შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა!


29-03-2015, 20:25
ავტორი ნათი_
ნანახია 3 325

სხვების არ ვიცი მაგრამ მე რა დამაძინებდა, მთელი ღამე ვწრიალებდი საწოლში, ხან მციოდა, ხან მცხელოდა, ვერაფრით მოვხუჭე თვალი. ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი... რა მოხდებოდა თუ მშობლები აღმოაჩენდნენ რომ ღამით სახლიდან წავედი, თუმცა მოიცაა რაა, ისეთი რაღაცის გაკეთებას ვაპირებდით, ეს წვრილმანი იყო, რაიმე მიზეზს როგორ ვერ მოვიფიქრებდი, მთავარი ის იყო გამოგვივიდოდა თუ არა. რომ ჩავფლავებულიყავით მერე რა გვექნა? არა! წარმოდგენაც არ მინდოდა. უეჭველად გამოგვივიდოდა!... ყველა შემთხვევა წარმოვიდგინე რაც შეიძლება მომხდარიყო, ამასობაში კი წასვლის დროც მოვიდა. წამოვდექი, საწოლის ქვეშიდან წინასწარ გამზადებული ზურგჩანთა გამოვაძვრინე და კარისკენ ფეხაკრეფით წავედი. მადლობა გადავუხადე კარს რომ თავის მოვალეობას ჩუმად ასრულებდა და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე. ტელეფონი აზლუქუნდა
-ხო ლილე?
-თეკლა რას შვრები?-აი ისეთი ხმა ჰქონდა ცოტახანში დანაშაული რომ უნდა ჩაიდინოს
-მოვდივარ გოგო, შენ?-სიცივისა და შიშის ნაზავისგან გამაჟრჟოლა.
-მე თითქმის მივედი, აი ჩვენებს ვხედავ უკვე
-აჰაამ მეც მალე მოვალ
-კაი მიდი-მითხრა და გამითიშა
სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი, გზის მეორე მხარეს რამდენიბე მთვრალი ბიჭი დავინახე, მათაც შემნიშნეს და "ვაა ამ შუაღამეს ეს გოგო სად მიცუნცულებს" სახეებით შემათვარიელეს.. "ოოუუ არ გირჩევთ ბიჭებო, გადარეულ გოგოსთან ხუმრობას, რომელსაც ჯიბეები ასანთით და ჩანთა საწვავით აქვს გამოტენილი"-გავიფიქრე და უფრო ავუჩქარე ნაბიჯს, რაღაც კონენტარები მაინც გავიგონე მაგრამ ახლა ყურადღების მიქცევის დრო არ იყო. მალე შეხვედრის ადგილს მივუახლოვდი. ნაცნობი სახეებიც გამოჩნდა. თითქმის ყველა შეკრებილიყო. ბავშვებს მივესალმე და ელენეს მივუდექი გვერდით. ოხ, ლაპარაკი და დაგეგმვა უფრო ადვილი ყოფილა, ახლა კი რაღაც უცნაური დაძაბულობა მოგვდებოდა ყველას, არა, უკან დახევას არავინ არ ფიქრობდა, ერთი სული გვქონდა სკოლა როდის გაეხვეოდა ცეცხლის ალში, მაგრამ თავიდან ყველას თვალებში დაინახავდის ნერვიულობის კვალს.
-სად არიან ლევანი და კახა ამდენ ხანს?! ზოოპარკში კი არ მივდივართ ექსკურსიაზე!-გაღიზიანებულმა წამოიძახა გოგამ
-აი მოდიან.-დაამშვიდა მარიამმა და ზურგჩანთა მოიკიდა.
-სახ ხართ ბიჭო აქამდე?-უკმაყოფილოდ იკითხა ლაშამ და პასუხს არც დალოდებია ახლა უკვე მთელ ჯგუფს მიუბრუნდა- კაი ყველანი ვართ უკვე, ეხლა წავედით ჩვენ ჩვენ ადგილებზე, მიხვალთ თუ არა გვირეკავთ მე და გიგას, რო მზად ხართ და დანარჩენი ხო იცით უკვე
-ხო... ხო... წავედით.... წავედით ძმა... -უპასუხეს წყვილებმა და სხვადასხვა მიმართულები წავიდნენ.
მე, მათე, მარიამი, გოგა, ალექსი, ნინა, ლანა, გიგა, ლაშა და ელენე სკოლისკენ ერთად წავედით
-აუ რო გავიფაქტოთ - სიცილით წამოიწყო მათემ-ყველა რო ჩაგვაყუდონ
-ნუ ითარსებიი რაა-გააჩერა მარიამმა
-იქ რო გვკითხავენ რაზე ზიხარ ბრატ? და ჩვენ სკოლის დაწვაზე ბიჭოო აჰაჰაჰ
-ციხესაც გადავწვავთ - იმედიანად თქვა ნინამ
ამ დროს ლანა და ელენე გამოეყო ჩვენს ჯგუფს და ბნელ უბანში გაუჩინარდნენ, იქიდან სახურავზე ავიდოდნენ, მოგვაძახეს-აბა ჩვენ წავედითო და სწრაფად გადაუხვიეს.-მოგვზარე რო ახვალთ-სიტყვა დაადევნა გიგამ და წამოგვეწია
აი სკოლასაც მივუახლოვდით, აქ უკვე ნინა და ალექსი გაუყვნენ ქუჩას
-აბა წარმატებები-ღიმილით გვითხრა ნინამ, მართალია ეს სიტყვები ჩვენს სიტუაციას არ შეესაბამებოდა მაგრამ, წარმატებები მართლაც გვჭირდებოდა.
მალე ლაშას და გიგას ტელეფონები აციმციმდნენ, მზვერავები რეკავდნენ და მზადყოფნას გვატყობინებდნენ
ჩვენ სკოლის უკანა შესასვლელისკენ წავედით, კარს მივუახლოვდით თუ არა გოგამ ჯიბეში წინასწარ გამზადებული გასაღებები ააჩხრიალა
-აბა თქვენ იცით სასტავ-გაგვამხნევა ლაშამ და თავისი ადგილი დაიკავა, ასე მოიქცა გიგაც. ამასობაში გოგამ კარი გააღო და ჩვენ რიგრიგობით შევედით სკოლის ჩაბნელებულ დერეფანში...



№1  offline წევრი prettygirl

Dzalian pataraa da dzalian daagviane

 


№2  offline წევრი გურანდა

sainteresoo chanss tumca dzalian pataraa iyo..
--------------------
გურანდა ჩხიკვაძე

 


№3  offline წევრი ნათი_

ოუუ ბოდიშით პატარა თავისთვის და დაგვიანებისთვის, ამ მომზადებების გადამკიდე ვერ მოვახერხე, ვეცდები გამოვასწორო :***

 


№4  offline წევრი ucnobii

გააგრრძელე დამაინტერესა :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent