პროვინციელი (2)
სახლში მისულს ნაზი ბუხართან მჯდარი დამხვდა რომელიღაც სერიალს უყუებდა და ემოციებს ხმამაღლა გამოხატავდა ,ფეხსაცმელები ხელში მეჭირა და მეც იქვე მივყარე , დივანზე ბებოს გვერდით მოვკალათდი და თავი კალთაში ჩავუდე -გეტკინება სესილი მასე ფეხები, ვის გაუგია ყოველდღე ფეხშიშველს სიარული ა? გაცივდები ბები ეგრე- იქვე მიგდებული პლედი მომაფარა და თმაზე დამიწყო დანაოჭებული ხელებით ფერება -მომენატრები ბე - ხმისკანკალით ვუთხარი და ცემლები წამომცვივდა -აპაპ ახლა ცრემლები არ გამაგონო ,მეც კი მომენატრები ბებო მაგრამ 40 წუთის სავალია თბილისიდან ჩამოხვალ ხოლმე და მნახავ რაიყო შვილო რა პანიკებს იმართებ ჰა? აქ არავარ? შენ შვილს უნდა მოვესწრო და მერე მოვკვდები მანამდე აქ ვარ არსად ვაპირებ წასვლას - გაბრაზებულმა მითხრა და უკვე სიცილით ავხედე გაკაპასებულ ნაზიკოს -ოხ ნაზი რა ქალი ხარ რა , აღარ თქვა მეორედ სიკვდილზე არაფერი თორე ვიჩხუბებთ - მობერებულ ლოყებზე ხმაურით ვაკოცე და კიბეები ავირბინე ჩემს ოთახში ასასვლელად . აწრიალებულ ტელეფონს დავხედე და დედა რომ დაეწერა თვალები გადავატიალე -გისმენ ნატო - უხეშად ვუპასუხე -ხვალ ნიკა ჩამოგაკითხავს და წამოგიყვანს - წყნარად მითხრა და გულში ჩემი თავი დავწყევლე ასეთი უბედო რომ გავჩნდი -ჩემით ვერ ჩამოვალ? -ნიკა ჩამოგაკითხავს მანქანით იმგზავრებ არ გირჩევნია წუნკლიან ხალხთან ერთად სოფლის ავტობუსით მგზავრობას ?-გაბრაზებული ხმა გაისმა ყურმილში და მეც თავიდან ფეხებადე სიბრაზისგან ავწითლდი "წუნკლიანი " ხალხის ხსენებისას -დაგავიწყდა ნატალია სად გაიზარდე და სიდან მოდიხარ?-ირონიით გავჟღინთე სიტყვები და ჩემს ფუმფულა საწოლში შევწექი - დედაშენი ვარ სესილი, ისწავლე წესიერად საუბარი და ნიკა ჩამოგაკითხავს ხვალ დილით 10 საათისკენ - ყურმილი გათიშა და მეც ირონიული ღიმილით და მისი სიტყვების გამეორებით გადავეშვი მორფეუსის სამეფოში *** დილით წიწილებს ვაჭამე და თავი მოვიწესრიგე , 10 საათისკენო მაგრამ თერთმეტი ხდება და არავინ არ ჩანს . ჭიშკართან ბრონზისფერი BMW გაჩერდა და მეც თავის ქნევით წავედი ჭიშკრისკენ , ერთი მინუსი ჩემგან ჩემს ახლადგამომცხვარ ძამიკოს , ბრონზისფერი მანქანები ცუდი შესახედია , შავი ფერი კი უფრო ელეგანტური! -რა პუნქტუალური ადამიანი ხარ - მანქანიდან გადმოსულს მივაძახე და გადავკოცნე , სულ ორჯერ მყავს ნიკა ნანახი და ისიც 10 წუთით, ერთხელ ჩემს დაბადების დღეზე და მეორეჯერ ნატას და ერეკლეს ჯვრისწერაზე -კარგად შენ?-სათვალე მოიხსნა და ინტერესით ამათვალიერა -ბარგს გამოვიტან და წავიდეთ - უკმეხად მივუგე და ეზოში დალაგებული ჩანთებისკენ გავემართე -დედა რავარი კაი ბავშვი ხარ შვილო შენ გენაცვალოს ნაზიკო ბებო - ქოთქოთით და ფქვილიანი ხელების წმენდით წამოვიდა ნაზიკო ჩვენსკენ და გულში ჩაიკრო ნიკა -ნაზი ბებო როგორ ხართ?-მანაც თავაზიანად მოიკითხა ბებო და გადაკოცნა . -აფერისტი - ჩემთვის ჩავილაპარაკე ისე რომ არავის გაუგია და მანქანიდან გადმოსულ მაღალ სილუეტს გავხედე რომლის სახესაც მზის სხივების გამო კარგად ვერ ვარჩევდი -მეორე ძამიკოც მყავს?-ირონიულად ჩავილაპარაკე და დაღმართზე მორბენალი თავგაბუებული სილუეტი რომ დავლანდე ხელების ქნევით რომ მორბოდა ერთი გულიანად გადავიხარხარე -რა გაცინებს გოგო ?- დაშტერებულმა ნიკამ გამომხედა და ახლმოსულს გახედა -არაფერი საშენო ბიჭო - სიცილით გავექანე ჭიშკრისკენ და თმაგაბუებულ შაკოს მაგრად ჩავეხუტე -ვაიმე ... მეთქი გამასწრო ... აუჰ კუჭი - ქასქასით ლაპარაკობდა თან მაგრად მეხუტებოდა გულამოვარდნილი "პაწკუ" -არ უსმინოთ შვილებო ვერ გავზარდე წესიერად , ამხელა გოგოა და სტუმრებთან მოქცევა არ იცის - წყრომით წაუყვა ბიჭებს სახლისკენ გაბრაზებულ ნაზიკო და შაკოსთან ეზოში დამტოვა -აუ რას გავხარ პაწკუ იცი?-სიცილით ავუჩეჩე აჩეჩილი თმა და გასიებულ თვალებზე შევხედე -აუუ წუხელ დავლიეთ მერე ჩამეძინა და ძლივს გავიღვიძე , მეგონა წახვედი და გულგახეთქილი გამოვექანე - სვენებ-სვენებით თქვა და იქვე ხის სკამზე დაებერტყა -მაიკაც უკუღმა გაცვია - სიცილით მივანიშნე მაისურზე და გავიცინე -ეგ ხო მაგრამ რომელია შენი ბრაწია?-კართან მდგარ ბიჭებსა და ქეთოზე მიმანიშნა რომლებსაც ომი გაეჩაღებინათ ხაჭაპურის და ქათმის ქალაქში წაღება არ წაღებაზე -ქერა , იმას არ ვიცნობ - თავით მივანიშნე ნიკაზე და მეორე ბიჭი ავათვალიერე მაღალი იყო , დაბალზე შეეჭრა ყავისფერი თმა და შორიდან კაგად ვერ ვარჩევდი სახის ნაკვთებს - წავედით? - პარკებით გატენილმა ნიკამ გადმომხედა და შაკოს დანახვაზე ღიმილი ვერ შეიკავა . მეც ერთი გულიანად შევათვალიერე უცნობი , თაფლისფერი უხეში თვალები ქონდა , ლამაზი სწორი ცხვირი და მუქი ღვინისფერი ტუჩები. მოვინუსხე მისი გარეგნობით და მერე შაკოს გადავხედე რომ ჩემი მზეარ არ ეგრძნო -ეს შაკოა ეს ნიკაა და ეს ....- უცნობს ავხედე და თაფლისფერ ინტერესით მომზერალ თვალებს შევეჯახე -დემეტრე - ჰაერი გაკვეთა ბოხმა ბარიტონმა და ჩემს ყურამდეც მოაღწია - ჰო ეს თურემ დემეტრეა - ხელით ვანიშნე შაკოს და მანაც ბიჭებს ხელი ჩამოართვა . სულელივით კი იქცევა შაკო და სულელიცაა მაგრამ 18 წლის ხდება 2 თვეში და ზოგჯერ სერიოზულიცაა , ვიმეორებ >ზოგჯერ< . -ბებო ახლა მისმინე ნორმალურად მოიქეცი , არ გააბრაზო ეს ბავშვი კაი ბავშვია , მიხედე დედაშენს და ჭკვიანად იყავი, ჭამე ბებო თორემ სულ ჩამოხმები და იცოდე ... -ვიცი ბებო ვიცი მოდი ჩაგეხუტო - სიტყვა შუაზე გავაწყვეტინე და მოვეხვიე , ბებომაც მომხვია დასუსტებული მკლავები და თვალებიც ცრემლებით ამევსო . -არ იტირო შვილო ახლა ნუ დამანახებ ცრემლებბს თორე მომიწევს ცრემლებით გაგაცილო - აცრემლებულმა ბებომ მითხრა და ლოყაზე მაგრად მაკოცა . ატირებული მივედი შაკოსთან და მანაც ნაღვლიანი თვალებით ჩამიკრა გულში -მომენატრები პესიმისტ - სიცილით მომქაჩა თმაზე -მეც ზედმეტად ოპტიმისტ - სიცილნარევი ტირილით ვუთხარი და ხელები შევუშვი . ჩემს ჩანთებს დავსწვდი და მანქანისკენ წავედი . ჯიბებში ხელჩაწყობილი მომყვებოდა ახლადგაცნობილი " რა ჯელტმენია" ირონიით სავსე სიტყვებით გავიფიქრე და ფეხს ავუჩქარე . ჭიშკარს გავცდი და ღიმილით მოვტრიალდი ბებოს და შაკოსკენ -აბა შენ იცი ბებო - თმაზე ნაღვლიანად გადამისვა ხელი ბებომ - ჭკვიანად სესი - შუბლზე მაკოცა შაკომ და მეც ხმამაღლა ავტირდი . -უკან მირჩევნია - ნიკას გაღბული კარი დავაიგნორე და უკანა სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი. დემეტრე წინ დაჯდა და ღვედი გადაიჭირა . -დიდხანს უნდა იტირო? - ასლუკუნებულს გადმომხედა ძამიკომ და სიჩქარეს უმატა -40 წუთი გამიძელი ძამია და მერე აღარ დეგენახები - ქუთაისური კილოთი მივუგე და ცრემლები მოვიწმინდე -უყურე ამ პროვინციელს - წარბაწეულმა გადმომხედა დემეტრემ და მის დამცინავ მზერაზე ლამის გული ამერია -სოფლელი მირჩევნია - თითის აწევით ავღნიშნე და ახალი ხელსახოცი ამოვაძვრინე ჩანთიდან -ძალიან კარგი - მხრები შეათამაშა იდიოტმადა დებილივით გაიღიმა . უკვე ნერვებს მიშლის ეს ადამიანი! -ნატომ თქვა ნიკა ჩამოგაკითხავსო -დემე ჩემი ძმაკაცია და რაგინდა ვერ გავიგე -მე არაფერი - მხრები ავიჩეჩე და გვერდიდან მაინც შევამჩნიე როგორ ჩაეჩუტა დეგენერატს ლოყა -მანქანა გააჩრე რა - მივხვდი როგორ მინდოდა ჩემს ბალიშთან ჩახუტება დასაწყნარებლად და ნიაღვრად დადენილი ცრემლები მოვიწნმინდე -უტვინოც ხარ? - ეჭვისთვალით გადმომხედა იდიოტმა და ამათვალიერა -ჩემი ბალიში მინდა - გაბუსხულმა ხელები გულზე დავიკრიბე და ახარხარებულ ორ იდიოტს გავხედე -აღუუუ , რამდენი წლის ხარ ... მმ ... -სესილი- შევახსენე დემეტეს და დაბინდული მხედველობის დაწმენდა ვცადე -ხო რამდენის ხართქო სესილი -17-ის რა იყო? -არაფერი 2თვის ახალშობილს გავხარ -ისევ დამცინავად ჩაილაპარაკა -გამეცინა ჰაჰაჰააა - სარკაზმით შევამკე და ნიკას ჯიქურ გავხედე -ვაჩერებ ჰო - გზიდან გადაუხვია და მანქანა გააჩერა , მეც გადავხტი და საბარგულში დავიწყე ქექიალი , როცა სასურველ გვირილებიან ბალიშს წავაწყდი ღიმილით ავიღე და მასთან ჩახუტებული ჩავჯექი მანქანაში -ბავშვი - ვითომ თავისთვის მაგრამ მაინც ხმამაღლა ჩაილაპარაკა ისე რომ გამეგო და მეც დავასკვენი რომ სააშნლად არ მომწონდა დემეტრე ! . ბალიშზე ჩახუტებული ჩავედი თბილისამდე და კორპუსის წინ გაჩერებული მანქანიდან ყოყმანით გადავედი -არ ვიკბინებით სესილი- ნიკამ გადმომხედა და გამიკვირდა როცა მწვანე თვალებში გამკრთალი სითბო შევნიშნე . დემეტრე არ ამოსულა თურმე თავისი მანქანა ყოფილა და ნიკა რატომ იჯდა საჭესთან ვერ გავიგე , ანუ მინუსი მას და არა ნიკას ფერების შერჩევაში . მანქანა დაქოქა და ირონიული ღიმილით მოსწყდა ადგილს. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს ახალ საბინადროში ფეხის გადადგმა დავაპირე ნიკამ რომ გამაჩერა და თავისკენ მიმატრიალა -სესილი ვიცი ვერ მიტან მაგრამ რაღაცას გეტყვი, არასოდეს მყოლია და , ბავშვობიდან მინდოდა რომ დედმამიშვილი მყოლოდა მაგრამ დედაჩემი მალევე დავკარგეთ და ოცნება ოცნებად დარჩა , ახლა კიდევ არ ვაპირებ ახდენილ ოცნებასთან ცუდი დამოკიდებულება მქონდეს - თვალებში მიყურებდა და ვხვდებოდი რომ ყველა სიტყვა სინამდვილე იყო , ყველა სიტყვაში დარწმუებული იყო და იცოდა რას ამბობდა . აი მივხვდი რომ ის ვიპოვე ვისაც ვეძებდი და მოულოდნელად ისე ჩავეხუტე შეცბა და დაბნეულმა მომხვია ხელები , გონზე რომ მოვედი და გავიაზრე რა გავაკეთე დაბნეულმა და აწითლებულმა მომღიმარ ნიკას ავხედე -რას წითლდები გოგო , ჩემი დაიკო არ ხარ?- ხელი მომხვია და მეც ძალა მომატებული შევყევი სახლში . ფეხი გადავდგი თუ არა მაშინვე დავინახე თინეიჯერივით ჩაცმული დედაჩემი და ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე. ჩემსკენ წამოვიდა გადამეხვია და მეც ცივად და გაუნძრევლად ვიდექი ნიკამრომმხარზე მიჩქმიტა და მეც ძალაუნებურად მოვხვიე ნატოს ხელები . ცოტა ხანში მომშორდა და ღიმილით წამოვიდა შუა ხნის ქერა მამაკაცი ჩემსკენ , მასაც გავუღიმე და მოხვეულ ხელებზე გაკვირვება ვერ გამომესახა მთელს სახეზე -იმედია თავს კარგად იგრძნობ ჩვენთან - ნატომ ხელები ჩამკიდა და გამიღიმა -ეჭვი მეპარება - ღიმილმოუშორებლად ვუთხარი და ხელები გავუშვი . დავინახე როგორ შეაშრა სახეზე ღიმილი და ხელები ცივად გამიშვა -აბა სესილი ეს შენი ოთახია დღეიდან და მოგიწევს ცოტა მოიშორო ეგ ცინიზმი - ღრმად ამოისუნთქა ერეკლემ და ნატოს ხელი მოხვია -კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო გაგიგიათ?-ერეკლეს მივუბრუნდი და ჩემ ჩანთას დადავლე ხელი. მანაც თავი დამიქნია და გაკვირვებულმა შემომხედა - ხოდა მეც მხოლოდ სამარეში მოვიშორებ ჩემს ცინიზმს - საკაზმით წარმოვთქვი სიტყვები და ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევაჭერი . ალბად სხვა რომ იყოს ჩემს ადგილას დედისგან ამხელა სითბო გაუხარდებოდა მაგრამ მე არ მიხარია , მირჩევნია ისევ ცივი იყოს და მეც ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდე , საშინელებაა როცა საკუტარი დედა გიკიდებს და საკუთარი ბედნიერების გამო ერთადერთ შვილს ბედის ანაბარა გტოვებს, მამა? 16 წლისებმა შექმნეს ოჯახი და ფაქტი სახეზეა , მამაჩემი სადმე რომ შემხვდეს შეიძლება მხოლოდ თვალებით ვიცნო რადგან ანალოგიური თვალები მაქვს, ცისფერი მუქ ლუჯში რომ გადადის და გარშემო შავი რკალი დასდევს . მხოლოდ ამ თვალებს ვუმადლი მამაჩემს რადგან ყველაზე მეტად ჩემი თვალები მომწონს საკუთარ თავში, გარეგნობასა და საკუთარ სილამაზეზე ცოტას ვფიქრობ , სარკეებსაც იშვიათად აქვთ ჩემი ნახვის "ბედნიერება" , მაგრამ რაიონში თაყვანისმცემელი არასოდეს მაკლდა , მაგრამ არც ერთის თვალებში არ ჩანდა ის რასაც მხოლოდ მე დავინახავდი . ვიგრძნობდი რომ რომელიმეს ვუყვარდი , ამიტომ 17 წლის ვარ და შეყვარებული არ მყოლია , ხოლო როცა ვინმეს მოშორება მინდოდა შაკოს ვასაღებდი ჩემს შეყვარებულად და მერე საყვედურებს ვისმენდი "შენს გამო გოგო გამექცა" - ო . ჩემს თვალებს ლამაზად ეხამება ჩემი აპრეხილი ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები, ბებო დამცინოდა პატარაობაში ხლით დაიჭირე ცხვირი თორე მაღლა გარბის და მალე სულ გაიქცევაო, მეც სულელივით ვიკიდებდი ცხვირზე ხელს და ვცდილობდი დაბლა დამექაჩა , ახლა რომ მახსენდება დებილივით ვიღიმი , და აი ამ ღიმილის დროს მისწრებს ჩემი დამთბარი ძამიკო -რა გაცინებს არჯევანიძე? -ჩემი გვარის გაგონებაზე კიდევ უფრო გამეღიმა და ოთახში შემოყოფილი ვიღაცის გაბურძგნული თავი რომ დავინახე ყურებამდე ვიღიმოდი -ქუთეისელი ხარ ძამიას დაია? - გამიწელა სიტყვები უცნობმა და მის საქციელზე გამეცინა -რავა ვერ ვიქნები თუ? -მეც დავიწყე ქუთაისუი კილოთი საუბარი და მასაც გაეცინა - უკვე მევასება სიმონ აგი ბოვშვი - ოთახში შემოვიდა და ნიკასც შემოყვა -მოკლედ საღამოს ერეკლე და ნატო აკეთებენ რაღაც "ფართის" ერეკლეს ბარში და შენც მოდიხარ თან ჩემსმეგობრებსაც გაგაცნობ - თავის ქექვით მითხრა და ჩემს გვერდით მჯდარ ბიჭს გადახედა რომელიც საწოლზე ქანაობდა და მეც მასტან ერთად ვინჯღრეოდი, ტიპიური ბაღის ბავშვის შთაბეჭდილება დამიტოვა და გონებაში შაკოსაც შევადარე ეს არსება -მე გაბრიელ ჭილაძე ვარ , გაბო , გაბი როგორც გინდა ისე მომმართე - გამიცინა და ჩემს გვირილებიან ბალიშს დასწვდა -სესილი არჯევანიძე ,და შენც ქუთეისი გაბო? - წარბები შევათამაშე ამ ადამიანის პოზიტიური განწყობა მეც გადმომედო და წამებში მოვედი კარგ ხასიათზე -აპა რაფერ?- ხელში შეატამაშა ბალიში და მეც დაფეთებულმა გამოვართვი -ეე ფრთხილად -ბალიშია რა - მითხრა და საწოლიდან ადგა -ბიჭო მაგის გამო შუა გზაში მანქანა გამაჩერებინა შვილივით ყავს - სერიოზულად უთხრა ნიკამ და მხარზე უბიძგა გავედითო -მე რომ არ წამოვიდე არ შეიძლება ? - სულ არ მქონდა სურვილი მხიარულობის მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა გაბრიელმა -არანაირად - თითი დამიქნია და კარები გაიხურა . მეც თვალი მოვცავლე ჩემს ახალ სამყოფელს და სიამოვნებისგან ლამის დავდნი კედლების ფერი რომ გავარჩიე , 3 კედელი შავად და ერთი მონაცრისფრო მოთეთროდ იყო შეღეილი, შავი კედლები თითქოს თავს ესხმოდნენ მარტოდ დარჩენილს და ისიც თავისი სიკაშკაშით იგერიებდა თავს ... კმაყოფილმა ჩავირიმე და ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე , მაგამ ოთახში კარადა არ იყო და ამორებული მაისური უკან დავაბრუნე , ასაკარად ჩემს გარეშე არ იყიდეს არაფერი რადგან მხოლოდ უბრალო საწოლი დგას ამ ოთხში , სამაგიეროდ დიდი ფანჯარა თავს იწონებს, ისე როგორც ლამაზი ქალბატონის გულმკერდზე ბრილიანტის ყელსაბამი , რომელიც ყველაზე ძვირფასია ამ ქალბატონის სხეულზე ... ესეც მეორე თავი<3 გამიხარდა რომ მოგეწონათ და ახლაც ველი თქვენს შეფასებას <3 იმედია დიდი თავია , ყველანაირად ვეცადე ბევრი დამეწერა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.