შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (2)


29-03-2015, 20:15
ავტორი new yorker
ნანახია 9 007

ვიწექი და დაძინებას ვცდილობდი, არ გამომდიოდა.
მაგიდას მივუჯექი, ნახატები და ნახაზები გადმოვიღე, ვცადე რომელიმე მაინც დამესრულებინა ორშაბათისთვის და სულ ტყუილად, ვერაფერს მოვკიდე ხელი.
ისევ ფანჯარასთან მივედი და ქუჩას გავხედე.
ჩამოვჯექი.
ქორწილი და ყიფიანი გამახსენდა და გამეცინა.
მაინც როგორ მოახერხა?
გამახსენდა ფული რომ მქონდა გამოსატანი და წავედი.

* * *
-გიგა, ავიაროთ პირველთან, დავხედოთ რა ხდება. -იცინოდა და სათვალეს ისწორებდა სარკეში.
-კაი რა, შეეშვი მაგ გოგოს ცოდოა.
-რა ცოდო, მე?
-რა შენ?
-მე რო მაგიჟებს?
-კაი რა, რას გაგიჟებს, არც იცნობ.
-შენ რა იცი.
-ხოდა თუ არ ვიცი მაშინ მიდი და დაელაპარაკე.
-რა მივიდე, ან სად მივიდე, როგორ არაფერი არ გესმის გიგსონ, -თმა გაისწორა და წითელზე გააჩერა -ჯერ თვითონაც გაგიჟდეს. -გაეცინა და სიგარეტს მოუკიდა.
-ისე, შეიძლება სულ არ აპირებს შენზე გაგიჟებას.
ყიფიანმა სათვალეები შუბლზე აიწია და ისე გადახედა გიგას
არაფრის თქმა აღარ დაჭირვებია.
პირველის ქუჩას დაბალი სიჩქარით აუყვნენ, ყვავილების მაღაზიასთან უფრო ნელა ჩაიარეს, კაფესთან ლამის გაჩერდნენ და საბოლოოდ ბანკთან გააჩერეს სადაც გიგამ ბანკომათთან მდგარი ანა დაინახა.
ყიფიანმა საფულე აიღო და მანქანიდან გადავიდა.
ანას უკნიდან ამოუდგა და სათვალით შენიღბულმა თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.

* * *
რატომღაც მანდამაინც ჩემ რიგზე მოუნდა ბანკომატს გაშტერება და მწყობრიდან გამოსვლა.
გაიჭედა.
ვიღაც რომ მოვიდა დავინახე მაგრამ არ გამიხედავს.
რამდენიმე წუთი უშედეგოდ ვცდილობდი ბანკომატის აზრზე მოყვანას.
-ვერ ხვდება. -მომესმა უკნიდან ხმა და მივტრიალდი.
-უკაცრავად? -სათვალეების შიგნიდან თავიდან ბოლომდე ავათვალიერე და ცოტა გამიკვირდა.
-ხელებს რომ ურტყამ, ვერ ხვდება-მეთქი.
-აბა რა ვქნა? -არ ვიკადრე და ისევ ბანკომატისკენ მივტრიალდი.
-დავუძახებ შიგნით ვინმეს.
თვალი გავაყოლე.
მეცნობა.
ყიფიანი!
თვალები გადამიტრიალდა და ისე გავწითლდი ვიფიქრე ცეცხლი მიკიდია-მეთქი.
გარეთ რომ გამოვიდნენ მე ისევ ბანკომატს ვეჩხუბებოდი.
-მე კი ვუთხარი რომ არ ესმის ბანკომატს, მაგრამ მგონი თვითონაც არ ესმის. -გავიგონე შორიდან და გული, სუნთქვა და სისხლი ისე ამიჩქარდა მეგონა სირცხვილისგან ცოტაც და გავსკდებოდი.
ის პატარა კონსულტანტიც სიცილისგან ჭიაყელასავით იკლაკნებოდა და მზად იყო ყიფიანის გულის მოსაგებად მთელი ბანკომატი მოეხსნა.
რა თავხედია.
თან რომ არ მიცნო.
გული რამდენჯერმე ამომიტრიალდა ჩემი სახელი რომ გავიგე.
-ანა!
-საიდან იცი ჩემი სახელი -ამაყად გადავხედე იმ იმედით რომ გამოვიჭირე და ქორწილი გავახსენე.
-აი იქ წერია. -თითით ჩემ სახელზე, გვარზე და პირად ნომერზე გაშტერებულ გამოსახულებაზე მაჩვენა და გაიღიმა.
არაფერი მიპასუხია.
კონსულტანტმა რამდენიმე წამში ყველაფერი გამოასწორა და დაგვემშვიდობა, უფრო სწორად დაემშვიდობა.
ფული ავიღე.
წამოსვლას ვაპირებდი რომ მითხრა
-ეხლა მე დამეხმარე.
-მეჩქარება -ვუთხარი ბრაზით და გავტრიალდი.
-ვალში ხარ.
კარტა ხელიდან ავაცალე და ბანკომატში ისე უხეშად შევუშვი ლამის გადატყდა.
-გადარჩი. -მითხრა და გაიღიმა. მე ნერვები მაწყდებოდა, თან რომ არ მიხსენებს.
-აკრიფე კოდი.
ვუთხარი უხეშად.
ალექსანდრე ყიფიანი რომ წავიკითხე, უფრო მომერია ბრაზი.
ჯერ იყო და ჭიქა ღვინო, ეხლა ეს.
საერთოდ რატომ აქვს ამ ბიჭს ამდენის უფლება.
წამის მეასედებში ურთულეს კითხვებს ვუსვამდი ჩემ თავს და თან ვპასუხობდი.
კარტის გამოსვლას აღარც დავლოდებივარ ისე წამოვედი.
-მადლობა ანანო!
აი კიდევ!
ყელში სიმშრალემ ლამის დამახრჩო.
-არ ვარ მე ანანო.
-რა მნიშვნელობა აქვს.
ხელი აიქნია და მანქანისკენ წავიდა და მივხვდი რომ კიდევ რამდენიმე წამიც და ბუშტივით გავსკდებოდი.
სწრაფი ტემპით წავედი ზევით.
გურამიკოს ვკითხო?
ძაან ტეხავს, აუცილებლად ეტყვის და ისტერიჩკა გამოვჩნდები, არ ღირს.
საერთოდ არ ღირს ასეთი თავხდებისთვის ნერვების მოშლა, მაგრამ მაინც გადავამოწმებ ნიასთან.
მობილური ამოვიღე და ნიასთან გადავრეკე.
-ნი, სად ხარ?
-მთაწმინდაზე, მაგრამ მოვდივარ, შენ?
-სადმე აპირებ გასვლას, ამოდი ჩემთან.
-რა ხდება?
-არაფერი, ისე.
-ჯერ დედაჩემს უნდა გავყვე სადღაც და მერე პირდაპირ შენთან მოვალ.
-კაი გელოდები.
კორპუსის ეზოში შევუხვიე და გამახსენდა საყიდლები რომ მქონდა, მოვტრიალდი და მაღაზიაში შევედი.

* * *
-ამწია! მეგონა ვცემდი.
-კაი რა, პირველი მაგას არ იკადრებდა, გამორიცხულია! -დამაჯერა ნიამ.
-სულ ცოტა დამაკლდა, ცეცხლი მეკიდა, გეფიცები.
-ისე ეგ ქორწილში მყავს ნანახი, კაი ტიპია.
-კაი ტიპი კი არა, იდიოტია.
-კაი ასე როგორ გაბრაზდი ანა, რა გჭირს. -იცინოდა ნია და თან ბატიბუტს წვავდა.
-შენ არ იცი, გადავირიე გეუბნები.

* * *
გიგა, დათო და ალექსანდრე ისხდნენ პირველის კორპუსის წინ ბარში და ყავას სვამდნენ.
-ისე რა დაქალებივით ჩაუჯექით, არ დავლიოთ?
-გვიან ბაზარი არაა, შუა დღეზე რა პონტია -უთხრა ყიფიანმა და უზარმაზარი ლუკმა ნამცხვარი ჩაიდო პირში.
-დღეს როგორ გაბრაზდა?! -იცინოდა გიგა.
-აბა?! ფერი აღარ ქონდა, ძლივს ვიკავებდი სიცილს.
-აუ მე ვიხეოდი მანქანაში სიცილით.
-რა ლამაზია ხო?
-ქორწილიდან მახსოვს, კი, ძაან ლამაზია. -უთხრა დათომ და ყავა მოსვა.
-დაჟე ესეთი გამწარებულიც. -დაეთანხმა გიგაც.
-აუ რა მაგრად მომწონს ეგ გოგო რა. -ტუჩზე იკბინა ყიფიანმა და კიდევ ერთი ლუკმა ჩაიდო პირში. -უეჭველი ცოლად მომყავს. -გაეცინა და თმაზე ხელი გადაისვა. -ისე ცოტა აფრენს მემგონი.
-შენ ძაან აფრენ მარა რა? -იცინოდა გიგა.
-ეგეც არი კი, მარა ბიჭი რო აფრენს არაფერი.
-კაი რა, გურამიკოს ცოლი რა გიჟია?! უჯიგრესი გოგოა, რა გინდა?
-არაფერი, გურამიკოს ცოლთან რა უნდა მინდოდეს.
-ხოდა ეგრე, -გაიმარჯვა გიგამ. -საღამოს დავლიოთ ესე იგი?! -ხელები მოისრისა და თვალები აუციმციმდა.
-აბა რა.

* * *
-ხელი ოფიციალურად უკვე გააწერეთ?
-რა?
-დაშორდით?
-შენ ვინ გეკითხება?! -სათვალე მოიხსნა პირველმა და წარბები შეკრა.
-უკაცრავად.

* * *
პირველად იმ
დღეს გავგიჟდი შუა ღამით ტელეფონმა რომ დარეკა.
-ანა პირველს თხოვეთ თუ შეიძლება, -იყო ძალიან დაღლილი და ნასვამი.
-მე ვარ! -შეშინებული წამოვხტი საწოლიდან და ნია გავაღვიძე, ვიფიქრე ყურმილს გავთიშავ-მეთქი მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მაჯობა.
-შენ ხარ? -იცინოდა ისტერიულად -როგორ ხარ?
-ვინ ხარ? -ვიცოდი ყიფიანი რომ იყო მაგრამ მაინც თავი გავიშტერე.
-ვინ ვარ? -ისევ ისე აგრძელებდა სიცილს. -ვითომ არ იცი. პრეზიდენტი ვარ.
ნიას ვანიშნე შუქი აანთე-მეთქი და ფანჯარა გამოვაღე.
-კარგად!
მკაცრი ტონი ამერია ხმაში და მაინც ვერ წავიღე წითელი ღილაკისკენ თითი. ვერ ავხსნი რა მომივიდა. -რატო მირეკავ? -მთაწმინდას გავხედე და სახე დამიმშვიდდა. ბრაზმაც გადამიარა.
ღამის თბილისის ყინულივით ცივი ჰაერი მთელ სხეულზე მომედო.
-ანა, -გამიწელა ჩემი სახელი და ღრმად ამოისუნთქა. მომინდა რომ გულისთვის ხელი მომეჭირა და როგორმე გამეჩერებინა. კედელთან ატუზული ნია მე მიყურებდა და ელოდებოდა რას ვიტყოდი. მე-ისე გავჩუმდი აღარც მიფიქრია რაიმეს თქმა. -როგორ ხარ? -მკითხა მშვიდად და უცბათ ხმაურს მოწყდა, ალბათ გარეთ გავიდა.
ვერ მივხვდი რა უნდა მექნა.
უბრალოდ მეპასუხა თუ...
-კარგად, შენ? -ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ უჯრედებს ისე ვიყავი დაბნეული.
-მე? ძაან ჩვეულებრივად.
მერე გაჩუმდა.
მეც არ ამომიღია ხმა და ჩავთვალე რომ უნდა გამეთიშა.
-დღეს როგორ გაბრაზდი.
-არ იყო გასაბრაზებელი?
-კაი რა, -გაიცინა და ისევ გაჩუმდა. -გაგაღვიძე არა?
-კი. -მოკლედ მოვუჭერი მე. -ნომერი საიდან?
-სახელი, გვარი, პირადი ნომერი ვიცი და ნომერი რა სალაპარაკოა.
-უნდა დავიძინო, კარგად.
-მოიცა ერთი წამით. ანა
-ჰო.
-ცოლად ხო გამომყვები? -იმდენად ბუნებრივი იყო, გამეცინა.
-კი, ახლავე.
-ნწ, ეხლა ძაან ნასვამი ვარ და ვერ მოგაკითხავ, ხვალ იყოს 1ზე.
-2ზე. -მეცინებოდა ისევ მე.
-ნუ, კაი, იყოს ორზე. -დამეთანხმა და მასაც გაეცინა. -ეხლა დაიძინე, ტკბილი ძილი.
-მადლობა.
რამდენიმე წამიც და მორჩა.
აღარაფერი გაუგონია.
-რაო? -გიჟივით მეცა ნია.
ერთმა წუთმა, ან ცოტა მეტმა, იმდენად დამღალა, თითქოს ყველა სიტყვა რაც გამაჩნდა წამართვა, დამაცარიელა და ისე ვიყავი გამომშრალი არაფრის თავი აღარ მქონდა. არც ლაპარაკის და არც დგომის.
-ეს ვინ არი? -ვთქვი უფრო ზოგადად და ლოგინზე მოწყვეტით დავეშვი.
-რაო ანა? -კიდევ გამიმეორა ნიამ.
-ცოლად გამომყევიო -ისევ გამეცინა მე.
-აუფ, კაი ერთი.
-ხვალ ვთხოვდები.
-ორი ერთნაირი! -გაბრაზდა ნია და საწოლზე ჩამოჯდა. მე უკვე მეძინა. -ფრთხილად პირველო!

* * *
სიგიჟეს თავისი ფორმულები აქვს, ზოგი პითაგორას გავს, ზოგი კვადრატულ განტოლებას. ზოგი 2X2ვით ამოხსნადია, ზოგიც ამოუხსნადი.
ზოგი ჩემნაირია, ზოგიც თქვენნაირი.
ყველაფერს ვერ ახსნი.
სიყვარულს ვერ ახსნი,
მონატრებას ვერ ახსნი.
შეჩვევას, ეჭვიანობას, უამრავს დანარჩენს, უბრალოდ ვერ ახსნი.
იმიტომ რომ არ იხსნება.
და ფორმულები რომლითაც შესაძლებელია ამოხსნა ურთულესი, აქ უბრალოდ თეორიაა და მეტი არაფერი.
იმიტომ რომ
სიყვარულს+სიყვარული შეიძლება უდრიდეს ერთად ყოფნას, ან უბრალოდ ერთმანეთისგან ძალიან, ძალიან შორს ყოფნას.
ამიტომაც ემართებათ სიყვარული, ამიტომაც ვერ კონტროლდება და ვერ ერგება ვერაფერს.
ან არის, ან-არა.

* * *
-ადექი, შეხვედრა გაქვთ 12ზე.
-კაი რა, მეძინება.
-ჩემი ბრალია მთელი ღამე რო სვამდი? ადექი ყველა შენ გელოდება.
-რომელია საათი?
-11ის ნახევარი.
-მერე ეხლა რატო მაღვიძებ კარგი რა მაია რა. -საბანი მთლიანად გადაიფარა და თვალები მაგრად დახუჭა.
-აგვიანებ, ქუთაისში ხართ წასასვლელები, ნუ მაწვალებ სანდრო, ადექი!
არანაირმა რეაქციამ სულ გადარია მაია.
-წყალი არ შემომატანინო სანდრო იცოდე!
დაემუქრა და სანდროც ძლივს ადგა საწოლიდან.
-გამისკდა თავი, რა მეშეხვედრება.
-რამე შეჭამე და წამალს დაგალევინებ -დატკბა მაია.
-აუ ცოლი... -საათს გახედა სანდრომ და ღრად ამოისუნთქა.
-რა ცოლი? -არ გამოპარვია ეს სიტყვა მაიას.
-ის ცოლი.
შარვალი ამოიცვა და აბაზანაში შევიდა.
გაახსენდა გუშინდელი საუბარი და სიამოვნენისგან აკანკალდა.
,,ჩემია რა`` გაეცინა და წყალი მოუშვა.

* * *
ანა როგორც ყოველთვის ადრე ადგა და ჭიქა ვისკით დაიწყო სახლის ლაგება. გემოვნებიან მუსიკაზე ნიასაც გაეღვიძა და ბარბაცით გავიდა მისაღებში.
-აკრიფე?
-გასინჯე რა ბომბაა!
-ეხლა ეგ რო გავსინჯო გული ამერევა. რა ტემპიანი ხარ დილიდან რა ხდება? მართლა ხო არ თხოვდები?
-გგონია ღამის სიგიჟეები დილითაც მომყვება? მთვრალი იყო და გავუსწორე, ვთხოვდები არა ის. -ბალიშები დაფერთხა და ღია ფანჯრებში დაალაგა.
-ესეთი მომწონხარ პირველო! -ცერა თითი აუწია ნიამ და აბაზანისკენ წავიდა. -როგორ თბილა დღეს.
-საღამოს ავიდეთ პელესთან გინდა?
-მინდა, პაკა ეხლა, რომ გამოვალ ყავა დამხვდეს.
-კაი.
თმა სასაცილოდ აიწია ანამ და სკამები მაგიდაზე შემოალაგა.

* * *
მთელი გზა ანაზე ფიქრობდა.
სხვაზე ბოლო დროს ვერც ვერაფერზე ფიქრობდა.
ტელეფონისკენ წაღებული ხელი რამდენჯერმე ძლივს შეიკავა.
სრული ქაოსი იქნებოდა ორ საათზე მართლა რომ ექორწინათ, მაგრამ საბედნიეროდ ორივეს საკმაოდ ჰქონდა საიმისოდ იუმორი რომ ამაზე უბრალოდ ეცინათ და მორჩა.

* * *
ყავას სვამდნენ ანას მამიდა რომ მოვიდა.
-მამიდა არ იყო მთელი სუპერმარკეტის ამოტანა საჭირო, მადლობა დიდი. -ცელოფნები გამოართვა და მაგიდაზე დაალაგა
-გამარჯობა ნიაკო, -მიესალმა და დაღლილი სკამზე ჩამოჯდა. -ვიცი რომ ყველაფერს ყიდულობ მაგრამ გული ვერ მითმენს.
ანას გაეცინა და ქალბატონი ლალი გადაკოცნა.
-შემორბენით ვარ, რაარი ახალი მომიყევი.
-მოიცა, ყავა?
-დავლევ კაი, რა ხდება აკადემიაში?
-უიმე რავიცი, არ დავდივარ ბოლო დროს.
-რატო მამი? -შეწუხდა ლალი.
-რავიცი არაფერს არ ვაკეთებთ, ტყუილად ვზივართ ხოლმე.
-ერთი წელიც და წაგიყვანს ნანა პარიზში, უჰ. -კმაყოფილმა გაიღიმა და მსეზუმზირა დაიყარა ხელში.
-ვნახოთ.
-შენ ნიაკო? როგორ მიდის საქმეები?
-კარგად ლალი დეიდა, დავდივარ უნივერსიტეტში, ვსწავლობ...
-ჩემ გუგას რო შეყვარებული ყავს იცი?
-კი ვიცი -გაეცინა ანას.
მერე ილაპარაკეს, ყავაც დალიეს და ლალი წავიდა.

სამზარეულოში ისხდნენ.
ანას ფეხები სკამზე ქონდა შემოლაგებული და ფანჯრისკენ იყურებოდა
-ისე, შეიძლებოდა რაიმე უაზრობის გაკეთება და შენი გაოცება. -დაიწყო ნიამ და ქვედა ტუჩზე გამომწვევად იკბინა.
-რასთან დაკავშირებით? -აზრზე ვერ მოვიდა ანა.
-აი ყიფიანზე ვიძახი.
-აუჰ, კაი რა, შენ რა გეგონა რამეს იზამდა? შენ მაინც როგორ დაიჯერე ეგ. -გაეცინა და წყლის დასალევად წამოდგა.
-მაინც მეგონა რომ რამეს იზამდა. შევცდი. -თავი გადააქნია ნიამ.
-დაიკიდე, სულ არ მახსოვდა ეხლა ეგ. არ იცი? რომ თვრებიან რო კითხო ხომალდს ყიდულობენ და მთვარეზე მიფრინავენ.
საათს გახედა და სამის ნახევარი რომ გადათვალა დამშვიდდა არაფრის საშიშროება რომ აღარ იყო.
-კი, პროსტა მაინც რა. ასე დაგირეკოს, გელაპარაკოს, მერე არაფერი ცოტა ნიტოა რა.
-მოიცა ნია, რას იძახი რო რამე უნდა გაეკეთებინა? შენ სულ გარეკე მემგონი.
-კაი ჰო. ისე იმდენი მაქ სამეცადინო, მეტირება.
-მეც დასამთავრებელი მაქ ნახაზები, ფანქრებიც აღარ მაქვს,გასასვლელი ვარ.
-წავიდეთ წამო.
-ჯერ არა რა, გვაინობამდე ღიაა ხოლმე და მერე გავიდეთ. დღესაც დარჩი რა, პელესგან რო წამოვალთ ამოვიდეთ და ვიმეცადინოთ.
-გაგიჟდება ბოლოს დედაჩემი, სულ აღარ ვარ სახლში. -გაეცინა ნიას.
-არ გაგიჟდება.
-კაი ვნახოთ რა. -ვაშლს გადაწვდა და შუაზე გაჭრა. -ისე ბუბამ რატო არ დამირეკა -აწუწუნდა ნია.
-დარეკავს, ან პელესთან ნახავ.
-ხანდახან ეგეც აფრენს, ხან ისეა ხან ასე.
-ვერ გამაკვირვებ მაგითი.
-და შენ საერთოდ რამე გაკვირვებს? -გაბრაზდა ნია, ანას ურეაქციობით.
ანას ისე გაეცინა ნიას სახეზე ლამის სკამიდან გადავარდა, თვითგადარჩენის ინსტიქტს ტელეფონის ზარიც დაერთო და ანა მალევე გაჩნდა ტელეფონთან.
-აი ყიფიანიც! -თქვა ანამ და ყურმილის აღება სპეციალურად დააგვიანა.
-არა?! აბა მაჩვენე! -არ დაიჯერა ნიამ და გაოცებული თვალებით დახედა ტელეფონს.
ცოტაც და ყურმილი აიღო.
-როგორ ხარ ანა?
-კარგად, შენ?
-მეც, ქორწილი გადაგვედო ობიექტური მიზეზების გამო.
ანას უბრალოდ გაეცინა.
-კარგია რომ იცინი, ესე იგი გაბრაზებულიც აღარ ხარ და ხასიათიც კარგი გაქვს.
-ხო არაუშავს.
-ხოდა, ჭიქა ღვინისთვის, ბანკომატისთვის და ანანოსთვის საღამოს ორ ჭიქა ვისკიზე აურაში. იყოს?
-მოიცა, ჭიქა ღვინისთვის? -გავიოცე მე და ნიას გავხედე.
-ხო, არ დამვიწყებია. არც ის და არც შენ.
გაეღიმა.
-ბოდიშები მიღებულია მაგრამ ვერ.
კმაყოფილმა გაიხედა ფანჯარაში.
-საერთოდ უარს არ ვიღებ, თან როცა ვიცი რომ გინდა. პლიუს პოტენციურ ოჯახს ნუ ანგრევ, არ შეიძლება, კუპიდონი გიყვირებს.
ანას ისე დაცხა ერთ ადგილას ვეღარ ჩერდებოდა.
წინდაუკან დაიწყო სიარული და ყიფიანის ზედმეტი სითამამისგან ლოყები გაუწითლდა.
-მადლობა, მაგრამ მაინც არა, ალექსანდრე.
სანდროს ყური აუწვა ამხელა ოფიციალურობამ.
-კარგი -რამდენიმე წამით ამ სიტყვით ერთდროულად გაამარჯვებინა და თან საშინლად აწყენინა ანა -მეგონა არ დამჭირდებოდა უფრო საშინელი მეთოდები. როგორც გინდა ანანო! -სახელისთვის სამაგიეროს გადახდა ცეცხლის ტოლფასი იყო ანასთვის და უცებ აალდა.
-მოიცა, რას ნიშნავს ?
-ესე იგი ვერა?
-ვერა.
-ორი ჭიქა?!
-ვერც ერთი ჭიქა.
გაკაპასდა ანა.
-დარწმუნებული ხარ?
-ასი პროცენტით!
-ესე იგი ვერა? -კიდევ ერთხელ გაიმეორა სანდრომ -იცოდე სვანი ვარ ანანო!
იცინოდა სანდრო და უფრო ბრაზდებოდა ამაზე ანა.
-კარგად!
ყურმილი დაკიდა და ტელეფონი მაგიდაზე დააბერტყა.
-აი რა გაკვირვებს და გაცოფებს! -თქვა ნიამ და გაოცებულმა პირი დახურა.

----
წავიკითხე ყველა კომენტარი და ხმამაღლა ვიძახი, ნოტარიულად ვამოწმებ და ხელს ვაწერ რომ ყველაზე მდიდარი ვარ თქვენნაირი ადამიანებით.



№1  offline წევრი kurt cobain

რა "შუსტრი" ხარ ელენს? დ ❤

 


№2  offline წევრი new yorker

ძაანაც ნუ გაგიხარდება, წავიზარმაცებ ამ კვირაში wink

 


№3  offline წევრი Anuuc^.^

ძალიან კარგი ხარ აუ მალე დადე რაა
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№4  offline წევრი Queen

საოცრებაა იყოო ♥♥♥

 


№5  offline წევრი irinka123

სულ ვკითხულობდი შენს ისტორიებს,მაგრამ კომენტარებს არ ვწერდი უნიჭიერესი ხარ

 


№6  offline წევრი თბილის-ელი

აუ, ისე მიყვარხარ,
რო მგონი ცოტა ვერ ვარ.
ყველაზე კარგი რო ხარ, მაგას არ უნდა ბევრი ლაპარაკი.
ე ლ ე ნ ი კ ო <3

 


№7  offline წევრი Annee

როგორიც გეკადრებოდა ისეთი იყო :დდ :** მიყვარხარ ელენიკოო <3

 


№8  offline წევრი Bero)))

აი ბოლო მომენტზე გემრიელად გამეცინა მიუხედავად იმისა რომ სასაცილო არაფერი იყო (კმაყოფილების სიცილი)...ყიფიანის შესაძლებობებში მე ეჭვი არ მეპარება, ანასგან განსხვავებით :D და new yorkerი როგორც ყოველთვის ფორმაშია <3

 


№9  offline წევრი SaLoOme

❤❤❤ Ufroo Diit Taaavs Velodi Magraam Araauushaaavs ❤❤❤ unichieresoo !!!

 


№10  offline წევრი grifini

არც გაბედო წაზარმაცება თორემ მართლა გაზარმაცდები wink მიყვარხარ რია love

 


№11  offline წევრი EiLuL♥

მიყვარხარ რაა,,, იუ არ ფანტასტიკ ❤❤)))
--------------------
elene

 


№12  offline წევრი Svvaaaniii

სრული სერიოზულობით ვაცხადებ შენ ხარ ანგელოზიი! ძალიან, მიყვარხარ (უკვე მერამდენჯერ ვიმეორებ ამას)
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent