შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამთხვევა(5)


24-03-2015, 00:55
ავტორი justgirl
ნანახია 3 300

ნიკა გამოშტერებული იდგა არ იცოდა რა ექნა ან რაუნდა ეთქვა.. დაეძახა თუ არა მარიამისთვის.. მას პირველად მიუკეტეს კარები და ასე "ხახამშრალი" დატოვეს.. არ მოელოდა რომ მარიამს მისთვის არ უნდოდა რომ ეკოცნა.. ის ხომ ასე ახლოს იდგა.. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში გოგოები ვერ უძლებენ ცდუნებას და მაშინვე კოცნიან ხოლმე, მაგრამ ნიკა ვერ ხვდებოდა მარიამმა რატომ მიუკეტა კარები.. მერე გაახსენდა ნიასთან ერთად რომ იყო და ისევ მას მიუბრუნდა......

ახლა დაგანტერესებთ თუ როგორ იყო ჩვენი მარუსა.. მან საერთოდ არაფერი არ შეიმჩნია, მართალია "იმ" მომენტში დაიბნა და ანერვიულდა, მაგრამ ეხლა ისე გეგონება ლამის მე ვაკოცე ნიკას... როგორც წესი ასეთ რაღაცეებს ყურადღებას არ აქცევს ერთის მხრივ, იმიტომ რომ არავისთან არ ყოფილა ეგეთ სიტუაციაში, ხოლო მეორეს მხრივ - ზუსტად იცოდა, რომ ნიკას და მის შორის არაფერი არ მოხდებოდა არასდროს, თან ნიკას არ მოეწონებოდა არასდროს, იმიტომ რომ მარტო მარიამის სიგრძე ფეხები ქონდათ მაგის გოგოებს და ეს გამორიცხული იყო, ამიტომ არ ფიქრობდა არასდროს....

თავისი playlist-ი ჩართო და ცეკვაცეკვით ამოალაგა თავისი ბარგი, მიალაგა სახლი, ცოტა გადანახული ფული ქონდა ამიტომ მარკეტში ჩავიდა იყიდა პროდუქტები და ყველაფერი რაც საჭირო იყო სახლისთვის.. რომ ამოვიდა ისევ ცეკვა-ცეკვით მოამზადა თავისი საყვარელი ქათმის სალათი, მერე აბაზანაში ნებივრობდა და მერე კი მოვიდა ძილის დროც....

ერთი კვირა გავიდა, მარიამის ცხოვრებაც არ შეცვილილა გარდა იმისა რომ გიოს და ნინის შეურიგდა აბა ცხოვრების ბოლომდე ხოარ იქნებოდა მაგათზე გაბრაზებული, ნინიც გიოსთან გადავიდა საცხოვრებლად, და სამსახურში ახალი მეგობრებიც გაიჩინა ნუ რამოდენიმე ბიჭს მოეწონა კიდეც.. დღეს უნდა უთხრას პასუხი ნიკას გამგზავრებასთან დაკავშირებით.. ბევრჯერ იფიქრა წასულიყო თუ არა, ხან უნდოდა ხან არა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა რომ წასულიყო, სამი თვით მიდიოდა სამუდამოდ ხოარა!

მარიამმა ნიკას კარებზე მიუკაკუნა და ისევ ისე შევიდა პასუხს რო არ დალოდებია.. კი ინანა იფიქრა, რომ ისევ წინანდელი სცენები დახვდებოდა, მაგრამ შეცდა და გაუკვირდა კიდევაც, ეს იყონ პირველი დღე როდესაც ნიკას და მის შიშველ "მეგობარ გოგონას" არ შეუსწრო.. გაუხარდა კიდეც..
-მარიამ - გაუცინა ნიკამ - ვიცი რო გაგიკვირდა ისევ ის სცენა როარ დაგხვდა!
-მეე.. ხოო რავიი გამიკვირდაა..
-ხოო, მგონი უკეთესობისკენ ვიცვლები - თვალი ჩაუკრა..
-ალბათ
-ხოო, როგორც მოგეხსენება ერთი კვირა უკვე გავიდა და დრო დადგა რომ მითხრა შენი პასუხი, იმედია კარგად დაფიქრდი..
-ხოო, მეე.. თანახმა ვარ - და გაუცინა ნიკას..
-ვაიმეე, რამაგარიაა (ხმამაღლა გამოხატა ნიკამ თავისი ემოციები) ადგა მარიამს მივარდა ჩაეხუტა და დააბზრიალა (არა რა, ამ ბიჭს მგონი რაღაც დაემართა, ესეთი უჯმური იყო და ასე უცბად რამ შეცვალა! მგონი რაღაც ხდება!!) მარიამი გაშეშებული იყო ვერც მოძრაობდა, ვერც ხმა ამოიღო, ვერ გაიგო ვაბშე ნიკას რეაქცია.. ნიკამ როგორც იქნა მოტვინა რომ ზედმეტი მოუვიდა დამაშინვე დასვა მარიამი იატაკზე..
-მეე.. ისაა.. ძალიან გამიხარდა უბრალოდ
-ხო მივხვდი შენს რეაქციაზე - გაუცინა მარიამმა - გავალ ეხლა მე საბუთებს მივხედავ..
-ხოო , მარუუს ისა იქ რო წავალთ როგორც გითხარი ხელფასი მოგემატება და 2000 ამერიკული დოლარი გექნება ყოველ თვე..
-ვაიმე რააა? გამეღადავე ეხლა ხო?
-არა არა - გადაიხარხარა ნიკამ თვალებაცრემლიანებული მარიამის დანახვაზე..
-ვაიმეე აიი უღრმესი მადლობა ვეცდები შენი იმედები გავამართლო.. აი მართლა ძაან დიდი მადლობა.. - მეცხრე ცაზე დაფრინავდა მარიამი, ვერც კი დაინახა ახლოს მოსული ნიკა, რომელმაც წელზე შემოხვია ხელები და მაგრად მიიხუტა.. არცერთი ხმას არ იღებდა (მგონი ამათ რაღაც სჭირთ ხო?)უბრალოდ იდგნენ ასე ჩახუტებულები სანამ ნიკას ტელეფონმა არ დარეკა.. ორივე უცბად თითქოს გამოფხიზლდნენ.. ნიკამ ტელეფონს გახედა გაბრაზებული სახით ისევ მარიამისკენ რომ გამოიხედა იქ უკვე აღარ დახვდა... ნიკა ამაზე გაბრაზდასავით რომ ვერ დაინახა მარიამი, მაგრამ არ შეიმჩნია და თავის ტელეფონს უპასუხა....

მარიამი სააბაზანოში გავარდა და სახეზე წყალი შეისხა.. არ იცოდა რა მოუვიდა, რა იგრძნო, როდესაც ნიკა ჩაეხუტა, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ესიამოვნა.. "მგონი მომწონს" - გაიფიქრა მარიამმა.. ( ხო ვამბობდი რაღაც სჭირთ-მეთქი და აჰააა!!!)
"არა არა, არ მაქვს უფლება რომ მომეწონს - თავსი თავს ელაპარაკებოდა მარიამი (გულში) ის მე სერიოზულად არ შემომხედავს, როგორც თავის ერთი დღით გასართობ გოგონას ისე მიყურებს! მაგრამ არა როგორ გეკადრებათ ვნახოთ როგორ რას შეძლებთ, მე არ მოგცემ ამის უფლებას არაა!! იმის უფლებას არ მოგცემ რომ ჩემს გრძნობებზე ითამაშო - არავითარშემთხვევაში.."


ბავშვებო მეტი ვერ მოვასწარი რომ დამეწერა ცოტა პატარაა ეს თავი.. ხვალ გამოვასწორებ და დიდ თავს დავწერ.. მადლობა ვინც კითხულობთ.. ძაან კარგები და კეთილები ხართ! ძაან მიხარია რომ მოგწონთ და დადებით კომენტარებს რომ მიწერთ <3 <3



№1 სტუმარი likuna

ძაან მაგარია,მაგრამ თავები გაზარდე ცოტა....ველოდები დაპირებულ დიდ თავს♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent