შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შევიცვალე და როლებიც გავცვალეთ 2


2-04-2015, 00:55
ავტორი მთაში...
ნანახია 1 698

ნათია ჩემსკენ შემობრუნდა და თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
_დათო ეს თაკოა.
ჩემსკენ ირონიული მზერით გამოიხედა და თავი დამიკრა.წამებში გაეცალა იქაურობას.
_უზრდელი,ვერ ვიტან მისნაირ კაცებს. ნათია საერთოდ დაივიწყე,მასთან არანაირ კავშირს არ დავიჭერ.მითუმეტეს ჩემი ახლობელი მაგის თანამშრომელია და არ მინდა რამე პრობლემა შემექმნას.
_არ შეიძლება ჩემთვის გააკეთო?არაა ჭორიკანა ტიპი,მაგის ყურამდე არ მივა.თან ვერაფერს ვერ მიხვდება დამიჯერე.
_არადა მორჩაააა...აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი.
ნათია დიდი ხანი არ მელაპარაკებოდა ამის გამო,მაგრამ როგორღაც შემოვირიგე.მისი დაბადების დღე მოვიდა,მამამისმა საოცარი საჩუქარი გაუკეთა.მანქანა ჩუქა,რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.მეც მინდოდა მყოლოდა მანქანა,ამიტომ ნათიასთან ერთად მეც სიხარულისგან ვხტუნავდი.
_აუუ წამოდიი ერთი წრე დავარტყათ.
_გაგიჟდი?შენ ხო პრავა არ გაქვს?
_თაკოო შენ ხომ გაქვს,რა პრობლემაა.
_კარგიიი...სიხარულით მოვკალათდით მანქანაში და რაიონში გავედით. 100 მეტრი არ მქონდა გავლილი,რომ უკან პატრული აგვედევნა.
_ჯანაბა,რა უნდათ,რატომ მოგვყვებიან.
_დამშვიდდი ნათი,არაფერი დაგვირღვევია და არ შეგეშინდეს.
მალევე გაგვაჩერეს.ნათია გაოცებული იყურებოდა სარკეში.
_არ არსებობს,ის იდიოტია,დათო.
_ვინც გინდა ის იყოს,მე არაფერი დამირღვევია.
_მოგესალმებით,პატრულ ინსპექტორი დავით ლოლაძე.საბუთები წარმომიდგინეთ
_რამე დავარღვიეთ?
_საბუთებს ვამოწმებ.
_გამარჯობა დათო,როგორ ხარ? ნათია ჩაგვეჭრა
_ვაა ნათია,კარგად თავად?
_არაჩვეულებივად.
_მანქანის პატრონი თქვენ არ ხართ,ხომ ასეა?
_მაგას რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია მართვის მოწმობა წარმოგიდგინეთ და არც არაფერი დამირღვევია.
_ნუ ვიკაამათებთ.ცოტა ხანი მოცდა მოგიწევთ. უხეშად მომახალა და მანქანისკენ წავიდა.მეც განერვიულებული გადმოვედი მანქანიდან და ჰაერი ჩავისუნთქე.პოლიციის მანქანიდან ირონიული სიცილი გავიგონე და მაგ დროს ჩემი გონება გადაიკეტა.
_სიცილი კარგია,მაგრამ იქნებ თქვენი მოვალეობა შეასრულოთ და დროულად გამიშვათ. დავიღრინე მკაცრად
არ ელოდა ჩემს ამ გამოთქმას და მძიმე ნაბიჯებით დაიძრა ჩემსკენ.
_მისმინე გოგონი
_გოგონის სახელი აქვს და მგონი მე თქვენობით გელაპარაკებით.
_აჰ ბოდიში,ქალბატონო თამარ.გირჩევნიათ წინააღმდეგობა არ გამიწიოთ
_არც მაქვს გეგმაში.ხომ არ გგონიათ მარტო თქვენ იცით კანონები და უფლებები?
_გინდა გითხრა შენი უფლება რა არის?
_გისმენ.
_სინამდვილეში შენ არაფრის უფლება არ გაქვს.
_ამ წუთას როგორც პოლიციელმა,მომაყენე მორალური ზიანი,ამიტომ ბოდიშის მოხდას ვითხოვ.
არნახული სითამამამე შემემატა,ნათია მანქანიდან იმდენაც გაოცებული იყურებოდა,ადგილიდან ვერ იძვროდა.არც ეს ვაჟბატონი ელოდა და სიბრაზისგან თვალები აენთო.
_ესეიგი უფლებებს ვარღვევ? ასეთი განათლებული თუ ხარ,ბარემ ისიც თქვი ადამიანის უფლებებს რომელი მუხლი იცავს.
_თავადაც არ გცოდნია კარგად.ადამიანის უფლებებს ყველა მუხლი თავისებურად იცავს,მაგრამ კონკრეტულად 42-ე.დაკმაყოფილდი? სახე ახლოს მივუტანე და ისე გავუმეორე.
_როგორ ხდება გიო?როცა მოქალაქე გვეწინააღმდეგება რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?
ირონიულად გასძახა თავის მეწყვილეს.
ოპააა აქ დაგერხა თაკო.პოლიციაში ამომაყოფინებდა თავს.
_აუცილებად სამმართველოში გადაგვყავს.
_ასეა.ჩაბრძანდით მანქანაში ქალბატონო თამარ.დაკითხვაზე მოდიხართ,პოლიციელთან შელაპარაკების გამო .
_რა აბსურდია. მე არანაირი შელაპარაკება არ მომსვლია.
_დათო მორჩი ამ თამაშს და გაგვიშვი.
_შენ გიორგი მიგიყვანს სახლში,ხოლო ეს ქალბატონი სამმართველოში წამოვა ჩემთან ერთად.
_არსად არ გავყვები ვიღაც ტიპს.
_მორჩი ზედმეტ კითხვებს.
ნათია ძალით ჩასვა და სახლისკენ წაიყვანა. მე კი ძალით ჩამსვა პოლიციის მანქანაში და ძრავი ჩართო.
_გეფიცები ამას ძალიან მწარედ განანებ.გეფიცები ყველაფერს რაც კი წმინდაა ჩემთვის,რომ განანებ.
_მემუქრები? მწარედ ჩაიღიმა.
ხმა აღარ ამომიღია.ცრემლები მახრჩობდა.უკვე ყელი მეწვოდა,ერთი სული მქონდა მეყვირა ბოლო ხმაზე.სამმართველოში შესულებს ყველა ჩვენ გვიყურებდა. წინ ჩემი ნაცნობი შემოგვხვდა,ჩემი დის ძმაკაცი იყო და კარგი ურთიერთობა გვქონდა.თურმმე ამ განყოფილების უფროსი იყო. ჩემს დანახვაზე გაოცდა და სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა.
_აქ რას აკეთებ თაკუნია. თბილად გადამეხვია
მეტი ვეღარ მოვითმინე და ცრემლები მდინარესავით დამედინა.
_რა გატირებს.დავით რა ხდება ამიხსნი? მკაცრად მიმართა
_ბატონო გიორგი,აღნიშნული მოქალაქე არ დაგვემორჩილა და იძულებულები გავხდით აქ გადმოგვეყვანა.
_თაკო მართალს ამბობს?
_არა გეფიცები.არაფერი მითქვამს ისეთი.ყველაფერი დეალებში მოვუყევი.გაკვირვებული იყურებოდა დათო,არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. უფროსისგან საყვედურიც მიიღო. განადურებული სახით დავტოვე პოლიცია,გიორგიმ სახლამდე მიმიყვანა და ყველაფრისთვის ბოდიში მომიხადა.
გულში ერთი და იგივეს ვიმეორებდი. „გეფიცები ყველაფრისთვის გაზღვევინებ,დრო მოვა და განანებ“.



№1  offline წევრი talaxadze133

Cota emocia shehmate danarcheni kvelferi kargia <33კომენტარი

 


№2 სტუმარი inga

Kargia zalian,cooota gazarde tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent