შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შვიდი ვალენტინობა (თავი 3)


29-03-2015, 00:12
ავტორი Mina-Ana
ნანახია 1 906

გეგა ლომიძე თვალს არ მაშორებდა და სიმართლეს გეტყვით, არც მე მინდოდა, რომ თვალი მოეშორებინა ჩემთვის. მეორე ბიჭს კი როგორც შემდეგ გავიგე ირაკლი ერქვა და როგორც შემდეგ შევატყვე ლიზა მასში მომდევნო საკბილოს ხედავდა, ანუ ახლავე უნდა მეფიქრა ირაკლი მალე ლიზას სიყვარულს აუხსნიდა. ერთი ჭიქა ესპრესოს და ერთი ნაჭერი ნამცხვრის შემდეგ საათს დავხედე და მივხვდი ამდენი დასვენების უფლებაც არ მქონდა.
-მაგვიანდება - უცებ წამოვიძახე და ფეხზე წამოვხტი. სამივემ მე შემომხედა
-საინტერესოა სად გეჩქარება? - გაბრაზებულმა მითხრა ლიზამ
-სახლში, ხვალ ტესტი გვაქვს დაგავიწყდა?
-გინდა გაგიყვანო? - როცა წამოდგა მეგონა დიდი დევი მადგა თავზე იმ სიმაღლე იყო გეგა. თან მიღიმოდა, სიმართლე გითხრათ მაღალი და ნავარჯიშევი ტიპების ყოველთვის მეშინოდა, არც გეგა იყო გამონაკლისი და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი. როგორც მაშინებდა ისევე მიზიდავდა დევი. გონებაზე გვერდის ავლით გულმა პირდაპირ წამოიძახა „კარგი წავიდეთ“ რამდენიმე წუთში გეგას არც თუ ისე ახალ მანქანაში აღმოვჩნდით და როცა მისი პატარა მოსიარულე არსება შევეთვალიერე მივხვდი, ჩვენი გეგა არც ისე ფულიანი ტიპია და ამის გამო დევი უკვე აღარ იყო ისეთი საშიში როგორიც ერთი შეხედვით. არვიცი რატომ მაგრამ საშინელი შეიძლება ითქვას ალერგია მქონდა ყოველთვის მდიდარ ტიპებზე, ლიზას გარდა. ყოველთვის მეგონა მდიდრებს გული არ ჰქონდათ. სულელური შეხედულებაა არა? ვიცი. ამაში მეც მალე დავრწმუნდი. გეგას მანქანაში ჩავჯექით და ხუთ წუთში ისეთ საცობში გავიწედეთ ოდესმე აქედან თუ გავაღწევდით არ მეგონა.
-მგონი დიდიხანი მოგვიწევს აქ დგომა. ჯობია ვილაპარაკოთ - დიდხნიანი დუმილის შემდეგ სიჩუმე გეგამ დაართვია. ჩემსკენ შემოტრიალდა და დაუფიქრებლად მკითხა - შენს შესახებ მომყევი
-რა მოგიყვე?
-რაც გინდა - გაიცინა მე კი ვიგრძენი ლოყები როგორ ამიწითლდა
-21 წლის ვარ, იურიდიულზე ვსწავლობ. მყავს დედა. მინდა კარგი ადვოკატი ვიყო. ლიზა ჩემი საუკეთესო მეგობარია. შეყვარებული არ მყავს, სიმაღლეში 1.66 ვარ და 49 კილო. სინამდვილეში წაბლისფერი თმები მაქვს მაგრამ მუქად ვიღებავ. მუქთმიანი და ცისფერთვალება უხდება მგონი ერთმანეთს - ვცადე ხუმრობა მეთქვა, აშკარად არ გამომივიდა რადგან როგორც იტყვიან პოკერფეისით მიყურებდა.
-ეს არის სულ? - ცოტა იმედგაცრუება დაეტყო სახეზე - მეგონა უფრო დიდი შინაგანი სამყარო გქონდა
-მაქვს, უბრალოდ ჯერ შენ არ იცი
-არ შეიძლება გავიგო?
-შეიძლება, და გაიგებ. როცა მე მომინდება. - ვუთხარი ოდნავ გაბრაზებულმა და წინ გავიხედე. თუმცა კი გაბრაზებამ მალევე გადამიარა. გაბრაზებამ გადამიარა ეს საშიში დევი კი უფრო და უფრო უწყინარი ჩანდა ჩემს თვალში. როცა ვნერვიულობ სულ ჩანთისკენ გამირბის ხელი სადაც სიგარეტის კოლოფი მეგულება, ეხლაც ჩავაცურე ჩანთის წინა ჯიბეში ხელი და წითელი სიგარეტის კოლოფტან ერთად შავი სანთებელაც ამოვიღე.
-არა, არა, არა - უცებ მითხრა და გაბრაზებულმა შემომხედა - შენ რა გინდა მითხრა რომ ამით იფუჭებ მთელ ცხოვრებას? თუ იცი საერთოდ რას აკეთებ? იცი როგორ შეუძლია ამას დაგინდგრიოს ორგანიზმი - მისი მკაცრი ტონი უკვე ნერვებზე მოქმედებდა მაგრამ ისიც მომწონდა რომ ჩემზე ზრუნავდა
-ძალიან გთხოვ ლექციას ნუ ჩამიტარებ, ზედმეტად დიდი ვარ იმისთვის, რომ სიგარეტის მავნებლობის შესახებ ინფორმაცია არ მქონდეს. - ვუთხარი და ამაყად მოვუკიდე ღერს ცეცხლი, სახეზე შევატყვე როგორ გაბრაზდა მაგრამ არაფერი უთქვამს, მხოლოდ ორივე ფანჯარა ჩამოწია. გამეცინა და არაფერი ვუპასუხე, სახლამდე მიმიყვანა და როცა კარო უნდა გამეღო ხელით დამიჭირა და მისკენ შემატრიალა
-დამპირდი, რომ შეეცდები მოწევას თავი დაანებო - მუდარის ხმით მითხრა და დაღონებული თვალებით შემომხედა
-რატომ ზრუნავ ჩემზე? - ცინიზმით გავხედე
-იმიტომ რომ... - თავი დახარა და ჩემი თითები მისაში მოიქცია - იმიტომ, რომ ექიმი ვარ და ადამიანებზე ზრუნვა ჩემი ვალია - მისმ სიტყვებმა ჩემდა გასაკვირად იმედი გამიცრუა
-მე შენი პაციენტი არ ვარ გეგა
-მაგრამ შეგიძლია ჩემი ცოლი გახდე - თავი ისე ჰქონდა დახრილი სახეზე ვერ შევხედე ის კი დავინახე სახეზე როგორ წამოწითლდა, ნუთუ ყველასთან ასეთი მორცხვი იყო? მისი ხასიათის ეს თავისებურება ძალიან მომეწონა და როცა გავიაზრე რა მითხრა სიცილი ვერ შევიკავე და გულიანად ავკისკისდი მასაც გაეცინა და ნელა აწია თავი
-რა ხუმარა ყოფილხარ ბატონო გეგა
-შენ რომ იცოდე ეხლა რა სერიოზული ვიყავი გაოცდები
-მადლობა რომ მომიყვანე - მხოლოდ ეს ვუთხარი და მანქანიდან გადავედი
ეს არ იყო ერთი ნახვით სიყვარული, არც მოწონება, საერთოდ ისიც კი ვერ გავიაზრე როგორ გახდა გეგა ჩემი ნაწილი. მთელი ცხოვრება იმის მჯეროდა, რომ სიყვარული ერთი ნახვით მოდიოდა, მჯეროდა, რომ შენი სატრფოს დანახვას შენთვის მუცელში პეპლები უნდა აეფარფატებინა. უხეშ ადვოკატობას ვაპირებდი გულის სიღრმეში კი ძალიან რომანტიკოსი ვიყავი, გეგასგანაც მოველოდი მსგავსს, ყოველ დღე როცა მის სანახავად მივდიოდი ველოდებოდი, რომ ან თეატრში წამიყვანდა, ან კინოში, ან ერთი ცალი ვარდით დამხვდებოდა უნივერსიტეტის გასასვლელთან. მაგრამ მისგან ამას ვერ ვღებულობდი. ხანდახან ვბრაზდებოდი კიდეც მასზე, მაგრამ მისი მწვანე თვალები გაბრაზებას წამსვე მავიწყებდა. ბოლოს უბრალოდ მივხვდი, სიყვარული არ ყოფილა მუცელში პეპლების დატრიალება, არც სუნთქვის შეკვრა როცა გეტყოდა, რომ უყვარხარ. თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც გეგა გავიცანი, მას კი ჯერ არც ყვავილი მოუტანია ჩემთვის და არც ის უთქვამს რომ ვუყვარვარ, თუმცა კი ჩვენ უკვე წყვილი ვიყავით. ალისას ეს ამბავი ძალიან ახარებდა, სულ იმას იმეორებდა ჩემს ძმას სანდროს გეგაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავსო. სიგარეტს თავი ვერ დავანებე მაგრამ გეგა ამასაც შეეჩვია. ერთ საღამოს როცა ჩემს დავალებას ვასრულებდი ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, ალისა მირეკავდა
-ჰო ლისა - მოწყენილმა ვუპასუხე
-ხვალ რა დღეა?
-სამშაბათი
-არა, რა რიცხვია?
-ცამეტი
-ჰო ანუ ცამეტის შემდეგ მოდის თოთხმეტი, ეხლა კიდე თებერვალია, და შენ არ იცი რა ხდება თოთხმეტ თებერვალს? - ალისას ყოველთვის უყვარდა შორიდან შემოვლა და სანამ რამე კონკრეტულს შეგეკითხებოდა მანამ მილიონ რამეს გკითხავდა ან იტყოდა
-უი ვალენტინობა - გონებიდან სულ ამომივარდა ეს ჩემთვის უმნიშვნელო დღე და ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა გეგას ვალენტინობას ეჩუქებინა რამე ან ეთქვა რომ ვუყვარვარ. ზედმეტად ბანალური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის
-ჰო, ანუ გეგა რამეს მოიმოქმედებს - კისკისით მითხრა ლისამ
-კარგი რა ლიზუ ხოიცი არ მიყვარს ეგ დღე თვითონ გეგასთვის იქნება უმჯობესი არაფერი გააკეთოს
-შენ ჩუ რა. ხვალ შენ საყვარელ ბატონ გიას ვიღაც ტიპი მოყავს წეღან გავიგე, ადვოკატი ყოფილა თურმე და რაღაც ლექციებს ჩაგვიტარებს იმედია ცოტა ლმობიერი ტიპი იქნება
-და სიმპათიური? - ვიცოდი ლიზას სულ უნდოდა სიმპათიური ლექტორი გვყოლოდა მაგრამ ჯერჯერობით მისი ოცნება არ სრულდებოდა და ან ქალები გვიკითხავდნენ ლექციებს ან ბატონი გია
-არა ჩემო დაო სიმპათიური ლექტორი არ ეღირსება ალისა რევიას - მითხრა და ვითომ ტირილი დავიწყეო აქვითინდა
-კარგი ლისუ წავედი მე
მეორე დილით როცა უნივერსიტეტში მივდიოდი საოცრად მქონდა გული აჩქარებული, არვიცი რაღაც საოცარ აღელვებას ვგრძნობდი, თითქოს სადაცაა გული გადაიღლებოდა და ცემას შეწყვეტდა, არც ალისას და არც გეგას ზარებზე არ ვუპასუხე, აღელვებას აფორიაქება დაემატა, გონებაში ყველაფერი გადავიანგარიშე და აღმოვაჩინე არც რაიმე დავალების დაწერა დამვიწყებია და არც მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა რომელიც შეიძლებოდა დამვიწყებოდა, თავად ვერ გამეგო რა ხდებოდა, მილიონჯერ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა თუ რა მჭირდა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ცივი ოფლი მასხამდა და ვერაფრით ვახერხებდი დაწყნარებას, ერთი ფიქრი ისიც ვიციფრე, რომ მოვიწამლე ან სიცხე მქონდა მაგრამ არა, მე საოცრად აღელვებული ვიყავი და არა მოწამლული. რა მჭირდა? რამემართებოდა? სადარდებელი არაფერი მქონდა. მაგრამ უცნაური წინათგრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო რაც ყველაფერს შეცვლიდა. წინათგრძნობის არასდროს მჯეროდა მაგრამ ეხლა ეს რაღაც თავს არ მანებებდა. რამდენიმე ადამიანს დავეჯახე როცა ტრანსპორტიდან ჩამოვდიოდი, ფეხი ქვას წამოვკარი და კინაღამ დავეცი, დაძაბულობას, აფორიაქებას ეხლა უკვე შიშიც დაემატა. როგორც იქნა აუდიტორიის კარს მივაგენი და შიგნით სუნთქვა გახშირებული შევედი, ჯერ ალისას ძებნა დავიწყე შემდეგ კი ჯერ მისი გაბრაზებული ბოლოს კი დაბნეული სახე დავინახე
-რა მოგივიდა? - შეშინებულმა მკითხა როცა ასეთ მდგომარეობაში დამინახა
-არვიცი
-სახეზე ფერი არ გადევს. ცუდად ხარ? გინდა გიას ვეტყვი და გაგვიშვებს
-არა, არა, უკვე კარგად ვარ - ნელა ვიგრძენი როგორ მინელდებოდა გულის ცემა რამდენიმე წამში კი სრულიად დავმშვიდდი. როცა უკვე საღად აზროვნება დავიწყე, როცა შიშმა და აფორიაქებამ საბოლოოდ დამტოვეს მაშინ უკვე გარშემო მიმოვიხედე და შევამჩნიე რომ ჩვენი პროფესორი ჯერ არ მოსულიყო
-სად არის გია?
-წეღან იყო შემოსული და გვითხრა იმ ადვოკატს მოვიყვანო რომელმაც ლექციები უნდა წაგვიკითხოს და ალბათ მალე მოვა - მითხრა ალისამ და თავის ტელეფონში ქექვას დაუბრუნდა. მეც ჩემი კონსპექტები წინ დავიწყვე და ქვედა ტუჩის კვნეტა დავიწყე. ამ უეცარმა აღლევება აფორიაქებამ საშინლად მომანდომა მოწევა მაგრამ ახლა აუდიტორიიდან ვერ გავიდოდი და ეს უკვე ნერვებზე მოქმედებდა. ამ ფიქრებში გართული უცებ აუდიტორიის კარის გაღების ხმა გავიგონე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე რომ გარემო რეალურად და კარგად აღმექვა. ჩვენი დაბალი ლექტორ ადვოკატი შემობაჯბაჯდა აუდიტორიაში და ოთხკუთხედი სათვალე ცხვირზე გაისწორა. კარისკენ გავიხედე და ველოდებოდი მას მისი მსგავსი მეორე ადვოკატი როდის შემოყვებოდა მაგრამ არავინ შემოსულა
-გამარჯობათ - ჩვეული უემოციო ხმით გვითხრა დამსწრეებს გიამ და თავისი შავი პაპკა მაგიდაზე ხმაურიანად დადო - ე.ი. მე ამ კათედრას ვტოვებ და სხვაგან გადავდივარ, ალბათ ეს უკვე იცით, დღეიდან ჩემი შემცვლელი იქნება ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი ევროპაში მაქს ანდრეევი. - უცნობის სახელი გავიგონე თუ არა ფანქარს ისეთი სიძლიერით მოვუჭირე ხელი რომ ვერც შევამჩნიე ხელში როგორ შემომატყდა - ის საქართველოში დაიბადა და გაიზარდა წარმოშობით უკრაინიდან არის მაგრამ მისი ოჯახის სამი თაობა უკვე საქართველოში ცხოვრობს. ძალიან გაგვიმართლა რომ მან ამ შემოთავაზებაზე უარი არ გვითხრა და იმედი მაქვს მას თქვენც არ გაუცრუებთ იმედებს. მაქს შემოდით - დაუძახა გიამ და კარს იქეთ გაიხედა, იქედან კი მხოლოდ ყრუ ლაპარაკის ხმა ისმოდა, რამდნიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ფიქრებში გადავეშვი და დინჯმა ფეხის ხმამ გამომაფხიზლა. კარისკენ გავიხედე და უცებ ვიგრძენი ვეღარ ვსუნთქავდი. ნაცრისფერი შარვალ კოსტუმი ისე უხდებოდა მის ნავარჯიშებ სხეულს თვალს ვერ ვწყვეტდი, თეთრი იდეალურად გაუთოვებული პერანგი ტანზე ოდნავ შემოსჭეროდა, ყელზე კი შავი ჰალსტუხი ისე ჰქონდა დავარდნილი გეგონებოდათ მიხატული აქვსო. ოდნავ მოზრდილი თმები უკან გადავარხნილი ჰქონდა, სახეზე კი მკაცრი გამომეტყველება გადაჰკვროდა, მეგონა ბატონი გია ყველაზე ცივი და ყველაზე სერიოზული ადამიანი იყო მაგრამ როცა მას შევხედე ეს აზრი სამუდამოდ გადავხაზე. მისი სახე ისეთი ცივი იყო, ისეთი საშიში. საოცრად შემეშინდა მისი მაგრამ ამავე დროს სურვილი მკლავდა მისი იდეალური სახის ნაკვთებს შევხებოდი. როგორ შეცვლილა, ასეთი უხეში, ასეთი ცივი გამოხედვა მის თვალებში? ადამიანი გამოცვალეს? როგორ შეიძლება ის სხეულის გამნგმირავი მზერა ასე შეცვლილიყო? გაყინული სახით მოავლო აუდიტორიას თვალი და მზერა ჩემზე შეაჩერა, სულ რამდენიმე წამით, არა უფრო ცოტა, წამის მეასედით მის სახეზე გაოცება დავიჭირე, შემდეგ კი ისევ გაეყინა ნაკვთები.
-მადლობ გია ასეთი წარდგენისთვის მაგრამ მგონი აჭარბებ - ხმაც სხვანაირი ჰქონდა, საოცრად დაბოხებული და გამკაცრებული
-კარგი მაქს მაშინ მე დაგტოვებ. ნახვამდის ახალგარდებო
-ნახვამდის - ყველა ერთხმად დაემშვიდობა ბატონ გიას ჩემს გარდა. რადგან ყველა უნარი დაქვეითებული მქონდა.
-თქვენი სახელების ცოდნა არ მაწყენდა. - თქვა და პირველ მერხზე მჯდომ ჩემ კურსელ მარის მიაშტერდა
-მარი, მარი ვაშაყმაძე - სიცილ შერეულმა უპასუხა მარიმ თან ფეხზე წამოდგა
-ილია, სალი, თეკო.....-სახელების და გვარების ჩამოთვლა უსასრულოდ გრძელდებოდა რადგან აუდიტორიაში 82 სტუდენტი ვიყავით. ბოლოს კი ის წამიც მოვიდა რომლის ყველაზე მეტად მეშინოდა იმ მომენტში. ხმა უნდა ამომეღო. ლისამ მუჯლუგუნით გამომაღვიზა
-თქვენზე რას მეტყვით? - მითხრა და ლურჯი თვალებით მომაშტერდა
-მე...-სიტყვა შუა გზაში გამიწყდა - მე იდა მქვია - გაჭირვებით ამოვილუღლუღე
-გვარი არ გაქვთ იდა? - პირველად მომმართა თქვენობით და ამან გულში თითქოს რაღაც ჩამწყვიტა
-არჩვაძე - ვუთხარი და ნანატრ ადგილს დავუბრუნდი. რამდენიმე წუთის შემდეგ სახელების გამოკითხვა დასრულდა და ჩვენმა ახალმა ადვოკატმა ძლიერად ცაახველა, პიჯაკის ღილი შეიხსნა და მაგიდას მიეყრდნო ზურგით
-რატომ ჩააბარეთ იურიდიულზე? - იკითხა და მზერა მოგვავლო
-იმიტომ, რომ ადამიანების უფლებები დაგვეცვა - თქვა წინა რიგში მჯდომმა შავთმიანმა სტუდენტმა
-არასწორი პასუხია. კიდევ ვცადოთ, იდა - მეხის გავარდნასავით გაისმა ჩემი ხმა აუდიტორიაში - თქვენ რას მეტყვით. რატომ გადაწყვიტეთ იურიდიულზე ჩაბარება?
-იმიტომ, რომ ნაძირლები კანონის ძალით ციხეში გამესტუმრებინა - ბრაზი მიპყრობდა და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი მას
-პასუხი ისევ არასწორია - თვითონაც გაბრაზდა, ფეხზე წამოდგა და პირველ მერხს ხელებით დაეყრდნო
-მაშ თქვენ გვითხარით სწორი პასუხი - ჩემდა უნებურად წამომცდა
-სიამოვნებით - მითხრა ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს - ფული. ერთადერთი მიზეზი რატომაც ადვოკატობა მოგინდათ. ნურავინ მეტყვით რომ სამართლიანობისთვის მებრძოლი პიროვნება ხართ. ორი სახის ადვოკატები არსებობენ კარგები და ცუდები. იცით როგორია ცუდი ადვოკატი? რომელიც მხოლოდ სიმართლეს იცავს - გული შემეკუმშა, არ მჯეროდა რომ ამას ასეთ საშინელ სიტყვებს ის პიროვნება ამბობდა რომელსაც ეხლა ვუყურებდი
-რას გულისხმობთ? - ჩაეძია ილია
-ერთ რჩევას მოგცემთ. თუ გსურთ კარგი ადვოკატი იყოთ არ უნდა გაინტერესებდეთ თქვენი კლიენტი დამნაშავეა თუ არა. კარგი ადვოკატი მაშინ ხარ როცა მტყუანს გაამართლებ და არა მართალს. მართალი ისედაც გამართლდება.
-ფული რატომ ახსენეთ? - ისევ შეეპასუხა ილია
-იმიტომ, რომ ამ ბინძურ მსოფლიოს არც სიყვარული ატრიალებს, არც მეგობრობა და არც ოჯახი. ერთადერთი რაც მას მართავს ფულია და თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ მაშინ ჯობია ამ პროფესიის ათვისებას შეეშვათ რადგან თქვენგან არასდროს დადგება კარგი ადვოკატი. - ეს თქვა გასწორდა პიჯაკი შეიკრა და საათს დახედა. ერთ წამში კი ზარის ხმაც გავიგონეთ. ძეგლივით იდგა იმავე ადგილას და გასვლას არ აპირებდა. მეც ვერ მოვიკრიბე ძალა რომ ავმდგარიყავი, ყველა გადიოდა აუდიტორიიდან მეც ლისამ გამომაფხიზმა და კართან მივედი როცა მისი ხმა გავიგონე ისევ
-შენ დარჩი - უკან მივიხედე და ისევ ისე იდგა. ძეგლივით, ვიცი, უხეში, უემოციო ძეგლივით.


პ.ს. შეფასებებს ველოდები, მგონი ყველას ეგონა ეს უბრალოდ თბილი სიყვარულის ისტორია იქნებოდა მაგრამ ამ მოთხრობასთან დაკავშირებით უფრო დიდი გეგმები მაქვს მაგრამ იმასაც გპირდებით რომ იმედებს არ გაგიცრუებთ. კიდეც ერთხელ, შეფასებებს და კრიტიკას ველოდები. :) <3



№1  offline წევრი deamedo

ეეეჰ როგორ შევცდიი winked ნუ კაი მოვიმარაგებ სელპაკს wink
პ.ს. რა კარგია ასე მალე რომ დადეეეე, ძალიაააან გამახარეეეეეე love

 


№2  offline წევრი Mina-Ana

deamedo
ეეეჰ როგორ შევცდიი winked ნუ კაი მოვიმარაგებ სელპაკს wink
პ.ს. რა კარგია ასე მალე რომ დადეეეე, ძალიაააან გამახარეეეეეე love


სატირალი არვიცი თუ იქნება უფრო სანერვიულო wink

 


№3 სტუმარი mariami R

dzalian moulodnelad vitardeba movlenebi da sainteresoa momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent