შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი III)


24-03-2015, 20:26
ავტორი Skellington
ნანახია 1 791

შობა ახლოვდებოდა. სადღესასწაულოდ მოწყობილი ჰოგვორტსი სემის შინაგან განწყობას აღწერდა. ჯორჯის ყურადღებიანობის გამო, სემს პეპლები უღიტინებდნენ.
ექვსეული ჰოგსმიდში წავიდა, მათ შორის ალისია და ლიც იყვნენ, რომლებიც არდადეგებზე სკოლაში დარჩნენ. ფრედი, ჯორჯი და ლი, რა თქმა უნდა, "ზონკოში" შევიდნენ, გოგოები "ფლორიშ ენდ ბლოტსში". ამ მაღაზიით მხოლოდ სემი იყო დაინტერესებული, შემდეგ კი, ალისიამ და ანჯელინამ სემი ქვიდიჩის მაღაზიაში წაიყვანეს. იქ მივიდნენ ბიჭებიც.
- ელვა! უახლოესი მოდელი! - შესძახა აღტაცებულმა ფრედმა და უფრო ჩააშტერდა ცოცხს.
- უსწრაფესი, მუხრუჭით, - სიტყვა ჩასვა ჯორჯმა.
"ბიჭები," - გაიფიქრა სემმა.
- სლიზერინელებს რომ აქვთ, იმაზე უკეთესია, - ამოიოხრა ალისიამ.
- ეს რომ გვქონდეს, ჩათვალეთ, მოგებულები ვართ, - დაამატა ანჯელინამ
- სემ, შეხედე, მოგწონს? - დაინტერესდა ჯორჯი და ლამაზ ყუთზე ანიშნა, რომელიც თაფლუჭის მაღაზიაში იდო.
- ეს რა არის? - ვერ გაიგო სემმა.
- ნუ კითხულობ, უბრალოდ თქვი, მოგწონს თუ არა? - თავისი გაჰქონდა ჯორჯს.
- კი, რა თქმა უნდა, მომწონს, - გაუღიმა სემმა.
- ძალიან კარგი, - თვალი ჩაუკრა ჯორჯმა.
- ჯორჯ, სად ხართ? - უხმო მათ ალისიამ. ბავშვები უკვე წასვლას აპირებდნენ.
- წამოდი, - დააჩქარა ჯორჯმა, სემს ხელი ჩაკიდა და დანარჩენებს გაყვნენ.
გრიფინდორელებმა დრო შესანიშნავად გაატარეს. დაბრუნებისას, ულამაზესი სურათი გადაეშალათ თვალწინ. ციხე-კოშკი თოვლს დაეფარა, ნახევრადმოყინულ ფანჯრებს კი, მზის სხივები ხვდებოდა და ლამაზად აბრჭყვიალებდა შუშებს. დილა, მართლაც რომ, ჯადოსნური იყო.
- შობას გილოცავ, სემ! - მიულოცა ანჯელინამ, როცა დილით გაიღვიძეს.
- მეც გილოცავ! - გაუღიმა სემმა და თვალით ანჯელინას, საწოლის გვერდით მდგომ ტუმბოზე დადებულ საჩუქარზე ანიშნა.
- ოჰო! დიდი მადლობა! - სიხარულით უპასუხა მან, ცოტახანში კი, სემს შხამ-წამლების ახალი ენციკლოპედია აჩუქა.
დილიდან აღტკინებული და დადებითად დამუხტული სემი, საერთო ოთახში ჩავიდა. დანარჩენებს ეძინათ. გოგონა საყვარელ სავარძელში ჩაეფლო და ფანჯარაში გაიხედა. ჯერ კიდევ ახლა თენდებოდა, ცა თოვლს არ იშურებდა, ბუხარში კი, ცეცხლის ალში გახვეული შეშა ტკაცუნობდა, რაც თბილ, ოჯახურ ატმოსფერას ქმნიდა. სემი თავს ისე კომფორტულად გრძნობა, რომ ჩათვლიმა.
- სამანტა, - დაუძახა პიროვნებამ, რომლის ხმასაც სემი ყოველთვის იცნობს.
- ჰა? - გაახილა თვალები გოგონამ. ჯორჯი რამდენიმე წამით უყურებდა, შემდეგ კი, ცოტა უკან დაიხია.
- შობას გილოცავთ, სემ! - უნისონში შესძახეს ტყუპებმა და ნაცნობი ყუთი გაუწოდეს, რომელიც მყვირალა-ყვითელი ლენტით იყო შეკრული. სემის სახე ღიმილმა მოიცვა, შემდეგ ლენტა შეხსნა, ყუთი გახსნა და სიცილი დაიწყო.
- უბრალოებას ნუ ეხუმრები, სამანტა! - საყვედურით უთხრა ჯორჯმა და მოჩვენებითი სიმკაცრით საჩვენებელი თითი დაუქნია.
- მის მშვენიერებას მაშინ შეიგრძნობ, როცა ჭამას დაიწყებ, - ეშმაკური ღიმილით უთხრა ფრედმა, რაც ნდობას არ იწვევდა.
- პირდაპირ მითხარით, რად გადავიქცევი? - სკეპტიკურად იკითხა სემმა.
- აი, ახლა ძალიან გვეწყინა, - მიახალა ჯორჯმა, მაგრამ ღიმილი ეგრეც არ მოუცილებია ძნელად შესამჩნევი ჭორფლებით დაფარული სახიდან. - იმედია მიხვდი, რომ ჯადოსნურია. რამდენიც არ უნდა ჭამო, არ მთავრდება, თუმცა ვარგისიანობის ვადა გააჩნია, მაგრამ ეს პრობლემაც მოგვარებადია. შეგიძლია შელოცვა გამოიყენო, ასეთ შემთხვევაში.
სემმა ლამაზი ტორტი მოათვალიერა.
- მართლა ნამდვილია?
- რა თქმა უნდა! - დაკარგა მოთმინება ფრედმა. - ჰა, აღარ უნდა ვჭამოთ?
- გასინჯე, სემ, - ჯორჯმა კოვზის სიცარიელე ტორტით შეავსო და სემს პირთან მიუტანა. გოგონას თვალები გაუფართოვდა, თუმცა პირი მაინც გააღო და კოვზი ტორტის კრემისგან დააცარიელა.
- მართლა გემრიელია! - ტორტი ხილით იყო, სემს ყველაზე მეტად, ხილით უყვარდა. - მადლობა! - სემს გაახსენდა, რომ მასაც ჰქონდა საჩუქარი ტყუპებისთვის და ოთახში ავარდა.
ანჯელინა და სემი ერთად ჩამოვიდნენ.
- შობას გილოცავ, ჯონსონ! - სახე გაუბრწყინდა ფრედს.
- მეც გილოცავ, უისლი, - თავი დაუქნია ანჯელინამ, გაუღიმა და საჩუქრები გაცვალეს.
- ეს კი თქვენ, - სემმა ტყუპებს ორი ფუთა გაუწოდა. ფრედმა და ჯორჯმა გახსნეს და ყბაჩამოგდებულები დააცქერდნენ ქვიდიჩის სათამაშო ტყავის ხელთათმანებს.
- ეს საიდან? ბოლოს გაყიდვაში აღარ იყო, - გაეღიმა ფრედს. - მადლობა.
- ხელზეც ზუსტად მოგვერგო, მადლობა, სემ! - გაიმეორა ჯორჯმა.
- შობას გილოცავთ! - ჩამოვიდა ალისია.
- გილოცავ, ალისია, - წარმოთქვა ჯორჯმა და დანარჩენებმაც მხარი აუბეს.
- მადლობა, - თავი დაუკრა ალისიამ და სახე სიხარულისგან გაუბრწყინდა. სემი ჯორჯს მიუბრუნდა, რომელიც რამდენიმე წამი სახეგაბრწყინებული უყურებდა ალისიას, მაგრამ მზერა მალევე მოაცილა.
- წავედით? - მიიპყრო ყველას ყურადღება ანჯელინამ. - თორემ სადღესასწაულო საუზმეს გამოვტოვებთ.
სემი კი კვლავ თვალს ადევნებდა ჯორჯს, რომელმაც ალისია თავის წინ გაუშვა პორტრეტის ხვრელში. ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურად ეჩვენება სემს, მაგრამ ანჯელინამ გაარღვია მისი ფიქრები.
არდადეგებმა მალე და ერთფეროვნად ჩაიარა. ბლექის გაქცევასთან დაკავშირებით, ბავშვებს ჰოგსმიდში აღარ უშვებდნენ და ციხე-კოშკი უწევდათ ყურყუტი.

***

რეივენქლოსთან მატჩი ახლოვდებოდა. ვუდიც დღითიდღე უფრო მომთხოვნი ხდებოდა, მაგრამ მოულოდნელი, მბზინავი იმედის სხივი გაჩნდა. ვიღაცამ ჰარის ზუსტად ის "ელვა" გამოუგზავნა, ეს კი მოგების შანსს ზრდიდა.
კაპიტანი ყოველდღე კრებდა გუნდს სავარჯიშოდ, სემი კი ტრიბუნაზე იჯდა და დავალებას ასრულებდა. ეს მას უკვე ჩვევად ქცეოდა. რადგან ჯორჯსა და ფრედს საერთოდ აღარ ეცალათ, ახალი შხამების მოფიქცრებაც სემს უწევდა. თუ ტყუპები დროს გამონახავდნენ, ეხმარებოდნენ გოგონას, მაგრამ ყველაფრის შესრულება, საერთოდ ჯამში, მაინც სემს უხდებოდა, თუმცა უკან დახევა, არც უფიქრია.

***

დღე იდეალური იყო. ცაში ყვითელი ბურთი ჩამოკიდულიყო და ბავშვებს ათბობდა. გრილი, სასიამოვნო ნიავი ქროდა, რაც დღეს უფრო კარგს ხდიდა. სემმა ყველას წარმატება უსურვა, ბოლოს კი, მზერა ჯორჯზე შეაჩერა. ჯორჯმა დამაიმედებლად შეხედა, თვალი ჩაუკრა და გუნდის წევრებისკენ წავიდა.
თამაში სწრაფად მიიწევდა წინ, მაგრამ ამასთან ერთად, დაძაბულობაც მატულობდა. ჰარიმ სნიჩის დაჭერა მოასწრო, მიუხედავად იმისა, რომ სლიზერინელები ცდილობდნენ მისი ყურადღება მიექციათ და მისთვის გონება გაეფანტათ. თუმცა სიკერი გაუმკლავდა ამ სირთულეს. ფრედმა და ჯორჯმა ქუაფლიც უთავაზეს ერთ-ერთ რეივენქლოელს და ზედმეტი თავის ტკივილი მოიშორეს. გრიფინდორი ფინალში გავიდა!

***

გამართული წვეულება გვიან ღამე მორჩა და სემი გაკვეთილების მოსამზადებლად შემორჩა. გოგონა საძინებელში არ ასულა, რადგან იქ უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ჩასძინებოდა, ამიტომ საერთო ოთახის დივანზე მოკალათდა.
სემს ვიღაცის განწირულმა ყვირილმა გამოაღვიძა. სემი ინერციით წამოხტა და ბიჭების საძინებელი კარის მოჯახუნების ხმა გაისმა. გოგონამ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, თუმცა იმავე წამს ადგილზე გაშეშდა. მას საშინელი და გაშმაგებული სახე უყურებდა, რომელიც სემს "დილის მისანში" ენახა. ეს აზკაბანიდან გაქცეული ბლექი იყო. ბოროტმოქმედი არ დაბნეულა და სემისკენ ნაბიჯი გადადგა.
- ჩშშ, - საჩვენებელი თითი სემის ტუჩებთან მიიტანა და წამში გაქრა.
სემი ჯერ ისევ გაფართოებული თვალებით იდგა და შიშისგან ლამის კომაში ჩავარდნილი გოგონა ხმას ვერ იღებდა. რამდენიმე წამის წინ ის პირისპირ შეხვდა ერთ-ერთ უსაშინლეს მკვლელს. სემი აკანკალდა და თვალები დახუჭა, თუმცა ჯერ ისევ წინ იდგა ბლექის სახე. ნეტავ რატომ არ მოკლდა, სემმა ხომ იცნო? გოგონა ნელა დაეშვა დივანზე.
მესამეკურსელების საძინებლიდან ხმამაღალი ხმები ისმოდა. სემს, თითქოს, არაფერი არ ესმოდა. მხოლოდ ის დაინახა, რომ პერსი ოთახიდან გამოვიდა, შემდეგ კი, რონი და ჰარიც ქვევით ჩამოცვივდნენ.
- ის იყო! ბლექი! დანით! - ყვიროდა უისლი.
- რა?
- თავს დამესხა, გამაღვიძა! - ვერ მშვიდდებოდა რონი.
- ხომ არ მოგეჩვენა? - დაეჭვდა პერსი.
ხმაურზე დანარჩენებიც ქვევით გაჩდნენ. სემი კი კვლავ ასე იჯდა და ვერავინ ვერ ამჩნევდა.
- მშვენიერია! წვეულებას ვაგრძელებთ? - შესძახა თავის აურაში მყოფმა ფრედმა.
- ოთახებში დაბრუნდით! - ყვიროდა პრეფექტი.
- სემ, რა გჭირს? - ჯორჯი წამებში გაჩნდა მის გვერდით.
- რონი არ ტყუის, - თითქოს ტრანსში მყოფმა სემმა წარმოთქვა, ყველა დადუმდა. - ბლექი აქ იყო, დავინახე, - თქვა და ერთ წერტილს ჩააშტერდა. ხმაური ატყდა. პერსი და რონი ერთმანეთს რაღაცას ხმამაღლა უმტკიცებდნენ. სემმა ჯორჯს შეხედა, - ვნახე, ჯორჯ! სულ ახლოს იყო, მე... ვერაფერი მოვიმოქმედე, ვერაფერი ვერ ვთქვი. ძალიან შემეშინდა, - სემი კანკალმა აიტანა. როგორც ჩანს, ყველაფრის გაცნობიერებას ახლა იწყებდა და ისტერიკამაც იჩინა თავი.
ჯორჯმა თავი გაიქნია და სემი გულში ჩაიკრო.
- წყნარად, დამშვიდდი, აქ აღარ არის. ნუღარ ტირი, სემ, წავიდა. არაფერს არ გიზავს. საერთოდ არავის არაფერს არ დაუშავებს. ხომ არაფერი დაუშავებია შენთვის? - უცბად ჰკითხა ჯორჯმა. სემმა თავი გააქნია. - აი, ხომ ხედავ? ყველაფერი კარგადაა. მარტო არ ხარ. ან საერთოდ აქ რას აკეთებდი? - არ ჩუმდებოდა ანერვიულებული ჯორჯი.
- გაკვეთილებს ვამზადებდი. - უპასუხა სემმა.
- ხოდა ახლა ჩვენით მოვამზადებთ ჩვენს გაკვეთილებს, უნდა შეგვრცხეს უკვე, ბოლოს და ბოლოს, - შეეცადა ეხუმრა ჯორჯს.
- აქ რა ხდება? - გაისმა მაკგონაგელის გაბრაზებული ხმა. ბავშვებს თვალი მოავლო და, მზერა ჯორჯზე და სემზე შეაჩერა.
- მადლობა, - ჩუმად გადაუჩურჩულა სემმა ჯორჯს.
- სემ, რა დაინახე? - მიუახლოვდა მინერვა და თანაგრძნობით შეხედა. - ყველაფერი რიგზეა? - სემმა თავი დაუქნია და რაც შეეძლო, მოყვა.
გრიფინდორის კოშკში არავის უძინია და ყველამ ერთად გაათენა.

***

ასე თუ ისე, ყველაფერი მალე დაწყნარდა. სემს აღარ აწუხებდა კოშმარები. მალე კი ფინალური მატჩის დრო დადგა.
თამაში სლიზერინთან ჰქონდათ და ეს იქნებოდა გადამწყვეტი მატჩი. კლუბებს შორის ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი დაძაბული სიტუაცია. შესვენებების დროს კამათი და ჩხუბი იმართებოდა. ვუდმა ფრედსა და ჯორჯს სთხოვა, ჰარისთვის თვალი ედევნებინათ, თორემ ვინ იცოდა, რაზე იყვნენ წამსვლელები დაბოღმილი სლიზერინელები.
წინა ღამეს არავის მოუხუჭავს თვალი. ერთი სული ჰქონდათ, როდის გათენდებოდა. სემმა, ვუდის მაგვარად, ანჯელინა და ტყუპები დასაძინებლად გაუშვა. თვალს ადევნებდა, რომ ეჭამათ, განწყობაზე მოსულიყვნენ, თუმცა საუზმისთვის პირი არავის დაუკარებია.
ყველა კლუბი, გარდა სლიზერინისა, გრიფინდორს უჭერდა მხარს. სემმა ბოლოჯერ უსურვა მეგობრებს წარმატება და ტრიბუნაზე ავიდა.
სასტვენის ხმა გაისმა და თამაშიც დაიწყო. სლიზერინელებს, როგორც შეეძლოთ, ისე ნაგლობდნენ. გრიფინდორის გუნდის წევრებს, ჯორჯი და ფრედი იცავდნენ. მათი სახელები განსაკუთრებით ხშირად ისმოდა ლისგან, რომელიც ქება-დიდებას არ აკლებდა ტყუპებს.
და ანჯელინამ პირველი გოლი გაიტანა! დამაყრუებელი გამამხნევებელი შეძახილები გაისმა. სემიც ყველასთან ერთად გაჰყვიროდა, ემოციებს ვერ იკავებდა. მაგრამ ანჯელინა ლამის ცოცხიდან ჩამოვარდა - მას სლიზერინის კაპიტანი სპეციალურად დაეჯახა და ბოლოს ფარსი ბოდიში მიუგდო. სამაგიეროს გადახდის მიზნით, ფრედმა მარკუსს თავისი ჩოგანი პირდაპირ სახეში გაუქანა. ასეთი საქციელის გამო, სლიზერინმა პენალტი მიიღო, მაგრამ ალისია კარგად გაუმკლავდა ამას. გრიფინდორი წინ იყო.
აღელვებული სემი დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს თამაშს, თითებს იმტვრევდა, ტუჩებს იკვნეტდა, ყვიროდა ხმის წასვლამდე.
გრიფინდორი კვლავ ყოჩაღობდა და აგრძელებდა გოლების გატანას, მაგრამ მაყურებლებმა სიკერებზე გადაიტანეს ყურადღება. სიკერები ერთმანეთს უსწორდებოდნენ და ხელგაშვერილები ცდილობდნენ სნიჩს მისწვდომოდნენ. ყველას სუნთქვა შეეკრა და...
გრიფინდორმა გაიმარჯვა!
სტუდენტები სიხარულისგან ბღაოდნენ, სემმა თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა. მათ გაიმარჯვეს! თასი მათია! ვუდი ძლივს იკავებდა თავს, ბოლო ხმაზე რომ არ ატირებულიყო. ეს ის იყო, რასაც ასე დიდ ხანს ელოდა კლუბი.
სემი დანარჩენებთან ერთად ჩავიდა ქვევიდა. ბავშვები ცოცხებიდან ჩამოხტნენ. სემი შემთხვევით ვიღაცას შეეჯახა, მიუბრუნდა, მოუბოდიშა, გზა გააგრძელა, ახლოს რომ მისულიყო და მზერა მომენტალურად ჯორჯზე და ალისიაზე შეაჩერა, რომლებიც ერთმანეთს სტადიონის გულში ვნებიანად კოცნიდნენ, ლი კი ხალისიანი შეძახილებით ამკობდა ახალშემდგარ წყვილს.
სემს სუნთქვა დაავიწყდა. ჰაერს ვეღარ ისუნთქვდა, ვეღარ ინძრეოდა და თვალის დაუხამხამებლად უყურებდა წყვილს. ისინი არავის ყურადღებას არ იქცევდნენ. მხოლოდ სემი ჩაშტერებოდა მათ.
მათი ტუჩები ერთმანეთს არ ცილდებოდა. ალისია ჯორჯს კისერზე მოეხვია, ჯორჯმა კი წელზე მოაჭდინა ხელები, მეორე ხელი კი, ალისიას თმებში შეუცურა. სემს ამაზე ოცნება მხოლოდ სიზმარში შეეძლო, რადგან ფიქრობდა, რომ ასეთებისთვის ჯერ ადრე იყო, მაგრამ ახლა, ალბათ, უკვე გვიანი...
სემმა მუშტრები შეკრა. გაქცევა უნდოდა, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა. გული ფაიფურივით ემსხვრეოდა.
"არა, ეს არ უნდა მომხდარიყო. შეჩერდი, ჯორჯ, გთხოვ!"
გოგონა ძლივსღა იკავებდა ცრემლებს, მაგრამ იცოდა, რომ არ უნდა ეჩვენებინა მისთვის, მათთვის, თავისი სისუსტე. არავის. არასდროს.
სემმა კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და შეეცადა, ტუჩების ერთი ბოლო მაინც აეწია, ღიმილისმაგვარი რამ რომ გამოესახა სახეზე. მზერით ანჯელინა იპოვა, რომელიც არანაკლებ შოკში იმყოფებოდა და თვალებგადმოკარკლული უყურებდა, მისი აზრით, ამ ამაზრზენ წყვილს. სემი ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა. ახლა სემს აღარ შეეძლო მისი გაშვება. "მთავარია არ დავინახო".
- მშვიდად, ვიცი, მტკივნეულია, მაგრამ ნუ ტირი. ახლა არ შეიძლება, არანაირად არ შეიძლება, სემ, ოღონდ ახლა არა, - ჩუმად წარმოთქვა ანჯელინამ. სემმა ხელი უშვა და შეუმჩნევლად გადაყარა სახიდან ბრილიანტებივით ცრემლები. შიგნიდან დამწვარი იყო, მაგრამ გაღიმება მაინც შეძლო, თუნდაც ნაძალადევად.
- ჰო, აი, ზუსტად ასე, - თავი დაუკრა ანჯელინამ.
სემი ნელა შეტრიალდა. არ უნდოდა მათი დანახვა, მაგრამ თვალები მაინც მათ ძებნაში იყო. თითქოს ვერ იჯერებდნენ, რაც წეღან ნახესო. ახლა ჯორჯი ალისიას უბრალოდ ეხუტებოდა, ნიკაპი მის თავზე ჰქონდა ჩამოდებული, ალისია კი წელზე ეხვეოდა და თვალებდახუჭული, მის გულისცემას უგდებდა ყურს.
ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ არა სემი. სურდა ყველასთვის მიელოცა, რამენაირად მაინც რომ გართულიყო, გარდა...
- სემ! გავიმარჯვეთ, სემ! - მიირბინა მასთან ბედნიერმა ჯორჯმა, თან ალისიას ხელი თავის ხელის გულში მოექცია.
სემმა უარესად იგრძნო თავი და სული ჩაეხუთა, მისი ხმის გაგონებისას. ხმის, რომელიც ძალიან უყვარდა.
- ჰო, გილოცავ! - სწრაფად თქვა სემმა. სიტყვების თქმა უჭირდა და ხმაში ქვითინის ნოტები შეერია.
- წავედით, - ანჯელინამ სემს რბილად ჰკრა ხელი და ციხე-კოშკის მიმართულებით უბიძგა.
ანჯელინამ სემი საერთო ოთახში შეიყვანა. სულელი, სულელი სემი! როგორ ჰქონდა რაიმეს იმედი?
ანჯელინამ საძინებლის კარები გააღო და სემი წინ შეუშვა. ფეხის თრევით, სემი საწოლს მიუახლოვდა და ბალიშში პირდაპირ სახით ჩაეფლო, რასაც მომენტალურად, ხმამაღალი ქვითინი მოყვა. სულიერი ტკივილი ისეთი ძლიერი იყო, თითქოს ფიზიკურზეც გადავიდაო. სემს ურჩევნოდა მომკვდარიყო, ვიდრე ეს ტანჯვა ეტანა. თვალწინ კვლავ წყვილი ედგა, ამის გამო კი, სემს ცრემლებმა უკვე ხრჩობას კი დაუწყო.
ანჯელინა თანაგრძნობით უყურებდა. ხედავდა, როგორ ცუდად იყო მისი მეგობარი და ვერ დაეჯერებინა, რომ ჯორჯი ასე მოიქცა. თითქოს, ერთი შეხედვით, ჯორჯს სემი მოსწონდა, მაგრამ დღევანდელი სანახაობა, სულ სხვა რამეზე მეტყველებდა.
ალისია სპინეტმა ჯორჯი მიზანში ამოიღო და საწადელსაც მიაღწია. ანჯელინა საკმაოდ კარგად იცნობდა ალისიას და იცოდა მისი ხასიათი.
ანჯელინამ ამოიოხრა, აკანკალებულ სემს მიუჯდა, თავზე მოეფერა და ადეალა გადააფარა. მაგრამ ჩუმად იყო, რადგან იცოდა, რომ სიტყვიერი ნუგეშით უარეს დღეში ჩააგდებდა. მაგრამ სემი თვლიდა, რომ უარესად უკვე ვეღარაფერი გახდიდა, რადგან ეს ტკივილის ბოლო სტადია იყო.



№1  offline წევრი Mkitxveli

წინა თავზე რაც დაგიწერე კომენტარი, იმავეს გეტყვი )♥
მიხარია ყოველდღე ახალი თავი

 


№2  offline წევრი Leeluu

Dzalian kargia, stilisturatac gavs harry potterys wignebs, male dade shemdegi <3

 


№3  offline წევრი Skellington

MonsTer №13
სად დაიკარგეეე :( :( :(

დღეს დავდებ. :დ <3

 


№4  offline წევრი mariamii))

აუ რა როდიიის დადებ შემდეგ თაავს??? :(( sad

 


№5  offline წევრი Skellington

mariamii))
აუ რა როდიიის დადებ შემდეგ თაავს??? :(( sad

დღეს. love

 


№6  offline წევრი mariamii))

და რომელი საათისთვის? love feel

 


№7  offline წევრი Skellington

mariamii))
და რომელი საათისთვის? love feel

დავდე. :3 ადმინისტრაციას დაველოდოთ ახლა. ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent