შემთხვევითი ქმარი [თავი 2]
*** -დედა რას ფიქრობ ნიკაზე?-ჰკითხა სალომემ იმის შემდეგ რაც კაფეში დაჯდნენ. -კარგი,ბიჭია მაგრამ არ ვენდობი.-უთხრა ქალბატონმა ნანამ და კაპუჩინო მოსვა. სალომემ არაფერი უთხრა,უბრალოდ ყავის სმა გააგრძელა.მალევე მორჩნენ ყავის სმასაც და სახლში წავიდნენ.რა უინტერესო ცხოვრება აქვთ,მარტო ფული ხომ არ არის? ასეთი მოწყენილობა,ცივი და არაფრის მთქმელი ცხოვრება. სახლში მალევე მივიდნენ,ისე რომ ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ თავიანთ ოთახებში შევიდნენ. სალომემ ტანსაცმელი გამოიცვალა და ბიბლიოთეკაში შევიდა.ათასეულობით წიგნი იყო,მგონი მსოფლიოში რაც წიგნები იყო მათ ჰქონდათ,არა მართლა ბევრი წიგნი ჰქონდათ (არც მე ვიტყოდი ისე უარს).იქიდან აარჩიე,მისთვის საყვარელი აგატა კრისტის „მივიწყებული მკვლელობა“ და კითხვა დაიწყო .წიგნის კითხვის დროს სულ სხვა სამყაროშია,ყოველთვის თავის თავს წარმოიდგენს ამა თუ იმ გმირზე და ასე უფრო სიამოვნებს კითხვა,აი თუნდაც „მივიწყებულ მკვლელობაში“ გამომძიებლად წარმოიდგენს ხოლმე თავს. მაინც სულ სხვაა წიგნი,სულ სხვა ემოციები,სულ სხვა გრძნობები.წარმოდგენილი გაქვს შენი საკუთარი სამყარო,სადაც თვითონ ხარ მბრძანებელი,შეყვარებული თუ გამომძიებელი. კარზე კაკუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან,თავი წიგნიდან ამოიღო და შემოსულ დავითს მიაშტერდა. -ქალბატონო სალომე,ნიკამ დარეკა საღამოს რვა საათზე რესტორანში დაგინიშნათ პაემანი. -კარგი,შეგიძლია გახვიდე.-უთხრა და ისევ წიგნში ჩაჰყო თავი. ნახევარი საათის შემდეგ წიგნი გვერძე გადადო და მოსამზადებლად წავიდა,უკვე თითქმის ხუთი საათი იყო. პირველ რიგში აბაზანა მიიღო.იქიდან გამოსულს პრობლემა არ შექმნია ჩაცმაზე,მუხლებამდე შავი მთლიანი კაბა გადაიცვა,შავი მაღალ ქუსლიანები,სამკაულები და რაც მთავარია ყველაზე დიდი ტვირთი მაკიაჟი! დაბლა ისე ჩავიდა,როგორც ყოველთვის, თავაწეული.ნიკაც დივანზე დამჯდარი ელოდა.შავი კოსტუმი სასტიკად უხდებოდა,მაგრამ სახე ჰქონდა ძალიან ცივი. -საღამომშვიდობისა,სალომე.-უთხრა ნიკამ და ხელკავი გამოსდო -საღამომშვიდობისა,ნიკა.-თავი დაუკრა და მანქანისკენ წაჰყვა. ნელა ატარებდა მანქანას და ისევ ისეთი უემოციო სახე ჰქონდა(ალბათ იფიქრებთ რა უაზრო ისტორია,სიყვარული აქ არ არის,მეგობრობა,მშობლებზე ხო საუბარი ზედმეტია და სითბოც აქ არ არისო,მაგრამ რა იცით რა გელით). სალომეს არც კი შეუმჩნევია,რომ რესტორნისკენ არ მიდიოდნენ,უბრალოდ ეს სულელი გოგო ენდობოდა ნიკას. -გადმოდი!-უბრძანა,როდესაც სადღაც ჯურღმულში გააჩერა მანქანა. -კი,მაგრამ სად ვართ?-ჰკითხა ისე,რომ არც შეშინებია და საერთოდ ხო ვამბობ უემოციოა-თქო. -გადმოდი-თქო!მესამედ აღარ გავიმეორებ!-კბილებს შორის გამოსცრა ნიკამ. სალომეც დაჰყვა მის ნებას და მანქანიდან გადავიდა,ნიკამ იქვე დადებული ქვა აიღო და სალომეს პირდაპირ თავში ჩაარტყა,უსულო სხეული ძირს მოწყვეტით დაეცა. სწრაფად ამოძვრინა ჯიბიდან ტელეფონი და სადრაც გადარეკა. -ალო,გიორგი შენ ხარ?-ჰკითხა ირონიულად მომღიმარმა. -კი,მე ვარ.შენ ხარ ნიკა?-ჰკითხა როგორც ჩანს ზარით დაბნეულმა მამაკაცმა. -ხო,გახსოვს ჩემთან ვალში რომ ხარ? -კ...კი.-ამოილუღლუღა გიორგიმ ყურმილს იქით. -ხოდა საქმე ასეა რა,არ ვიცი სალომე მოვკალი თუ არა,მაგრამ თუ მოვკალი მინდა რომ შენ მიხედო,და თუ არა საგიჟეთში წაიყვან!არ მაინტერესებს პრობლემები და ათასი რამე.- რამდენიმე წუთი დუმილი ჩამოწვა,შემდეგ გიორგიმ იკისრა თავის თავზე ამ მკვლელი დუმილის დარღვევა: -მისამართი მითხარი სად არის?-კიდევ ერთხელ ჩაიცინა ირონიულად და უკარნახა სადაც იმყოფებოდა. *** -მააა,სად არის ცოტნე დავიღალე ლოდინით რა.-წუწუნებდა ზუკა. -იცმევს მამა და დაელოდე.-უთხრა სიცილით შვილს და ძლივს დავარცხნილი თმები აუბურდა. -კარგი რა,მამა ძლივს დავივარცხე ვაა.-აწუწუნდა ისევ. -ეს რა წუწუნა ხარ ბიჭო,ვინ გამოგყვება ჰა შენ?!-ჰკითხა სიცილით. -თათია...-ჩაბურდღუნა ბიჭმა. -ვინ ზუკა?-ჰკითხა სიცილით სანდრომ. -არავინ.-დაუბღვირა და ოთახიდან გამოსულ ძმას თავში წაუთაქა. -ეს რატო ე?-ჰკითხა დაბნეულმა ცოტნემ ტყუპს. -რომ მალოდინე იმიტომ.-დაუბღვირა და ჩანთა ზურგზე მოიკიდა. -დროზე თორემ გაგასწროთ მარშუტკამ.-უთხრა სიცილით ტყუპებს და სახლიდან გააძევა. სწრაფად გადაიცვა კომბინიზონი,საჭირო ხელსაწყოები აიღო და საგიჟეთისკენ წავიდა,მილები დაუსკდათ. ლურჯ „ტოიოტაში“ ჩაჯდა,სწრაფად მიაქანებდა მანქანას.სულაც არ აწუხებდა რომ ჯიბეებ გამოტენილი არ იყო და ჩვეულებრივი სამსახური ჰქონდა,არც იმას ჩიოდა რომ ხუთ სართულიანი სახლი არ აქვს და არამედ საყვარელი ორ სართულიანი სახლი. სიმდიდრეზე სალომე გაახსენდა,მაინც რა ლამაზი ქალია.როგორ შეიძლება ასეთი სილამაზე ვინმემ ან რამემ დაჩაგროს?ეხლა იკითხავთ რა დაჩაგრული მშვენივრად ცხოვრობსო,მაგრამ ზუსტად ის ცხოვრებაა მისთვის დაჩაგვრა. მანქანა სადგომზე მიაყენა,თავის ხელსაწყოები აიღო და გიჟებისკენ წავიდა. -გამარჯობათ.-მხიარულად მიესალმა მცველს. მცველმა უბრალოდ ზემოდან დახედა და ისევ სადღაც გაიხედა. -ჰეი,თქვენ გეუბნებით.-წარბი მაღლა ასწია და დააშტერდა. -რამე გინდა?-უხეშად ჰკითხა მცველმა. -კი,აქ მილები გასკდაო და არ გავაკეთო?-ჰკითხა ირონიულად და მზე ხელით დაიჩრდილა. -პირდაპირ იარე,კიბეებზე რომ ახვალ პირველივე ოთახში შედი და იქ გეტყვიან.-უთხრა ისე,რომ არც დაუხედავს. რაღაც ჩაფრუტუნა სანდრომ და კიბეებისკენ წავიდა,როდესაც ოთახში ნაცნობი სახე შენიშნა. გაჩერდა და ბადეს მიუახლოვდა,“ნუთუ მართლა სალომე მიქელაძეა თვით სურამის საგიჟეთში? არა,გამორიცხულია!ამას აქ რა უნდა ?“ ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა რა ჯანდაბა უნდოდა სალომე მიქელაძეს სურამის საგიჟეთში. რომელ ოთახშიც მიასწავლეს იმ ოთახში შევიდა,წყლის მილები შეაკეთა და ისევ დაბლა ჩავიდა.ისევ სალომემ მიიქცია მისი ყურადღება,თითქოს გოგონამაც იგრძნო მწველი მზერაო მას შეხედა. -თუ დაამთავრეთ შეგიძლიათ წახვიდეთ.-უთხრა თეთრ ხალათში გამოწყობილმა ექიმმა და ფული ხელში მიაჩეჩა. -ის გოგონა ვინაა?-ანიშნა სალომეზე. -არ ვიცით,თვითონაც არ იცის.ამნეზია აქვს რა.-უთხრა მხრების აჩეჩვით. -ჩემი ცოლია.-აღმოხდა დაბნეულს. -რა?როგორ თუ თქვენი ცოლი?-ჰკითხა ექიმმა წარბაწევით -კი,ჩემი ცოლია.შემიძლია დავამტკიცო!-განაცხადა დაბეჯითებულმა. ექიმი ისევ წარბ აწევით უმზერდა. -როგორ? -მარჯვენა ფეხზე დიდი ხალი აქვს.-კმაყოფილად ჩაიღიმა და სალომეს გახედა,რომელიც ისევ არ აშორებდა მზერას. -კარგით,დამელოდეთ!-უთხრა ექიმმა და გიჟებთან შევიდა. რამდენიმე წუთში ისევ უკან გამოვიდა. -საბუთებს მოვაწესრიგებ და ხვალ შეგეძლებათ წაიყვანოთ.-უთხრა წარბ აწეულმა ექიმმა. რატომ მოიგონა ეს ტყუილი მართლა არ იცის,უბრალოდ იმ წამს რაც მოუვიდა თავში ის უთხრა.რაღაც ხდება,ესე უბრალოდ ამ გოგონას საგიჟეთში არ ჩასვამდნენ,მითუმეტეს სურამის საგიჟეთში. სახლში თავისი საქციელით დაბნეული და გაკვირვებული დაბრუნდა.დივანზე ჩამოჯდა და თავის საქციელზე დაფიქრდა.მაგრამ დასკვნამდე ვერ მივიდა. -მამა მოვედით.-შემოსძახა რომელიღაცა ტყუპმა. -მოდი მამა,საქმე მაქვს.-უთხრა დასერიოზულებულმა სანდრომ. -რა არის მამა?-უთხრა რიჟა ცოტნემ. -ხვალ მოვიყვან ახალ დედას.-უთხრა ბიჭებს და მათ რეაქციას დააკვირდა. ჯერ ერთმანეთ გადახედეს გაკვირვებულებმა,შემდეგ მამას,მერე ისევ ერთმანეთს.ეს ყველაფერი ბრაზილიურ სერიალს მოგაგონებდათ. -კარგით,გეყოთ!-უთხრა სიტუაციით მობეზრებულმა სანდრომ. -რა?-ერთად აღმოხდათ ბიჭებს. -რა და ხვალ ახალი დედა მომყავს თქვენთან და აბა იცოდეთ,არ შემარცხვინოთ! ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა,ბიჭები კი დატოვა დაბნეულები. მალევე გაამზადა ომლეტი და ბიჭებს დაუძახა,სიჩუმეში მიირთვეს რაც არ ახასიათებდათ.ყოველთვის ან იცინოდნენ,ან დღეს განიხილავდნენ,მაგრამ სიჩუმეში არასდროს უსადილიათ. -მამა,მართლა ახალი დედა მოგყავს?-ჩანგალი თეფშზე დადო ზუკამ და ქვევიდან ახედა. -კი!-ასეთი სერიოზული სანდრო არავის ენახა,ლამის იყო მისთვის ბატონო ალექსანდრე დაეძახათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.