უსაზღვროდ სიმპათიური და ნახევარად შიშველი მეზობელი (2 თავი)
ისე მიღიმოდა,სულ დამავიწყდა ვინ ვიყავი, რა მინდოდა და საერთოდ რატომ ვიდექი აქ ასე გამოშტერებული მის წინ. გონზე მისმა ხრინწიანმა ხმამ მომიყვანა. -რაო ლამაზო, კიდევ დიდხანს უნდა მომაშტერდე , თუ დამდებ პატივს და მეტყვი რა გინდა?...._საშინლდ გამაღიზიანა მისმა ტონმა! _ იმიტომ მოგაშტერდი რომ, გენოს ველოდებოდი და შენმა ნახვამ გამაკვირვა. _აჰაა,,,,გენოს ყოჩაღ! რა გოგო დაუთრევია, ლოთი ეძახე შენ და! _იდიოტო! ნურავისში ნუ გეშლები! სხვათაშორის მე გვერდითა მეზობელი ვარ და გენოსთან საქმე მაქვს და იქნებ ეხლა შენ დამდო პატივი და მითხრა სად არის? _მეზობლების არჩევაც ცოდნია გენოოოს. სად იქნება, ოთახშია, ძინავს ჯერ კიდევ. _ხო აბა ეძინება,წუხელ იმდენი იმღერა ეხლა ხომ უნდა დაისვენოს! გადაეცი სხვასაც უნდა ღამისსაათებში დასვენებათქო! _თვითონ უთხარი ეს ყველაფერი, მე საერთოდ არ მანაღვლებს ვის ძინავს და ვის არა, _კარი გამოაღო_აი მარჯვინ რომ ოთახია მანდ წევს ბიძაჩემი და შეგიძლია შეხვიდე.მე კიდევ წავედი, ჩავიცვი ისედაც დამაგვიანდა შენს გამო! _ღია კარებში დამტოვა და წავიდა. დეგენერატი, ალბათ ესეც გენოსავით ლოთია! რაო ბიძაჩემიო? ნადვილად ასე თქვა! არადა გენო რას გავს და ასეთი ძმიშვილი ან დიშვილი ყავს დავიჯერო?... მე ვინმეკითხება?! არა სიმპათიური კია მაგრამ უზრდლი და უხეში ბიჭია! ისე შევედი სახლში გენოს ძმიშვილზე ფიქრები არ მმომშორებია. ასეთი სიმპათიურ, სექსუალურ და ამავდროულად დგენერატი ბიჭი, ჯერ არ მინახავს! ნახევარ საათში გენომაც მოგვიკაკუნა, გავიგე ჩემთან ყოფილხარ და რა ხდბეაო. სულ სხვანაირად ვაპირებდი დალაპარაკებას მაგრამ ახალმა სიმპატიურმა და თან ნახევრად შიშველმა ბიჭმა ამირია გეგმები! სამუდამოდ ვერმოვინდურებდი გენოს ეხლა,ჯერკიდევ მაინტერესებს უზრდელი! თბილად ვთხოვე, ღამის საათებში ნუდალევს მაიცადამაინც და თუ დალევს ნუ იმღერებს მაინც. გენომაც პატიოსანი სიტყვა მომცა და ასე გავეცალეთ ერთმანეთს. მთელმა ოჯახმა ერთდად ვივახშმეთ. ნიაკო გახარებული იყო ჩვენთან ყოფნით.ბებიკო და ბაბუკო ძალიან ანებივრებენ პატარას, რასაც ჩემი და ძალიან აპროტესტებს, გამიფუჭებთ ბავშვსო მაგრამ ნიაკოს მაინცყველა ყველაფერს ვუსრულებთ და მის ჭკუაზე დავდივართ .საღამოს ერთად ვაბანავეთ მე და დედამ ჭინკა, მე ვითავე დაძინებაც. იავნანას ვუმღეროდი. ნახევარ საათიანი წვალების შმდეგ ძლივს ჩაეძინა ბავშვს. დედამის შევუცნცულე და მე აბაძანაში შევარდი, ამჯერად შიშველზე ფიქრები ნაიკოს წონამ გადამიფარა. ვაიმეეე, ამას მოუკლია მართლა ჩემი და! ჯერ ხომ ხელში უნდა გყავდეს აყვანილი და თან ისიც უნდა არწიო. რაცარუნდა იძახო პატარაა და სუსტიაო ნახევარისაათი სარწევად ძალიან მსუქანია, ცოტა ვადიეტებ აქ ყოფნისას და ეგაა. ის იყო მეც გავემზადედა ვაპირებდი ჩაძინებას გენოს სახლიდან ისეთი მუსიკის ჰანგები ისიმოდა ჯერ ძაან გამაკვირვა, მერე კი მივხვდი რაშიც იყო საქმე და გავბრაზდი საშინლად! ხალათი მოვიცვი და გავუვარდი შიშველს! კარზე დიდხანს ვაზარუნე,ვაბრახუნე და ბოლოს როგორც იქნა გამიღო ისევ იმ საშინლად სიმპათიურმა,ეხლაც ნახევრად შიშველი იყო, მხოლოდ ტრუსების ამარა, ვაიმე მგონი ტანსაცმლის ასებობის შესახებ არ იცის არაფერი. ან დანიშნულება მისი. პირდაღებული მომჩერებოდა, მეც შევათველიერე ჩემი თავი რამე ხომარ მიჩანსთქო, არაფერიც არ მიჩანდა და კმაყოფილი მოვემზადე საჩხუბრად რომ თვითონ დაიწყო საუბარი. -არ მჯერა! _რა? რა არ გეჯრა_ აშკარად დამაბნია... _არ მჯერა რომ ასეთი გარეგნობის გოგო ასე სასტიკად ბღავი! აივანზე ვიყავი რომ შენი სიმღერა, არა სიმღერას ვერ ვუწოდებ! ბღავილი რომ გავიგე და თავიდან ძაან ბევრი ვიცინე მერე არ გაჩერდეი, არ გაჩერდეი ნერვები მომიშალე,მყუდროება დამირღვიე და აი ის მუსიკები ჩავრთე რაც მამშვიდებს. _სრული შოკი მივიღე მისი სიტყვებით, არ ვიცი ენა როგორ მოვატრიალე პირში და როგორ ვუთხარი რამე... _იდიოტო! უტაქტო ,ხეპრევ! -კიდევ ძალიან სექსუალური და ლსიმპათიურიი ვარ ეგ არ დაგავიწყდეს ჩამონათვალში.... ! თან საზიზღრად სიმპათიურად იცინოდა.... _შენს თავზე დიდი წარმოდგენის ხარ როგორც ვატყობ! _ეს თქვენ ,ქალები მაძლევთ საბაბს ვიფიქრო ასე! _ სხვები არ ვიცი და აი მე კსსულაც არ ვფიქრობ ესე! არც ამის არანაირი საბაბი არ მომიცია! _ჰმ,არა?კარგი,,,,მაშინ ნუ მიყურებ ესე! _იდიოტი, ერთი თავის თავზე უგონოდ შეყვარებული იდიოტი ხარ,რომელსაც არაფერი და არავინ არ აინტერესებს! რომ იცოდე შენს გარდა ამ კორპუსში კიდევ შენგან განსხვავებით ადამიანები ცხოვრობენ და დასვენება სჭირდებათ! ძლივს დავაძინე ბავშვი და ეხლა ამ საშინელი მუსიკის ხმაზე ალბათ ისევ გამოეღვიძა! უზრდელი და თავხედი ხარ! კარები მაგრად გამოვიჯახუნე ,ლაპარაკს არ ვწყვეტდი უკვე საკითარ თავთან, ლოთო! გენოს ნათესავისაგან სხვას რას მოველოდი! ჩემდა გასაკვირად მუსიკაც გამორთო და მომდევნო ერთი კვირა ხმაც არ გამიგია მათი ბინიდან. არც დამილანდავს სახლში ყოფნისას. ალბათ იმოქმედა ჩემმა დაცოფვამ! ამ ერთ კვირაში გოგა გააქტიურდა ძალიან. შაბათ დილით დამირეკეს გოგოებმა შეხვერდა გვქონია დღესო, გუშინ დაგვავიწყდა თქმა და გემზადე 2 საათისთვისო. კინაღამ გავგიჟდი! ჯერ მარტო იმიტომ, რომ შაბთს მამუშავებდნენ საკუთარ ფირმაში და ამას ვგებულობდ შაბათ დილით! დავცოფე ნიტა და იაკო მაგრამ რას გავწყობდი?! კლასიკურად ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და დათომაც (მძღოლია ფირმის) დამირეკა მოვედიო. არ მიკითხავს სად მივდივართქო, თბილისს რომ გავცდით მერე წამოვყავი თავი, დავით საითთქო და ბათუმიო რომ მითხრა გავგიჟდი! _კი მაგრამ ბათუმში რა ჯანდაბა გვინდა?! _მე არაფერი ვიცი ქალბატონო ლიზა, მეგონა იცოდით სადაც მივდიოდით. _კარგი დავით ბოდიში , ხას რომავუწიე, შენი რა ბრალია. ამასობაში გოგოებს დავურეკე და სიკვდილი ვანატრებინე. დავით შნ კიდე რამდენჯერ უნდა გითხრა ქალბატონოთი ნუ მომართავთქო! ლიზა! დაიმახსოვრე რა! _კარგი,ლიზა... მთელი გზა მეძინა,ბათუმში შესვლისას გამეღვიძა, ღვის სუნმა სასიამოვნოდ შემიღუტუნა ცხვირში და ბედნიერების ჰორმონები გამომიღვიძა.ვგიჟდები ამ ქალაქზე! ბათუმში ძალიან მაგრად წვიმდა და აპრილის კვალობაზე კარგად მაგრად ციოდა. დათომ მიმიყვანა სასტუმროსთან. ჯერ ნომერში ავედი,მანქანაში ძილისაგან გაჩეცილიც ვიყავი და მაკიაჟიც აღარ შემრჩენოდა. ცხელიწლით ჩამოვიბანე პირი და უბრალოდ შევიმშრალე. არც გამოსაცვლელი მქონდა და არც კოსმეტიკის ჩანთა. თმები დავივარცხნე და ჩავედი . სასტუმროს ფოიესში გოგონა შემეგება რომელმაც უცებ ცეკვა დაიწყო და მას რამოდენიმე ბიჭი შეუერთდა, მერესასტუმროს გარეთ გამიყვანეს ,გარეთ უამრავიადამიანი იყო, ყველა თეთრებში ჩაცმული იყვნენ და ცეკვავდენ ,თან ზღვისკენ მივდიოდით და გზად ისევ გვიერთებოდენ ახალგაზრდებდა თან წითელ ვარდებს მჩუქნიდნენ. სანაპიროზე აღმოვჩნდი,თავსხმა წვიმაში, ქუსლიანებით და ხელში უზარმაზარი ვარდების კონით, სულ მთლად გავილუმპე და გავიყინე მაგრამ ვიღა ს ახსოვდა სიცივე? სანაპიროზე გოგა დამხვდა ერთი წითელი ვარდით და ყურებამდე გაკრეჭილი .თეთრი მაისური ეცვა სადაც ეწერა : I wanted to say for a long time - I love you! მერე ბევრი ვისეირნეთ წვიმაში , გოგა ბევრ თბილ სიტყვას მეუბნებოდა, მე თავს ბედნიერად ვგრძნობდი,ჩემი ოცნება იყო წვიმაში ზღვის პირას სეირნობა და რატომღაც აქამდე არ ამსრულებია..გოგამ კი საუკეთესო სურპრიზი მომიწყო მართლაც და ძალიან ორიგინალურად ამისხნა სიყვარული... იყო ფეიერვერკი, მუსიკა ,ვალსი, უაზროდ ბევრი სითბო, სიყვარული, ბედნიერებაც , მაგრამ მაინც იყო ფიქრი იმ უშნო საშინელ ნახევრად შიშველ ბიჭზე რომელიც არაფრით არ იმსახურებდა ამას! ბოდიში დაგვიანებისათვის. ვაიმე, რა სისწრაფით ვწერე რომ იცოდეთ,,,,იმედია მოგეწონებათ. მადლობა რომ კითხულობთ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.