ადამიანებს ძალუძთ ტკივილის გადატანა სიყვარულის მეშვეობით (მეორე თავი)
ძილის ბურანიდან ხმაურის ხმამ გამოიყვანა. ძლივს წამოიზლაზნა საწოლიდან და მისაღებში გავიდა სადაც ნატო და ნიკა რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ, გვერდით კი 2 კაცი ედგათ ერთი უფრო ახალგაზრდა მეორე კი უფრო ასაკიანი სახეზე არ შეუხედია, უცებ ნატოს ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან -ანამარია რა კარგია რომ სახლში ხარ, მინდა გაგაცნო ჩვენი ოჯახის ძალიან კარგი და ახლო მეგობარი ბატონი რეზი და მისი შვილი გოგონამ არაფერი უპასუხა უბრალოდ გაიღიმა. მისი სახელის გაგებისას ორივე მამა-შვილმა გამოიხედა, ბატონი რეზი ძალიან კარგი აღნაგობის კაცი ჩანდა, ისეთი სიმპატიური იყო ვერ წარმოედგინა მისი შვილი რა იქნებოდა, ამ ფიქრებში იყო როდესაც კაცმა ხელი გამოუწოდა და თბილად გაუღიმა, გოგონამაც იგივე ჟესტი გამოიყენა და ხელი ჩამოართვა -ძალიან სასიამოვნოა, ნატო ხშირად მიყვებოდა შენზე, ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი-უთხრა კაცმა -ჩემთვისაც სასიამოვნოა_ღიმილით უპასუხა ანამარიამ -ეს კი ვატო არის, ბატონი რეზოს შვილი_უცებ საუბარი წამოიწყო ნატომ ბიჭი შემოტრიალდა და გოგონას პირდაპირ თვალებში ჩახედა, არა ოღონდაც ეს არა, ფიქრობდა თავისთვის და წამწამებს ჩქარ-ჩქარა ახამხამებდა, ხომ არ მეჩვენებაო -რა სასიამოვნო შეხვედრაა ანამარია_უთხრა ბიჭმა ირონიულად _გოგონამ აღარ იცოდა რა ექნა, სიტყვებსაც ვერ უყრიდა თავს -თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?_უცებ იკითხა ნატომ -დიახ, ანამარია ჩემი ლექტორია უნივერსიტეტში_სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა -მართლა ანამარია?_კითხვა დაუსვა ნატომ აფორიაქებულ და აკანკალებულ გოგონას -ხ..ო.. დიახ_ძლივს ამოილუღლუღა -მერე მაგას რა ჯობია, უფრო კარგად გაიცნობთ ერთმანეთს_ჩაილაპარაკა სიახლით გახარებულმა ნიკამ გოგონა კი საერთოდ არ იყო გახარებული, პირიქით გული ძალიან ჩქარა უცემდა, არ იცის რატომ აფორიაქებს ასე ამ ბიჭის ნახვა თუმცა ფაქტია რომ არც ბიჭია გულგრილი, თვითონაც ძალიან გაკვირვებული თუმცა ნასიამოვნები იყო ამ შეხვედრით, გოგონა მის შემდეგ აინტერესებს რაც მის ლექტორად დაიწყო მუშაობა, რამოდენიმეჯერ ცადა გამოლაპარაკება, თუმცა ამ მომენატამდე ვერ მივიდა, თუმცა არც პირველი საუბარი გამოდგა სასიამოვნო სამაგიეროდ ის დღე ორივეს კარგად ემახსოვრება საღამო გოგონასთვის არასასიამოვნოდ გაგრძელდა, ვატოს შემოხედვებს გოგონა უხერხულ მდგომარეობაში შეჰყავდა და ხან რა ეშლებოდა ხან რა, ამაზე კი ბიჭი ისევ ირონიულად ჩაიცინებდა ხოლმე. სუფრაზე მჯდომებმა რამოდენიმეჯერ ცადეს ლაპარაკში ჩაერთოთ გუგა და ანამარია, თუმცა ორივენი ჩუმად იჯდნენ და დიდების საუბარს უსმენდნენ , მხოლოდ თვალს თუ გამოაპარებდნენ ერთმანეთისაკენ. საღამო დასასრულს მიუახლოვდა, სტუმრები წასასვლელად წამოდგნენ ნატომ კი მათი გაცილება გადაწყვიტა, გოგონა აგარ დალოდებია დაემშვიდობა სტუმრებს და ოთახისაკენ მოკურცხლა, ძლივს ამოისუნთქა, ვერ ხვდება რა არმოეწონა გოგონაში ბიჭს ასე რომ გადაეკიდა ან შეიძლება პირიქით მოეწონა კიდევაც,თუმცა გოგონა მაინც ვერ ხვდება რა არის ამის მიზეზი და რატომ უყურებდა ასე ირონიულად, ვერ ივიწყებს მის თვალებს და გამოხედვას, თითქმის მთელი საღამოს განმავლობაში თვალს არ აცილებდა გოგონას და რაღაც მომენტებში აწითლებდა კიდევაც. ამდენი ფიქრისგან გადაიღალა, ახლა მხოლოდ შხაპის მიღება და დაძინება უნდა. აბაზანაში ერთი საათი ბანაობდა, თან უამრავ რაღაცაზე ფიქრობდა, თავის წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე, ვატოზეც გაიფიქრებდა ხოლმე, თუმცა მასზე ფიქრისგან თავს იკავებდა, ალბათ უბრალოდ სიამაყის გრძნობა იღვიძებდა მასში, თუმცა ალბათ უფრო თავმოყვარეობა არ აძლევდა ფიქრს ამ ბიჭზე. დრო უცებ გავიდა, ვერც კი შეამჩნია ისე, გამოვიდა საააბაზანადონ და ჩაცმას აპირებდა როდესაც მის აივანზე რაღაც ჩხარუნის ხმა გაიგონა, თავიდან შეეშინდა, ნიკას ხომ არ დავუძახოო,თუმცა გადაიფიქრა ხალათი გადაიცვა და დაიძრა აივნისკენ,თან ხელთ სავარცხელი აიღო, თითქოს რამეს უშველიდა, რას გაუგებ ამ გოგოს. მივიდა აივანთან და რას ხედავს, ისევ მის ირონიულ ღიმილს რომელიც არადაარ შორდება მის ფიქრებს, ბიჭი შემოვიდა და გოგონასკენ დაიძრა, გოგონამ აღარ იცოდა რა ექნა და ერთ ადგილას იყო გაქვავებული, ქანდაკებასავით, ბიჭი მიუახლოვდა -დღეს ვერ მოვასწარით გაცნობა, ანამარია_ოხ როგორ ნერვებს უშლის მისი ეს ირონიული ღიმილი,თან როგორ ურცხვად უვარდება გოგონას ოთახში, იქნებადა რას აკეთებს, რას გაუგებ ამ ბიჭებს (ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი) _გოგონა გაბრაზდა და ალბათ სახეზეც დაეტყო რადგან ბიჭმა ისევ ირონიულად ჩაიცინა- რა უფლებით შემოდიხარ ჩემს ოთახში? თან ამ დროს? ვინ მოგცა უფლება შეუვარდე ვინმეს ოთახში ასე დაუკითხავად?_ცოფებს ყრიდა გოგონა -მორჩი?_სიმშვიდეს არ კარგავდა ბიჭი -ვატო ხარ თუ ვიღაცა ჩქარა გაეთრიე ჩემი ოთახიდან, თორე..._აგარ გააგრძელებინა ბიჭმა -თორე რა?_ისევ ირონიულად გაიღიმა ბიჭმა -თორე ნიკას დავუძახებ_სხარტად უპასუხა გოგონამ -აბა სცადე_მშვიდად უპასუხა ბიჭმა გოგონა კარებისკენ დაიძრა, უკვე კარებს აღებდა როდესაც ბიჭმა მკლავში ხელი მოჰკიდა და შემოატრიალა, კარები კი საიმედოდ გადაკეტა -რა უფლებით მახლებ ხელს?_გაცხარდა ანამარია -ნუ წიკვინებ!_მკაცრად თუმცა ჩუმად დაიძახა გუგამ _გოგონა სიბრაზიზგან საერთოდ გადაწითლდა და ყვირილს აპირებდა როდესაც ბიჭმა აკოცა, გოგონამ ვერ გააცნობიერა მომხდარი, როცა გამოერკვა მოშორება სცადა თუმცა ისე ძლიერად იყო ბიჭი ჩაბღაუჭებული ვერაფერი მოაშორებდა, როცა სუნთქვა გაუჭირდა მხოლოდ მაშინ მოშორდა გოგონას და კმაყოფილმა ტუჩებზე ენა გადაისვა, გოგონამ აღარ იცოდა რა ექნა ეს მისთვის პირველი ამბორი იყო რომელიც მართლა უფრო ლამაზად წარმოედგინა, ჩხუბის წამოწყებას აპირებდა როდესაც ბიჭმა ისევ დაასწრო სათქმელის წამოწყება -მოვლენების ასე განვითარება ნამდვილად არ მინდოდა, თუმცა მაინც ნასიამოვნები დავრჩი_ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა -შენ.. ეს.. როგორ... რა უფლებით გააკეთე ეს?_ცხარობდა გოგონა და თან სათქმელსაც ვერ უყრიდა სიტყვებს -კაი ახლა არ მითხრა რომ არ მოგეწონა -რა.. არ...რა თქმა უნდა არ მომეწონა?_ძლივს დაასრულა წინადადება აფორიაქებულმა -აჰა ესეიგი არა ხო?_ჭინკები აუთამაშდა ბიჭს თვალებში -არა!_მტკიცედ განაცხადა გოგონამ ბიჭი მიუახლოვდა, მათი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო, გოგონა აფორიაქდა, გულმა ჩქარა დაიწყო ძგერა, დრო კი იწელებოდა, გოგონა უხერხულად შეიშმუშნა, უკვე აკანკალდა კიდევაც ბიჭის ასეთი სიახლოვით, მაგრამ ვერ ხვდება რა ემართება ამ ბიჭის სიახლოვეზე, ესეც იმას დააბრალა რომ მასთან ასე ახლოს ჯერ არავინ მოსულა, არც არავის უშვებდა, ოხ როგორიამაყია არ ტყდება, სიმაყე არ აძლევს ამის უფლებას, თუმცა მშვენივრად იცის რომ ეს გრძნობა ახლა პირველ ადგილზე დგას და მოსვენებას არ აძლევს.. ამ ფიქრებში იყო როდესაც ბიჭმა სახე უფრო ახლოს მიუტანადა სადაცაა აკოცებდა გოგონამ ინსტიქტურად გაწია სახე ბიჭსკენ და კოცნას აპირებდა თუმცა ბიჭის ირონიულმა ხმამ გამოიყვანა სიამოვნების ზენიტისგან -თურმე არ მოგწონს ჩემი სიახლოვე_ირონიულად და კმაყოფილად ჩაიცინა ბიჭმა გოგონამ არ იცოდა რა ეთქვა, ერთ ადგილას იყო მიყინული და ვერ ინძრეოდა, თანდათან წითლდებოდა, ალმური ასდიოდა სახეზე, ბიჭს ეს უფრო ახალისებდა და სიამოვნებდა, რაღაც მომენტებში ჩაიცინებდა ხოლმე, ეს უკვე პიკი იყო გოგონამ დააპირა ოთახიდან გაეგდო ბიჭი, თუმცა ბიჭმა არ დააცადა და თვითონ წავიდა ნელი სვლით აივნისკენ, კარებში გადიოდა როდესაც შემოტიალდა და გოგონას უთხრა -სხვა დროს კიდევ შევხვდებით ანამარია_და გაუჩინარდა ეს რა იყო? ფიქრობდა გოგო თან იქით-აქეთ დადიოდა, ნერვიულობდა, აფორიაქებული იყო, ძლივს სუნთქავდა ჰაერი აღარ ყოფნიდა, აივანზე გავიდა, ჰაერი ჩაისუნთქა , ამოისუნთქა და მოეშვა, ჰაერმა ფილტვებისკენ დაიწყო სვლა, ასე 5 წუთი გასტანა აივანზე შემდეგ კი შევიდა ოთახში და საწოლისკენ იწყო სვლა, ჩაწვა, გადატრიალდა, გადმოტრილდა, ვერ მოისვენა მაგრამ მერე გაახსენდა რომ ხვალ უნივერსიტეტში უნდა წავიდეს ადრე და ამიტომ შეეცადა დაეძინა, ცოტა ხანში კი სიზმრების სამყაროში გადაეშვა, სადაც ისევ მისი ირონიული სახე და ღიმილი ესიზმრებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.