შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და წვიმა..(2)


25-03-2015, 21:03
ავტორი American angel
ნანახია 2 928

გამარჯობათ!უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ ბავშვებო..თქვნმა დადებითმა აურამ დიდი სტიმული მომცა!!!!!ბოდიშს გიხდით შეყოვნებისთვის,საპატიო მიზეზი მაქვს,დღეიდან სტაბილურად დავდებ თავებს..გკოცნით და ველოდები თქვენს აზრს კომენატრების სახით...
**********************
წვიმამ გადაიღო..
მარი გამოკეთდა..
ნანი ბებო ისევ ჩაით ხელში გვაღვიძებდა..
ყველაფერი ძველებურად..
გარდა იმ ერთისა..
არსად ჩანდა ნიკუშა,თითქოს გაუჩინარდა,მერე სკოლაც დაგვეწყო,ისევ ერთფეროვნება..სულ ველოდებოდი,მაგრამ აღარ ჩანდა.
ეთი ნახვით შემიყვარდა.....
******************
ერთი თვე ისე გავიდა,სულ არ მინახავს..
არსად შემხვედრია და მისი მსგავსიც არსად მინახავს.
8 აპრილი იყო,მაღაზია აფთიაქზე ბევრად ახლოს იყო,ის დღე გამახსენდა,ნიკუშა პირველად რომ ვნახე,გული მეტკინა..
მაღაზიაში შევედი და გამყიდველთან მივედი:
-კენტი გამიტარეთ.
სიგარეტი ჩანთაში ჩავდევი,გამოსვლას ვაპირებდი,უკნიდან ნაცნობი ჩახლეჩილი და ბოხი ხმა რომ მომესმა:
-ეს არაყი,2 პარლამენტი და 2 ვინსტონი,მწარე ორბიტი და ვსო.მეტი მგონი არაფერი.
ინსტიქტურად გავჩერდი.
ხმა ვიცანი,მის ხმას მილიონი კაციდან გავარჩევდი.
როცა ყველაფერი იყიდა და კარისკენ წამოვიდა,მე მაშინვე კარი გავაღე და გავჩერდი,ისე უბრალოდ,რომ მენახა.
ჩამიარა და ვნახე....
გული ამოვარდნას ლამობდა..
იმაზე ბვერად სიმპატიური მეჩვენა,ვიდრე პირველ დღეს იყო..
არაყი მანქანაში ჩადო და თვითონ სანამ ჩაჯდებოდა თვალი მომკრა,გაჩერდა და ჩემკენ წამოვიდა..
წვიმდაა...
არ გჯერათ?
მართლა წვიმდა..
ეს უბრალოდ ბედისწერა იყო..
-ვაააა,შენ წვიმა ძაან გიყვარს ხო?
-რავი.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-რავი და წვიმაში სულ გარეთ რატომ ხარ?
-ბევრჯერ მნახე?
-მეორეჯერ.
-მერე ეგ სულ არის?
-წამო,გაგიყვან.
-არა,გავალ ფეხით თან ისე არ წვიმს.
-მაინც გაგიყვან.
თავი ბოლომდე დავიფასე,თითქოს სულ არ მინდოდა მისი მანქანით მგზავრობა,სინმადვილე თქვენც კი იცით...
მანქანაში ჩავჯექით..
-მაღაზიაში რა გინდოდა,დაქალს ხო არ მოშივდა?
გამეცინა.
-არა,არა..
სიგარეტს მოუკიდა.
ისე მომინდა მეც.ამ ბიჭმა ყველაფერი იცოდა.
-გინდა?
გახსნილი კოლოფი ჩემკენ წამოიღო.
ერთი ღერი წყნარად ამოვიღე და მოვუკიდე.
-ეწევი?
-იშვიათად,შენ?
-მე კი.
მანქანა დაძრა,ვეწეოდით ორივე.
ყველაზე მეტად ის მანაღვლებდა რომ სახლი ახლოს იყო,მაგრამ ამის დრო არ იყო.
შესაფერისი მომენტი უნდა გამომეყენებინა,თავს ძალა დავატანე და ხმა ამოვიღე.
-ვაკელი ვარო მითხარი და არსად მინახიხარ.
-ხო,საქმეები მქონდა.
-შენ ძაან საქმიანი ხარ ხო?
გაეცინა.
-კი,ვარ.
-არ სწავლობ?
-კი ვსწავლობ.
არ მინდოდა თავი მომებეზრებინა და არაფერი აღარ ვკითხე.
ისევ გავიგე მისი ხმა,რომელიც ძალიან ბოხი იყო,მე კი ძალიან მსიამოვნებდა ამ ხმის გაგება.
-შენ?
-რა მე?
-სწავლობ?
-ვსწავლობ.
-რომელ კლასში ხარ?
-მეთერთმეტე.
-წვიმა გიყვარს?
-კი,შენ?
-მეც.
ისევ ჩემი კორპუსი.
ზუსტად იგივე,რაც ერთი თვის წინ.
-აი იქ...
-მახსოვს, ნინა.
თითქოს გული ხელით მეკავა.
მანქანა გაჩერდა.
კიდევ მინდოდა გველაპარაკნა.
გადასვლის წინ,გავხედე.
-ისევ საქმეზე მიდიხარ?
უარის ნიშნად თავი გააქნია,თან გამიცინა.
-სახლში მივდივარ.
გავუღიმე.
-კარგად,ნინა,იმედია კიდევ შევხვდებით.
-იმედია,ნიკუშა.
ისე ვლაპარაკობდით თითქოს კარგი ნაცნობები ვიყავით.
სადარბაზომდე ძლივს მივედი,არ ვიცი ამას რა ქვია,სიყვარული?
თუ ასეა,მართლა არსებობს ერთი ნახვით შეყვარება.
ყველაზე მეტად ის მტკენდა გულს, არ ვიცოდი კიდევ როდის ვნახავდი.
მარის დავურეკე 2 წუთში აქ გაჩნდითქო.
მთლად ორში ვერა,მაგრამ 10 წუთში ჩემთან გაჩნდა.
ჩაის ვსვამდით.
ყველაფერი ვუთხარი და მორჩა,იმ იმედით რომ ბედისწერა ისე შეგვახვედრებდა ველოდებოდი...
********************
დრო უსაშველოდ გაიწელა,2 დღე 2 საუკუნედ მეჩვენა.
ასე მანქანით ტარებაც არ მინდოდა..
რამე მნიშნევლოვანს,რამე განსაკუთრებულს ველოდებოდი და ვიცოდი მოხდებოდა..
13 მარტი..
დილას ისეთი მზე იყო,ძალიან ცხელოდა და მეც ერთი საროჩკით წავედი სკოლაში,ნამდვილად არ მეგონა რომ თავსხმა წვიმა დაიწყებოდა.
გაბრაზებული ვიჯექი კლასში, მალე გაკვეთილები დაგვიმთავრდებოდა და ასე სად წავსულიყავი.
ზარი დაირეკა,მე და მარი გარეთ გავედით..
კიდევ კარგი მარის ქოლგა მოჰქონდა.
სკოლის ჭიშკართან ვიდექი და ვის ვხედავ?
ნი კუ შა........
გულის ფეთქვა,პულსის ვარდნა, სახეზე ცხრა ფერის გადასვლა..
არასდროს არ ვყოფილვარ თამამი,მაგრამ ეს ბიჭი ყველაფერს მაკეთებინებდა.
ძმაკაცებთან ერთად იდგა,მივედი და გადავკოცნე.
მისმა ძმაკაცმა დაუსტვინა,ვერ ვიტანდი მსგავს სიქაჯეებს,მაგრამ არ მინდოდა იმ ბიჭისთვის მეჩხუბნა.
-ნინა სად მიდიხარ?
-სახლში.
-წამო რა.
-აუ არა არ მინდა, დაქალთან ერთად ვარ.
-ეგეც წამოვიდეს.
მარის თავით ვანიშნე წამოთქო,უარის ნიშნად თავი გააქნია,ნიკუშას ვუთხარი ერთი წამითთქო და მარისთან მივედი.
-მარი ჩქარა.
-გეხვეწები წავალ მარტო,თან სალაპარაკოდ უფრო დიდი დრო გექნებათ.
-აუ მარიიიი.
-მიდიიი და დამირეკე,ამოვალ შენთან.
მარის ვაკოცე და ნიკუშასთან მივედი,კარი თვითონ გამიღო, სიამოვნებისგან გამეცინა და გავწითლდი.
ისევ მისი უტაქტო ძმაკაცი
ისევ არაფერი მითქვამს.
ხმა გავიგე და მივხვდი რომ ამ ბიჭს უტაქტობისთვის კარგად მოხვდა.
მანქანაში ჩავჯექი და ისევ ვიგრძენი ის სუნი ასე რომ მაგიჟებდა..
ნიკუშაც ჩაჯდა.
ეს ბიჭი ჩემ თვალში უნაკლო იყო.
ყოველ წამს მიყვარდებოდა.............



№1  offline წევრი nineli

love უკეთესს ველოდი თუმცა არს ეს იყო ცუდი თავი,,, განაგრძეე <3

 


№2  offline წევრი marikooo

ძალიან მომწონს ეს ისტორია!!ძალიან...!ძალიან!!!რაღაც ძალიან განსხვავებულია,დანარჩენებისგან. გთხოვ გააგრძელე,მალე დადე რა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent