია სულ დამავიწყდა და ძალიან მოვიკეტე. ფუ შენი ჩამეკეტა ახლა როგორწავიდე სამსახურში რა ჩავიცვა?ტანზე დავიხედე შენი ჯერია ლილე.
ხალათი მოვიცვი და კახის კარებზე დავაკაკუნე, კარები წელსზევით შიშველმა ლიპარტელიანმა გამიღო ვნება მორეულმა ამათვალიერა დავიანხე როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ირონიულად ჩამეცინა. ჩემს თვალიერებას რომ მორჩა გაკვიორვებულმა შემომხედა
–რამ შეგაწუხა?
–ოთახის კარები ჩამეკეტა და იქნებ დამეხმარო გაღებაში
–წამოდი აბა
–ასე მოდიხარ?
–რამე პრობლემა გაქვს?
–მე? არანაირი წამოდი
მგონი აქეთ გაგაბა ისევ მახეში ლილე გამოფხიზლდი, თორე ცუდად წავა შენი საქმე. წინ გავუძეხი ვგრძნობდი მის მზერას ჩემს სხეულზე, ათამაშებულ ჭინკებს მის თვალებში სწორედ ეს მინდოდა მეც. იმასაც ვამჩნევდი დროს როგორ წელავდა ბოლოს ვეღარ მოითმინა და ერთი ხელის მოსმით ამაკრა კედელზე და სწრაფად დაეძგერა ჩემს ბაგეებს. სწრაფად მოვიშორე და ცრემლიანმა შევხედე ბავშვობა გამახსენდა 15წლის ვიყავი ერთი ბიჭი გადამეკიდა სახლში ავდიოდი მოულოდნელად ვიღაცა, რომ ჩამეხუტა მერე ასევე მოულოდნელად დაეწფა ჩამს ბაგეებს მომპარა პირველი კოცნა და სამუდამოდ გაუჩინარდა.იმის მერე არავისთვის მიკოცნია მერე რა რომს 23 წლის ვარ.
–ესეც მეორე კოცნა
–ახლავე წადი ჩქარა ჩქარა
რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ არ დავაცადე კარები ცხვირ წინ მივუჯახუნე. ძალიან განვიცადე ისეთი შეგრძენბა მქონდა თითქოს ბავშვობა მეორდებოდა ამ ასაკში. ჩემმდა უნებირად წამომივიდა ცრემლები იქვე ჩავიკეცე მერე რა შეიძლება უბრალო კოცნა იყო მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
არაფრის თავი მაქვს არც კი ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე ერთ ადგილას გაშეშებული. მხოლოდ ის მახსოვს როგორ აბრახუნებდა ვიღაც დიდი ხნით კარებზე, მერე მობილური რეკავდა ძალიან დდხანს გავთიშე და იქვე მივაგდე. ახლა დასვენება მჭირდება ოთახში შევედი თვალები დავხუჭე და დავიძინე, რომ გავიღვიძე 8ხდებოდა ავდექი წყალი შევისხი სახეზე ცოტა მოვწესრიგდი ყავა დავლიე. დაბლა დაგდებული მობილური ავიღე და ჩავრჩე 65 უცნობის 35 თამოსი 30 ელეს ზარი იყო შემოსული ჩემს მობილურზე. აუჩქარებლად ავკრიფე თამოს ნომერი, რომელმაც არ დააყოვნა და მალევე მიპასუხა
–კარგად ხარ ლილე?
–კარგად ვარ
–კარგად არის
ვიღაცას გადასძახა
–რატომ არ გვპასუხობდი?
–უბრალოდდასვენება მჭირდებოდა
–კარგი
გავთიშე თუ არა კარებზე ზარი იყო არც კი გამიხედავს ისე გავაღე. ჩემს წინ სახეშეცვლილი კახი იდგა არაფრის თქმა დამაცადა სახლში შემოვიდა. ახლა არაფრის ტავი მქონდა ამიტომ უსიტყვოდ გავყევი უკან დივანზე ჩამოვჯექი აქეთ–იქით დადიოდა ბოლოს გაშერდა შემომხედა
–ბოდიში რა
თქვა და ელვის სისწრაფით დატოვა სახლი, ამ ამიბის მერე ერთი კვირა არც გამოჩენილა რამდენჯერმე ბიჭები შემხვდნენ მაგრამ ისეთი არაფერი ზედაპირული დიალოგი იყო. დანაკლის ვგრძნობდი მაგრამ არ მინდა თავს გამოვუტყდე რაღაცეებში ვიცი მერე მეტკინება და ასე მირჩევნია.
ასე უფრო ადვილი იქნება გამკლავება 12 მარტი იყო ზუსტად ორი კვირა გავიდა სამსახურის საბუთებს ვაწესრიგებდი 1ხდებოდა დასაძინებლად მივდიოდი, ზარი რომ დარეკეს. სწრაფად გავაღე ჩემს წინ საშინლად მთვრალი ლიპარტელიანი კახი იდგა. დამინახა თუ არა ხელები მაგრად მომხვია ალკოლის სუნმა მაინც ვერ გადაფარა მისი სუნამოს საოცარი სურნელი. სახლში შემოვიყვანე ჩემს ოთახში შევიყვანე ლოგინზე დავაწვინე ფეხსაცმელი და პერანგი გავხადე.
–მოდი დამიწექი რა შენც გვერდით
–დაიძინე კახი
–მოდი გთხოვ რა
–კახი ძალიან გთხოვ დაიძინე
–მეც გთხოვ ვიცი რომ ამის შანსი სხვა დროს აღარ მექნება და მომეცი უფლება ეს ერთი შანსი გამოვიყენო ლილე
–მე მე...
–გთხოვ!
ხალათი გავიხადე და მის გვერდით დავწექი ნელა შემომხვია მისი ხელები და გულზე მიმიკრა.
–1სურვილი, რომ გქონდეს რას აიხდენდი?
–არ ვიციალბათ მამას დავაბრუნდებდი შენ?
–უსასრულოდ გავწელავდი ამ დროს
–მთვრალი ხარ და არ იცი რას ლაპარაკობ გთხოვ აღარ გააგრძელო
–მერე შენ არ იცი მთვრალი კაცი რომ ყველაზე მართალია?
–გვიანია დავიძინოთ
ხელები ისე ძლიერ მომიჭირა მეგონა ცოტაც და ძვლებში დავიმტვრეოდი. რომ მკითხოთ ამას რატომ ვაკეთებ, რატომ არ ვეწინააღმდეგები ვერ გაგცემთ პასუხს რადგან არ ვიცი ან ვიცი და უბრალოდ ისევ აღიარება არ მინდა აღიარების მეშინია. დილით, გამთენიისას გამეღვიძა ნელა წამოვდექი ისე ვყავდი ცახუტებული მიკვირს როგორ შევძელი ადგომა. 6საათი იყო ძილი ვეღარაფრით შევიბრუნე აივანზე გავედი მზის ამოსვლას ვადევნებდი თვალს, ნახევარი საათი მაინც ვიქნებოდი აივანზე უკან დაბრუნებულს ოთახში აღარ დამხვდა კახი აღარც სახლში.
არ გავკიდებივარ მოვწესრიგდი და დასამსახრში წავედი სახლში ვეღარ გავცერდები.
2დღე ისევ მის უნახავად გავიდა თავს მარიდებდა მეც არ ვეკიდებოდი ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცხოვრებას. დღეს ადრე ვბრუნდებოდი სახლში კარებთან გვირილები და პატარა კონვერტი დამხვდა. გამეღიმა ცუმდა ინტერესესმა შემიბყრო ვინ უნდა იყოს ამის ავტორი? სახლში შევედი მაგიდაზე დავდე გვირილეი და კონვერტი სწრაფად გავხსენი.
ვიცი
ისევ მოვა თოვლი...
მიყუჩდება გულში დარდი.
მერე,ისევ გიპოვი და
გეტყვი.
როგორ შემიყვარდი!
გამეღიმა. დიდხანს დავყურებდი მომღიმარი სახით საჩუქარს. ყვავილებს თავისი ადგილი მივუჩინე კონვერტი კი ჩემს დღიურში დავდე. მარტის თვეც მიილია ერთი ორჯერ შევძელი ისიც შორიდან კახისთვის თვალის შევლება ამ სახლში იშვიათად მოდიოდა, თუ მოდიოდა კიდე ისე აკეთებდა რომ ვერ ვხდებოდით ერთმანეთს. 4აპრილი იყო სამსახურში მივდიოდი კახის ძმაკაცებმა შემაჩერეს
–როგორ ხარ ლილე
–კარგად თქვენ?
–ჩვენც მოკლედ დღეს კახისთან გელოდებით ყველას
–არ ვიცი ვნახოთ
აღარაფერი უთქვიათ დამემშვიდობნენ და წავიდნენ ღმერთო ამდენი ხნის მერე ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გულის ცემა და უაზროდ დებილივით გამეღიმა. რა მოგდის ლილე ასე არ შეიძლება. ძლიერი ხარ შენ შეძლებ ამას შავი ყავის კაბა, შავი ფერანგი და ამავე ფერის კოსტუმი,ფეხსაცმელები მოვირგე და კახის კარებზე დავაკაკუნე.
იკამდე რამდენჯერმე შევიცვალე თუმცა ახლა მის წინ ვზივარ. 20 მდე ადამიანს მოეყარა თავი ჩემს გოგოებსაც მოვკარი იქვე თვალი მათკენ წავედი, ვერსად დავინახე ღამის პარტნიორი.
–ლილე შენ მაინც არ იცი რისთვის ვართ აქ?
–წარმოდგენა არ მაქვს
–გთხოვთ ყურადღება
ჩემს ყურთასმენას კარგად მოსვდა წიკვინა ხმა და სწრაფად შევტრიალდი უკან და ნეტა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე ვიდრე ეს ენახა ჩემს თვალებს. კახის გვერდით ულამაზესი გოგო იდგა რომლის ზელს ლიპარტელიანის ხელი შემოხვეოდა. ვიგრძენი როგორ გამიჭირდა რამდენიმე ხანს სუნთქვა, ჰაერი აღარ მყოფნიდა სწრაფად ავიღე მაგიდაზე დადებული წვენი და მოვსვი. ერთხელსაც კი არ შემოუხედავს ჩემსკენ, ერთხელაც კი არ მმიგვრძვნია მისი მზერა! ვერ ვხდები ამხელა ძალა საიდან მაქვს ამ ყველაფერს რომ ვუძლებ. თვალები მაგრად დავხუჭე მოწოლილი ცრემლები რომ შემეკავებინა.
–არ იტყვით აქ რისთვის შევიკრიბეთ?
–აქ იმისთვის შევიკრიბეთ რომ ნინას და კახის დაოჯახება ავღნიშნოთ!
აღარც დამიცდია მობილური ავიღე და იქუარობა დავტოვე. სახლში არ შევსულვარ მთაწმინდაზე ავედი. ვიცოდი ვიცოდი რომ ჩემს მიერ დაგებულ მახეში გავებმეოდი. ყოჩაღ ლილე! მალევე დავბრუნდი სახლში , ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცოხვრებას ნუ თუ ამას ჩვეულებრივობა ეწოდებოდა. რამდენიმე დღეში ნინა კახისთან გადმოვიდა საცხოვრებლად სამსახურში მივდიოდი, სახლიდამ გამოვედი მოულოდნელად მე და კახი ერთმანეთს დავეჯახეთ.
–მაპატიეთ
–თ რატო ლილე?
–მეჩქარება
–გაგიყვან
სირბილიტ ჩავიარე კიბეები რა ვუთხარი ჩემს ბედს მაინც და მაინც ახლა გამიფუჭდა მანქანა, ნაცნობი სურნელი ვიგრძენი უკან თუმცა ჯიუტად არ ვიხედებოდი.
–გაგიყვან
–არ მინდა ტაქსით წავალ
–რატომ მარიდე თავს?
–გეჩვენება
–მაშინ გაგიყვან მე
თავის დაფასება აღარ დამიწყია თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე სწრაფად დავიკავე ჩემი ადგილი. გზაში არცერთს არ ამოგვიჭია ხმა, მიმართულება რომ შცვალა მხოლოდ მაშინ დავარღვიე ჩვენს შორის არსებული კედელი.
–ახლავე წამიყვანე სამსახურში
–მხოლოდ იმის შემდეგ როცა რაღაცეებს გავარკვევთ
–არაფერია გასარკვევი
არაფერი უთქვია რამდენიმე სააში მის აგარაკზე ვიყავით, მანქანიდან გადაიდა მეც უკან გავყევი სახლში შევიდა საშინლად ციოდა თუმცა რა დროს ეს იყო.
–გისმენ კახი
–რატომ მარიდებ თავს?
–გასაგებად გითხარი გეჩვენებათქო
–რატომ წახვედი მაშინ?
–საქმე გამომიჩნდა
–ესეთი რა საქმე იყო ლილე ნუთუ არ გინდა რომ დავქორწინდე?
–რა სისულელეა
–რას გრძნობ?
–არაფერს
გაიცინა ახლოს მოვიდა და ნაზად დაეწაფა ცემს ბაგეებს არ შევწინააღმდეგებივარ მაგრამ გონს როგორც კი მოვედი სწრაფად მოვშორდი
–არც ახლა?
–გეყოფა კახი გეყოფა ჩემს ნერვებზე თამაში თუ გგონია რომ საყვარლობას გაგიწევ ცდები! შენ გვერდით გყავს ქალი, რომელიც მალე შენი ცოლი იქნება. არ მოგცემ უფლებას რომ გამომიყენო და ისე მომექცე როგორც შენ გინდა. უბრალოდ დაიმახსოვრე ჩემთან შენს წესებს ძალა არ აქვს! საშინელი ადამიანი ხარ ჯერ მოდიხარ და.... სახლში მინდა
–ჩვენ არ ვწყვეტთ არაფერს
–აბა ვინ წყვეტს კახი?
გულზე დამადო ხელი და გამიღიმა
–სახლში წამიყვანე ახლავე
–წავიდეთ
კიბეები სირბილით ავირბინე რამდენიმე დღით სოფელში უნდა წავიდე თორემ გავგიჟები ნამდვილად, ცოტა ხნით დასვენება მჭირდება. ხვალვე წავალ აუცილებლად. დილით ზარის ხმამ გამაღვიძა გიჟბივით შემოვარდნენ ელენე და თამო, ეელენე სიხარუსლიგან აქეთ–იქით დახტოდა თამო უბრალოდ ღიმილიანი სახით ადევნებდა თვალს
–აბა იტყვით რა ხდება?
–ჯერ ერთი გილოცავ
–რას?
–ქორწილი არ იქნება
–ვიცი
–კახისი
–მერე მერა
–ჩვენ ვერ მოგვატყუებ
–მეორე?
–შეყვარებული ვარ
–რა?
–ხო კახის ძმაკაც, თორნიკეზე
–არ არსებობს
–არსებობს
სულ გადამავიწყდა სოფელში, რომ მივდიოდი გგოგოებთან არაფერს ვიმჩნევდი თუმცა სიხარულისგან რამის გული წამივიდა რომ თქვეს ქორწილი არ იქნებაო. გოგოები შუადღისკენ გავაცილე ნივთები შევაგროვე და სოფელში წასასვლელად მოვემზდე , მანქანა უნდა დამეძრა მოულოდნელად ფანჯრიდან თავი რომ შემოყო კახიმ
–საით
–სულ გაგიჟდი?
–სიყვარულს სცოდნია
–გამატარე უნდა წავიდე
–საით?
ახლა უკვე მთელი სერიოზულობით მითხრა
–სოფელში
–ჭკვიანად და არ დაგავიწყდეს რომ მიყვარხარ
თქვა და ადგილს მოშორდა ფანჯრიდან გავიხედე უკან აღარ მოუხედია ალბათ 15 წუთი მაინც ვიაზრებდი მის ნათქვამს ბოლოს ისევ ხუმრობაში გავატარე და სოფლის გზას დავადექი. 1თვე გავჩერდი ამ დროის განმავლობასი მობილური არცერთხელ ჩამირთვია ვინც საჭირო იყო გაფრთხილებული მყავდა. ყველაზე მეტად არ მინდოდა ახლა აქაურობის დატოვება და ძველ სამყაროში დაბრუნება, ისევ თავიდან ყველა ტკივილის მიყენება. ცრემლებით დავტოვე ბებო პაპა და თბილიში დავბრუნდი. ყველა ახალ ამბავზე საუბრობდა ყველას ერთი სიტყვა ეკერა პირზე
"წავიდა"
"წავიდა"
"წავიდა"
სადარბაზოსთან გოგოები შემომეგებნენ რაღაც ვერც ისინი ვერ იყვნენ კარგად უცნაურად იკცეოდნენ კიბეები ნელა ავიარეთ მის კარებთან რამდენიე წამს გავჩერდი. თამოს თვალები აუცრემლიანდა და ზურგი მაქცია გაკვირვებულმა სევხედე ელენს
–რა ხდება?
–არაფერი რა უნდა ხდებოდეს
–გოგოებო თუ რამეს მიმალავთ
საუბარი ზემოდან მომავალმა მეზობემა შეგვაწყვეტინა
–გაიგე შვილო
–კი გაიგო თინა დეიდა
–რა უნდა გამეგო
–არ იცი შვილო?
–ვერაფერი გავიგე რა უნდა ვიცოდე
–კახი წავიდა ჰოლანდიაში
ერთ ადგილას მივიყინე საუბრის ძალა დავკაგე, ხელები მთელი ძალით მოვმუშტე მხოლოდ ის მახსოვს როგორი სისწრაფით გამოექანა თორნიკე ჩემს დასაჭერად. თვალები, რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიყავი გვერდით კი ელე მეჯდა. და განა რამე? უბრალოდ სიყვარულმა მაგრად გამიჩალიჩა!!! როდის დამადო დაღი, როდის დასახლდა ჩემში საბოლლოოოდ, ვერ გეტყვით უბრალოდ ვიცი რომ სიყვარულმა კახის სახელით მაგრად გამიჩალიჩა!
–როგორ ხარ ლი?
–კარგად ვარ კარგად
არაფერი უთქვია მაგრად მომეხვია
–ჩვენ უბრალოდ ვერ შევძელით
ზუსტად 1 წელი გავიდა აღარასდროს შევხებივართ ამ თემას უბრალოდ ვიცი რომ სიყვარულმა მაგრად გამიჩალიჩა! ელეს დაბადების დღე იყო თორნიკემ ხელი სთხოვა ერთ კვირაში კი ქორწილი გადაიხადეს. ქორწილის წინა დღეს კარებთან ისევ გვირილები და პატარა კონვერტი დამხვდა.
ვიცი
ისევ მოვა თოვლი...
მიყუჩდება გულში დარდი.
მერე,ისევ გიპოვი და
გეტყვი.
როგორ შემიყვარდი!
ნუთუ ის იყო? მე არ შემიზლია ვიფიქრო რომ ის არის სირბილით ჩავედი დაბლა და კონვერტთან ერთად ყვავილები სანაგვეში ჩავყარე. ყველასთვის ემოციური იყო ხვალინდელი დღე განსაკუთრებით კი ელენესთვის ისეთი საყვარელი იყო, ისეთი ლამაზი წამით მის ადგილზე ყოფნა მომინდა, თეთრი შურთი შემშურდა მისი ბედნიერი თვალების მისი ბედნიერების! დარბაზში ვიყავით ყველა ცერემონიის შემდეგ ახლა პატარძლის გვერდის ვზივარ და მისი ბედნიერების მომსწრე ვხდები, მის ბედნიერებას ვიზიარებ.
ყველა რაღაცას ელის, ყველას ვიღაცა და რაღაცა აკლია. ბედნიერმა მოვავლე თვალი დარბაზს მოსაცმელი ავიღე და გარეთ გავედი . ნაცნობი სურნელი შევიგრძენი,შეხება ვიგრძენი, ისიც ვიგრძენი როგორ იმატა ტემპერატურამ ორგანიზმში. როგორ დამეცა წნევა მაღლიდან–დაბლა, როგორ ამიჩქარდა გულისცემა, როგორ გამიჭირდა სუნთქვა თვალები მაგრად დავხუჭე.შემეშინდა, შმეშინდა იმის რომ მონატრებისგან მეჩვენებოდა, შემეშინდა იმის რომ ვგიჟდები სიყვარულით ვგიჟები. ისევ ვიგრძენი შეხება, მაგრამ ამჯერად სხეულმა მისკენ მიმატრიალა თუმცა თვალები არ გამიხელია.ვგრძნობ როგორ მეკიდება სახეზე უხილავიცეცხლი როგორ მიბყრობს მონატტრების ელფერი. მაგრამ რა ვუთხარი სიამაყეს, სიყვარულთან გაზავებულს!
არც ისე ძლიერი ვყოფილვარ ამჯერად სუნთქვა ჩემს ყურთან ვიგრძენი ნაცნობმა ხმამ ძლიან ჩუმად ჩამჩურჩულა.
–მომენატრე
თვალები ნელა გავახილე რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე მაგრამ არ ქრებოდა
–არ გაგიჟებულხარ შენს წინ ვდგავარ
–შენ დაბრუნდი
–მე დავბრუნდი შენს წინ ვდგავარ და პატიებას გთხოვ
–არ შემიძლია
გაშეშდა ფერები გადაუვიდა ვიცი, რომ ამ პასუხს ელოდა უბრალოდ დგება მომენტები როცა დაწრმუნებული ხარ იცი რა მოხდება იცი მოსალოდნელი შედეგი მაგრამ მაინც გტკივა. ხანდახან უბრალო სიტყვასაც კი დიდი დაძალა აქვს.ზოგჯერ პატარა წყენა გაგათავებინებს ღამეს, ერთი უგულო სიტყვა სიცოცხლეს გაგიმწარებს.
–მაშინ 1წლის წინ შენთან სოფელში მოვდიოდი მაგრამ ავარიაში მოვყევი ინვალიდი გავხდი, ყველაფრის სურვილი დავკარგე მაგრამ ბიჭები გვერდში დამიდგნენ და ახლა მათი წყალობით სრულიად ჯანმრთელი ვარ. ყოველ დღე ჩემი სტიმული და ძალა იყავი და მადლობა ამისთვის რომ არა შენ მე ახლა აქ არ ვიქნებოდი.
დიდხანს გავჩერდი ჰაერზე ჯერ კიდევ ყველაფერი ჩემს ქვეცნობიერებას დავაბრალე მაგრამ დარბაზში შესულს მიხვდი რომ სრულ ჭკუაზე ვარ. წყნარი მელოდია ჩაირთო თორნიკემ დამინახა სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა ჩემსკენ ხელი მომკიდა და ლიპარტელიანთან მიმიყვანა.
–ერთხელ გაუშვი და იგივეს ნუღარ გაიმეორებ
გაუღიმა თავი დაუქნია და ხელები შემომხვია, დაპროგრამებულივით ვაკეთებდი ყველაფერს ჯერ კიდევ ვერ მოვსუვარ გონნზე. ახლოს მოვიდა ძალიან ახლოს მისი გახშირებული სუნთქვა სახეზე მეცმოდა, ვიგრძენი როგორ შემეხო მისი გავარვარებული ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩახლეჩილი ხმით ჩამჩურჩულა.
ვიცი
ისევ მოვა ფიქრი
წლები, შენს სიყვარულს მომთხოვს
სუსხი დამიბერავს ვიცი
ისევ,
გამეტებით მოთოვს
ერთიანად ამაკანკალა ის იყო ის გვირილები ის წერილები მისი იყო! სახეზე ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად მომწმინდა
–არ გიხდება ცრემლები რა!
ისევ სამსახურიდან ვბრუნდები ისევ დათოვლილი თბილისის ქუჩას ისევ მთაწმინდის გზას მივუყვები ოღონდ იმ განსხვავებით რომ მარტო არ ვარ.
ვიცი
ისევ მოვა თოვლი
და შენ მოხვალ, თოვლის გუნდად!



№1  offline წევრი likuna12345

ბავშვებო როგორია?

 


№2  offline წევრი Nensii

კარგიიი იყოოო, მაგრამ არ მეყოო :))))) თითქოს რაღაც დამკლდაა :))

 


№3  offline წევრი yvavi

მომეწონა ^.^
უფრო ვრცელი დაწერე ხოლმე :3

 


№4  offline წევრი grifini

კარგი იყო მომეწონა.თბილი. ^

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

გელოდებოდიიი ... გელოდებოდი ...გელოდებოდი... გელოდებოდი .... გელოდებოდი. .. და ასე უსასრულოდ გელოდებოდი. გელოდი მანამ სანამ შენ კეთილი არ ინებე და არ ფამოჩნდი... მინდა გითხრა რომ ლოდინი ამად ღირდა.. ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო. . . აღარ დაიკარგო იცოდე.. და შემდეგ ისტორიას ველოდები უახლოეს მომავალში. ... ♥♥♥♥

 


№6  offline წევრი tatiko

Dzaaan magaria yoveltvis roca shen nawarmooebs vkitxulob vfiqrob rom amaze uketess ver dawer magram vcdebi sasiamovnod tan dzaaan magaria yvelaze shen nawarmoebs gaachnia ragac axali aguwereli damainteresebeli dzala yoveltvis velodebi shen nawarmoebs warmatebebi :*

 


№7  offline წევრი likuna12345

Yvelas didi madloba dzalian miyvarxart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent