ომგამოვლილები (თავი1)
აი ასე, მშობლებმა ყველაფერი გაიგეს და მესამე მსოფლიო ომიც დაიწყო. ოთახიდან, რომ გამოვედი დედაჩემი სარწეველა სკამში იწვა და რაღაცას ჩუმად ბუტბუტებდა. იქვე ჩემი ძიძა თამარი კაპლის წვეთებს თვლიდა და ჭიქაში ასხამდა... მამამ გულზე ხელი მოიკიდა და შემდეგ შეწუხდა. დედამ კივილი დაიწყო, მე კიდევ სასწრაფოში დავრეკე. მამიდაჩემი გიჟს ჰგავდა,გაუზრდელს მეძახდა. სასწრაფო მოვიდა, მამას რამდენიმე ნემსი გაუკეთეს. დედამ და მამიდამ მის ოთახში არ შემიშვეს, რომ ყველაფერი ამეხსნა, რაც მოხდა. მეგონა ამ ამბავს გაგებით მოეკიდებოდნენ, მეგონა მხარში დამიდგებოდნენ, მაგრამ სულ ტყუილად მეგონა. მათთვის კი მე შემარცხვენელი ვიყავი. ცდილობდნენ ჯაჭვის იმ წერტილისთვის მიეგნოთ, რომელიც გაწყდა და ასე არია ძლივს დალაგებული ცხოვრება. ეძებდნენ შეცდომას, რომელიც ჩემს აღზრდაში დაუშვეს. ვერდიქტი კი ერთი იყო, ზედმეტად გამანებივრეს მე დედისერთა ,კატო ანდრონიკაშვილი. ყველაფერი კი ზაფხულში დაიწყო.მე მეოთხე კურსი დავხურე, თუ არა მამაც თეიმურაზ ანდრონიკაშვილი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. დედა დილიდან ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული მილოცვებს იღებდა, ჩემთვის მხოლოდ მამიდაჩემს ეცალა და ისიც ნებიერად სადილს მიმზადებდა. მე კიდევ დაღლილი სახით ვიჯექი ძველ სავარძელში და ბებიაჩემის პორტრეტს მივშტერებოდი. -მამა მალე მოვა ?- მოულოდნელად ვკითხე დედას. თუმცა ბედნიერებისგან ფრთაშესხმულ ლალიკოს არაფერი გაუგონია, ან როგორ გაიგებდა დედამიწაზე მისი თავი ნამდვილად არ მეგულებოდა. სამზარეულოში გავაკითხე. -დე მამა მალე მოვა ? ისევ გავუმეორე, მეოთხე ჯერზე მისმა ყურმა აღიქვა ჩემი ხმის სიხშირე. -არა მგონია. გულდაწყვეტილმა, მივირთვი ჩემი უსაყვარლესი ქათმის სალათი. მერე ისევ სარწეველა სკამში ჩავჯექი და ისევ ბებიაჩემის პორტრეტს მივაშტერდი. ნახატი, რომელიც მიღიმოდა ჩემი ასლი იყო, მაგრამ ეს სულ სხვა ღიმილი იყო, არც გულიან სიცილს გავდა, თვალებში თითქოს მზე ელვარებდა, ვერადავერ ვხვდებოდი თუ რაზე ფიქრობდა ამ ფოტოში ბებო. ნია და ანი, ხმაურიანად შემოცვივდნენ მილოცავდნენ მამის წარმატებას, მე კიდევ სულ არ მიხაროდა, ეხლა კიდევ უფრო იშვიათად ვნახავდი მას, უფრო იშვიათად მექნებოდა ის ბედნიერი წუთები მასთან საუბარში, რომ ვატარებდი. სამზარეულოში დავსხედით, ცივი წვენი ჩამოვასხი და გოგოებს ვანიშნე დაეწყოთ. -ნეტა იცოდე ვინ ჩამოვიდა... -ბექაური ? -კი ბექაც და გეგიც. ამ საღამოს იმედია გამოხვალ და სადმე დავსხდეთ. -იმედია. ბექა და გეგი ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია, მათთან ერთად დავიბადე ალბათ, ყოველ შემთხვევაში მათთან ერთად რომ გავიზარდე ეგ მახსოვს. სკოლის ყველა სიგიჟე მათ უკავშირდებოდა, ყველა საყვედური და ყველა ბედნიერი დღე. მახსოვს ჩემ გამო დემეტრე ჯიქია, რომ სცემეს. თითქოს ნია ფიქრებს მიმიხვდა და უეცრად მკითხა. -დემეტრე გეხმიანება? -ისევ თავს მაბეზრებს, არადა რატო ვუყვარვარ მაგ ბიჭს ასე უიმედოდ არვიცი. -აუ ეგ კიდევ რა! საერთოდ ურთიერთობის აზრზე არაა, რით ვერ შეიგნო, რომ მისნაირი არაკაცები შეუძლებელია ვინმეს მოწონდეს.-დაამოწმა ანიმ. -არვიცი ასე მგონია, წლებიც ვერ უშველის, რომ დასერიოზულდეს თქო. დემეტრე ჯიქია კიდევ სხვა თემა იყო, თემა რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა თანაც ნებისმერ მომენტში. იმ საღამოს ბიჭები ვერ ვნახე, თუმცა მამა დაბრუნდა ადრე სამსახურიდან. როცა ლალიკომ ორი ბილეთი ააფრიალა და ნიშნისმოგებით მითხრა რომ რომაული არდადეგებისთვის მოვმზადებულიყავი მთელი ძალით ჩავეხუტე მამაჩემს. -მსოფლიოში ნომერ პირველი ხარ! მართლაც ასე იყო, ყოველ ზაფხულს საზღვარგარეთ მივდიოდით, ვგიჟდებოდი მოგზაურობაზე და მამაც ამ ბედნიერებას არ მაკლებდა. მახსოვს პირველად თუშეთში წამიყვანა, მერე მთელი საქართველო მომატარა, თორმეტის რომ გავხდი საფრანგეთში გამიშვა დეიდაშვილებთან. არდადეგები მარტო იმიტომ მიხაროდა, რომ მოგზაურობა გარანტირებული მქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად მამას ბედნიერებით გაცისკროვანებული სახე მიხაროდა. გამორჩეულად მიყვარდა თემური, ის ჩემი გმირი იყო, რომელიც 24საათს,წელიწადში 365 დღეს ჩვენზე ფიქრში ატარებდა. მეც ვცდილობდი მაქსიმალურად კარგი პერსონა შემექმნა ჩემგან, ვსწავლობდი 4 უცხო ენას, ცეკვას სიმღერას, ხელოვნების ისტორიას და თქვენ წარმოიდგინეთ ვიტოვებდი თავისუფალ დროს ნიასთან, ანისთან, ბექაურთან და გეგისთან ერთად რომ ეზო ამეკლო. მეორე დღეს ბარგის ჩალაგებამ მთელი დღე წამართვა. საღამოს რამდენიმე საათი ეზოში ვიყავი ბავშვებთან ერთად, მერე დემეტრე მოვიდა, ჭკუიდან გადდამიყვანა მისი უაზრო ქცევებით და წაბრძანდა. სამი კვირა, რომში ნამდვილად კარგი იქნებოდა თუმცა მამაჩემის გარეშე ეს მოგზაურობა მიმზიდველობას კარგავდა. სახლში ასულს ისევ არ დამხვდა ის, ლალიკო კი მის დაქალს თეას უყვებოდა თუ როგორი სიუპრიზი მოუწყო მზრუნველმა მეუღლემ. მე სამზარეულოსკენ ავიღე გეზი და ჩაი გავიკეთე. აივანზე გავედი, ვუყურებდი ღამის განათებულ თბილისს და ვერც კი შევამჩნიე... 5აგვისტოს ჩავფრინდით მე და დედა რომში. როგორც კი დავბინავდით მიუხედავად დაღლილობისა, სასეირნოდ გავედით. თავი ღია მუზეუმში მეგონა, ყველა დეტალი ხელოვნების ნიმუში იყო. ღია კაფეში ჩამოვსხედით შპაგეტს მივირთმევდით. -დე დემეტრე ჯიქია მოგწონს ?-ლუკმა გადამცდა, თუმცა ინდიფერენტული სახე დავიბრუნე. -რა მოსაწონი ეგ კია... -რა დაეწუნება ? კარგი ოჯახის შვილი, შეძლებელი, ყურადღებიანი. -ხეპრე და უზრდელი. -კატო ! -დედა ეხლა რაღაცას გეტყვი და დაიმახსოვრე დემეტრე ჯიქია არის ხელმოცარული და თვითკმაყოფილი იდიოტი, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს! -ნეტავ ვის გევხარ ესე ჯიუტი? - გამებუტა. სასტუმროში დაღლილები მივედით, აივანზე გავიტანე ვახშამი და ღამის რომს გადავხედე. ზღაპარში ვიყავი და ეს ზღაპარი რეალობა იყო. სამ დღეში ომი დაიწყო, მამა ყურმილს არ იღებდა ლალიკო ოთახში ბოლთას ცემდა ცრემლებად იღვრებოდა. მე ვცდილობდი ქართული საინფორმაციო მეპოვნა. გოგონებმა მომწერეს ბიჭები მოხალისეებად წავიდნენ ომში და დემეტრეც წაყვაო. დემეტრეს ხსენებამ ამაფორიაქა ჩემი გიჟი ბიჭებისგან ამას მოველოდი და ჯიქიაზე ამას ვერც ვიფიქრებდი. მერე საინფორმაციოც დაიწყო, ვხედავდი როგორ ბომბავდნენ გორს, მარცხენა მხარეში ტკივილს ვგრძნობდი. ამ კადრების შემხედვარე ლალიკოს ისტერიული ტირილი აუვარდა ძლივს ვაწყნარებდი მერე მამამ დაგვირეკა. საგანგებო სხდომის გამო ვერ იღებდა ყურმილს და გვთხოვდა არ გვენერვიულა რადგან ყველაფერი რიგზე იყო. ამ ამბიდან ოთხ დღეში თბილისში წავედით, მამა ამაზე მართალია ძალიან გაბრაზდა, თუმცა დედამ ჩათვალა რომ ეხლა ერთად უნდა ვყოფილიყავით. ყოველდღე ველოდი ბიჭების დაბრუნებას და ვფიქრობდი დემეტრეზე, მის არაადეკვატურ საქციელზე... იმ საღამოსაც აივანზე ვიყავი და ვცდილობდი სიმშვიდე მეპოვნა, ისევ ვერ შევამჩნიე... ნია მირეკავდა ბექა და გეგი ჩამოვიდნენ და გამოდიო. მეც მალევე ეზოში გავჩნდი, ბიჭებს სამხედრო ფორმაზე მეტად ის პატრიოტიზმი უფრო უხდებოდათ ომში რომ წააყვანინა თავი. გადახოტრილ თავებზე ვაკოცე. -დემე სადაა ? ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. -გერმანიაში გადაიყვანეს მძიმედაა. მეტი აღარაფერი მიკითხავს ვიგრძენი როგორ დავმძიმდი სულიერად. სახლში ასული სურათებს ვათვალიერებდი და თითქოს ეხლა შევნიშნე დემეტრეს საოცარი ღიმილი, თითქოს მისი არაადეკვატური ყველა საქციელი მისმა ვაჟკაცობამ გადაწონა. არვიცი, არვიცი თუმცა ერთი რაც დანამდვილებით ვიცოდი ის იყო, რომ ყველაფერი იცვლებოდა დემეტრე ჯიქიაზე ფიქრებს აშკარად დიდ დროს ვუთმობდი. იმ დღეებში მე, სარწეველა სკამი და ჩაი დავმეგობრდით. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით და ვფიქრობდი ძალიან ბევრს და ისევ ჯიქიაზე. ბებოს პორტრეტი კი ისევ ზემოდან დამყურებდა და ის მწვანე გამჭვირვალე თვალები ძალიან ხშირად აირეკლებოდა ჩემსაში და მერე ისევ ამ მზერაზე ფირქები მიპყრობდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.