ადამიანებს ძალუძთ ტკივილის გადატანა სიყვარულის მეშვეობით (პირველი თავი)
გამარჯობა მე ახალბედა მწერალი ვარ მინდა ჩემი ისტორია გაგაცნოთ იმედია მოგეწონებათ ჩემი თხოვნა იქნება თქვენი აზრი გამოხატოთ კომენტარებში იმედია მოგეწონებათ 2013 წელი იწურებოდა, გოგონა უნივერსიტეტიდან გამოდიოდა და თან თავის არც თუ ისე ხანგრძლივ, თუმცა მაინც მტკივნეულ ცხოვრებაზე ჩაფიქრდა. როგორ უნდა ახლა მამის ნახვა, მისი ჩახუტება, თავისი დებიც ძალიან მოენატრა, მაგრამ რას იზამს, მხოლოდ მოგონებებით თუ ჩაიკლავს ამ მონატრებას. ჭკვიანი გოგოა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, სკოლის პრეზიდენტად იყო აღიარებული თავისი სიბეჯითის გამო. სკოლა წითელ დიპლომზე დაამთავრა, შემდეგ უნივერსიტეტში ჩაირიცხა ისტორიის ფაკულტეტზე და იქ გააგრძელა თავისი სიბეჯითე, თუმცა მხოლოდ თავისი დარჩენილი ოჯახის წევრების გასახარებლად, არანაირი სურვილი და ძალა არ შესწევდა სწავლისთვის გულის დასადებლად, თუმცა რას ვიზამთ მწუხარება მაინც ხომ უნდა შეემსუბუქებინა თავისი საყვარელი ოჯახისთვის, ალბათ გაინტერესებთ თუ რა დაემართა ასეთი სულ ამაზე რომ ფიქრობს, მოგახსენებთ, 2 წლის წინ მისი 2 ძმა მოკლეს, დედამ ვერ გადაიტანა შვილების სიკვდილი და 1 წლის წინ გადაჰყვა. თავი გააქნია და არასასურველი ფიქრებისგან თავი გაითავისუფლა მიუყვება გზას და თან უყურებს ფოთოლს, რომელიც სადაცაა მიწაზე დაეცემა, უცებ მივიდა დაიჭირა ეს ფოთოლი და შეინახა არც კი იცის რატომ გააკეთა ეს, უბრალოდ სურვილი გაუჩნდა... ასე სიარულში მიაღწია სახლამდეც . ის თავის ბიცოლასთან ცხოვრობს, თბილისში გადმოვიდა ორი თვის წინ, რათა სწავლა გაეგრძელებინა იმისდა მიუხედავად რომ უკვე 30 წლისაა, უნივერსიტეტში ლექციებს ატარებს ძალიან უყვარს თავისი სპეციალობა და ამიტომაც დარჩა აქ თორემ ალბათ უკვე თავის ოჯახში იქნებოდა, სადაც ყველა ელოდება და ყველას უყვარს. 3 და ყავს საქართველოში ერთი კიდე მოსკოვშია წასული... ბიცოლა დაუხვდა, გადაეხვია, როგორ უყვარს ეს თბილი ქალი, რომელიც ძალიან ზრუნავს თავის საყვარელ გოგოზე, რომელსაც შვილად მიიჩნევს, რადგან უკვე 15 წელია მას და მის ქმარს შვილი არ უჩნდებათ, ალბათ ეს არის იმის მიზეზიც რომ მათთან გადმოვიდა რათა დედა-შვილური გრძნობა გაეღვივებინა თავისი საყვარელი ნატო ბიცოლასთვის... -როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ ანამარია?_ჰკითხა ნატომ -ცოტა დავიღალე ნატო მაგრამ შენმა დანახვამ ძალიან გამახარა, სამსახურში რატომ არ ხარ? -დღეს ცოტა ადრე გამომიშვა ბატონმა ვახომ, მოდი დაჯექი საჭმელი მზადაა და ერთად მივირთვათ -ძალიან კარგი... ნიკა სახლში არ არის? -არა ნიკა დღეს ცოტა მოგვიანებით მოვა, დამირეკა და მითხრა არ დამელოდოთო -კარგი, მაშინ მოდი დავსხდეთ ბიცოლამ აღარაფერი უპასუხა, თბილად გაუღიმა როგორც იცის ხოლმე და დაიკავა თავისი ადგილი. გემრიელად მიირთვეს, მერე ანამარია შევიდა თავის პატარა, თუმცა ძალიან მყუდრო ოთახში, რომელიც ძალიან უყვარს აქ სულ კითხულობს ან კიდე მოსწავლეებისთვის ამზადებს ახალ ინფორმაციებს. ამჯერადაც კითხვა დაიწყო თავისი საყვარელი წიგნის „ჯეინეარის“ რომელიც ალბათ ათჯერ მაინც აქვს წაკითხული. როცა დაამთავრა კითხვა უკვე საღამოს 9 საათი იყო, ხვალ დილას ადრე უწევს ადგომა ამიტომაც გადაწყვიტა დაიძინოს. შხაპი მიიღო და დასაძინებლად დაწვა, ისეთი დაღლილი იყო უცებ დაეძინა. დილას ადრე გაიღვიძა, შვიდზე უკვე ფეხზეა ხოლმე, და ემზადება წასასვლელად. საუზმე მოამზადა ყველასთვის და ოთახში შევიდა გამოსაცვლელად. ცოლ-ქმარი ადრე არ დგება ამიტომ პიჟამით დადის ხოლმე, ატლასის ლამაზი ყვავილებიანი კაბა ჩაიცვა და მაღალყელიანი ფეხსაცმელები გარეთ უკვე ციოდა ნოემბრის დასაწყისი იყო. ოთახიდან როცა გავიდა უკვე ყველა ამდგარი იყო ამიტომ აღარ დააყოვნა და სამზარეულოში შევიდა -დილამშვიდობისა_ თქვა გოგონამ -დილამშვიდობისა_ უპასუხა ნიკამ, ისეთი თბილი კაცია ძალიან უყვარს. -ანამარია ისეთი კარგი გოგო ხარ რომ საუზმე მოამზადე, მე კიდე ვფიქრობდი როგორ მოვასწრებ გაკეთებას ძალიან მაგვიანდება, რომ დავაგვიანო ბატონი ვახო მეჩხუბება_სიყვარულით უთხრა ნატომ გოგონას და გაუღიმა -მზად ვარ სულ მოგემსახუროთ_უპასუხა გოგონამ სიცილით -აი ამიტომ მიყვარს ეს გოგო ნატო, რაც არ უნდა მოწყენილი იყოს სულ ოპტიმიზმს გამოხატავს_უთხრა გახალისებულმა ნიკამ ნატომ აღარაფერი უპასუხა სიცილით გაუყვა სამზარეულოს და სხვა ოთახში შევიდა, გოგონა წამოდგა ნიკას მოეხვია დაემშვიდობა მშვიდობიანი დღე უსურვა და შემოსასვლელისკენ გასწია გრძელი ქურთუკი ჩაიცვა ჩანთა აიღო და ნატოსკენ გასწია, მასაც დაემშვიდობა და გაუყვა გზას უნივერსიტეტისკენ... უნივერსიტეტში როცა შევიდა ყველა მას მიაჩერდა და მოკრძალებული სალამი უთხრეს, ძალიან ლამაზი გოგოა მაღალი, ტანწერწეტა, გრძელი წაფლისფერი თმითა და მწვანე თვალებით, საერთოდ არ ეტყობა რომ 30 წლისაა, პირიქით 20 წლის გოგოს ჰგავს, ამიტომაც არ განიცდის თაყვანისცემლების ნაკლებობას, მის აუდიტორიაშიც ძალიან ბევრ ბიჭს მოსწონს, თუმცა თვითონ არავის აქცევს ყურადღებას. ჯერ შეყვარებულიც არ ჰყოლია. ლექცია დაამთავრა, გამოსვლას აპირებდა როდესაც ვიღაცის შეხებამ შეაჩერა, ეს ვატო იყო მისი ერთ-ერთი მოსწავლეა, ვატო ძალიან სიმპატიურია თუმცა გოგონას ის მაინც არ აინტერესებს იგი მაღალი, შავგრემანი, კარგი აღნაგობის ბიჭია, ნებისმიერს მოხიბლავს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, გაბრაზებულმა თვალებში ჩახედა ბიჭს, ისეთი ლამაზი თვალები აქვს ადრე არასდროს შეუმჩნევია მოცისფრო-მომწვანო ფერის, რაღაცის თქმა აპირებდა, თუმცა ბიჭმა დაასწრო: -ბოდიში რომ შეგაკავეთ ანამარია, მაგრამ მინდა კაფეში დაგპატიჟოთ, იმედია უარს არ მეტყვით_ წამოიწყო მშვიდი საუბარი ბიჭმა გოგონა კი საერთოდ არ იყო მშვიდად, ჯერ როგორ გაბედა ბიჭმა მისი შეხება მერე კიდე როგორ ურცხვად პატიჟებს კაფეში -ბოდიშით მაგრამ მე ჩემს მოსწავლეებთან ერთად კაფეში არ დავდივარ_ მტკიცედ განაცხადა გოგონამ ბიჭმა ჩაიცინა-მაშინ ასე გეტყვით, მე ძალიან მინდა რომ კაფეში გამომყვეთ, თქვენთან საუბარი მინდა, უფრო კარგად მინდა გაგიცნოთ_ უპასუხა გოგონას ბრაზისგან აწითლებული ლოყების დანახვით გახალისებულმა - მეც ასევე მოგმართავთ, ახლავე დამანებეთ თავი და ხელი გამიშვით, თორემ ხვალინდელ წერაში დაბალ ნიშანს დაგიწერთ_ გოგონას უფრო აუხურდა ლოყები ბიჭმა ირონიულად გაუღიმა, გოგონას სახესთან უფრო ახლოს მიიტანა თავისი სახე და მტკიცედ ჩასჩურჩულა-ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს_შემდეგ კი ტერიტორიას გაეცალა გოგონა ერთ ადგილას გაშეშებული იდგა, ვერ ინძრეოდა მომხდარს აანალიზებდა, სანამ მისი კოლეგის ნინას ხმა არ გაიგო, რომელიც წასასვლელად უხმობდა, გოგონა უცებ გამოფხიზლდა და გაბადრული სახით წავიდა ნინასკენ, გადაკოცნა და გზას გაუყვნენ ერთად -რამე მოხდა, ანამარია?_ იკითხა ნინამ რომელიც გოგონას საუკეთესო მეგობარიც იყო -ამმ, არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი_მშვიდად უპასუხა აფორიაქებულმა ნინამ აღარაფერი უპასუხა ალბათ ფიქრობდა ისევ წარსულზე დაიწყო ფიქრიო და აღარ ჩაერია, თუმცა რა იცოდა გოგონას რა აწუხებდა, საიდან უნდა სცოდნოდა იმის მიუხედავად რომ ბავშვობიდან იცნობს მაინც ვერ მიხვდებოდა რადგან ანამარიას ბიჭებთან პრობლემა არასდროს ჰქონია, პირიქით ყველასთან მეგობრული იყო, თუმცა მაინც უკარება, არავის იკარებდა ახლოს გარდა მეგობრებისა... სახლში სანამ მივიდა მარკეტში შევიდა და რვეული იყიდა ალბათ ჩანაწერების გასაკეთებლად, შემდეგ სახლში ავიდა, არავინ იყო ამიტომ პირდაპირ ოთახში შევიდა, გუშინდელი ფოთოლი ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან და რვეულის პირველ გვერდზე ჩადო, მეორე გვერდზე კი დაიწყო ჩანაწერების გაკეთება, ჯერ თავისი მოკლე ბიოგრაფია ჩამოაყალიბა, შემდეგ კი თავისი დღის შესახებ დაიწყო წერა, როცა დაასრულა საღამო იყო,ძალიან შიოდა გავიდა ივახშმა და ისევ ოთახში ჩაიკეტა , წამოწვა და დაიწყო ფიქრი ვატოზე რომლის თვალები და ირონიული ღიმილი სულ წინ უდგას.. ფიქრებში ჩაეძინა კიდევაც, თუმცა ხმაურმა გამოიყვანა ძილის ბურანიდან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.