შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შვიდი ვალენტინობა (თავი 4)


30-03-2015, 01:09
ავტორი Mina-Ana
ნანახია 1 710

-ფული რატომ ახსენეთ? - ისევ შეეპასუხა ილია
-იმიტომ, რომ ამ ბინძურ მსოფლიოს არც სიყვარული ატრიალებს, არც მეგობრობა და არც ოჯახი. ერთადერთი რაც მას მართავს ფულია და თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ მაშინ ჯობია ამ პროფესიის ათვისებას შეეშვათ რადგან თქვენგან არასდროს დადგება კარგი ადვოკატი. - ეს თქვა გასწორდა პიჯაკი შეიკრა და საათს დახედა. ერთ წამში კი ზარის ხმაც გავიგონეთ. ძეგლივით იდგა იმავე ადგილას და გასვლას არ აპირებდა. მეც ვერ მოვიკრიბე ძალა რომ ავმდგარიყავი, ყველა გადიოდა აუდიტორიიდან მეც ლისამ გამომაფხიზმა და კართან მივედი როცა მისი ხმა გავიგონე ისევ
-შენ დარჩი - უკან მივიხედე და ისევ ისე იდგა. ძეგლივით, ვიცი, უხეში, უემოციო ძეგლივით.
-იდა მოდიხარ? - დაიძახა ლისამ
-შენ წადი მე მალე მოვალ - ეს ვუთხარი და ადგილიდან არ დავძრილვარ სანამ უკანასკნელმა სტუდენტმა აუდიტორია არ დატოვა.
-საერთოდ არ შეცვლილხარ - მითხრა და ჩემსკენ შემობრუნდა
-შენ კი ძალიან შეიცვალე - ოდნავ ჩაეღიმა და თლილი თითები სრიალა თმაში შეიცურა
-რატომ შევიცვალე?
-მე ასეთს არ გიცნობდი
-როგორს?
-უხეშს
-უხეში ვარ? - მაცდურად შემომხედა და ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა
-სად იყავი? - კითხვას კითხვითვე ვუპასუხე და მისი თვალებისთვის მზერა არ მომიშორებია როცა ჩემს წინ აისვეტა
-ვმუშაობდი
-სამი წელი?
-ჰო, სამი წელი. კარგი ადვოკატი მინდოდა ვყოფილიყავი - ნიშნისმოგებით მითხრა და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიყო
-კარგში მორალდაკარგულს და ნამუსის გარეშე დარჩენილს გულისხმობ?
-ენა გაგმწარებია იდა. რატომ მელაპარაკები ეგრე? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?!
-ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ მაქს.
-ჰო, ჩვენ გაცილებით მეტი ვიყავით ვიდრე მეგობრები - კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, უკვე ერთმანეთის სუნთქვასაც კი ვგრძნობდით ისე ახლოს ვიდექით ერთმანეთთან მე კი მოძრაობის უნარდაკარგული ერთ ადგილზე გავიყინე. უცებ მარჯვენა ხელი ჯიბიდან ამოაცურა და ჩემს თმებს თითები ჩაავლო, მისი ბოლოები სახესთა მიიტანა და სურნელი ხარბად შეიხვრიპა - მომენატრე - თვალები ცრემლებით ამევსო როცა მისი ძველი სახე დავინახე, ისევ ისეთი თბილი, ლმობიერი, ადამიანური, სახე რომელზეც აშკარად ვკითხულობდი, რომ ჩემს წინ კეთილი სულგრძელი ადამიანი იყო და არა ის მონსტრი რომელიც რამდენიმე წუთის წინ გვეუბნებოდა რომ ამ ქვეყანაზე ფულია ყველაფერი
-მეც - გააზრებულად ვუთხარი და მის სახეს გაყინული თითებით შევეხე, საჩვენებელი თითი ტუჩზე გადავუსვი როცა პირი გააღო და თითზე მიკბინა. ორივეს გაგვეცინა.
-როგორ გაზრდილხარ - მეორე ხელი მხრებზე ამომიცურა და ჩემი პატარა სახე ხელებში მოიქცია - რა ლამაზი ხარ
-მე შეყვარებული მყავს მაქს - წამში გაქრა ჩემი კეთილი სულის მქონე მეგობარი და ისევ ის უემოციო ადვოკატი დავინახე. ხელები ჩამომაცილა და თვალები ბრაზისგან გაუფართოვდა, მის ლურჯ თვალებში ზღვა ბობოქრობდა
-სისხლის სამართალი გინდა ისწავლო თუ სამოქალაქო? - თითქოს ვერ გაიგონა ჩემი ნათქვამიო ისე შემეკითხა.
-სისხლის
-ვერ შეძლებ - მაგიდას ზურგით მიეყრდნო და დაჟინებით მომაშტერდა
-რატომ? - საშინლად გავბრაზდი, მან ყველაზე კარგად იცოდა ჩემი ხასიათი
-ზედმეტად კეთილი ხარ სისხლის სამართლისთვის. ისინი შენ ცოცხლად შეგჭამენ. შენ არ იცი სასამართლო დაბრაზებში რა ხდება, შენ არ დასწრებიხარ ნამდვილ პროცესს და დამიჯერე ამის ხილვა არ ღირს. მე არ მინდა გახდე ისეთი როგორიც მე ვარ. შენ არ უნდა გადაიქცე ჩემნაირად - სწრაფად მომიახლობდა და მხრებზე ხელები მაგრად მომჭიდა, მერე თმები უკან გადამიწია და სახე ხელებით დამიჭირა - არ გინდა
-რატომ წახვედი? - ვიგრძენი გახურებული სახე ცრემლმა როგორ დამისველა
-არ გინდა
-რატომ წახვედი? შენთვის ის თვეები მხოლოდ ზაფხულის გასართობი იყო? რა თქმა უნდა - სიმწრისგან გამეცინა და მისი ხელები სახიდან მოვიცილე - სულელი 18 წლის გოგო, ზაფხულზე გაიცანი და მასთან გართობა გადაწყვიტე, შემდეგ კი ისე გაიქეცი მისთვის არაფერი აგიხსნია. რა სულელი ვიყავი, მე კი მილიონ მიზეზს ვიგონებდი რომ გამემართლებინე, ისიც კი ვიფიქრე ალბათ მოკვდა ისე მე მაქსი არ მიმატოვებდა თქო - ატირებული ბოლთას ვცემდი აუდიტორიაში და ღაპაღუპით წამოსულ ცრემლებს ცარიელი, ცივი ხელებით ვიმშრალებდი
-შენ არ იცი რა მოხდა
-რა მოხდა? ამიხსენი. მიდი ამიხსენი რა მოხდა?! არა მე გეტყვი რაც იყო. მოგბეზრდი, ზედმეტად იოლად დავნებდი შენც შარმს და სიიძლიერეს. შენ რაში გჭირდებოდა პატარა სულელი გოგონა გვერდით. - ჩანთა გავისწორე და კარისკენ გავვარდი როცა მკლავზე ხელი ჩამჭიდა, დამიჭირა და მისკენ შემომატრიალა.
-რაც არ იცი იმას ნუ ლაპარაკობ - ხმამაღლა მითხრა თითქმის დამიყვირა, მთელი ძალით მოვიშორე მისი ხელებიმხრებიდან და ცრემლები თვალებიდან. აუდიტორია დავტოვე და მხოლოდ ის მინდოდა ცოტახნით გავთიშულიყავი



№1  offline წევრი deamedo

აჰაააააა აქ ინტრიგას აქვს ადგილიიი wink რაღაც გამოტოვა იდამ მაქსთან დაკავშირებით wink
აუ რა მოითმენს შემდეგ თავამდე winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent