ეს შემთხვევითობა არაა, ეს ჩვენი ბედისწერაა 2 სრულად
--ანიტა-- საშინელება როცა ხვდები რომ გიყვარს მაგრამ იცი რომ ეს გრძნობა ცალმხრივია. უკვე 2თვეა დემესთან არ მისაუბრია გული მტკივა როცა ჩვენ საუბრებს ვიხსენებ ყოველი დღე მასზე ფიქრით იწყება და მისით მთავრდება. მიყვარს მაგრამ ვიცი რომ ესე არ უნდა ხდებოდეს. დერეფანში მივაბიჯებ და ჩემ უბედურ ბედს ვუჩივი? ჩემი იღბალის გამო რათქმაუნდა ვიღაცას შევასკდი ვიღაცას რა რათქმაუნდა დემეს, მე მას ყველაში განვარჩევ. შევხედე მან კი თავი გვერდზე გაწია და გზა განაგრძო. გული საშინლად მეტკინა მომინდა იმ წამს ხმამაღლა მეტირა მაგრამ არა,არა და არა იმდენად ამაყი ვარ რომ საკუთარ თავს ამის უფლებას არ მივცემ. დამქანცველი დღის ბოლოს როგორც იქნა სახლამდე მივაღწიე. და ლოგინზე უსულო საგანივით გავიშხლართე. როგორც ჩანს დიდი ხანი მეძინა რადგან გარეთ დაბინდებულიყო. ახლა ყველაზე მეტად გარეთ გასეირნება მომინდა უკვე გაზაფხული იწურებოდა ამიტო გარეთ თბილოდა. ქუჩაში არავინ ჩანდა, მხოლოდ საამური სიო უბერავდა ჩემი გრძელი ყავისფერი წელამდე თმა გავიშალე და ცელქ სიოს მისი აწეწვის უფლება დავრთე. ვსეირნობდი და ვსეირნობდი მანამ სანამ საშინლად დავიღლებოდი. სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე ისევ 5 თვის წინანდელი ამბები გამახსენდა და სევდა შემომაწვა. ფიქრებიდან ნაბიჯების ხმამ გამომაფხიზლა ჩემკენ ორი მომავალი სილუეტი დავლანდე და როდესაც ერთ -ერთში დემე ამოვიცანი მწარედ გამეღიმა და სახლის გზას უკანმოუხედავად გავუყევი. სახლში მისულს საკუთარ თავს იმის პირობა მივეცი რომ -მე ანიტა ბაბლუანი არასდროს დავღვრიდი ცრემლს დემეტრე ჯაჭვლიანის გამო და შევიძულებდი მას. ამის შემდეგ მე დეიდაჩემთან გადავედი საცხოვრებლად და იქაურ სკოლაში ჩავირიცხე. დეიდაჩემი ჩემზე 13წლით არის უფროსი და კარგი ურთიერთობა მაქვს არასდროს არ ვუმალავდი არაფერს და შესაბამისად დემეზე და ჩემ ყველა ფიქრზე უკვე ყველაფერი იცის. მასთან ძალიან კარგად მოვეწყვე. ქეთის ჩემი ესმოდა და ყველა თხოვნას მისრულებდა. მან ძალიან მთხოვა მასთან ერთად მეცხოვრა რადგან გათხოვილი არაა კარგი შემოსავალი და სამსახური აქვს მაგრამ სახლში სულ მარტო ცხოვრობდა ამიტომ ვერ გავუტეხე ხათრი და ამგვარად ახლა მე და (ქეთი)დეიდა ტელევიზორის წინ ვართ მოკალათებულნი და ფილმს ვუყურებთ რამოდენიმე წუთიანი დუმილის და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი დარდი გავუზიარო -ქეთ -ჰმმმ -მინდა რომ შევიცვალო -ქეთიმ ფილმი დააპაუზადა კითხვის ნიშნის მზერით შემომხედა -რა მხრივ მკითხა დაბნეულმა?! მინდა გარეგნობა შევიცვალო მინდა უფრო გავლამაზდე... -კარგი რა ან შენ ისედაც ლამაზი ხარ უბრალოდ თვითშეფასება არ შეგილძია -აუუუუ აღარ მინდა რა ისევ ისეთი ვიყო და ყოველი სარკეში ჩახედვისას წარსული გამახსენდეს გთხოვ რააა -კარგი კარგი როგორც შენ იტყვი ხომ იცი რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს ყოველთვის. ქეთისთან მივედი და ძლიერად ჩავეხუთე -ვიცი ქეთ დავიჩურჩულე და ერთი ობოლი ცრემლიც მოწყდა წამწამს მეორე დღიდან დაიწყო ჩემი გარდასახვა თავდაპირველად კბილის სამაგრებისგარ ეგრეთწოდებულ ,,რკინებისგან" განვთავისუფლდი, შემდეგ სალონში წავედით თმაც გავიღიავე,დავისწორე შემდეგ ვიშოპინგე... საღამოს კი ისეთი დაღლილი დავბრუნდით სახლში რომ საკუთარი თავის შესაფასებლად სარკეშიც არ ჩამიხედავს მაშინვე საწოლს მივაშურე და გემრიელად ვიწყე ძილი. მეორე დღეს თვალი რომ გავახილე 8:45 იყო თავქუდმოგლეჯილი შევარდი სააბაზანოში და თავი მოვიწესრიგე, აქამდე შეკრული თმა გავიშალე და გუშინ შეძენილი ახალი სამოსი სწრაფად მოვირგე ჩემ სუსტ სხეულზე. სწრაფად გავარდი ჩემ საძინებელში ჩანთას ხელი დავავლე და სამზარეულოში შევედი ქეთი საუზმეს ამზადებდა გაზქურასთან და სიცილისგან მუცელი სტკიოდა -ანიტა ნუ დარბიხარ გიჟივით ყველაფერს მოასწრებ არაუშავს თუ ერთხელ დააგვიანებ სკოლაში დამრიგებლური ტონით მომმართა, ჩემსკენ შემოტრიალდა და ღიმილი სახეზე შეაშრა რამოდენიმე წამი გაშტერებული მათვალიერებდა , მე კი ამ დროის განმავლობაში რა არ ვიფიქრე და ვინანე კიდეც რომ შევიცვალე მეგონა უფრო დავიუშნოვე თავი. ქეთიმ როგორც იქნა ხმა ამოიღო -აუუუ ანიტა რა ლამაზი ხარ ჩემო გოგო, ომგგ ეს ვინააა ეეე აუ რა საყვარელი ხარ დაცემა პირდაპირ -ეს ბოლო სიტყვები ძერსკივით წარმოთქვა და ჩამეხუტა -მართლა ბავშვებისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილობით წარმოვთქვი და პირველად ვიგრძენი თავი სრულყოფილად. ქეთის კომპლიმენტების მოსმენა მართლაც სასიამოვნო იყო მაგრამ ახლა მართლა ვაგვიანებდი სკოლაში სწრაფად დავემშვიდობე და გავიქეცი სკოლისკენ რადგან დაგვიანებას და ყურადღებას ჩემს მიმართ მომართულს საშინლად ვერ ვიტანდი თან ძალიან ვღელავდი მაინტერესებდა ჩემი კლასელების შეფასება ჩემ ახალ იმიჯზე. ვიცი ვიცი რომ სისულელეა და საკუთარი თავი ისეთი უნდა მოგწონდეს როგორიც ხარ და არ უნდა გაინტერესებდეს სხვისი აზრი მაგრამ მე ასე არ შემიძლია ყველაფერს ზედმეტად განვიცდი და ხშირად ეს ჩემი თვისება საღადაო თემად იქცეოდა ხოლმე.,მე კი ახლა საშინელი კომპლექსი მაქვს. ამ ფიქრებში სკოლაშიც მივედი და რათქმაუნდა დავაგვიანე კლასში შესულს 21წყვილი თვალი ჩემსკენ იყო მომართული ჩემი ლოყების სიწითლე კი პიკს ახწევდა. მთელი დღის განმავლობაში მესმოდა კომპლიმენტები რაც ძალიან მაბედნიერებდა. ზოგიერთი ის კლასელიც კი გამომელაპარაკა რომელსაც აქამდე ჩემთვის ყურადღებაც კი არ მოუქცევია. საბოლოოდ კი სახლში საშინლად ბედნიერი და პოზიტიური განწყობით დავბრუნდი. .............................................. 1 წელი შესრულდა რაც დეიდასთან ვიცხოვრე. ისევ უკან ჩემს წარსულში ვბრუნდები,ძალიან შევიცვალე უფრო თავდაჯერებული და მხიარული გავხდი. ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ და არ მაინტერესებს სხვისი აზრი. სახლშიც მივედი -ბაბლუანებო მოვედი ვიყვირე და დაველოდე ჩემი ახლობლების გამოჩენას. მათაც არ დააყოვნეს და მისაღებში გამოვიდნენ, ჩემ დანახვას არ მოელოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ზაფხულსაც ქეთისთან ერთად გავატარებდი. მეც მასე მეგონა, მაგრამ რომ გამოჩნდებიან თაყვანისმცემელი, თავს შეგაყვარებს და ბოლოს ხელსაც გთხოვს. მანდ მეორე აზრი არაა, ქეთისთან და გიოსთან მე უკვე ზედმეტი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემი გამოშვება არ უნდოდათ (გიო მართლაც კარგი ტიპია მხიარული, ოპტიმისტი პიროვნება მე და ქეთი მასთან არასდროს ვიწყენდით. მეც ალბად გიოს სახით შექმნილმა ახალმა პოზიტიურ გარემომ შემცვალა.) ყველას ჩავეხუტე და მდივანზე უღონოდ ჩავესვენე, დედამ სუფრა გაშალა და ვისადილეთ. ყველა ჩემს ხასიათის ცვლილებაზე საუბრობდა: მამას მოსწონდა, დედა გაოცებული იყო. ბებია და ბაბუა მიღიმოდნენ რაც იმას ნიშნავს რომ "როგორიც არ უნდა იყო ჩვენ ყველანაირი გვეყვარები" ჩემი პატარა 3 წლის ძმა საბუკა კი ჩემ თმებზე თამაშით ერთობოდა და ხშირად მეხუტებოდა კიდეც. ფანჯრიდან ვიყურებოდი და მშობლიურ გარემოს ღიმილით ვათვალიერებდი. უეცრად ეზოში ნატალი დავინახე, გამიხარდა მისი ნახვა სასწრაფოდ ქვემოთ ჩავირბინე და ჩავეხუტე. -ნატა როგორ ხარ ? ის კი ამ დროის განმავლობაში დაბნეული მიყურებდა, მივხვდი რომ ვერ მიცნო და შევეცადე დავხმარებოდი -კარგი რა ნუთუ ვერ მიცანი?! ჰჰმმმ აი რკინები რომ მქონდეს კბილებზე, სულ წიგნებს, რომ ვკითხულობდე და თმა უფრო მუქი, რომ მქონდეს მაშინაც ვერ მიცნობდი ? -ანიტაა ნატალიმ როგორც იქნა მიცნო და გადამეხვია -როგორი შეცვლილი ხარ, რა ლამაზი ხარ ... გაოცებული მელაპარაკებოდა ნატალი -სად მიდიხარ -სუპერმარკეტში გამომყვები ?! -კი როგორ არა გზად უამრავ ნაცნობს შევხვდი და უამრავი კომპლიმენტიც დავიმსახურე, ნატა მიყვებოდა ყველაფერს, რაც ამ დროის განმავლობაში მოხდა და გამიმხილა კიდეც, რომ შეყვარებულიც ჰყავდა ბექა. ნატას დავემშვიდობე და სახლში ავედი, მაგრამ დროებით, რადგან საღამოს პარკში ვაპირებთ გასეირნებას. მე და ნატამ ბევრი ვისეირნეთ. ბოლოს სკამზე ჩამოვჯექით და ისევ განვაგრძეთ საუბარი. ჩვენსკენ ორი ბიჭი წამოვიდა ერთ-ერთმა მეორეს გამოასწრო ნატალიც ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა -ჰჰმმ ეს ბექაა როგორც ჩანს ვთქვი და გამეღიმა. ნატალი ბექა და ის უცნობი ჩემსკენ წამოვიდნენ ნატალი მომიახლოვდა და დაიწყო გაცნობა -ბექ გაიცანი ეს ანიტაა დემე დაუძახა მოშორებით მდგომ ბიჭს ისიც მოვიდა და ყველანაირი შესავლის გარეშე მომმართა -დემეტრე ჯაჭვლიანი -ანიტა ბაბლუანი ხმის კანკალით ძლივს წარმოვთქვი ჩემი სახელი და გვარი და გამოწვდილ ხელზე კიდევ ერთხელ ჩამოვართვი ხელი როგორც ადრე და გავუღიმე. ნატალი და ბექა ჩვენს წინ მიდიოდნემ ჩვენ კი ძალაუნებურად უკან ერთად მოგვიწია სიარული. სხეული დაძაბული მქონდა, მოგატყუებთ რომ გითხრათ 1 წლის წინ დადებული პირობა შევასრულე და ახლა დემე ჯაჭვლიანი მძულს თქო, პირიქით ჩემში ყველაფერი აირია და ისევ ვგრძნობ რომ დემე ისე ძველებურად მიყვარს. ჩუმად მივდიოდით არც ერთი არ ვიღებდით ხმას ბოლოს ისევ დემემ დაარღვია სიჩუმე -ანიტა ბაბლუანი არა ?! თავი ოდნავ დავუქნიე თანხმობის ნიშნად -დასასვენებლად ხარ ჩამოსული ?! -არა აქ ვცხოვრობდი მერე ერთი წელი წავედი და ახლა ისევ დავბრუნდი თვალებში შევხედე და ჩამეღიმა, ისევ ისეთი მომნუსხველი,თითქოს უფრო მუქი,კაშკაშა, მწვანე, თვალები ჰქონდა. -მე შენ გიცნობ თქვა დემემ ჩემსკე მოტრიალდა და თვალებში ჩამაშტერდა -მართლა ?! მეც... ეს ბოლო სიტყვა ჩუმად ვთქვი და გადავწყვიტე ჩემი მსახიობური ნიჭი ჯანდაბაში მომესროლა. -შეცვლილი ხარ ! - ვიცი უკვე უთქვამთ -ძალიან ლამაზიც -ჰმმ ეგეც უთქვამთ - და ის თუ უთქვამ რომ შენ დემეტრე ჯაჭვლიანის გოგო ხარ -ნწწ ეგ არ უთქვამთ -და რას ფიქრობ ამაზე ?! -არაფერს ეს ხომ ასე არაა... -ცდები... -არა დავეჭყანე და ბექას და ნატას დავეწიე თან პალალერურად ვცდილობდი აჩქარებული გულის ცემის დარეგულირებას. -აბა ბავშვებო რას შვრებით? -არაფერს ვსაუბრობთ შენ ? -მოვიწყინე არ წავიდეთ ნატალი ?! -კარგი, ნატალი ბექას დაემშვიდობა და წამოვედით. იმდენად ბედნიერი ვიყავი ეს რომ არავისთვის გამეზიარებინა ალბათ მოვკვდებოდი. სახლამდე სავალი გზა საკმაოდ დიდი იყო ამიტომ ნატალისთვის ყველაფრის თავიდან მოყოლას მოვასწრებდი.როდესაც თხრობა დავასრულე ნატალი ჩემზე გაბრაზდა აქამდე რომ ვუმალავდი, შემდეგ კი ჩამეხუტა და ყვიროდა -აუ რა მაგარიაო მე კი მის დამშვიდებას არც კი ვცდილობდი მის საქციელზე გულიანად ვხარხარებდი, და იმასაც ნათლად ვხვდებოდი რომ ამაღამ ვეღარ დავიძინებდი). სადაც მე და ნატალი იქაც დემე და ბექა . სად არ დავდიოდით კინოში სადაც ბიჭები საშინელებებს არჩევდნენ. მე დემეზე ვიყავი აკრული და სანამ ფილმი არ დამთავრდებოლა იქამდე არ ვშორდებოდი ბოლოს კი მის კმაყოფილ მზერას რომ შევამჩნევდი მუშტს ვუთავაზებდი ხოლმე გულში კი ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ატრაქციონებზე სადაც "ეშმაკის ბორბალის" "ამერიკული გორაკების"და "ნავის" გარდა თითქმის არაფერზე ვსხდებოდით. რაც იმას ნიშნავდა რომ მე დემეზე აკრული ვცდილობდი შიშის დაძლევას და ყოველი ჩემი შეხებისას ვგრძნობდი თუ როგორ სწრაფად იწყებდა მისი გული ძგერას. ზაფხული ფიფქმის იწურებოდა რაც გულს ძალიან მწყვეტდა რადგან არ მინდოდა ამ მხიარული დღეების დაკარგვა. საღამოს მე, ნატალი ბექა და დემე როგორც ყოველთვის ტბასთან ვსეირნობდით, ბიჭები სასაცილო ამბებს ყვებოდნენ, მე და ნატალის კი სიცილისგან უკვე მუცელი გვტკიოდა. მხიარულება ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა ქეთი მირეკავდა. სანამ ვუპასუხებდი დემეს დაინტერესებული მზერა შევამჩნიე და გადავწყვიტე ცოტათი გამებრაზებინა ჩემი ბიჭი -ალო -ანიტა ჩემო სიცოცხლე როგორ ხარ ? -კარგად სან შენ როგორ ხარ ? (გინაღამ ქეთი ვუთხარი და თავ-ბედი დავიწყევლე) -ჰა ჰა ჰა ჰა მანდ დემე ხო არ წყვეტდა სიცილს ქეთა და მეც ნერვებ მოშლილს კინაღამ მთელი გეგმა ჩამიშალა -აჰამ აუ მომენატრე სანდრიკ -მეც მეც ჩემო გიჟო -არ წყვეტდა სიცილს ქეთა -კარგი კარგი მოვრჩი ხო წარმომიდგენია ახლა მანდ რა სიფათით დგახარ ესეიგი რაზე დაგირეკე ჩემო სიცოცხლევ არ გინდა ქორწილში იგულაო ? -აუ კი რა მაგარია -ხო და ჩამოდი მალე ბევრი საქმე გვაქვს! -აუ აუცილებლად მიყვარხარ სანდრიკ ძააან, და მენატრები, მალე გნახავ ტელეფონი გავთიშე თავი მაღლა ავწიე და როდესაც დემეს მზერა შევამჩნიე გულში ცეკვა დავიწყე -ვინ იყო ?! საშინლად გაბრაზებულმა მომმართა დემემ მემგონი თავს ძლივს იკავებდა -რა შენი საქმეა -ანასტასია მკაცრად მომმართა -სანდრო ავალიანი ჩემი მეგობარი რა,ჰმმ შეყვარებული -შეყვარებული არა?! ტელეფონი მომეცი -არა შენ ვინ ხარ რომ ტელეფონი მოგცე თავი დამანებე! უკვე ვყვიროდი და ვხვდებოდი რომ მაგრად დამერხა ამიტომ მოვტრიალდი და მთელი ძალით გავიქეცი უკან დემეტრე გამომეკიდა, ნატალის და ბექას სიცილის ხმაც მისწვდა ჩემ ყურთასმენას. გავრბოდი მთელი ძალით, ტბის გარშემო და უკვე ძალა აღარ მყოფნიდა. დაღლილი სკამზე ჩამოვჯექი და ღრმად სუნთქვა დავიწყე რამოდენიმე წამში დემეც მომიახლოვდა და ძლივს გასაგონად მომმართა -მნებდები ?! -არასდროს !! ვუთხარი და სკამიდან წამოვდექი მაგრამ წინ გადამეღობა, სახეები იმდენად ახლოს გვქონდა რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.მისმა მწვანე თვალებმა ძალიან დამაბნია და მთლიანად მომადუნა, მოულოდნელად ტელეფონი გამომართვა, შევეწინააღმდეგე, ამ აყალმაყალში ჩემი ტელეფონი ისე ღრმად აღმოჩნდა ტბაში ვერც ერთმა ვერ მოვასწარით სიტუაციის გაანალიზება. სახე დავისევდიანე დემეს კი ეგონა რომ ტელეფონის დაკარგვას განვიცდიდი -აუ ანიტა ჩემო სიცოცხლევ შენ თავს ვფიცავარ დღესვე გიყიდი ახალ ტელეფონს ოღონდ შენ არ მოიწყინო მოვიდა და ჩამეხუტა მე კი თავის შეკავება ვეღარ შევძელი და სიცილი ამიტყდა დემე მომშორდა და კარგად დამაკვირდა "ამან ხომ არ გარეკაო" მე კი სიცილს არ ვწყვეტდი -ჩემთან ჩახუტება ასე თუ გინდოდა გეთქვა პირდაპირ რა საჭირო იყო ასეთი წარმოდგენა თავმომწონედ წარმოთქვა სიტყვები ჯაჭვლიანმა და ამაზე უარესად ამიტყდა სიცილი -სულაც არა დამიჯერე მე რომ ვინმესთან მომინდეს ჩახუტება შენ ნამდვილად არ იქნები ჯაჭვლიანო თვალი ჩავუკარი,დავეჭყანე და განვაგრძე, -პროსტა ისეთი სიფათი გქონდა ახალ ტელეფონს რომ მპირდებოდი რომ ღირდა ჩემი NOKIA LUMIA-ს შეწირვა ამისთვის -ოხ შე პატარა ცუღლუტო. დემემ ხელში ამიტაცა და ზურგზე შემიგდო რასაც ქვია მე კი ყვირილი დავიწყე. -ჯაჭვლიანი დამსვი თორემ ახლა თუ გადავრჩი მერე მაგრად დაგერხევა.... არაფერმა არ გაჭრა ის კი ნელ ნელა ტბას უახლოვდებოლა -დემეტრე დემე გთხოვ არ ჩამაგდო ტბაში და რასაც გიდა იმას შეგისრულებ გთხოვ რა გპირდები -რასაც მინდა ?! დემე შეჩერდა და ძირს დამსვა -უკვე აღარაფრის შესრულებას აღარ ვაპირებ! ისევ დავეჭყანე და ისევ გავიქეცი ამჯერად ნატალის ამოვუდექი გვერდით და როდესაც მათ სიფათებს შევხედე მათაც დავეჭყანე და გავიბუსე. დემეც რამდენიმე წამში გვერდით ამომიდგა და ეტყობოდა რომ არაფრის თავი ჰქონდა თორემ ასე არ დამტოვებდა -შენ პირობა მომეცი და ამას აასრულებ ! მითხრა და ირონიულად გამიღიმა -ვერ ეღირსები ვუთხარი და გავჩუმდი -ვნახავთ . ხვალ ქეთასთან მივდივარ ძალიან მიხარია მისი ბედნიერება ამ წამს მოვრჩი ჩანთის ჩალაგებას და ნატაც მოვიდა -რას შვრები -რავი ახლა მოვრჩი ჩანთის ჩალაგებას შენ ? -რავი ბექამ გავისეირნოთო არ წამოხვალ ? -რავი კი დემე იქნება ? -არა ხომ იცი რაც გაიგო რომ მიდიხარ აღარ გამოჩენილა -ძალიანაც კარგი -კარგი რა ანასტასია მე მატყუებ ზომბივით დადიხარ ეს ორი დღეა მის გარეშე -ვიცი ვიცი ნატალი უკვე მენატრება მაგრამ არ მინდა ადრინდელივით გული მატკინოს და ამიტომ ვთამაშობ უკარება გოგოს როლს საწოლზე ჩამოვჯექი და თავი დავხარე -ისევ გიყვარს არა ?! -უფრო მეტადაც -ჩემი გოგო ნატალი ჩამეხუტა -კარგი ახლა წავიდეთ აღარ მოიწყინო -კარგი სმს-ც მოვიდა ბექასგან ჩამოდით ქვემოთ ვარო -ჩვენც დაბლა ჩავედით მოწყენილი ვიყავი იმიტომ რომ დემე არ იქნებოდა და უხალისოდ მივაბიჯებდი. -ამას რა სჭირს ტო იკითხა ბექამ -არაფერი ცუდ ხასიათზეა შეეშვი, გვრიტებმა ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს და ჩუმად გაეცინათ -უკვე პარკთან ვიყავით როდესაც ვიღაც მოვიდა თავი არ ამიწევია საშინელ ხასიათზე ვიყავი -როგორ ხართ გვრიტებო ნაცნობი ხმა რომ გავიგონე თავი მაღლა ავწიიე და გამეღიმა მაგრამ ცოტახანში ისევ მოვიწყინე რადგან დემე ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა თითქოს იქ არც ვყოფილიყავი, მე კი უკვე ტირილის პირას ვიყავი. ნატალიმ სნიკერსი მინდა ძალიანო და ეგ და ბექა მაღაზიაში წავიდნენ დავრჩით მე და დემე ერთმანეთის პირდაპირ სკამებზე მხსდნომნი. ისე მინდოდა ახლა მასთან საუბარი და მისი სიცილის გაგონება რომ დავიკიდე სიამაყე და მის გვერდით დავჯექი - დემე! ხმას არ მცემდა -დემეტრე !, დემე!გთხოვ შემირიგდი და გპირდები ოღონდ მართლა რასაც მეტყვი იმას შეგისრულებ! ერთხანს დუმდა -რა გარანტია მაქვს რომ შეასრულებ? -ჩემ პატარა ძამიკოს თავს ვფიცავარ -ჰმმმ კარგი - რა კარგი ?! -მაშინ მაგ სურვილს ახლა ვიყენებ -ოოხ გისმენ ... -მინდა რომ არ წახვიდე იმ სანდროს თუ ვიღაც ნაგავის სანახავად და დაშორდე მას! -რაააა... ვერა მაგას ვერ ვიზამ -რატომ ? იცოდე მე დამკარგავ ანი სამუდამოდ ცოტათი გაბრაზებულმა მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა -ვერ დავშორდები მეთქვი -რატომ ამის დედას ...... !! შეგინებას აპირებდა მაგრამ გაჩერდა -,იმიტომ რომ მაგ სახელით არავის ვიცნობ, არ მყავს შეყვარებული და მის სანახავად არ მივდივარ, იმიტომ რომ ის არ არსებობს, იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ ! ეს ბოლო სიტყვები ისე ჩუმად ვთქვი არამგონია დემეს გაეგო მოულოდნელად ხელში ამიტაცა გულში ჩამიკრა და დამატრიალა ბოლოს დამსვა და ნაზად მაკოცა ლოყაზე -ესეიგი მომატყუე ხო -მთლიანად არა მაინც მომიწევს წასვლა დეიდაჩემის ქორწილია -ხო წამო ბამბის ნაყინი არ გინდა მითხრა მხიარულად -,მმმ ძააან ბამბის ნაყინს მივირთმევდი და თან დემეს დავცინოდი -ფუ ჭამაც არ იცი რა ვინ ხარ შენ! საწყალი შენი ცოლი შენ ხელში ! -ეჰჰჰ ეს ჯერ არ მომიყვანია და უკვე ეცოდება საკუთარი თავი გაეცინა დემეს -რამე მითხარი პირგამოტენილმა ვკითხე -გემრიელია თქო ? -აუ კი ძააან ყველაზე მაგარი მეობარი ხარ და მაგიტო მიყვარხარ ( კარგად ვიცოდი რომ დემე ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო მაგრამ არ ვიცოდი მისი დამოკიდებულება და ისევ ვარჩიე მეგობრის სტატუსი დამეტოვებინა მისთვის და დამევიწყებინა ჩემი გრძნობები.) როდესაც ეს ვთქვი დავინახე როგორ ჩაუქრა მოციმვიმე თვალები დემეს, შემდეგ გაბრაზდა ხელი მომკიდა და უფრო მყუდრო ადგილას მიმიყვანა -აუ დემე გამიშვი რა მტკივა -მეგობარი ვარ არა ?! -კი აბა რა ყველაზე ჯიგარი ..... ვაგრძელებდი სულელურ მონოლოგს... -ანასტასია დამიყვირა დემემ და დავინახე როგორ დაებერა ძარღვები -რა გინდა ჯაჭვლიანო ახლა რა გავაკეთე რომ მეჩხუბები და მიყვირი ვერ შევამჩნიე ისე გაიკვალეს ცრემლებმა გზა ჩემს ლოყებზე -კარგი კარგი ჩუ ჩემო სულელო გოგო როგორ ვერ მიხვდი რომ მიყვარხარ სიგიჟემდე და არ გიყურებ როგორც მეგობარს შენ ჩემი ანგელოზი ხარ რომელსაც არავის დავუთმობ შენ დემეტრე ჯაჭვლიანის გოგო ხარ მიუხედავად იმისა გინდა თუ არა შენ ეს შენ ჩემი ხარ და შენ თავს არავის დავუთმობ ცრემლებს მწმენდა და თმაზე მეფერებოდა -ნუთუ ვერ გაიგე მაგიჟებს შენი დამოკიდებულება ჩემდამი არ მჭირდება სტატუსი მეგობარი მე ან შენი ბიჭი ვიქნები ან არარაობა მიყვარხარ ჩემო ანგელოზო და ყველაფერს მირჩევნიხარ .... მაშინაც მიყვარდი როცა ცუდად გამოიყურებოდი მე შენი სულის სილამაზე მიყვარდა და მეყვარება სამუდამოდ თავი ავწიე და ჩუმად ვთქვი -მეც მიყვარხარ დემე .... -რა თქვი (თვალები აუციმციმდა)დემეს გიყვარვარ არა ხომ ასეა -კი დემე მიყ..... დემე ტუჩებზე დამაცხრა და მთელი გრძნობით მაკოცა ... გვერძე გავიწიე და გაბრაზეული თვალები მივანათე -ჯაჭვლიანი -რაა?! -რატომ მომპარე პირველი კოცნა ?! -იმიტომ რომ ჩემი ხარ ! და ეს შემთხვევითობა არაა ეს ჩვენი ბედისწერაა მიყვარხარ პატარავ ... შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა... -მივდივართ ხვალ ქორწილში? -აბა რა .... დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.