კლინიკაში 1,2,3,4-თავი
ამ გოგოს მეთვალყურედ დამნიშნეს. ხელების გახსნის დრო იყო. მივედი. -ხელები უნდა გაგიხსნა. -ჰო, ვიცი, ცოტახნით… არაფერი ვუპასუხე, “დაბმული ლეკვი ავუშვი” ის კი ისევ ძველებურად გაგორდა ბალახებში და ბავშვური ცელქობა დაიწყო, ჩვეულებისამებრ. დრო მალე გავიდა და ისევ “დავაბი”. ახლა, ასე დაბმული დააბიჯებდა ფეხშიშველი ბალახზე. მერე, ალბათ დაიღალა და ჩამოჯდა, ხეს მიეყრდნო ზურგით.მივუჯექი. ხმა არცერთს ამოგვიღია. მე ვეღარ მოვითმინე და გავარღვიე ბუნებასთან ჰარმონია. -წამლის მიღების დროა… -უნდა მიჩხვლიტო? -არა… -ახლა არა, მართალია, ჩხვლეტა ძილის წინ, -მომეჩვენა, რომ მრავალმნიშვნელოვნად იღიმოდა, თუმცა შეიძლება ვცდებოდი კიდეც. -თმას რატომ არ ივარცხნი?-შევცვალე რატომღაც სასაუბრო თემა. -მეხუმრები? შენ არ შემიკარი ხელები სულ ახლახან?- ისევ ის ღიმილი. -სანამ შეგიკრავდი? -ძალიან ცოტა დრო მაქვს ხოლმე. -გინდა მე დაგვარცხნო?- აღმომხდა ისე, რომ ვერ გავაკონტროლე რას ვამბობდი. სავარცხელი არ მაქვს…-ამოიოხრა გოგონამ. -ჩემსას გათხოვებ. -ვარდისფერს?-მკითხა მოულოდნელად. -ჰო…- ვუპასუხე გაოცებულმა და დავიწყე ფიქრი, როდის დაინახა ჩემი ვარდისფერი სავარცხელი, ის მე კლინიკაში ჩანთიდანაც კი არ ამომიღია, ან რაში უნდა დამჭირვებოდა, იქ ხომ ყოველთვის შეკრული მქონდა, თანაც პაციენტის თანდასწრებით რატომ დავიწყებდი თმის ვარცხნას? -არ მიყვარს ეგ ფერი, მწვანე მიყვარს, ისევე როგორც შენ!- აი, თურმე რატომ ეფერება ბალახს, ჩამეღიმა გულში, მაგრამ თითქოს თავში ურო ჩამცხესო, შინაგანი ღიმილი შინაგანშივე მიმეყინა. -შენ საიდან იცი?-ვკითხე გაუბედავად. -ჩათვალე, რომ ეს ქალური ინტუიციაა, სიმართლეს მაინც არ დაიჯერებ, ანა.. -ანა? რატომ მიწოდე ანა?-შევშფოთდი, ვგრძნობდი სისხლი მიდუღდებოდა, ყველა არტერიასა და ვენაში ვგრძნობდი სისხლის აქაფებულ ბუშტუკებს. -იმიტომ, რომ ანა გქვია, -გაჩუმდა და თითქოს გულში ამბობსო, ჩუმად დაამატა, – ისევე როგორც მე… ეს კი მართლაც შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, თურმე ჩემი სახელი ჰქვია, მე კი მას ვიცნობდი როგორც “პაციენტი 5713″, ისევე როგორც დანარჩენებს…მწვანე ფერიც ჰყვარებია… ნუთუ არის კიდევ რამე იდუმალი მასში, ისეთი რომ მე გადამებას უხილავი ძაფებით? ვფიქრობდი და უცებ ერთი უბრალო კითხვა ამომიტივტივდა გონებაში : -კიდევ რა იცი ჩემზე?-წარბის აწევით ვკითხე, და თავადვე შევამჩნიე რამხელა გაუცხოება ჟღერდა ამ ერთ კითხვაში, ცოტახნისწინანდელ მესა და ახლანდელს შორის რამხელა უფსკრული გაჩენილიყო. -ყველაფერი… რასაც მკითხავ გეტყვი. სავარცხელზე მკითხე!- თითქოს მინიშნება მომცაო. მართლაც, იყო რაღაც “ისეთი”, ამ სავარცხლის ისტორიაში, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს ისტორია კლინიკაში არავისთვის მომიყოლია… არასდროს… -ასეთი რა იცი ჩემს სავარცხელზე?- ძლივს ამოვუშვი საკმაოდ მისუსტებული ხმა. -ის, რაც შენც იცი!- ვიფიქრე სიტყვებით მეთამაშება, არაფერი არ იცის, ინტუიციით მოქმედებს-მეთქი. “ალბათ, უნდა ჭკუიდან შემშალოს, არ ავყვები!” უნიფორმაზე ფოთოლი დამეცა, მკერდზე დავიხედე და მივხვდი, სახელი მარჯვენა მხარეს მქონდა ამოქარგული წითლად. უცებ გამახსენდა, რომ წამალი ნახევარი საათის წინ უნდა მიმეცა, ვუთხარი გამომყოლოდა, თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა, დავეხმარე წამოდგომაში, “ბოჩოლასავით” მომწვებოდა თავჩაქინდრული. შენობაში შევედით. ხმა არ ამოუღია, სანამ წამალი არ გავუწოდე. მერე მკითხა: -ეს გიჟებისაა არა? -არა, ეს უბრალოდ, ფსიქიურად გაუწონასწორებლებისთვისაა, რომ კარგად გახდნენ. -იგივეა, ეს შენც იცი, ზურგს უკან ყველანი გიჟებს გვიწოდებთ, უარყავი თუ გინდა, მაგრამ შენ ხომ იცი რომ ასეა? ჩვენი სახელებიც კი არ იცით, ისე გვექცევით როგორც ფერმაში ძროხებს, მათსავით ვართ გადანომრილები, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, ფერმაში ცხოველებს ზოგჯერ მაინც არქმევენ სახელებს. ჩვენ – არა! -აი, ეს სიტყვები კი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ფსიქიურად გაუწონასწორებელი, თინეიჯერი გოგონას სიტყვები. გაოცებული ვუსმენდი და ცხოვრებაში პირველად, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა. არაფრის თქმა არ იყო საჭირო, თვითონ გააგრძელა. -სავარცხელს რაც შეეხება, -ოღონდ ეს არა-მეთქი გავიფიქრე მაგრამ დავაგვიანე, – ვარდისფერს ვერ იტან! უბრალოდ შენმა ერთადერთმა მეგობარმა გაჩუქა და გიყვარს, სრულიად მარტოსული ხარ, ნათესავებიც კი არ გყავს, იმ გოგონასთან ერთად ბავშვთა სახლში გაიზარდე, ის კი ცოტახნისწინ ხელში ჩაგაკვდა. ბოლო წამამდე გეჭირა მისი მაჯა და გრძნობდი, როგორ ნელდებოდა მისი ცემა და იმატებდა შენი, თითქოს შენ გადმოგცემდა, თვითონ კი კარგავდა, ისევე როგორც შენ უთმობდი მას ყოველივე საუკეთესოს მთელი ცხოვრება, თავიდან სათამაშოებს, შემდეგ – ტანსაცმელს, მამაკაცებსაც კი… მაგრამ სიცოცხლე ვერ დაუთმე, ნანობ? აზრი არ აქვს, რა გატირებს, შენი ბრალი არ იყო მისი სიკვდილი. იყო, მაგრამ ის არ გადანაშაულებდა. არასოდეს უარუყვიხარ, ახლაც კი, როდესაც მკვდარია… ბოლოს მისი მაჯის ცემა საბოლოოდ შეწყდა, შენი თვალით დაინახე როგორ ამოისუნთქა უკანასკნელად, შენც იცი, ეს არ ყოფილა უბრალო ამოსუნთქვა, თავადაც იცი რაც იყო. ისიც იცი რომ შეგიძლია დაინახო, ის რასაც ვხედავ მე, იცოდე ის რაც ვიცი მე… უბრალოდ ამის დაჯერება არ გინდა. ფიქრობ, გაგიჟდები, ჩემსავით… თუმცა, მე არ ვარ გიჟი… შენ ჩემზე ძლიერი ხარ, უბრალოდ მე უფრო მეტი რწმენა მაქვს საკუთარი თავის. უნდა დაიჯერო ეს ყოველივე, ჩემო კარგო, რწმენა უმნიშვნელოვანესია ჩვენნაირებისთვის, მედიუმებისთვის… თვალთ დამიბნელდა. გონება დავკარგე. გავითიშე.-პრინცესამ გაიღვიძა, – იხუმრა ექთანმა. მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი, რომ მოსასვენებელ ოთახში მტელი დივანი დამეპყრო და გადასხმას მიკეთებდნენ. -რა გითხრა ასეთი იმ გიჟმა?-მკითხა ჩემმა ტრენერმა, – დღესვე ჩამოგაშორებ მაგ პაციენტს.- მინდოდა მეყვირა, გიჟი არ არის მედიუმია-მეთქი, მაგრამ ვიცოდი ეს სიტყვები ასე მარტივად არ “შემრჩებოდა” ამიტომ რაღაც სისულელე წამოვროშე, – არა, ის სულელი არაფერ შუაშია, -შევეცადე დამცინავად გამეღიმა, – უბრალოდ მე, ორსულად ვარ… -აჰაა, გასაგებია, ეჭვის თვალით შემომხედა, -აბა ის რას გელაპარაკებოდა?! -მითხრა, მწვანე ფერი მიყვარს და იმიტომ ვეფერები ბალახსო. -კიდევ?-არ ისვენებდა სათვალიანი პროფესორი. -კიდევ მითხრა, თმა დამვარცხნე, მე სავარცხელი არ მაქვს, თანაც ხელები გამუდმებით შეკრული მაქვს, როცა მიხსნით, მაგის დრო არ მაქვს, ბუნებასთან ვამყარებ მაგ დროს კავშირსო. პროფესორი კინაღამ გადაბჟირდა. წამოდგა, ჯანმრთელობა მისურვა და კარისაკენ დაიძრა, თან გაიძახოდა “კავშირს ბუნებასთან, ბუნებასთან კავშირსო” მე პირადად სასაცილოს ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მაინც ვცდილობდი მეხარხარა, პროფესორის გულის მოსაგებად (თუკი საერთოდ ჰქონდა გული) და პაციენტის შენარჩუნების მიზნითაც, თავისთავად… *** ორი წლის წინ, მე და ცემმა მეგობარმა, აი, იმან სავარცხელი რომ მაჩუქა, ვიჩხუბეთ. მე ერთ კაცს ვხვდებოდი, თანაც ვიცოდი რომ ჩემი მეგობრის “ნასუფრალი” იყო. გამუდმებით მიშლიდა მასთან ყოველგვარ კავშირს. გავბოროტდი. ბოღმა ჩამექცა გულში. დავბრმავდი. ვფიქრობდი, შურს მე რომ ამირჩია-მეთქი. თუმცა აღმოჩნდა რომ სულაც არ შურდა, პირიქით ღელავდა, ჩემი დაცვა სურდა მუქთახორისაგან. იმ საღამოს “ჩემს სატრფოს” უნდა მოეკითხა სამსახურში და კინოში წავსულიყავით, იცოდა, რომ უფროსმა დამტოვა და კარგი “მსხვილი მაყუთიც” დამიტოვა, ბუღალტერი ავადაა და ხვალ ხელფასების დღეა, ვინ იცის როგორ სჭირდება ხალხს, შენ კი ყველაზე პატიოსანი ხარ ამ ოფისში, ამიტომ გთხოვ ხვალ ჩამოურიგო თანამშრომლებსო. ამ კომპლიმენტით გაამპარტავნებულმა ორივეს ვახარე. მეგობარი სატრფზე ადრე მომადგა, საქმე მაქვს წამოდიო, აშკარა შეშფოთება ეწერა სახეზე და მეც უსიტყვოდ ავედევნე. მანქანაში “ჩამტენა” და განუწყვეტლივ მიმეორებდა, რომ საკუთარი შეყვარებული გაძარცვას მიპირებდა. გავოგნდი. ავყვირდი. ისიც აყვირდა. გამლანძღა. არც მე დავაკელი. უცებ სწრაფად დაამუხრუჭა და მიყვირა, წამოდი უნდა გაჩვენო ვინ არის ეგ ბიჭი სინამდვილეშიო. ისევ გავცეცხლდი და მუშტები დავუშინე. ერთი ჩვეულებრივი ავარია…. მას შუშის ნამსხვრევი შეესო გულში და დაიზიანა. გადანერგვა იყო საჭირო. მინდოდა ამის გაკეტება, მაგრამ რაღაც ძალამ უკან დამხია. შევყოყმანდი. არ გავხდი მისი დონორი. იმ საღამოს ჩემს სამსახურს 3 ნიღბიანი დაესხა, ერთ ერთი ჩემი სატრფო იყო. სამივე დაიჭირეს (ალბათ, ჩემმა მეგობარმა კარგად გათვალა და წინასწარ შეატყობინა პოლიციას). ვხვდებოდი, რომ სიცოცხლემ აზრი დაკარგა. გადავწყვიტე, ძველებურად, ყველაფერი საუკეთესო ჩემი მეგობრისთვის დამეთმო… თუმცა… ჩემი გულიც, ჩემსავით უვარგისი აღმოჩნდა. ექიმმა თქვა, ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენის შანსი 50/50ზე იქნება, შენი კი – ნულს გაუტოლდება. იღბალს უნდა მივენდოთო.არ გირჩევ გარისკვას, თანაც ასე დაგვიანებით, სულ რამდენიმე სათი დარჩაო. რაღა უნდა მექნა? მხოლოდ ის შემეძლო რომ მისი ხელი მჭეროდა რამდენიმე საათით.მაჯის საბოლოო მიჩუმებამდე რამდენიმე წუთით, თვალი გაახილა, მისი ძველი ლურჯი თვალები გამქრალიყო სადღაც, სიღრმეც დაეკარგათ… ისეთივე ცარიელი იყო, როგორც იმ გოგოსი მედიკამენტებით გაჭყეპის შემდეგ. მერე ამოიოხრა და იისფერი ორთქლი ამოუშვა პირიდან. მაშინ სული მეგონა, მერე უარვყავი, ისევე როგორც ღმერთი. ღმერთი, რომელიც ყველაფერში დავადანაშაულე. (სხვა რა გამართლება შეიძლებოდა მომეძებნა საკუთარი თავისთვის?) ღმერთი, რომლის სახლისკენაც აღარც კი გამიხედავს, შესვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… ღამით, როდესაც დაძინებას ვცდილობდი (ჩემთვის ადვილადხელმისაწვდომი ფსიქოტროპული აბების დახმარებით), ხშირად ვნანობდი… სულ ერთი ფიქრი მიღრღნიდა ძვლებს… საწოლი. წამლები. ფიქრი: “მაინც, უნდა მეცადა”… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.