შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე ღირებული 4 თავი


22-03-2015, 01:47
ავტორი ელი
ნანახია 4 346

ალბათ დაგაშინეთ არა ბედისწერავ?! ხო დაგაშინეთ და ამიტომ გაიმეტე სანდრო... ის ვინც ეკოს მართლა დაეხმარება, მე მჯერა მისი!...
დილით მზის სხივები აკიაფდნენ მძინარე სხეულებზე...მოეალერსა ორივეს და გაუთბო ისედაც თბილი სხეული... ეკოს მზემ დასწრო გაღვიძება...ალაბთ გამარჯვება უხაროდა დიდ მზეს პატარა მზეზე და უხვად გაიმეტა ქვეყნიერებისათვის სხივები... გამოიდარა!... ჩემო ეკო გაიღვიძე გამოიდარა...
ფრთხილად შარხია გოგონამ წამწამები...სახე სანდრო ყელში ქონდა ჩარგული და ამიტომ მძინარე სანდორსაც მოუღუტუნეს მისმა გრძელმა წამწამებმა...
ნელა გაახილეს ორივემ თვალები და მაშინვე ჩაიძირნენ ერთმანეთის სიყვარულში... წუხანდელის გახსენებაზე ორივეს გააჟრჟოლა...
უფრო მაგრად აიკრა სანდომ გოგონა მკერდზე და ღრმად შეიშუნთქა მისი სურნელი.
-დილამშვიდობისა ჩემო ეკუნა-თავზე აკოცა სანდრომ...
მთელი სხეული გაუთბა ეკოს...მრამდენი ხანია დილა ასეთი კარგი აღარ ყოფილა...
გაეღიმა, მამის სიკვდილის შემდეგ მისი ბაგეებს ღიმილი დაეტყოთ...მზე გაცისკროვნდა...
-დილამშვიდობისა...-ჩაილაპარაკა ეკომ.
-სულ გაიღიმე ხოლმე რა... იცი როგორ გიხდება?! ძალიან... გინდა განახო როგორ ძალიან? აი ასე...-მაგრად მოუჭირა ხელები სანდრომ. ისე რომ ეკოს ძვლები ეტკინა, მართლა ეტკინა, ჯერ ისედაც გამხდარს ეს სამი კვირაა პირი არაფრისთვის დაუკარებია და სულ ფურცელივით გახდა...
-მეტკინა სანდრო...-ამოიზლუქუნა ეკომ.
-ბოდიში პატარავ...-სუბლზე აკოცა სანდრომ.
აეწვა... ნაკოცნი ადგილი აეწვა ეკოს. ღმერთო როგორ უცხოა მისთვის ეს ყველაფერი.... როგორ უცხო და სასიამოვნო...
გაფრენილი ოცნება დაიჭირა ეკომ...ძმა იპოვა.
კედელზე ჩამოკიდულ საათს რომ გახედა თვალები გაუფართოვდა... უკვე დაუგვიანია სკოლაში და წასვლასაც აღარ ქონდა აზრი. როგორ არ უნდოდა ახლა წამოდგომა და სანდორს სხეულს მოშორება,მაგრამ ასე გვიანობამდე ჯერ არ სძინებია.
-სანდრო უნდა ავდგე-ჩაიჩურჩულა მორიდებულად.
-ნწ...-ჯიუტად არ უშვებდა ხელებს სანდრო,
-სანდრო...-არ ნებდებოდა ეკუნა
-ეკუნ... აი ამხელა ბიჭი ვარ, 20 წლის ვარ უკვე და აი ასე... აი ასე არავისთსან ვყოფილვარ, სულ მინდა რომ ჩემთან მყავდე და გეფერებოდე... გუშინ შენრომ შენზე მომიყევი, რომ მითხარი თუ რამდენი რამ გადაიტანე შენ თავს გეფიცები შენსავით მეტკინა... იცი როგორ ვარ? თითქოს სულ გიცნობ...ჩემი ხარ გესმის? ჩემი ნაწილი ხარ... უბრალოდ მეც ვერ ვხსნი ამას... მაგრამ ერთი ვიცი რომ ამის მერე დღე არ იქნება შენ გარეშე. შენ ჩემი დაიკო ხარ გესმის? მინდა რომ მენდო და გჯეროდეს ჩემი... უბრალოდ იცოდე რომ მე შენთან ვარ...-სანდრო
როგორ უნდოდა ახლა ეკოს ტირილი... ტირილი ბედნიერებისაგან... ბედნიერებისაგან,რომელსაც სანდორ ერქვა... ვერც კი წარმოიდგენდა თუ მამის სიკვდილის შემდეგ ოდესმე კიდევ განიცდიდა სიხარულს...
როგორ უნდოდა ახლა მთელ ხმაზე ეყვირა,რომ ის იყო ყველაზე ბედნიერი,მაგრამ ამავდროულად ყველაზე უბედური... როგორ გაუმართლა რომ ახლა სანდრო ყავს...
იცის რომ ღირდა ამდენი გაჭირვება, შიმშილი,ტირილი,ტკივილი,დამცირება, დაცინვა,ღალატი...ღირდა!...სანდროსთვის ღირდა... ჯერ წესიერად არც კი იცნობს,მაგრამ იცნობს!... ერთმანეთს იმაზე უკეთ იცნობენ ვიდრე წარმოიდგენენ...
-მაშინ გამოჩნიდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი...-ცრემლ მორეულმა დაჩურჩულა ეკომ.
-ყველა ტკივილს მოგიშუშებ შენ სიცოცხლეს გეფიცები ჩემო ეკუნა-სანდრო.
საწოლი მიალაგა და სამზარეულოში გავიდა... იცით როგორ იყო?! სიხარულით დაფრინავდა კი არ დადიოდა, მაგრამ ცალ ფეხზე მაინც ეკიდა დიდი ღუზა,რომმელიც ტკივილისაკენ ითრევდა.
სამზარეულოში გასულმა ნახა რომსაერთოდ არაფერი ქონდა... ისევ ეტკინა მისი სიღატაკე... კარადას ორივე ხელით დაეყრდნო და მწარედ ამოიგმინა...
-მოდი დღეს სადმე კაფეში გავიდეთ კაი?-უკნიდან მოესმა სანდროს ხმა...
შერცხვა...ძალიან შერცხვა,მაგრამ ვერაფერს იღონებდა...
-იცი რაც ... რაც მამა აღარაა საერთოდ არც კი მიფიქრია რომ რაიმე მეყიდა...-შერცხვენილმა დაიჩურჩულა,
-ეკუნ ასე არაფერი გამოვა გესმის?! კარგად უნდა იკვებო... ვიცი გიჭირს... პატარა ხარ და სულ მარტო იყავი... იყავი იმიტომ რომ ახლა მე გყავარ,მაგრამ ასე შენ თავის წამებით ვერაფერს გახდები...-მისი სახე ხელებში მოიქცია,ლოყაზე ხმაურით აკოცა და გულზე მიიკრა... -მიდი ეხლა გაემზადე შენ და წავიდეთ კაი?-მხიარულად კითხა სანდრომ,
-კაი...-ეკუნა.
რა გამზადება მას უნდოდა? შავიი შარვალი, ამავე ფერის სვიტერი და შავი გაცვეთილი ფეხსაცმელი ჩაიცვა... სარკის წინ იდგა და თმის შეკვრას ცდილობდა,როდესაც უკნიდან სანდორ მიუახლოვდა-ეკუნ მე ჩაგიწნავ რა...-სანდრო.
-კარგი-გაეღიმა ეკოს... გაეღიმა,მაგრამ ცრემლებით აევსო ის ლამაზი თვალები. ის მომენტი გაახსენდა მამა რომ უწნავდა თმას... ისევ იგრძნო ტკივილი...
ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამოიყვანა-მოვრჩი ეკუნ წავიდეთ...-სანდრო.
ეკომაც ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავიდნენ.
მანქანაში ისხდნენ. ეკო ისევ სადღაც დაფრინავდა ფიქრებით...
-ეკუნ მოდი იცი რა მოვიფიქრე? აქვე ჩემ ძმაკაცს აქვს კაფე რა და იქ ჩავიდეთ კაი?-გამოხედა სანდრომ.
ეკომ ღიმილით დაუქია თავი და კვლავ გაისუსა...
მალე მაგიდასთან ისხდნენ... სადრო გამალებიტ სთხოვდა რომ ეჭამა,მაგრამ ეკო მაინც იმეორებდა რომ მეტი მართლა აღარ უნდოდა. ბოლოს სანდრომ რომ უთხრა თუ არ შეჭამ მეწყინებაო სულ ძალით ჭამა...
სახე გაბადრული უყურებდა სანდრო... ეკო მისთის დიდი საგანძური იყო... ძვირასი საგანძური...
-ნეტავ იცოდე მაგ შენ ლამაზ თვალებს როგორ არ უხდება ეგ სევდა-მოულოდნელად უთხრა სანდრომ...
ეკოს სუნთქვა შეეკრა.., მაინც გადმოვარდა თვალიდან ეღთი ანცი ცრემლი...ალბათ ეკოს ტკივილს ვეღარ გაუძლო და დატოვა ის...
-წავიდეთ რა...-დაიჩურჩულა ეკომ. სანდრომაც მაშინვე შეუსრულა თხოვნა და მალევე მანქანაში ისხდნენ...
-მისმინე ეკო... შენ ჩემი დაიკო ხარ და არაფრის უნდა მოგერიდოს კაი? ვიცი ცოტა ძნელია... ასე ერთ დღეში ადამიანის მიეჩვიო და სამუდამო თანამგზავრად გაიხადო,მაგრამ ასეა კაი ჩემო სიხარულო...-ხელზე მოეფერა მომტირალ გოგონას სანდორო...
-ვიცი... უბრალოდ... იცი მე არასდროს მყოლია მეგობარი, არასდროს არავინ მომქცევია მამას გარდა თბლად... მერე როცა მამამ მიმატოვა ყველაფერი გაუფერულდა... სულ მარტო ვიყავი.. ახლა ი შენ გამოჩნდი... არავინ იყავი და ყველაფერი გახდი, უბრალოდ გთხოვ მამასავიტ არ დამტოვო რა...-უკვე დაუმალავად ტიროდა ეკო...
სანდრომ ღვედი შეიხსნა და მისკენ გადაიხარა...-იცოდე ამის მერე აღარ იტირო კაი? მე ვერასდროს მიგატვებ. შენ გამო ყველას დედიკოს მოვუკითხავ ჩემო კრასავიცა...-გაუცინა სანდრომ.
ეკოსაც გაეცინა მის ნათქვამ "კრასავიცაზე"... მერე სანდრომ ორივე თვალზე მოწმინდა ცრემლები-აბა გამიღიმე...-სანდრო და მაგალითისთვის თავად გაუღიმა...-ეკოსაც გაეღიმა მის სახეზე-აი ასე... ახლა მე და შენ წავალთ მაღაზიაში და შენთვის ვიყიდით რაღაცეებს-სადნრო
-არაფერი მინდა სანდრო-ეკო.
-ჩუ ეხლა... შენი ხმა არ გავიგო. ისე ცნობისთვის მე ვმუშაობ...არ გეგონოს მამის და დედის კისერზე ვარ... -ამაყად აწა თავი სანდრომ.
-აჰამ....საქმიანი ბიჭი ხართ?-გაეღიმა ეკოს.
-დიახ სწორად მიხვდით ქალბატონო...-წარბები აათამაშა სანდრომ....
იცით რა კაი ბიჭია?! შავგვრემანია... სწორი ცხვირით, ლამაზი ტუჩებით, კუპრივით შავი,მაგრამ უთბილესი თვალები... თმა გადაპარსული და გემოვნებიანად ჩაცმული... სიმაღლით ეკოცე 2 თავით მაღალია და კარგი აღნაგობის...
-სადნრო სად მუშაობ?-კითხა ეკომ.
-მე ვარ ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერი... აბა დიდი კაცი ვარ მე...-ისევ იცინოდა სანდრო...
-კაი შენ და მენეჯერი? მატყუებ რაღაცას...-ვითომ ეჭვის თვალით შეხედა ეკომ.
-შენ თავს გეფიცები ვარ... -როგორც ჩანს სერიოზულად მიიიღო სანდრომ.
-კაი მჯერა...-თავი გაატრიალა ეკომ.მაინც კი მოკრა თვალი როგორ ჩაეჩუტა სანდროს მარჯვენა ლოყა...
შემდეგი გაჩერება სავაჭრო ცენტრი იყო... შემდეგი სიტყვები:
-ესეც გვინდა.... აი ესეც გვინდა...-აქეთ-იქეთ დარბოდა სანდრო.
-არ გვინდა სანრდო... აღარ გვინდა კარგი რა სანდრო...-უკან დასდევდა სანდრო... ბოლოს კი ორი დიდი პარკიტ დატოვეს იქაურობა...
სანდრომ ეკო სახლში დატოვა და დაემშვიდობა... შეპირდა რომ ხვალ აუცილებლად ინახულებდა. ეკომაც დაიმედებულმა დახურა სახლის კარი და ოთახში დაბრუნდა...
ფრთხილად ალაგებდა პარკიდან პროდუქტებს და თან ტიროდა... ხო აი ასე ტიროდა. პირველად იყო მათ სახლსი ამდენი რამ... პირველად იყო რომ მათ ნამდვილი საჭმელი ქონდათ... ახლა მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო რა კაი იქნებოდა... პირველად იგემებდნენ ერთად ნაყროვნებას და პირველად არ იფიქრედნენ იმაზე რომ რაც სეიძლება ცოტა იჭამათ,რათა შემდეგი დღისთვისაც ქონოდათ საჭემელი... მაგიდაზე კოკა-კოლის ბოთლი დადგა და გაახსენდა პირველად მამამ თუნუქის ქილით რომ მიუტანა კოკა-კოლა... თუ სწორად ახსოვს ეს 2 წლის წინ იყო... აღდგომის პერიოდში მამამ 5 ლარის დანთლები გაყიდა და ეკოსაც პირველად გაასინჯა გაზიანი სასმელი... ახსოვს როგორ შეეშინდა,როდესაც პირველი ყლუპი გადაყლაპა... მერე როგორ იცინეს მან და მამამ ერთად... როგორ შეინახა სასმელი,რათა ხვალაც ქონოდა და ზეგაც და როგორ დაწყდა გული შემდეგ დღეს როცა აღმოაჩინა რო სასმელი ისევე აღარ შუშხუნებდა პირში და რომ გამქრალიყო მასში ის პატარა ბუშტუკები წინა დღეს გაკვირვებული რომ მისჩერებოდა...
მაჯით მოიწმინდა ცრემლები... საქმე დაასრულა ტანზე გამოიცვალა და საწოლში შეწვა... დაფიქრდა ყველაფერზე... უბრალოდ ძალიან უჭირს მართლა... ერთ დროულად ის ყველაზე ბედნიერია და ყველაზე უბედური... დღეს იმ ღიმილასაც კი ნანობს თითქოს... მამა აღარ მყავს და და რა მაცინებდა,მაგრამ მაშინვე მეორე მე კარნახობს რომ ეს ღიმილი სანდორს ეკუთნოდა,რომ ის მის ცხოვრებაში კეთილი ანგელოზია,რომ ის ადამინია,რომელიც არასდროს დატოვებს... მაგრამ მაინც დარდობს მამას... მაინც ენატრება... მაინც სტკივა სული...
ტირილში ჩაეძინა ეკოს...
თმაზე ფერაბა რომ იგრძნო ფრთხიად გაახილა თვალები და მამა დაინახა,რომელიც თავთან ეჯდა და ფრთხლად ეფერებოდა თმებზე...
-მა...-ამოიტირა ეკომ.
-ხო მამას მზეო...-
ეკომ როგორც კი მამის ხმა გაიგო მაიშინვე გადაიხარა მისკენ და მაგრად მოხვია ხელები.-ნეტავ იცოდე.... ნეტავი იცოდე როგორ მენატრები ჩემო მამიკო... ჩემო სიხარულო.... მა როგორ მიჭირს უშენობა... დაბრუნდი რა გთხოვ მა...-ტიროდა ეკო და მაგრად ეხვეოდა მამას... იგროძნო როგორ გაუთბა მხარი და მაშინვე მოსცილდა მამას... მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა, თვალებში რომლებიც სულ ჩაწითლებოდა მამას....-არა ჩემო მამიკო არ იტირო...-ტირილით მოწმინდა ცრემლები და ათრთოლებული ბაგეები შეახო შუბლზე...-მე ვლოცულობ შენთვის...-დაიჩურჩულა ეკომ.
-მე მესმის შენი ლოცვის ხმა-მამა
-მე მივიღე შენი გამოგზავნილი ანგელოზი-ეკო.
-ვიცი... ის მოგიფრთხილდება მა...-ზურა.
-ვიცი მა... მაშინვე მივხვდი შენ რომ გამომიგზავნე... ისე თბილად მექცევა მა...-ეკო.
-არასდროს მიგატოვებს მა... დაუჯერე და სულ გაიღიმე მა... აღარ იტირო მამას იმედო...-თმაზე ეფრებოდა ზურა..
-მაგრამ მე რომ მენატრები ხოლმე როგორ არ ვიტირო მა...-ეკო.
-სულ შენთან ვარ მამას სიხარულო...შენ არ იტირო ხოლმე... ეს ძაძებიც რომ არ გიხდება მა? არ გინდა რა... შენ ბედნიერი უნდა იყო იმიტომ რომ გყავს სანდრო... გესმის?! იცოდე რომ შენ რომ ცუდად იქნები ისიც ცუდად იქნება... ეს შენი შავები მეც მტკენს, შენი თითოეული ცრემლი მტკივა მამას სიხარულო.... როცა ცრემლი მოგადგება გაიხსენე რომ ეგ ცრემლი მე მდუღარედ მეწვეთება... როცა მოიწყენ იცოდე რომ მე ვკვდები მაგით.... გაიღიმე, სულ გაიღიმე მა და იცოდე რომ ეს მე მაბედნიერებს... ეგ შავებიც გაიხადე და იცოდე რომ მე მშვიდად ვიქები მაგით...-ზურა
-მიყვარხარ მა...-ამოიკრუსუნა ეკომ.
-მეც.. ყველაზე ძალიან მიყვარხარ მამას იმედო...
უცებ გამოეღვიძა ეკოს... საწოლიდან წამოდგა და სიზმრის გახსნებაზე ცრემლები მოადგა,მაგრამ მალევე მოიწმინდა-არ გატკენ მა... შენ სულს გეფიცები არ გატკენ...
შავი შარვალი და ნაცრისფერი ზედა ჩაიცვა... თმა კვლავ ჩაიწნა... ქურთუკი მოიცვა და სკოლისაკენ წავიდა... მაინც ეშინოდა.... ყველასი,მაგრამ მაინც ყიფიანის უფრო ეშინოდა. სკოლის ეზოში კანკალით შევიდა და საკლსასო ოთახისაკკენ ლამის სირბილით წავიდა რომ ყიფიანი არსად შეხვედროდა...
გაკვეთილების დასრულებამდე ფეხი არსად გაუდგამს... ის კი არა არც კი ამდგარა ფეხზე.. ისევ ფიქრებში იყო ეკო...
ბოლო გაკვეთილი რომ გამოვიდა ჩანთა აიღო და დაბლა ჩავიდა. ხალხმრავლობა იყო ეზოში... ეკო ისევ ჩუმად წავიდა გასასვლელისაკენ,როდესაც ჭიშკართან მდგარი სანდრო დაინახა ყიფიანთან და მის ძმაკაცემთან ერთად... უფრო აიტანა კანკალმა და ინატრა მიწის გასკდომა... თავი დაბლა დახარა და შუნთქვაც კი შეწყვიტა... მაინც დაინახა როგორ წამოვიდა სანდრო მისკენ...ეკოც გაჩერდა...
-ეკუნ როგორ ხარ?-მოესმა სანდროს ხმა და მალე იგრძნო როგორ მიიიხუტა ბიჭმა.
-კარგად სანდრო შენ?-დაბნეულმა უთხრა ეკომ.
სანდრომ ხეი შეუშვა გოგონას და ღიმილით შეხედა...
-მიხარი რომ შავი გაიხადე...-სანდრო
-იცი... მე მამა ვნახე სიზმარში და...-თავი ისევ დაბლა დახარა ეკომ.
-კარგი ეკუნა... ხომ იცი მამა სულ შენთანაა..-სანდრომ.
ეკომ თავი აწია და დაინახა სანდროს ზურგს უკან იმავე ადგილას მდგარი ყიფიანი... მის ზიზღიან თვალებს რომ წააწყდა ისევ გააჟრჟოლა...მზერა გაუშესდა ეკოს.., ამიტომაც იყო სანდრომაც უკან რომ გაიხედა...
-კიდევ რამე ხომ არ გითხრა?-სანდროს ხმაში ცვლილება მაშინვე შენიშნა ეკომ.
-არა...-მძლივს ჩაილაპარაკა ეკომ.
-კარგი,წამოდი სახლში წაგიყვან...-ხალი მოხვია სანდრომ და მანქანისაკენ წაიყვანა...
მანქანაში ჯდმისას ნერვიულად ათამაშებდა ჩანთის სახელურს... გონებიდან არ ამოსდიოდა უმცროსი ყიფიანის ზიზღიანი მზერა...

-ეკუნ შეეშვი რა მაგ ჩანთას...-სანდრო...
მაშინვე შეუშვა ეკომაც ხელი... სადრომ სახლში მიიყვანა... ეკომაც დაპატიჟა ყავაზე სადნრო და ერტად დალიეს ყავა... იდევ ისაუბრეს მერე კი სანდროს სამსახურიდან დაურეკეს, შუბლზე კკოცნით დაემშვიდობა დაიკოს და წავიდა...
უკვე დაბნელებული იყო, ეკოს უკვე აენთო სანთელი ოთახში და მის შუქზე წიგნს ითხულობდა. უცებ კარძე კაკუნის ხმა გაისმა. ცოტა შეეშინდამაგრამ მაშინვე მიხვდა რომ სანდრო იქნებოდა და კარისაკენ წავიდა... ურდული გადასწია და კარი გამოაღო...


-----------------------------------
საშინლად გადაღლილი ვარ... გადატვირთული დღის გამო არც კი ვაპირებდი ამის დადებას, მაგრამ მერე სამი ცუღლუტი რომ შემომიჩნდა (პანდა ,ლუცი და ტეროოო) უარი ვეღარ ვთქვი და აი ასე ნახევრად მძინარემ და იქრიებით და ოცენებით ჩემ ბალიშტან მყოფმა დავწერე ეს თავი... სცდომბისათვის მომიტევეთ... ნამდვილად არ მაქვს გადახედვის თავი. ძალიან მიყვარხართ და ველი თქვენს კომენტარებს<3



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

Ubralod verc daizinebdi tore kii... shen yvelaze didi danashaulic geyofa gamosasyidlad... იმდენი სითბო მეღვრება სულში... გულში... სხეულში... ოცი მგონია რომ თითოეული პერსონაჟს მე ვახმოვანებ, უფრო სწორად თითოეული გმირი სულში მიზის და ცალ ცალკე ვახმოვანებ... როგორც ალტერეგოებივით... რაღაც ისე არ გამოდის რაღაც კარგის დაწერას ვაპირებდი მაგრამ ამ დროს კიდე კარგად ვწერ...

რა მინდოდა მეთქვა... არაჩვეულებრივი გოგონა ხარ. ნუ, რა თქმა უნდა ჩემი... ჩემი რომ ხარ მიტომ კი არ გაქებ.. უბრალოდ არაჩვეულებრივი ხარ... შენი უშესანიშნავესი ისტორიებით...

და ეს არის ჩემი დაპირებული თავი??? წარმოიდგინე იმ ოც წუთში რამდენ სიტყვას დაწერდი? ცუდო მიყვარხარ. ..

 


№2  offline მოდერი ელი

terooo
Ubralod verc daizinebdi tore kii... shen yvelaze didi danashaulic geyofa gamosasyidlad... იმდენი სითბო მეღვრება სულში... გულში... სხეულში... ოცი მგონია რომ თითოეული პერსონაჟს მე ვახმოვანებ, უფრო სწორად თითოეული გმირი სულში მიზის და ცალ ცალკე ვახმოვანებ... როგორც ალტერეგოებივით... რაღაც ისე არ გამოდის რაღაც კარგის დაწერას ვაპირებდი მაგრამ ამ დროს კიდე კარგად ვწერ...

რა მინდოდა მეთქვა... არაჩვეულებრივი გოგონა ხარ. ნუ, რა თქმა უნდა ჩემი... ჩემი რომ ხარ მიტომ კი არ გაქებ.. უბრალოდ არაჩვეულებრივი ხარ... შენი უშესანიშნავესი ისტორიებით...

და ეს არის ჩემი დაპირებული თავი??? წარმოიდგინე იმ ოც წუთში რამდენ სიტყვას დაწერდი? ცუდო მიყვარხარ. ..



გოგო ნუ გადამრიე ლამის კლავიტურაზე ჩამომეძინა...იმ მშბიდობის ხიდას ყურებას ეხუმრები შენ ოლიმპიადაზე ერთი საათი? კი რა ტერო... და ის ოცი წუთი ხო იცი იმ ვაჟბატონს მასე ვერ დავახწევდი თაბს,ნუ ვერ რა -არ... ხოდა აი ეს გამოვიდა სიხარულო და რავი რა... ძალიან მიყვარხარ ხო იცი... ვაფშე მეკეტე შენზე... და წავედი მეძინება... ხვალ შემოვალ და გამაგებინე "იმის" ამბებიც როგორ იქნება ...

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

xo komentarze gadaxedvitac ki ar gadamixedavs xom ici ratomac..? Getyvi... ar momewoneba da wavshli.. xom gebulob chem uazrod azrians sixarulo da xo ici rogorc miyvarxar...

Iman kargad varooo...

 


№4  offline მოდერი ელი

ხედავ შე საზიზღარო რა დონწზე
მიყვარხარ ტიპს მძინრეს გამეღვიძა იქაც კი ვიგრძენი სიზმრად ყოფნისას რო დამიკომენტარე და შემოვვარდი...აუ ტერო რო იცოდე რა შავ დღეში ვარ... იმას მიმიხედეთ გოგო...

 


№5 სტუმარი ...

ძალიან მომეწონა ეს თავიც ორიგინალური იყო:* შენ არ უნდა შეგზარებოდა დადება იმდენი ვკითხულობთ ამ მოთხრობას რომ მერე ვერ გადაგვირჩებოდი რომ დაგეგვიანებიაა wink wink აი სიტყვები არ მყოფნის ამ ისტორიიდან შეგრძნებული სითბოსა და სიყვარულის ასაღწერად love განსხვავებულიხარრ ყველასგან love ამ საიტზე იდება ბევრი მოთხრობაა რომლის პერსონაღებიც ძალიან მდიდარია მაგრამ ისინიც კარგი მოთხრობები არის მაგრამ ეს სენი მოთხრობა უკარგესია love წარმატებებს გისურვებ და დადე ნუ გაგვიცრუებ იმედებს თორე იმდენივარ მკითხველი რა დაგემართება ხომ იციი? wink wink wink love

 


№6  offline მოდერი MyLove

მე შენ რამფერ მიყვარხარ ქე იცი მაგი ამბავი ჩემო ელისო wink
ეკუნა ეკო კატერინა ეკატერინა თუ რაც ქვია, ზალიან ძალიან მიყვარს..
რომ წარმოვიდგენ როგორ წერ ამ ისტორიის ყოველ სიტყვას, სულ მაჟრიალებს კითხვის დროს.. მეშინია რომელიმე სიტყვა არ გამომრჩეს, სადმე არ გამეპაროს.. იმდენიი სითბო მოდის, რომ ამ სიცივეში მარტო შენი სიტყვები მათბობს..
შენს ქებას აღარ მოვყვები ახლა და სანდროზე გადავალ... უუუუუკეთილესი ადამიანია.. შეყვარებული ვარ ჯო love იმედია, მალე გააცნობს სანდროს ჩემს თავს ეკუნას, როგორც მის საცოლეს :D :D ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ჩუმად მეყვარება მე ჩემი სანდრიკო.
მისნაირი ადამიანები, მით უმეტეს მისი ასაკის, ძალიან ცოტა არიან და დამეთანხმება ყველა! უკეთილესზე უკეთილესია ჩვენი სანდ...ჩემი სანდრო!ახლაც წარმოსახვაში დავსახე როგორია და უგონოდ ვარ შეყვარებული. :D
ხომ იცი, როგორ მოუთმენლად ველოდები ყოველი თავის გამოჩენას. ახლაც ეს რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა..
ველოდები უმცროსი ყიფიანის გამოსწორებას! ეგ უჟმური ეგ! დარწმუნებული ვარ ისიც არ მოწონს ჩემი სანდრიკო რომ ეხმარება ეკუნას! მოიცა ჩამოვიდე მე მანდ... რო მოვაწოწინებ და მოვიყვან ჭკუაზე, ჩემნაირ რძალს ინატრებს ასჯერ ეკუსკუსუნა რომ შემოესიყვარულება!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№7  offline წევრი nukiiiiii

ai ra sheidzlebaa shen gitxraa ar mwyeniaa roca tqvu rom ver dadebdi da gagige chemi gochuna da martla mesmis sheni dzaan rtulia chveni grafikebi shemic mesmis maraa erts getyvi rom rogorc ar unda iyo shen mainc arachveulebriv da yoveltvis magar tavs deb elee:* shen yvelas gvabedniereb da ekosavit mzis sicilis gvagebineb am gogos yvela imxelaa siyvarulit agviqvamt rom me mgpnia mis adgilze chemi tavi da ise vtirivar rogorc iss es xar shen ele is ekunac shenxar da yvela sheni istoriis ntavari gmiri shen xar elee sheni meore mea elee da is iseti lamaziaa sityvit veer agvwert sheni yvelanairi mxare da me sheviyvaret...vamayob sheni arsebobit...

 


№8  offline მოდერი ელი

...
ძალიან მომეწონა ეს თავიც ორიგინალური იყო:* შენ არ უნდა შეგზარებოდა დადება იმდენი ვკითხულობთ ამ მოთხრობას რომ მერე ვერ გადაგვირჩებოდი რომ დაგეგვიანებიაა wink wink აი სიტყვები არ მყოფნის ამ ისტორიიდან შეგრძნებული სითბოსა და სიყვარულის ასაღწერად love განსხვავებულიხარრ ყველასგან love ამ საიტზე იდება ბევრი მოთხრობაა რომლის პერსონაღებიც ძალიან მდიდარია მაგრამ ისინიც კარგი მოთხრობები არის მაგრამ ეს სენი მოთხრობა უკარგესია love წარმატებებს გისურვებ და დადე ნუ გაგვიცრუებ იმედებს თორე იმდენივარ მკითხველი რა დაგემართება ხომ იციი? wink wink wink love



ვაიჰ... ნეტავი იცოდე როგორ მახარფებ ამ შენი სიტყვებით... ძალიან დიდი მადლობა <3 თუ არ მოვკვდი არ დავაგვიანებ ! :D

[quote=MyLove]მე შენ რამფერ მიყვარხარ ქე იცი მაგი ამბავი ჩემო ელისო wink



კაი გაჩუქებ სანდროს... ხო იცი ყველა ჩემი გმირი რო ძაან მაგარი და კაიი იქნება :D უბრალოდ აქ ისეთ ადამიანებს ვქმნი,როგორებსაც ვეძებ ამ სამყაროში და იმედია იმ შვიდეულის გარდა კიდე ბევრს ვიპოვი :D

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემო ლამაზო. .. კიდევ ერთხელ გადავიკითხე. გუშინდელი კომენტარი რომ წავიკითხე აშკარად მეძინა და შეშინებულმა გავიღვიძე რომ წავიკითხე შეშინებულმა დავდე კომენტარიც... იცი მე ზუსტად სანდროსნაირი მყავს აი ის დიდი კრიტიკოსი... მასავით თბილია... მიყვარხარ ჩემო მშვენიერო. .. ნეტა იცოდე შენი ისტორია რას მიშვება.. მთელი გრძნობით ვგრძნობ ამ სიცივეში ეკუნას ამომავალი მზის სხივების სითბოს. ..♥♥♥

მან უკეთ ვაროო..♥♥♥

 


№10  offline წევრი northern light

აიი ძალიან მაგარია <3 სიტყვებით ვერ გადმოგცემ . არ გიცნობ მაგრამ ძალიან დადებითი ემოციები მოდის შენგან და მართლა ძაან მაგრად მიყვარხარ <3 აი საღოლ რა ყველა მოთხრობა მაქვს წაკითხული რა აქ გაქვს ატვირთული და ვაბოდებ შენზე :D დღესაც დადე რა აღარ შემიძლია ვერ ვითმენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent