შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ვარსკვლავ ბიჭუნა" {2}


24-03-2015, 23:04
ავტორი nefertiti
ნანახია 2 182

ვარიანტი #1
ლაშა,ეს ჩემი ახალი კლასელია დღეს გადმოვიდა პროექტს ვაკეთებთ.
არა,ძალიან დიდი წინადადებაა სანამ სათქმელს დავასრულებ ლაშა სამჯერ მოასწრებს დადას გაჩხრეკას
ვარიანტი #2
ლაშა,ეს ის არ არის რაც შენ გგონია!
არა,ზედმეტად ინტიმურად ჟღერს და ლაშა აუილებლად მომკლავს.
ვარიანტი #3
ლაშა,პროექტი უნდა გავაკეთოთ,მაკამ იცის. ვამბობ სრულიად დამაჯერებელი სახით,ისეთით რომ ლაშაც კი იჯერებს და სახლში უპრობლემოდ გვიშვებს,დავიჯერო ესე ადვილად დაგვნებდა? დარწმუნებული ვარ ჩემს ოთახში კამერებს აამუშავებს,მაგრამ მართლა მანიაკი ან სერიული მკვლელი ხომ არ არის არა?
სახლში როგორც ყოველთვის ლელა გვხვდება. ლელა ჩემი ძიძაა-ვიცი,სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ის ამ სახლში ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე მუშაობდა ამიტომ მან გამზარდა.
-ქეთო მოხვედი? მხიარულად ტრიალდება ლელაჩკა და გაზქურიდან მზერა ჩემზე,მერე დადაზე გადმოაქვს და წარბებს კუმშავს.
-ეს დადაა. ვეუბნები ლელას და თა თვალებს ვუბრიალებ რომ როგორმე ეს გამომეტყველება მოიშოროს. პროექტი უნდა გავაკეთოთ ბიოლოგიაში
-მაშ,კარგი. მხიარულდება ქალი და ისევ ქურას უბრუნდება. არ შეჭამთ?
-ჯერ არა,მაკას დაველოდებით
-ქეთო,ხომ იცი სამზე...
-ვიცი. ვამბობ ბურტყუნით და დადა სამზარეულოდან გამომყავს. სამზე აუცილებლად უნდა ვჭამო და ინსულინი გავიკეთ. ჰო ზოგი ამ ცხოვრებაში ნარკოტიკდამოკიდებულია,ზოგს ალკოჰოლიკობა ტანჯავს ზოგს შოპოჰოლიკობა მე კიდევ „ინსულინჰოლიკი“ ვარ.( ეს სიტყვა თავად მოოვიგონე,ისე ბუნებაში არ არსებობს. ) რაც იმას ნიშნავს რომ დიაბეტი მაქვს და ინსულინის ხელოვნურად შეყვანის გარეშე ჩემი ორგანიზმი ვერ ახერხებს ნახშირწყლის გლუკოზამდე დაშლას და ღვიძლსა და კუნთებში დამარაგებას. ეს დაავადება მემკვიდრეობით მამისგან მერგო,რა უსამართლობაა როცა მამაშენი ძალია სიმპატიური კაცია ამ დროს კი მხოლოდ ორი რამ მოგყვება მისგან მემკვიდრეობით-ცუდი მხედველობა და დიაბეტი. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ვერც ვუსაყვედურებ,მამა ჩემი დაბადებიდან 4 თვეში გარდაიცვალა ამიტომ დიაბეტის გამო საყვედურობა ვფიქრობ არასწორი იქნება,თანაც უკვე გარდაცვლილი ადამიანისთვის.
თემაზე ვმსჯელობთ-მე დაუნის სინდრომის განხილვა მინდა დადას მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებში ოსმორეგულაციაზე დაკვირვება. საბოლოოდ მაინც მის პროექტს ვირჩევთ-ოღონდ არა იმიტომ რომ ჩემი იდეა ცუდი იყო!
-ქეთა! კივის ვიღაც შემოსასვლელიდან. აი დედაჩემიც მოვიდა. უთუოდ ამცნეს რომ ოთახში ვიღაც ბიჭთან ერთად ვარ.
-ოთახში ვარ! ვკივი მეც რომ როგორმე პირველ სართულზე ხმა ჩავაწვდინო,ცოტა ხანში ქუსლების კაკუნიც მესმის და დედა ოთახში შემოდის-გაიცანით მაკა ამირეჯიბი-დედაჩემი,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
-ოჰ! გაოცებას ასე გამოხატავს დადას დანახვის შემდეგ. როგორც ჩანს არაფერი არ იცის,დაცვის ბიჭები ზედმეტად მენდნენ. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ღიმილით უშინაურდება დადას.
-იცი რა მოგიტანე? მეუბნება რაღაცნაირი,მაცდური ღიიმილით. ღმერთო,როგორ შეიძლება ამისთანა ქალი მარტო იყოს?! ჩანთიდან რამდენიმე დისკს იღებს და გამომწვევად მიფრიალებს გეგონება მე ხარი ვიყო და ეს ოთახი კი არა კორიდას ველი იყოს.
-არ არსებობს! ვკივი დისკებს სწრაფად ვართმევ,ეს ის არის რაც მე მგონია
-ის ლურჯი ბრმანაწლავის ოპერაციაა,მეორე გულის შტურუნება თუ რაღაც მასეთი
-შუნტირება მაკა,დედაჩემი მაინც არ იყო! ვამბობ ბრაზით და გახარებული ვიკრავ გულში დისკებს
-ახლა დაჯდება და ასე ფილმივით უყურებს როგორ უფათურებენ ხელს ვიღაცას გულში. დადას მიმართავს მაკა და დანანებით აქნევს თავს-სულ არ დამემსგავსა! დადა მხოლოდ იღიმის
-დედას გავხარ ძალიან. მეუბნება მაკას გასვლიდან ცოტახანში
-ჰო,ნამდვილად
-მამას არ სწყინს? რანაირი შეკითხვაა? დაგენიძლავებით,ის უნდა გაიგოს სად არის მამაჩემი და არა ის სწყინს თუ არა რომ მას არ ვგავარ ან რა არის აქ საწყენი?
-რა არის აქ საწყენი? მხრებს ვიჩეჩ და ისიც ჩუმდება. ხომ ვამბობდი არა!
სინამდვილეში არც მინდა რომ მამას გარეგნულად ვგავდე,იმიტომ რომ არ მინდა ყოველი სარკეში ჩახედვა მახსენებდეს რომ მამა არ მყავს. ეს ის საკითხია რომელიც დღემდე მტკივნეულია ჩემთვის. მიუხედავად იმისა რომ მამა არასდროს მინახავს სადღაც გულით ვგრძნობ რომ ძალიან უნდა ვყვარებოდი,შეუძლებელია იმ კაცს რომელსაც დედაჩემი აღწერს ხოლმე საკუთარი შვილი ძალიან არ უყვარდეს. მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა და ალბათ ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიაა. 17 წელი გავიდა მისი სიკვდილის შემდეგ და შემიძლია დავიფიცო რომ დედაჩემს კვლავ უყვარს მამაჩემი. მაკა 20 წლის გათხოვდა,საშინელ მშობლებს და რეალობას გამოექცა ვაჩე მაგ დროისთვის უკვე 27 წლის იყო ჩამოყალიბებული და გავლენიანი კაცი.დედამ საკუთარი გვარი ქმრის გვარით შეიცვალა და ამით გაწყვიტა ყველანაირი კონტაქტი საკუთარ ოჯახთან. თუმცა ვაჩე თურმე პერიოდულად უგზავნიდა მის მშობლებს ფულად დახმარებას-რა თქმა უნდა დედაჩემისგან ფარულად. ერთ წელში მე გავჩნდი-მაგრამ ამის გამო მაკას არც სწავლა შეუწყვიტავს და არც სახლში დამჯდარა. ამიტომაც ვამბობ რომ ლელამ გამზარდა,თუმცა დედის ყურადღების ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი. პირიქით0ძალიან წიკიანი დედა იყო. ქეთუნამ დააცემინა? სასწრაფოდ ექიმი,ქეთუნა იატაკზე დაეცა? სასწრაფო გამოიძახეთ!
ყველა მნიშვნელოვან მომენტში დედა გვერდით მედგა,მაგრამ ამის მიუხედავად შესანიშნავი კარიერა აიწყო. ალბათ რაღაც მხრივ მამას დამსახურებით რომელმაც 21 წლის ქალი გათხოვებიდან 2 წელიწადში დააქვრივა.
საიდან სად წავედი? სინამდვილეში სადილის დროა. ლელაჩკა უგემრიელეს კერძებს ამზადებს თუ არ ჩავთლით იმას რომ მუდმივად გონია მშიერი ვარ ამიტომ მუდმივად ჭამას მაძალებს და დიდი ძალისხმევა მჭირდება რომ როგორმე მის გამო მმატებული კილოგრამები არ დამეტყოს.
სუფრასთან სამნი ვზივართ-მე დადა და მაკა. მაკას ტელეფონი ურეკავს თვალები უფართოვდება და სწრაფად ახველებს. ხმას იწმენს და ტელეფონს პასუხობს-სანაძლეოს ვდებ სანდროა!
-გისმენ ალექსანდრე. აი ხომ გეუბნებოდით? ხმას ინაძებს დედაჩემი და ჩანგალს მთელი ძალით უჭერს მე ცოტაც და სიცილისგან გავიგუდები. ალექსანდრე-დედას თაყვანისმცემელია. ვფიქრობ მაკასაც მოსწონს მაგრამ მაგას რა ათქმევინებს?
-დღეს საღამოს? ფეხზე დგება და სამზარეულოდან ჰოლში გადის მისი ხმა იკარგება. ეჩემთვის ვფხუკუნებ-დადა გაკვირვებულია.
დედაჩემი აწითლებული სახით ბრუნდება სუფრასთან და ნაძალადევად გვუღიმის
-რაო სანდრიკომ? თვალებს ვაფახულებ მე და მისი კიდევ უფრო აწითლებული სახის დანახვაზე სიცილით ვკვდები.

--------------------
უღრმესი მადლობა ვინც წინა თავზე აზრი გამოთქვა!
ველოდები ისევ თქვენს შეფასებებს. ერთადერთი სტიმული წერის ჩემთვის,თქვენი დაინტერესებაა.
იმედია ისიამოვნებთ.
პ.ს გადახედვა ვერ მოვასწარი ამიტომ ალბათ გრამატიკული შეცდომები იქნება და ბდიშს გიხდით ამის გამო



№1  offline წევრი tamooo

magariaa dzaalian malee dadee raa :D

 


№2  offline წევრი Khaleesi

გააგრძელე კაია

 


№3  offline წევრი Colaa

ძალიან კარგია მარა უკეთესი იქნება თუ დადას და ამ გოგოს უფრო მეტი დიალოგი ექნება :) ამის გარდა ვერაფერს გეტყვი იმის გარდა რო ძაან მაგარია და მალე გააგრძელო !!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent