შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანებს ძალუძთ ტკივილის გადატანა სიყვარულის მეშვეობით (მესამე თავი)


29-03-2015, 15:29
ავტორი tanana
ნანახია 1 821

დილას ძლივს ადგა, ძალიან გადაღლილი იყო ემოციებით. საათს როცა დახედა 9 ხდებოდა, დააგვიანა უცებ ადგა, ჩაიცვა, არც უსაუზმია ისე გავარდა, პირველი შემთხვევა იყო როცა აგვიანებდა და ეს აშფოთებდა, ისიც აშფოთებდა რომ ვატო მიხვდებოდა მისი ზემოქმედებით მოხდა გოგონას დაგვიანება. უნივერსიტეტში შევიდა და ეგრევე აუდიტორიისკენ გაიქცა, როდესაც შევიდა მოსწავლეების გაკვირვებული სახე დაინახა, მარტო ვატო უყურებდა ირონიული სახით. მოკრძალებული ბოდიში მოუხადა აუდიტორიას დაგვიანებისთვის და ლექციის ჩატარება დაიწყო.
დრო საშინლად იწელებოდა, გოგონა ბიჭის დაჟინებულ მზერას ვერადავერ აღწევდა თავს, საშინლად უნდოდა ამდგარიყო და წასულიყო, გასცლოდა ამ ადგილს,თუმც არ შეიძლებოდა. ელოდებოდა როდის დამთავრდებოდა ლექციები, ყოველწუთას საათს უყურებდა, დრო კი სასტიკად იწელებოდა, გოგონა მოუსვენრად იყო, ამას აუდიტორიაც ამჩნევდა, თუმცა არ იმჩნევდნენ, უკვირდათ ანამარიას ასეთი საქციელი, სულ მშვიდი და გაწონასწორებული გოგო ასეთი აფორიაქებული არავის ენახა, როგორც იქნა დასრულდა ლეცქია, პირველი თვითონ გამოიქცა აუდიტორიიდან, თუმცა უცებ იგრძნო მკლავზე შეხება, ვიღაცამ შემოატრიალა და ისევ ირონიული ღიმილი, გოგონას დასცხა, შუბლი მთლიანად დაეცვარა, უხერხულად იყო და სრცხვენოდა კიდევაც,თუმცა არც კი იცოდა ასე რატომ იქცეოდა, რა გაუკეთა ამ ბიჭმა, თავი ხელში უნდა აიყვანოს და თავისი უკარება ხასიათი გამოამჟღავნოს მაგრამ ეს არც ისე ადვილია რადგან ვატო იმ რიგით ბიჭებს არ ჰგავს, გოგონას თავი დაანებონ მხოლოდ მისი სიტყვაძუნწობისა და უკარებობის გამო, პირიქით ვატოს ასეთი გოგოები იზიდავდა და არ დანებდებოდა სანამ გოგონას ხელში არ ჩაიგდებდა, ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც გოგო მისგან გარბოდა, გოგოები რიგებით იდგნენ და პირველ ნაბიჯს ყოველთვის ისინი დგამდნენ მაგრამ ხომ არის ნათქვამი, რომ მიუწვდომელი ხილი უფრო გემრიელია, სწორედ ეს მიუწვდომელობა იზიდავდა ბიჭს ასე ძლიერ, როგორ უნდოდა გოგონა თავის მკლავებში გამოემწყვდია და არასდროს გაეშვა, თუმცა ეს ასეთი ადვილი არ იყო, როდესაც ანამარიასნაირ გოგონასთან გიწევს ყოფნა, გოგონას თითოუელი ნაბიჯი იცოდა ჯერ კიდევ სწავლის დაწყების პერიოდში კუდში დასდევდა, თუმცა გოგონა ამას ვერ ამჩნევდა, სად დადიოდა, ვისთან თუ რატომ, ყველაფერი იცოდა, მისი წარსული იზიდავდა ასე ბიჭს, მისი შრომა, სიძლიერე რომელიც ოჯახის წევრების დაკარგვასთან იყო დაკავშირებული, მისნაირი გოგო ჯერ არ ენახა, ევროპაში სწავლობდა იქ სხვადასხვა გოგოებს ხვდებოდა, ყოველდღე ახალახალი გოგოები ჰყავდა, ისეთი გოგოები ჰყავდა „გამოცვლილი“ ბიჭს, ანამარიაზე ბევრად უკეთესები იყვნენ, თუმცა ბიჭს მაინც „ის“ მოეწონა, ჯერ კიდევ სექტემბერში ხვდებოდა რომ მისი ბაბნიკური ცხოვრება დასასრულს უახლოვდებოდა, ცდილობდა ეს გოგო ამოეგდო თავიდან მაგრამ ვერადავერ იცილებდა, სულ მასზე ფიქრებში იყო, რამდენი ღამე გაუთევია გოგონაზე ფიქრში, ბევრი თეთრი ღამე გამოუვლია, ქალებიც ვეღარ შველოდნენ ვერ ავიწყებდნენ ანამარიას, ის ხომ შეუდარებელი იყო, ანგელოზი, ვატოს შეუდარებელი ანგელოზი.
-სად მიიჩქარით ქალბატონო ანამარია?_საუბარი წამოიწყო ვატომ
-სახლში, მეჩქარება თუ შეიძლება გამიშვით ხელი_მთლიანად კანკალებდა გოგონა ბიჭის შეხებაზე
-გუშინდელის მერე არ მეგონა თქვენობით ლაპარაკი თუ მოგვიწევდა_ირონიულობა გაურია ლაპარაკში ვატომ
გოგონას ტანში გააცრა, გუშინდელი კოცნის გახსენებისას, რამოდენიმეჯერ გააღო პირი ლაპარაკის გასაგრძელებლად, თუმცა სიტყვებს ვერ აწყობდა <<რა მჭირს?>> ფიქრობდა, ამ ბიჭის დანახვაც კი აშფოთებდა
-მინდა სავახშმოდ დაგპატიჟო, იმედია უარს არ მეტყვი წინადელივით, ანამარია_ისე თბილად წარმოთქვა გოგონას სახელი, გოგონას ერთი წამით ეგონა დავსთანხმდებიო და უარის თქმას აპირებდა, თუმცა გუშნდელი გაახსენდა და გადაიფიქრა
-კარგი წამოვალ_ძლივს ამოთქვა ეს ორი სიტყვა გაუბედავად, ბიჭს მოსწონდა როდესაც გოგონა მასთან ყოფნის დროს სუსტდებოდა და თრთოდა
-ძალიან კარგი საღამოს 7ზე მზად იყავი
გოგონამ თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად რადგან ვერ ლაპრაკობდა, ბიჭმა გაუღიმა და ტერიტორიას გაეცალა.
ნატოს და ნიკას დაუბარა რომ საღამოს ვატოსთან ერთად ივახშმებდა, უფროსებს მოეწონათ ეს აზრი და გაუშვეს,თუმცა დაუბარეს, რომ გოგონას დაერეკა ხოლმე.
არ იცოდა რა ჩაეცვა, ჯერ კიდევ აფორიქებული იყო, 5 საათი იყო უკვე ამიტომ გადაწყვიტა მომზადებულიყო, ჯერ შხაპი მიიღო, ნახევარი საათი ბანაობდა, თუმცა მერე გაახსენდა რომ ეჩქარებოდა და ამიტომ გამოვიდა, არ ჰგავდა იმ გოგოებს მთელი დღე მომზადებაში რომ სჭირდებოდათ, ყოველთვის იცოდა დროის ფასი, დედა ასწავლიდა რომ დრო მას არ დაელოდებოდა, მის დინებას უნდა წაყოლოდა, რათა ცხოვრებაში ბევრისთვის მიეღწია, ასეც იქცეოდა გოგონა ამიტომაც იყო ყოველთვის, ყველგან საუკეთესო, ძალიან კარგი გემონება ჰქონდა, ლაპარაკის მანერებსაც ვერ დაუწუნებდით ნამდვილი არისტოკრატიული ხასიათის ადამიანივით საუბრობდა, არც ზედმეტი საუბარი უყვარდა, თუმცა საჭირო ადგილას, საჭირო დროს ყოველთვის იცოდა რა ეთქვა (ვატოს შემთხვევას თუ არ გავითვალისწინებთ), გართობაც ძალიან უყვარდა, თუმცა არა გადაჭარბებულად, დიდად არც სმა უყვარდა,თუმცა 1 ჭიქას მაინც ყოველთვის სვამდა, ისიც მეგობრების გამო.
კოხტა, ლურჯი ფერის, მოკლე, კაბა ჩაიცვა, უკან ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა. კრემისფერი მაღლები სამკაულები და ასევე კრემისფერი მოკლე შუბა ჩაიცვა, რადგან ჯერ კიდევ ციოდა. უკვე 7ის ნახევარი იყო. ბიჭმა ზუსტად 15 წუთში მისწერა, რომ გარეთ ელოდებოდა და ჩამოსულიყო, აფორიაქდა გულმა ჩქარა დაიწყო ფეთქვა, არც კი იცის რატომ, რამდენ ბიჭთან ერთად ყოფილა წასული რესტორანში იყო ეს თუ კინოში, თუმცა არასდროს ნერვიულობდა და თავი ამაყად ეჭირა, ახლა კი სად დაიმალოს არ იცის, როგორ არ უნდა ახლა წასვლა, თუმცა უხერხულია ნატოსთან და ნიკასთან, თორე ვატო სულ არ ადარდებს მხოლოდ მისი აგრესიულობის ეშინია, რამე არ მოუწიოს გოგონას.
ერთი „თამაშის“ ნაწილიაო და დასწყდა გული, თუმცა მიხვდა რომ ვატო არანაირ „თამაშს“ არ თამაშობდა,უბრალოდ ეზოში ჩავიდა, იქ კი თავის საყვარელ მანქანაზე ( white range rover sport) მიყუდებული ვატო დახვდა, შარვალ-კოსტუმში ცაცმული , როგორ უხდება ეს სტილი, ასე არასდროს ცმია უნივერსიტეტში სულ ჯინსებით და საროჩკებით დადიოდა, ისიც უხდება,თუმცა შარვალ-კოსტუმი როგორც იტყვიან „ხატავს“ . ბიჭმა გოგონა დაინახა, როცა ხანი გახევებული იდგა ათვალიერებდა ფეხიდან თავამდე, შემდეგ გამოფხიზლდა და გოგონასთან მივიდა, ჩასჩურჩულა <<შესანიშნავად გამოიყურები>> და მანქანისკენ წაიყვანა, კარები გაუღო და შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან. ბიჭის მანერებმა მოხიბლა და ასევე გააკვირვა კიდევაც, რადგან სულ ირონიული სახით მოცინარ ბიჭს ხედავდა რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის გააბრაზებდა და გააღიზიანებდა გოგონას, ახლა კი ძალიან სასიამოვნო ადამიანი უზის გვერდით და არც კი იცის რა გააკეთოს, თავიდან ფიქრობდა ალბათ მისი ერთ-სავახშმოდ დაპატიჟა. 20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, მივიდნენ რესტორანში, ბიჭმა ისევ გაუღო გოგონს კარები და გადმოსვლაში დაეხმარა, შემდეგ რესტორანში შევიდნენ, რესტორანში მშვიდი გარემო სუფევდა, მოეწონა ეს გარემო, არასდროს უყვარდა ზედმეტად ხმაურიანი ადგილები. ბიჭმა სკამი გამოუწია და დაჯდომაში მიეხმარა, გოგონა ღიმილით უყურებდა ბიჭის თითოეულ მოძრაობას, მოსწონდა ასეთი ვატო, ბიჭმაც შენიშნა გოგონას ყურედღება და მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდა გოგონასთვის სასიამოვნო საქციელებით შემოფარგლულიყო,თუმცა გოგონას მიერ მოწონებული საქციელები ბიჭის ყოველდღიურობასთან იყო დაკავშირებული, რადგან ბიჭი მხოლოდ გოგონასთან იქცეოდა “ცუდად“, თუმცა მიხვდა რომ ასეთი საქციელებით გოგონას ვერ დაუახლოვდებოდა, ამიტომ „სტრატეგია“ შეცვალა. გოგონა თავიდან უხერხულად იყო, თუმცა შემდეგ საუბარში ჩაერთო, მათი საუბარი ბევრ რამეს გადასწვდა,ვატო სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, თავის ძველ მანერებს საერთოდ არ ამჩნევდა, ამიტომაც „დაძლია“ გოგონამ უხერხულობა. საღამო დასასრულს მიუახლოვდა უკვე წამოსვლას აპირებდნენ, ვატომ ფული გადაიხადა და გამოვიდნენ რესტორნიდან, სახლ მიდიოდნენ თუმცა ვატომ გაზას გადაუხვია, გოგონა შეშფოთდა, ბიჭი მიხვდა და უთხრა რომ ერთ ადგილას უნდოდა, რომ მიეყვანა, გოგონა ცოტა დამშვიდდა, თუმცა მაინც ღელავდა ბიჭმა ისევ ძველი ჩვევები არ შემოიბრუნოსო. მანქანა ერთ ტრიალ მინდორზე გაჩერდა, ბიჭი გადმოვიდა და გოგონაც გაჰყვა, სკამზე დაჯდა, გოგონაც მიუჯდა, ბიჭმა საუბარი წამოიწყო:
-იცი აქ მხოლოდ იმ პერიოდში დავდივარ როცა ძალიან მოწყენილი ვარ ან უბრალოდ სიმარტოვე მჭირდება, ეს ადგილი რამოდენიმე თვის წინ ვიპოვე, მაშინ როდესაც შენ პირველად შეგამჩნიე, იმ დღის შემდეგ სულ შენ გხედავდი ისე გამოვიდა რომ ჩემი ლექტორიც გახდი, სულ შენზე ვფიქრობდი, მაშინ დამერღვა ძილიც_გაეღიმა_ამ დღეების შემდეგ სულ შენ დაგდევდი, სადაც შენ იყავი მეც იქ ვიყავი, შენი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, იმ დღესაც პირველად როცა გამოგელაპარაკე არ მინდოდა ჩვენი საუბარი, ასე გამომდგარიყო, სულ სხვა მქონდა ჩაფიქრებული და სულ სხვა გავაკეთე, ისიც შემთხვევით, მინდოდა ჩვენ უფრო დავახლოებულიყავით, შენში ის მომწონდა რომ სხვებს არ ჰგავდი, ბიჭები თითქმის არ არსებობდნენ შენს ცხოვრებაში და ეს უფრო მიადვილებდა საქმეს, რამაც პირველ რიგში ჩემი გაოცება და მიზიდვა შეძლო ეს შენი სიმამაცე და გამძლეობა იყო, შენი ოჯახის შესახებ ყველაფერი ვიცი, საერთოდ შენი წარსული ზეპირად ვიცი, ხოდა დღესაც იმიტომ გადავწყვიტე დამეპატიჟებინე რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ერთმანეთთან და მგონი გამომივიდა კიდევაც, უბრალოდ მინდა გითხრა რომ ძალიან მომწონხარ, არა ეს უბრალოდ მოწონება არ არის მგონი მიყვარხარ კიდევაც, მგონი კი არა მართლა და თან ძალიან მიზიდავ_საუბარი დაასრულა ბიჭმა, ძლივს მოითქვა სული, გოგონა... გოგონა კი სადღაც დაფრინავდა არც კი ესმის ეს მის თავს როგორ ხდება, ბიჭმა რომელიც თავიდან ძალიან ცუდად ექცეოდა რომელსაც ეზიზღებოდა(გოგონას ასე ეგონა), თურმე უყვარს და თანაც რამოდენიმე თვეა დასდევს, არც კი იცის რა თქვა ჯერ კიდევ იაზრებს მომხდარს.
-არაფერს მეტყვი?_გულუბრყვილოდ იკითხა ბიჭმა
-აა..რრ... არც კი ვიცი რა გითხრა
-ის მითხარი რას ფიქრობ და საერთოდ რაიმე გრძნობა თუ გაქვს ჩემდამი, უბრალოდ რამე მითხარი
-ერთადერთი რაც შემიძია გითხრა ის არის რომ ძალიან გაკვირვებული ვარ, ამ ყველაფერს ჯერ კიდევ ვიაზრებ, იცი მე მეგონა რომ გეზიზღებოდი და მაგიტომაც მელაპარაკებოდი ირონიულად და არც საქციელი ჩამოუვარდებოდა, მაგრამ დღეს შენმა მანერებმა, მთლიანად შენ გამაოცეს და გეტყვი რომ მართლა მომეწონა ესეთი ვატო, ახლა უბრალოდ დრო და დაფიქრება მჭირდება_სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა გოგონა
ბიჭი იაზრებდა გოგონას ნათქვამს, ამასაც არ მოელოდა ეგონა რომ საერთოდ გარიყავდა, თუმცა ძალიან გაუხარდა ახლა მხოლოდ ის უნდა რომ ნამდვილი ვატო გამოაჩინოს და არა ისეთი როგრიც სინამდვილეში არ არის, რადგან გოგონას სწორედ ნამდვილი ვატოს მხარე მოეწონა და ალბათ ეს უბიძგებს მას უფრო მეტისკენაც.
მანქანაში ჩაჯდნენ და ანამარია სახლისკენ წავიდნენ, ორივენი ჩუმად იჯდნენ და უბრალოდ ფიქრობდნენ, ვატოს სიხარულის ღიმილი დასთამაშებდა და ხანდახან ანამარიასკენაც გადმოიხედებოდა, გოგონა კი გაკვირვებული იცქირებოდა და ხანდახან ისიც გაიღიმებდა... დანიშნულ ადგილას მივიდნენ და უკვე დამშვიდობების დრო იყო, არცერთს სურდა დაშორება ახლა თუმცა გოგონამ გადადგა პირველი ნაბიჯი და მანქანის კარები გააღო, ბიჭმა კი მკლავზე ხელი შეახო,შემოატრიალა და ვნებიანად დააცხრა გოგონას გამობურცულ, ლამაზ ტუჩებს
-ეს რომ არ მექნა ვერ მოვისვენებდი_საქციელი აუხსნა ბიჭმა
გოგონა კიდევ უფრო გაკვირვებული იყო,სხვა ბიჭი რომ ყოფილიყო ალბათ უფლებას არ მისცემდა, მაგრამ არც კი იცის რა სჭირს უბრალოდ, უსუსური ხდება ბიჭის გარემოცვაში. მანქანიდან გადმოვიდა და სახლისკენ გასწია, ფეხები უკან რჩებოდა, თუმცა გზას მაინც აგრძელებდა, როცა სახლში ავიდა მხოლოდ მაშინ დაიძრა ბიჭის მანქანაც და ეზოდან გავიდა, გოგონა თვალებგაბრწყინებული შევიდა სახლში, არავის დალოდებია,შხაპი მიიღო და ჩაწვა დასაძინებლად, მგონი ასე კარგად ჯერ არ უძინია...



№1  offline წევრი ruti

მშვენიერია, აუცილებლად გააგრძელე ... :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent