შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებები გაფრინდნენ.[ 1 თავი]


21-03-2015, 20:29
ავტორი grifini
ნანახია 2 110

მთელი სახლი გადავქექე და ეს უბედური ლეპტოპი ვერ ვიპოვე,არა და ლუციუს და ელოს უნდა დაერეკა.ასე როგორ შეიძლება ?! მივაგდებ სადღაც და მერე ვერ ვპოულობ...რამდენი ხანია არ მილაპარაკია თან,ბედიც ამას ჰქვია.ტელეფონიც ახლა მირეკავს.ჯანდაბა და დოზანა ყველას ერთ დროულად.
-ალო.
-ლიკა სად ჯანდაბაში გდიხარ?-ტელეფონში ჩამყვირა ლუციუსმა (ლიკა ჰქვია მაგრამ მე ლუციუს ვეძახი)
-გოგო,ეხლა რა ხდება.-დავიწყე გაწელვით,-ლეპტოპს ვერ ვპოულობ.-ვუთხარი და გავიკრიჭე თითქოს დაინახავდა.
-ვიცი,რომ გაიკრიჭე და მალე იპოვე,შემოვიდა ელო უკვე.-ისევ ჩამძახა ტელეფონში და გამითიშა.
მეც მაგარი ბოთე ვარ რა.სად ჯანდაბაში იქნება ეს ლეპტოპი ეხლა ?! ზარის გაშვება მაინც შეიძლებოდეს.
-ლუკაა!-უცბად რაღაცამ დამკრა თავში და ჩემი ძმის სახელი დავიყვირე.
ისიც სწრაფად შემოვარდა ოთახში.
-რა გაყვირებს გოგო?!-დამიღრინა და თვალები დამიბრიალა.
-ჩემი ლეპტოპი სად არის ?!-ვკითხე მკაცრად და ხელები გადავიჯვარედინე.
-დედას ჰქონდა.-მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა.
დედა,რომ ამას გამიკეთებს,ვის რა უნდა ვუთხრა ჰა ?!
-დედა,ჩემი ლეპტოპი მესაჭიროება!-ხელი გავუწოდე და დაველოდე როდის მომცემდა ჩემს საკუთრებას!
-შენ ხო,ადამიანს არაფერს დააცლი.-ხელი ჩაიქნია და დივნიდან წამოდგა.
სწრაფად შევვარდი სკაიპში და მონატრებული მეგობრების ზარს დაველოდე.
-მეღირსა.-ამოვილაპარაკე და ვუპასუხე.
-ლიკააააა.-დაიყვირა ელომ.
-ელიოოო.-დავიყვირე სიცილით მეც.-ლუციუსი სადაა ქალავ ?
-აქ ვარ მეც,მოვედი.-დაიყვირა სიცილით ლუციმ.
-ვაიმე როგორ მომენატრეთ.-დავიყვირე გახარებულმა.
-ჩვეეეენც.-გოგოებმაც არ დამაკლეს ყვირილი.
-მაგარი ისტორია უნდა მოგიყვეთ.-ჩავილაპარაკე და უმიზეზოდ გავიღიმე.
-დაიწყე!-მითხრა ელომ,მეც ერთი ამოვისუნთქე.
-იცოდეთ,ცუდად მთავრდება და მერე არაფერი დამიწყოთ!-გავაფრთხილე და ამბის მოყოლაც დავიწყე.


***
ერთი გოგონა იყო,რომელსაც მეგობრები არ ყავდა.ერთი მეგობარის კი.არა,ჰყავდა მაგრამ იცით როგორები?! აფერისტები,ნაგვები.თვალებში,რომ უყურებდნენ და ატყუებდნენ.მხოლოდ ორი მეგობარი ჰყავდა,ისინიც Facebook-ში,მხოლოდ მათ იცოდნენ,როგორი იყო სინამდვილეში თათია.მხოლოდ მათ იცოდნენ რამდენჯერ უტირია,იმის გამო,რომ მხოლოდ ისინი ჰყავდა და მათი ნახვაც არ შეიძლებოდა.არა კი არა ვერა,სამივე სხვა და სხვა ქალაქებიდან იყვნენ.
***
-როგორც ჩვენ .-წამოიყვირა ლუციმ.
-ხო,როგორც ჩვენ.-გავუღიმე და ისევ მოყოლა გავაგრძელე.
***
თათია ერქვა,ლამაზი ბავშვი იყო,ნუ რაღა ბავშვი 17 წლის იყო,მაგრამ მაინც ბავში იყო სულით.უმანკო,სპეტაკი,სუფთა,ყველაფერი კარგი მასში იყო თავმოყრილი.ყავისფერი თმებით,მწვანე თვალებით,საყვრელი კურნოსა ცხვირით და დიდი ლამაზი ტუჩებით.არ იყო შხვართი,არც არასდროს უოცნებია მაღალი და ძალიან გამხდარი ყოფილიყო,საშვალო სიმაღლის იყო.არც გამხდარი იყო და არც მსუქანი.
ყველაფერი ყოველთვის აწყობდა,არასდროს იყო არაფრის წინააღმდეგი.გიჟდებოდა მშობლებზე და თავის ძმაზე,რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო.არასდროს არ უჩხუბიათ.წარმოგიდგენიათ ? ამდენი წლის განმავლობაში,ერთხელაც კი არ მოსვლიათ კამათიც კი ?!
-თათ გაიღვიძე.-შუბლზე ნაზად აკოცა იომ.
ნელა დაარხია გრძელი წამწამები და მისი მწვანე თვალები მიანათა.
-იო,დასვენება მაქვს და რა გინდა?-ჰკითხა და შრეკის კატის თვალებით შეხედა.
-კაი თუ არ გინდა,ტყეში წამოსვლა დაიძინე.-ხელი ჩაიქნია და ღიმილით გაბრუნდა კარებისკენ.
-რაა?!-წამოიყვირა თათიამ და საწოლიდან წამოხტა.
-დროზე,გაემზადე პიკნიკზე მიმყევხარ.ორი დღის ტანსაცმელიც ჩაალაგე.დროზე,დროზე.-უთხრა სიცილით და ოთახიდან გავიდა.
ფართხა-ფურთხით მოიწესრიგა თავი,შორტები და შავი მაისური ჩაიცვა.კედები ამოიცვა,ტანსაცმელიც ზურგჩანთაში ჩაყარა და მზად იყო.
-მზად ვარ!-გამოაცხადა და იოანეს წინ დაუდგა.
-ვაა,შენ რა შუსტრი მყევხარ ტო.-სიცილით უთხრა იოანემ და მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა.
-მოიცა,მოვალ ეხლავე.ჩანთა ჩაიტანე შენ.-უთხრა და ჩანთა გაუწოდა.
სამზარეულოში შევიდა და გაზქურასთან მოფუსფუსე დედას ლოყაზე აკოცა,შემდეგ მამას აკოცა ლოყაზე.დაემშვიდობა და ისე ჩავიდა თავის ძმასთან.
***
-მერე გოგო,ნუ გამიწელე და ნუ დამტანჯე!-წამოიყვირა ელომ.
-დააცადე გოგო.-შეუბღვირა ლუციმ და ისევ სმენად იქცნენ.

***
-იო მიდი,რა ნაყინი მიყიდე.-ჩაჯდა თუ არა მანქანაში უთხრა თავის ძმას.
სულაც არ შეუმჩნევია,მის გვერდით მჯდომი სილუეტი.
-ჯერ მიესალმე თათია.-უთხრა ღიმილით იომ,მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადრება ბიჭს,რომელიც ღიმილით უყურებდა სარკიდან.
-უი,ბოდიში.-სახეზე აწითლდა და თავი ჩახარა.
-გამარჯობა.-ამოიღო ბიჭმა ხმა,სულაც არ ჰქონდა ბოხი ხმა,როგორც ყველა გოგო ოცნებობს,მაგრამ საკმაოდ კარგი ხმა ჰქონდა.
-გამარჯობა.-ჩაიბურტყუნა აწითლებულმა თათიამ.
-ეხლა გიყიდი ნაყინს.-უთხრა ღიმილით იოანემ.
-შოკოლადის იცოდე,კიდევ არ დაგავიწყდეს.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
უცნობს მის ასეთ ქცევაზე უბრალოდ გაეღიმა,თათია კი ისევ გაწითლდა.
-ეე,გააჩერე მაღაზიას ვერ ხედავ.-დაიწუწუნა თათიამ,როდესაც მაღაზიას გამოსცდნენ.
-როგორ მაკვირვებ ხოლმე,ამხელა გოგო ხან და ხან რა.სად გავაჩერო გოგო მერე?-ჰკითხა სიცილით და სარკიდან შეხედა თათიას.
-მიზეზები არ გელევა შენ.-ენა გამოუყო და ფანჯარაში გაიხედა.
-მოვალ ეხლავე.-მანქანა გააჩერა და სწრაფად გადახტა.
ტელეფონი ამოიღო,რომელიც ჯიბეში ბჟუოდა.
-სად ხარ გოგო აქამდე?-ჩაჰყვირა ტელეფონში ნანომ.
-ჯანდაბაში,სად ვიქნები?არ მესმოდა ხმა.-ჩაიდუდღუნა და სარკეში მომღიმარ უცნობს გახედა.
-რას შვები?-ჰკითხა ნანომ სიცილით.
-ჩემს ძმას მივყავარ პიკნიკზე და ახლა გადასულია,რომ ნაყინი მიყიდოს.-კმაყოფილად ჩაიღიმა და ტუჩი მოილოკა.
-ოუუუ,მეც მინდა.-დაიწუწუნა ნანომ.
-ოჰ,ბევრი რამე გინდა შენ.-ჩასძახა სიცილით.
-შენი ძმა არ ითვლება,მესიმპატიურება და რა ჩემი ბრალია აბა?!-გაიკვირვა ნანომ.
-ძაღლი ახსენეო თუ როგორაა,მოვიდა ეხლა ნაყინს შევჭამ მე.
-მეტი არ გაჭამოს ღმერთმა.-დასწყევლა ნანომ.
-მადლობა,მადლობა.-ჩაილაპარაკა სიცილით და ძმას ხელი გაუწოდა ნაყინისთვის.
იოანემ ხელით ანიშნა ვინ არისო.
-ნანო ნახე ვინ გალაპარაკო.-ეშმაკურად ჩაიღიმა და ნანოს კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე მიაწოდა იოანეს.
-ალო...აჰა,ანუ შენ ხარ ის ნანო-ეშმაკურად ჩაიღიმა იოანემ,თათიამ კი წარბ აწევით შეხედა.-კარგი გოგო ხარ ხო იცი შენ?..ხოო?..-ერთი გულიანად გადაიხარხარა და ტელეფონი ისევ დას მისცა.-მაგარი მეგობარი გყავს რა.-სიცილით უთხრა წარბაწეულ დას.
-ვიცი.-უთხრა და ენა გამოუყო პატარა ბავშვივით.
-თათია შენ ხარ?-იკითხა ნანომ,არა კი არ იკითხა ჩაიდუდღუნა.
-რას დუდღუნებ შენც რა.კაი წავედი მე მერე დაგირეკავ.
-ჩაო კაკაო.-დაემშვიდობა ნანო თავის საფირმო „ნახვამდით“.
-არვედერჩი.-თათიაც როგორც ყოველთვის საფირმო „ნახვამდით“ დაემშვიდობა და გაუთიშა.
ჯიბიდან ყურსასმენები ამოიძრო და მუსიკების მოსმენას შეუდგა.გიჟდებოდა მგზავრების „ვერის ხიდზე“ რამდენჯერ აქვს მოსმენილი და არა და არ ბეზრდება.
მანქანის დატორმუზება,რომ იგრძნო მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები და ძმას კითხვით სავსე თვალებით შეხედა.
-კოლას ვიყიდი და მოვალ.-უთხრა და ღვედი შეიხსნა.
-მეც წამომიღე რა.-შრეკის კატის თვალებით შეხედა თათიამ.
-ოღონდ მაგ თვალებით ნუ მიყურებ და წამოგიღებ.-უთხრა სიცილით და მანქანიდან გადავიდა.
ფანჯარაში გაიხედა და აკვირდებოდა ქუჩაში მიმავალ ხალხს,როგორ მიისწრაფიან სადღაც.ზაფხულშიც კი არ წყდება ხალხის „მიმოქცევა“.
***
-იმ ბიჭს რა ერქვა?-წამოიყვირა უცბად ბიჭიაშვილმა.
-ელიოტ დააცადე და იტყვის ალბათ.-შეუბღვირა ლუციმ.
-მოიცადეთ შოკოლადს მოვიტან და მოვალ.-ვუთხარი და სამზარეულოში გავედი სადაც ალპენი მელოდა.მალევე ვიპოვე და გოგოებთან დავბრუნდი შოკოლადის ჭამით.-აბა სად ვიყავი?ხო გამახსენდა მოემზადეთ!

***
-ამდენი ხანია,მანქანით ერთად ვმგზავრობთ და არ დაგაინტერესდა რა მქვია?-ჰკითხა უცნობმა და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
თათია გაწითლდა და მხრები აიჩეჩა.
-მოდი,მაშინ მე გაგეცნობი.-უთხრა ბიჭმა სიცილით.-მე კირილე ვარ.
-სასიამოვნოა.-უთხრა გაწითლებულმა გოგონამ.
მეტი არაფერიც არ უთქვიათ ერთმანეთისთვის.ხანდახან თუ გადმოხედავდა,ხოლმე ბიჭი სარკიდან და ეღიმებოდა.იცოდა ეს გოგო მისი,რომ იყო.იცოდა და მორჩა!



ჰიჰიჰიჰიჰიჰიჰ ^ იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline მოდერი ელი

ჩემი პანდა!... ჩემი სახელი და გვარი რომ ამოვიკითხე თვალები კეფაზე გადამივიდა ... :D :D ხო იცით ორივე რა მაგრად მიყარხართ... (ისე ვიცინი სკუპეში რომ ვიკტიჭებიი ხოლმე) მოკლედ ჩემო ცუცნებო მაგრად მევასებით გულში ხართ... ველი შემდეგს და დიდს!... მართლა რამდენი ხანია არ გვოლაპარაკია ხვალ შემოგათრევთ მე თქვენ სკიპშიიი

 


№2  offline მოდერი MyLove

ვუაიმე :DDDD რამდენი ვიცინე გადარეულოოო :D
ძლივს სადღაც მომიხსენიეს რააა :DD
მეშვუელა! :D მეც მაქვს შენთვის სიურპრიზი.
P.ს ამ ისტორიის ცუდად დასრულება არ გაბედო!!!! :@
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი Unnamed

Au cudad unda daamtavro? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent