სამეფო კარზე [2]
მეორე დილით, კაბინეტში შესულ გიორგის გაიანე უკვე „პოსტზე“ დახვდა. - დილამშვიდობის ტრამვატოლოოგიის მშვენებავ _ გაუცინა. - ოჰ, მობრძანდით ბატონო გიორგი? _ სიცილით შეეგება გაბელიაც. - უნდა მიშველო რა _ მაგიდის წინ სავარძელში ჩაეშვა. - რა ხდება? _ დასერიოზულდა გაიანე. - მოკლედ შენ უნდა წახვიდე იმ ოჯახში რა. - როგორ თუ მე უნდა წავიდე? - გვანცა ორსულადაა. - რა მაგარია, გილოცავ _ მაშინვე გამოცოცხლდა გაბელია. - მადლობა, ამიტომ გთხოვ რომ შენ შემცვალო რა. - მაგრამ გიორგი, ახლა ხომ უფრო მეტად გჭირდებათ დამატებითი შემოსავალი. - შემოსავალი გვეყოფა, ახლა მე მათთან ყოფნა მჭირდება და მათ ჩემთან _ გაეცინა. - არ ვიცი.. - ნუ ყოყმანობ, შენზე უკეთესს ვის ვუთხრა. ხომ გეუბნები, მე მართლა არ მინდა. - კარგიი _ დაეთანხმა გაიანე _ დირექტორსაც უნდა დაველაპარაკოთ. - დირექტორთან და ოჯახთან მე მოვაგვარებ. თან ის ბაბუ მაინც შენი პაციენტია, უკეთესად გაუგებთ _ გაუცინა _ ახლა წავალ, მოვაგვარებ. - კარგი, მე შემოვლაზე გავალ _ გაუღიმა მეწყვილეს და ორივე გავიდნენ კაბინეტიდან. ----------- - დილამშვიდობის დიდო მეფეო, როგორ გრძნობთ თავს? _ ღიმილით შევიდა ბატონი კონსტანტინეს პალატაში გაიანე. მოხუცმა ჩაიცინა. - უკეთ ვარ შვილო, უკეთ.. დილიდანვე რომ შენნაირ გოგოს დავინახავ ასეთი ღიმილით ცუდად როგორ უნდა ვიყო.. - მადლობა _ გაუღიმა. ყველაფერი შეამოწმა და დაემშვიდობა. დირექტორის კაბინეტში მიქელაძე აქებდა მას. როგორც იქნა დაარწმუნა ოჯახის წევრები რომ არანაკლებ პროფესიონალს ატანდნენ. ქალბატონმა თამარმა (ბებიამ) მოინდომა მასთან შეხვედრა. დაუძახეს, ღიმილით შეაღო კარები და მიესალმა. - დილამშვიდობის _ უკვე ვთქვი მისი ღიმილი კეთილგანწყობას იმსახურებს-თქო და არც შევმცდარვარ. - გამარჯობა, მე კონსტანტინეს მეუღლე ვარ შვილო _ თბილად გაუღიმა თამარმა _ ეს ჩვენი შვილია დავითი, ეს კი რძალი - ელენე. - სასიამოვნოა, მე გაიანე ვარ _ გაუღიმა. - მგონი პირობები გეცოდინება უკვე. - კი, ყველაფერი ვიცი. - ძალიან კარგი, მაშინ ხვალ დილით მძღოლი მოგაკითხავს. - კარგი. - გაიანე, დღეს განთავისუფლებ, შეგიძლია წახვიდე სახლში, მოემზადო, სამი თვის შემდეგ კი ჩვეულებრივ გელოდები _ გაუღიმა ბატონმა აკაკიმ. - მადლობა, სამი თვის შემდეგ გამოვცხადდები _ გაუცინა _ ნახვამდის _ ყველას დაემშვიდობა და სახლში წავიდა. ახლა სახლში უნდა აუხსნას სიტუაცია. --------------- - დედუ მოვედიი.. - რატომ მოხვედი ასე ადრე დე? - რაღაც უნდა გითხრა, დაჯექი. მოკლედ, ....................... (ყველაფერი აუხსნა) და მეც დავთანხმდი. - სამი თვე უცხო ოჯახში დედი? _ შეიცხადა ქალმა. - ჰო დე, იმ კაცის პირადი ექიმი ვიქნები. - არ ვიცი დედიკო, ასე როგორ გაგიშვა. - დე ცხრა მთას იქით ხომ არ მივდივარ? აქვე ვიქნები, იმავე ქალაქში, უბრალოდ სხვა სახლში სულ რაღაც სამი თვე. - მამაშენი? - ახლა წავალ მამიკოსთან ოფისში და დაველაპარაკები. - წადი.. მამასთან უფრო რთული აღმოჩნდა საუბარი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაითანხმა. სახლში მისულმა ბარგი ჩაალაგა, მერე მთელი დღე დედასთან მიხუტებულმა გაატარა. ხომ გეუბნებით, ამხელა გოგო ისევ ბავშვია. იმაზე დარდობს დედის გარეშე როგორ უნდა გაძლოს. იმაზე არც კი ფიქრობ იმ სახლში, უცხო ოჯახში რა სიტუაცია დახვდება. უმცროსი ბაგრატიონების შესახებ არაფერი იცის, არც არავის უთქვამს რომ სახლში ახალგაზრდებიც ცხოვრობდნენ. დილით ადრიანად მიაკითხა მძღოლმა, ოჯახის წევრებს დაემშვიდობა, ბარგი ჩაალაგა და წავიდნენ. ჭიშკარი გაიღო, მანქანა შევიდა, გაჩერდა, მძღოლმა კარები გაუღო, მიწაზე ფეხი გადმოდგა და აქ დაიწყო მისი გაოცება. „მგონი მართლა სამეფო სასახლეში ვარ“ - გაიფიქრა და ჩაიცინა. ჯერ ეზოს მოავლო თვალი და მოიხიბლა, მოვლილი ბაღი, უკვე ამწვანებული, შეხედვისთანავე რომ იგრძნობდი გაზაფხულს.. აქა-იქ ყვავილებიც ყვაოდნენ, აშკარაა ბაღის მოვლას დიდ დროს უთმობდნენ. ბაღშიც და ეზოშიც ბილიკები იყო, ნელა გაუყვა ბილიკს.. სახლი კიდევ უფრო საოცრება დახვდა, შესწორება შემაქვს.. სასახლე.. დიდი, აივნებიანი, ისეთი ერთი შეხედვით რომ მოიხიბლები. ფრთხილად დააკაკუნა უშველებელ შესასვლელ კარებზე და დაელოდა. ახალგაზრდა გოგონამ გაუღო და ღიმილით შეეგება. - გამარჯობა, თქვენ ექიმი ხართ? - დიახ _ თვითონაც გაუღიმა. - მობრძანდით, ქალბატონი თამარი გელოდებათ _ შინ შეუძღვა და მისაღებისკენ წაიყვანა. სახლი შიგნიდანაც აღმაფრთოვანებელი იყო, გემოვნებით მოწყობილი. თითქოს სიძველე-შერჩენილი, ანტიკვარული ავეჯით. „ ეს სად ვარ“ _ გაოცებული იყო გაიანე. ფრთხილი ნაბიჯებით მიჰყვებოდა მოსამსახურეს, თითქოს ეშინოდა იატაკზე დადგმული ფეხით რამე არ გაეფუჭებინა. - ქალბატონო ექიმი მოვიდა _ ზღურბლიდანვე აცნობა გოგონამ. - მობრძანდით _ გაუღიმა თამარმა. - დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა გოგონა. - დაბრძანდით. _ ფრთხილად დაჯდა წინ მდგომ სავარძელში. _ გაიანე ხომ? _ თავი დაუქნია. _ გაიანე, სამი თვის განმავლობაში ჩვენთან უნდა იცხოვრო, ფაქტობრივად ოჯახის წევრივით იქნები. არ ვიცი რამდენად მიხვდი, მაგრამ ჩვენი ოჯახი საკმაო ტრადიციულია, ეტიკეტებსაც ვიცავთ, შენც, როგორც ოჯახის ახალი წევრი ჩვენსავით უნდა მოიქცე. უფრო დაწვრილებით ნინი აგიხსნის ყველაფერს. ნინი და ლელა მსახურები არიან, ოჯახის დანარჩენ წევრებსაც და სხვა მაცხოვრებლებსაც ნელ-ნელა გაიცნობ. ახლა შეგიძლია ოთახში ახვიდე. ნინიი _ დაუძახა მსახურს _ ქალბატონს თავისი ოთახი უჩვენე. ბარგს დაცვის წევრი ამოიტანს _ გაუღიმა გაიანეს. თავი დაუქნია და ნინის გაჰყვა. გოგონა კიბეებს აუყვა, მრგვალი კიბე ჰქონდა სახლს, გაეღიმა და თვითონაც ავიდა კიბეებზე. - ეს იქნება თქვენი ოთახი ქალბატონო _ გაუღიმა გოგონამ. - ნინი ხომ? გეხვეწები ქალბატონო აღარ დამიძახო რა _ გაუცინა _ მე გაიანე ვარ, სახელით მომმართე თორემ მეც უხერხულად ვარ. - კარგი გაიანე _ გაუღიმა გოგონამ. - თუ გცალია შემომყევი ოთახში, თან ამიხსენი ამ ოჯახში რა სიტუაციაა. _ ნინიმ თავი დაუქნია და შეჰყვა. - განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ რაღაცნაირი ოჯახია რა _ გაეცინა, მაგრამ უცებ იკბინა ენაზე. - არ იდარდო, მე მართლა მაინტერესებს რას ფიქრობ და რა ხდება, არავისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებ. - მოკლედ აგიხსნი, რაც დღესვე დაგჭირდება. მთელი ოჯახი ერთად მიირთმევს, საუზმე ცხრა საათზე, სადილი ორ საათზე და ვახშამი ექვს საათზე. არ უნდა დაგაგვიანდეს, ადრე მისვლა შეიძლება. ყველანი ერთად მიირთმევენ სასადილო ოთახში. მაგრამ მამაკაცები სამსახურის გამო სადილობისას არ არიან, შეიძლება ვახშამზეც არ იყვნენ. ჰო და კიდევ, ხმა არ ამოიღო სანამ ჭამას არ დაასრულებ, თუ თვითონ დაილაპარაკებენ, მაშინ შეიძლება. სახლში ყოველთვის სიმშვიდეა. შენც არ იხმაურო. ოჯახის წევრების გარდა აქ ვცხოვრობთ მე და ლელა, მებაღე კაკო ძია და დაცვის წევრები, ისინი ბევრნი არიან სახელებით ვერ დაიმახსოვრებ. - ცოტა შემაშინე _ გაუცინა. - ნუ შეგეშინდება, მიუხედავად ამისა ქალბატონი თამარი და ბატონი კონსტანტინე ძალიან თბილი ადამიანები არიან, ქალბატონი ელენე და ბატონი დავითიც, მაგრამ ქალბატონი ელენე ცოტა მკაცრია, ბატონი დავითი კი ძირითადად სულ კომპანიაშია, მხოლოდ სასადილო ოთახში შეგიძლია ნახო. - გავიგე. - მოწესრიგდი და გამოდი სახლს დაგათვალიერებინებ. - კარგი, მადლობა _ ნინი ოთახიდან გავიდა და გაიანემაც ოთახი შეათვალიერა. „შარში ვარ“_ ჩაეცინა. ოთახი დიდი იყო, არა ძალიან დიდი. ნათელ ფერებში, ასევე დიდი ფანჯრებით. ყველაზე ძალიან ფანჯრის რაფები მოეწონა, კარგად დაეტეოდა, მერე როგორ უყვარს იქ ჯდომა და გარეთ ყურება. ლოგინი დიდი, მოსინჯა და საკმაოდ რბილიც. ლოგინის წინ, მოპირდაპირე კედელთან სარკე, იქვე მაგიდა და სკამი, ნუ მოკლედ, თავის მოსაწესრიგებელი კუთხეც სრულ წესრიგში დახვდა. კარადაც იყო კუთხეში. აივანზე გავიდა და თვალები გაუბრწყინდა, ასეთ ხედს რომ დაინახავს ყოველ დილით, იდეალური დღე ექნება. აბაზანა? ოო, როგორ მოეწონა. ყოველ საღამოს ინებივრებს და მშვიდად დაიძინებს. კარებზე კაკუნი იყო, ნელა მიუახლოვდა და გააღო. ვიღაც მაღალი, დაკუნთული კაცი შერჩა ხელთ. - შეიძლება? ბარგი მოვიტანე _ ჩაილაპარაკა. - მობრძანდით _ კაცმა ბარგი ოთახში შეიტანა და უთქმელად გავიდა უკან. ტანსაცმელი კარადაში მოათავსა. მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა. ნელა ჩაუყვა კიბეებს, შემდეგ მიმოიხედა, ვარაუდობდა სად იქნებოდა სამზარეულო. - რას ეძებ? _ ნინის ხმამ შეაშინა. - გამისკდა გული, შენ გეძებდი, მზად ვარ სახლის დასათვალიერებლად. - კარგი, წამოდი. დათვალიერება პირველი სართულიდან დაიწყეს. შემოსასვლელი, სამზარეულო, სასადილო ოთახი, მისაღები, კაბინეტი და ბიბლიოთეკა. ყველა ოთახი მართლაც არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ ბიბლიოთეკამ ყველაფერს გადააჭარბა. აღფრთოვანებული ტრიალებდა გაბელია, უზარმაზარი ოთახი წიგნებით იყო სავსე. წარმოდგენა რომ გაგიადვილდეთ, აბა გაიხსენეთ „ურჩხული და მზეთუნახავი“, დაახლოებით ურჩხულის ბიბლიოთეკის მსგავსი იყო ბაგრატონების ბიბლიოთეკა. მეორე სართულზე მთლიანად საცხოვრებელი ოთახები იყო, ოჯახის ყველა წევრისთვის, მსახურებისთვის. არც ერთ ოთახში არ შესულან რა თქმა უნდა. უმცროსი ბაგრატიონების ოთახიც უჩვენა. - მე არაფერი ვიცოდი მათ შესახებ. _ გადახედა ნინის. - საავადმყოფოში არ იყვნენ ალბათ რომ გაეცნო, გაგაცნობენ. - კარგი, შევალ ახლა ჩემთან თორემ დავიღალე იმხელა სახლია _ გაეცინა. - შედი, დღეს მოიყვანენ ბატონ კონსტანტინეს და დაგიძახებს ალბათ მერე ქალბატონი თამარი. - კარგი, დროებით. ოთახში შევიდა და იმ დიდ, რბილ ლოგინზე კომფორტულად მოკალათდა. ჩაეძინა კიდეც, მაგრამ კარებზე კაკუნმა გამოაღვიძა. - მობრძანდით _ დაიძახა და ოთახში თავი უცხო გოგონამ შემოყო. - გამარჯობა, მე ლელა ვარ, სადილის დროა. - გამარჯობა, მე გაიანე ვარ, ახლავე ჩამოვალ. _ გოგონამ კარები გაიხურა, გაბელია სწრაფად მოემზადა და სასადილო ოთახისკენ წავიდა. - შუადღემშვიდობის _ მიესალმა ქალებს. - მოდი გაიანე, ელენეს უკვე იცნობ, გაიცანი თამარი, ჩემი შვილიშვილი _ ახალგზარდა გოგონაზე მიუთითა უფროსმა თამარმა. - სასიამოვნოა _ გაუღიმა გაიანემ. - ჩემთვისაც _ თვითონაც გაუღიმა. - გაიანე, თამარის გვერდით დაჯექი _ გაბელიამ ფრთხილად გამოსწია სკამი და თამარის გვერდით მოკალათდა. - სადილის შემდეგ მოვალ შენთან ოთახში, უკეთესად გავიცნოთ _ მხიარულად უჩურჩულა თამარმა. - კარგი _ ჩურჩულითვე დაეთანხმა. უხმაუროდ ისადილეს და სასადილო ოთახი დატოვეს. უმცროსი ბაგრატიონი მაშინვე შეჰყვა გაბელიას ოთახში. მის ლოგინზე მოკალათდა და გაუცინა. - აბა, მომიყევი შენზე რამე. - რავი რა მოგიყვე. - ოჰ, სახელი, გვარი, ასაკი, ოჯახი, პირადი, საქმიანობა, მოსაყოლის მეტი რაა. - გაიანე გაბელია, 25 წლის. დედა, მამა და ძმა მყავს, მათთან ვცხოვრობდი, ექიმი ვარ როგორც უკვე იცი, პირადშიც საინტერესო არაფერი ხდება. მომავალი სამი თვე მომიწევს თქვენთან ცხოვრება. - მაგას რა ჯობს, ყოველთვის მინდოდა და, მაგრამ არ მეღირსა და ახლა შენ იქნები. - შენ რამდენი წლის ხარ? - ოცის. ჯერ ისევ ვსწავლობ. მოკლედ, მე და შენ მეგობრები გავხდებით _ მხიარული იყო თამარი. - კარგი, გავხდეთ _ გაუცინა გაბელიამაც. კარებზე კაკუნმა შეაწყვეტინა საუბარი. ნინიმ გააგებინა რომ ბაბუა მოიყვანეს და ექიმს ელოდებოდნენ. გოგონები ერთად ჩავიდნენ, თამარი თბილად ჩაეხუტა ბაბუას. გაიანე შორიდან მიესალმა. მოხუცი ოთახში აიყვანეს და ექიმიც იქით წააბრძანეს. - როგორ ბრძანდებით? _ გაუღიმა გაბელიამ. - კარგად ბაბუ, კარგად, თან შენ უნდა იყო თურმე ჩემი ექიმი _ გაუცინა მოხუცმა. _ მომისმინე ბაბუ, შენ ამ ქალებს არ უსმინო, რასაც გეტყვიან ყველაფერი კი არ უნდა გააკეთო, ახლა შემოვა თამარი და დაგიწყებს, ყოველ ნახევარ საათში უნდა შემოხვიდეო, შეამოწმოო, ესო, ისო.. არაფერი ზედმეტი არ მინდა, წამალი დამალევინე და რაც საჭიროა შენ უკეთ გეცოდინება, მარტო ის გააკეთე. ხანდახან თუ დამელაპარაკები კარგი იქნება, თორემ ჩემს შვილიშვილებს არ სცალიათ მაგისთვის _ ჩაიცინა. - მე თქვენი ექიმი ვარ, ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც თქვენ მეტყვით ბატონო კონსტანტინე. - არ გინდა ეს ბატონო, სახელი დამიძახე. - რას ამბობთ, სახელით ვერ მოგმართავთ. - ბაბუა დამიძახე მაშინ, ან ბაბუ, როგორც გინდა. - კარგი, იყოს ბაბუა ან ბაბუ. _ ოთახში უფროსი თამარი შემოვიდა, ზუსტად ისე უთხრა ყველაფერი, როგორც ბაბუმ გააფრთხილა, კონსტანტინე ღიმილით უკრავდა თვალს. - კარგი ქალო, ნუ დაღალე ეს ბავშვი _ გადახედა ცოლს. - რას ამბობთ _ შეიცხადა გაიანემ. - სიმართლეს _ ჩაიცინა მოხუცმა. _ თამარ მე და გაიანე შევთანხმდით რომ ბაბუ უნდა დამიძახოს. _ ახარა ცოლს. - ძალიან კარგი _ თბილად გაიღიმა ქალმა _ არც მე ვარ წინააღმდეგი ბებია დამიძახო _ სიცილით დაამატა. გაბელია ნამდვილად არ ელოდა ასეთ თბილ ჟესტს ამ ქალბატონისგან, თვითონაც არ იცის რატომ, ალბათ ზედმეტად ოფიციალური ეჩვენა და იმიტომ, თუმცა მაინც გაახარა შემოთავაზებამ და დაეთანხმა. - დაგტოვებთ მე, ნახევარ საათში წამლის დალევის დრო იქნება და შემოვალ. - წადი ბაბუ წადი, დაისვენე. - გაიანე, ექვსზე ვახშამზე არ დააგვიანო. - დიახ ქალბ.. ბებია _ გაიღიმა და ოთახი დატოვა. ___________________ ესეც მეორე თავი ჩემო შოკოლადებო.. ვაიმე რა ტკბილები ხართ და რა თბილები.. უუუღრმესი მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის, ვგიჟდები მე თქვენზე.. მგონი კარგი გოგო ვარ დღესვე რომ დავდე მეორე თავი (სიცილი) იმედი მაქვს დაგაინტერესებთ.. ამ ისტორიაში თავიდანვე სიყვარულის ამბავი არ დამიწყია, ჯერ სხვა აღწერებსაც მოითხოვდა და ამიტომ მომიტევეთ თუ ვერ დაგაინტერესეთ.. შემდეგი თავიდან უკვე ნელ-ნელა წავიწევთ წინ (სიცილი) იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას.... პ.ს. მადლობა ლილიანას იდეისთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.