შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი VII)


2-04-2015, 00:57
ავტორი Skellington
ნანახია 1 814

პროფესორი მაკგონაგელის კაბინეტიდან გამოსული სემი, ხმებმა შეაჩერა. იქვე ახლოს, კორმაკ მაკლაგენს ალისია კედელთან მიემწყვდია. გოგონა კეკლუცრად აფახურებდა თვალებს და რაღაცას ეუბნებოდა. სემმა რამდენიმე წამი გაოცებით უყურა, შემდეგ კი თავის გზაზე წავიდა.
ჯორჯის დანახვისას, სემი დაფიქრდა. შესაფერისი მომენტი იყო, მისულიყო და ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ ლოდინი და მოვლენების განვითარება ამჯობინა.
მეორე დღეს, სემის ვარაუდი გამართლდა. საუზმისას როცა გოგონა მარტო იჯდა, მის წინ ალისია და ქეითი დასხდნენ.
- და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, - ამოიოხრა ალისიამ.
- ერთი აირჩიე და დაელაპარაკე, - ურჩია ქეითიმ.
- მაგრამ როგორ? ჯორჯთან უკვე დიდი ხანია, რაც ვარ და შესაძლოა, სერიოზული ურთიერთობაც დავიწყოთ, გესმის? - ეშმაკურად ჩაეღიმა ალისიას. - კორმაკი კი... პოპულარულია. არ მომიწევს იმდენ ხანს ლოდინი, რამდენიც უისლისთან. ამიტომ, ორივეს დავტოვებ ჯერჯერობით, - დაბეჯიდებით დასძინა ალისიამ. სემი შოკირებული იყო. ორივეო? ასე როგორ შეიძლება?!
ტყუპები გოგოებთან მივიდნენ. ჯორჯმა ალისიას ლოყაზე ნაზად აკოცა და გვერდით მიუჯდა. სემი გაოცებული იყო. ესეიგი ალისიას ჯორჯი ისე ძალიანაც არ მოსწონს? მაშინ რაღატო არიან ერთად? საცოდავი ჯორჯი. ალბათ როგორ უყვარს ალისია. სპინეტი სულ არ აფასებს მას და მის ასეთ წმინდა გრძნობებს!
საღამოს სემი წყვილს ელოდებოდა. როგორც წესი, ისინი გვიან უნდა დაბრუნებულიყვნენ და ასეც მოხდა. გოგონამ ძლივს გადაიტანა მათი დამშვიდობების სცენა.
- ჯორჯ? - დაუძახა მან ბიჭს, როცა ის უკვე საძინებელში ადიოდა. სემმა გადაწყვიტა ყველაფერი მისთვის მოეყოლა. ალისია ძალიან უსამართლოდ იქცეოდა. - დაჯექი, რაღაცა უნდა გითხრა.
- კარგი, - ჯორჯი დაჯდა და ყურები ცქვიტა. სემი ცოტახანს დუმდა, რადგან აზრის დალაგებას ცდილობდა. - სემ?
- ვიცი, შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ არ შემიძლია ჩუმად ყოფნა. გუშინ გავიგონე, შემდეგ კი ჩემი თვალითაც ვნახე, რომ... ალისია კორმაკს ხვდება... კორმაკ მაკლაგენს, - ძლივს ამოღერღა სემმა.
- იმ მეხუთე კურსელს? - ჰკითხა ჯორჯმა და წარბები აზიდა.
- მაგრამ აღიარე, რომ უფრო დიდი შეხედულება აქვს. ალისიამ თქვა, რომ შენთანაც იქნება და მაკლაგენთანაც, სანამ რომელიმე თქვენგანი სერიოზულ ნაბიჯს არ გადადგამთ, - დაუმატა სემმა.
- ანუ?
- ჯორჯ, მშვენივრად მიხვდი, ამით რისი თქმაც უნდოდა, - მოუჭრა მან.
- მმმ, გასაგებია, - მხოლოდ ეს თქვა ჯორჯმა. მზერა დაძაბული და ცოტა დაბნეული ჰქონდა.
- ჯორჯ... - დაიწყო სემმა.
- მადლობა, სემ, - ვითომც არაფერიო, თავი ისე დაუკრა და საძინებელში ავიდა.
სემმა სახე ხელის გულებში ჩამალა. რატომ მოუყვა? ინანა, როცა მისი მზერა დაინახა, მაგრამ სემი იძულებული იყო, ყველაფერი მოეყოლა, რათა წერტილი დაესვა ალისიას თამაშისთვის.

***

დილით სემი ელოდა, რომ ჯორჯი რამენაირაც მაინც შეიცვლებოდა. მაგრამ საუზმეზე, ბიჭი, როგორც ყოველთვის ალისიას გვერდით დაჯდა და მოეხვია. ასე რატომ იქცევა? არ დაიჯერა? მაგრამ გუშინ ისე იყურებოდა, თითქოს ყველაფერი ირწმუნა. თუ ბრძოლა არჩია? სემმა უიმედოთ ჩაქინდრა თავი. გული სტკიოდა, რადგან ეგონა, ჯორჯი გაუგებდა...
- სედრიკ! - დაუძახა ბიჭს სემმა, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რომლის გვერდითაც ალისიამ და ჯორჯმა ჩაიარეს. - დაკავებული ხომ არ ხარ?
- არა, - გაუღიმა ბიჭმა, - რამე გინდოდა?
- მასწავლე ცოცხზე ფრენა! - თავდაჯერებულად სთხოვა სემმა.
- და... არ იცი? პირველ კურსზე ხომ ასწავლიან.
- ვიცი, მაგრამ ცუდად გამომდის.
- კარგი, - დათანხმდა სედრიკი.
სემი ნერვიულობდა, მაგრამ განა იმიტომ, რომ ჯორჯი ჯერ კიდევ ალისიას გვერდზე იყო. არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა უისლიმ არ დაუჯერა და ტყუილში ჩამოართვა.
- მზად ხარ? - აზარტით ჰკითხა სედრიკმა, რომელსაც ხელში ცოცხი ეჭირა. სემმა თავი დაუქნია.
სანამ ქვიდიჩის მოედანზე მივიდოდნენ, გამოლაპარაკებაც მოასწრეს და გაცინებაც. ერთად ყოფნისას არცერთი არ ფიქრობდა. უბრალოდ იმას ამბობდნენ, რაც ენაზე მოადგებოდათ. სემი ჯორჯისადმი იგივეს არ განიცდიდა...
- მიყურე, ცოცხს მოაჯდები, მაგრად ჩაეჭიდები, მიწას ფეხს დაჰკრავ და აფრინდები, - სედრიკმა სემს ცოცხი გაუწოდა. სემი ისე მოიქცა, როგორც სედრიკმა უკარნახა და ერთი მეტრით ზევით აფრინდა.
- შემდეგ? - ჩასძახა გოგონამ.
- შემდეგ იფრინე, რა.
- მეშინია, - წაიბუტბუტა სემმა, როცა მიხვდა, რომ ქვევით შიშისგან ვეღარ იყურებოდა, რაზეც სედრიკს გაეცინა.
ამ დროისთვის ფრედი, ანჯელინა, ჯორჯი და ალისია ჰოგვორტსის ტერიტორიაზე სეირნობდნენ.
- საინტერესოა, სნეიპი ვისთან ერთად წავა მეჯლისზე? ნეტა მაკგონაგელთან, - გაეცინა ალისიას.
უცბად ანჯელინამ თვალი ქვიდიჩის მოედნისკენ გააშტერა, სადაც თავისი ამხანაგი - სემი დაინახა, რომელიც მარტო არ იყო. მას დიგორიც თან ახლდა. ჯონსონმა ფრედს მოედნისკენ ანიშნა. ბიჭს გაუკვირდა, მაგრამ მაინც მხრები აიჩეჩა. ალისიით გართულმა ჯორჯმა კი, მაშინვე ვერ შენიშნა.
- რას დამდგარხართ? - დაუძახა ძმას და ანჯელინას.
- იქ... ეს სემია? - თვალები დაუწვრილდა ფრედს.
ჯორჯი მათ მიუახლოვდა და მოედნისკენ გაიხედა. სედრიკი სემს აჩვენებდა, როგორ უნდა გამკლავებოდა ცოცხს, გოგონა კი თავს უქნევდა და შიგადაშიგ კისკისებდა. "მე რატომ ვერ მთხოვა? რატომ მაინცდამაინც დიგორი? უხ, შენი... რა უნდა სემისგან, რას გადაეკიდა?"
- როგორც ჩანს, სამანტა დავკარგეთ. ისიც დიგორის სხვა ფან გოგოებს დაემსგავსა, - ჩაიფრუტუნა ჯორჯმა.
- არ ხარ მართალი, - გაღიზიანდა ანჯელინა.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, ზოგჯერ ასეც იცის ხოლმე, - ამოიოხრა ფრედმა და ანჯელინა დაამშვიდა.

***

- წამოდი, დავბრუნდეთ, საცაა დაბნელდება, - შესთავაზა სედრიკმა. დერეფანში აღარავინ იყო, როცა გრიფინდორის საერთო ოთახში მივიდნენ. - სემ, რაღაც უნდა გითხრა, - დაიწყო ბიჭმა, სემი კი მიხვდა, რაზეც სურდა ჰაფლეპაფელს ლაპარაკი. - ადრეა, მაგრამ... არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე მეჯლისზე? მე... - რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თქმას, კოცნა ამჯობინა. სემის გულმა ისე გამალებით დაიწყო ფეთქვა, თითქოს ნეკნების ჩამსხვრევას ლამობსო. ნეტავ რა უნდა გაეკეთებინა? კოცნით დამტკბარიყო თუ ხელი ეკრა? მას ხომ ჯორჯი უყვარს... თუმცა ჯორჯი ალისიაზე გიჟდება... მართალია, სემი დიდად გამოცდილი არ იყო ამ საკითხში, რადგან პირველი კოცნა ფრედმა წაართვა, მაგრამ ფრედისგან განსხვავებით, ახლა სულ სხვა გრძნობები დაეუფლა. ფრედი უხეშად დაეწაფა მის ტუჩებს. თითქოს აგრძნობინებდა, რომ მასზე კონტროლი ჰქონდა აღებული. სედრიკი კი პირიქით. ისე ფრთხილად და ნაზად კოცნიდა, თითქოს ტკივილის მიყენების ეშინია ერთი ზედმეტი მოძრაობითაც კიო. სედრიკი ნელა დაცილდა მის ტუჩებს.
- ისა... - დაიბნა სემი და უნებურად ჩაეღიმა. - არ ვიცი... აუცილებელია ახლავე გითხრა პასუხი? - ხმადაბლა ჰკითხა და თავის ფეხსაცმელებს გაუშტერა თვალი.
- არა, შეგიძლია კარგად მოიფიქრო. როცა გადაწყვეტ, მოდი და მითხარი. მე არ მოგაბეზრებ თავს. - მორცხვად გაიღიმა სედრიკმა. - ახლა წადი, უკვე გვიანია. - სემმა თავი დაუკრა და საერთო ოთახში შევიდა.
ბუხარში შეშა ტკაცუნობდა. სემს სახეზე ბედნიერი ღიმილი მოეფინა და ორი თითით, ათრთოლებულ ტუჩებს შეეხო, რომელზეც ჯერ კიდევ გრძნობდა სედრიკის შეხებასა და გემოს. გოგონას თავი არ უწევია, ისე წავიდა საძინებლისკენ მიმავალი ხვეული კიბეებისკენ.
- სემ? - დააბრუნეს ფიქრებით გატაცებული სემი რეალობაში. ეს ჯორჯი იყო. ფრედთან ერთად რაღაცას პერგამენტზე წერდა. ჯორჯს რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ თვალში ჰაფლეპაფის შარფი მოხვდა, რომელიც სედრიკს სემისთვის მიეცა, გოგონას კი დაავიწყდა, მისი დაბრუნება. ჯორჯმა თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მწარედ ჩაიღიმა. - ანდა არაფერი, - ცივად მიუგო მან. სემმა თვალები სწრაფად დაახამხამა და ოთახში ავიდა.
ცოტახანში სემს ალისია და ანჯელინა მიჰყვნენ.
- რა მოხდა? - შეატყო სემმა სპინეტის უკმაყოფილო სახე.
- ჩვენ... ჩვენ დავშორდით, - ქვითინით მიუგო ალისიამ. სემის კუჭმა მალაყი ქნა.
- რატომ? - დაინტერესდა სემი ცივი სახით.
- ჯორჯმა შეიტყო, რომ კორმაკს ვხვდე... კომაკთან მაქვს ურთიერთობა, მე კი უბრალოდ ვუთხარი, რომ მან მეჯლიზე დამპატიჟა, - ამოიოხრა ალისიამ, სემმა თვალები დააბრიალა, მაგრამ ღიმილი ვერ შეიკავა.
"როგორც იქნა." რა სჭირს სემს? სხვისი უბედურება უხარია? მაგრამ ახლა სემს აქვს გარკვეული შანსები ჯორჯთან. ის მივა და თავისი გრძნობების შესახებ ყველაფერს უამბობს!

***

- საშინელებაა! თუ ასე გაგრძელდა, წყვილის გარეშე მხოლოდ ჩვენ დავრჩებით, - ამის თქმა იყო და სნეიპმა, ხელის ერთი მოძრაობით ჩაარგვევინა თავი რონს პერგამენტში. - და კიდევ ნევილიც... - ჩუმად დაუმატა აფოფრილმა რონმა.
- მგონი ნევილი მარტოც კარგად გრძნობს თავს, - ჩაეცინა ჰარის და ნევილისკენ გაიხედა. რონმა სიცილით უპასუხა.
- რომ იცოდეთ, ნევილი ერთ გოგოს ხდება, - ჩაერია ჰერმიონი.
- აუ, უკვე დეპრესია დამეწყო, - ამოიგმინა რონმა, კაბინეტს თვალი ზერელედ მოავლო, მზერა სემზე შეაჩერა და თვალი ჩაუკრა. სემი დაიძაბა, ახლა მე არ დამპატიჟოსო.
ფრედმა პერგამენტის ნაგლეჯზე რაღაცა დაწერა და რონს მიუგდო. რონმა სნეიპს გახედა, ხომ არ მიყურებსო და წერილი წაიკითხა. სემმა არ იცოდა, ფურცელზე რა ეწერა, მაგრამ აჭარხლებულმა რონმა წერილი უკან მიუგდო და შუბლი შეჭმუხნა:
- შენ ვისთან ერთად მიდიხარ?
ფრედმა პასუხის ნიშნად, ანჯელინას ფურცლისგან დამზადებული ბურთი ესროლა. ჯონსონმა ნელა მიაბრუნა თავი და ფრედს მუქარით შეხედა.
- ჩემთან ერთად წამოხვალ? - და ადგილზე ცაიცეკვა.
- მეჯლისზე? - გაიბადრა ანჯელინა. - კარგი.
ფრედი რონს თვითკმაყოფილი სახით მიუბრუნდა და თვალი ჩაუკრა. რონი ცოტახანს დაფიქრდა, შემდეგ კი უხერხული კითხვა დასვა:
- ჰერმიონ, შენ ხომ გოგო ხარ? - სემმა ჰერმიონს შეხედა, რომელსაც ისეთი სახე დაეჭირა, გოგონამ იფიქრა, ცოტაც და ალბათ რონს აქედან უფრენსო.
- როგორ მიხვდი? - ხურდა დაუბრუნა ჰერმიონი.
დამფრთხალმა ჰარიმ სნეიპს ახედა, შემდეგ რონი სუსტად შეაჯანჯღარა.
- წამოხვალ ჩემთან ერთად? - გააგრძელა რონმა და სნეიპმა, აჭარხლებულ უისლისა და ჰარის (თუმცა ჰარის რაღატო, სემმა ეგრეც ვერ გაიგო), რვეული უთავაზა თავში.
სნეიპი ერთ ხანს მუქარით დაჰყურებდა ბავშვებს, შემდეგ ჩამოვლა გააგრძელა.
- სერიოზულად გეკითხები. - ჯიუტობდა რონი, რომელსაც ახლა სნეიპიც ვერ შეაჩერებდა. - მესმის, როცა ბიჭი მიდის მარტო, მაგრამ გოგოსთვის, ეს საშინელებაა.
- მარტო არ ვაპირებ მოსვლას, და, თუ ძალიან გაინტერესებს, უკვე დამპატიჟეს... - ჰერმიონი ადგილიდან წამოხტა, რვეული სნეიპს ჩააბარა, შემდეგ მაგიდასთან დაბრუნდა, ჩანთა აიღო და რონს ბოლო სიტყვა მიუგდო, - ...და მეც დავთანხმდი!
- გასასგებია... - ჩაიბუტბუტა რონმა, როცა ჰერმიონი საკმაო მანძილზე გასცდა ბიჭებს. - ჯანდაბა... - მიუბრუნდა გულგატეხილი უისლი ჰარის. - გვატყუებს, არა?
- ვინ გაიგებს. - პოტერის ხმის გაგონებისას, სნეიპმა ყურები ცქვიტა.
- მისმინე, რამე უნდა მოვიფიქროთ. - შესთავაზა რონმა.
- ბიჭებო, უკან!.. - საფრთხისმომასწავლებელი ხმით გადაუჩურჩულა სემმა ბიჭებს.
- რაა?.. ჩემთან ერთად გინდა წამოსვლა? - გაიბადრა რონი. მაგ დროისთვის, სნეიპს, მანტიის სახელოები უკვე აკაპიწებული ჰქონდა და ორ მეგობარს, უკვე უხეშად ჩაარგვევინა თავები პერგამენტებში.
სემს უნებურად ჩაეცინა, მაგრამ ანჯელინამ მალევე გადაატანინა ყურადღება.
- ახლა მიპასუხე, საიდან იცის ფრედმა შენზე და ჯორჯზე?
- რაა? ააა... - დაიბნა სემი, - შემთხვევით გაიგო და მიხვდა. მე არაფერი არ... - სნეიპი მკლავში სწვდა და ამ ჟესტით გააგებინა, გაჩუმდიო.
- ახლა მეორე. იცი, რომ ფრედმა ყველაფერი მოუყვა ჯორჯს?
- რაა? - სუნთქვა შეეკრა სემს.
- ჰო, ოღონდ არ ვიცი, ჯორჯმა რა უთხრა, - მხრები აიჩეჩა ჯონსონმა.
ახლა როგორ უნდა მოიქცეს? ჯორჯი თავისუფალია... თუ სემი ყველაფერს მოუყვება, შეიძლება ურთიერთობა აეწყოთ, მაგრამ გოგონამ არ იცის, როგორ არის ჯორჯი მისადმი განწყობილი.
- ჯორჯ... - დაიწყო სემმა, როცა მიშველე-ოთახიდან გამოსულმა წყვილმა, ძლივს დააღწიეს თავი ფილჩსა და მისის ნორისს. რომელ დერეფანშიც არ უნდა შეეხვიათ, ყველა მხრიდან დარაჯი მოდიოდა. სემს გაუკვირდა კიდეც, ნეტავ ამას როგორ აკეთებსო. - ფრედმა გითხრა და... - ჯორჯმა ყურადღებით შეხედა, - მომწონხარ, - როგორც იქნა, გამოუტყდა სემი. გულს ბათქაბუთქი გაუდიოდა. საშინლად წითლდებოდა და სუნთქვა ეკვრებოდა. - წამოხვალ ჩემთან ერთად მეჯლისზე? - სემს ეშინოდა, კანკალებდა, მაგრამ იმედი მაინც ჰქონდა. ალისიას დაშორების შემდეგ, ჯორჯი ხომ სულ მის გვერდით ატარებდა დროს.
- სემ... ფრედმა მითხრა, მაგრამ... მოდი, მეგობრებად დავრჩეთ.
სემი სულ არ ელოდა ასეთ პასუხს. უკვე ოცნების კოშკებს აშენებდა, იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. ეგონა, ჯორჯი ჩაეხუტებოდა, აკოცებდა, მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ ყოფილა.
თვალთ დაუბნელდა, გულში თითქოს ათასობით დანა გაუყარესო, გონება თითქოს ნისლმა მოიცვაო. საკმარისია, რამდენიმე სიტყვა და ადამიანიც ნადგურდება.
- ჰო, - წაიჩურჩულა სემმა, თუმცა მისი ხმა არანაირ ემოციას არ დაატარებდა.
- სემ, ბოდიში, - დაუმატა ჯორჯმა.
- არაუშავს, ყველაფერი გასაგებია, - რატომღაც გაეღიმა სემს. საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარგა და ისე, ავტომატურად პასუხობდა.
- ძილი ნებისა, სემ, კიდევ ერთხელ ბოდიში, - მიუგო ჯორჯმა თანაგრძნობით და საძინებელში ავიდა.
აი, ასე ადვილად დატოვა გულგატეხილი გოგონა, საერთო ოთახის ცენტრში...

***

- სემ, უნდა წამოხვიდე, - უჩიჩინებდა ანჯელინა, თან ფაციფუცობდა და ადგილს ვერ პოულობდა. - ნახოს, რა გოგოც გაუშვა ხელიდან! შენ კი, მაგრად დადექი. თავი ისე დაიჭირე, ვითომც არაფერი. აბა, ასეთი ჭკუათხელი იდიოტების გამო კი არ უნდა დაეცე?! - ამკობდა ანჯელინა ტყუპს.
- ალისიასთან ერთად იქნება?
- არ ვიცი, - უპასუხა ჯონსონმა დანაღვლიანებული სახით. - ადექი, ჩაიცვი და წავედით! იცოდე, დაგაძალებ!
სემი უნებურად ადგა, გაიღიმა და გამოწყობა დაიწყო.
დერეფნებში წყვილების ხალისიანი შეძახილები ისმოდა. სემი მარტო ჩავიდა კიბეებზე და ასევე მარტო გაემართა დარბაზისაკენ. შესვლისას, ბევრის მზერა იგრძნო. ის მართლაც შეუდარებლად გამოიყურებოდა. წითელი მოკლე, გაშლილი კაბა. ასევე წითელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. აკურატულად დამზადებული ყელსაბამი, წითელი თვლებით მორთული. და ბოლოს - მაკიაჟი. თვალებზე შავი ჩრდილები და წითელი, ღაჟღაჟა პომადა. მალფოი რომ მალფოია (ცივი, სლიზერინელი პრინცი, რომელიც ზრდილობით სულ არ გამოირჩეოდა), ისიც კი გოგონას ჩაშტერებოდა, თუმცაღა არ იმჩნევდა, რომ გრიფინდორელი გოგოთი მოიხიბლა და ტუჩებმობრეცილი, მაინც ზემოდან უყურებდა.
ჯორჯმა მალევე გადაიტანა ყურადღება ალისიაზე. სედრიკმა კი, როგორც იქნა, ჩოს, დიდი ხნის წინ დასმულ კითხვაზე ძლივს უპასუხა.
მეჯლისი ჩემპიონატებმა გახსნეს და როცა წვეულება გაგრძელდა, და დარბაზიც გახურდა, სედრიკი სემს მიუახლოვდა.
- მარტო რატომ ხარ? მეგონა, არ აპირებდი მოსვლას.
სემი შეკრთა და სტუმარს ახედა.
- არ ვაპირებდი, მაგრამ პროფესორმა მაკგონაგელმა თქვა, აუცილებელიაო...
- კარგი. მეცეკვები? - ჰკითხა სედრიკმა და ხელი გაუწოდა.
სემმა ეჭვით დახედა მის ხელს, მაგრამ მიიღო შემოთავაზება და დარბაზის შუა გულში, დიგორისთან ცეკვა დაიწყო.
სედრიკი ღიმილით უყურებდა. სემს უკვირდა, როგორ შეეძლო დიგორის ყოველთვის ასეთ პოზიტიურ ტალღაზე დარჩენა და ზუსტად ამ დროს, გოგონას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
- სედრიკ, ბოდიში, მე ისეთი სულელი ვარ, - წაიჩურჩულა მან.
- რაო? რა გჭირს? მშვიდად, დაწყნარდი, ყველაფერი რიგზეა, - გაურკვევლობაში დაკარგულმა სედრიკმა, დარდით შეხედა გოგოს, ჩაიხუტა და თავზე მოეფერა. - არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ... ნუ დაღონდები, გესმის? არავინ არ მისმენს, რა! - გამოაჯავრა დიგორიმ სემი, წვრილი, უჩვეულო ხმით. სემს გაახსენდა და ჩაეცინა.
- ჰო, კარგი, მე გისმენ!
- ჰოდა ძალიანაც კარგი, - და ცეკვა განაგრძეს.
სემმა თვალი ჯორჯსა და ალისიას მოჰკრა. ჯორჯი გოგონას ატრიალებდა, ის კი იცინოდა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა. ერთად კარგად გრძნობდნენ თავს და სემმა უდიდესი შეცდომა დაუშვა. მას არ უნდა გადაეშალა გული ჯორჯისთვის, რომელიც ასე ბედნიერი იყო ალისიასთან.
ცეკვის შემდეგ, სედრიკი წყვილს დაუბრუნდა. სემმა თავი შეუძლოდ იგრძნო და დარბაზიდან გასვლა გადაწყვიტა, თუმცა იყოცა, რომ საერთო ოთახში ვერ დაბრუნდებოდა. შესაძლოა, იქ ვინმე ყოფილიყო და სემი კვლავ დარბაზში გასვლაზე დაეყოლიებინათ, ამიტომ მიშველე-ოთახით ისარგებლა. ოთახში ერთი ჩვეულებრივი საწოლი იდგა. ახლა აქ ვერავინ შეაწუხებდა... გოგონას არც გაუხდია, ისე დაწვა და რამდენიმე საათის შემდეგ, როცა მას გაეღვიძა, მერეღა შეამჩნია სარკე... სილივრუს სარკე.


პ.ს. შესწორებისთვის დრო აღარ მეყო, ამიტომ ბოდიშით შეცდომებისთვის. :(



№1  offline წევრი Mkitxveli

აბა შეცდომები? ))
მგონი,მალფოისაც მალე ვიხილავთ აქტიურ პერსონაჟად.

აბიტურიენტობის გამო, წიგნების კითხვას ვერ ვასწრებ და აქ რომ შემოვალ და ეს მხვდება, დიდად ნასიამოვნები ვრჩები. :დ

პ.ს. ბუმერანგი მენატრება. :(

 


№2  offline წევრი mariamii))

ძაან მაგარია <3 როდის დადებ შემდეგს? love

 


№3  offline წევრი mariamii))

აუუ როდის დადებ შემდეეგს? დავიტანჯე ლოდინიით >_<

 


№4  offline წევრი Leeluu

Male dade ra shemdegii

 


№5  offline წევრი mariamii))

აუ რა უბედურებაა რამდენიხანია აღარ დებ ის მაინც გვითხარი როდის დადებ

 


№6  offline წევრი Skellington

Leeluu
Male dade ra shemdegii

mariamii))
აუ რა უბედურებაა რამდენიხანია აღარ დებ ის მაინც გვითხარი როდის დადებ

დღეს ვდებ. :დ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent