ჩემს მინდას მიგაჩვევ! (7 თავი)
მძიმე საგნის დარტყმა იგრძნო თავის არეში. შუბლი საშინლად გაუბუჟდა და საფეთლებმა ისე სწრაფად იწყეს ფეთქვა, ყურები დაუბუგდა. თვალებმილულულს, არაფრის დანახვა აღარ შეეძლო, თუმცა ცხვირში მოხვედრილი, დაბუგებული ჰაერი, ასეთ კვამლნარევ ზიზღს რომ იწვევდა მასში და ისედაც დახუჭულ თვალებს უწვავდა, იმისკენ მიგვითითებდა, რომ კარგ დღეში ნამდვილად არ იყო ჯიქური. კიდევ კარგი, ბოლომდე არ დაქვეითებია აზროვნებდა და სიკვდილს თავისივე ფეხით არ გაჰყვა, ახლა გონების დაკარგვა და თავის გაწირვა ერთი იქნებოდა. დახშულ სმენას მიწვდა სირენის ხმა და გმანით მიხვდა, შემთხვევის ადგილას პოლიციას და სასწრაფო დახმარებას რომ მოეყარა თავი. მანქანის კარი ვიღაცამ სწრაფად გამოგლიჯა და ტანში ჩაავლო ხელი. იმასაც ვეღარ გრძნობდა, თუ სად კიდებდნენ ხელს, მხოლოდ მქრქალად ახსოვს მის გონებას, როგორ ჩაანათეს თვალში რაღაც თვალისმომჭრელი საგანი და მალევე გაითიშა, თუმცა ბოლო წამებში მის სმენას მიწვდა სიტყვა „გადარჩება, მაგრამ უნდა იბრძოლოს“ და „შვებით“ ამოისუნთქა, ამას თუ შვებაღა ერქვა. მიხვდა, კიდევ რომ იცოცხლებდა, თუნდაც რამდენიმე დღე და რას არ გაიღებდა ეს საშინელება, მის და თამუნას ცხოვრებაში მწარე მაგალითად რომ დარჩენილიყო. მთელი ორგანიზმით ებრძოდა რაღაც მოზღვავებულ ძალას, რომელიც განძრევის საშუალებას არ აძლევდა. თითქოს მხარ-ბეჭზე მძიმე ლოდი დაადეს რომ გაეკავებინათო. გონებრივად ებრძოდა სასოწარკვეთას, ახლა ნამდვილად ვერ მიეცემოდა შიშს. თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცა მთელი არსებით ცდილობდა ეცოცხლა, არა მისთვის, არამედ სხვა ადამიანისთვის და მისი სახელი, კარგად მოგეხსენებათ თითოეულ თქვენგანს. მთელი ღამე ბორგავდა, ვერაფრით ვერ მოისვენა თამუნამ. ბოლოს ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. მთელი სხეულით ოფლში ცურავდა, ღამის ტანისამოსიც მთლიანად გასველებოდა. ზაფხულის გრილი სიო, ცივად, თუმცა მაინც სასიამოვნოდ მოელამუნა მის სხეულს და განაბულმა დახუჭა დამძიმებული თვალები. გული, შინაგანად ჭამდა, არ ასვენებდა. რაღაც უსიამოვნოდ ცემდა ფილტვებს შორის და გულ-მკერდის არეში არასასიამოვნო, გულისამრევ ტკივილს გზავნიდა. თითქოს გული ერეოდა, მაგრამ ვერ აღებინებდა. გონება მთლიანად ჩაეფუშა და მწივანა ხმა მოესმა ყურებში. ეს სიმპტომები აკლიმატიზაციას დააბრალა და ისევ საწოლში შეწვა. თუმცა, არასასიამოვნო შეგრძნებები ახლაც არ ანებებდა თავს. თვალები დახუჭა და ის-ის იყო ჩაეძინებოდა, ტელეფონის ზარმა გამაყრუებლად რომ დაიწყო წუილი. ზლაზვნით დახედა ნომერს და „ივე“ რომ ამოიკითხა გულმა ცხრა ნახტომი გააკეთა ჰაერში. ახლა კი მართლა აღარაფერი ესმოდა საკუთარი გულის ცემის გარდა, ბოლოს ეს შეგრძნებაც დაუქვეითდა, როდესაც უცხო კაცის სიტყვები გაიგონა -თქვენგან არის შემოსული ბოლო ზარი, ბატონ ივერ ჯიქურთან, ვინ ბრძანდებით მისი?!-მკაცრი ხმის ტემბრი მოესმა თუ არა თვალები მიელულა. გულმა მაშინვე უგრძნო ცუდი რომ ხდებოდა ბიჭის თავს რაღაც და მთელი ძალით დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. -ჩვენ.. ჩვენ მეგობრები ვართ,-თავის თავს არ პატიობდა იმ ფაქტს, მათ ურთიერთობას „მეგობრობა“ რომ უწოდა. თუმცა რა უნდა რქმეოდა მათ ამგვარ, ალოგიკურ, საშინლად ანტაგონისტურ ურთიერთობას სხვა „შეყვარებულებთან“ შედარებით?! „მეგობრობა“ ისევ სჯობდა სხვა რამის დასახელებას, ამისთვის რეტდასხმულს ნამდვილად არ სცხელოდა, გამალებით ცქვეტდა ყურებს, იქნებ რამე გაეგო სავარაუდოდ, პოლიციელლისაგან. -ბატონი ივერი ჯიქური საავადმყოფოშია, დაახლოებით, ათი წუთის წინ მის მანქანას, ტრაილერი დაეჯახა, გთხოვთ მოხვიდეთ ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. „მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა“ ეს სიტყვები ყურებში მონოტონურად ჩაესმოდა და ვერ იაზრებდა მათ მნიშვნელობას, წინადადების ყოველი ბგერა საშინელებას უქადდა და თითქოს, შეგნებულად არ უნდოდა ყოველივეს გააზრება. ფეხზე დენდარტყმულივით წამოხტა და გრილი სარაფანი გადაიცვა ტანზე, სახლის ჩუსტების ამარამ დატოვა იქაურობა და ტაქსს უკვე პადიეზდში დაურეკა. არ ნაღვლობდა იმას, რომ დედამისი,მამამისი და მისი ძმა სახლში იყვნენ და მისი წამოსვლის შესახებ არაფერი იცოდნენ, ახლა მისი გონება ჯიქურისკენ და მისი სიცოცხლისაკენ იყო მიპყრობილი. გიჟივით მიშტერებოდა ერთ წერტილს და ყოველ მოქმედებას, წამს იხსენებდა, რომელიც ივერთან გაეტარებინოს, თუნდაც არასასიამოვნოდ, თუმცა ეს უკანასკნელიც აღარ ახსენდებოდა. მისი ყურადღება ერთიანად მიიპყრო მის წინ გაჩერებულმა მანქანამ და ისიც, მოწყვეტით ჩაჯდა მერსედესის მარკის მანქანაში, თავზე TAXI რომ ეწერა ყვითელ პლასტმასზე. ყელში მოწოლილი ბურთი ახრჩობდა და ანადგურებდა, სუნთქვის საშუალებას არაფრის დიდებით არ აძლევდა ისედაც აღელვებულს. იმ წამს, ერთი ცრემლიც რომ არ გადმოვარდნოდა ალბათ მოკვდებოდა, თითოეულ ცრემლს ატანდა ერთ ღრმა ამოსუნთქვას, თითქოს ცრემლებით სუნთქავდა. გულიც, ძალიან მძიმედ უცემდა, რაც უფრო შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას. გულ-მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. ის 20 წუთი, რაც საავადმყოფომდე იარა საუკუნედ გაუხდა. თავქუდმოგლეჯილი შევარდა მიმღებში, ბლუკუნით აუხსნა სიტუაცია ექთანს, თვალზე მოწოლილმა ცრემლებმა უხეშად გააპო ღაწვი, სახეზე მთლიანად ახურდა, ერთ ადგილს ვერც აქ პოულობდა. _ბატონ ივერს ოპერაციას უკეთებენ..მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არის გადარჩენის შანსი..100%-დან 30%..-ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა ადგილზე ამღვრეული დატოვა კაკაბაძე. _როდის ვნახავ?! ეგ მაინც მითხარით..-აწუწუნდა ხმადაბლა. დერეფანში დაიწყო ხეტიალი. ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს, ცრემლებიც შეუჩერებლად სდიოდა. საიდან მოდიოდა ამდენი ცრემლი, ან სად მიდიოდა, აზზრზე არ იყო, უბრალოდ ხელში აკვდებოდა ადამიანი, რომლის გარეშეც, უკვე დარწმუნდა, რომ სიცოცხლე აღარ შეუძლია. სუნთქვა შეეკრა, როცა წარმოიდგინა, როგორი იქნება მისი ცხოვრება ჯიქურის და მისი ირონიული გამოხტომების გარეშე. ისევ ყელში მოებჯინა გულისცემა,ასე რომ აჩქარებოდა და სუნთქვას უნელებდა. ვერ გაძლებდა, უეჭველად მოკვდებოდა მის გარეშე. ნათესავებიც გარს შემოეკრიბნენ კაკაბაძეს. ზოგი ლალის(ივერის დედა) ამშვიდებდა, ზოგი ნათიას.. მხოლოდ თამუნა იჯდა მოკუნტული კუთხეში და ხმას არ იღებდა. _დედა... შენც რა დღეში ხარ შვილო!.. მოგიკვდეთ ჩემი თავი! ბოლომდე ეგონა, რომ ივერის დედა გამოლანძღავდა, შვილი შენ გამო მეღუპებაო ეტყოდა, მაგრამ ეს ქალი ათასმაგად შეუყვარდა, ასე რომ გაუგო. ზოგი სხვაზე არ იფიქრებდა. მით უმეტეს, კაკაბაძე, თითქმის არაფერში იყო დამნაშავე. _დაწყნარდით ლალი დეიდა, მე კარგად ვარ..-ამოიკრუტუნა ხმაჩამწყდარმა, ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს. _არ ხარ შვილო კარგად.. შენც ჩემსავით გეშინია.. არა, შენ სხვანაირად გეშინია ივერის დაკარგვის.. სულ სხვანაირად. _როგორ იწელება დრო... დააკვესა ერთ-ერთმა. _ძლიერია... ჩემი ძმა ძლიერია და აუცილებლად გადარჩება!-მონოტონურად ჩურჩულებდა ნათიაც. * * * თვალში ცრემლიც აღარ დარჩენოდა. ამდენი ტკივილისგან და უჰაერობისგან, ტირილიც აღარ შეუძლია. ცუდად გახდა, ძალიან ცუდად. გული ყელში მოებჯინა შეწუხებულს. ვერ წარმოიდგენდა ეს მის თავს ოდესმე თუ მოხდებოდა. მსგავსი მოვლენები მხოლოდ ფილმებში თუ ხდება.. ექიმი გამოვიდა თუ არა საოპერაციოდან, ოფლის წმენდით, რომელიც შუბლზე დასხმოდა, ოჯახის წევრებისაკენ გაემართა. -ყოჩაღი ბიჭი გყოლიათ. ასეთ დაშავებას თუ გადაურჩებოდა რას წარმოვიდგენდით. თუმცაღა მთლად ვერ დაგაიმედებთ, შესაძლოა წელს ქვემოდ მოწყდეს, ზურგის ტვინი პარალიზებულია, ფეხზე გავლის შანსი 1000-ში ერთია. მოწყენით ჩაილაპარაკა ექიმმა და ოფლის წვეთები კიდევ ერთხელ შეიწმინდა. მართლაც, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი, ვერანაირად ვერ იჯერებდა, რომ ივერის ფეხზე გავლა აღარ შეეძლო. -მონახულება, მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია, ისიც თითოს ათ-ათი წუთი. -მე შევალ შვილო..-ცრემლები მოიწმინდა ქალმა თვალიდან და ჩამწყდარი ხმით, ძლივსღა ამოიკვნესა. საუკუნედ მოეჩვენა ეს ათი წუთი. კიდევ დაუჯერებელი იყო მისთვის მომხდარი. კიდევ ვერ აანალიზებდა რომ ჯიქური გადარჩა, თუმცა წელს ქვემოთ მოწყვეტილი. ნერვიულად აბაკუნებდა ფეხებს ერთ ადგილას და განძრევას ვერ ბედავდა. თითქოს, წებოვანი ზონარი შემოახვიესო მთელს ტანზე და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. თვითონაც, გატოკებოს თავიც აღარ ქონდა გაშტერებულს. მანანა და ზურაბიც მოსულიყვნენ უკვე.. შვილის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდნენ, არც ერთს იკარებდა გვერდით თამუნა. მისი ერთადერთი სადარდებელი და საფიქრალი, ახლა სწორედ ჯიქური და მისი გამოჯანმრთელება იყო. -შედი შვილო შენც თამუნა,-ცრემლები მოიწმინდა ქალმა და მაშინვე თამუნას მიაშტერდა, როცა პალატიდან გამოვიდა. უნდოდა ეთქვა რამე, თუმცა უბრალოდ ფეხზე წამოდგა და პალატაში შევიდა. ნამდვილად ცუდად შეიქნა, ჯიქურის თვალებში ბრაზი და ზიზღი რომ ამოიკითხა. გაიფიქრა, განა მე დავაშავე რამე, ასე რომ მიყურებსო,უ თუმცა პასუხი ვერ იპოვა. -კმაყოფილი ხარ?-გაიჟღერა ისეთივე ხმამ როგორიც ადრე იყო, უბრალოდ, ოდნავი გაბრაზება შერეულიყო მასში,ზიზღთან ერთად. -ამით კმაყოფილი რატომ უნდა ვიყო?!-ამოიწუწუნა ხმადაბლა თამუნამ. თვალზე მთლიანად ცრემლი გადაკვროდა და წესიერად ვერ ახერხებდა ხედვას, მერე თვალები დახუჭა და მარგალიტისოდენა ცრემლები გადმოყარა თვალებიდან. -ახლა, ვეღარც ვნებების კონტროლი მომიწევს და შენც აღარ შეწუხდები! -საიდან მოიტანე რომ ვწუხდები?! -შენი ყოველი ქცევა მაგას ამტკიცებს კაკაბაძე! ახლა წელს ქვემოდ მოწყვეტილი ვარ.არავის არაფერში ვარგივარ! წადი! გაეთრიე! თვალით აღარ დამენახო! შენ აღარავინ ხარ!! ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ერთ ადგილას გამშრალ თამუნას კარისკენ მიუთითებდა. -შენთვის ისედაც არავინ ვარ!! ჩემი ბინა რომ დატოვე, დავიფიცე,რომ დაგივიიწყებდი! მერე ვიგრძენი შენი დაკარგვის შიში და მიხვდი, რომ ძალიან მიყვარხარ და შენს გარეშე ცხოვრებას უბრალოდ ვერ შევძლებ!! შენ,აახლაც გგონია, მე იმაზე გავბრაზდი, თაზო რომ მოისყიდე!!არა.. ეგ ჩემთვისაც კარგი იყო!! მაგრამ შენმა.სიტყვებმა "ვნებას ვერ ვთოკავ" გული მომიკლა.. საშინელება სწორედ ის არის, ჩემდამი ვნება რომ გაკავშირებს მხოლოდ და მხოლოდ!! თორემ შენც რომ გიყვარდე, შენს მდგომარეობას ფეხებზე დავიკიდებდი, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც არ მაინტერესებს პარალიზებული ხარ თუ არა!! ამ შემთხვევაში, მე თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას შენთან გავჩერდე და გვერდით დაგიდგე!! იცი რატომ?? შენ უკვე გამაგდე!-საკმაოდ მშვიდად ყვებოდა კაკაბაძე ყველაფერს, თან ტიროდა. ხმა უთრთოდა. ჯიქურიც მთელი ძალით აჭერდა ყბებს ერთმანეთს, რომ არ ეღრიალა ბოლო ხმაზე, თუ როგორ მოენატრა და როგორ უნდა ჩაეხუტოს. "ჩემთვის,ხეიბრისთვის ვერ გავიმეტებ" გაიფიქრა გონებაში და გულში მტკივნეულად გაპწკინა, როცა წარმოიდგინა მის გარეშე რაოდენ მტანჯველი იქნებოდა ცხოვრების თითოეული წამი. -ბოლოჯერ ვამბობ, წადი!! თავიდან მომწყდი!! გაეთრიე!! ეს იყო მათი დიალოგი.აღრიალებული გამოვარდა პალატიდან თამუნა და მთელი ძალით გაიქცა სადღაც, ორონდ სად არ იცოდა. არავის ძახილისთვის არ მიუქცევია ყურადღება,, უბრალოდ მირბოდა. სული ბოლი ხმაზე უწიოდა. ახლა განიცადა ნამდვილი ტკივილი.მგლის ნაკბილარებივით ესობოდა დაბეჩავებულ გულზე თითოეული სიტყვაპპ, რომელიც ივერმა უთხრა. გონებას, ამის გააზრება შეგნებულად არ უნდოდა, რადგან იცოდა, უფრო საშინელ დღეში ჩაიგდებდა თავს. როცა სოცოცხლის ბოლო წამამდე მზად იყო, მისთვის ცხოვრება მიეცა, მასთან ყოფილიყო, თვითონ მიატოვა, თვითონ კრა ხელი ჯიქურმა. სული ბოლო ხმაზე წიოდა. ადგილს ვერ პოულობდა სხეულში, ტანი ეკლაკნებოდა ჭიაყელასავით, რომელსაც ფეხს დააბიჯებ და ფართხალს იწყებს. იმდენად უდრტვინველი იყო ივერის ტონი რომ მიხვდა, აქ დამთავრდა ჩუმად დაწყებული სიყვარული. მთელი გზა დარბოდა, თვალებიდან წამოსული ცრემლი მოშიშვლებულ ლავიწებს მოწყვეტით ეხეთქებოდა. გადაწყვეტილება მიიღო. აქედან მიდის, თანაც სამუდამოდ. ამ წყეულ ქალაქში, ასე რომ უყვარდა ერთ დროს აღარაფერი დარჩენია. ტკივილის მეტს არაფერს ახსენებს აქაურობა. განა თბილისს აბრალებს რამეს?! ყველაფერში თავადაა დამნაშავე, ჯიქურთან ერთად, უბრალოდ აღარ უნდა კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის რამაც უდიდესი ტრამვა და ტკივილი მიაყენა. *** -რა უთხარი იმ დღეს ისეთი თამუნას, რომ გაუჩინარდა მის მერე?-ჩაეძია გიორგი შვილს, ფეხბურთის მატჩის ყურების დროს. -რას ნიშნავს გაუჩინარდა?!-მთლიანად გამოიფიტა ჯიქურის სახე. ვეღარანაირი ემოცია ვეღარ ამოიკითხებოდა მის სახეზე. ძარღვები დაბერვოდა კისერზე და შუბლზე.. სახეზე გაბრაზება ნაკლებად ამჩნდა. -სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. გუშინ ზურაბმა მითხრა მეთორმეტე კლასს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში დახურავსო. -მაგარი ხარ ძმაო! ძალიან მაგარი! ასე ერთი ხელის მოსმით მოიშორე თამუნა თავიდან, ყოჩაღ! ან ერთი როგორ გაძლებთ, ან მეორე ძალიან მაინტერესებს!-გაბრაზებულმა და ირონიაშერეულმა გადახედა ძმას, ჩუმად რომ იჯდა ერთ ადგილზე და ხმას არ იღებდა. -ჩემნაირი ხეიბარი ცხოვრებაში არ გამოადგება! -შე დებილო!-წამოენთო ნათია,,-ექიმმა მეორე დღესვე გითხრა, გავლის შანსებმა მოიმატა, ზურგის ტვინი ნელ-ნელა რეაქტიული ხდებაო!!! შენ კიდევ.. ბოლო დონის ლაჩარივით მოიქეცი!! -რა სიტყვებია ნათია? -რა მამა, ტყუილს ვამბობ? ჩემი ძმისნაირი შეუგნებლები უშვებენ იმნაირ შეცდომებს, ამან რომ დაუშვა თამუნასთან!! -აუ გოგო შემეშვი, ვახ!!-წამოიყვირა გააფთრებულმა და ეტლი თავისი ოთახისკენ გააგორიალა. *** მთელი დარჩენილი ზაფხული ბებიამისს ეხმარებოდა სოფლის საქმეებში. მანანა და ზურაბიც ხშირად სტუმრობდნენ გეგასთან ერთად თბილისიდან. ჩვეულებრივ სოფლის ცხოვრებას ეწეოდა და ჯიუტად აწვებოდა ცხოვრებას რქებით, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს, არა და გულზე შრამივით ადევს ორი კვირის წინანდელი ამბავი.. რომელსაც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში, მოშუშება კი არაა, შეხორცება არ უწერია. განა ივერი უკეთეს დღეში იყო?? რამდენჯერ აკრიბა გოგონას ნომერი, ახლადნაყიდი კარტიდან, მაგრამ ვერ გაბედა დარეკვა, მისი სიტყვები რომ გაახსენდა, გული აეწვა. ვერ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ასე რამე მოუნდებოდა, როგორც ახლა თამუნას ხმის გაგონება. სუნთქვა ეკვრებოდა და ლაპარაკის უნარიც საბოლოოდ დაეკარგა მაშინ, დედამისმა რომ უთხრა, მგონი თამუნა აღარ დაბრუნდება სოფლიდან, სწავლასაც აღარ გააგრძელებსო. იმ დღეს მის დას ოთახში შეუვარდა და აიძულა თამუნასთვის დაერეკა და დიქტოფონით დალაპარაკებოდა. გულისცემა ყურებში მოებჯინა, ყბები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს, გოგონას ჩახლეჩილი ხმა რომ გაიგონა. თვალები რომ არ დაეხუჭა იმ წამს, შეიძლება კონტროლი დაეკარგა საკუთარ თავზე. -როგორ ხარ თამუ?-თბიილი ხმით მოიკითხა ნათიამ მეგობარი. -შენ როგორ ხარ?!-კითხვას თავი აარიდა გოგონამ. "ასე მაშინ იქცევა, როცა ტყუილს ვერ ამბობს"-გაიფიქრა ჯიქურმა და კიდევ უფრო ეტკინა თავისი სიტყვები რომელიც გოგონას უთხრა. -არამიშავს. გავიგე, მანდ აპირებ დარჩენას.. სამუდამოდ,-მოწყენილმა ჩაილაპარაკა ნათიამ. -აღარ მინდა მაქეთ გამოხედვა. ყოველი კუნჭული დიდ ტკივილს მახსენებს და მაყენებს,- იმდენად გულწრფელი და ტკივილიანი იყო მისი სიტყვები, ჯიქურს აღარ შეეძლო კიდევ მოესმინა გოგონას ასეთი ხმა. ამიტომ ოთახი დატოვა. ნათიამ დანანების ნიშნად, ერთხელ გადააქნია თავი და თამუნასთან განაგრძო საუბარი. შეპარული ტონით ცდილობდა ივერზე დალაპარაკებას, თუმცა გოგონა კატეგორიული ტონით, სხვა თემაზე იწყებდა საუბარს. * * * სამი თვე ისე გავიდა, არც ერთი ზარი, არც ერთი მესიჯი, არც ერთი მოკითხვა არ განუხორციელებიათ ერთმანეთისათვის ივერისა და თამუნას. ბიჭი ნელ-ნელა გაუმჯობესების გზას ადგა. ჯერ თითებს ამოძრავებდა, შემდეგ სახსრებიც აამოძრავა. სიცარიელეშეპარული ტკივილი ნელ-ნელა უყუჩდებოდა თითქოს. მთელი ძალით საკუთარ თავზე იყო გადართული, ახლა რაც არ უნდა მომხდარიყო, უნდა გაევლო ფეხზე და ყველაფერი გამოესწორებინა. ის გულისტკივილი დაევიწყებინა გოგონასთვის, რაც სრულიად შემთხვევით მიაყენა.. არა, შემთხვევითი არ ყოფილა... რა თქმა უნდა, იცოდა რას აკეთებდა, უბრალოდ მაშინ ვერ იაზრებდა, იმას, რომ ეს ყველაფერი ორივეს დიდ ზიანს მოუტანდა. არ ელოდა, ასე მალე გამოჯანმრთელებას. ყოველ დღე ყოყმანობდა, ჩასულიყო თუ არა სოფელში და ეთქვა ყველაფერი,, მოებოდიშა მისთვის.. ყოველი ტკივილი მოეშუშებინა, რაც თავისი ხელით, სიტყვებით მიაყენა. მაგრამ ნამუსი არ უშვებდა. არ აძლევდა საშუალებას, მისი სიტყვების შემდეგ, კიდევ ჩაეხედა თვალებში მისთვის. მისი დის სიტყვები ბოლო წვეთი იყო. _იცი? გუშინ თამუნას ველაპარაკე და სოფელში ვიღაც, მარინეს მისი შვილიშვილი გაუცნია.. ასე ამბობს კარგი ბიჭია ვახოო,, სულ რაღაც-რაღაცეებს მჩუქნისო.. რაღაც გრძნობები გამიჩნდაო..-ეშმაკურად ბლუყუნებდა გოგონა და ძმას ცალი თვალით უყურებდა. _შენ გოგო სულ გააფრინე?!-დაუყვირა მოთმინებადაკარგულმა. _ჩემთან რა გინდა? შენი გულის სწორი თხოვდება სადაცაა..-გადაიხითხითა ნათიამ და თავის ოთახში შევიდა. ეს უკვე ზედმეტი იყო. ამდენს თვით ჯიქურისნაირმა, რკინის ნერვიანმაც კი ვერ გაუძლო. მანქანაში მოწყვეტით ჩაჯდა. გზაში იგინებოდა, იკურთხებოდა.. თავს აქეთ-იქით ნერვიულად აქნევდა.. ყველა ძარღვი დაბერვოდა სხეულზე.. ამდენს ვერ გაუძლებდა.. ფაქტიურად ხელიდან აცლიდნენ მის გოგოს! ზუსტად, მისი გოგოა თამუნა! _რას ქვია ტოო?? რას ქვია უყვარს!! გავწიწკნი თმებისგან!! არ შევარჩენ მაგას ჩემს ნერვებზე მოშლას!! იმ ახვარს კიდე ჩემი ხელით მივახრჩობ.. რას ქვია ტოო? რას ქვია უყვარს! ვინ მიცა მაგის უფლება? * * * სახლიდან გამწარებული ძმა რომ გავარდა, ეს ყველაფერი ზალიან კარგად დაინახა ნათიამ. შოკოლადები კალთაში ჩაიდო დაჩუმად აბურდღუნდა -მე თუ არ ჩავერიე ამათ საქმეში ეს ბლუები ვერაფერს აკეთებენ.. არა ეს ვახო საიდან მომაფიქრდა? ან მარინე?! ----------------- პარასკევს დაპირებული თავი დღეს დავდე! ვოტ.. აბა შემიფასეთ 2,048 სიტყვა ხუმრობა კი არ არის! ხო და კიდევ, ამათ მალე შევაქცუნებ „წითელ ოთახში“ :დდ პ.ს ასე მგონია აღარ კითხულობთ და არ მაიძულოთ მეორედ შევწყვიტო! მე სტიმულს მანიჭებს თქვენი კომენტარები თქვენ კი არაფერს იმეტებთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.