შურისძიება თუ...?!(თავი VII)
*** პირველად ეძინა ასე მშვიდსა და უშფოთველს ორი კვირის შემდეგ..ვერცხლისფერი ბურთი თავზე "ედგათ" და ანათებდათ...მათ ნაკვთებს უფრო სხვანაირ ელფერს აძლევდა..ურცხვად დააცეცებდა მის თვალებს ორივეს სხეულზე და ალბათ შურდა კიდეც,მიწიერი სილანაზის,თან ენანებიდა ალბათ,როგორ საშინელ პირობებში გააცნო უფალმა ნატალიასა დანდამიანეს ერთმანეთი.. როგორც ყოველთვის მშვიდად ძილს ვერ ეღირსა... -გაიგებს დამიანე,გაიგებს და მოგკლავს,გაწამებს ისე მოგკლავს...არ დაგინდობს,იცოდე არ გაპატიებს არასდროს! არ დაუშვებს მაია შენს ბედნიერებას! არ დაუშვებს...-ღიალით გამოეღვიძა ნატალიას და კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრო ერისთავის ძლიერ გულ-მკერდს,ხმაურზე გამოეღვიძა დამინესაც და ოფლით დაცვარულ შუბლზე ჩამოგორებული თმები თავის ადგილს დაუბრუნა.. მერე კიდევ უფრო მჭიდროდ აიკრა გახურებული სხეული და მშვიდად განაგრძეს ძილი.. -ამას აქ რა უნდა?!-ღრიალებს მაია,ვერავინ გაამტყუნებთ ამ სიტუაციაში! დამეთანხმებით თქვენც ასეტი რეაქცია გექნებოდათ -დედა,დამშვიდდი! -დავმშვიდდე,დამიანე?! მამაშენი ამის გამო მოკვდა! ამაღლობლების გამო!!!-იქაურობას აზანზარებს მაიას ხმა -დედა! შენ რომ არ გდომებოდა ამაღლობელთან ურთიერთობის დამყარება ასე არავინ ისაუბრებდა თქვენზე,არც მამა მოკვდებოდა და არც ოჯახი დაინგრეოდა!-დაიქუხა დამიანეს ხმამ და წამით ნატალიაც ააკანკალა,მაგრამ როდესაც ხელები იგრძნო წელზე,შვებით ამოისუნთქა -როგორ ბედავ! როგორ ბედავ და მამაშენს ასე მოიხსენიებ! ძაღლი კი არ იყო ასე რომ საუბრობ! უმადური ხარ! უმადური. -დამშვიდდი,დედა,ამიერიდან მშვიდად იცხოვრებ შენს სინდისთან,არ შეგაწუხებ! -რას ამბობ! -სახლიდან გადავდივარ -ამასთან მიდიხარ?-ზიზღით გადახედა ნატალიას და ნატალიამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა სიმშვიდის შესანარჩუნებლად-დარწმუნებული ვარ, შვილო,გუშინდელი საღამოს შემდეგ გულიც გაცრუებული გექნება ამ ძუკნაზე-საჩვენებელი თითი ნატალიასკენ გაიშვირა და სწრაფად დაუჭირა დამიანემ ხელი -არც გაბედო! ჩვენ ერთად არ ვწოლილვართ! -აბა თამაში დაიწყოო? -რა თქმა უნდა,თამაში დაიწყო!-ორაზროვნად წარმოთქვა სიტყვები და სწრაფად გარცალა იქაურობას,სასტუმროს ნომერში დაბინავდა და ყველაფერს გაექცა დროებით.. რას არ გაიღებდა ახლა,ზღვის ნაპირზე მშობლებთან სეირნობისთვის,ყველაფერს დათმობდა,დარჩენილ სიცოცხლესაც კი..თუმცა ვინ იცის,ასე რომ იხსენიებს რა დრო აქვს დარჩენილი.დღეს იქნება თუ ხვალ ჭკუიდან გადავა და ყველაფერს საბოლოოდ დაესმევა წერტილი... ნეტა ახლა გვერდით ყავდეს ანასტასია,ნეტა გვერდით ეჯდეს და თავი მის კალთაში ედოს,მზრუნველად ეფერებიდეს თმებზე და სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ აძლევდეს რჩევებს..და არა ასეთი ბოროტების შესახებ.. საშინლად ქროდა ქარი,ღრუბლებიც ნაცრისფრად შეღებილიყვნენ,საწვიმრად ემზადებოდნენ...ნატალიას ხასიათიც ერწყმოდა ამინდს..მთელი სიბინძურე ერთნანეთში მოექცია ქარს და ნატალიასკენ მოემართებოდნენ...ისედაც სიბინძურეში გასვრილს ეს უკვე ვეღარაფერს დააკლებდა.. ნატალიას ორი წვეთი წყალი დაეწვეთა ღაწვზე.. აწვიმდა..ატირდა... დიახ..არ მოგესმათ,თვით ნატალია ამაღლობელი გრძნობითა და ტკივილით ატირდა..ვეღარ გაუძლო..ვერ დაიტია ამხელა დარდი და აფეთქდა...მთელ სისუსტეს მისცა უფლება გამოჩენისა... ამ დღის შემდეგ იცის,ყოველი დილა მისთვის ნაცრისფერ ღრუბლებს წააგავს,იცის რომ საცაა იწვიმებს,და სადაცაა ცრემლებიც დაუნამავს სახეს... როგორი უსუსური გახდა ამ ბოლო დროს..ყველაფერს გრძნობს..ყველაფერი ტკივა...როგორც ჩანს მაინც და მაინც ახლა უნდა მიიღოს დარტყმა,მაშინ,როდესაც ასეთი გულჩვილი და მგრძნობიარეა..უმზადებს უფალი დარტყმას...დიდ დარტყმას უმზადებს... *** (ერთი დღით ადრე) -ყველაფერი დაგეგმეთ? -დიახ,ყველაფერი მზად არის.. -დარწმუნებული ხარ რომ ჩემზე ეჭვს ვერავინ მოიტანს? -არა,აქ ნაცნობები არც ჰყავს.. -იმ ქალის ახლობელია -არაუშავს,ის ქალი ძალიან უსუსურია.. -კარგი. -დემეე,დაბადების დღეს გილოცაააავ-ხმამაღლა ყვირის ნატალია და ძლიერად ეხვევა დემეტრეს,თითქოსდა უკანასკნელი დღე ყოფილიყოს.. -ჩემი პატარა ქალბატონიი-ერთი ხელის მოსმით აჰყავს ხელში და კიდევ უფრო მჭიდროდ იკრავს გულში..როგორ უყვარს ეს ტუტუცი გოგო.როგორ ყველაფერს აკეთებს მისთვის,თავსაც სწირავს..უყვარს..რა ქნას ამ ბიჭმაც...ბავშვობის მეგობარი თუ შეიყვარა..უნდა რომ ამ ყველაფერს ჩამოაშოროს და მასთან დაიტოვოს სამუდამოდ..მისი ცოლი და შვილების დედა გახდეს...მის სახლში დილაობით იფარფატოს და გაბერილი მუცლით წუწუნა დაინახოს...ახლა კიდე მისი ტუჩების დაგემოვნება უნდა..თუნდაც სულ ყველა ძაფი გაწყდეს მათ შორის..უნდა რომ ერთხელ მაინც შეეხოს..ერთი ხელისმოსმით აბრუნებს და მკერდზე უკნიდან იკრავს...ფრთხილად ახებს მარცხენა ხელს ნატალიას მუცელს და აორტასთან მგრძნობიარე კოცნას უტოვებს..წამით შეშდება ნატალია..ყველაფერი ავიწყდება...ლაპარაკიც..მოძრაობაც,თითქოს სითხედ იქცევა და დემეტრემ რომ ხელი გაუშვას ჩაიღვენთება... -დემ..-რაღაცის თქმა უნდოდა,როდესაც ცხელი ტუჩები იგრძნო და ყველაფერი წაიშალა გონებიდან,ყველა გაქრა და მხოლოდ დემეტრე და ნატალია დარჩნენ,და მათი გავარვარებული ტუჩები.. არ იცის რატომ,არც მე ვიცი,მაგრამ კოცნაში აყვა..არა არ მოსწონა..არ უყვარდა...იზიდავდა?...ალბათ...მაგრამ რაღაც სხვანაირს გრძნობდა...როგორც-კი პასუხი იგრძნო ნატალიასგან უფრო გათამამდა..ფრთხილად შეუცურა ხელი მაისურის ქვეშ და ფრთხილად აუყოლა თითები რიტმულად ხერხემალზე..თითქოს როიალზე უკრავდა... მთვარემ ყოველთვის ყველაფერი იცის... ნატალიაზე განსაკუთრებით..ის ხომ ღამის გოგოა... ფრთხილად გააძრო მაისური და თვითონაც ფრთხილად გადაიძრო,მერე ფრთხილად გადააწვინა დივანზე და თვითონაც გვერდით მიუწვა..გაბედულად დააბოტებდნენ დემეტრეს ტუჩები ნატალიას მოშიშვლებულ ლავიწზე.. მკერდზე.. კისერში... მუცელზე.. და ღამის ალერსსა და ბურუსში ხვევდნენ ორივეს.. არც ერთს შეუტოპავს ღრმად..თუმცა ნატალია ფიქრობდა რომ დამნაშავე იყო..მან ხომ იცოდა რომ დამიანე...მაგრამ რაღაც განსაკუთრებულს გრძნობდა..რაღაც უთქმელს..თითქოსდა უკანასკნელად ხდებოდეს ყველაფერი... მანათობელი ბურთიც ტუქსავდა ალბათ ნატალიას...ნატალიც ხვდებოდა საკუთარ შეცდომებს,თუმცა უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა..თუმცა მაინც შეაწუხა სინდისმა და სწრაფად გადაიცვა მაისური.. -გახსოოვს?-ჩურჩულით იკითხა ნატალიამ-პატარაობაში ხეს ჩვენი ხე რომ ვუწოდეთ?-ღიმილით გაიხსენა ძველი ამბავი და მყისიერად მოადგა ცრემლები თვალებზე -შემომხედე-ნაზად მოაბრუნებინა თავი და,როდესაც ნატალიას თვალებზე ცრემლები იგრძნო,ლამის ჭკუიდან გადავიდა.არასდროს ენახა ნატაკიას თვალზე ცრემლები-არ მჯერა!-მკაცრად წარმოთქვა მამაკაცმა და ემოციით ჩაიკრა გულში,ჩუმად აკრუსუნდა ნატალია,ცრემლებით დაუსველა მკერდი,და როგორც კი ნატალიას ცრემლები იგრძნო იმ წამსვე დაეხორკლა ტანი... -ის თუ გხსოვს,მამამ სათამაშო თოჯინა რომ მიყიდა და შენ რომ ნაკუწებად მიქციე..-ახლა გაიღიმა -მახსოვს,რა ბოროტი ვიყავი-ჩაეღიმა ძველი მოგონების გახსენებისას. -ძალიან ბოროტი,მაგრამ ზოგჯერ საოცრად მზრუნველი-თვალები საყვარლად ააფახულა და მორცხვად შეხედა დემეტრეს,თვალები ლამის შუბლზე აუვიდა,როდესაც ქალის შეფერკლულ ლოყებს მოჰკრა თვალი -დღითიდღე მაოცებ, ნატალია!როგორ შეგიძლია იყო საშინლად ბოროტი და მკაცრი,მაგრამ ამავდროულად საშინლად მორცხვი და გაუბედავი...-ზევიდან მოექცა ნატალიას და მისი სახე ხელებში მოიქცია,მერე კი ნაზად შეეხო მის ზედა ტუჩს..ტუჩებიდან ცხვირზე გადავიდა,ცხვირიდან შუბლზე,შუბლიდან თვალებზე,მერე ლოყებზე,ბაგეებსაც გაუარა და შეუხებლად არც ისინი დატოვა და ბოლოს ისევ ტუჩებზე ეძგერა,რა თქმა უნდა. -პირველი კოცნაც გემახსოვრება-ეშმაკურად აუციმციმა ნატალიას თვალები და გულიანად აკისკისდა მისი შეფერკლული ლოყები რომ დაინახა-აბსუს,ბიჭო,როგორ უნდოდა თამაზს ჩემი სიმამრობა!-დანანებით ჩაიქნია ხელი,თუმცა წამში გონება გაუნათდაო და ეშმაკი ჭინკებით სავსე თვალებით შეხედა ნატალის -არც იფიქრო-მკაცრად აიქნია საჩვენებელი თითი და საკუთარ ნათქვამზე გულიანადვე აკისკისდა,მერე მჭიდროდ მოეხვია დემეტრეს და გულზე აეკრა.. -შენ რომ შურისძიების გამო რამე დაგემართოს,გეფიცები ყველას მოვკლავ..სათითაოდ და მერე თავსაც აღარ ვიცოცხლებ.. -დამშვიდდი,არაფერი მოხდება,მერწმუნე..დიდხანს ვიცხოვრებთ ბედნიერად-უიმედო იმედით დააიმედა და თვითონაც შეეპარა ეჭვი საკუთარ ნათქვამში,ისეთი უსუსური დაპირება გამოუვიდა რომ ცოტა აკლდა და იტირებდა,მაგრამ დემეტრე ხომ ანგელოზია,ყველაფერი კოცნით გამოასწორა... ალერსში ჩაეძინა ორთავეს... მთვარე მოჭუტული თვალებით უყურებდა მათ თითქოსდა რაღაცას ეჭვობდა..რას,მეც არ ვიცი,მთვარის ეჭვებს თან ბუნების ცრემლებიც დაერთო,რომელიც წვიმის სახით წამოვიდა და თან ცის კივილი,რომელიც ჭექაქუხილს ანსახიერებდა.. ელავდა.. ქუხდა.. წვიმდა. ქარიც დაუნდობლად ქროდა.. რაღაც ავის მომასწავლებელი ამინდა ჩამოდგა წამებში..შუქიც მოწყვეტით ჩაქვრა და მხოლოდ მთვარის შუქის ამარა დარჩა სახლები და ქუჩა.. მოჭუტული მთვარის შუქით,რომელიც ძლივს მბჟუტავ ნათურას მოგაგონებდათ..სადღაც,ათი ან ცხრა მთის გადაღმა ბედისწერა იწერებოდა და სხვადასხვა ანგელოზები სხვადასხვა ადამიანების ბედს წყვეტდნენ.. ზოგს უფალთან უშვებდნენ.. ზოგს სატანა ჰკიდებდა ხელს.. ზოგს ბოროტებასა და ტკივილში ხვევდნენ.. ზოგს სამუდამოდ ავიწყებდნენ უფალს... ზოგს კი უბრალოდ აბედნიერებდნენ და ცხოვრებით ატკბობდნენ.. ამათგან რომელიღაცაში იყვნენ ნატალიაც და დემეტრეც.. ოღონდ არ ვიცი რომელში.. თუმცა ასეთი თბილი დაბადების დღისა და დიალოგის შემდეგ აღარაფრის ეშინოდათ... დილით წვიმის სურნელი იგრძნობოდა ქუჩაში..არამარტო სუნი,კვალიც ეტყობოდა ჯერ კიდევ სველ ასფალტს.ქარსაც დაუტოვებია დაუნდობელი ნიშანი,ძირში გადაუტეხავს ფერად-ფერადი ყვავილები და წითელი ვარდის ფოთლებით აუვსია იქაურობა.. საშინელმა და განწირულმა კივილმა გამოაღვიძა დილით ქუჩა.. ვიღაც განწირულად კიოდა... ვიღაცის ბედი არასწორად გადაუწყვეტიათ ანგელოზებს.. ვიღაც ძალიან დაუტანჯავთ... ვინ.. ვინ იყო..ვინ გაბედა..რისთვის..რა მოხდა... დემეტრე. ნატალია. მაია. თათია. თუ დამიანე? რომელი ერთი..რომელი ერთი გასწირა ანგელოზებმა ამ ჯერზე?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.