შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპატიური ბიზნესმენი 5


23-03-2015, 20:33
ავტორი mendi
ნანახია 5 115

დილით ანასტასია მზის სხივებმა გააღვიძა, სიხარულით გადახედა გვერდით მყოფს და ბედნიერებისგან გაეღიმა. უნდოდა ლექსოსთვის რამე მოემზადებინა, მოწესრიგდა და სამზარეულოში მოთავსებულ პროდუქტს გადახედა. გადაწყვიტა ბლინები გაეკეთებინა ბანანით და შოკოლადით, თავის საქმეში გართულმა ვერც კი გაიგო როგორ შემოვიდა ლექსო სამზარეულოში და მოუშორებლად უყურებდა ქალს. ანასტასია როდესაც მოტრიალდა და ლექსო დაინახა შეკრთა.
-დილამშვიდობის ანასტასია
-დილამშვიდობის ლექსო. ბლინებს ვაკეთებ.
-მშვენიერია
ჭამას რომ მორჩნენ, ლექსომ ანასტასია აბაზანისკენ წაიყვანა.თბილი წყლით აავსო და ვარდის არომატიანი სითხე ჩაასხა, ანასტასიას თავისთან უხმო, ისიც მიჰყვა მის ნებას და ლექსოს მკლავებში მოთავსდა. ლექსო ეფერებოდა და კოცნიდა სადაც კი ამის საშუალება ქონდა, ანა კი სიამოვნებისგან გამოწვეულ ხმებს ვერ იოკებდა.


***
მთელი ერთი კვირა ერთმანეთის ფერებაში გაატარეს, ორივე უზომოდ ბედნიერი იყო, თუმცა ანასტასიას ეშინოდა ეს ბედნიერება არ დანგრეულიყო. ლექსო კი გიჟდებოდა მასზე, მისი ერთი გამოხედვაც კი საკმარისი იყო და ყველაფერს ხვდებოდა, უყვარდა, გრძნობდა, მისით სუნთქავდა, მისი არსებობაც კი აბედნიერებდა.
-ლექსო მადლობა ამ ერთი კვირისთვის
-მადლობა დედაშენს, რომ ამ ქვეყანას მხოლოდ ჩემთვის მოგავლინა.
ანასტასიას გაეღიმა.
-ან ხვალ საღამოს სასეირნოთ წავიდეთ მთაწმინდაზე თუ გინდა
-კი მინდა
-თანაც ჩვენი ბინაც მინდა განახო
-ჩვენი?
-ხო ჩვენი
-მაგრამ ჩვენ ხომ
-მაგრამ რა?
-კი მაგრამ რას იტყვიან შენი მშობლები ამას რომ გაიგებენ?
-მთავარია ბედნიერები ვიყოთ, ჩემ მშობლებსაც მალე გაგაცნობ მაგრამ ჯერ შენ მშობლებს გავიცნობ.
-კი მაგრამ ისინი ხომ ამერიკაში არიან?
-ჩემო პატარა შენ არ ინერვიულო მაგაზე, მე ყველაფერს მოვაგვარებ, ახლა კი ავიდეთ სახლში და დაისვენე.
ლექსო წავიდა და დავრჩი მარტო, მაგრამ გადავწყვიტე მიასთვის დამერეკა. ისიც 10 წუტში ჩემთან გაჩნდა.
-ახლა გაგახსენდი ხო შე ტუტუცო?
შემოსული არ იყო უკვე ქოთქოთი რომ დაიწყო და მერე რაღას იზამს.
-კარგი რა ხო იცი რო სულ მახსოვხარ?
-რაღაც არ გეტყობოდა ამ ერთი კვირის განმავლობაში.
-კაი რა ბუს ხო იცი რო მიყვარხარ?
-ხო კაი ჯანდაბას შენი თავი. როგორ გაატარეთ დრო? ნუ ახლა ინტიმური დეტალები არ მოყვე პატარა ვარ ჯერ.
-გამასწარი
-მომიყევი რა
-ძაან მაგარი იყო ყველაფერი, ვუყვარვარ და ამას ვგრძნობ.
-ოჰ მომესწრო დაქალი
-აბა აბა
მოკლედ ასე ჭორაობაში გავატარეთ ეს საღამო და ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ველოდი.


***
-პატარავ მზად თუ ხარ ჩამოდი.
-მოვდივარ.
ოხ როგორი სიმპატირუია მანქანაზე მიყუდებული, მაშინვე მისკენ გავიქეცი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-მომენატრე ჩემო სიცოცხლე, ჩემო ანგელოზო
-მეც მომენატრე ლექსო
-წავიდეთ
მანქანა მთაწმინდისკენ ნამდვილად არ წაუყვანია
-ლექსო სად მივდივართ?
-მალე ნახავ
მანქანა ასაფრენ ბილიკთან გააჩერა და მანიშნა გადმოვსულიყავი.
-ბატონო გია გამარჯობათ, ეს ჩემი გოგოა ანასტასია, იმედია მზად არის ვერთმფრენი.
-სასიამოვნოა ანასტასია, კი მზად არის.
-ლექსო რა ხდება?
-დღეს თბილის ვერთმფრენიდან დავათვალიერებთ.
-ვაუ რა მაგარია
-კარგი მიდი ჩაჯექი.
ლექსომ თავისი ადგილი დაიკავა, სპეციალური ღვედიც გამიკეტა.
ულამაზესი იყო ყველაფერი, ეს სანახაობა სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემ გონებაში.
-ახლა კი ჩვენს სახლში წავიდეთ.
-მადლობა ლექსო ამ დღისთვის, ულამაზესი იყო.
-მადლობას კიდევ ერთხელ მეტყვი და მოგაჩამ მაგ თუჩებს.
-კარგი.
მანქანა სადგომზე გააჩერა და მიბიძგა წინ წავსულიყავი. ჩვენი ბინის კარსაც მივუახლოვდით, გასაღები საკეტს მოარგო და გადაატრიალა. უზარმაზარი ჰოლი ძალიან სადა და საუცხოოდ იყო მოწყობილი, მისაღები ოთახს ტყავის ავეჯი ამშვენებდა და ძაღლის პატარა სახლიც იყო რაც ძალიან მომეწონა. სამზარეულო და საძინებელ ოთახებზე აღარაფერს ვამბობ რადგან საოცრად გემოვნებიანად იყო მოწყობილი, ასევე იყო სავარჯიშო ოთახიც.
-აბა რას იტყვი მოგწონს სახლი?
-ულამაზესი და უმშვენიერესია
-მიხარია რომ მოგეწონა.
-რა გემოვნებიანი მამაკაცი ხარ
-რა თქმა უნდა პატარავ
-ეს ყველაფერი კი კარგია მაგრამ მშია
-თუ გინდა პიცა შევუკვეთოთ
-მშვენიერი აზრია.
პიცამაც არ დააგვიანა და მადიანად შეექეცნენ, ღვინომაც თავისი ქნა და უფრო გათამამდა ანა. ადგა და ლექსოს გადააჯდა, კოცნა დაუწყო ყელში შემდეგ კი თუჩებზე შეჩერდა და თვალებში ჩახედა, როგორ აგიჟებს მისი თვალები. ლექსომაც არ დააყოვნა და ოთახისკენ წაიყვანა, ფრთხილად დააწვინა და ზემოდან მოექცა, ტანსაცმელი წამებში შემოაძარცვა და თვიGთონაც გაიხადა, ანამ ფეხები წელზე შემოაჭდ და ხელებით მის ზურგს დაუწყო ფერება, ის კი მთელი ვნებით უკოცნიდა ყელს და მკერდს. კვნესა მთელ ოთახში ისმოდა, ზურგზე ფხაჭნიდა და ლექსო ამ ჯესტს მკერძე კბენით პასუხობდა რაც ანას კიდევ უფრო აგიჟებდა. საქმეს რომ მორჩა გვერძე გადაწვა და ორი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
-მიყვარხარ ანასტასია, მხოლოდ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი ქალი ხარ. ქალი რომლის გამოც ყველაფერზე წავალ.
ანა გულმკერძე აეკრო და ამით აგრძნობინა რომ ყველაფერი იყო ლექსო მისთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადე რაააა

 


№2 სტუმარი monika

როდის დადებტ :/

 


№3 სტუმარი eto

auu shewyvite? arada ra magari istoria iyo dzalian momwonda es wyvili da upro mets velodi shen kide mgoni shewyvite :( gaagrdzele ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent