შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი II)


23-03-2015, 23:13
ავტორი Skellington
ნანახია 1 704

შხამ-წამლების გაკვეთილზე ტყუპებმა შეძლეს სხვადასხვა სითხის ერთმანეთში არევა და აფეთქება. თავიანთი თავით კმაყოფილები, სნეიპის გააფთრებულ ყვირილს ისმენდნენ. სემმა თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და თავისი საქმე გააგრძელა. მან იცოდა, რომ ფრედმა და ჯორჯმა, აფეთქებისთვის საჭირო ინგრედიენტები, ჯერ კიდევ დიდი ხნის უკან იპოვეს, მაგრამ ეგრევ ვერ შეძლო, მათი გადარწმუნება.
- სასჯელი! ერთი კვირა ივლით გაკვეთილების შემდეგ და ქვავებს გაწმინდავთ! - დაამთავრა სნეიპმა.
სემმა ტყუპებს გახედა, მათ კი უდარდელად აიჩეჩეს მხრები.
- შესანიშნავია, ახლა ვარჯიშებს გამოტოვებენ. ვუდი ორივეს მოკლავს, - წაიბუტბუტა ანჯელინამ. სემმა კვლავ დახედა ინგრედიენტების სიას და ხელი ასწია.
- გისმენთ, პეის? - წყნარად წარმოთქვა სნეიპმა.
- პროფესორო, ვფიქრობ, რომ ამ მალამოში შვიდი კი არა, ოთხი ფითრის კენკრა უნდა დავამატოთ. ის უფრო ანელებს დანარჩენი ინგრედიენტების მოქმედებას. თუ მცენარის ბუმბულებს დავუმატებთ, მიახლოებითი ეფექტი ექნება, მაგრამ მალამო ორჯერ სწრაფად მომზადდება და არასასიამოვნო სუნი ექნება, - მიახალა სემმა. კლასი დადუმდა. სნეიპი გაკვირვებული მისჩერებოდა, რაზეც სემმა იფიქრა, რომ რაღაც არასწორად თქვა. ერთ წამში, სნეიპი კარადას მივარდა, ძველი წიგნი გამოიღო და უცბად გადაშალა.
- პეის, გაიმეორეთ თავიდან, - გარკვევით წარმოთქვა სნეიპმა. სემმა უპასუხა. პროფესორი ჩაფიქრდა. - მოამზადეთ, - ისეთი ხმით უთხრა, თითქოს დუელზე იწვევდესო.
- რა ჩაიფიქრე? - ჩუმად ჰკითხა ჯორჯმა.
- არაფერი, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ასე უკეთესი იქნება, - ამოისუნთქა სემმა და ქვაბისაკენ დაიხარა.
კლასმა დაამთავრა, მხოლოდ სემი იყო დაკავებული, სნეიპი კი, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს მის თითოეულ მოძრაობას. როგორც იქნა, სემმა დაამთავრა, მომზადებული სითხე სინჯარაში ჩაასხა და პროფესორს გადასცა. სნეიპმა ჯერ დაყნოსა, შემდეგ კი სინათლეს მიუშვირა და დაათვალიერა.
- ეს მეხუთე კურსელის მოსწავლის საუკეთესო ნამუშევარია, რომელსაც ტვინი გააჩნია. 50 ქულა გრიფინდორს. - და გრიფინდორელებს თითქოს სუნთქვა დაავიწყდათო. - გილოცავთ, მის პეის, მომავალში დიდი წარმატება გელით.
კაბინეტიდან გამოსვლისას, სემი ისევ შოკში იყო. კურსელებმა მასთან მიირბინეს.
- სემ, ეს როგორ გამოგივიდა? რაიმე სიყვარულის ელექ ხომ არ დაალევინე? - ივარაუდა ფრედმა. - ამდენი ქულა! სნეიპისგან! ყოჩაღ! ასე გააგრძელე!
- სამანტა, ნამდვილი ჯადოქარი ხარ, - გაკვირვებისგან თავი გააქნია ჯორჯმა. - უი, მართლა, შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს, - აზარტულად დაიწყო ჯორჯმა, სემს ხელი გადახვია და მომდევნო კაბინეტისკენ წაიყვანა. სემს სუნთქვა შეეკრა. - მე და ფრედი ჩვენს მიერ გამოგონებულ ელექსირებზე ვმუშაობთ, სხვადასხვა მიზნისთვის. ხოდა მეც ვიფიქრე, მეთქი, ხო არ ცდიდა-თქო? გინდა პატარა ექსპერიმენტი ჩაატარო ჩვენთან ერთად? ჩვენ რაღაც გამოგვივა, შენ კი მთელი და უვნებელი დარჩები! - იმედით უთხრა ჯორჯმა.
სემი შეეცადა დაფიქრებულიყო ამაზე, მაგრამ ჯორჯის სიახლოვე ხელს უშლიდა აზროვნებაში.
- კი, მაგრამ, რა მიზნებისთვის?
- ამას პროცესის დროს გაიგებ, მაგრამ საშიში დიდად არაფერია!
- ესეიგი დიდად არ არის, მაგრამ მაინც არის რაღაც საშიში? - ჩაიფრუტუნა სემმა.
- ეს იმაზეა დამოკიდებულ, შენ როგორ მიიღებ. თანახმა ხარ? - ჩააშტერდა ჯორჯი, ასეთმა თბილმა მზერამ კი, სემის გონება, ყოველგვარი უარყოფითი ფიქრებისგან გაწმინდა.
- კარგი, მე რა მომეთხოვება?
- იქ გაიგებ, - ეშმაკურად უპასუხა ჯორჯმა, - ახლა კი, წავიდეთ.
ჯორჯს ეგრეც არ ჩამოუღია ხელი მისი მხრიდან, რაც სემს სუნთქვას უკრავდა და ლამის გონებასაც აკარგვინებდა. ცდილობდა სხვაზე არაფერზე ეფიქრა და ეს სასიამოვნო შეგრძნება სამუდამოდ დაემახსოვრებინა.
რამდენიმე დღეში სემმა ტყუპებისგან შეიტყო, რისთვისაც სჭირდებოდათ შხამები. ხუმრობების გამომგონებლები ახლაც არ ასცდნენ თავიანთ პოსტს. ჯერ სისხლმდენი ნუგაო, მერე საშატალოე საუზმეებიო.
მაგრამ სემს ვერ გაეგო, სად და როგორ დაიწყებდნენ ამ ყველაფერზე მუშაობას. რაზეც პასუხი მალევე მოიძებნა.
- გაიცანი, მისი აღმატებულება, დამეხმარე-ოთახი! - საზეიმო ხმით გამოაცხადეს ტყუპებმა, როცა სემთან ერთად მერვე სართულის ერთ-ერთ კედელს მიადგნენ.
- და? - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ იკითხა სემმა.
- სამი კითხვა უნდა დასვა, ოთახი რომ გაიღოს. არაუშავს, ისწავლი.
კედელში დიდი, ხის კარები გაჩნდა. გაკვირვებულმა სემმა თვალები სწრაფად დაახამხამა.
- აი, ასე! - ჩაეცინა ფრედს.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ლაბორატორიაში, - თვალი ჩაუკრა ჯორჯმა. - მაგრამ ის შენს გამოც შევცვალეთ, სემ.
სამეული "ლაბორატორიაში" შევიდა. კედლები წიგნების სტელაჟებითა და სხვადასხვა შხამების თაროებით იყო მორთული. იქ ყველაფერი იყო, რაც კი დასჭირდებოდათ.
- როდის ვიწყებთ? - სიხარულით წამოიძახა სემმა და ტყუპებს მიუტრიალდა.
- აი, ეს მესმის. მშვენიერი განწყობაა! - გაიღიმა ჯორჯმა.
ასე დაიწყო სემის ცხოვრების ახალი ეტაპი. გამოუჩნდა გატაცება, მისი ინტერესები უფრო მრავალფეროვანი გახდა. მისთვის ისიც კარგი იყო, რომ ტყუპებთან ახლა უფრო მეტ დროს ატარებდა. რადგანაც ფრედი უფრო ნაკლებად პასუხისმგებლიანი იყო, მუშაობა სემს, უფრო ჯორჯთან უწევდა. ერთად ფიქრობდნენ, ეძებდნენ, კითხულობდნენ, იცინოდნენ. და ეს შეუდარებელი იყო.

***

ტყუპების შინაგანი სამყარო ახლა სემსაც გადაედო და გოგონაც მათსავით "დაავადმყოფდა". ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინიც გვერდით ახლდნენ. სემი ყველა მათ იდეას აზარტით იტაცებდა და ზოგიერთი მავნე ხუმრობის ავტორიც თვითონ იყო.
დღეები გადიოდა და სემიც ფიქრობდა, რომ ჯორჯი ახლა მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა. ჰოდა თვითონაც ნებდებოდა გრძნობების ზღვას და სულ მის გვერდით ტრიალებდა. ამის გარდა, მათაც უწერდა საშინაო დავალებას, რადგან ტყუპები ვარჯიშის შემდეგ ძალიან დაღლილები მოდიოდნენ. სემს ორივე ეცოდებოდა. ვერ უყურებდა დაღლილ ბიჭებს, რომლებიც მეორე დღეს მოუმზადებლობის გამო საყვედურებს ისმენდნენ და სასჯელს იღებედნენ.
ანჯელინამაც შეამჩნია, რომ გოგონა საღამოობით სადღაც იკარგება, ღამე კი, სამი კაცის დავალებას ასრულებს.
- გინდა გამოვიცნო, ეს ვისია? - უთხრა ანჯელინამ დაღლილ სემს, რომელიც პერგამენტზე ბატის ფრთას აწრიპინებდა და გულმოდგინედ ცდილობდა, ხელწერა ცოტა მაინც შეეცვალა.
- რა? - უცბად ასწია თავი სემმა.
- მგონია, რომ ფრედი და ჯორჯი სულ მთლად განაგლდნენ. იმის გარდა, რომ ზოგიერთ საგანში რთულ საკითხებს უხსნი, - და ზუსტად ეს მიზეზი დაუსახელა სემმა, როცა ანჯელინამ ჰკითხა, თუ სად იკარგება საღამოობით, - ახლა მათაც უწერ დავალებას.
- ჩემი ინიციატივა იყო. უბრალოდ დიდ ხანს ატარებენ, უფროსწორედ, ატარებთ ვარჯიშზე და ვერაფერს ვერ ასწრებთ...
- სემ, მე ყველაფერს ვასწრებ, ფრედი და ჯორჯი კი, შენთან ერთად მეცადინეობენ, - თქვა ანჯელინამ, სემს არ უპასუხია. - იცი, ჯერ არავისთან არ ყოფილან ასე კარგად, ეს ზუსტად ვიცი. მათთვის ბევრს ნიშნავ, მიუხედავად იმისა, რომ არ გაჩვენებენ ამას.
სემი დაფიქრდა ამ საკითხზე. ამ სიტყვებმა გული გაუთბო და იმედი ჩაუსახა, იქნებ სემი მართლა სჭირდება ტყუპებს, და არა მხოლოდ "ექსპერიმენტებისთვის".
ჰოგვორტსს უსიამოვნება არ ასცდენია. გაქცეული ბლექი ციხე-კოშკში შეპარულა და ცდილობდა, გრიფინდორის საერთო ოთახშიც შეეღწია, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდა. ღამე ყველა მოსწავლე დიდ დარბაზში დააწვინეს დასაძინებლად.
თითქმის არავის უძინია. სემი ანჯელინასთან და ალისიასთან ერთად დაწვა. რა თქმა უნდა, იმ ფაქტმაც გაახარა, რომ ფრედი და ჯორჯიც იქვე დაწვნენ, მაგრამ ალისიას სიტყვებმა, გოგონამ დიდად არ გაახარა: "ბიჭებო, აქ მოდით, ჩვენ უფრო... მე უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს". ასეთმა კეკლუცმა სიტყვებმა სემი გააკვირვა, მაგრამ იქნებ, უბრალოდ ეჭვიანობის ბრალი იყო? შესაძლოა, ღამე დაეძინა კიდეც, ალისიასა და ჯორჯის ხელებს შორის, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორება რომ არ ყოფილიყო. სემმა ჩაიფრუტუნა, ზურგზე დაწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დააკვირდა.
- დაივიწყე, სემ. ჯორჯი ზედ არ შეხედავს, - ჩუმად უთხრა ანჯელინამ.
- რატომ? - ბოროტად წაიჩურჩულა სემმა.
- ჯობიხარ და იმიტომ.
სემი დაფიქრდა და მიხვდა, რომ ალისიაც დიდ დროს ატარებს ტყუპებთან, მითუმეტეს, რომ ერთ გუნდში არიან, საერთო ინტერესები აქვთ და სემს, რა საერთო აქვს მათთან? მხოლოდ გაკვეთილები... სემს ეგრეც არ უძინია, რადგან ხშირად ისვროდა მზერას, ჯორჯისა და ალისიას მიმართულებით, რომლებიც ახლა მხოლოდ ხელებით კი არა, უკვე სხეულებითაც ახლოს იყვნენ.

***

გრიფინდორს ქვიდიჩში პრობლემები შეექმნა. მალფოიმ, რომელსაც ხელი ტრავმირებული ჰქონდა, მოითხოვა, უფროსწორედ კი, ბრძანა, რომ სლიზერინს არ მიეღო მატჩში მონაწილეობა, ამიტომ გრიფინდორს ჰაფლეპაფთან თამაში უწევდა. ვუდი საშინლად ნერვიულობდა და ცდილობდა, გუნდი ცოტა ხასიათზე მოეყვანა. სემიც იქ იყო, რადგან გუნდის კაპიტანმა დართო ნება და შეეძლო, ვარჯიშებისთვის თვალი ედევნებინა.
- ახლა ჰაფლეპაფს თამაშის სულ სხვა სტილი აქვს. ახალი კაპიტანი და სიკერი ჰყავთ, სედრიკ დიგორი, - ბოლთას ცემდა ვუდი. ალისიამ, ქეითიმ და ანჯელინამ ჩაიხითხითეს. სემმა მიხედა და იგრძნო, რომ ფრედმა და ჯორჯმა გოგოებს უკმაყოფილო სახით გახედეს.
- რა არის აქ სასაცილო? - აენთო კოპებშეკრული ვუდი.
- მაღალი, სიმპათიური, მოქერაო? - იკითხა ალისიამ, ჯორჯმა ჩაიფრუტუნა. გაღიზიანებულმა სემმა თვალები ზეცას აღაპყრო.
- ძლიერი, მხიარული და ჩუმი? - დაამატა ანჯელინამ და გოგოებს ისევ გაეცინათ.
- ორი სიტყვა ვერ გადაუბია, ხოდა მაგიტომაც დუმს, - თავი ვერ შეიკავა ფრედმა. სემი მხარს უჭერდა ტყუპებს. ჯერ ერთი, დიგორი ბევრად ჩამოუვარდება ჯორ... უფროსწორედ, ყველამ თავის გუნდს უნდა დაუჭიროს მხარი და არ უნდა აქოს მოწინააღმდეგე.
თამაში მართლა გაუჭირდათ, რადგან თავსხმა წვიმა იყო და ძლიერი ქარი უბერავდა.
მატჩი წააგეს, რადგან ბოლო წუთში, ჰარიმ დემენტორები შენიშნა, რომლებიც უფლების გარეშე შემოიჭრნენ სკოლის ტერიტორიაზე, გონება გაეფანტა და სნიჩი, დიგორიმ დაიჭირა. ჰარი საავადმყოფო ფლიგელში დააწვინეს და გუნდის წევრები, დიდ ხანს ახლდნენ გვერდით, ელოდებოდნენ, როდის გაიღვიძებდა მათი გუნდის წევრი და მეგობარი.

***

ახალი წელი ახლოვდებოდა. ფრედმა, ჯორჯმა და სემმა ახალი კანფეტების გამოგონება დაიწყეს. ამ პროცესმა გოგონა ძალიან ჩაითრია, მაგრამ იყო "მაგრამ". ისეთი ინგრედიენტი ესაჭიროებოდათ, რაც მხოლოდ სნეიპის კაბინეტში მოიპოვებოდა. დამეხმარე-ოთახი მას არ იძლეოდა.
სამეულმა ღამე სნეიპის კაბინეტში შეპარვა გადაწყვიტა.
- რუქა ამოიღეთ, თორემ დაგვიჭერენ, - წაუსისინა სემმა.
- ეეე...
- რა? - მიუტრიალდა სემი.
- აღარ გვაქვს, - მხრები აიჩეჩა ფრედმა.
- როგორ თუ, აღარ გაქვთ? - წამოიძახა სემმა, ჯორჯმა კი იმავე წამს ააფარა პირზე ხელის გული.
- პირველ რიგში, დაწყნარდი. ერთ ადამიანს გადავეცით, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა და არც ვნანობთ ამას, - თქვა ჯორჯმა. - ნუ ღელავ, ამ დროის განმავლობაში სკოლის მთლიანი ტერიტორია დავიზეპირეთ, - ამაყად გადახედა ჯორჯმა ფრედს.
როდესაც საჭირო კარს მიუახლოვდნენ, სემმა ჯადოსნური ჯოხი ამოიღო. ის იყო, უნდა შეელოცა, როცა ხმა მოესმათ:
- სდექ! - სემი გაშეშდა. იმედი ჰქონდა, რომ ეს სნეიპი არ იყო. - ქურდებო! თქვე პატარა ღლაპებო! - ყვიროდა გაცოფებული ფილჩი, თან საზიზღრად იღიმოდა და თავისი თავითაც კმაყოფილი იყო, "ერთნაირი არამზადების" (როგორც ფილჩი უწოდებდა ტყუპებს), დაჭერა რომ შეძლო. - სწრაფად პროფესორ სნეიპთან!
სემმა და ტყუპებმა ერთმანეთს პანიკნარევი შიშით გადახედეს.
- არა ვართ ქურდები! თუ წავალთ, ისევ პროფესორ მაკგონაგელთან, რადგან ის არის ჩვენი კლუბის ხელმძღვანელი და მხოლოდ მას აქვს ჩვენი დასჯის უფლება, - რაც შეიძლება წყნარად და გარკვევით წარმოთქვა სემმა.
- არ გაქვს უფლება აქ გადაწყვეტილებები მიიღო. როცა საქმე, აი, ამ ორს ეხება, - და თავის გაქნევით ფრედზე და ჯორჯზე მიანიშნა, - იძულებულები არიან სნეიპთან წავიდნენ!
- და თუ საქმე მე მეხება და ისინი არაფერ შუაში არ არიან? ეს საქმე მე წამოვიწყე, მე ვარ დამნაშავე! - გამოიწვია გოგონამ.
- სემ! - ერთხმად შესძახეს ტყუპებმა.
- მაკგონაგელთან! - გამოიტანა განაჩენი უკმაყოფილო ფილჩმა, კბილების კრაჭუნით, - მომყევით!
ტყუპების მზერას, სემი სიჩუმით პასუხობდა. ახლა ფრედსა და ჯორჯს ნამდვილად არ ეცალათ სასჯელისთვის.
რამდენიმე წუთში პროფესორი კაბინეტიდან გამოვიდა და ბავშვებს თავისთან უხმო.
- სნეიპის კაბინეტის კართან ვიპოვე! რაღაცის მოპარვა უნდოდათ! - დაასკვნა ფილჩმა და ავის მომასწავლებლად გაიღიმა. - გოგონა გამოტყდა. - დააგვირგვინა ბოლოს.
- ნუთუ? - მიუბრუნდა მაკგონაგელი ბავშვებს და სემს, თვალი თვალში გაუყარა.
- რაღაც ინგრედიენტი მჭირდებოდა, ხოდა ფრედსა და ჯორჯს დახმარება ვთხოვე, - დამნაშავედ ჩაქინდრა თავი სემმა.
- პროფეს... - დაიწყო რომელიღაცა ტყუპმა.
- გგონია, დავიჯერებ!? - იყვირა მაკგონაგელმა, სემი შეკრთა.
- პროფესორ სნეიპს მოვიყვან, - ფილჩმა ხელის გულები ერთმანეთზე გაახახუნა.
- არა! კლუბის ხელმძღვანელი მე ვარ და ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. თავისუფალი ხართ, მისტერ ფილჩ, - დაამატა პროფესორმა და ფილჩი გაისტუმრა. - სემ, რა გჭირს? საუკეთესო ხარ შხამ-წამლებში, არასდროს მინახავს, სნეიპს ასეთი დამოკიდებულება რომ ჰქონდეს, რომელიმე მოსწავლესთან! ყველაფრის გაფუჭება გინდა? რატომ წახვედი ამ შუაღამისას? არ მჯერა, რომ ეს შენ მოგიძღვის ბრალი!
- მართალი ხართ, პროფესორო, - თქვა ჯორჯმა. სემმა ტყუპს გახედა, მაგრამ მან მხოლოდ თავი დაუკრა.
- ეს ჩვენ ვთხოვეთ სემს, რადგან... - დაიწყო ფრედმა და გაჩერდა, როცა სიტყვები ვერ შეარჩია გასაგრძელებლად.
- გვეგონა, არ მოხვდებოდა, - ის თქვა ჯორჯმა, რაც ენის წვერზე პირველი მოადგა.
- არა მგონია, რომ ეს არის ერთადერთი მიზეზი.
- სემი გაკვეთილების მომზადებაში გვეხმარება, ხოდა აქაც ვთხოვეთ დახმარება, - უპასუხა ჯორჯმა.
- სამანტა, ნუ თვლი, რომ თუ მათ დაიცავ, ღირსეული გრიფინდორელი გახდები, - დაარწმუნა პროფესორმა გოგონა. - სასჯელს კი სამივე მიიღებთ! მოაწესრიგეთ ტრანსფიგურაციის კაბინეტი, თავისი საკუჭნაოთურთ. ახლავე შეუდექით საქმეს! - დაამთავრა მაკგონაგელმა, ბოლოჯერ გახედა სემს და კაბინეტიდან გავიდა.
სემმა ხელები სახეზე აიფარა, როცა მიხვდა, თუ როგორ გაუცრუა პროფესორს იმედები. ტყუპებს ზურგი აქცია და მტვრის საწმენდი ნაჭრისთვის გავიდა კაბინეტის ბოლოში.
როცა სემმა ერთი სტელაჟის წმენდა დაამთავრა, სკამიდან ჩამოვიდა, გაბრუნდა და შემთხვევით ჯორჯს დაეჯახა. როგორ უმართლებს...
- სემ, რატომ მოიტყუე? - ჰკითხა მან, სემმა კი ნელა ასწია თავი. არ იცოდა, რა ეპასუხა. მაგ მომენტში, მოფიქრებაც კი ვერ მოასწრო. უბრალოდ არ სურდა, ჯორჯს რომ მოხვედორდა. მაკგონაგელისთვის რომ არ ეთქვა, ფილჩი სნეიპს დაუძახებდა, რაც კარგი შედეგებით არ დასრულდებოდა.
- ისეთი არაფერი არ მითქვამს. ნაწილობრივ, სიმართლეც ვთქვი. თან სერიოზულად დაგსჯიდნენ.
- ასე აღარ ქნა, კარგი? - გაუღიმა ჯორჯმა.
- კარგი. მაგრამ მოდი, შევეცადოთ, ასეთ სიტუაციაში აღარ ავღმოჩნდეთ.
- ანუ არ გვშორდები? - გაუკვირდა ჯორჯს. - არა, დრედ, გაიგონე? სემ, ჯობია ნაკლები გვენდო, - თავი გააქნია მან. სემს გაეცინა.
- რატომ უნდა დაგშორდეთ?
- იმიტომ, რომ ჩვენ გამო ბევრ უსიამოვნებაში ეხვევი, - მხრები აიჩეჩა ჯორჯმა.
- არა, ჯორჯ, ცდები, - ამოიოხრა სემმა.
თითქმის დილამდე იხდიდნენ სასჯელს და როცა გაკვეთილებს მიუჯდნენ, საერთო ოთახში, გაახსენდათ, რომ დღეს დასვენების დღე ჰქონდათ და მაკგონაგელს, გუნებაში, მადლობა გადაუხადეს. და ვერცერთ მოსწავლეს ვერ გაეგო, თუ რატომ ეძინა სამეულს თითქმის მომდევნო, მთლიანი დღე.

***

სემმა შეიტყო, რომ მალფოის გამო ყველა ჰიპოგრიფი გაიყვანეს ჰოგვორტსის ტერიტორიიდან. ჰაგრიდის ჩატარებულ პირველ გაკვეთილზე, სემს ძალიან მოეწონა ეს არსებები და ჰაგრიდს სთხოვა, ნება დაერთო მისთვის, ბოლოჯერ მოენახულებინა ცხოველები.
სემმა ჩანთიდან ვაშლები ამოიღო და ერთ-ერთ ჰიპოგრიფს, სახელად სვენს, გაუწოდა, მაგრამ სვენმა უარი თქვა. გოგონამ ჰაგრიდის მიერ დატოვებული კალათი შენიშნა, რომელიც სავსე იყო მკვდარი მღრღნელებით. სემი მიუხვდა, რაც უნდოდა სვენს, ამიტომ ერთი მღრღნელი გადაუგდო. სვენმა საჭმელი ჰაერშივე დაიჭირა და სწრაფად შეყლაპა. თავისუფლებას მოწყურებული ჰიპოგრიფი მდელოზე გაჭიმული დადიოდა და შიგადაშიგ ფრთებს ისწორებდა.
უცბად სვენს გოგონას არსებობის შესახებ გაახსენდა. სემი ერთ-ერთი დიდი ხის ძირში იჯდა, გარშემო შემოდგომის ფოთლები მოჰფენოდა. ჰიპოგრიფი მიუახლოვდა და თავი მხარზე გაუხახუნა. გოგონა თავზე მოეფერა.
- თავს მარტოდ გრძნობ, არა, სვენ? ჰო, ახლა მეც ასე ვარ...
ჰიპოგრიფი მის გვერდით დაეშვა.
- დრო მიდის, მაგრამ რა იცვლება? - ჩაფიქრიანდა სემი. - შენზე ჰაგრიდი ზრუნავს, მეგობრები გყავს, - და სხვა ჰიპოგრიფებს გახედა, - და მე? მოდი, ვიმსჯელოთ, სვენ, - ამოიოხრა სემმა, ცხოველმა თითქოს გაუგო, თავი ნელა ასწია და გოგონას ჩააშტერდა. - თანახმა ხარ ესეიგი, - გრიფინდორელმა კვლავ ხელი დაუსვა თავზე. - რომ ვთქვათ, არც არავის არ ვჭირდები, არავინ არა მყავს. დიდი მადლობა მაკგონაგელს, ყველაფრისთვის, მაგრამ ჩემს გარდა, სხვა საზრუნავიც აქვს; ანჯელინა ქვიდიჩშია ჩართული, ამის გარდა, გაკვეთილების მომზადებასაც ასწრებს, ყოჩაღი გოგოა; ალისია... მაღიზიანებს, და არა, ეს არ უკავშირდება ჯორჯს, - თავდაჯერებული მზერით შეხედა სვენს სემმა, - ის უბრალოდ... ცდილობს რამენაირად თავი გამოიჩინოს, ვაღიარებ, გამოსდის კიდეც ეს... ალისია ლამაზია, საყვარელია, კეთილია. ასეთები ყველას უყვარს, ძალიან ახლოსაა ფრედთან და ჯორჯთან, განსაკუთრებით კი, ამ ბოლო დროს. ვხედავ, როგორ უყურებს ჯორჯს, და ისიც... ან არ ვიცი. ჯორჯი მეც მიყურებს, თუ უბრალოდ მეჩვენება, როგორ ფიქრობ? - სემმა სვენს შეხედა, რომელიც ერთ წერტილს უყურებდა. - არაფერი არ მემის. ჯორჯი, თითქოს ჩემთანაა, მაგრამ თითქოს არც არის. - გოგონამ თავი უკან გადასწია, თვალები დახუჭა და გულხელდაკრეფილი მოკალათდა. სვენი მიხვდა, რომ საუბარი დასრულდა, ადგა და სხვა ჰიპოგრიფებს შეუერთდა.
ცოტა ხანში სემი შეცბა. ვიღაცამ ფოთლები მიაყარა, რასაც ეშმაკური სიცილი მოყვა. სემმა თავი ასწია და მომღიმარი ჯორჯი დაინახა.
- აქ რას აკეთებ?
- არაფერს, დამრთეს აქ ყოფნის უფლება, მაგრამ შენ რა დაგრჩენია ტყეში მარტოს?
- გეძებდი, - ჯორჯი გვერდით მიუჯდა და ზურგით ხეს მიეყუდა, - სკოლაში არ იყავი, გამოვედი, ვიფიქრე, ტყეში ხომ არ არის-მეთქი და აი.
- და რა გინდოდა? - ჰკითხა სემმა. იფიქრა, ახლა ალბათ გაკვეთილების ან შხამების თაობაზე მოვიდაო.
- არაფერი, უბრალოდ რამდენიმე საათია, რაც გამოსული ხარ. რა იცი, რა ხდება.
სემი ჯორჯის სახის ნაკვთებს დააკვირდა. თითქოს ყოველი დეტალის დამახსოვრება სურდა. ჯორჯმაც მზერით უპასუხა, გაუღიმა და თმიდან ფოთოლი გამოუღო.
- აუცილებელი იყო ფოთოლცვენის მოწყობა? - მორცვხად გაუღიმა სემმა.
- აბა, დააკვირდი, როგორ გიხდება, - ჯორჯმა ფოთოლი აიღო და მის სახესთან ახლოს მიიტანა.
სემმა ჯორჯის თმისფერი ფოთოლი იპოვა და აიღო.
- მაშინ ეს შენია.
- ჰო, აი, შენც რომ ჟღალი თმები გქონდეს, შენიც ეს იქნებოდა, მაგრამ ასეც ძალიან ლამაზი ხარ. - და ერთ ხანს თვალი გაუშტერა მას.
- მადლობა, - მხოლოდ ეს კი თქვა, სამაგიეროდ მის სულში ფეიერვერკები ერთმანეთს ეხეთქებოდა. ჯორჯი მას ლამაზად თვლის. ძალიან ლამაზად. გული გამალებით უცემდა, სემი ღიმილს ვერ იკავებდა. არ სჯეროდა, რომ ყველაფერი ასე კარგად იყო.
ცამ საშუალო ზომის ფიფქები წამოყარა. პირველი თოვლი მშვიდად ეცემოდა ძირს, ცოტა ხნის წინ, ფოთლებით მორთულ მიწას და თავისი სითეთრით ადეალასავით ფარავდა. თოვლი გრიფინდორელებსაც ეფერებოდა თმებზე, რაც ზღაპრულ შეგრძნებას ტოვებდა. გოგონამ მიმოიხედა. ჯორჯი კვლავ უღიმოდა, სემი კი, ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეკოცნა მისთვის.



№1  offline წევრი Mkitxveli

საყვარელიიიიიიიი. :დ
ძალიან მომწონს,ნაწილობრივ ის ემოციები დამიბრუნდა, რაც მქონდა ჰარი პოტერის კითხვისას.
ძალიან კარგი გოგო ხარ , ,,უკარგესი''.
ვფიქრობ,ჰარი პოტერის ნებისმიერ ფანს მოეწონებოდა შენი ეს ისტორია,იმიტომ რომ ნამდვილად პროფესიონალურად წერ.
წიგნზე გეფიქრა მომავალში.))

 


№2  offline წევრი Leeluu

Dzalian kargia, interesit vkitxulob. Stilisturadac gavs harry potterys wignebs da ukmayopilebis grdznobas ar tovebs. Veli shemdeg tavs <3

 


ძააან მაგარი იყო :) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent