შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი2)


27-03-2015, 01:04
ნანახია 3 643

გოგოები ყოველდღე მსტუმრობდნენ, ჩემს ასეთ ხასიათს კი საქართველოს სიყვარულს მიაწერდნენ.
ყოველი ახალი დღე დემეტრეზე ახალი ამბის გაგების მცდელობით იწყებოდა და შედეგები იმდენად მიზერული იყო, რომ ჩემს ყოველდღიურობას უხასიათობა შეემატა.
ზაფხულის ბოლოს ჩამოიყვანეს თბილისში, მაშინვე რესპუბლიკურში წამიყვანა დედამ. გზაში სუპერმარკეტები გამოიტანა ლალიკომ, საცობში მოხვედრა და ჯარიმის აღებაც მოასწრო და კარგა გემრიელადაც დამაგვიანა.
პალატაში მწოლიარე მიტკლისფერი დემეტრე, რომ დავინახე ძალიან შემეშინდა ,თუმცა მისმა ღიმილმა ყველა შიშს აჯობა, მეც გამეღიმა. ჩემს დანახვაზე დედამისი წამოდგა და ლალიკოსთან ერთად დატოვა პალატა, მე კიდევ მიუახლოვდი დემეს და მარცხენა ხელი მაგრად მოუჭირე იარაღსმოშორებულ ხელებზე, მარჯვენა ხელი თავზე გადავუსვი ის შავი თმა საოცრად რომ გაუხეშებოდა ხელისგულებზე ნემსებივით შემესო,მესმოდა მისი გულისცემა და მისი მწველი მზერა ცდილობდა ჩემ თვალებს გასაუბრებოდა ჩემს მაგიერ.
-როგორ ხარ ?-ვიყავი ყველაზე ბანალური ალბათ იმ მომენტში, თუმცა ამ ნათქვამს სითბო ახლდა გულს რომ უბრძანებს გახაალისოს ორგანიზმი.
-შენ მოდი კატო და ცუდად როგორ უნდა ვიყო ?-ვიგრძენი , როგორ ძლიერად მიჭერდა ხელს... მისმა რამდენიმე სიტყვამ სიცარიელე შემივსო...
-მალე გამოჯანმრთელდები დემეტრე.
-ეჭვიც არ მეპარება, შენ ჩემი ანგელოზი ხარ ! იმ მომენტში როცა მესროლეს შენზე ვფიქრობდი, ვფიქრობდი რომ ვეღარ გნახავდი, მაგრამ ღმერთმა არ გამწირა. -ეს მითხრა და ხელზე მეამბორა, მისი სიუხეშე სინაზეს ჩაენცავლებინა, არვიცი იმ მომენტში გულმა მიკარნახა თუ გონებამ მაგრამ დემეტრეს მივუახლოვდი და საფეთქელზე ვაკოცე, ხელი ნაზად ჩამოუსვი წვერისგან გაუხეშებულ ლოყაზე.
პალატიდან გამოსულს, ათასს კითხვას მაყრიდა ლალიკო თუმცა მე ისევ დემეტრესათან ვიყავი პალატაში...
ყველაფერი თითქოს დალაგდა, დემეტრე გამოწერეს ომიც დასრულდა, თუმცა მოულოდნელობები რომელიც ცხოვრებას ცვლის თურმე წინ მელოდა...
და აი იმ საღამოს, ნიას დაბადების დღეზე პირველად შევამჩნიე ის...
პირველად შევამჩნიე სანდრო ერისთავი.
ისე დაემთხვა, რომ ნიაკოს დაბადების დღეზე თბილისში ძალიან ცნობილი დიჯეი იყო ჩამოსული. 60იანების ჯაზსა და ბლუზს ელექტრონული მუსიკის ელფერს აძლევდა და ჩვენც გადავწყვიტეთ აუცილებლად დავსწრებოდით ამ დღეს. ჩვენ , ხომ ის გოგონები ვიყავით ჯაზზე ჭკუა, რომ გვეკეტებოდა.
-ლალიკო გამიშვი გთხოვ !
-დემეტრე თუ წამოვა გაგიშვებ !
-რა დაიჯინე ეს დემეტრე, ახალი გამოსულია სავაადმყოფოდან ხმაური მისთვის არ შეიძლება.
-მაშინ დაეტიე სახლში.
აუღებელი ციხესიმაგრე იყო ლალიკო, ბოლოს გოგოებმა ამომაკითხეს და ძლივს წავედით წვეულებაზე.
მკვეთრი შუქები, ხმაური, ბევრი ალკოჰოლი კლუბური ღამისთვის ყველაფერი იყო, ჩვენც ჩვენს ადგილს მივაშურეთ.
ყოველ თხუთმეტწუთში როგ-რიგობით მირეკავდნენ დედა, მამიდა, ჩემი ძიძაც კი...
იფიქრებთ 21წლის გოგოს ძიძა რაში სჭირდებაო, მაგრამ სიტყვა მოსამსახურეს ვერ ირგებს ჩემ თვალში თამარ დვალი ქალი, რომელმაც გამზარდა.
-დემეტრესთან რა ხდება ?
-არაფერი საინტერესო, მაგრამ ძველებურად აღარ მაღიზიანებს...
-მოგწონს ?
-არვიცი ანი, მართლა არვიცი...
-ნია მგონი ეს ქალბატონი კარგად ვერაა...
-კაი რა ანუკ შეცვალა აგვისტოს დღეებმა დემე...-გავამართლე მე
-ცვლილებების არ მჯერა მითუმეტესს თუ ეს ადამიანს ეხება შემთხვევითობების მჯერა...
-მე არ მჯერა...
-მეც ეგრე მეგონა, სანამ ნიკუშას გავიცნობდი გახსოვს იმ დღეს ფეხბურთის საყურებლად, რომ მეზარებოდა წამოსვლა და მაინც რომ წამოვედი... იმ დღეს რომ სახლში დავრჩენილიყავი ალბათ დღეს მარტო ვიქნებოდი. შემთხვებითობებია ცვლილებების სათავე... ადამიანებში კი ცვლილებების არ მჯერა, ჩვენ უფრო ვმჟღავნდებით და რომ არა პატიება ალბათ ვერცერთ კამათს გადავიტანდით.
-დემეტრე კი ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არ გამოჩნდა...
-ლალიკომ გაგაცნო-შეაშველა სიტყვა ანიმ
-მთელი ცხოვრება დამიგეგმა...
-დემეტრე არაა კარგი კაცი და ჩვენ სამივემ ვიცით ეს...
-გვეყო ანი ამაზე საუბარი, დემეტრე ვერ იქნება ამ ამბის მთავარი გმირი.
ძალიან გავბრაზდი, ჩემს გონებაში ქარიშხალი ტრიალებდა... გუაზრებლად ჩავცალე ვისკით სავსე ბოკალი.
-რომში მოგზაურობისას უამრავ კითხვას მაყრიდა ლალიკო, ყოველთვის მაწვეთებდა მასზე გონებაში კარგს, როცა რომ ყველაფერი სხვანაიარად იყო. დემეტრე სიყვარულს აგდებულად უყურებდა ისე როგორც ყველას ვინც იმ ფენას ვერ სწვდება, რომელშიც თვითონ საიმედოდ არის ჩამალული. დედაჩემმა ჩემი ცხოვრება დაისაკუთრა...
-შენც მთელი ეს კვირა რესპუბლიკურს შეალიე, თუმცა ლალიკოს ვერც გაამტყუნებ, ერთი შვილი ყავხარ და უნდა რომ საუკეთესო მომავალი შეგიქმნას.
-სიყვარული მატერიალური ვერასდროს იქნება !
-ამიტომაც ვერ ჭრის ფული სიყვარულში...
-მე კი მთელი 21 წელი იმაზე ვზრუნავდი, რომ მათთვის დამენახებინა რომ კარგ ადამიანს ვძერწავდი ამდენი ხნის განმავლობაში, არ მენდობიან, არ სჯერათ ჩემი.-საოცრად გავცხარდი ბრაზისგან მაგრად ვუჭერდი ალკოჰოლით სავსე ფუჟერს.
-კატო ეშინიათ მათაც გაუგე...-მშობლების პოზიციას იჭერდა ანი.
-იცოდნენ, რომ ცუდს არასდროს გავაკეთებდი ეს არასდროს იჯდა ჩემს ბუნებაში, დემეტრე კი ისე მექცეოდა ეს დღეები საოცრად შეცვლილია სულ სხვაა ომი ცვლის ადამიანებს.
-ომი არაფერს ცვლის და ეს ორივემ კარგად ვიცით.
21 წლის განმავლობაში სულ ჩემს ქებაში იყო, სკოლა, უნივერსიტეტი, მუსიკალური, ცეკვის სტუდია, კერძო მასწავლებლები. 21 წლის განმავლობაში არასდროს შემირცხვენია ჩემი ოჯახი, ისე მომეძალა ბრაზმორეულს ცუდის გაკეთების ჟინი, რომ რამდენიმე ფუჟერი გამოვცალე ერთმანეთის მიყოლებით.
საუბარი ნიამ შეგვაწყვეტინა მისი ძმა მოდიოდა გვერდით კი ჩემი ყურადღების ობიექტი სანდრო ერისთავი მოჰყვებოდა. .მისმა მზერამ თავბრუ დამახვია, ისევ გადავკარი. თავდაჯერებული იყო, თითქოს ტანისამოსი შემომაძარცვა მისმა მზერა, კლუბის განათებაც კი ვერ ერეოდა მის ლურჯ თვალებს. მისმა დანახვამ თითქოს ყველაფერი დამავიწყა,ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო, ვინც კი მენახა, არვიცი რა მანერვიულებდა ალბათ იმდენად მინდოდა მას მოვწონებოდი ,რომ შეცდომის დაშვების მოლოდინში ავნერვიულდი . ჯერ ერთი ჭიქა ჩავცალე შემდეგ მეორე, მეორეს მესამეც მიჰყვა, ვგრძნობდი როგორ მომეკიდა სასმელი.სანდროს გავხედე არც ის იყო ფხიზელი., ხელი გამომიწოდა, ღიმილიც მაჩუქა და საცეკვაოდ გავედით. მხრებზე შემოვაწყვე ხელები და მუსიკას ავყევით თითქოს იქ არ ვიყავით, ვგრძნობდი როგორ მოეკრო მისი სხეული ჩემსას, ნაზად ჩააცურა ხელი ხერხემალზე. გონება მებინდებოდა, საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა მისი ყოველი შეხება. მინდოდა მუსიკა არასდროს დასრულებულიყო, თავი კომფორტულად მხარზე დავადე საპასუხოდ კი მისი ღიმილი მივიღე. ეს ღიმილი კი არვიცი იმ მომენტში ბედნიერების დეფინიციას პოულობდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent