შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარულავა (ნაწ.2)5


26-03-2015, 17:33
ავტორი niakoo
ნანახია 5 918

ტელეფონის ზარმა გამოგვაღვიძა ორივე, დაჩი ბურტყუნით დასწვდა ტავის ტელეფონს და თვალდახუჭულმა უპასუხა.
- ხო ლენ.. რა?- სწრაფად წამოჯდა დაჩი- როგორაა? აუ იმენაა რაა ! კაი მოვდივარ..
- რა ხდება ?- ვკითხე დაჩის შეშინებულმა.
- ლაშა ავარიაში მოყვა- უკმაყოფილო სახით ადგა ფეხზე ფარულავა.
- რაა ? როგორაა?
- კარგადაა ტვინის შერყევა აქვს მსუბუქი, ნუ სანამ მე ჩავალ მსუბუქი და მერე გაურთულდება..
- რატომ მოუვიდა?
- გახეული მთვრალი იჯდა და იმიტომ..
- მარიამის გამო..?
- ალბათ, კაი წავიდეთ მალე თავპირი უნდა დავალეწო..
- კაი რა გთხოვ ეგღა უნდა?
- მაგას მე მოვუვლი გაემზადე შენ..
- ბიჭო შენ სულ გამო *******- იღრიალა ფარულავამ როგორც კი პალატაში შედგა ფეხი.
- აუ რა გაყვირებს ბიჭო თავი მისკდება ისედაც- შეწუხებული სახით ამოხედა ლაშამ.
- ვაბშე რაა, იმენა გამოშტერდი ხო? ბარემ ოტახში ჩაიკეტე და დათუნიასთან ჩახუტებულმა იტირე..
- აუ ფარულავა მოკეტე სანამ ფეხზე ავდექი ..
- მიდი რა ეგ მინდა მეც რო გაგიგდო აქ..
- კაი დაჩი გეხვეწები, წეღან დუდამაც არ დააკლო - ჩაერია ლენკა.
დაჩიმ დუდას გადახედა, ორი წუთი მაინც უყურებდნენ ერთმანეთს ფარულავა და დუდა, მერე ორივემ ერთდროულად დაიქნია თავი, აშკარად რაღააცზე შეთანხმდნენ თვალებით რასაც ლაშაც მიხვდა და სწრაფად და მკაცრად გამოაცხადა:
- არც იფიქროთ ჩარევა, დაგხოცავთ..
- კატო სასადილოში ჩადით რამე საჭმელი ამოიტანეთ- მომიბრუნდა დაჩი "გადით აქედან"-ის შერბილებული ფორმით.
მე, ლენკა და ნუკა სასადილოში ჩამოვედით სხვა რა გზა გვქონდა.
- რას აპირებენ დუდა და დაჩი ვერ გავიგე- დაიწუწუნა ლენკამ და ყავა მოსვა.
- არ ვიცი და აზრიც არ აქვს რომ ვკითხოთ- უპასუხა ნუკამ.- უეჭველი ვიცი არცერთი არაფერს იტყვის.
- მართალია, დაჩის გუშინ ველაპარაკე გეგაზე რომ გამეგო რამე მაგრამ არაფერი მითხრა, მართლა მაინტერესებს რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება, ნუ ჰქონდათ..
- ეგ მეც ვკითხე დუდას მაგრამ თავაზიანობის გარეშე გამომიცხადა ნუ ყოფ ცხვირს რაც შენ არ გეხებაო- გაეცინა ნუკას.- კი გავებუტე ვითომ ორი დღით მაგრამ ორ საათში აქეთ მომიწია შერიგებისთხოვნა..
- რა ხასიათი აქვთ - ჩავიბურტყუნე გაბრაზებულმა- ლაშა მეგონა მარტო ჭკვიანი და ნახე რაა..
- კაი რა რა ჭკვიანი, დუდას და ფარულავას ძმაკაცი ჭკვიანი იქნება?- ხელი აიქნია ლენკამ.
- თითქოს დაჭკვიანდნენ მაგრამ..
- უბრალოდ გამრეკელის და დაჩის საქმის მოგვაებამ გააჩერა ეს ყველაფერი, ეგენი და დაჭკვიანება შანსი არაა- განვუმარტე ნუკას.
- მართალია, ისე რას შვება ეგ?
- გეგა? საცოლე ყავს, არ მინახავს ის გოგო, დაჩიმ თქვა..
- კარგია, გახსოვს რა ამბები იყო?- შუბლშეჭმუხნულმა გაიხსენა ლენკამ.
- არც გამახსენო- ხელები ავწიე და ყავას მოვუბრუნდი..
პალატაში ასულებს უკვე გამხიარულებული ბიჭები დაგვხვდნენ, დუდა მედდას ეღადავებოდა, ნუკამ წარბაწეულმა გადახედა მოკლე კაბაში გამოკლურწულ, ქერა მედდას და დუდას აეკრა, სიცილით აკოცა დუდამაც და ხელი მოხვია, მედდამ ცივად დატოვა პალატა ამაზე ფარულავა და ლაშა აფხუკუნდნენ.
- აუ რა დროს შემოხვედით რა- ხლი აიქნია ლაშამ.
- ხო არ წავიდეთ?- გაბრაზებულმა ავხედე ფარულავას და ჩემზე მოხვეულ ხელზე ვუჩმიტე.
- მე რა შუაში ვარ ლაშა კერავდა- საწყალი ბავშვის სახით იმართლა თავი ფარულავამ.
- კარგად დავინახეთ ვინც კერავდა- ჩაიბურტყუნა ნუკამ და ოდნავ გამოზრდილ მუცელზე ხელი დაიდო.
- კაი ცხოვრება ხო იცი მე მარტო შენ მიყვარხარ - გაუღიმა დუდამ და ხმაურით აკოვცა ყელში.
- გეტყობოდა- გაიბიტა ნუკა.
- კაი ეხლა- გაამკაცრა ტონი დუდამ.
- კიდე მე მიყვირი?- აუცრემლიამდა თვალები ნუკას.
- აუ ნუკ კაი ხოო- სწრაფად მოლბა ვაჟბატონი, ნუკა ჩაიხუტა და ფარულას თავლი ჩაუკრა.
ღიმილით მომხვია ფარულავამაც მეორე ხელი და ლოყაზე ხმაურით მაკოცა.
- შენ გაგაწერენ დღეს ?- ვკითხე ლაშას.
- ხო ერთ საათში მოვა ექიმი და წავალთ სახლში..
- გამარჯობა!- პალატაში თავი შემოყო გიომ.- როგორ ხარ?- სწრაფად დაიძრა ლაშასკენ მაგრამ მანამდე ლენკას აკოცა.
- კარგად ვარ..
- ეგ კაია მაგრამ იმათ გახედეთ, ჯეკოს და ნუცას მოვკარი თვალი, ორი ნაბიჯით შემოვასწარი აშკაარდ ჩხუბობდნენ- გაიღიმა გიომ.
- ოჰ თქვა ახალი- ხელი აიქნია ნუკამ.
აი ჩვენი გვრიტებიც. ზედმეტად სერიოზული შემოვიდა ჯეკო და ასევე სერიოზულად მოიკითხა ლაშა, ნუცაც დაგრუზული დაჯდა ლაშას საწოლთან და ჯეკოს ნაწყენმა გახედა.
- აბა იტყვით რა ხდება თუ?- კისერწაგრძელებულმა გადახედა დუდამ ორივეს.
- ამას კითხე, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე..
- და რა მოხდა?
- დათუნას ველაპარაკებოდი ჩემს ჯგუფელს, კაფეში დამპატიჟა დღეს და ეს გაგიჟდა..
- გოგოოო!- წამოიყვირა ჯეკომ.
- ოო თუ დაგპატიჟა ახლა- მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა დუდამ და დაჩის თვალი ჩაუკრა.- რომელია ეგ დათუნა?
- მაღრაძე! მაშინ დაბადებისდღეზე რომ გაგაცანი...
- აა ეგ მაგარი ჯიგარი ტიპია- გაიცინა დუდამ ჯეკოს მკვლელ თვალებზე- მე არ მაქვს პრობლემა წადი..
- ხოო?-გამარჯვებულმა გადახედა ნუცამ ჯეკოს- ამან გინდა თუ არა ცუდი ტიპია და არ გადინახო წასულიო..
- ვინმეში შეეშალა ეტყობა, მეც ვიცნობ კარგი ბიჭია- მხარი აუბა ლაშამ.
- არ გითხარი?- ნიშნის მოგებით კითხა ნუცამ.
- რა მითხარი გოგო ? რა მითხარი?- ნატანჯი სახით გადახედა ჯეკომ.- დებილია დედასვფიცავარ..
- რა გინდა ვერ გავიგე რა..
- არაფერი ვაბშე.. დაჟე თუ გინდა დამირეკე და მე გაგიყვან იმ კაფეში..- ირონიულგაბრაზებული ტონით შესთავაზა ჯეკომ.
- არაა საჭირო მომაკითხავს..- არც ნუცა ჩამორჩა.
- ოჰ დაჟე?
- დაჟე..
- ო კაი ეხლა სტოპ, საავადმყოფოში ვართ- შევახსენე ადგილსამყოფელი ჯეკოს და გაბრაზებულმა დავუბრიალე თვალები, თუ უყვარს უთხრას და ნუღარ აწვალეს თუ არა კიდე შეეშვას, არც ის დათუნაა ცუდი..
ლენკამ სიცილით გადახედა სიბრაზისგან გაწითლებულ ჯეკოს და ახლა მან დაუმატა.
- აუ ისე ეგ ტიპი მაგარი სიმპატიურია..
- მჰ! - შეიცხადა გიომ.
- ნუცასთვის- სწრაფად დაამატა ლენკამ.
- ნუ რაც მართალია მართალია- აყვა ნუკაც.
- პიდარასტია!- დაასკვნა ჯეკომ.
- არაფერიც..- შეეპასუხა ნუცა.
- სახელით დავიწყოთ, 22 წლის ტიპს დათუნის ეძახის მთელი თბილისი ..
- მერე რა?
- რაც. წითელი შარვალი არსად დაკარგოს, ცვეთშია- თვალი ჩაუკრა ჯეკომ.
- უხდება- გაბრაზდა ნუცა.
- მართლა წითელი შარვლით დადიშ ბიჭო?- გადაჩურჩულა დაჩიმ დუდას.
- ხო- გაიცინა დუდამ.
- სად უშვებ მერე გაჭედე?
- კაი რისი თავი აქვს დაველაპარაკე ადრე და იცის რომ ცოცხლად შევჭამ რამე რომ არ მომეწონის..
- კაი რაა..
- მაცადე გართობა..- წარბები აათამაშა დუდამ.
- კაი წავედი ეხლა მე სამეცადინოც მაქვს და- წამოდგა ნუცა.
- დაჯექი მეერ და იმეცადინე- წაიღრინა ჯეკო.
- მოვასწრებ შენ არ იდარდო..- დაეჯღანა ნუცა და პალატა დატოვა.
- რაო ჯეკუს?- მხარზე ჩამოვეკიდე კოლეგას- ვეჭვიანობთ?
- თავზე რო გადავახევ იმ წითელ შარვალს იმ პიდარასტს მერე აღარ ვიეჭვიანებ- გამიღიმა ჯეკომაც.
- ვაბშე რა პონტში მოსთხოვ?- ჩაეკითხა დუდა.
- აუ შენ ვაბშე- ეხლა გაახსენდა ჯეკოს.- შენი იმედი მქონდა ბიჭო, გამიჩალიჩე?
- ნუცას თუ მოწონს მე რაა- ხელები აწია დუდამ.
- აუ იმენა ღირსები ხართ ეგეთს რომ გაყვეს, სუფრაზე რომ ღვინის მაგივრად უშაქრო ყავას ან კაპუჩინოს გაგიჩითავთ მერე ნახეთ..
- აუფ! - შეიცხადა დაჩიმ- მართლა ეგეთი ტიპია?
- ხოო- გაწელა ჯეკომ- ძაან რაღაჩა იშეთია რაა..
- მერე შენ კიდე რას უშვებ თუ არ გინდა?- კითხა ფარულავამ ჯეკოს.
- და რა ვუთხრა მე მიყვარხარ და არ წახვიდე თქო?
- არა რა საჭიროა, უბრალოდ არ გაუშვა..
- ეგ როგორ?
- დაახლოებით ისე, ფარულავამ რომ გამრეკელის მანქანა გააჩერებინა, კატო წამოიყვანა და გამრეკელი გახია ცემით- ჩამუყალიბა ნუკამ.
ამის გახსენებაზე მე და დაჩიმ ერთმანეთს გადავხედეთ და უაზროდ გაგვეღიმა რამდენი ვინერვიულე მაშინ.
- ნუ შენ შეგიძლია ფარულავას მეორე ხერხი გამოიყენო, ნუცასთან მიხვიდე და სახლიდანაც არ გამოუშვა- მიეშველა ლენკა.- რავიცი აკტო ეგრე არ გაუშვა ანტალიაში და..
- ეგ არ გამოვა, ნუცას დედაც სახლში იქნება, თან მეორე მაწყობს ცემითურთ!- გაიღიმა ჯეკომ.
- მოიცა მაგას ხწლი როგორ უნდა დაადო- დაიჯღანა დუდა.- მიდი და ნუცა წაიყვანე პროსტა სადმე რა.. წადი მალე სანამ ავა სახლში..
- კაი აზრია- დაეთანხმა ლაშა, ის დათუ ნი მერე ვცემოთ..
- კაი წავედი მაშინ გზაზევე ავიყვან- მკლავები აიწია ჯეკომ და ღიმილით წავიდა გარეთ..
- აუ ის გამახსენდა დუდამ და ნუკამ რომ იჩხუბეს და დუდამ რომ მანქანებით გადაკეტა გზა უნივერსიტეტის წინ- გაეცინა ლენკას.
- აუ ხოო- გაიღიმა ნუკამაც- მთელი თავისუფალი უნივერსიტეტი მე მიყურებდა..
- მაგარი იყო- გაიღიმა გიორგიმაც- ოღონდ ზუსტად ორისაათი მომიწია იმ ტექნიკაზე რაც მჭირდებოდა და კი ვმღეროდი ენაგადმოგდებული...
- რავიცი კი დაამიშტერე კურსელები და- მხრები აიჩეჩა ნუკამ და დაბღვერილ ლენკას შეხედა..
- ნუ ეხლა ზე სიმპატიური რო ვარ ეგ ფაქტია- გაიკრიჭა გიორგი.
- დღეს თქვენ ძაანნ ატეხილები ხართ და მიიღებთ!- დაიმუქრა ლენკა და ბიჭებს მკლელი მზერა მოავლო.
- გამარჯობა!- პალატაში შემოვიდა შუახნის კაცი და ლაშას გაუღიმა- აბა როგორ ხარ?
- წასვლა მინდა- უცერემონიოდ მიუგო ლაშამ.
- კარგი მაშინ დაფარეთ თანხა და მიბრძანდით, ხუთ დღეში კი გელოდებით ისევ, დაიმახსოვრეთ რომ არ შეიძლება ადგომა.!- გააფრთხილა ექიმმა და პალატა დატოვა.
- წავედი მე თანხას შევიტან და შენ ეს ჩაიტანე- წამომდგარ ლაშაზე მიუთითა დაჩიმ.
- რა ჩატანა მინდა მკვდარი კი არ ვარ !- გაბრაზდა ლაშა.- თანხასაც მე მივხედავ!
- ბებიაშენისამ რა!- დაეჯღანა დუდა.
- დროზეთ მიდით- ღიმილით გავიდა დაჩი პალატიდან.
ლაშა დაჩის სახლში მივიყვანეთ, დღეს ლენკას დედა უნდა ჩამოვიდეს სოფლიდან და ამ ვაჟბატონს თურმე დედამისის ნერვები არ აქვს..დაჩის სახლში წესრიგი და ცარიელი მაცივარი დაგვხვდა ტრადიციულად, ტრადიციულადვე ბურტყუნით გავგზავნეტ ფარულავა და დუდა მარკეტში და სარამოსთვის გემრიელობები გავამზადეთ.
- რა გემრიელი სუნია?- სამზარეულოში შემოვიდა ფარულავა.
- ხო მართლა მაგარი სუნი აქვს- ტაფას თავსაფარი ავხადე და ფარულავას გმაყოფილმა გავუღიმე ..
დაჩიმ ხელები მომხვია და ყელში მაგრად მაკოცა.
- თან გემრიელი გემოც აქვს!- გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
- დებილო!- მხარი გავკარი და ტაფას ისევ დავახურე თავსაფარი..
- ნუ მაიმუნობთ მშია- წარბაწეული შემოვიდა დუდა.
- დავაი რა- დაუბღვირა ფარულავამ და რაღაც ანიშნა, რაზეც დუდას გაეღიმა, მე ვერაფერი გავიგე.
- წადით, გამოვიტან ამას და ვსო- ვუთხარი ბიჭებს და ჩემი გამზადებული სოკო სუფრაზე გავიტანე..
ლაშას კი ვეჩხუბეთ მაგრამ მაინც ადგა. ნუკამ იმდენი ჭამა დუდა პირღია უყურებდა და სულ დაავიწყდა თვითონაც რომ შიოდა.
- აუ დუდა ნაყინი მინდა- ამოიწუწუნა ნუკამ და დუდას თავზე მხარი დაადო!
- ღადაობ გოგო?- თვალები დაქაჩა დუდამ.
- ოო რაა!
- არ შეიძლება ყელი აგტკივდება!
- არ ამტკივდება!- ამოიბუზღუნა პატარა ბავშვივით..
- აუ კატო ხო ატკივდება?- მიშველე სახით მომიბრუნდა დუდა.
- არ ატკივდება მეც მინდა მიდი რა წადი!
- შენ რაღა გინდა?- ეჭვისთვალით გადმოგვხედა მე და ფარულავას.
- არაა!- ხელები ავწიე მაღლა- პროსტა მინდა..
- ოო დავაით რა- ფეხზე ადგა დუდა.
- რისი ნაყინი გნებავთ მომავალო მეუღლევ?- კითხა დუდამ გაბრწყინებულ ნუკას.
- მარწყვის, შოკოლადის, ბანანისაც თუ იქნება დაა- ჩამოუთვალა ნუკამ თვალებგაფართოებულ დუდას- ხო თხილისაც!
- ნუკა აღარ მოგიყვან ცოლად- სერიოზულად უთხრა დუდამ.
- მადლობა თქვი გამოგყვე- ეწყინა ნუკას.
- კაი რას ბავშობთ!- გაუბტაზდა ლენაკ.- წადი რა მალე!
- კაი მივდივარ- გაიღიმა დუდამ და გაბუტულ ნუკას ცხვირზე აკოცა.
- დებილი- ჩაიბურტყუნა უკვე ღიმილით ნუკამ და მიმავალ დუდას მზერა გააყოლა.
- მართლა- დაიწყო გიორგიმ- ლაშა მე და ლენკას გვინდა ერთად გადასვლა კვირის ბოლომდე!
ლაშას პირთან მიტანილი ჭიქა გაუშეშდა, დაქაჩული თვალები მოავლო წყვილს, ჭიქა მაგიდაზე დადგა და დაწყნარებულმა თქვა.
- ამ კვირის ბოლოსთვის?
- კი ..
- დღეს ხუთშაბათია!
- კი ..
- და ქორწილი როდის გაქვთ?
- ერთ თვეში!
- და რომ მოგეცადათ?
- და რაღას ვუცადოთ?
- არ ვიცი რავიცი..
- ლაშა მესმის რომ არ გინდა ლენკას გაშვება მაგრამ შეეგუე ახლა ცემია- ჩაეხუტა გიო აღელვებულ ლენკას.
- ხო და ჭკვიანად იავი თორემ დაგამტვრევ მაგ ხელებს- დაიმუქრა ლასა და ლენკას გაუღიმა.
-გპირდები მივხედავ..
- რა გამოვიდა ჩვენღ ა დავრჩით?- ნაწყენმა გადმომხედა დაჩიმ.
- ჩვენ ხუთი წელი პაუზა გვქონდა- შევახსენე დაჩის..
- მერე რა?
- ცოტა დრო გავიდეს დაჩი .. სულ სამი დღეა რაც დაბრუნდი..
- მოვედიიი!- მიშველა დუდამ.
- აუ რა მაგარია!- აჟიტირებული ნუკა ფეხზე წამოხტა და დუდას პარკები გამოართვა.
- არ დაგვიმთავრებია- ჩამჩურჩულა ფარულავამ და საფეთქელთან მაკოცა.
- რა სახით ხარ?- კითხა ლაშას დუდამ და ტავის ადგილზე დასკუპდა.
- გიო და ლენკა გადადიან ერთად- ავუხსენი სიტუაცია და ნუკას ნაყინი გამოვართვი.
- აა, მაგარია გილოცავთ- გაუხარდა დუდას.
- მადლობა!- გაუღიმა ლენკამ და მარწყვის ნაყინს დახედა- არ მინდა ეს მე!
- რატომ?- კითხა ნუკამ .
- ო რავი არ მინდა..
- კაი მე შევჭამ- ააცალა ნაყინი და დუდას გვერდით დაჯდა.
- ხო ეხლა, ჩემი და ნუკას ჯვრისწერა რომ უნდა იყოს ხომ იცით?- დაიწყო დუდამაც.- ისიც იცით რომ მეჯვარე ეს გამქლიავებულია და ვინაიადან ერთი კვირა უნდა ეგდოს მოგვიწევს იქით პარასკევს გადავიტანოთ, კიდევ ამ ლამაზი პატარძლის მეჯვარეები ეს ქალბატონი და ლენკა არიან- ჩემზე ანიშნა დუდამ- ნუ ზე სიმპატიურის მეჯვარე ლოგიკურად ზემოთხსენებული გამოქლიავებული და აბო იქნებიან..
- გასაგებია და რესტორანი?- ვიკითხე და დუდას შეხედე.
- ფარულავას რესტორანში გავაკეთებთ..
- მშვენიერია!- მომეწონა იდეა, დაჩიმ თავისი რესტორანი გააფართოვა და დახვეწა, მართლა მაგარი რესტორანია..
- ხო გაფრთხილებულები მყავს უკვე, დეკორაციას ოთხსაბათს გააკეთებენ ნუკა და გოგოები მივლენ და მიხედავენ ხო?- კითხა დაჩიმ - რავიცი როგორც მოგეწონება შენ.
- კი კი, დილიდანვე მივალ!- გაუხარდა ნუკას.
- ყველაფერი უმაგრესი უნდა იყოს.. - დავამატე მე- პატარა ქორწილია მაგრამ ძაან მააგრი უნდა იყოოს! ნუ მე ვარ მეჯვარე დაა..
- აბა რაა, ანუ სულ რამდენ კაცზე იქნება?- მიუბრუნდა დაჩი დუდას..
- რავი რა სასტავი და ნათესავები ახლო ძაან, 50-მდე ვვარაუდობდი მაგრა 100მდე ავედი.
- რა ცოტაა, 100 კაციანი ქორწილის თავი მაქვს მეე?- გაბრაზდა ნუკა.
- აუ მაშინ არ დავპატიჟებ ვაბშე არავის და ჩვენ ვიქეიფოთ!
- ოო რაა!
- ნუღარ ბუზღუნებ ნუკა გეხვეწები, ადრე წამოვალთ და ეგ იქნება!
- რავიცი ..
- რავიცის გარეშე.
- კარგით!- ჩავერიე და დუდას გაბრაზებულმა გავხედე.- მოგვარდება ყველაფერი, ეხლა თქვით ვის გინდათ ყავა.
- ყველას ნუკას გარდა- გაიღიმა ლენკამ- და მე გავაკეთებ, ვიცი გეზარება!
- მიყვარხარ- ჰაეროვანი კოცნით დავაჯილდოვე ლენკა.
საღამომდე იქ ვიყავით, მერე დუდა და ნუკა გავაცილეთ, ჯეკოს ამბებიც გავიგეთ, წაუყვანია ნუცა, დღეს მე და ლენკა აქ ვრჩებით ლოგიკურად გიორგიც..




დღეს ვეცდები 12 ის მერე დავდო, მეტს ვეღარ ვასწრებ სასწავლი მაქვს გმადლობთ რომ ელოდებით და კითხულობთ! ხო ფოტოზე თუ დაიდო დაჩია !



№1  offline წევრი S.likuna

მაგარიაააა ძალიააააანნ მომწოონს 12ის მერე დადეე რაა გთხოოვ მაგარი ხარ ძალიან <3

 


№2 სტუმარი likuna

რა მაგარიააააააა♥♡♥ 12ის მერე ველოდები იცოდე♥♡♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე როგორ გამახარეე მალე დადეე კიდე რააა

 


№4  offline წევრი Annee

კაი გემრიელი თავი იყო. :* ველოდები 12ის მერეე.. :*:*

 


№5 სტუმარი ani

ესაა 12ის მერე დავდებო recourse აუ დღეს დადე რაა love

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აი აი რაღაც სასწაულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent