შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოეტი (II ნაწილი)


26-03-2015, 01:24
ავტორი Anna)))
ნანახია 1 856

ვინ იყო ის ?! ნია მიბრუნდა უნდოდა დაენახა თუმცა ბიჭი აღარსად სჩანდა .
2 დეკემბერი ,2005 წელი.
მთელი დღეების მანძილზე ნია ფიქრობდა მასზე და ვერ ხვდებოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ახალგაზრდა,ბოლოს იფიქრა,ალბათ,მეხუმრაო და ამით 'დაიმშვიდა ' თავი.
დილა 08:00
კარზე კაკუნია,ნია ცალთვალგახელილი დგება საწოლიდან, მიდის კართან იქ კი არავინაა , მხოლოდ სამი წითელი ვარდი და კონვერტი დევს , "ნი, არ დაგავიწყდეს შენს სახეს ყველაზე მეტად ღიმილი უხდება,მე ვაფრენ შენს ღიმილზე ,ნი, გაიღიმე გთხოვ , შენი პოეტი "
ნიას თავისდაუნებურად გაეღიმა,ტანში ჟრუამტელმა დაუარა ,ეს იყო ყველაზე კარგი გრძნობა რაც კი ოდესმე ჰქონია .ვინ იყო ის ბიჭი, საიდან იცოდა მისი სახელი,მისამართი, საიდან იცნობდა მას და როდის ჰქონდა მისი ღიმილი ნანახი,კითხვები კითხვებს სცვლიდნენ თუმცა ამაოდ ,პასუხი არსაიდან სჩანდა . ნიამ წერილი დაწერა : "მადლობ ყვავილებისა და გაღიმებისთვის,არ ვიცი ვინ ხარ , თუმცა ბედნიერებას გისურვებ" და დატოვა ეს ფურცელი სწორედ იმ ლამპიონის ქვეშ საიდანაც იმ დღეს ის ბიჭი 'გამოეცხადა' .."ჩემი პოეტი...ნიცა ...ჩემი პოეტი ... ნიცა.. ღმერთო,რა ჯანდაბა მჭირს ".
3 დეკემბერი 2005 წელი
დილა 08:00
სამი ვარდი და წერილი : "ვიცოდი რომ შემეხმიანებოდი ნი, უბედნიერესი ვარ . ნი დღეს ღამე 12 ზე პარკში დაგელოდები , დაგელოდები რომც დაგაგვიანდეს . შენი პოეტი"
ნია აღელდა , ტანში ჟრუანტელმა დაუარა,ძლივს შეიკავა თავი რომ არ წაქცეულიყო,წამებს ითვლიდა რომ ენახა ის ვისაც შორიდან ეტრფოდა,რომლისაც მხოლოდ სიულეტი ჰქონდა ნანახი და მეტი არაფერი იცოდა მასზე.
ღამე 23:55
თავჩაღუნული ლამპიონის ქვეშ იდგა პოეტი,ხელში რაღაც ეკავა. ნია მომღიმარი სახით,მუცელში პეპლებითა და აჩქარებული გულით ნელ-ნელა მიუახლოვდა მას. პოეტმა შეხედა გაუღიმა , ნიას მუხლები მოეკვეთა მისი თაფლისფერი თვალები იმდენად საოცრად გამოიყურებოდნენ რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა .სიჩუმე პოეტმა დაარღვია,
-ნი,ეს შენ . სამი ცალი სისხლისფერი ვარდი გაუწოდა და ისევ გაუღიმა .
-მმმადლობა . ნია დაიბნა სუნთქვას მოუხშირა . ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-ნი, მოდი აქ დავსხდეთ და ყველაფერს გიამბობ, ეს ჩემი მოსაცმელი გამომართვი ოღონდ. ქურთუკი გაიხადა ნიას მოაცვა და ახლოს ,ძალიან ახლოს მიუჯდა . ნი , მე შენ ბავშვობიდან მიყვარხარ.
-კი მაგრამ ვინ ხარ? საიდან მიცნობ,სადაურიხარ ? ნია აშკარად ტონს უმატებდა და აღელვება ეტყობოდა.
-ნი,გთხოვ,არ შემაწყვეტინო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent