შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიამაყე არ არის საკმარისი [1]


30-03-2015, 23:41
ავტორი Bero)))
ნანახია 4 696

მყუდრო კაფე, მზიანი ამინდი და მშვიდი გარემო ერთი შეხედვით მშვენიერი დროა შეყვარებული წყვილისთვის, თუმცა ზუსტად ეს გარემო გულს ურევდა დემეტრე ყიფიანს...ამრეზით უყურებდა მის წინ მჯდომ ანა დვალს, რომელიც მისგან განსხვავებით მშვიდი სახით ათვალიერებდა გარეთ მოზუზუნე მანქანებს, ყურადღებას არ აქცევდა ხალხის დაჟინებულ მზერას და აქეთ-იქიდან წამოსროლილ რეპლიკებს: "საყვარლები" "უნაკლოები". დუმილი უკვე იმდენად აუტანელი გახდა, რომ თვით დემეც კი შეაწუხა, რომელიც ყოველთვის ანას გაუთავებელ ლაპარაკზე ბუზღუნებდა.
-ბატონი თამაზი როგორ არის?_იკითხა სრულიად მშვიდად და არაფრად ჩააგდო ანას გაბრაზებული მზერა.
-მშვენივრადაა.
-გადაეცი რომ ამ დღეებში მოვინახულებ.
-აუცილებლად გადავცემ._ანას მთელი სხეული დაეძაბა და სიბრაზისგან თვალები ცეცხლისფრად წამოენთო...გაბრაზდა, რადგან დემეტრემ მის მაგივრად მისი ლექტორი მოიკითხა და ამის შემდეგ ხმაც კი არ ამოიღო...ლამის იყო ანა სიბრაზისგან აფეთქებულიყო და ლავასავით ამოეხეთქა მთელი ის დარდი რაც მათი ერთად ყოფნის განმავლობაში ჰქონდა...დემტრე კი ისევ თავისი გამაღიზიანებელი სიმშვიდით იჯდა და მიუხედავად იმისა რომ ხვდებოდა ანას ასე მალე გაბრაზების მიზეზს, მაინც არ აპირებდა ამის გამოსწორებას...იცოდა ის და ანა რომ დაშორებულიყვნენ საქმე უფრო გაურთულდებოდა, თუმცა მაინც არ აპირებდა თავისი პრინციპების დათმობას და თუნდაც ბოდიშის მოხდას...ეს მისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო...დვალების ქალიშვილმა ეს კარგად იცოდა და იმასაც ხვდებოდა რომ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა თავს ყიფიანის შეყვარების უფლება მისცა...მაგრამ რას ვიზავთ, სიყვარული უმართავია და არაპროგნოზირებადი...
დვალი უკვე ისტერიკების მოწყობას აპირებდა, როცა დემეტრეს სიტყვებმა შეაჩერა:
-აქ ხალხია, გარეთ რომ გავალთ მერე აფრქვიე საყვედურები...
-რა უტიფარი ხარ_ანამ ეს სიტყვები ისეთი ზიზღით წარმოსთქვა, რომ ეჭვიც კი შემეპარა მის სიყვარულში.-ალბათ ხვდები, რომ დავიღალე.
-კარგი მაშინ წავიდეთ, მე ისედაც საქმე მაქვს_თქვა და ფეხზე წამოდგა.
-ნუ თვალთმაქცობ, კარგად იცი რაც ვიგულისხმე...მე შენი სიცივით დავიღალე, გამოვიფიტე...არ მჭირდება ცალმხრივი სიყვარული,რომელსაც მხოლოდ ტკივილი მოაქვს...გნებდები...მე დავმარცხდი...თავისუფალი ხარ, ახლა სადაც გინდა და რომელ გოგოსთანაც გინდა იმასთან წადი...მე ხელს აღარ შეგიშლი_წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ...დემეტრე ცოტა ხანი იჯდა, შემდეგ ისიც გამოვიდა, თავის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა...ანას არ დაურეკა და არც ბოდიში მოუხადა, იცით რატომ? იმიტომ რომ იცოდა თვითონ დაურეკავდა...აი ზუსტად ამ წამს აღმოაჩინა ის მიზეზი, რის გამოც ეს ანგელოზივით გოგო ვერ შეიყვარა... თავმოყვარეობა...აი ეს არ გააჩნია დვალების ქალიშვილს.. დემე კი ვერ იტანს ქალებს, რომლებიც კაცებს ემონებიან და მზად არიან ყველაფრისთვის,რომ მათი ყურადღება მიიპყრონ...ქალი თავისთავს პატივს უნდა სცემდეს, უნდა იყოს ამაყი და ძლიერი რომ ყველა გაჭირვება შენთან ერთად გადაიტანოს, ის უნდა გაძლევდეს ძალას რომ იცხოვრო, ის უნდა გმატებდეს თავდაჯერებულობას და ამისთვის პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს თავისთავში დარწმუნებული...
როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, მაშინვე მისი ბავშობის მეგობრის, კოკას ნომერი აკრიფა და მეორი მხრიდან პასუხს დაელოდა...პასუხმაც არ დააყოვნა და კოკას ბოხი და ამავდროულად თბილი ხმა გაისმა...
-აბა ძმაო, რამ შეგაწუხა ისეთმა რომ ჩემთან დარეკვა იკადრე?
-კოკა არ გინდა რაა...პროსტა საქმე გამირთულდა ტოო...
-რაო პრინცესამ აღარ მიყვარხარო?_დამცინავი კილოთი კითხა კოკამ და გულიანად გაიცინა.
-შენც კარგად იცი, რომ ჩემზე ჭკუას კარგავს, პროსტა დღეს მომახალა დამღალეო და დამტოვა...
-დაიცა სულ მიგატოვა?-ცოტა შეშფოთების ნოტები შეერია კოკას ხმაში.
-ხო იცი რა ხასიათი აქვს...რამდენიმე საათში დარეკავს და ბოდიშებად დაიღვრება, მერე მეც გავუწყრები და ხვალ დილით ისევ იმ კაფეში ვისხდებით...
-ეეეე ძმაო, თვალები სად გაქვს, ასეთი გოგო მყავდეს გვერდით და სხვისკენ გავიხედავდი?-დანანებით გაუწყრა ყიფიანს ძმაკაცი.
-ხომ იცი ეს ნინძლავი, რომ არა ზედაც არ შევხედავდი...
-ხო ვიცი... როგორც ყოველთვის შენ უბრალო და არაფრით გამორჩეული გოგოები მოგწონს...
-რასაც დვალი ყველანაირი კრიტერიუმით ეწინააღმდეგება და მეტიც უკვე გულს მირევს...ვიცი, რომ არ ვინანებ ჩემს საქციელს და მეტიც ამით ჭკუას ვასწავლი.
-ვხვდები, რომ შენთან ლაპარაკი იმაზე რომ აზრი შეიცვალო, ტყუილი დროის კარგვაა, მაგრამ ბოლოჯერ გეტყვი რააა...ნუ გააუბედურებთ მაგ გოგოს...ნინძლავის დედაც ტოო...გოგო უნდა დატანჯო? როდის აქეთ გახდი სადისტი?_ კოკა ყველანაირად ცდილობდა რომ დემეს აზრი შეეცვალა, თუმცა სვანი მაინც სვანია...
-კარგი ძმაო, კარგად...საღამოს ამომიარეთ ბიჭებმა და კალათბურთს ჩავუჯდეთ_დაემშვიდობა დემე და კოკას ბოლო სიტყვებს ყურადღებაც კი არ მიაქცია, მაგრამ მაინც დარდად შემოაწვა თავისი საქციელი...პირველად შერცხვა მთელი ამ ხნის განმავლობაში...შერცხვა მამის რომელიც, უკვე 5 წელია ზევიდან აკვირდება და თავისი ერთადერთი შვილის ყველა საქციელი ან სიამაყით ავსებს ან სიბრაზით...ამას დემეტრეც ხვდება, მაგრამ არც აღიარება უნდა და მითუმეტეს არც გააზრება...ხალხის ნდობა 18 წლის ასაკიდან დაკარგა, სწორედ მაშინ, როცა უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს მისაღებში სისხლის გუბეში მწოლიარე დედ-მამა დახვდა...ეგონა გაგიჯდებოდა, სწორედ ამ შიშის გამო წავიდა მონასტერში, მთელი წელიწადი იქ გაატარა, თბილისში კი სრულიად დაწყნარებული დაბრუნდა და მთელი შემართებით ჩაუდგა სათავეში მამის ბიზნესს...მას შემდეგ მხოლოდ 3 ძმაკაცი ყავს გვერდით, ისიც იმიტომ რომ ბავშობიდან ერთად იყვნენ და ენდობოდა...
მთელი არსებით შესძულდა მაღალი ელიტა, რადგან სწორედ ამ ელიტამ შეიწირა მისი ოჯახი...
მანქანა სახლთან გააჩერა და ბინაში ლიფტით ავიდა, მანქანის გასაღები ჰოლში ტუმბოზე დააგდო და მისაღებისკენ წავიდა, დივანზე გაიშოტა და წარსულში გადაეშვა, თუმცა კარი მალევე შემოაღო სამმა აყლაყუდამ და სახლიც მათმა როხროხმა გააყრუა...
-რა იყო შე ჩემა ნოსტალგია მოგეძალა?-ჰკითხა მხიარულად სანდრომ ძმაკაცს და ხელი მხარზე დაკრა...დემემ მისი სიტყვები დააიგნორა და უხალისოდ მიესალმა...
-როგორ მიდის საქმეები დემნა?_ახლა დიტომ მოიკითხა და დივანზე სანდროს გვერდით დაეხეთქა...
-ნელა შე ვირო, ჩამელეწა ნეკნები_თავში წამოარტყა სანდრომ და ცალი ხელით ნატკენი ზურგი დაიზილა.
-ჩართეთ ტელევიზორი, თორემ დამთავრდა თამაში_ამოიბუზღუნა ყიფიანმა და პულტს გადასწვდა...ის საღამო მხიარულად გაატარა და სულ გადაავიწყდა ანა...თუმცა ანას არ დავიწყებია დემეტრე და სახლში დაბრუნების შემდეგ გაუჩერებლად ტიროდა...არ იცოდა რამ შეაყვარა ასეთი სატანა, დღესაც ჟრუანტელი უვლის, როცა ახსენდება დემეტრეს დაბადების დღე და ამ დროს უნდა რომ ყველაზე მეტად სძულდეს...
19 სექტემბერი იყო... და ანაც მთელი შემართებით ემზადებოდა რომ დემესთვის ყველაზე მაგარი დაბადების დღე მოეწყო. როგორც შეთანხმებლები იყვნენ რესტორანში მხოლოდ მათ უნდა ევახშმათ, თუმცა დარბაზში შესულ ყიფიანს მთელი მისი საახლობლო და უკვე დიდი ხნის უნახავი მეგობარი დახვდა...არაფერი შეიმჩნია, იქ მყოფებს გაუღიმა, მილოცვებიც მიიღო და ანასთან ერთად საცეკვაოდ გავიდა...წელზე ხელი მოხვია, ახლოს მიიზიდა და ღიმილით ჩაჩურჩულა:
-მეორედ ასეთი სიურპრიზები არც გამაგონო და არც დამანახო._ვერ გეტყვით რა დაემართა ანას ამ სიტყვებზე, მოუნდა მთელი ხმით ეტირა და იქიდან გამქრალიყო...იმ საღამოს თითქმის აღარც ულაპარაკიათ და ანას მას შემდეგ საჩუქარიც კი არ უჩუქნია...მხოლოდ ერთადერთხელ ვალენტინობას აჩუქა სუნამო, თუმცა დემემ მის წინ სანაგვეში მოისროლა და უთხრა "ასეთ სუნამოებს არ ვხმარობო" ამჟამად დვალმა ცრემლები ვერ შეიკავა და ტირილით წავიდა სახლში...ალბათ ყიფიანი მართალია, როცა თქვა რომ ანას თავმოყვარეობა არ გააჩნია, რადგან შუა თამაშის დროს დემეტრეს ტელეფონი ამღერდა, მასაც კმაყოფილს გაეღიმა და ღიმილი უფრო გაუფართოვდა , როცა იქიდან მორცხვი ბოდიში მოისმინა...
------------------------------------------
გამარჯობათ ხალხოოოო... ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე და იმედი მაქვს მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი chemi samyaroo

მეორე თავის დადებას ა აპირებ ან გაგრძელებას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent