შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კლინიკაში 5,6,


26-03-2015, 10:14
ავტორი chachi
ნანახია 1 656

გონს რომ მოვედი პალატაში პროფესორი შემოვიდა და დამტუქსა. არ უნდა გაგეხსნა მისთვის ხელები, შენზე უკეთ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ გიჟებსო. წამოვენთე:
-ანა გიჟი არაა, უბრალოდ ზზედმეტად ჭკვიანია და თქვენ მისი ამიტომ არ გესმით!
-ანა? აჰაა, გასაგებია, პაციენტს სახელით მოიხსენიებ, – ჩაეღიმა დამცინავად, -ზედმეტად ჭკვიანი არა? იმდენად ჭკვიანი რომ თავი მოიკლა და თიტქმის გაგიყოლა უკან არა?- ვერაფერი ვუპასუხე. გამუდმებით ვიმეორებდი ის გიჟი არაა-მეთქი. ბოლოს გაღიზიანდა და მომახალა, ძალიან კარგად ვიცი, რომ პაციენტს დანიშნულ მკურნალობას ზედმიწევნით არ უტარებდი, არც წამლებს ასმევდი… არც გაგვკვირვებია მისი ეს რეაქცია. შენი ბრალია ახალბედავ, შენზე კომპეტენტურ ხალხს რომ არ უჯერებ რა გგონია თავი?
გენიოსი?
იქნებ ჩამოყალიბებული ექიმი?
სასაცილოა!
საკვირველი ისაა, როგორ შეძლო ერთმა გიჟმა შენი დაყოლიება ხელების გახსნაზე, მაშინ როცა დამამშვიდებელი არ ჰქონდა მიღებული…
პროფესორი გაჩუმდა. კარისაკენ წავიდა, სანამ გაიხურავდა მომაძახა “გამოუცდელი ღლაპი ხარო”.
***
პალატს კარმა დაიჭრიალა. ოთახში ნაცნობმა სახემ შემოანათა, იმდენად ნაცნობმა რომ, თვალები გამიფართოვდა:
-მითხრეს, რომ მოკვდი…
-მოგატყუეს…
-რატომ გააკეთე ეს?- ვკითხე გულნატკენმა.
-ხომ გითხარი დობა უნდა შეგფიცო-მეთქი, სისხლი უნდა შერეულიყო ჩვენ ორის, ისე არ ხდება…
-უფრო მარტივად არ შეიძლებოდა?
-როგორ არა, უბრალოდ ასე სულ შენთან ვიქნები…
-ისედაც სულ იყავი…
-შენ რა, არ გესმის? შენ მედიუმი ხარ. თანაც ჩემზე ძლიერი, ბევრად ძლიერი. იმ სამყაროსთან დასაკავშირებლად “მონათესავე სული” გჭირდება. ამისთვის ზედგამოჭრილი ვარ. აი, ხომ დაგპირდი, გაიცანი ჩემი საქმროა. – მითხრა და ვიღაც კაცზე მიმანიშნა, იქვე კუთხეში რომ იდგა.
-გამარჯობა…-მომესალმა კაცი, მე კი თავზარი დამეცა, თურმე მართლა არსებობდა. ახლა კი ვირწმუნე, რომ არ ყოფილა გიჟი. ისევ შევცდი.
-შენ…-წავიბლუყუნე და ვეღარ დავასრულე.
-მე მისი საქმრო ვარ, მაგრამ მკვდარი. ჩემი მშობლები მდიდრები იყვნენ. ახლაც არიან, მე გამიტაცეს, გამოსასყიდს ითხოვდნენ. მიიღეს კიდეც, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს ჩემი მოშორება, სადღაც ტყეში დამაგდეს ნაცემი. ერთ-ერთმა ნიღაბი მოიხსნა და იარაღი დამიმიზნა. ჩემი “ძმაკაცი” ყოფილა. პატიება მთხოვა და გაისროლა. მიწაზე დავენარცხე, მაგრამ მაშინვე არ მოვმკვდარვარ. ანამ მიპოვა…
-ხბოს ვაძოვებდი და შორს წავსულვარ, ვერც შევამჩნიე ისე გავერთე, -საუბარში ჩაერთო გოგონა. მერე ხმაურს მივყევი. მონადირე მეგონა, მე კი მშიოდა.
-მაშინ 7-8 წლის იყო.
-გატყუებს, 10-ის ვიყავი.
-7-8-ისას უფრო ჰგავდი, -გაეცინა მამაკაცს.
-იმის მერე რა მოხდა, -ვიკითხე ოდნავ ჩაწყვეტილი ხმით და საბოლოოდ ჩამიწყდა.
-მერე ჭრილობაზე რაღაც ბალახი დამადო…
-მელისკუდა… სისხლდენას აჩერებს, – აღფრთოვანებული ჩაერთო გოგონა.
-სისხლდენა კი შემიჩერდა მაგრამ, ტყვია ჩემში იყო კვლავ. რამდენიმე დღე მივლიდა, მერე მოვკვდი. ისე დამიტირა, შემიყვარდა და სულ მასთან დავრჩი. ვეხმარებოდი ყველაფერში. ვასწავლიდი რაც ვიცოდი ყველაფერს. მედიუმი აღმოჩნდა, ჩვენს შორის კავშირი კი – უწყვეტი. მე მისი მცველი გავხდი. დამხმარეც. მასწავლებელიც. მეგობარიც. და ბოლოს საქმროც. მისი ნიჭის დახმარებით შემეძლო ნებისმიერი გარდაცვლილი სულის მოყვანა მასთან, თუკი ამის სურვილი ექნებოდა. და თუ მიბრძანებდა. ესაა “მონათესავე სულის” დანიშნულება. ახლა კი ორნი ვართ, შენს ბრძანებებს დავემორჩილებით, ანას ასე უნდა. შენს გარდა არავინ ჰყავს ახლობელი. უნდა რომ სიცოცხლე არა, მაგრამ სიკვდილი შენ მოგიძღვნას. შენთვის ტკივილის მოყენება არ უნდოდა, უბრალოდ იმისთვის რომ გერწმუნა ეს ყველაფერი შოკი იყო საჭირო.
-ასეა, -თავი დამიკრა ანამ, -ფეხსაცმელს ნუ ჩაიცვამ, ასე ენერგიას დაზოგავ, ბალახები ენერგიის ერთ-ერთი წყაროა. ხის მერქანიც. ზოგს მზეც მუხტავს. მთვარეც, მაგრამ ეს ინდივიდუალურია.
კიდევ აპირებდა რჩევა-დარიგებების მოცემას, მაგრამ აღარ დავაცადე და ისევ ნახევრად ჩაწყვეტილი ხმით ამოვილუღლუღე:
-იცი, ვინც უნდა მომიყვანო…
იცოდა და მომიყვანა კიდეც. მე მას მოვუბოდიშე და პატიება ვთხოვე, გამიცინა და შუბლზე მაკოცა. თურმე, დიდი ხანია მაპატია. არც ის წყენია, რომ ვერ გავბედე მისი გადარჩენა. პირიქით, გაუხარდა, რომ კარგად ვიყავი. ერთადერთი რაც სულს უწვავდა ჩემი მაშინდელი უნდობლობა იყო მისადმი.
ამანაც გაუარა…
სანამ წაიყვანდნენ კიდევ ერთხელ მაკოცა. ყურში ჩამჩურჩულა, სამწუხაროა რომ აქ ვერ დავრჩები, სამწუხაროა რომ მე არ ვარ ის შემაკავშირებელი რგოლი მთლიან ჯაჭვში რომელიც შენ და იმ სამყაროს გადაგაბამთ ერთმანეთზე. არ ვარ “მონათესავე სული”. მაგრამ კარგია რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს მიხმო, თუ ისურვებ… იმედია არ დამივიწყებო…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent