შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამთხვევა(6)


27-03-2015, 23:58
ავტორი justgirl
ნანახია 2 242

მარიამი გამოვიდა სააბაზანოდან და ეგრევე სახლში წავიდა ნიკას მობილურზე მიწერა, რომ ცუდად გახდა და სახლში წავიდა და ბოდიში მოუხადა, რომ ვერ გააფრთხილა.. ეგონა, რომ ნიკა პასუხს მიწერდა ან იკითხავდა უბრალოდ ზრდილობის გამო "როგორ ხარ"-ო, მაგრამ როგორც თქვენ მოგწერათ ნიკამ, ისე მიწერა მარიამსაც.. მარიამი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ ქუჩას, უცბად თავსხმა წვიმა წამოვიდა, მაგრამ იგი ისევ ნელა დადიოდა, მგონი მართლა ცუდად გახდა ეს გოგო.. მან ისე უბრალოდ უკან მიიხედა და მორბენალი ნიკა დაინახა, აშკარად მისკენ მორბოდა. "მგონი მოლანდებები დამეწყო" - გაიფიქრა მარიამმა და ტემპს მოუმატა, რომ მალე მისულიყო სახლში, ბოლოს გაიქცა.. სადარბაზოში შევიდა ლიფტის ღილაკს მიაჭირა თავისი თლილი თითები, მაგრამ როგორც ჩანდა შუქი არ იყო, რა ექნა ისევ ფეხით აუყვა კიბეებს.. თავის ბინასთან მივიდა და გასაღები ამოიღო ჩანთიდან, კარს აღებდა და ამ დროს ვიღაცის ხშირი სუნთქვა მოესმა თავისთან ახლოს შემოტრიალდა დაა..... სულ სველი ნიკა დაინახა, რომელიც ისევ ისე ახლოს იდგა, როგორც მაშინ... მარიამი ისევ დაიბნა არ იცოდა რა უნდა ეთქვა, სანამ მარიამი ფიქრობდა ნიკა ახლო-ახლო მოდიოდა მისკენ, მარიამი გამოფხიზლდა მიხვდა, რომ კოცნა უნდოდა (მართალია კოცნა არაფერია, თავისუფლად შეეძლო ეკოცნა და შესულიყო, მაგრამ მას ხომ არავისთვის არ ქონდა ნაკოცნი და არ უნდოდა პირველი კოცნა ასე უბრალოდ და უსიყვარულოდ მომხდარიყო) უცბად გააღო კარი და უკან გაიწია და ნიკას დააკვირდა, მისმა შემხედვარემ კარგად გაიცინა.. (ალბათ დაგაინტერესებთ თუ რატომ გაიცინა ახლავე აგიხსნით) წარმოიდგინეთ თვალებდახუჭული ნიკა პირღია, რომელიც მარიამისკენ იწეოდა, ნუ მარიამისკენ უკვე აღარ მაგრამ მას ხომ მარიამი ეგონა, წინ იწეოდა იწეოდა თვალებსაც არ ახელდა ვნებამორეული, მარიამი ჩუმად იღიმებოდა ამის შემხედვარე, მაგრამ უცბად ღიმილი გაუქრა სახიდან, როდესაც ნიკას გინების ხმა გაიგონა, უფრო სწორად ჯერ ნიკას დავარდნის ხმა და მერე გინების.. მარიამმა ამაზე კარგად გადაიხარხარა და ისევ ნიკას დააკვირდა, რომელსაც გამწარებული სახე ქონდა და სახის ფორმებს იცვლიდა: ხან იცინოდა, ხან იჯღანებოდა...


-გოგო ვერ ხედავ შენი ბრალი როარის რო წავიქეცი? რას მიყურებ მოდი და დამეხმარე ადგომაში! - გაბრაზების ხმა ირეოდა მის ალერსიან და ამავდროულად ტკივილნარევიან ხმაში
-რა ჩემი ბრალია შენ რო დაეცი? - ნიკას წამოყენებას ცდილობდა მარიამი და თან იცინოდა
-შენი ბრალია აბა ვისი ბრალია?! მორჩი სიცილს და დამეხმარე მგონი ხელი მოვიტეხე ცუდად მომყვა..
-მართლაა?
-ხო აბა ვიგონებ?! მოდი მოდი


მარიამი მიეხმარა ადგომაში, მართლა ძალიან ტკიოდა ფეხებიც და ხელიც.. დივანზე მოათავსა მარიამმა, მაცივრიდან ყინულები გამოიღო და სახეზე მიადო, წარბიც პატარაზე გახეთქილი ქონდა და სისხლი მოსდიოდა..
-ცივიაა!!
-ყინულებია მგონი რავიი
-არ მინდა რა გაწიე
-საჭიროა რო არ დაგილურჯდეს
-არ მინდა
-კაი ხო მოიცადე არ გაინძრე იცოდე! - მარიამმა სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, ბამბა და სანტავიკი მოიტანა..
-რა არის ეს?
-შენ რო მე მაბრალებ შენს გამო წავიქეციო, მე უნდა მოგიარო ახლა!
-კაი მარა ფრთხილად..
-მოიცა არ თქვა რომ ამეების გეშინია - ისევ დაიწყო მარიამმა სიცილი
-რამდენს იცინი?! და საერთოდ რასაც აკეთებ გააკეთე, რომ დანაშაული გმოისყიდო



მარიამმა გაუკეთა რაც საჭირო იყო დაუმუშავა წარბი, ახლა კი სპირტის დრო მოვიდა.. მარიამმა დაასველა ბამბა სპირტით,წარბზე ბამბის მიდება და ნიკას ყვირილი ერთი იყო (ისე მარიამს ვერც კი წარმოედგინა რომ ნიკას ასეთი უბრალო რაღაცის ეშინოდა)



-კაი კაი დაწყნარდი - მარიამმა ბამბა მოაშორა და ფრთხილად სული შეუბერა და არ გამოპარვია, თუ როგორ დაეჭიმა ამაზე ძარღვები და სუნთქვას მოუხშირა (ეხლა რა გააკეთა ამ გოგომ ისეთი რომ ამ ბიჭს ესეთი რეაქცია ქონდა) მარიამმა სანტავიკი დააკრო და თავისი ნაზი თითები გადაუსვა სანტავიკს, ამ მოქმედებამ ნიკა დააჟრიალა..
-იცოდე ეხლა რაღაც უნდა გავაკეთო და არ გამებუტო და ბავშვობები არ დამიწყო, უბრალოდ როარ გავაკეთო მოვკვდები.. მარიამმა ხმის ამოღებაც კი ვერ მოასწრო, ისე ეცა ნიკა და აკოცა..
აკოცა?! მარიამმა უცბად მოიშორა ნიკა და ფეხზე დადგა..
-ნიი..კა რა გააკეთე?
-ხო გითხარი მოვკვდებოდი ეს როარ გამეკეთებინა, გთხოვ არ დაიწყო ეხლა სცენების გამართვა ერთი კოცნის გამო..
-ეგეთს ვგავარ?! არაფერს არ გიწყებ უბრალოდ ამას გაიმეორებ კიდე და არ ვიცი რამოხდება ოღონდ მართლა! ეხლა კი ძალიან გთხოვ დამტოვე დასვენება მჭირდება ცუდად ვარ..
-ვერ დაგტოვებ
-რატომ?
-ჯერ ერთი ის რომ შენ მე მომიარე, ახლა მე ვარ ვალდებული, რომ მოგიარო და მერე მეორე - შენი სმს რომ მივიღე მივხვდი რომ ახალი წასული იყავი, ამიტომ ფეხით გამოგეკიდე, ხოდა არც გასაღებები და არაფერი არ ამიღია საერთოდ.. კიდევ უნდა გაგახარო ერთი ამბით
-რა ამბით? - შეშინებულმა კითხა მარიამმა
-დღეს შენთან ვრჩები - გაეკრიჭა ნიკა, მგონი ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა
-რაა?
-ხო გაიგე რაც გითხარი? მიდი ეხლა გაცუნცულდი და რამე მაჭამე მგელივით მშია!
-სერიოზულად?
-რაიყო არ მტოვებ? დივნზე დავწვები, მართალია მოუხერხებელია მაგრამ შევეცდები მოვთავსდე, თან ამ ფეხებით ვერსად ვერ წავალ.. მარიამი გაოგნებული იყურებოდა ბოლოს დათანხმდა და სამზარეულოში ნელი ნაბიჯებით გავიდა.. ნიკა კმაყოფილი იყურებოდა და სახლს ათვალიერებდა.. მარიამი გაოგნებული იდგა სამზარეულოში და ფიქრობდა.. რაზე ფიქრობდა?! რაზე იფიქრებდა თუ არა მის პირველ კოცნაზე, ეს ხომ პირველი იყო პირველი! მაგრამ უსიყვარულო... რა იგრძნო?! რა უნდა ეგრძნო რამოდენიმე წამიც კიარ გაგრძელდა მისი პირველი კოცნა... ამიტომ ეს ამბავი დაივიწყა და ვახშმის მომზადებას შუდგა... მაგრამ დაივიწყა რო?!!!!!!!.. ან ნიკამ რა იგრძნო?!!!!!!!!!.........................






მაპატიეთ ბავშვებო ვინც ელოდებოდით ამის დადებას, ვერ მოვახერხე ძაან დიდი ბოდიში... იმედია მოგეწონებათ... დააფიქსირეთ თქვენი აზრებიი <3



№1  offline წევრი bichinashvili ))

ai dzalian dzalian momewona salo ,umagresi xarr! ra sayvarelia nikaa da mariamicc mastan ertad :d ))
--------------------
mariam 13

 


№2  offline წევრი vighaca

Dzalian kargia

 


№3  offline წევრი bichinashvili ))

ratom ar deb axal tavebss salo ?
--------------------
mariam 13

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent