შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რთული არჩევანი (სრულად)


23-03-2015, 23:12
ავტორი anna777
ნანახია 9 406

აღარ უნდა რომ შეხვდეს არც ის უნდა რომ დაენახოს,ან უბრალოდ სადმე გადაეყაროს არ უნდა რომ ძველი სიყვარული ისევ გაახსენოს თან როგორი სიყვარული მაგრამ ძლიერი რომ ყოფილიყო ყველაფერს გაუძლებდნენ ესე უბრალოდ სიყვარული ხომ ბევრ რამეს უძლებს “სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი
მაგრამ იქნებ და ისევ უყვარს და უბრალოდ აღარ უნდა ამის გახსენება...უგმაყოფილოდ გააქნია თავი და თავის ანარეკლს დააკვირდა...თურმე როგორ შეცვლილა აღარ არის ის 19 წლის გოგო უწინ რომ იყო...აღარ არის ისეთი ლაღი უკვე ქალია ჩამოყალიბებული ქალი...განა,3 წელი დიდი დრო არარის?! მამამისის კომპანიაში მუშაობსz
-ხო დეე,ყავას დავლელ და წავალ
ყავა დალია თუ არა ქვევით ჩავიდა სადაც მძღოლი ელოდა..მაინც მშობლებთან ერთად ცხოვრობს,არა იმიტომ რომ მატერიალურად უჭირთ,სულაც არა ძალიან კარგად არიან დიდი სახლი აქვთ კერძო,თავისი ეზოთი...უბრალოდ არ უნდა დედას და მამას მოწყდეს
^^^
-მამა როგორ ხარ? საყვარელი ქალიშვილი მამამ გულზე მიიკრა და მის წინ დააჯინა
-კარგია რომ მოხვედი,ახალ პროექტზე ვმუშაობთ მინდა რომ შენც ჩაერთო ამ საქმეში!
-ძალიან კარგი მაა მზად ვარ მუშაობისთვის....
-კომპლექსის აშენებას ვაპირებთ და რათქმაუნდა პარტნიორებიც გვჭირდება.
-გასაგებია..
-გახსოვს ჩვენს წინ ადრე რომ ოჯახი ცხოვრობდა?
ზუსტად ეს სახლი იყო რომ გაიცნო დამიანე.. და ამ სიტყვებმა გაახსენა ყოველი წამი და წუთი. ყველა მოგონება ამოუტივტივდა, ერთიანად გააჟრჟოლა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა..უცბად დაივიწყა რომ მამამის არ შეემჩნია და "ვითომც არაფერი" სახით მიაჩერდა.
-გუშინ დავურეკე მე მინდოდა მათთან მისვლა მაგრამ აქეთ დაგვპატიჟეს.
-როდის მივდივართ?
-დღესვე,ხო იცი გადადებული საქმე ეშმაკისააო არ მინდა რომ გადავდოთ ამიტომ ჯობია დღესვე დავილაპარაკოთ.
-კარგი მამა!
-დროებით..მამას კაბინეტის კარები გამოვიკეტე და დერეფანში ბარბაცით წავედი ისევ უნდა ვნახო, ისევ ამდენი წლის შემდეგ ღმერთო ჩემო რა მეშველება..? ნეტა რა გრძნობა დამეუფლება მის დანახვისას?! თუმცა რას უნდა ვგრძნობდე იმის მერე რაც მან გამიკეთა..
მთელი დღე ვერაფერს დაუდო გული სულ შეხვედრაზე ფიქრობდა..ბოლოს და ბოლოს სახლის გზას დაუყვა სახლში რომ მივიდა რაც კი კაბა ჰქონდა ყველა გადმოალაგა.და ერთერთი გრძელი ოდნავ ამოღებული წითელი გიპიურით გაწყობილი კაბა აარჩია.თავისი არჩევანით გმაყოფილი დატრიალდა სარკის წინ და გაიღიმა..არასდროს არ მოსწონდა მაკიაჟი მაგრამ დღეს მაინც გაიკეთა მსუბუქი. ბაცი ფერის ტუჩსაცხი წაისვა..მისი საყვარელი სუნამო შეიპკურა და კიბეებს დაუყვა...
-რა ლამაზი ხარ..ალექსანდრა
-აჭარბებ მამა
-მართლა ულამაზესი ხარ...
თავისითავით გმაყოფილი ჩაჯდა მანქანაში მაგრამ იმის გახსენებაზე რომ კიდევ უნდა ენახა ისევ გააჟრჟოლა ისევ გულმა დაუწყო ბაგა ბუგი..მანქანა დიდ თეთრ სახლთან გაჩერდა..მანქანიდან გადმოვიდა..ბოლო წუთებში დაიწყო ნერვიულობა სახლის, კარები გაიღო თუ არა ტკბილი ხმით მოესალმათ ქალბატონი ნატალი..
-როგორ ხართ..როგორ მომენატრეთ ყველანი ნატალი მისკენ წამოვიდა და აკოცა მამამისიც და დედამისიც მოიკითხა და სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა.."ნეტავ სად არის" თავისთვის ფიქრობდა ალექსანდრა
-ნიაკო ზევით არის..მალე ჩამოვა..ტკბილი ხმით უთხრა ნატალიმ
-თუ შეიძლება ნიაკოსთან ავალ..მორიდებით უთხრა და თბილად გაუღიმა
-რათქმაუნდა,ადი თბილი ღიმილით უპასუხა ქალბატონმა
ნიაკო დემეს დაა..ჩემი ტოლია, ყოველთვის კარგად ვეწყობოდით მაგრამ მისი ძმის შემდეგ დიდი ხანი არ მინახავს..კიბეებს ავუყევი და გრძელ დერეფანში შევნიშნე კარები რომელიც ღია იყო კარებისკენ წავედი შიგნით შევიხედე როცა ის დავინახე ვისი დანახვაც ნამდვილად არ მინდოდა..დამი იყო წელს ზემოთშეიშველი ფანჯრისკენ იყო მიტრიალებული და ტელეფონზე საუბრობდა..წამის მეასედში მივხვდი რომ საუბარი მე მეხებოდა.
-მის მიმართ აღარაფერს აღარ ვგრძნობ..!..ამ სიტყვებმა მოუკლეს გული აბა რას ფიქრობდა?! საუკუნე დაელოდებოდა თუ ქალები გაწყდა და მისი ერთგული დარჩებოდა მაინც ეწყინა მას ხომ მაინც უყვარს მაინც უყვარს მისი უძირო თვალები სურნელი და ჩახუტება.. გაბრუნებას რომ აპირებდა მაშინ შემობრუნდა დემეც და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა...
-მე..შენს დას ვეძებდი ამოიბლუყუნა და ადგილს მოწყდა..
გამარჯობა..არიცი
-ესეიგი გამარჯობაც უნდა გითხრა..?
-წესიერად მელაპარაკე ხელი ჩამჭიდა და მიეკენ გამაქანა
-გამიშვი..
-უკვე ბევრჯერ გაგიშვი
-გამიშვი თქო..
-დამშვიდი ალექსანდრა
-დამიანე გამიშვი ჩემთვის არავინ არ ხარ და მომშორდი..არ მინდა რომ დაგინახო და კიდევ შეგხვდე..დამანებე თავი.ეს უთხრა და ოთახიდან გამოიქცა
-ალექსანდრა ეს შენ ხარ? გარეთ ნიაკო დახვდა გახარებულმა გაშალა ხელები და ჩაიახუტა მონატრებული მეგობარი..
-როგორ ხარ?
-კარგად შენ..
-ძაან მომენატრე..!
-მეეც..
-აწი სულ ერთად ვიყოთ სიცილით მითხრა და მის ოთახში წამიყვანა
-დღეს ჩემები აგარაკზე ადიან და დარჩი ჩემთან ,უარი არ მიიღება..სიცილით მითხრა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა მონატრებულმა მეგობარმა
-გიჟი ხარ..!
-ვაბოდებ ზაფხულზე სად მიდიხარ დასასვენებლად? მითხრა ნიაკომ და ფანჯარაში გაიჭყიტა..არა გიჟია ეს გოგო სასაცილოდ იქცევა...
-რავი,ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ფანჯარასთან მივედი და დავინახე როგორ "ჭყუმპალაობდნენ" ბიჭები.მათ ქცევას სხვა ვერაფერს უწოდებდი სასაცილოდ ასხამდნენ ერთმანეთს წყალს და ბავშვებივით ჭყლოპინებდნენ
-მოგწონს?
-ვინ?
-აი ის ბიჭი რო უყურებ
-აა არა..
-კაი,ნია მე რას გამომაპარებ
-აუ ნახე რა საყვარელია წამო ჩვენც
-არ მინდა
-კაი რა დაანახე ჩემს ძმას ვინ დაკარგა... სიცილით მითხრა და საცურაო კოსტუმების არმია გადმოიღო..
-მე რომ არ წამომიღია?
-ამას ხედავ? თითი გაიშვირა "კოსტუმების"გროვისკენ
-რასასაცილო ხარ..
ატმისფერი საცურაო კოსტუმი ავიღე ელექტრიკში გადადიოდა ძალიან ლამაზი იყო თმები ავიწიე და შავი რეიბანები გავიკეთე (ვგიჟდები რეიბანებზე ^_^)
-დეე ჩვენ ვიცურავებთ მივაძახეთ ჩვენებს და ოთახიდან გავედით..
***
დამიანე:
-ნახე ვინები მოდიან...თქვა გუგამ და დამიანეს გახედა
-აუ ესეც აქარის? აყვა ალექსანდრე გუგას
-აუ რა ქალი გამაზე ძმაო...
-თუ არ მოკეტავ,სიფათს აგახევ..განრისხებულმა დაუყვირა ძმაკაცს
-რას მებუზღუნები..
-არ მინდა ამ თემის გარჩევა,მითუმეტეს ახლა...
-გიყვარს??
-ალექსანდრე,გეყოფა..
-რაიყო შე*ემა
-მიყვარს აბა რას ვშვები 5 წელი რო ვერ დაივიწყებ მაგას რა ქვია აბა , მთელი ღამე რომ მასზე ფიქრობ და ,რომ ოცნებობ რომ მისი კოცნით გაგეღვიძოს და მისი სურნელი კიდევ იგრძნო
თუ მეტყვი ამას რა ჰქვია?
-ეე,ძმაო დაგერხა..სიცილით უთხრა ლექსომ და ძმაკაცს ხელი ზურგზე მოარტყა
-ეჰჰ ვიცი რომ დამერხა..
*
-ჩემი ძმა ნერწყვებს ყლაპავს
-ნიაკო,გთხოვ რა არ მინდა მაგაზე ლაპარაკი
-მაპატიე..
-არ ჩამოხვალ წყალში
-არა არ მიყვარს მე წყალი
-კაი რა ჩამო გთხოვ რაა..
დავინახე როგორ წამოვიდნენ ბიჭები ჩვენსკენ 3ივეს ვიცნობდი დამიანე იქით დაჯდა ის ორი ჩვენს წინ აუზთან დასხდნენ და ნიაკოს ელაპარაკებოდნენ.დამიანესკენ არც ვიხედებოდი არადა როგორ მინდოდა რომ დამენახა,თვითონ იცოცხლე მიწვავდა ზურგს მისი თვალებით...
-აბა ალექს არ დალევ? მკითხა გუგამ და კოკტეილი გამომიწოდა..
-მადლობა..გამოვართვი და თბილად გავუღიმე
-ჩამოეთრიე გოგო თორო თმებით გითრევ იცოდე..უკვე განრისხებული ნიაკო მიყვიროდა აუზიდან..ბიჭები სიცილს ვერ იკავებდნენ და ფხაკუნობდნენ
მეც ავდექი თმა გავისწორე და მიხვრა მოხვრით წავედი აუზისკენ კიბით ნელა ჩავედი და ცურაობა დავიწყე.
"ჯერ დამაცადე კარგად გაყლაპინებ ნერწყვებს" გავიფიქრე ჩემთვის და ნიაკოსთან დავიწყე ჭორაობა. ბიჭები იქით იჯდნენ და ლუდს მიირთმევდნენ ბოლოს ყველა დავიშალეთ და სახლში შევლაგდით ბიჭები წავიდნენ დამიანეც მათ გაყვა.მე და ნიაკომ ოჯახის წევრებთან ერთად ვივახშმეთ.ბოლოს მშობლებიც გავაცილეთ აგარაკზე და სახლში მარტო დავრჩით...დავურეკეთ კატოს ლიზის ელეს და ყველას აბსოლიტურად ვისაც კი მეგობარი ერქვა მოკლედ პარასკევი იყო და "ფართის" ვაწყობდით გოგოები.ნიაკომ შავი კაბა მათხოვა..ნიაკოზე ისედაც მაღალი ვიყავი და კაბაც მოკლე იყო ამიტომ ჩემს ტანზე უფრო მოკლე იყო..მუსიკა ბოლო ხმაზე ღრიალებდა სასუსნავები და სასმელები მაგიდებზე ეწყო და მოკლედ ძალიან ვერთობოდით...ბოლოს ფილმსაც ვუყურეთ
ვიჭორავეთ და დამთავრდა ჩვენი ფართიც.რაც არ მიყვარს ეს არეული სახლის დალაგებაა,ზოგადად ზარმაცი არ ვარ მაგრამ საშინლად დაღლილი ვიყავი...უფროსწორად გართობით დაღლილი..
მე ნაგვის აკრეფა დამევალა,ნიაკოს სახლის დალაგება..ჭურჭელი ერთად დავრეცხეთ მერე რიგრიგობით გადავივლეთ და დავიძინეთ...ტკბილად ჩამეძინა და ღამე გამეღვიძა საათის ისრები 4ს აჩვენებდნენ,ქვევით ჩავედი რომ წყალი დამელია საშინლად ცხელოდა კონდინციონერის პულტი კი ვერსად ვიპოვე..სამზარეულოში ფეხაკრებით ჩავედი ნიაკოს რომ არ გაღვიძებოდა მაგრამ ისეთი ძილი აქვს ბომბი რომ ააფეთქო მშვიდად ეძინება.ჩუმად ჩავედი სამზარეულოში შუქი ავანთე და რას ვხედავ დამიანე ზის და სიგარეტს ეწევა თვითონ ხო თვალები გაუფართოვდა ჩემს დანახვაზე მე კი შევხტი...ტრუსის და მოკლე მაისურის ამარა ვიდექი მის წინ..თვითონ კინაღამ დაიხრჩო ნერწყვების ყლაპვით..ვითომც არაფერი სახით ჩამოვასხი წვენი და ყინულები ჩავყარე..ფანჯარასთან დავდექი როცა ცხელი სუნთქვა ვიგრძენი კისერთან და ხელები წელზე....შებოვრუნდი და პირდაპირ დამიანეს შევეჩეხე....
-გამიშვი..
-არიცი რომ ასე არ უნდა იარო...
-მე..არვიცოდი რომ შენ...
-ჩჩ..ვიცი რომ შენც ისე გინდივარ როგორც მე...უფრო ახლოს მოვიდა და რიგრიგობით დამიკოცნა ბაგეები ჯერ ზედა შემდექ ქვედა მე? მე რას ვაკეთებდი? უბრალოდ გამოუცდელი გოგოსავით ვიდექი..როცა ხელი ქვევით ჩააცურა მერე შემოკრა ჩემმა გონებამ განგაშის ზარი..
-გამიშვი!!! მთელი ძალით ვკარი ხელი არც მან არ დააყოვნა და გამიშვა...კარებთან მივედი და გაღებას ვაპირებდი რომ ჩაკეტილი დამხვდა "კარი ჩამიკეტა დებილი" გამოვლანძღე გონებაში და დავუყვირე:
-დამიანე გამიღე..!!
-არა..არ გაგიღებ!!..მკაცრი ხმით მითხრა..
-რა ჯანდაბა გინდა?
-დაჯექი,უნდა ვილაპარაკოთ
-ჩვენ სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს..!
-გვაქვს დაჯექი! მეც სხვა გზა რა მქონდა მივედი და დავჯექი თან მაინტერესებდა რაზე უნდა გველაპარაკა დაახლოებით ვხვდებოდი მაგრამ მაინც..
-ალექსანდრა არ მინდა რომ ტყუილში ცხოვრობდე.
-რა ტყუილში..დამიანე?
-იმ ტყუილში რომ მე გიღალატე
-არ გვინდა ზღაპრები ყველამ კარგად ვიცით რაც ქენი
-არავინ არ ვიცით რაა ვქენი..არ მიღალატია შენთვის..
-არაა? აბა მე ვკოცნიდი ლიკას ჩემს დაბადებისდღეზე? ნაძირალა ხარ როგორ ბედავ და მატყუებ
-ალექსანდრა სიტყვები შეარჩიე და წესიერად...
-მეზიზღები ბოლო დონეზე მეზიზღები...
-ხოო? მართლა გეზიზღები აბა წეღან რატომ მაკოცე
-დამიანე თავი დამანებე..ნუყვირიხარ ნიაკოს გაეღვიძება
-დამაცადე აგიხსნა
-ამიხსენი გელოდები...
-მოკლედ,შენს დაბადებისდღეზე რომ მოვედი ლიკა შემხვდა ლიკამ მითხრა კაბას რაღაც დაემართა შემიკარიო მეც კარგითქო ლიკა ჩემთვის დასავით იყო..ვერც წარმოვიდგენდი ასეთ რამეს თუ იკადრებდა სააბაზანოში რომ შევედით კედელთან ვიდექი თვითონ მოვიდა და ტუჩებზე დამაცხრა და იმწამს შემოხვედი შენც კაბა კიდე ჩახსნილი იმიტომ იყო რომ თავისი ჭკუით ვერ იკრავდა ყველაფერი ეს არის...შენთვის რომ მდომებოდა ლიკასთან არ გიღალატებდი..მაგრამ არ მიღალატია გესმის ალექსანდრა მართლა მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ ამას რომ გიხსნი იმიტომ არ გიხსნი რომ გინდა თუარა მინდა რომ შევრიგდეთ არ მინდა რომ ტყუილში იცხოვრო და გეგონოს რომ ნაძირალა ვარ და შენს დაბადებისდღეზე გიღალატე..!
-არ გჯერა?? ალექსანდრა მიპასუხე..!
-მინდა რომ მჯეროდეს მაგრამ არ მჯერა..!
-იქნებ ამით მაინც დაიჯერო.. ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა და მაგიდაზე დადო...
-ეს რაარის?
-ამის მოცემას ვაპირებდი ყველა ჩვენმა მეგობარმა იცოდა..სიურპრიზს გიკეთებდი..კითხე ვისაც გინდა კითხე...
-გეყოფა გაჩერდი ნუღარ მელაპარაკები უკვე შეკავებული ცრემლები ვეღარ შევიკავე და ცხარე ცრემლებით ავტირდი რატომ ვტიროდი? არვიცი ეს ალბათ სიხარულის ცრემლები იყო...ნიაკომ მართლაც მითხრა იმ დღეს ჩემს ძმას შენთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აქვსო მაგრამ რას ვიფიქრებდი..ამას თუ გულისხმობდა.
-ნუტირი გთხოვ ნუ ტირი ვიცი რომ გიყვარვარ და მეც სიგიჟმდე მიყვარხარ..! ალექსანდრა რაც არ უნდა ქნა ყოველთვის მეყვარები გაიგე?? ჩემთან მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა..
ააი თურმე რა მაკლდა ამდენი ხანი..მისი სითბო და მისი შეხება..მიყვარს მიყვარს..მაშინ ვერ ვიგრძნობდი იმას რასაც მისი ჩახუტების დროს ვგრძნობ...მისი სურნელი მაბრუებს შეხება მკლავს..მიყვარს სიგიჟემდე მიყვარს...უბრალოდ ავდექი და წამოვედი..მან კი გაიღიმა მივხვდი რომ იღიმოდა და გმაყოფილი სახე ქონდა იმიტომ რომ ყველაფერი ამიხსნა ასე ვთვათ მეც დავიჯერე და იცოდა რომ ასე ვეღარ გავჩერდებოდი...პირდაპირ მის ოთახში შევედი..ვიცი რომ გიჟი ვარ მაგრამ მისი სურნელის შეგრძნება მინდოდა...მინდოდა რომ მეგრძნო მისი კარადა გამოვაღედა მაისურს დავწვდი როცა ოთახში შემოვიდა...არც შემშინებია ან რისი უნდა შემშინებოდა დავდექი და მისი მაისური ავიღე..
-აქ რა გინდა?
-შენი მაისური...
-რა ჩემი მაისური? ამიხსენი აქ რა გინდა ალექსანდრა??
-ნიაკოს ყველა მაისური მიჭერს ამიტომ შენი ავიღე...ვუთხარი და გმაყოფილი გამოვედი მისი ოთახიდან........
მაინც ვერ დავიძინე ის რომ ერთ სახლში ერთ ჭერ ქვეშ ვიყავით ვერ ავიტანე,როგორ მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი მისი სურნელი მეგრძნო...მიყვარდა საშინლად მიყვარდა..
***
დილას გვიან გამეღვიძა...ნიაკო გვერდით აღარ მეწვა ჩავიცვი და კიბეები სიხარულით ჩავირბინე...როგორც აღმოჩნდა ნიაკო სახლში არ იყო...გაზქურასთან დამიანე იდგა და კვერცხის შეწვას "ცდილობდა"..ისეთი სასაცილო იყო,ამის შემხედვარე სიცილი ამიტყდა..რის გამოც ობიექტის ყურადღებაც მივიქციე
-რა გაცინებს
-არაფერი..! "ვითომც აქ არაფერიო" სახით შევხედე და წამწამები სასაცილოდ ავაფახულე,ჩემს შემხედვარე გაეცინა და უკან მიბრუნდა...
-მომეცი,დაგეხმარები...გაზქურასთან მივედი და კვერცხის გადაბრუნებაში მოვეხმარე....
-დაჯექი რა შენ ხო არაფერი არ გეხერხება..მეც..გავკიცხე პატარა ბავშვივით და სკამისკენ გავიშვირე ხელი....
შაშხი და კვერცხი შევუწვი მისი საყვარელი ყავა გავუკეთე და მის წინ დავჯექი...
-ნიაკო სად არის?
-არვიცი...,გემრიელია მადლობა,ალექს...
ჩუმად ვჭამდით ხმას არცერთი არ ვიღებდით....შემდეგ დამიანე ტელევიზორთან ჩამოჯდა,მე ჭურჭელი დავრეცხე და მეც გვერდით მივუსკუპდი...ტელევიზორს არცერთი არ ვუყურებდი,უფრო ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით...
-იცი,იმ საღამოს შენთვის კიდევ მქონდა სიურპრიზი
ისევ ის საღამო..ისევ იმ საღამოზე ლაპარაკობს,რატომ იხსენებს? რა უნდაიმ საღამოსთან რაც იყო იყო..ჩუმად ვიყავი და ვუსმენდი
-გახსოვს ის სახლი ტყეში? იქ რომ ვრჩებოდით..მთელი ღამე რომ არ გვეძინა...მთელი ღამე რომ ერთმანეთის ალერსში ვატარებდით..
-გეყოფა,გთხოვ აღარ გააგრძელო...გაჩერდი დამიანე ეს ყველაფერი ჩემთვის მტკივნეულია..არ მინდა არც იმ სახლის,არც იმ ღამეების და მითუმეტეს არც იმ დღის გახსენება..
-აბა რისი გაგონება გინდა? იმის რომ მე გიღალატე?? შენს მეგობართან შენვე დაბადებისდღეზე? მიპასუხე ალექსანდრა ფეხზე წამოდგა და მთელი ძალით ყვიროდა
-არაფრის,საერთოდ არაფრის ჩათვალე არაფერი არ ყოფილა...
-შენ არ გესმის ალექსანდრა..ეს მხოლოდ შენი მოგონებები არ არის ჩემიცაა..ჩემი მოგონებებიცაა ჩემი წარსულიცაა...
-ხო წარსულია რომელიც აღარ არსებობს დამთავრდა დავივიწყოთ..
-რა უნდა დავივიწყოთ გოგო შენ ხო არ აფრენ?
-ნუ ყვირიხარ და წყნარად დამიანე
-როგორ უნდა ვიყო ალექსანდრა წყნარად? როცა მეუბნები რომ ჩვენი გრძნობები დავივიწყოთ? ჩემი გრძნობები დავივიწყო რასაც შენს მიმართ ვგრძნობ? თუ რას მთავაზობ,მიპასუხე
-დაივიწყე ყველაფერი დაივიწყე დაივიწყე რომ გიყვარდი..
-მე არ მიყვარდი მე მიყვარხარ და ყოველთვის ასე იქნება მუდამ,მუდამ მეყვარები გაიგე?
-არ მაინტერესებს დამიანე,არაა
-ხო ხედავ ისევ არ გჯერა,რომ მე არ მიღალატია ისევ
-მჯერა,ვინ გითხრა რომ ამჯერა
-რომ გჯეროდეს შემირიგდებოდი..და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებოდით,მითხარი რა გიშლის ხელს ან ვინ მითხარი,აღარ შემიძლია ალექსანდრა ის დედა* ლი დღე რომ არ ყოფილიყო შენ დღეს ჩემი ცოლი იქნებოდი...არ გჯერა რომ მიყვარხარ,არ გჯერა რომ არ მიღალატია დავიღალე ამ გრძნობით დავიღალე გაიგე ალექსანდრა? დავიღალეე..ჩახლეჩილი ხმით ყვიროდა დამიანე და იმ წამს მივხვდი რომ მართლა ვუყვარვარ რომ ჩემთან მხოლოდ არ ერთობოდა უნდა რომ ერთად ვიყოთ "ჩვენ ისევ არსებობდეს...
რა ვქენი? უბრალოდ მივედი და ვაკოცე მთელი ძალით..ვაკოცე..მან კი მთელი ძალით შემომხვია ხელები და მომეხვია...მეც განაბული მის მოქმედებებს ველოდებოდი როცა კარები ნიაკომ შემოაღო..
-აბა რას შვებით ბავშვებო? ჩვენი მდგომარეობის დანახვისას ინანა კიდეც რომ შემოვიდა მაგრამ უკვე გვიან იყო დამიანეს მოვშორდი..ტანსაცმელი გავისწორე და ნიაკოს მივესალმე...
-არაფერს...არ ვშვებით,მე ზევით ავალ მოვწესრიგდები და უნდა წავიდე ეს ვთქვი და ოთახში გავიქეცი...დამიანე ისევ იქვე დაჯდა და გაბრაზებული სახით მიაშტერდა ნიაკოს...
-რანაირად მიყურებ დამიანე?
-რანაირად გიყურებ??
-თქვენს შორის მოხდა რამე?
-ნიაკო რა გინდა??
-არაფერი უბრალოდ გკითხე..
-მოხდებოდა შენ რომ არ მოსულიყავი....
****
იმ დღესვე წამოვედი ნიაკოს სახლიდან აღარ დავრჩენილვარ,2 დღეში შვებულება მეწყებოდა,აზრზე არ ვიყავი სად უნდა წავსულიყავი..დილას ადრე გავიღვიძე..ღამეც არ მეძინა კარგად...ავდექი და მოვწესრიგდი ქვევით რომ ჩავედი,ნიაკო სავარძელში იჯდა და ყავას მიირთმევდა ძალიან გამიკვირდა რა უნდოდა ამ დილა უთენია...დედაჩემს რაღაცაზე ელაპარაკებოდა..
-გამარჯობა ,ალექს
-გამარჯობა,ნიაკო ამ დილაუთენია აქ რამ მოგიყვანა?
-დასასვწნენებლად მივდივართ..
-რაა..სად?
-აგარაკზე არ გახსოვს ჩვენმა მშობლებმა რომ ააშენეს ერთად,წყნეთში ხოდა იქ მივდივართ..უარი არ მიიღება..
-კარგი წამოვალ,მაგრამ ორ დღეში
-უკვე დავალაპარაკე მამაშენს ხვალ მივდივართ...
-ვაიმე ნიაკო,მოგკლავ ვინ ხარ გოგო შენ..
-წამო რა წავიდეთ რაღაცეები მაქვს საყიდელი..
-კაი ხო წამოდი შენი გაჩერება ხო არ შეიძლება..
ბევრი ვიბოდიალეთ..ნიაკომ ხან რომელ მაღაზიაში შევიდეთ ხან რომელშიო..მეც დავყვებოდი პატარა ბავშვივით..ბოლოს ნიაკომ გინდა თუ არა ბარგი ჩავალაგოთ და ჩემთან წამოდი ხვალამდეო...დედაჩემი რომ არა არ წავყვებოდი მაგრამ იმდენი მეხვეწეს,მეც უარი ვერ ვუთხარი და წავყევი.....
***
ჩემოდანში იმდენი რამ ჩავაწყე,არც მეგონა ამდენი ტანსაცმელი თუ მქონდა...ნიაკოსთან გახარებულები წავედით როგორც გაირკვა დილას ვაჟბატონის მანქანით მივდიოდით...ღამე იყო დამიანე არ ჩანდა სამზარეულოში ვიჯექი,საათის წიკწიკის ხმა ისმოდა ოთახში მეც არვიცი რატომ ველოდებოდი რომ უცბად კარები გაიღო და 1 არა ორი ადამიანი შემოვიდა მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ მეორე ძალიან გავდა პირველს....
-ნიაკო..ყვიროდა მთელი ძალით დამიანე..ნიაკომ კიბეები ჩამოირბინა და მეორეს ჩაეხუტა
-ირაკლი რატომ არ მითხარი რომ ჩამოდიოდი როგორ მომენატრე
-ნიაკო გავიჭყლიტე
-გაიცანი ეს ჩემი მეგობარია ალექსანდრა..
-დიად სასიამოვნოა..მთელი ირონიით წარმოთქვა ეს სიტყვები ბატონმა ირაკლიმ
-ალექს,ეს ჩემი ძმაა ირაკლი აი რომ გეუბნებოდი
-სასიამოვნოა..
-მშობლები სად არიან
-აგარაკზე ხვალ ჩამოდიან და ჩვენ მივდივართ ხო წამოხვალ..?
-კი აუცილებლად...

^^^
ირაკლი სასწაულად გავდა დამიანეს,მაგრამ ძმები იყვნენ და აბა რა იქნებოდა...ორივე ძალიან სიმპატიურები იყვნენ ერთმანეთზე მეტად....უბრალოდ ირაკლი რაღაც ცივი ჩანს..კიდევ ისაა მათ შორის განსხვავება რომ ირაკლის თაფლისფერი თვალები,ხოლო დამიანეს ქამელეონი თვალები აქვს...
-ხო აღარ წახვალ? კითხა გახარებულმა ნიაკომ
-არვიცი,ნია ვნახოთ...
-არ წახვიდე რა...
-ჩვენ დავიძინებთ თქვა ნიაკომ და მანიშნა წამოდიო....
^^^
-ეს ალექსანდრა ვინაა..
-იმ კაცის შვილია ჩვენი მეზობელი რომ იყო..
-აა გამახსენდა ძაან ლამაზია..
-ხო ლამაზია..
-ძაან მომეწონა ხო არ დავითრიო??
-მაგ გოგოსთან არაფერი არ შეგეშალოს ჩემია..
-ვაიმე ამას ხო გოგოების ახევას ვერ დაასწრებ რა..
-მართლა გეუბნები ირაკლი,შენ რომ ბოლო დონის ბაბნიკი ხარ მშვენივრად ვიცი..!
^^^
დილას ადრე გამეღვიძა...ჩუმად ავდექი და ოთახიდან გავედი..დამიანეს ოთახში შეჭყეტას ვაპირებდი როცა კარი გააღო და პირდაპირ მე შემასკდა...
-რა გინდოდა..
-არაფერი?
-ალექსანდრა თავს ნუ იშტერებ,რა გინდოდა ჩემს ოთახში..
-მაინტერესებდა გეღვიძა თუ არა.. სასაცილოდ ავაფახულე წამწამები და პატარა ბავშვივით დავიმორცხვე...
-იცი რა საყვარელი ხარ როცა წითლდები დამიანემ მითხრა და გულზე მიმიკრა მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია გულზე ავეკარი...
-ჩემი თბილი გოგო..შუბლზე დაყრილი თმა გადამიწია და შუბლზე მაკოცა... რეალობაში ირაკლის ხმამ დაგვაბრუნა..
-რომელ საათზე მივდივართ?
-12-ისთვის..
დამიანეს მკლავებს მოვშორდი და ქვევით ჩავედი
-სად მიდიხარ?
-მშია..მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოში ჩავედი საუზმეს ვამზადებდი როცა დამიანე მომიახლოვდა და მუცელზე ხელები შემომხვია...
-რას მიკეთებს ჩემი ლამაზი გოგო?
-დამიანე..შემოვბრუნდი და პირდაპირ დამიანეს შევეფეთე
-რაიყო? არ გსიამოვნებს ჩემი მოფერება
-უბრალოდ დილას რომ შენს ოთახში შემოვიხედე ეს იმას არ ნიშნავს რომ შევრიგდით და როცა გინდა მაშინ მომეფერები ვუთხარი გარკვევით და მოვიშორე როცა,ირაკლი შემოვიდა
-რა გემრიელი სუნებია...
-დამიანე, ნიაკო გააღვიძე რა...
-ესეიგი ალექსანდრა,ლამაზი სახელია
-მადლობა..
-რამდენი წლის ხარ
-23
-შენ რამდენის ხარ ირაკლი?
-28ის
-ესეიგი,უფროსი ძმა ხარ სიცილით ვუთხარი მაგრამ რეაქცია 0
-შეყვარებული გყავს?? ჩემდა გასაკვირად მკითხა ირაკლიმ და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა
-ყავს შემოვიდა ოთახში დამიანე და გაბრაზებული სახით მომაჩერდა
ნიაკო გავაღვიძე შეგვიძლია ვჭამოთ და მერე წავიდეთ...
-კარგი...
^^
სანამ ჩავლაგდით და მანქანაში მოვთავსდით საათის ისრები 12ს მიუახლოვდა,ჩვენი აგარაკი ახლოს იყო მაგრამ..1 საათი მაინც მოვუნდით იქ მისვლას ხან რა გაგვახსენდა ხანრა..
****
ბოლოს და ბოლოს დამიანემ მანქანა გააჩერა და ყველანი გადმოვედით
ამ სახლში. ადრეც ვარ ნამყოფი,მაგრამ ეხლა უფრო მომეწონა..ჩემი ოთახი მეორე სართულზეა ეს სახლი ნიას მამამ და მამაჩემმა ერთად ააშენეს..დამიანეს ოთახიჩემი ოთახის გვერდითაა.
ალბათ გაგიჩნდებთკითხვა თუ რატომ არ ვიცნობდით დამიანეს ძმას,რადგან დამიანეს ძმა ძალიან დიდი ხანია წასულია ბიძამისთან ამერიკაში ამიტომ მეც არ ვიცნობდი რადგან,მამაჩემი და ნიას მამა მხოლოდ 8 წელია იცნობენ ერთმანეთს ის კი თუ არ ვცდები ამაზე დიდი ხანია რაც წასულია...
სალომე ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა უბრალოდ მე არ მომწონს,დამიანესთან რომ ახლოსა...სახლი 3 სართულიანი იყო მეც კიბეებს ავუყევი და მესამე სართულზე ავედი,იქ ბიბლიოთეკა იყო..
ოთახში უამრავი წიგნი ერთი მუხის დიდი მაგიდა და სავარძლები იყო...სახლი გემოვნებით იყო მოწყობილი აივანზე ვიდექი როცა ვიღაც მომიახლოვდა და უკან ამომიდგა და ხელები შემომხვია მე დამიანე მეგონა და შევბრუნდი როდესაც ირაკლის შევეჩეხე...
-ხელები გამიშვი..
-რატომ?? ვითომ შეიცხადა და შრეკის კატის თვალებით მომაჩერდა
-მე ვიღაც ნაშა არ გეგონო რომლითაც გაერთობი და მიაგდებ..
-ჩუმად გოგო რა გაყვირებს...
-კიდე რა მაყვირებს??
-ნუ წიკვინებ რა და შენს თავზე დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს..!
-ირაკლი რა გინდა შარზე ხარ? ვინმემ თქვა რომ ჩემს თავზე d წარმოდგენა მაქვს?
-უბრალოდ ჩემი ძმის მორიგი გასართობი ხარ რომელსაც მალე მიაგდებს...
ახლა ნამდვილად ამომასხა ამას თავი ვის გონია?? რას მერჩის? სულ წამიშალა შთაბეჭდილება სისწრაფით ჩავირბინე კიბეები და ეზოში ჩავედი ჭიშკარი გამოვაღე და ტყისკენ წავედი......ქვაზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე რა უნდოდა იმ საზიზღარ კაცს მეზიზღება,ვერ ვიტან დამიანე ათასჯერ სჯობს..! ჩემთვის ვიმეორებდი 1000 სალანძღავს სიტყვას როცა მხარზე ხელი ვიგრძენი ვიცოდი რომ ირაკლი იქნებოდა..ამიტომ არ შემოვბრუნდი
-სად ხარ გოგო ყველგან გეძებ..!
-დამიანე...მე..
-შენ რა იტირე??
-არაა..
-რამოხდა?
-არაფერი...
-ალექსანდრა სიმართლე მითხარი არაფრისთვის არ ტირიან...
-დამიანე თავი დამანებე გთხოვ წადი და მოვალ..გაბრაზებული და თან სევდიანი ტონით ვუთხარი ალექსანდრეს ისე რომ არც შემოვბრუნებულვარ...ის კი მომიახლოვდა გვერძე დამიჯდა სახე ამაწევინა...და თვალებში ჩამაშტერდა...
-ვინც არ უნდა იყოს მითხარი და უბრალოდ გავაქრობ...არავინ არარის შენი ცრემლების ღირსი გესმის? არც მე...ეს მითხრა და გულზე მიმიკრო მეც ავეკარი და თავი მის კისერში ჩავრგე...
-მიყვარხარ ჩუმად ჩამჩურჩულა და კისერში ცხელი კოცნა დამიტოვა...უმისამართოდ აცოცებდა ტუჩებს თან ხელებით დაჭერილი ვყავდი თითქოს სადმე გავეგრცეოდი...
მისი სურნელი მაბრუებდა და მაბნევდა მის გვერდით ყოფნისას გული მეკუმშებოდა და ამ სამყაროში მხოლოდ მე და ის ვრჩებოდით...
-არმეტყვი რა მოხდა? არვიცოდი რა მეპასუხა რომ ჩამეშვა პატარა ჩამშვები ბავშვივით გამომივიდოდა და უფრო შევზიზღდებოდი! არა საიდან მოვიტანე რომ ვძულვარ? არა,არა აბა მაგას რა ქვია უბრალოდ გადამეკიდა...დამიანეს ძმა მაინც არიყოს რა..!
-გთხოვ რაა.! შეწუხებული სახით შევხედე და გამომეტყველებით ვანიშნე თავი დამანებეთქო
-იცოდე კიდე დავინახავ შენს თვალზე ცრემლს და მერე ჩემს ქცევაზე პასუხს აღარ ვაგებ გიგე ალექსანდრა..!
-გავიგე..!
-წამოდი ეხლა, ჩვენ გველოდებიან! ფეხზე ზლაზვნით წამოვდექი და რომ გამახსენდა რომ ირაკლი უნდა მენახა ნერვები მომეშალა...სახლამდე დრო გავწელე ხან ნახე რალამაზი ყვავილია დავკრიფოთ..ხან ნახე რალამაზი ადგილია ფოტო გაფამიღეთი-ვუჭამდი ტვინს დამიანეს ისიც ჩემს კაპრიზებს ასრულებდა და მემუქრებოდა რომ სახლში
ახლში დაბრუნებისას ირაკლი იქ დაგხვდა ან სად წავიდოდა?!..
ყურადღება მისთვისარც მიმიქცევია დამიანეს გვერდით დავჯექი და ჩუმად დავიწყე ჭამა...ნიაკოც ჩამოვიდა და შემოგვიერთდა...უხმოდ ვჭამდით ან რაუნდა გვეთქვა არაფერი არ გვქონდა სათქმელი...ჭამას რომ მოვრჩი ჩემს ოთახში ვადავწყვიტე ასვლა დამიანემაც მომბაძა და მანიშნა დამელოდეო მეც დაველოდე კიბეებო ავიარე და ჩემი ოთახისკენ მივდიოდი,როცა ვიგრძენი ძლისდი ხელი მკლავზე
მოვბრუნდი და დამიანე შემრჩა ხელში.
-სად მიდიხარ?
-ჩემს ოთახში..
-მე რომ მინდა რომ ჩემს ოთახში წამოხვიდე?! ბრძანებლური ტონით მითხრა და მისკენ მიმიზიდა
-დ..დამიანე
-უბრალოდ ჩემს გვერდით დაწექი მეტს არაფერს გთხოვ...ცოტას მოგეფერები..დუმილი თანხმობის ნიშანია თქვა ჩახლეჩილი ხმით და ხელში ამიყვანა
-დამიანე,დამსვიი! მთელ სახლს აყრუებდა ჩემი სიხარულის შემოძახილები,კარები ფეხით გააღო და მოწყვეტიით დამაგდო საწოლზე,თვითონ გვერდით მომიწვა და ხარბად ჩაისუნთქა ჩემი თმის სურნელი
დამიანე:
ისეთი ლამაზი და ტკბილია რომ არცერთი წამი არ შემიძლია უიმისოდ.
მიყვარს,მჭირდება როგირც ჰაერი ,ეხლა ჩემს გვერდით წევს თვალებიაქვს დახუჭული მე კი თითებს მის თმაში ვბურდავ ის კი სიამოვნებისგან კრუტუნებს,წეღან ატირებული რომ დავინახე მზად ვიყავი ყველა და ყველაფერი
გამენადგურებინა..მაშინ ჩემს გამო ტყუილად რომ ტიროდა იმან დამტანჯა და ახლა არც კი ვიცოდი ვის ან რის გამო ტიროდა...ვიცი რომ ბოლოს მაინც ჩემთან დარჩება არავის არ დავუთობ ჩემია ყველანაირად ჩემია...ცოტა ხანს ასე ვიყავით მეც ჩამეძინა და მასაც იმ საღამოს განსაკუთრებული აღარაფერი აღარ მომხდარა...
^^^
3 დღის შემდეგ
-კარგი რა არ წახვიდე..!
-მაპატიე 2 დღეში აქ ვარ მაპატიე რა ჩემო სიცოცხლე,ხოიცი მამაჩემი რა ტიპია...
-ზაფხულია!
-საქმემ ზაფხული არიცისო!
-პირობა მომეცი რომ ორ დღეში აქ იქნები
-2 დღეში აქ ვარ!
-ჩამეხუტე! თქვა ალექსანდრამ და ზედ ამეკრო.
საქმე იმაშია ,რომ მამაჩემმა დამირეკა სასწრაფო სააქმები გვაქვს და უნდა ჩამოხვიდე თბილისშიო. ძალიან კი არ მინდა მაგრამ რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს თან მამაჩემის ხასიათი რო ვიცი ეწყინება ,რომ საქმე "ფეხზე დავიკიდო" თან ორი დღე არც იმდენია რომ ალექსანდრას გარეშე გავძლო?! ვუსმევ ჩემს თავს ლიტორიკულ კითხვას მაგრამ ვიცი რომ ვერ გავძლებ 2 დღე კიარა 2 საათიც კი.
^^^
ნიაკო:
-რაო დაგტოვა შენმა სატრფომ? ისევ ის ამაზზრზენი ხმა
-შეგიძლია თავი დამანებო??
-ეგ შეუძლებელია..
-ვითომ რატომ?
-მერე რითი გავერთო...
-სხვა ვერაფერს ხედავ გასართობს...
-სად მიდიხარ??
-რაშენი საქმეა?
ჭიშკარი მთელი ძალით გამოვაჯახუნე..დამიანეს ცხენები ყავდა 3 თუ 4 ერთერთი ჩემი იყო თვითონ მაჩუქა,ლენკა ერქვა..სასაცილოა არა?! ცხენს რომ ლენკას დაარქმევ უბრალოდ იმ დროს ჩემი სახელი არ მომწონდა და სასწაულად მინდოდა ეს სახელი მრქმონდა რატომ?! არვიცი,ალბათ მაშინაც არ ვიცოდი...საჯინიბოსკენ წავედი და როცა ნაცნობი ცხენი დავინახე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი...დაბმული იყო თოკი მოვხსენი უნაგირი გავუკეთე და მზად ვიყავი...პატარა რომ ვიყავი მამამ მასწავლა ცხენზე ჯდომა ჯერ მასთან ერთად ვიჯექი 13 წლიდან მარტო ვატარებ ალბათ იმაზე ბედნიერი არასდროს ვარ როცა ცხენს ვატარებ..არა არა ვიტყუები ამაზე ბედნიერი მაშინ ვარ როცა დამი მკოცნის...ჩემს ფიქრებზე მეცინება და ჯირითს ვიწყებ...
უკვე ტყეში ვარ ცხენი დავაბი...მე კი იქვე ჩამოვჯექი
ცოტა ხნის შემდეგ მესმის ნაბიჯების ხმა შემეშინდა?! შემეშინდა რომელია...
-გამარჯობა ქალბატონო! ხელის აწევით და ცინიკური გამომეტყველებით მესალმება ბატონი ირაკლი მე "ნი ვიჟუს" ვურტყავ და ვითომც აქ არაფერი ფეხზე ვდგები
-გამჭირვალე ვარ და არვიცოდი?! ბლუყუნს აგრძელებს და სასაცილოდ იქცევა
-რა ჯანდაბა გინდა?
-ჩემი გეშინია??
-რასისულელეა! ჩემს უკან დგება და წრეს მარტყავს მე რას ვაკეთებ?! არაფერს უბრალოდ ერთ ადგილას ვდგავარ...
-აბა რა გემართება? მიახლოვდება და ჩემს უკან დგება ისე ახლოს რომ ჩემი თმის სურნელს უხვად ისუნთქავს...
-რა გინდა ადამიანო? შემოვბრუნდი და ჩვენს შორის დისტანცია დავიცავი...
-შენ!
-რა მე..შებრუნებული ველაპარაკები ისე რომ ვერ ვხედავ ცხენთან მივდივარ და ვეფერები
-შენ მინდიხარ...მიახლოვდება წამის მეასედში მისკენ მაბრუნებს და ჩემს ბაგეებს აცხრებავა
ღიარებ მომეწონა მაგრამ სტოპ სტოპ? მე რა ვთქვი ახლახანს? მომეწონა?! როგორ უნდა მოგეწონოს შენი შეყვარებულის ძმის კოცნა,ფუ რა ამაზრზენი ხარ ქალბატონო ალექსანდრა! მლანძღავს მეორე მე და გამოფხიზლებისკენ მომიწოდებს...
-ირაკლი რას აკეთებ?
-ჩემს ძმას გოგოს ვახევ! ვაიმე ერთი ამას დამიხედეთ რა პირდაპირი ბიჭი გვყავს..არა ჩემო ალექსანდრა ხო ამბობდი გიჟი ბიჭები მომწონსო?! ხოდა აქარის შენი გიჟი ბიჭი ისევ ჩემი ალტერეგო მელაპარაკებო...! მოკეტე რაა ალტერეგო ახლა არ მაქვს შენი თავი..
-ხოო?
-ხოო და გამომდის ხოიცი..
-იცი ვინ ხარ?
-ვინ ვარ?
-ნაბი*ვარი..
-ოჰო მადლობთ ქალბატონო!
-მეზიზღები...
-უფს გამოვასწორებ არაუშავს! თავმოყვარე იდიოტი..ერთი ამას დამიხედეთ ძალიან მაინტერესებს თავი ვინ გონია?! არა ალექსანდრა იქნებ გეცადა?! ისევ ჩემი შტერი მეორე მე..
-შენს თავში ასე დარწმუნებული რატომ ხარ? ისევ ისეთი თვალებით მიყურებს..წელზე ხელებს მხვევს და ისევ ისე არა უფრო ვნებიანად მკოცნის...
-აღიარე რომ კარგად ვკოცნი..! არა ალექსანდრა ეს შენ არ ხარ..თავი ქუჩის ქალი მგონია ამას როგორ ვაკეთებ? ისევ ჩემს თავს ველაპარაკები...
-რაგინდა დამანებე თავი!
-ტუჩები სხვა რამეს ამბობენ პატარავ! ისევ ის მზერა მაბნევს ეს სექსუალური მანიაკი...
-მაინც რას...
-იმას რომ მე გინდივარ...
-შენ მე ქუჩის ქალი გგონივარ?
-არა არ მგონიხარ..!
-აბა ვერ ხვდები რომ დაკავებული ვარ? "დაკავებული ვარ" შენთითონ თუ ხვდები ალექსანდრა რატომ თქვი ეს სიტყვები? შეგიძლია მოკეტო ჩემო მეორე მეო?? რა შტერი ვარ ღმერთო ჩემ თავს ველაპარაკები..
-ირაკლი ხომ იცი რომ არაფერი არ გამოგვივა?
-რატომ ხარ ესეთი დარწმუნებული..
-იმიტომ რომ მე დამიანე მიყავრს...
-ღმერთო ჩემო დამიანე გიყვარს??
-რაიყო რა გაგიკვირდა..?
-მე მეგონა ერთობოდით.. ვაიმე რა იდიოტია დარწმუნებული ვარ სპეციალურად მეუბნება
-ნაგავი ხარ..
-რატომ ვარ ნაგავი?
-იმიტომ რომ შენი ძმა არ გიყვარს..
-და რაიცი რომ იმას ვუყვარვარ...
-ირაკლი შენნარი ადამიანი პირველად ვნახე...
-მე არავის არ ვუყვარვარ ასეთი ვარ ცუდი ბიჭი ვარ!
-ესეიგი ამიტომ წახვედი ლონდონში...ჩემთვის ჩავილაპარაკე და ირაკლის შევხედე...-ესეიგი ასე ამიტომ იქცევი შენი ძმის გშურს იმიტომ რომ მას ყველაფერი აქ შენ არაფერი და ცდილობ..
- გაჩუმდი ...მაპატიე ჩემი ბრალი იყო რომ გაკოცე..ეს ბიჭი გამაგიჟებს არა მართლა არარის დალაგებული ეს მითხრა და აქედან წავიდა დავინახე როგორ მიქროდა ცხენით.
რამაგარი სანახავი იყო ირაკლი და ცხენი ამ შანს ხელიდან არ გავუშვებდი უკან გავყევი მისი გამწარება მინდოდა როგორც თვითონ გამამწარა ისე..დარწმუნებული ვარ დამისთვის რომ მეთქვა ყველაფერი გადაირეოდა ამიტომ გადავწყვიტე დამიანესთვის არაფერი არ მეთქვა...
-რატომ მომსდევ?
-გინდა შევეჯიბროთ??
-გთხოვ რა თავი დამანებე.. მართლა გაბრაზებული ჩანდა მაგრამ მე რის ალექსანდრა ვიქნებოდი რომ დავნებებოდი..
-შემეჯიბრე!
-ესეიგი შენსას არიშლი ხო?
-რაიყო,გეშინია საყვარელო? ირონია არ დავიშურე..
-ქუჩის ქალივით იქცევი..
-უი მართლა? მაშინ შენ ნაბი#42ივით..!
-წესიერად მელაპარაკე
-ჩემსგან რატომ ელი წესიერ ლაპარაკს როდესაც შენ უბრალოდ მოდიხარ და მკოცნი..მლანძღავ და მამცირებ..!
-შევცდი ხო დამანებე თავი..
-ბოდიში მომიხადე...
-ჩამოდი ცხენიდან! ცხენიდან ჩამოვდიოდი როდესაც ცხენმა გველი დაინახა და ვაიმე ნეტა არ დაენახა ძირს გავიშოტე...ჯერ ხო მეთვითონ გველების საშინლად მეშინია მეორე ალბათ სერიოზულად ვიყავი დაშავებული იმიტომ რომ ფეხს თითქმის ვერ ვგრძნობდი...
-ი..ირაკლი საწყალი ხმით დავიძახე ისიც უცბად ცხენიდან ჩამოხტა და ხელში ამიყვანა გულზე ვყავდი მიხუტებული მმ რაკარგი სუნიაქვს არა დებილი ხარ ალექსანდრა!
იქვე სკამზე დამსვა და კალთაში ჩამისვა ძალიან არ მინდოდა მაგრამ სხვა გზა მაინც არ მქონდა..
-აქ გტკივა? ხელი მომკიდა კოჭზე...
-ძალიან!
-ალბათ უბრალოდ გადაგიბრუნდა...
-მოდი აქ! ხელში ამიყვანა და ცხენზე შემსვა უკან მომიჯდა და თავი ჩემს კისერში ჩარგო სახლში მისულს ცხენიდან ჩამომიყვანა და ისევ გულზე მიმიხუტა როგორც ჩანს ნიაკო სახლში არ იყო..
ჩემს ოთახში ამიყვანა და დამაწვინა..
-ცოტა ხანი იწექი..
-რატომ აჩვენებ ყველას რომ უხეში ხარ..
-ალექსანდრე ისევ არ იცვლი შენ აზრს ხო რაში გინდა ჩემი პიროვნების შეცვლა
-არავინ არ გცვლის ირაკლი!
-ისეთი ვარ როგორიც ვარ!
-მადლობა..
-რისთვის..
-რომ მომიყვანე
-მაგ სიამოვნებას ვერ მოვიკლებდი...
-საზიზღარო!
-ჩავალ ქვევით ცივ საფენებს ამოგიტან ,რომ დაგადო
არა ალექსანდრა შენ ირაკლი არ შეგიყვარდება! ეს ის მომენტია როცა არვიცი რა გავაკეთო....
ის ირაკლია ალექსანდრა ირაკლი..! საშინელი ადამიანია მოკეტე ალტერეგო დღეს უკვე საკმარისად მავნე...!
ცოტა ხნის შემდეგ ირაკლიც ამოვიდა საფენებით ხელში,ფეხზე ცივის შეხება და ჩემი კივილი ერთი იყო...
-ნუ ყვირი!
-ცივია..!
-რა ვქნა მე არ გადმომიგდიხარ ცხენიდან..!
-ნიაკო სად არის?
-არვიცი!
-ეგრე ნუ მელაპარაკები რა!
-შენ არ გესმის ალექსანდრა..
-რა არ მესმის..
-ვერ ხვდები რომ ჩემი შენთან ყოფნა არ შეიძლება?
-რატომ?
-იმიტომ რომ შენზე ვგიჟდები იმდღიდან მომწონდხარ რაც ჩამოვედი სულ შენზე ვფიქრობ..ჩემს ძმას ასეთ ტკივილს ვერ მივაყენებ
ერთი წუთით გავერკვე! ეს ის ბიჭი არარის წეღან რომ ორჯერ მაკოცა და გამომიცხადა ჩემს ძმას შეყვარებულს ვახევო..ახლა გავგიჟდები...
-ანუ..
-ანუ ამ ყველაფერს იმიომ ვაკეთებდი რომ პირველივე დანახვიდან მომწონხარ!
-არმინდა ამ თემაზე საუბარი...
-მაპატიე...
^^^
3 დღის შემდეგ
მივხვდი რომ ირაკლი არც ისე ცუდი ადამიანი იყო როგორც მე მეგონა..მაგრამ ჩვენი მეგობრობა რომ არ გამოდიოდა ესეც კარგად ვიცოდი ისიც კარგად ვიცოდი რომ უკვე მის მიმართ რაღაცას ვგრძნობდი იმასაც კარგად ვხვდებოდი რომ უკვე დამიანეს შეხება აღარ მსიამოვნებდა რა მექნა რო იტყვიან „დამერხა“ 2 დღეში თბილისში ვბრუნდებით გინდა თუ არა მომბეზრდაო ნიაკომ..
მეც რა მეთქვა და კარგითქო...
-ალექსანდრა..
-გისმენ დამიანე
-მისმინე შენთან მნიშვნელოვანი სალაპარაკო მაქ
-მითხარი
-აქ ვერ გეტყვი მინდა რომ სადმე შევხვდეთ როდესაც ჩავალთ...
-კარგი.. ..ალექსანდრე ნუ მაშინებ რა მოხდა?
-არაფერი,ისეთი..
^^^
ზაფხული და ასეთი წვიმა არ მახსოვს მე, ტემპერატურაც უცბად დავარდა...შეშა გვაკლდებოდა
და მე და ირაკლი გაგვიშვეს..ვიცოდი რომ მოწყენა არ მეღირსებოდა ამიტომ ტყეში წავედით...
-იმ ტყეში მივდივართ? მკითხა ირაკლიმ
-ხო იმ ტყეში...
-კარგი იყო იმ ტყეში...
-ხო ფეხი რომ მოვიტეხე...
-მე მაგაზე არ ვიძახი...
ისევ ის გრძნობა ისევ შემცირებული დისტანცია, ისევ გულის ფეთქვა,ისევ სიცხე...და ბოლოს
ვნებამორეული გრძნობები და კოცნა..კოცნა წვიმის ქვეშ
რას იფიქრებდი ალექსანდრა თუ ოცნება აგიხდებოდა ბიჭს ტუჩებში აკოცე წვიმის დროს...ეჰ ალტერაგო შენ არიცი რად დამიჯდება ეს კოცნა...
-ირაკლი...
-გთხოვ არაფერი ართქვა..უბრალოდ დატკბი..მე წავალ დაგტოვებ, მარტო უბრალოდ შენი კოცნა გამატანე
-არმინდა რომ წახვიდე...
-არა,არ შეიძლება ესე..
-მომწონხარ ირაკლი მომწონს შენი კოცნა,არ მინდა რომ დამტოვო მინდა რომ ჩემთან დარჩე..
-უბრალოდ მოვაგროვოთ ტოტები და წავიდეთ
^^^
თბილისში მეორე დღესვე დავბრუნდი ნიაკო კი ბევრს მეწუწუნა რომ ჩემთან დარჩიო მაგრამ ირაკლის ნახვა აღარ მინდოდა თან დღეს დამიანე უნდა მენახა მაინტერესებდა რა საქმე ქონდა...
საღამოსთვის მოვემზადე ლამაზი მოტკეცილი მალინისფერიკაბა ჩავიცვი და ჩემს საყვარელ ქუსლიან ფეხსაცმელზე შემოვდექი...დამიანემაც მომაკითხა...რესტორანში წყნარი გარემო იყო
ძალიან მომეწონა სიტუაცია...როდესაც შევუკვეთეთ და დავლაგდით დამიანემ დაიწყო:
-ეჭვი ხომ არ გეპარება რომ მიყვარხარ!
-არა!
-ეჭვი შეგეპარება 5 თვის მერე მეყვარები?
-დამიანე არ ვიცი რა ვთქვა...
-მიპასუხე!
-არვიცი რატომ მეკითხები...
-მივდივარ
-სად?
-ამერიკაში...
-რატომ?
-მამაჩემის გამო...
-და მე? მე ფეხებზე მიკიდებ
-ჩამოვალ მართლა გეუბნები პირობას გაძლევ რომ 5 თვეში ჩამოვალ
რა ვქენი?! არაფერი რაუნდა მეთხოვა იმ კაცისგან ვისმიმართ არცკივიცოდი ვგრძნობდი თუ არა კიდევ რამეს უბრალოდ წამოვედი მივდიოდი ვსეირნობდი მერე ჩემს საყვარელ ბარში შევედი და დავიწყე დალევა...ერთ ჭიქას მეორე მოყვა მეორეს მესამე და ა.შ..უკვე კარგად შეზორხოშებული რომ ვიყავი ავდექი და ცეკვა დავიწყე ჩემთვის როცა,ვიღაც ბიჭი მოვიდა ვაღიარებ სიმპათიური იყო მაგრამ მე არ შემეფერებოდა
-თქვენთან ცეკვა შეიძლება თანხმობის ნიშნად ხელი გავუწოდე მანაც შემომხვია ხელები წელზე და ნელნელა ააყოლა ტანი მუსიკას.ხელებს ტანზე უსიამოვნოდ მიფათურებდა რაც უკვე აღარ მსიამოვნებდა და რამდენჯერმე გაბრძლობეაც ვცადე მაგრამ მამაკაცის ხელებს ვყავდი დაჭერილი და ვერაფერიც ვერ ვქენი..კედელთან მიმიწყვდია და კოცნა დამიპირა
-გამიშვი..
-ცოტა გავერთოთ
-გამიშვი!
-რაიყო ლამაზო არ გინდა რომ გავერთოთ...
-გაუშვი..გავიგე ნაცნობი ხმა და იქვე გამაჟრჟოლა ვინ იყო?! ის იყო ვისი მოსვლაც გამიხარდა გულზე ავეკარი და ვუთხარი რომ აქედან წავეყვანე...
-დამშვიდდი..ამდენი არ უნდა დაგელია...
^^^
დილას არვიცი სად მაგრამ უცხო სახლში გავიღვიძე გუშინდელი იქციდენტები რომ გავიგონე შეშინებული წამოვხტი სად ვართქო და როდესაც ნაცნობი სურნელი მეცნო დავმშვიდდი..
გარეთ ირაკლი დავინახე როგორ სვავდა ვისკის და ტელეფონზე ლაპარაკობდა...
-სად ვართ?
-ჩემს სახლში...
-შენს სახლში?
-ხო არასდროს არ გითქვამს რომ სახლი გქონდა..
-ახლახანს ვიყიდე
ირაკლი მომიახლოვდა და ტუჩებში მაკოცა..
-რას აკეთებ?
-გკოცნი...
-შენი ძმა 5 თვით მიდის ჩავილაპარაკე ჩემთვის და ირაკლის გავხედე...
-მერე მე რა ვქნა
-შენ? შენც მიდიხარ..
-არვიცი...
-ირაკლი მიპასუხე შენც მიდიხარ?
-აქ რო დავრჩე რა გავაკეთო? ჩემს მშობლებს დიდად გულზე არ ვეხატები და არც მე არ მეხატებიან იქ ჩემი ბიზნესი მაინც მაქვს!
-მე? მე რას მიპირებ...
-რას გიპირებ? შენ ხომ ჩემი ძმის შეყვარებული ხარ
-აბა ეს კოცნა რაარის ირაკლი მითხარი ის სიტყვები რომ მოგწონვარ...
-ალექს,ერთად ვერ ვიქნებით...ჩემი ძმა მიყვარა და პატივს ვცემ...
-სად მიდიხარ?
-უნდა წავიდე..
-არ წახვიდე დღეს დარჩი გთხოვ ჩემთან იყავი 1 დღე
-ირაკლი...ცუდ მდგომარეობაში ვარ ვხვდები რომ დამიანეს აღარ ვუყვარვარ...თავს საშინლად ვგრძნობ...
უკვე გამწარებულს თვალებიდან ცრემლებიც გადმომვცვივდა პირველა პირველად მომეფერა ირაკლი თმა გადამიწია და შუბლზე მაკოცა...
-ჩემთან წამოდი!
-ირაკლი შენი ძმა..
გამაგიჟბს ეს ბიჭი ერთ წუთს სხვა რაღაცას ამბობს მეორე წუთს სხვა რაღაცას...
-ხომ თქვი რომ აღარ უყვარხარ? აბა რა გინდა იმ კაცთან რომელსაც არ უყვარხარ...
-სახლში პროდუქტები გააქვს?
-კი მაქვს..
-საუზმეს გავაკეთებ..
რა გავაკეთო? არვიცი იქნებ ვინმეს ვკითხო? ან ვის უნდა ვკითხო ჯერ ჩემს გრძნობებში უნდა დავრწმუნდე უნდა დავრწმუნდე რა გავაკეთო...ღირს ამ რისკზე წასვლა? მიყვარს ირაკლი?...
არვიცი არეული ვარ საშინლად არეული...საუზმეს ვაკეთებდი როცა ვიგრძენი წელზე ხელი ვიცოდი ირაკლი იქნებოდა და ამიტომ გავინაბე..მისი შეხება სურნელი ყველაფერი ერთად მკლავს...მასთან ისეთი ვარ როგორიც ვარ..ასე არ ვგრძნობ თავს დამიანესთან რაც არუნდა ვთქვა ის სხვაა..თავი ჩემს კისერში ჩარგო და კისერში ცხელი კოცნა დამიტოვა შემდეგ..იქით გავიდა და მუსიკა ჩართო...
-რას აკეთებ ირაკლი?
-ცეკვა გიყვარს?
-მიყვარს..
-მოდი აქ...
ხელით მანიშნა მივსულიყავი ერთი დამაბზრიალა და წელზე ხელი მომხვია ნელნელა ვირხეოდით და მუსიკას ტანს ვაყოლებდით..ირაკლიმ კოცნა დამიწყო მეც ავყევი კედელთან მიმიმწყვდია და მაისური ერთი ხელის მოსმით გამაძრო თვითონ ტანიდან შარვალი მოიშორა...და ასე აღვმოჩნდით ერთმანეთის წინ შიშვლები...ტანის თითოეულ ნაწილს მიკოცნიდა მეც სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი...
-ეგრე ნუ მიკეთებ..!
-როგორ ესე? ისევ შევუცურე თმაში ხელი და ტუჩებში ვაკოცე...
-რას მიკეთებ ალექს?...პასუხის ნიშნად მხრები ავიჩეჩე და ისევ ვაკოცე...
ყველაფერი რო დამთავრდა მერე შეგვაწუხა საშინელმა დამწვრის სუნმა
-აუუუ ჩემი კვერცხი...
-აუუ შენი ნახშირი
-ნუ დამცინი იდიოტო...
-არაუშვს ახალს შეწვავ!

^^^
დამიანეს აღარც დაურეკავს 2 დღე ირაკლისთან ვიყავი მიყვარს და რავქნა?! ხო მიყვარს ეს არის ნამდვილი სიყვარული! ნიაკოსთან ხანდახან გავდივარ...დღეს ღამე მიფრინავენ ორივე ირაკლიც და დამიანეც ჩემზეა გადაწყვეტილება რომელს გავყვები...არვიცი რა ვქნა უბრალოდ გავაფრენ ეხლა..როგორ შეიძლება ორივე ამათდროულად მიყვარდეს?! ალბათ შეიძლება ორივეს ფრენა ღამეა გავაკეთო?? იმას გავაკეთებ რასაც გული მკარნახობს...
ჩემოდანში ყველაფერი ჩავალაგე დედამ და მამამ იციან რომ დასასვენებლად მივდივარ მეგობართან ერთად ის არიციან რას ვაპირებ ან მე ვიცი რას ვაპირებ?!

ღამის 12:00 ნიაკო რეკავს
-მოდიხარ?
-ვის აცილებთ?
-ჯერ ირაკლის და მერე დამის....
-კარგი.....
ღამის 12:30...
სიჩუმე...
ფიქრი...
გადაწყვეტილება?
არვიცი...
ღამის 01:00
სიჩუმე...
ფიქრი...
გადაწყვეტილება...
არვიცი...
ღამის 1:30...
ტელეფონზე მესიჯი...
„მიყვარხარ“ ირაკლისგან...
უფრო დაბნეულობა..
ფიქრი...
სიჩუმე...
გადაწყვეტილება?
არ ვიცი
ღამის 2:00
ნიაკოს ზარი..
-არ მოდიხარ?
-გზაში ვარ..
აეროპორტის გზა საშინლად იწელება..არვიცი რავქნა ღმერთო მიშველე! ზევით ვიყურები და ღმერთს დახმარებას ვთხოვ..დედაჩემს ვურეკავ...
-გისმენთ..
-დედა
-გისმენ შვილო?
-დედიკო ვიცი ეხლა ცუდ დროს ვრეკავ მაგრამ შენთან კითხვა მაქვს
-მკითხე ჩემო საყვარელო...
-დედა ორი ბიჭი ოდესმე გყვარებია..
-არვიცი შვილო რატომ მეკითხები..
-აი მეკი მიყვარს დედა და დღეს უნდა ავირჩიო..
-რას ამბობ შვილო..
-დეე რა ვქნა..
-გულს მოუსმინე...
-მიყვარხარ დეე.
-მეც მიყვარხარ დედიკო...
^^^
ნიაკო დედამისი და მამამისი...აცილებენ დამიანეს დამიანეს რეისი 5 წუთში გადის...
მივდივარ ირაკლისკენ მეგობრები აცილებენ...ვუყურებ და ვხვდები ვინ არის ირაკლი და როგორი ჩანს როგორი ღიმილი აქვს როგორ ტკივა ის რომ მისი მშობლები არარიან მის გვერდით
მაგრამ არაა დამაგვიანდა ღმერთო ჩემო არარსებობს...აქ წერია..არაა ირაკლი გაფრინდა არაარსებობს დამიანეც გაფრინდა ახლა ვიტირებ არა ვიბღავლებ..
-უკაცრავად თბილისი-ლონდონი გაფრინდა??
-რეგისტრაციაზე პრობლემაა და 2 წუთი შეფერხებაა
-სად არის რეგისტრაცია...
-ესკალატორზე ადით ქალბატონო...
მთელი ძალით მივქრივარ ესკალატორისკენ..და ვხედავ ირაკლი შედის კარებში 1...2...
-ირაკლი..მთელი ძალით ვყვირი და მისკენ მივრბივარ..მთელი სხეულით ვეკვრი და კისერში ვკოცნი...რეგისტრაციას გავდივარ და ვხედავ ნიაკოს დედამის და მამამის როგორ ტირიან...უფრო ბედნიერივარ და უფრო ვეკვრი ირაკლის...
-მიყვარხარ ალექს...
-მე უფრო მიყვარხარ!
პ.ს ჩემი ახალი ისტორია იმედია მოგეწონათ...
მომიტევეთ თუ ჩინურია დღესვე მინდოდა დადება და დიდი ხანი ვწერდი მიყვარხართ ყველა ჩემი მკითხველი და თუ ოდნავ მაინც მოგეწონათ დატოვეთ კომენტარი...
ჩემო ჰართბითო და მადრიდისტა მიყვარხართ!!



№1  offline წევრი p♥♥h ^^

ნუ საოცარიი და-ძმობააა, იმენა შოკიიი რა
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2 სტუმარი annana

ჰმ ასეთ გოგოებს რა ქვიათ ხომ იცი? ბ ო ზ ი !ვნებებს და ჰორმონებს აყოლილი ძ უ კ ნ ა! არუნდა ახლა ამას ვითომ რომანტიკით გაფორმება და ამბები. ასეთებმა სიყვარული არიციან 1 2 თვეში ისიც მობეზრდებათ ხოლმე მერე დგანან და აღვარღვარებენ ცრემლებს თუ რა პატიოსანი გოგოები არიან და როგორ შეცდნენ!

 


№3  offline წევრი lamazmani

აუ მე ძაან მომეწონა უმაგრესია კაი ისტორია იყო მომწონს ველი შნე ახალ ისტორიას

 


№4  offline წევრი tamooo

auu kai raa tu damiine amdeni xani uyvarda ese male rato gadauyvarda...kargi iyo mainc maraa ravi raa

 


№5  offline წევრი Heartbeat

გული დამწყდა...:(((((( მაგრამ არაუშავს ასეც ხდება..მე კი ვგიჟდები შენზე ჩემო სიცოცხლე!!!!სიხარულო!!! ჩემი ნიჭიერი ხარ მარტო ჩემი...!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№6  offline წევრი anna777

tamooo
auu kai raa tu damiine amdeni xani uyvarda ese male rato gadauyvarda...kargi iyo mainc maraa ravi raa

:D ყველაფერი ირაკლის ბრალია :D იქნებ დამიანე უყვარს?! რას გაუგებ ამ შტერ გოგოს... recourse

Heartbeat
გული დამწყდა...:(((((( მაგრამ არაუშავს ასეც ხდება..მე კი ვგიჟდები შენზე ჩემო სიცოცხლე!!!!სიხარულო!!! ჩემი ნიჭიერი ხარ მარტო ჩემი...!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

თავიდანმე შეგამზადე რომ ირაკლისთან რჩებოდა...მე ეს ისტორია სხვანირად მინდოდა არ მინდოდა ეს გოგო ცუდად გამოსულიყო მაგრამ არ გამომივიდა...მაინც გმაყოფილი ვარ no
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№7  offline წევრი გურანდა

Sheileba iraklis brali iyos is rom zmas ugalata da sheuyvarda magram, aleqs ormagad moekitxeba.. me vfiqrob ase arunda moqceodnenn damianes arc aleqsii da arc irakli.. istorias racsheexeba mtlianobashi dzaian kargi iyo. kargad wer racmtavaria.
--------------------
გურანდა ჩხიკვაძე

 


№8  offline წევრი anna777

გურანდა
Sheileba iraklis brali iyos is rom zmas ugalata da sheuyvarda magram, aleqs ormagad moekitxeba.. me vfiqrob ase arunda moqceodnenn damianes arc aleqsii da arc irakli.. istorias racsheexeba mtlianobashi dzaian kargi iyo. kargad wer racmtavaria.



მადლობა
--------------------
სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს

 


№9 სტუმარი ...

Eset gogos bozis mets veradets dacarqmev :/

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

gamixarda damianestan ro ar darcha ariyo eg gogo girsi armiyvars egeti gogoebii jer ert dzmastan da mere meoreatan raubedurebaa :X

 


№11  offline წევრი თაკუნია♥

გული დამწყდა რო დამიანესთან არ დატოვე, ამდენიხნის სიყვარული წყალში ჩაყარე და უბრალოდ გაუგებრობა დაარქვი, მაგრამ გულს ვერ უბრძანებო ნათქვანია .... რაქნას, ბოზად რო შერაცხეთ უცებ ზოგზოგიერთებმა, ვერ გაუშვებდა ორივე უყვარდა მაგრამ უფრო მეტად გ მოჩნდა ვინც,... დაუშვად დამიენასთან წასულიყო, უბრალოდ დაიტანჯებოდა მან კიდე ბედნიერება არჩია რაარი ამაში ცუდი :/ ნუ ისიც მართალია რო მწერმა პირველი სიყვარულის ძალას ხაზი გადაუსვა (უფრო სწორედ გადაჩხაპნაა) მაგრამ მთლიანობაში ისტორია ძალიან მაგარი იყო love

 


№12 სტუმარი სტუმარი lia

ეს რა იყო აა? ასეთი გოგონები მ
ართლაც არსებობენ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent