როგორ მოვარჯულოთ ჭირვეული ანუ შენ ჩემი გახდები !! ( 3 თავი)
როგორც იქნა სკოლა დასრულდა და არდადეგები იწყებოდა. სკოლაში ბოლო დღე იყო ამოტომ ყველა მოვედით სკოლაში, რომ ბოლო დღე გაგვეტარებინა ერთად ყველას. ნუ რა თქმა უნდა მიხაროდა არდადეგები რადგან მთელი სამი თვე ბატონი ალექსანდრეს სახეს აღარ ვნახავდი. -ბავშვებო დღეს ყველას გეპატიჟებით ჩემს სახლში. წვეულებას ვწაყობ და გავერთობით. (ნინი) ეს იდეა ყველას მოეწონა. გაკვეთილები,რომ დამთავრდა ყველა სახლში წავედით და მოვემზადეთ. მე ჩემი გუჩის მაისური ჩავიცვი, რომლითაც ყველგან თავს ვიწონებდი. შორტი, კეტები, სათვალე, თმები მაღლა ავიწიე და გავემართე ნინისკენ. რომ მივედი ბევრი ბავშვი იყო. სამზარეულოში შევედი წვენი ავიღე ის იყო უნდა მოვბრუნებულიყავი და -აააააა, ცხელიაააა ვიღაც დეგენერატი დამეტაკა და ცხელი ყავა დამასხა. -აუ ბოდიში არ მინდოდა. (თავი დაღუნა ალექსანდრემ) -ყველგან შენ, როგორ მეფეთები?თავს არ დამანებებ? -არასდროს არ დაგანებებ თავს. -მომბეზრდა შენი სახის ყურება. არ მინდა ყოველ წამს მაგ დებილურ სიფათს ვხედავდე. -სხვათაშორის შენ ამ დებილური სიფათის ყურება მთელი ცხოვრება მოგიწევს. (ჩაიცინა) -არა არ მომიწევს.!(მკაცდრად ვუთხარი) -მოგიწევს. ჩემი ცოლი იქნები ! ყველ დილით ჩემ სახეს დაინახავ, ყოველ ღამე დაძინების წინაც ჩემ სახეს ნახავ და მთელი ცხოვრება ჩემი სახის ყურება მოგიწევს გინდა თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქ!! -ვაიმე ვერ ეღირსები ჩემ ქმრობას ! შენ ეხლა რა მაისურზე გადამასხი ყავა არც იცი! -და რა მაიკაა ამისთანა? -გუჩია. -ოხ. -გარეცხავ ამ მაიკას გაიგე? -რო არა !(ალექსანდრე) მაიკის გახდა დავიწყე და ხელში მივაჩეჩე. -რას აკეთებ გოგო ! ყველა შენ გიყურებს! -მიყურინ და დატკბნენ ! სულ შიშველი ვიყავი ზემოთ. ნუ რათქმა უნდა ლიფი მეცვა. -მხოლოდ მე მექნება უფლება შიშველს გიყურო!!(მკაცრად მითხრა და თავისი მაიკა გაიხადა) -დროზე ჩაიცვი! -არა. ძირს დავუგდე და ფეხებით შევდექი. -კარგი, მაშინ ორივე შიშვლები ვიქნებით დღეს. მთელი საღამო მართლაც ორივე მაისურის გარეშე ვიყავით. კი შემეძლო ნინისთვის მაისური გამომერთმია მაგრამ ჯიბრით არ გამოვართვი. ასე ჩაიარა ამ დღემ. ******************* ორი დღის შემდეგ მე და ნინი ერად წავედით ბათუმში დასასვენებლად. მთელი დღე ზღვაზე ვეგდე და ხალხს ვიცნობდი. იქაც მყავდა დაშტერებული რამდენიმე ბიჭი, რომლებიც პორდაღებულნი მიყურებდნენ. მეც იმას ვაკეთებინებდი რაც მსურდა. ვერთობოდი. ერთხელ ნინის მესიჯი მოუვიდა საბასგან. -ნინი, მე და ალექსანდრეც ბათუმში ვართ გამოგივლით და სადმე გავისეირნოთ. -კარგი. ნინიმ არაფერი მითხრა, -სალიტა, მიდი გაემზადე და სადმე გავისეირნოთ. მეც მომეწონა იდეა და გავემზადე. კარზე კაკუნი გავიგე გავაღე საბა იყო. -ეეე საბააა. ჩავეხუტე. -ძმას გაუმარჯოს. -აქ რა გინდა ეეე? -ნინიმ არაფერი გითხრა? -არა რა უნდა ეთქვა. -ის,რომ მე და ალექსანდრე ვართ ბათუმში და სასეირნოდ რომ მივდივართ ოთხივე ერთად? -რაააააა? ნინი სად ხარ, მოდი უნდა მოგკლა. (დავიღრიალე და ნინის გავეკიდე) საბა გაოცებული მიყურებდა ალბათ იფიქრა ამან სულ გარეკაო. -ნინი რატო არ მოთხარი ალექსანდრე თუ აქ იყო? -აუ რავი... -კაი ნურაფერს მეტყვი.. წადით თქვენ სამი სასეირნოდ მე ვრჩები!! ისინი წავიდნენ მე დავრჩი და ვფიქრობდი როგორ მომეშორებინა ის დეგენერატი ალექსანდრე. მაგრამ მთლად ფიქრით არ მომიკლია თავი, აქ გაცნობილ ბიჭებს გადავურეკე და სასეირნოდწავედით. მაგრამ ოჰოჰოო ვინ გაცადა სეირნობა. უეცრად ტელეფონზეუცხო ნომრიდან მესიჯი მომივიდა -მოშორდი მაგ ბიჭებს! -ბატონო? ვინ ხარ? -ალექსანდრე ვარ. გხედავ ბიჭებთან რომ ხარ მოორდი მაგათ. თორე რაც მოხდება შენ თავს დააბრალე. გავიხედ გამოვიხედე მაგრამ ეს დებილი ვერ დავინახე, საიდან მიყურებდა ერ მივხვდი. ვიფიქრე თუ მართლა მხედავს გავაბრაზებთქო და ერთ-ერთ ბიჭს ჩავეხუტე. -შენ რა გითხარი ვერ გაიგე? მესიჯიც მალევე მოვიდა. -ვერ გავიგე. -კარგი. მესიჯი როგორც კი წავიკიხე საიდანაც გამოხტა, მივიდა და იმ ბიჭს უთხრა -ეე ბათუმსკი ამ გოგოს მოშორდი. -შენ ვინ ხარ ძმა ! -რა შენი საქმეა მოსორდი მეთქი. დავინახე იმ ბიჭმა როგორ ამოიღო დანა. არ მონდოდა რამე მომხდარიყო ამიტომ ალექსანდრესთან მივედი ხელი ჩევკიდე და ვუთხარი -ეს ჩემი შეყვარებულია. ნუ მერე როგორც წავიდნენ ისენიც. -მადლობ, რომ გადამარჩინე. (საკოცნელად გამოიწია მე თავი ავარიდე.) -შენზე არც მიფიქრია, ის ბიჭი შემეცოდა ციხისთვის. -აჰაა. წამო ნინი და საბა გველოდებიან. -იყოს სახლში წავალ. -მაშინ მიგაცილებ. -აუ შენ მეტი საქმე არ გაქ მერომ არ მსდიო? -არ არ მაქ. (დარწმუნებით მიპასუხა) ვიცოდი ვერ მოვიშორებდი. გამაცილა გზაში საუბრობდა მაგრამ მე არ ვუსმენდი. -ისე რამდენი შვილი გინდა? -აუ შენ რა ოცნებები გაწუხებს? შემეშვი ადამიანო. არ გავხდები შენი ცოლი შეიგნე. -გახდები ჩემო ჭირვეულო. -მაგასაც ვნახავთ. სახლში გამწარებული შევვარდი. ნინიც მალევე მოვიდა. გადავწყვიტეთ საღამოს კლუბში წავსულიყავით. გავემზადეთ დაწავედით. ბლომად სასმელი დავლიე და ვცეკვავდი. ალექსანდრეც მოვიდა ჩემთან და ცეკვა დაიწყო. მე გავბრაზდი და დავჯექი გვერდზე მომიჯდა. -შენ მაინც არ ჩერდები ხო ? -არა. მერე რაღაცამ მომიარა და ვუთხარი: -მაკოცე!! -არა მთვრალი ხარ. -მაკოცე თორე სხვას ვეტყვი. -არ გაკოცებ და ვერც სხვას ვერ ეტყვი. -ვნახოთ. გავიხედე და ოირველს ვისაც მოვკარი თვალი გავექანე და ვაკოცე. ისიც ამყვა. ამაზე ალექსანდრე გაბრაზდა. ხელზე ხელი მომკიდა და გამომაგლიჯა იმ ბიჭს. -სულ გადაირიე გოგო? - ...... -დროზე სახლში წადი. -არა. -კარგი. ხელში ამიტაცა და კარისკენ წამიყვანა. ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა სახლში ოთახში ამიყვანა და დამაძინა. დილით, რომ გავიღვიძე თავით მეჯდა და თმებზე მეფერებოდა. -გაიღვიძე ანგელოზო? -შენ აქ რა გინდა? -გუშინ მე მოგიყვანე დაგავიწყდა? -მერე ვერ წახვედი? -ვერა. არ დაგტოვე მარტო. -რა მარტო ნინი აქ არაა? -არაა. -რას ქვია არაა. -არაა და მორჩა. -რატომ? -გუშინ საბა და ნინი გაიოარნენ. -რაა? -ხო რაც გაიგე. ისე ჩვენ როდის გავიოაროთ. -არასდროს. მაგაზე არც იოცნებო. -მალე ქორწილშიც წავალთ მითხრა თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავედი. მე ავდექი ჩავიცვი და ნინის დავურეკე. -გოგოო რაც გავიგე მართალია? -ხო, გავიოარეთ. ნუ ყველაფერი მომიყვა. მე გადავწყვიტე თბილისში დავბრუნებულიყავი. სახლში გადავრეკე გმდა გავაფრთხიკე. მერე ოთახიდან სამზარეულოში გავედი. კაარგი სუნი იყოო. -ვაა შენ მზარეულიც ხარ? ალექსანდრე სამზარეულოი ფუსფუსებდა. ისე მშიოდა აღარ გავაგდე საჭმელს მიკეებდა და გავაგდებდი? -კი მეხერხება მზარეულობა. ჯერ სად ხარ მერე ნახე ცოლად რომ მოგიყვან ისეთ საჭმელებს გაგიჯეთებ... -ოჰ დაიწყო ფილოსოფია. მერე დავსხედით და ჭამა დავიწყეთ. როგორ მაღიზიანებდა როცა ცვენს მომავალ "ოჯახზე" საუბრობდა. არ იყო ცუდი ბიჭი, მეც მომწონდა მაგრამ არ ვტყდებოდი. ოირიქით მიყვარდა მისი ნერვების მოშლა. სხვა გასართობი მაინც არ მქონდა და რა მეკეთებინა სხვა? თბილისში, რომ დავბრუნდი ნინი მოვინახულე და ყველაფერი მოვაყოლე. როგორ გაიპარნენ, რატო გადაწყვიტეს და ასე. სულ ყველაფერი დაევრილებით მოვაყოლე. მეჯვარე რათქმა უნდა მე ვიყავი. ქორწილი ორ კვირაში იყო და ამოტომ მზადება მალევე დავიწყეთ. კებების საყიდლად მე და ნინი ერთად წავედით. - ნეტა როგორი კაბები იქნება? (ნინი) -რავი ალბათ ყველანაირი ისე შენ რა სტილის გინდა?(მე) -ნუ რავი , ძალიან გამომწვევი არ მინდა. სადა მინდა დავარდნილი. არანაირი ფუშფუშები. -კაი. გავივლით და ვნახავთ რამეს. ნუ ბევრი ვიარეთ და ბოლოს მივადექით დიდ მაღაზიას სადაც ნინიმ ზუსტად ისეთი კაბა იყიდა როგორიც უნდოდა. ეხლა ჩემი კაბის ჯერი დადგა. როცა მაღაზიებს ვათვალიერებდით ალექსანდრეს წავაწყდით. -ვა გოგოებო. -ალექსანდრეე როგორ ხარ?( ნინი) -კარგად შენ? -გადასარევად, ხო მოდიხარ ქორწილში. -კი რა თქმა უნდა. თან გავიგე შენი მეჯვარე სალიტაა. (მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა) საპასუხოდ ცხვირი გავიბზუე. უხხ, არადა სულ გამაჟრჟოლა მის თვალის ჩაკვრაზე ერთიანად ამიარა ჟრუანტელმა. არ შევიმჩნიე და უხეშად ვუპასუხე: -მერე შენ რა? -უკვე აარჩიეთ კაბები? -კი. (მე) ვიცოდი, რომ მეთქვა მე დამრჩა საყიდელი თქო გამოგვყვებოდა, რაც არ მინდოდა. -არა, ჯერ არა სალიტას დარჩა საყიდელი (ნინი) -ვა მართლა? გამოგყვებით, უნდა ვნახო როგორ კაბას აარევს პირველმა მე უნდა ვნახო. -კარგი (ნინი) -იყოს, არაა საჭირო.! (მე) -კაი წამოვალ. უხ, ეს მაკლდა ეხა რაა, არ ეზარება ნეტა? ნუ რა მექნა წავედით, მაღაზიაში შევედით და ერთი კაბა უზომოდ მომეწონა. გრძელი იყო, წითელი, ოდნავ დეკოლტე და ფეხებთან ბოლომდე იყო აჭრილი, მოსასინჯ ოთახში შევედი, ჩავიცვი და რომ გამოვედი ნინის და ალექსანდრეს "ყბა ქონდათ დაღებული" სრული არ სიტყვების მნიშვნელობით. -ვა, სალლიტტაა... (გაოგნებულმა ამათვარიელა ალექსანდრემ) -გიხდება ჩემო გოგოო.. (მითხრა ნინიმ და ჩამეხუტა) ხო უხდება? (ალექსანდრეს უთხრა) -კი, კი, უხდება. ლამაზი მყავს ამას ყველაფერი უხდება.. -ბლა ბლა ბლა.. წავედი გამოვიცვლი. გამოვიცვალე და კაბა ვიყიდე. სახლში ალექსანდრემ მიგვიყვანა. -სალიტა, ერთად წავიდეთ ქორწილში არ გინდა? -იყოს მარტო წავალ. -როგორც გინდა.. მითხრა და წავიდა. გამიკვირდა. ადრე ასე არ იცოდა სანამ არ დამითანხმებდა არ მეშვებოდა. ნუ ყურადღება ისე არ მივაქციე. საქორწილო მზადება გრძელდებოდა. ********************** ქორწილის დღეც დადგა. მე ჩემი წითელი კაბა ჩავიცვი, წითელი ფეხსაცმელი, მაკიაჟი გავიკეთე, თმები გავიშალე, სარკეში, რომ ჩავიხედე ჩემ თავს ვერ ვცნობდი. -ვა, ჩვენი დაიკო გაიზარდა, დროა ყურადღება მივაქციოთ. (ანდრია) -მართალი ხარ, დაეთანხმა გაბრიელი. ყველა გავემზადეთ და ნინის სახლიკენ გავეშურეთ. -ნინიი, ჩემი გოგოო, რა ლამაზი ხარ. ჩავეხუტე. მალე საბაც მოვიდა მანქანით. საბა, ნიკა (საბას მეჯვარე) და ალექსანდრე ამივიდნენ, შამპანური დალიეს, სადღეგრძელო თქვეს, მერე მანქანებში გადავნაწილდით. მე ალექსანდრეს მანქანაში მომიწია ჩაჯდომა, ნუ რა თქმა უნდა მარტო მე არ ვიჯექი. მე, საბა და ნინი უკან ვისხედით, წინ კი ნიკა და ალექსანდრე. ყურადღებას არ მაქცევდა ალექსანდრე ეს ძალიან მაკვირვებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ნინიმ და საბამ ხელი მოაწერეს, ჯვარიც დაიწერეს. დრო მოვიდა დარბაზში წავსულიყავით. იქ რომ შევედით ზეიმი დაიწყო. მე ნეფე-პატარძლის სუფრასთან ვიჯექი და სიმართლე გითხრათ ალექსანდრეს ვაკვირდებოდი. -რა გჭირს გოგო, მთელი დღეა მაგას უყურებ. (ნინო) -გოგო, მგონი ამას სიცხე აქ? -ვის? -ალექსანდრეს. -რატომ ფიქრობ ეგრე.? -რავი გოგო, დღეს არაფერი უთქვამს ჩემთვის, გამიკვირდა არადა ხო იცი სულ მელაოარაკება ხოლმე. -აჰაა. ვიღაცას ალექსანდრე მოსწონს. -არა რა სისულელეა.(თავი ვიმართლე) -კიკი ეგრეა. და ყურადღებას რომ აღარ გაქცევს განიცდი. -არა საერთოდ არა. -კაი შეგეშვები აზრი არ აქ მაინც ვერ გაგტეხ. (მითხრა და შემეშვა) მე ისევ ალექსანდრეს ვუყურებდი. საათს გამუდმებით უყურებდა, მგონი ვიღაცას ელოდა. მერე კარისკენ წავიდა და ვიღაც გოგოსთან ერთად დაბრუნდა. გავღიზიანდი, გავგიჟდი. ნინიმ შემატყო. -რა გჭირს გოგო. -არაფერი. -რა არაფერი, ალექსანდრეს უყურებ გიჟივით და თან ნახევარი საათია კოვზით ტორტს ქექავ, ვიღაცას ეგონება განძს ეძებსო. -გეტყვი რაც მჭირს. ვაჟბატონმა ვიღაც გოგო მოიყვანა. -ვინ გოგო? -აი ის აჯაფსანდლის კაბა , რომ აცვია. -ჰაჰააა. ოირველად გნახე ეგეთი გაბრაზებული. -არ ვარ გაბრაზებული! (დავიყვირე, ყველამ გაოცებული სახით შემომხედა) -კაი, კაი. ნინი მიხვდა რომ ახლა ჩემთან ლაპარაკი სარისკო იყო. ალექსანდრესთან. -აუ მგონი ჩემმა გეგმამ გაჭრა (იცინის) -მე რომ არ დაგთანხმებოდი არ გაჭრიდა. (ანი) -აუ, რა გიჟი ხარ, და ეხლა შენ გგონია სალიტა გეტყვის რომ უყვარხარ? (გიო) -მეტყვის. (ალექსანდრე) -კარგი, მაგასაც ვნახავ. აუ ნახე როგორ გიყურებს, მგონი ეხლა ანის მივვარდება და ცოცხლად გადაყლაპავს. (გიო) ალექსანდრენ გახედა სალიტას და სიცილი დაიწყო. -აუ ნახეთ რა გაბრაზებული იყურება რაა. ეხლა გასკდება ალბათ. მათი ლაპარაკი ნინიმ შემთხვევით მოისმინდა და სალისკენ გასწია. სალიტასთან: -გოგო, ეხლა მოვკარი მათ ლაპარაკს ყური. -მერე? -ესეიგი, ალექსანდრემ ის გოგო სპეციალურად მოიყვანა. -რატომ? -მიხვდი აბა. -ეე მითხარი. -იმიტომ, რომ შენ გამოგტეხოს სიყვარულში. -აჰა. გასაგებია. ვაჟბატონი მეთამაშება ხო? -ეგრე გამოდის. -კარგით, ეხლა ჩემი ჯერია. ძალიან გავბრაზდი, დარბაზი სევათვალიერე, საკმაოდ სიმპატიური ბიჭი ვიპოვე და მისკენ გავეშურე. ავიხსენი, რომ უნდა დამხმარებოდა და ისიც დამთანხმდა. ესეიგი, დაიწყო საცეკვაო მუსიკა. პირველი მე და გიგი (ის ბიჭი) გამოვედით საცეკვაოდ. მან ხელი ემომხვია და ცეკვა დავიწყეთ. მე ალექსანდრეს გავხედე, უკვე მიყურებდა, სიტუაცია საპირისპიროდ შემობრუნდა. ვხედავდი, როგორ შეკრა მუშტები და როგორ წითლდებიდა ბრაზისაგან. სიტუაცია უფრო გავამაფრე და გიგის ყელში ვაკოცე. ამაზე გაბრაზდა ალექსანდრე და დავინახე, როგორ მოდიოდა ჩემსკენ. ხელზე ხელი მომკიდა. -გამომყევი !! -ოეე ველურო, ხელს მომტეხ გამიშვო. -გამომყევი. (ხმამაღლა მითხრა) ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჩხუბი, რომ არ აეტეხა გაყოლა ვამჯობინე. გარეთ გამიყვანა. -გოგო, შენ რა დღეში ხარ? -მეე ? რას გულისხმობ? უფრო გაბრაზდა. -აააააააააააა (დაიღრიალა) -რა გაღრიალებს? -გოგო, შენ მე სულ გადამრევ. რატომ ცეკვავდი იმ ბიჭთან? რატომ აკოცე ყელში? -თამაში შენ დაიწყე მეც აგყევი და დამნაშავე კიდე მე ვარ? -რა თამაში? -რა რა თამაში ყველაფერი ვიცი. -რა ყველაფერი? -იმ გოგოზე, სპეციალურად მოიყვანე მე რომ გეეჭვიანე ვითომ. -ეგ საიდან იცი.? -ნინიმ მითხრა, თქვენი ლაპარაკი გაიგო. აღარაფერი აღარ უთქვამს. მე დარბაზში შესვლა გადავწყვიტე. -სალიტა. -რა ? -ლამაზად გამოიყურები. (მითხრა და სიგარეტი გააბოლა) -მადლობ. დარბაზში შევედი და განვაგრძე გართობა. ამ დღეს მივხვდი, რომ ალექსანდრეს მიმართ გულგრილი არ ვიყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.