7 გარდამავალი წამი (ნაწილი პირველი)
აპრილის პირველი რიცხვები იყო საოცარი სურნელი ტრიალებდა გარშემო,აყვავებული ხეები ისეთი ლამაზი საყურებელი იყო რომ მეტი არც არაფერი მჭირდებოდა ბედნიერებისთვის. ადგილების ამოჩემება ვიცოდი,მერე შემეძლო თვეებით იქ ჯდომა და ფიქრი უაზროდ თან ყველაფერზე თან არაფერზე... ხოდა ჩემს ტკბილ ნავსაყუდელში ვიყავი საღამო იყო გრილოდა ,ჩემს დახეულ შარვალში კი კარგად აღწევდა ცივი ნიავი მაგრამ მაინც თბილი ის ხო აპრილის იყო... ხელში კი მოკიდებული სიგარეტი მეჭირა,რამდენჯერ ვცადე გადაგდება და ვერ შევძელი განა იმიტომ რომ ამით ვკაიფობ ან რამე მაგდაგვარი არა უბრალოდ არ ვიცი ვერ შევძელი... მაისური როგორც ყოველთვის შავი...”მე ვაფრენ” ქონდა წაწერილი ძველი საჩუქარია სამახოვრო... აი ახლაც ვიჯექი და ვპიქრობდი ჩემს მიერ განვლილ ცხოვრებაზე არც ისე ხანგძლივზე მაგრამ ბედნიერი წამებით სავსე ცოვრებაზე მაგრამ ახლა მაინც მარტო ვიჯექი და ჩემთვის ვაფრენდი ამჯერად მარტოობისგან... მე მართლაც ვაფრენდი მაგრად ვაფრენდი მაგრამ ჩემი ყოველი გაფრენა მიზეზიანი იყო..ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი... *** ყველაფერი კი აპრილში დაიწყო სულ სულ პირველად რომ გავიცანი თურმე 3 წლის ვიყავი,ერთ ბაღში დავდიოდით ერთად თუმცა ბევრი არაფერი მახსოვს . ალბათ ეს იყო ჩემი პირველი გარდამავალი წამი... ჩემი მოგონებები ბაღის პერიოდისა,დიდი სიუხვით არ გამოირჩევა მაგრამ ძალიან კარგად მახოსვ საბა...ექვსი წელი უსრულდობოდა მალე,მიუხედავად ასაკისა საოცრად სერიოზული იყო,შავი ხუჭუჭა თმით და დიდი ცისფერი ბრიალა თვალებით... ეს ყველაფერი კი ალბათ იმიტომ რომ გადრანი იყო... სვანი... ამით კი ყველაფერი ნათქვამია... *** ჩვენი მეორე ”შეხვედრა” უკვე სკოლის პერიოდში იყო ეს უფრო კარგად მახოვს ჩემს კლასელს ნუციკოს აკითხავდა ხოლმე მისი დეიდაშვილი იყო და სულ თავზე დაფოფინებდა ვინმეს ზედმეტი არაფერი ეთქვა... ნუციკო ძალიან ლამაზი იყო ქერა, ლურჯთვალა, ფერიას გავდა...მშობლებსაც ეშინოდათ მაშინ ხო მოტაცება მოდაში იყო და კარგ ტონათ ითვლებოდა... თუმცა ვინ რას იზამდა ... გადრანის გვარზე ყველამ ყველაფერი იცოდა,მამა კანონიერი ქურდი ყავდა,ბიძა კი ”მაღალჩინოსანი იყო”...ყველას თავის ჭკუაზე ატარებდნენ... ეს ხო ”ტკბილი” 90-იანები იყო... სწორედ აქედან ”ამოვიჩემე” მთელი მაგათი სანათესაო,ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი 8 კლასში ვიყავი პირველად რომ შევესწარი საბა გადრანის ქუჩურ გარჩევას...ამ გარჩევებში ჩემი მამიდაშვილი ლექსოც იღებდა მონაწილეობას...მისმა დანახვა ისე გამაკვირვა აი იმ წამს მივხვდი რომ ძაან ცუდი რაღაც ხდებოდა და უფრო ცუდი ამბებით დამთავრდებოდა..ლექსო ჩემი ერთადერთი მამიდაშვილი რომელიც არასდროს არ ჩხუბობდა ახლა იდგა და გამეტებით ურტყავდა ვიღაცა ქერა ბიჭს რომელიც ორი თავით პატარა იყო მასზე, ირგვლივ გინების კორიანტელი იდგა მე კი სულ რაღაც 13 წლისა შევყურებდი 17-18 წლის ბიჭებს,რომლებიც დაუნდობლად წირავდნენ ერთმანეთს... მილიციის ხმამ მომიყვანა გონზე ... ყველა დაფანტულიყო... ძირს ის ქერა ეგდო სისხლში ამოსვრილი... ლექსო და საბა კი ელოდებოდნენ არ ვიცი რას ,ალბათ განაჩენს... ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ მე კი ვიდექი გახევებული,ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში... მერე იყო სასწრაფოს ხმა , ბორკილები და სასამართლო... მამიდაჩემის განწიული კივილი,ბიძაჩემის გინება და რაც მთავარია ნაცნობების აწრიალება... განაჩენიმაც არ დააყოვნა 5წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელში გამოსული ბიჭები.. ესეც თქვენი 90-იანების დასასული... *** -მანჩო მოვედი მაჭამე რამე რა -მავედრებელი თვალებით შევხედე დედაჩემს რომელიც ჩემი სახის შემყურე ცდილობდა გაეგო სად ვიყავი -გოგო ამდენი ხანი სად ბოდიალობ -კითხვამაც არ დააყოვნა -სამოთხეში დეე-თვალი ჩავუკარი და ოთახში გავედი მანჩო კი დავტოვე პიდაღებული მხოლოდ მერე მომწვდა მისისიტყვები ყურში რომელიც მაინდამაინც კარგად არ ახასითებდა ”მომავლ თაობას” პუფში ჩავჯექი და ქალაქს გავხედე როგორი ლამაზი არის ჩვენი ქალაქი... ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს მერე კი წუწუნით ვიკლებთ გარშემომყოფს მახოვს პირველად რომ დავტოვე საქართველო როგორი ბედნიერი ვიყავი ,მეგონა აქ ვიხუთებოდი და მხოლოდ საზღვრებს გარეთ შემეძლებოდა ფრთების გაშლა თურმე შევცდი თბილისს იქით სულ არ მქონია ფრთები... მხოლოდ ჩვენ ქალაქშია ”უძიროდ ლურჯი ხალასი”...თბილისი ადგილია სადაც მთაწმინდაც კი გვხდება ზოგჯერ ჩაფიქრებული... -საჭმელი მზადაა გამოდი და წესიერად ჩაიცვი სტუმრები გვეყოლებიან-შემომძახა მანჩომ -ნეტა ვიცოდე რას უწუნებ ჩემს ჩაცმულობას-წარბაწევით შევხედე -არაა ეგ სტუმრების წინ ჩასაცმელი ტანსაცმელი ან ეს რა გაწერია ,ეგ რომ არ გეწეროს ისედაც ყველა ხვდება რომ აფრენ-სასაცილოდ მომქაჩა მაისური გეგონება ნაჭრის ხარისხს ამოწმებსო,მე კიდე ღიმილს ვერ ვიკავებდი -დეე დაჩი სადაა? მოვიკითხე ჩემი ერთადერთი დედმამიშვილი -აბა რა ვიცი რომელიმე მეუბნებით სად მიდიხართ -ტუჩები უკმაყოფილოდ დააწკაპუნა ... ჩემსა და დაჩის შორის ორი წელია სხვაობა მე მასზე დიდი ვარ და მახოვს როგორ მიხაროდა მისი დაბადება... თუმცა არც ის მავიწყდება როგორ ვეჭვიანობდი მშობლებზე და როგორ ვატირებდი ხოლმე პატარას თუმცა მალე გავიზარდეთ და ახლა ის მატირებდა ხოლმე თავისი ზედმეტი ”ძველ ბიჭური” გამოხტომებით ... -და მაინც ვინ მოდის ამ საღამოს სტუმრად -მამაშენის ბიზნეს პარტნიორი -ოხ ვახო და თავისი საქმები -ჩავიბურტყუნე ჩემთ[ის თუმცა გამოვიდა რომ არც ისე ჩემთვის -მაგის საქმეებით გაქვს ყველაფერი -არ დამაკლო ირონია დედაჩემმაც -მერე ვინ თხოვა ესენი სულ არაფერში მარგია,მე მხოლოდ მისი სიყვარული მინდოდა რომელიც მისი საქმეების გამო ბავშობაში არ მღირსებია -ჩემს ოთახში ავედი საჭმელით სავსე ლანგრით და კარები ისე გავაჯახუნე ეჭვი მაქვს რო გავაღებ ხელში შემრჩება საღამოს დაჩიმ ამომაკითხა ჩამოდიო ... მაგრამ ხო იცით მიზეზები არ ილევი აკადემიათქო...საბაკალავრო... მეძინებათქო... ყურებამდე გაკრეჩილი ჩემი ძმა რომელმაც ზეპირად იცის ჩემი ამბავი მაგრამ ყოველთვის დიდი რუდუნებით ისმენს ხოლმე ჩემს მორიგ ტყუილს... საბოლოოდ კი საღამო შუბლზე ამბორით და კარის ფრთხილად გახურვით დამთავრდა... *** 15 წლის ვიყავი მალე თექვსმეტის გავხდებოდი ჩემი დალეგებული ცხოვრება,რომ სულ აირია აი ის პერიოდი იყო ”გაფურჩქვნა” რომ დავიწყე და უკვე ”საქალბატონედ” მომიხსენიებდნენ დაიწყო სიყვარულობანა... ჩანთაში დატოვებული წერილები კარებთან დატოვებული ყვავილებიი შოკოლადები მაგრამ არც ეს შემერგო... ბიჭები ციხიდან გამოვიდნენ ,მერე თითქოს ყველა მერიდებოდა ლექსოს გამო,ეშინოდათ რამე არ მიექარათ ,ლექსო უკვე ავტოიტეტი იყო...ციხემ ბევრი რამ შესძინა ტატუებთან ერთად ბევრი შრამიც .ჩემი მამიდაშვილი რომელზეც ვაფრენდი ახლა სრული გაუცხოება დამემართა ალბათ იმიტომ რომ ჩემი თვალით ვნახე მისი ჩადენილი ”ვაჟკაცობა”,თუმცა არამარტო მისი თვითონ არ შეცვლილა ,პირიქით უფრო თბილი იყო სულ თან დამყვებოდა ცდილობდა ურთიერთობის გამოსწორებას მაგრამ მე ვერ ვუშვებდი ახლოს მინდოდა მაგრამ ვერ ვუშვებდი.მეშინოდა თუ არა ?არა არ მეშიბოდა უბრალოდ იმდენად მიყვარდა მე ვერ ვპატიობდი ...მთავობამ კი აპატია ისე რომ შეიწყალეს -3 წლით... ამ პერიოდში ერთი მოუშორებელი ჭირი ავიკიდე ჩემი სკოლაში სწავლობდა ჩემზე 2 წლით დიდი იქნებოდა თუმცა მხოლოდ ერთი კლასით იყო წინ... სვანი...დათი ნიჟარაძე... აი მაშინ კი მართლა შემეშინდა ჯერ იმიტომ რომ ლექსოს არ გაეგო და კიდევ იმიტომ რომ სულ იმას გაიძახოდა ცოლად უნდა მოგიყვანო...თავიდან მეცინებოდა მერე კი მაგრად ”გაუტია” უკვე ეჭვი მეპარებოდა რომ მთლად დალაგებული იყო... *** მათემატიკიდან მოვდიოდი გზაში რომ დამხვდა უაზრო ლაპარაკით გამაბრუა ვერაფროთ ვერ მოვიშორე რაღა აღარ მოვიგონე ოღონდ მომეშორებინა მაგრამ არა,ვერ შევაგნებინე ვერაფერი ბოლოს უკვე ყვირილზე გადავედი თან ისეთი ჭორიკანა უბანი იყო ზუსტად რომ ვიცოდი მეორე დღეს ვიღაცა ჩემებს ამბავს მიუტანდა... დათისთვის საუბედუროდ საბა გამოჩნდა თავის ”საძმოსთან” ერთად... მათ დანახვაზე ისე დავიძაბე მე მეგონა ადგილზე ავფეთქდებოდი,ახლა რამე რომ არ მეღონა რაღაც საშინელება მოხდებოდა ეს იყო ჩემი და საბას შეხვედრა 2წლის შემდეგ მანამდე.თუმცა მანამდე მასთან მხოლოდ ნაცნობობა მაკავშირებდა არაფერი განსაკუთრებული... მხოლოდ ძველი ნაცნობობა და ლექსო -გოგო რო გეუბნება თავი დამანაბეო არ გესმის-საბა მოდიოდა ჩემკენ მაჯაში მომკიდა ხელი და თავის გვერძე დამაყენა დათის რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ საბამ დაასწრო -დააყენე ნიჟარაძე ასე სახეგაყინული ნიჟარაძე დავტოვეთ და ჩემი სახლისკენ წამოვედი საბაც უკან გამომყვა -არ იცი რომ შუაღამისას მარტო სიარული არ შეიძლება-ირონიას არ იშურებდა თუმცა ხმაში მაინც შეიმჩნეოდა ბრაზი -როგორმე მე მივხედავ ცუდ ბიძიებს-მშვიდი ტონით ვუპასუხე,მისი სარკაზმი სრულიად არ მოქმედებდა ჩემზე -გეტყობოდა როგორც ხედავდი -აგძლებდა დაცინვას მისკენ მივბრუნდი და თვალებში შევხედე ახლა თავი რომ დამეხარა დავიწვებოდი ,ან რაღაც სისულელეს ვიტყოდი -საბა ლექსომ არ მინდა გაიგოს,არ მინდა ჩემს გამო პრობლემე...-არ დამამთავრებინა -ჩვენ და პრობლემები?-ისეთი სახე მიღირო გეგონება 2 წელი მე ვიჯექი ციხეში მერე კი ისე გულიანად გაიცინა,გაოცებისკან პირი დავაღე -საბაა...სიტყვის თქმა აღარ მაცადა შუბლზე მაკოცა და წავიდა ესეც ჩემი მეორე გარდამავალი წამი ... *** მეორე დღეს აკადემიაში უნდა ავსულიყავი პოექტი უნდა დამემთავრებინა ,ორ კვირაში კი უკვე უნდა ჩამებარებინა ძალინა ვღელავდი ბევრი რამ იყო დამოკიდებული ამ პროექტზე შეიძლება მერე უფასოდ სწავლაც შემძლებოდა საფრანგეთში მერე რა რომ მატერიალურად საკმაოდ მყარი ოჯახი მყავდა,ყოველთვის კარგია როცა შენით აღწევ დასახულ მიზანს,სწორედ მაშინ ხარ ყველაზე ამაყი. ხოდა მეც ზუსტად ეს მინდოდა. საღამოს სტასია უნდა მენახა ჩემი კლასელი,უფრო ბავშობის მეგობარი. ერთი დიდი გიჟ-პოეტა გოგო არის ,პროფესიით მსახიობი თავის მონო სპექტაკლზე მპატიჯებდა ვერაფრით ვერ მივედი ბოლოს დამემუქრა თუ არ წამოხვალ დახურვაზე საერთოდ აღარ გამეკაროვო. ავდექი და წავედი... ტირილამდე მივედი ისეთი მაგარი დადგმა ჰქონდა...რაღაც არა ამქვეყნიური,საბედნიერო, უფრო მეტად სასიყვარულო... გოგოებს კი მეტი რა გვინდა სატირლად...თან როცა ასეთი მიზეზი გვაქვს ყველა შენი ტკივილი გახსენდება. უფრო წარსული და შენს ცრელებსაც სპექტაკლის ფინალს აბრალებ მაგრამ... ესეც გაივლის... არაფერია მარადიული... *** იმ ამბებიდან ერთი კვირა გავიდა დათი ყველანაირად მარიდებდა თავს მე კი სხვა რა მინდოდა,თუმცა ეს ბიჭი ხისთავიანი იყო და კი გამიკვირდა ასე მალე რომ შემეშვა თუმცა რა მაკვირვებდა. ყველაფრის სათავე ხო გადრანი იყო. საბაც არსად ჩანდა მხოლოდ ერთხელ დავინახე ლექსოსტან ერთად რაგაცაზე გაცხარებით კამათობდნენ მეც მეტი რა მინდოდა შემუჩნევლად მეორე მხრიდან წავედი და შვებით ამოვისუნთე არ მინდოდა ლექსოსთან რაიმე წამომცდენოდა არც მე და მითუმეტეს გადრანს.უფრო კი მის ცინიზმს გავექეცი. მაგრამ გაქცევა რომ საქმეს შველოდეს... სახლში ასულ ისეთი ამბავი დამხვდა,სხვა შემთხვევაში ალბათ აქეთ გავხვდებოდი მოსაბუნებელი ისეთი დაბეგვილი მოვიდა დაჩი დედაჩემი გაჰკიოდა ემუქრებოდა მამაშენს ვეტყვიო ,მაგრამ რაღა მუქარა ვახო ხო ისედაც ნახავდა.ჩემი დებილი ძმა კიდე იჯდა გაბღენძილი ოხრავდა ალბათ სტკიოდა კიდეც მაგრამ მაინც ღიმილი დასთამაშებდა სახეზე,რაღაც არასაიამოვნოაი აი ისეთი პატარა ბავშვს ომ კანფეტს ართმევენ და მერე ამით ბევრს ტრაბახობენ ამ დროს ჩემი ძმის დაბეგვა მინდოდა აი ისე ახლა როგოცაა კვადრატში აყვანილი ღმერთო ჩემო როგორ ვერ ვიტანდი ამ მოძველბიჭო ხალხს... ჩემი ერთადერთი ძმა კი თავისი ჩხუბით ამაყი იყო,პირველად შემცხვა მის მაგივრად ალბათ პირველად და უკანასკნელადაც... ვახომ მთელი სპექტაკლები ატარა სახლში რით აღარ დაემუქრა მაგრამ სიტყვა ვერ დააცდევინა დაჩის,ჩემს საქმეში შენ ვერ ჩაგრევო თავის დაცვა რომ შემიძლია იმიტომ ვარ ახლა სახლში და არა საავადმყოფოშიო,მერე იყო გადარეკვები ლექსოსთან საქმის გარკვევის მიზნით ლექსო ხო უბანში ავტორიტეტი იყო,გაუთავებელი დიალოგები და ტვინის ბურღი,რასაც კომენდატის საათიც მოჰყვა... თუმცა ეს ქარიშხალი მალევე რომ არ გადაივლიდა არც ჩვენს ოჯახში ფაქტი იყო ამ დროს კი ჩვენს ქვეყანას უფრო უჭირდა...2004 წელი დგებოდა ქვეყანაში,ყველაფერი არეული იყო თითქოს ლაგდებოდა მაგრამ დალაგების მაინცდამაინც არაფერი ეტყობოდა ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.